გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 24.10.2018
საქმის ნომერი
330310018002249376
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
24.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/152-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

24 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ მეშველიანი

სხდომის მდივანი ეკატერინე ჯანელიძე

 

მოსარჩელე - ბო-------------ი

 

მოპასუხე - საქართველოს იუსტიციის სამინისტრო

 

დავის საგანი - ქმედების განხორციელების დავალება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაევალოს აღასრულოს ევროპული სასამართლოს 2017 წლის 27 ივნისის განჩინება და ბო-------------ის (ქო--–---–ის) სასარგებლოდ დაკისრებული თანხა 3000 (სამი ათასი) ევროს ეკვივალენტი ლარში ჩაერიცხოს წარდგენილ რეკვიზიტებზე.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა წერილობით შესაგებელს და განმარტა, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

3. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. ბ------ ჯ----–ის ძე ქო--–---–ი (დაბ:15.03.1---წ) გორის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 21 ოქტომბრის განაჩენით (სისხლის სამართლის საქმე №1------) გამართლებულ იქნა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედების ჩადენაში; ამავე განაჩენით ბ------ ქო--–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის ზომად განესაზღვრა 273-ე მუხლით ექვსი თვით თ/აღკვეთა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოხდით, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით სასჯელის ზომად, სსკ 552-ე მუხლის გამოყენებით, განესაზღვრა ერთი წლით თ/აღკვეთა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოხდით. სსკ-ის 59-ე მუხლის მიხედვით, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ბ------ ქო--–---–ს საბოლოოდ განესაზღვრა ერთი წლით თ/აღკვეთა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოხდით. ბ------ ქო--–---–ს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი ჩაეთვალა სასჯელის მოხდად და სასჯელის მოხდა დაეწყო 2003 წლის 7 დეკემბრიდან.

 

სისხლის სამართლის საქმეში (№1------) ბ------ ქო--–---–ის მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტია გორის მმაჩის განყოფილების მიერ 1--- წლის 21 მარტს გაცემული VI-TN №4----- დაბადების მოწმობა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- გორის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 21 ოქტომბრის №1------ განაჩენი (ს.ფ. 14-23);

- ბ------ ქო--–---–ის სისხლის სამართლი საქმე №1------ (ტ. 2, ს.ფ. 72);

 

3.2. ბ------ ჯ----–ის ძე ქო--–---–ი (დაბ:15.03.1---წ) გორის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 14 თებერვლის განაჩენით (სისხლის სამართლის საქმე №-------) ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით და სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 09 (ცხრა) წლის ვადით; სასჯელის მოხდა დაეწყო დაკავებიდან - 2005 წლის 30 ივლისიდან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- გორის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 14 თებერვლის №------- განაჩენი (ს.ფ. 26-32);

 

3.3. ბ------ ჯ----–ის ძე ქო--–---–ი (დაბ:15.03.1---წ) მცხეთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 6 ივნისის განაჩენით (სისხლის სამართლის საქმე №--------) ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3782 მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად მიემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი 6 (ექვსი) წელი, 1 (ერთი) თვე, 24 (ოცდაოთხი) დღე და საბოლოოდ ბ------ ჯ----–ის ძე ქო--–---–ს მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის, 7 (შვიდი) თვის და 24 (ოცდაოთხი) დღის ვადით. ბ------ ქო--–---–ს სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდა დაეწყო განაჩენის გამოტანიდან 2008 წლის 6 ივნისიდან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მცხეთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 6 ივნისის №-------- განაჩენი (მსჯავრდებულის პირადი საქმე ს.ფ. 52-56);

 

3.4. ბ------ ჯ----–ის ძე ქო--–---–ი თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში იმყოფებოდა 2005 წლის 30 ივლისიდან 2013 წლის 12 ივნისამდე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ცნობა №------- (მსჯავრდებულის პირადი საქმე ს.ფ. 74);

 

