1. მიმდინარე რემონტის ჩატარება, ჩვეულებრივ, ევალება დამქირავებელს. მას არა აქვს საცხოვრებელი სადგომის გადაკეთების ან რეკონსტრუქციის უფლება გამქირავებლის თანხმობის გარეშე.
2. დამქირავებელი მოვალეა ეს სამუშაოები შეასრულოს საკუთარი ხარჯებით.
3. გამქირავებელს შეუძლია მოითხოვოს იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც გამოწვეულია დამქირავებლის მიერ ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მოვალეობის შეუსრულებლობი
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (26.06.1997).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(45)
საქმე №ას-983-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.09.2024
…პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხემ შეასრულა ხელშეკრულების 5.1.4 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება, რაც გამორიცხავს სარემონტო სამუშაოების ღირებულების ანაზღაურების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას. 4.16. სსკ-ის 548-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, მიმდინარე რემონტის ჩატარება, ჩვეულებრივ, ევალება დამქირავებელს. მას არა აქვს საცხოვრებელი სადგომის გადაკეთების…
საქმე №ას-286-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.04.2023
…არ თავისუფლდება იჯარის დარჩენილ პერიოდში საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულებისგან. 11.7. შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის საწინააღმდეგოდ წარდგენილი სააპელაციო პრეტენზიების უარსაყოფად სააპელაციო პალატამ მიუთითა შემდეგზე: სამოქალაქო კოდექსის 548-ე მუხლის მიხედვით, (1) მიმდინარე რემონტის ჩატარება, ჩვეულებრივ, ევალება დამქირავებელს. მას არა აქვს საცხოვრებელი სადგომის გადაკეთების ან…
საქმე №ას-1621-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.12.2020
…იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობასა და დასკვნებს, რომლებიც წინამდებარე განჩინების 4-11 პუნქტებშია ასახული, რომელიც შეესაბამება საკასაციო სასამართლოს პრაქტიკას და რომლის თანახმადაც სარჩელი ნაწილობრივ წარმატებულია. 24. „ სამოქალაქო კოდექსის 548-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, მიმდინარე რემონტის ჩატარება, ჩვეულებრივ, ევალება დამქირავებელს. მას არა აქვს საცხოვრებელი სადგომის…
…სა....ლო-სამეურნეო მიწის იჯარის საკითხს. თუმცა, ობიექტი, რომლის იჯარაც მოხდა, მდებარეობს არასა....ლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე და მიწის იჯარას ადგილი არ ჰქონია. სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სსკ-ის 545-ე და 548-ე მუხლები და მათ საფუძველზე უნდა დაედგინა, მოსარჩელის მიერ გაღებული რემონტის ხარჯი მიმდინარე რემონტის ხარჯს განეკუთვნებოდა თუ აუცილებელ ხარჯს წარმოადგენდა; 25.4.…
…მოსარჩელის სასარგებლოდ გადაუხდელი საიჯარო ქირის - 8000 ლარის გადახდა დაეკისრა; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. 12.2. საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 399-ე, 411-ე, 548-ე, 562-ე, 581-ე მუხლებით და განმარტა, რომ მხარეებმა საიჯარო ქირის ფასად თავდაპირველად 3 000, ხოლო შემდეგ - 5 000 ლარი გაითვალისწინეს, რაც მართლზომიერია და…