ინტერნირებულები, რომლებიც კონფლიქტის მონაწილე რომელიმე მხარის ტერიტორიაზე იმყოფებიან და რომელთა მიმართ მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი სამართალწარმოება ისეთი სამართალდარღვევებისათვის, რომლებიც არ ექვემდებარება მხოლოდ დისციპლინურ სასჯელს, შეიძლება დარჩნენ დაკავებულნი აღნიშნული სამართალწარმოების დასრულებამდე და, საჭიროების შემთხვევაში, სასჯელის მოხდამდე. იგივე ვრცელდება იმ ინტერნირებულებზე, რომელთაც უკვე დაეკისრათ თავისუფლების აღკვეთის სახით სასჯელი.

ინტერნირების განმახორციელებელ სახელმწიფოსა და დაინტერესებულ სახელმწიფოებს შორის შეთანხმებით, საომარი მოქმედებების ან ოკუპაციის დასრულების შემდეგ შეიძლება შეიქმნას კომიტეტები გაფანტული ინტერნირებულების მოსაძიებლა