3.5. ბ------ ჯ----–ის ძე ქო--–---–მა (დაბ:15.03.1---წ) 2010 წლის 21 ივნისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მიმართ და მოითხოვა ქმედების განხორციელების დავალება, კერძოდ, მოპასუხისთვის სრულყოფილი სამედიცინო გამოკვლევისა და ადეკვატური მკურნალობის ჩატარების დავალება.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 11 აგვისტოს №--------- გადაწყვეტილებით ბ------ ქო--–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 20 ივლისის განჩინებით. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 23 იანვრის განჩინებით ბ------ ქო--–---–ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 11 აგვისტოს №--------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 141-147);

- თბილისის სააპელაციოს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 20 ივლისის განჩინება (ადმინისტრაციული საქმე №---------; ს.ფ. 247-255);

- საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 23 იანვრის განჩინება (ადმინისტრაციული საქმე №---------; ს.ფ. 277-279);

 

3.6. ბ------ ქო--–---–მა 2010 წლის 31 აგვისტოს საჩივრით მიმართა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს კონვენციის მე-3 მუხლის საფუძველზე №1 სასჯელაღსრლების დაწესებულებაში დაკავების პირობებთან, მის C ჰეპატიტით ინფიცირებასა და არასათანადო სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებით. 2012 წლის 5 ივნისს სასამართლომ აცნობა მთავრობას მომჩივნის საჩივრის შესახებ.

 

2016 წლის 25 ნოემბრის წერილით მთავრობამ სასამართლოს აცნობა, რომ სურდა საქმის მოგვარება დეკლარაციის წარდგენით, კერძოდ, საქმის კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით და მხარეთა შორის მორიგების მიღწევის მიზნით, მთავრობამ შესთავაზა 3000 (სამი ათასი) ევროს გადახდა ბ------ ქო--–---–ს ნებისმიერი და ყველა მატერიალური და მორალური ზიანის, ასევე, ყველა ხარჯისა და დანახარჯის ასანაზღაურებლად, რაც გათავისუფლებული იქნებოდა ნებისმიერი გადასახადისაგან, რაც შეიძლება დაკისრებოდა მომჩივანს. ამასთან, დეკლარაციაში მითითებული იყო, რომ აღნიშნული თანხა გადაყვანილი იქნებოდა ეროვნულ ვალუტაში გადახდის დღეს არსებული კურსის შესაბამისად და გადახდა განხორციელდებოდა სასამართლოს მიერ საჩივრის განსახილველ საქმეთა ნუსხიდან ამორიცხვის შესახებ გამოტანილი განჩინების თაობაზე მთავრობისთვის შეტყობინებიდან სამი თვის ვადაში. თუ ანგარიშსწორება არ განხორციელდებოდა ზემოხსენებული სამი თვის ვადაში, მთავრობის მიერ გადასახდელ თანხას დაერიცხებოდა მარტივი პროცენტი, რომელიც შესაბამისობაში იქნებოდა საჯარიმო პერიოდში მოქმედი ევროპის ცენტრალური ბანკის ზღვრულ სასესხო განაკვეთთან, რასაც დაემატებოდა 3 პროცენტი. აღნიშნული თანხის გადახდა წარმოადგენდა საქმის (5-------) საბოლოო გადაწყვეტას.

 

2017 წლის 23 მაისის წერილით მომჩივანმა (ბ------ ქო--–---–მა) განაცხადა, რომ ის დაეთანხმა მთავრობის მიერ შეთავაზებული წინადადების პირობებს.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, 2017 წლის 27 ივნისს, გამოიტანა განჩინება საქმეზე - „ქო--–---–ი საქართველოს წინააღმდეგ“, რომელიც საბოლოო გახდა 2017 წლის 20 ივლისს. სასამართლომ, კონვენციის 37-ე მუხლის პირველი (b) პუნქტის შესაბამისად, საჩივარი ამორიცხა განსახილველ საქმეთა ნუსხიდან. განჩინების შესაბამისად, საქართველოს მთავრობას 2017 წლის 20 ოქტომბრამდე, მომჩივნის სასარგებლოდ, უნდა გადაეხადა 3 000 (სამი ათასი) ევრო ეროვნულ ვალუტაში, გადახდის დღეს არსებული გაცვლითი კურსის შესაბამისად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2017 წლის 27 ივნისის განჩინება (ს.ფ. 114-116);

