მუხლი 552. ქირავნობის ურთიერთობის უზრუნველყოფის ოდენობა
1. თუ საცხოვრებელი სადგომის ქირავნობის ხელშეკრულებით დამქირავებელს ეკისრება ვალდებულების უზრუნველყოფის საშუალების წარდგენა, მაშინ უზრუნველყოფის თანხა არ უნდა აღემატებოდეს ერთი თვის ქირის სამმაგ ოდენობას. თუ ფულადი თანხა წინასწარ არის გადასახდელი, მაშინ დამქირავებელი უფლებამოსილია გადაიხადოს იგი ყოველთვიურად თანაბარ ნაწილებად სამი თვის განმავლობაში.
2. წინასწარ გადახდილ უზრუნველყოფას უნდა დაერიცხოს კანონით დადგენილი პროცენტები და ქირავნობის ურთიერთობის დამთავრების შემდეგ დაუბრუნდეს დამქირავებელს პროცენტებთან ერთად.
3. დამქირავებლის საზიანოდ დადებული სხვაგვარი შეთანხმება ბათილი
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (26.06.1997).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(13)
საქმე №ას-746-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.11.2025
…– 25.11 ლარი. ამ თანხების ჯამი შეადგენს 858.6 ლარს (810 ლარს+48.60). 15.4. სააპელაციო პალატამ ასევე იმსჯელა მოპასუხის მიერ გადახდილი საგარანტიო თანხის, 912 ლარის, საბოლოო ანგარიშსწორების თანხაში ჩათვლის შესახებ, იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 552-ე მუხლით და აღნიშნა შემდეგი: ხელშეკრულება შეწყდა ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების გამო, რაც გულისხმობს იმას, რომ მხარეები გადადიან ახალ…
საქმე №ას-1200-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.12.2022
…მიერ ვალდებულების (ქირის, ზიანის და სხვა ფულადი მოთხოვნების) უზრუნველსაყოფად თანხის წინასწარ გადაცემა მეიჯარისთვის (გამქირავებლისთვის), რომელიც, ურთიერთობის დასასრულს, შესაძლოა, დაბრუნდეს უკან (ე.წ. „კაუციონი“ გათვალისწინებულია სამოქალაქო კოდექსის 552-ე მუხლით). ამრიგად, უკვე გადაცემული 10 000 აშშ დოლარი დასაშვებია, მიმართული ყოფილიყო ამ ინტერესისკენაც. 14.13. ამრიგად, საკასაციო პალატა…
საქმე №ას-901-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.05.2022
…კოდექსის 54-ე მუხლის შესაბამისად კანონსაწინააღმდეგო და ბათილ გარიგებად მიჩნევისათვის, კანონში პირდაპირ უნდა იყოს მითითებული ამგვარი გარიგების დადების დაუშვებლობის შესახებ (მაგ., სამოქალაქო კოდექსის 276.3, 300.21, 301.12, 552.3 მუხლები, რომლებშიც პირდაპირაა მითითებული, რომ სხვაგვარი შეთანხმება დაუშვებელი, ან ბათილია). განსახილველ შემთხვევასთან მიმართებით კანონი ამგვარ დათქმას არ…
საქმე №ას-1529-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.07.2020
…მოიჯარე მოვალეა გადაუხადოს მეიჯარეს დათქმული საიჯარო ქირა. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, იჯარის ხელშეკრულების მიმართ გამოიყენება ქირავნობის ხელშეკრულების წესები, თუ 581 – 606-ე მუხლებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. 28. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 552-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ საცხოვრებელი სადგომის ქირავნობის ხელშეკრულებით დამქირავებელს ეკისრება ვალდებულების…
საქმე №ას-261-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.06.2019
…სსკ-ის 54-ე მუხლის სამართლებრივი საფუძვლით კანონსაწინააღმდეგო და ბათილ გარიგებად ჩაითვალოს, კანონში პირდაპირ უნდა იყოს მითითება ამგვარი გარიგებების დადების დაუშვებლობასთან დაკავშირებით (მაგ. იხ. სსკ-ს 276.3, 300.21, 301.12, 552.3 მუხლები, სადაც პირდაპირაა მითითებული, რომ სხვაგვარი შეთანხმება დაუშვებელი, ან ბათილია). გამომდინარე იქიდან, რომ კანონი განსახილველ შემთხვევასთან დაკავშირებით…
მუხლი 18. ქონების ქირავნობა— მესტიის მუნიციპალიტეტის (თვითმმართველი ერთეულის) ქონების ფლობის, განკარგვის და ქონებით სარგებლობის წესის, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, საკუთრების უფლების მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ.
მუხლი 11. ქონების ქირავნობა— დმანისის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის დამატებითი წესების, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, ნასყიდობის ხელშეკრულებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ
მუხლი 18. ქონების ქირავნობა— აბაშის მუნიციპალიტეტის ქონების ფლობის, განკარგვის და სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