ინტერნირებულის გარდაცვალების ან მძიმე დაზიანების ყველა შემთხვევაში, რომელიც გამოწვეულია ან სავარაუდოა, რომ გამოწვეულია ყარაულის, სხვა ინტერნირებულის ან ნებისმიერი მესამე პირის მიერ, აგრეთვე იმ შემთხვევაში, როდესაც გარდაცვალების მიზეზი დაუდგენელია, დამკავებელმა სახელმწიფომ დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს ოფიციალური გამოძიება.

ამასთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს მფარველ სახელმწიფოს. ყველა მოწმის ჩვენება უნდა იქნას მიღებული და უნდა შედგეს ანგარიში, რომელიც მოიცავს ამ ჩვენებებს და რომელიც გადაეგზავნება აღნიშნულ მფარველ სახელმწიფოს.

თუ გამოძიების შედეგად დადგინდება ერთი ან რამდენიმე პირის ბრალეულობა, დამკავებელი სახელმწიფო ვალდებულია მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა პასუხისმგებელი პირის ან პირების სასამართლო დევნის უზრუნველსაყოფად.

თავი  XII

გათავისუფლება, რეპატრიაცია და ნეიტრალურ ქვეყნებში განთავსება