 

3.7. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2017 წლის 27 ივნისის განჩინების დროულად აღსრულების მიზნით, 2017 წლის 21 ივლისს №---- წერილით მიმართა ბ------ ქო--–---–ს და მოსთხოვა 2017 წლის 3 აგვისტომდე საბანკო რეკვიზიტებისა (ლარში გახსნილი ანგარიშის ნომერი) და პირადობის მოწმობის ასლის წარდგენა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2017 წლის 21 ივლისის №---- წერილი (ს.ფ. 60-61);

 

3.8. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ 2017 წლის 21 ივლისის №---- წერილით სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტიდან გამოითხოვა ინფორმაცია, ბ------ ქო--–---–ი (დაბადების თარიღი: 15.03.1--- წელი) ითვლებოდა თუ არა საგადასახადო წლის განმავლობაში საქართველოს რეზიდენტად.

 

სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 31 ივლისის №------------ წერილით სამინისტროს ეცნობა, რომ შემოსავლების სამსახურში არსებული ბაზების მიხედვით ვერ მოხერხდა ბ------ ქო--–---–ის იდენტიფიცირება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2017 წლის 21 ივლისის №---- წერილი (ს.ფ. 58-59);

- სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 31 ივლისის №------------ წერილი (ს.ფ. 62).

 

3.9. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ 2017 წლის 09 აგვისტოს №---- წერილით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განჩინების აღსრულების, პირის იდენტიფიკაციისა და თანხის ჩარიცხვის პროცედურების განხორციელების მიზნით, მოითხოვა მომჩივნის საიდენტიფიკაციო მონაცემების (სახელი, გვარი, მისამართი, პირადი ნომერი) შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში წარდგენა.

 

სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 09 აგვისტოს №--------- წერილით სამინისტროს ეცნობა, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში მონაცემებით: ბ------ ქო--–---–ი ფიქსირდება ოთხი პირი, რომელთაგან არც ერთის დაბადების თარიღი არ არის 1--- წლის 1--------ი; სამინისტროს, ასევე, ეცნობა, რომ ელექტრონულ ბაზაში ფიქსირდება 1--- წლის 1--------ს დაბადებული ბო-------------ი (პირადი ნომერი 5----------), რომელიც რეგისტრირებულია მისამართზე: გორი, გ---------–---–---------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2017 წლის 09 აგვისტოს №---- წერილი (ს.ფ. 65);

- სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 09 აგვისტოს №--------- წერილი (ს.ფ. 66);

 

3.10. ბო-------------მა (დაბ: 15,03,1--- წელი; პირადი ნომერი 5----------) 2017 წლის 20 სექტემბერს განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტს და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს 2017 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილების („ქო--–---–ი საქართველოს წინააღმდეგ“) აღსრულების მიზნით, წარადგინა ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, რწმუნებულება და საბანკო რეკვიზიტები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ბო-------------ის 2017 წლის 20 სექტემბრის განცხადება თანდართული მასალებით ( ს.ფ. 67-72).

