კონფლიქტის მონაწილე თითოეული მხარე უმოკლეს ვადაში გადასცემს აღნიშნულ ბიუროს ცნობებს იმ ზომების შესახებ, რომლებიც გატარდა თითოეული იმ დაცვის ქვეშ მყოფი პირის მიმართ, რომელიც ორ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში იმყოფება პატიმრობაში, იძულებით არის საცხოვრებელ ადგილზე მიმაგრებული ან ინტერნირებულია. გარდა ამისა, იგი თავის შესაბამის ორგანოებს დაავალებს დაუყოვნებლივ მიაწოდონ ბიუროს ინფორმაცია ამ პირებთან დაკავშირებული ყველა ცვლილების შესახებ, მათ შორის, გადაყვანის, გათავისუფლების, რეპატრიაციის, გაქცევის, საავადმყოფოში მოთავსების, დაბადებისა და გარდაცვალების შესახე