დისციპლინური სასჯელის მოხდისათვის განკუთვნილი სათავსები უნდა შეესაბამებოდეს სანიტარიულ მოთხოვნებს; კერძოდ, ინტერნირებულთათვის უზრუნველყოფილი უნდა იყოს სათანადო ძილის საშუალებები. სასჯელის მოხდის პერიოდში ინტერნირებულებს უნდა ჰქონდეთ პირადი ჰიგიენის დაცვის შესაძლებლობა.
ინტერნირებული ქალები, რომლებიც დისციპლინურ სასჯელს იხდიან, უნდა მოთავსდნენ მამაკაცებისაგან განცალკევებით და იმყოფებოდნენ ქალთა უშუალო ზედამხედველობის ქვე