 

3.11. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ 2017 წლის 27 სექტემბრის №---- წერილით მიმართა ბო-------------ს და მიუთითა, რომ 2010 წლის 31 აგვისტოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარდგენილ საჩივარში მომჩივნის ვინაობა დაფიქსირებული იყო როგორც - ბ------ ქო--–---–ი, შესაბამისად, განჩინება გამოტანილ იქნა მის სახელზე („ქო--–---–ი საქართველოს წინააღმდეგ“). განჩინების აღსრულებითვის საჭირო იყო მომჩივნის - ბ------ ქო--–---–ის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტებისა და საბანკო რეკვიზიტების წარდგენა ან ბ------ ქო--–---–ის მიერ სხვა პირზე გაცემული რწმუნებულების წარდგენა, ევროპული სასამართლოს მიერ მიკუთვნებული თანხის ჩარიცხვის თაობაზე. სამინისტრომ იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ ბ------ ქო--–---–ის ნაცვლად წარდგენილ იქნა ბო-------------ის დოკუმენტაცია, მოითხოვა ბო-------------ისა და ევროპული სასამართლოს განჩინებაში დასახელებული მომჩივანის, ბ------ ქო--–---–ის (რომლის სასარგებლოდაც, შესაბამის ვადებში, სახელმწიფოს დაეკისრა თანხის გადახდა) ვინაობის იდენტურობის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტაციის 2017 წლის 04 ოქტომბრამდე წარდგენა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2017 წლის 27 სექტემბრის N---- წერილი - ს.ფ. 75-76;

 

3.12. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ 2017 წლის 27 სექტემბრის №---- წერილით სსიპ შემოსავლების სამსახურიდან გამოითხოვა ინფორმაცია, ითვლებოდა თუ არა ბო-------------ი (დაბადების თარიღი: 15.03.1--- წ; პირადი 5----------) მიმდინარე საგადასახადო წლის განმავლობაში საქართველოს რეზიდენტად.

 

სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 03 ოქტომბრის №------------ წერილით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეცნობა, ბო-------------ი (დაბადების თარიღი: 15.03.1--- წ; პირადი ნომერი 5----------) წარმოადგენდა საქართველოს რეზიდენტს 2017 წლისთვის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2017 წლის 27 სექტემბრის №---- წერილი (ს.ფ. 73-74);

- სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 03 ოქტომბრის №------------ წერილი (ს.ფ. 77).

 

3.13. ბო-------------ის წარმომადგენელმა 2017 წლის 01 ნოემბერს განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტს და მოითხოვა ინფორმაცია, რატომ არ მოხდა ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს 2017 წლის 27 ივნისის განჩინების აღსრულება, მაშინ როდესაც ცნობილი გახდა, რომ ბ------ ქო--–---–ი და ბო-------------ი ერთი და იგივე პირები იყვნენ.

