ინტერნირებულის გარდაცვალება ყოველ შემთხვევაში უნდა დადასტურდეს ექიმის მიერ, რის შემდეგაც დგება გარდაცვალების აქტი, რომელშიც მითითებული იქნება გარდაცვალების მიზეზები და გარემოებები.
ინტერნირების ადგილის მდებარეობის ტერიტორიაზე მოქმედი პროცედურის შესაბამისად შედგენილი, სათანადოდ რეგისტრირებული გარდაცვალების ოფიციალური აქტი და მისი სათანადოდ დამოწმებული ასლი დაუყოვნებლივ გადაეცემა მფარველ სახელმწიფოს და 140-ე მუხლით გათვალისწინებულ ცენტრალურ სააგენტო