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის 2017 წლის 15 ნოემბრის №---- წერილით ბო-------------ის წარმომადგენელს ეცნობა, რომ აღნიშნული განჩინების დროულად, სამ თვიან ვადაში აღსრულების მიზნით (2017 წლის 20 ოქტომბრამდე), საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ 2017 წლის 21 ივლისის №---- ოფიციალური წერილით მომჩივანისაგან, ასევე, 2017 წლის პირველი აგვისტოს №---- წერილით მისი წარმომადგენლისგან მოითხოვა მომჩივნის საბანკო რეკვიზიტების (ლარში გახსნილი ანგარიშის ნომერი) და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა. მომჩივან ბ------ ქო--–---–ის მიერ დოკუმენტაცია წარდგენილი არ ყოფილა. 2017 წლის 20 სექტემბერს მოცემულ საქმეზე მომჩივნის სტატუსით სამინისტროს მიმართა პირმა, რომლის სახელი და გვარი იყო ბო-------------ი, რასაც ადასტურებდა მის მიერ წარდგენილი ბინადრობის ნებართვა და მინდობილობა. ზემოაღნიშნული შეუსაბამობის გამო, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ 2017 წლის 27 სექტემბრის №---- წერილით მიმართა მომჩივანსა და მის წარმომადგენელს. კერძოდ, მთავრობამ შეატყობინა, რომ 2010 წლის 31 აგვისტოს ევროპული სასამართლოს წინაშე შეტანილი საჩივრის ფორმაში მომჩივნის ვინაობა იყო დაფიქსირებული, როგორც „ბ------ ქო--–---–ი“, შესაბამისად, სასამართლოს განჩინება გამოტანილი იყო მხოლოდ და მხოლოდ ზემოხსენებული სახელისა და გვარის მქონე პირის სასარგებლოდ („ბ------ ქო--–---–ი საქართველოს წინააღმდეგ“). აღნიშნულიდან გამომდინარე, განჩინების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, აუცილებელი იყო მომჩივნის - „ბ------ ქო--–---–ის“ პიროვნების დამადასტურებელი საბუთების წარმოდგენა. იმავე წერილით მთავრობამ მომჩივანს მოუწოდა, დაედასტურებინა 2017 წლის 4 ოქტომბრამდე, რომ მისი ვინაობა („ბო-------------ი“) იყო აღნიშნულ საქმეში წარმოდგენილი მომჩივნის ვინაობის („ბ------ ქო--–---–ის“) იდენტური. შესაბამისად, ეთხოვა, გონივრულ ვადაში წარედგინა აღნიშნული ფაქტის დამადასტურებელი სათანადო დოკუმენტაცია, სხვაგვარად სასამართლოს განჩინების აღსრულება შეუძლებელი იქნებოდა. ზემოაღნიშნული არაერთი თხოვნის მიუხედავად, მთავრობის წინაშე მომჩივნის მიერ არ მომხდარა მოთხოვნილი დოკუმენტების წარდგენა, რის თაობაზეც 2017 წლის 17 ოქტომბერს ეცნობა ევროპულ სასამართლოს. ამავე წერილით ეთხოვა საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტისთვის ეცნობებინა, თუ რა მიზეზით განხორციელდა 2010 წლის 31 აგვისტოს ევროპული სასამართლოს წინაშე შეტანილი საჩივრის ფორმაში მომჩივნის ვინაობის დაფიქსირება როგორც - „ბ------ ქო--–---–ი“ და არა როგორც „ბო-------------ი“, თუ პიროვნების რეალურ სახელსა და გვარს წარმოადგენდა „ბო-------------ი“; ზემოთითებული შეუსაბამობის აღმოფხვრის მიზნით, მოთხოვნილ იქნა ბო-------------ისა და ბ------ ქო--–---–ის იდენტურობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2017 წლის 01 ნოემბრის განცხადება (ს.ფ. 81-82);

- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის 2017 წლის 15 ნოემბრის №---- წერილი (ს.ფ. 83-84).

 

3.14. ბო-------------ის წარმომადგენელმა 2017 წლის 11 დეკემბერს მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტს და განმარტა, რომ ბ------ ქო--–---–ი (ამჟამად ბო-------------ი) საქართველოს სასამართლოების მიერ ორჯერ იყო მსჯავრდებული, კერძოდ: 1. გორის რაიონული სასამართლოს მიერ 2004 წლის 21 ოქტომბრის განაჩენით და 2. გორის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 14 თებერვლის განაჩენით. ბ------ ქო--–---–ი დაბადებიდან სარგებლობდა ბ------ ქო--–---–ის სახელით და გვარით, სკოლაშიც ამ სახელით და გვარით სწავლობდა, ასევე, სასჯელაღსრულების დაწესებულებაშიც პირადი საქმე ნაწარმოებია ბ------ ქო--–---–ის სახელით და გვარით, მხოლოდ ამნისტიით გათავისუფლების შემდგომ მან აიღო პასპორტი და პირადობა ბო-------------ზე, მაგრამ ქო--–---–ი და ბო-------------ი ერთი და იგივე პირია. განმცხადებელმა აღნიშნულ წერილში, ასევე, განმარტა, რომ 2010 წლის 31 აგვისტოს ევროპული სასამართლოს წინაშე შეტანილი საჩივრის ფორმაში მომჩივნის ვინაობის დაფიქსირება როგორც ბ------ ქო--–---–ი, განპირობებული იყო იმით, რომ საქართველოს სახელით გამოტანილ განაჩენებში, ასევე, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში იგი ფიქსირდებოდა, როგორც ბ----- ქო--–---–ი. აღნიშნული განცხადებისა და თანდართული მასალების (1. გორის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 21 ოქტომბრის განაჩენი; 2. გორის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 14 თებერვლის განაჩენი; 3. სისხლის სამართლის საქმე N---- თავფურცელი და 2003 წლის 7 დეკემბრის მოთხოვნა შსს საინფორმაციო ცენტრიდან ნასამართლეობის შესახებ; 4. სისხლის სამართლის საქმე №----- თავფურცელი და მოთხოვნა შსს საინფორმაციო ცენტრიდან ნასამართლეობის შესახებ) საფუძველზე, მოითხოვა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2017 წლის 27 ივნისის განჩინების აღსრულება.

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის 2018 წლის 29 იანვრის №--- წერილით განმცხადებელს განემარტა, რომ წარდგენილი დასაბუთება და დოკუმენტაცია ვერ იქნა მიჩნეული „ბო-------------ისა“ და „ბ------ ქო--–---–ის“ პიროვნების იდენტურობის დასადასტურებლ საკმარის მტკიცებულებებად. ამავე წერილით განემარტა, რომ განჩინების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, აუცილებელი იყო მომჩივნის პიროვნების დამადასტურებელი სათანადო დოკუმენტაციის წარდგენა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2017 წლის 11 დეკემბრის განცხადება და თანდართული მასალები (ს.ფ. 85- 109);

- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის 2018 წლის 29 იანვრის №--- წერილი (ს.ფ. 110-111).

 

3.15. დადგენილია, რომ სისხლის სამართლის საქმეში (№1------) ბ------ ქო--–---–ის მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტია გორის მმაჩის განყოფილების მიერ 1--- წლის 21 მარტს ბ------ ჯ----–ის ძე ქ----–--–ის (დაბ. 15.03.1---წ) სახელზე გაცემული VI-TN №4----- დაბადების მოწმობა. დაბადების მოწმობაში მშობლებად მითითებულნი არიან: მამა - ქო--–---–ი ჯ----– ბ------ის ძე, დედა - ს-----–---–----------–-----------------–ი. დაბადების მოწმობა გაცემულია დაბადების აქტების სარეგისტრაციო წიგნში 1--- წლის 21 მარტს განხორციელებული №--- ჩაწერის საფუძველზე.

 

დადგენილია, რომ დაბადების აქტის №--- ჩანაწერი რეგისტრირებულია ქ. გორის მმაჩის განყოფილების მიერ 1--- წლის 21 მარტს ბ------ ჯ----–ის ძე ქ-------ის სახელზე. ჩანაწერში მშობლებად მითითებულნი არიან: მამა - ქ-------ი ჯ----– ბ------ის ძე, დედა - - ს-----–---–----------–-----------------–ი. აქტში, ასევე, მითითებულია, რომ გაიცა დაბადების VI-TN N4----- მოწმობა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ბ------ ქო--–---–ის სისხლის სამართლი საქმე №1------ (ტ. 2, ს.ფ. 72);

- სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამოქალაქო აქტებისა და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურის 2018 წლის 21 სექტემბრის №--------- წერილი (ს.ფ. 256);

- დაბადების აქტის ჩაწერა №--- (ს.ფ. 257-258);

 

3.16. დადგენილია, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არ იძებნება ინფორმაცია 1--- წლის 1--------ს დაბადებული ბ------ ჯ----–ის ძე ქო--–---–ის სახელზე პირადობის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტის გაცემის თაობაზე. იძებნება ინფორმაცია 1--- წლის 1--------ს დაბადებული ბ------ ჯ----–ის ძე ქ-------ის (პ/ნ 5----------) სახელზე გაცემული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების (პასპორტი№---------, პირადობის ელექტრონული მოწმობა №---------- და დროებითი ბინადრობის მოწმობა №---------) გაცემის თაობაზე.

 

სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში და ბო-------------ის (პ/ნ 5----------) დაბადების აქტის ჩანაწერში არ ფიქსირდება ინფორმაცია გვარის ცვლილების თაობაზე. სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზის თანახმად, ბო-------------ის (პ/ნ 5----------) სახელზე 2013 წლის 11 ივლისს გაცემული იყო პირადობის ელექტრონული მოწმობა №---------, რომელიც გაუქმებულია 2014 წლის 26 თებერვალს, საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის გამო. 2015 წლის 22 აპრილს ზემოხსენებული მოქალაქის სახელზე გაიცა დროებითი ბინადრობის მოწმობა 1--------, რომლის სტატუსიც არის მოქმედი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამოქალაქო აქტებისა და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურის 2018 წლის 05 აპრილის №--------- წერილი (ს.ფ. 228).

- სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამოქალაქო აქტებისა და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურის 2018 წლის 21 სექტემბრის №--------- წერილი (ს.ფ. 256);

 

3.17. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის არქივის სამმართველოსა და პენიტენციური დაწესებულებების საარქივო ბაზაში ინფორმაცია ბ------ ჯ----–ის ძე ქ-------ის (დაბადების თარიღი: 15.03.1--- წ.) მიერ სასჯელის მოხდის შესახებ ვერ იქნა მოძიებული. მოძიებულ იქნა ინფორმაცია ბ------ ჯ----–ის ძე ქო--–---–ის (დაბადების თარიღი: 15.03.1--- წ.) შესახებ, რომელიც სასჯელს იხდიდა 30.07.2005 წლიდან. გათავისუფლდა №-- პენიტენციური დაწესებულებიდან 12.06.2013 წელს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის 2018 წლის 20 სექტემბრის №----------------- წერილი (ს.ფ. 259);

- საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის 2018 წლის 01 ოქტომბრის №----------------- წერილი (ს.ფ. 261).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ბო-------------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. ნორმატიული აქტები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუცია, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის "გ" ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე. ამავე კოდექსის 24-ე მუხლი განსაზღვრავს სარჩელის ისეთ საპროცესო-სამართლებრივ საშუალებას, როგორიცაა სარჩელი ქმედების განხორციელების დავალების თაობაზე, რომელიც შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ასევე, განსაზღვრულია, რომ სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.

 

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს მოპასუხისთვის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2017 წლის 27 ივნისის განჩინების აღსრულება და მოსარჩელის ანგარიშზე გაჩინებით დაკისრებული თანხის ჩარიცხვა. შესაბამისად, განსახილველი დავის ფარგლებში უნდა შემოწმედეს, არსებობს თუ არა მოპასუხისთვის ქმედების განხორციელების დავალების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

 

6.2. „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის“ 1950 წლის 4 ნოემბრის კონვენციის ხელმომწერი მთავრობები, რომლებიც არიან ევროპის საბჭოს წევრები ითვალისწინებენ 1948 წლის 10 დეკემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის მიერ გაცხადებულ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციას, მხედველობაში იღებენ რომ ეს დეკლარაცია მიზნად ისახავს მასში გაცხადებულ უფლებათა საყოველთაო და ეფექტიანი აღიარებისა და დაცვის უზრუნველყოფას; ითვალისწინებენ, რომ ევროპის საბჭოს მიზანია მის წევრებს შორის უფრო მეტი ერთიანობის მიღწევა და რომ ამ მიზნის მიღწევის ერთ-ერთი საშუალება არის ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვა და მათი შემდგომი განხორციელება; ადასტურებენ თავიანთ ერთგულებას იმ ძირითადი თავისუფლებებისადმი, რომელთაც ეფუძნება სამართლიანობა და მშვიდობა მსოფლიოში და რომელთა დაცვა საუკეთესოდ ხორციელდება, ერთი მხრივ, ეფექტიანი დემოკრატიული პოლიტიკითა და, მეორე მხრივ, ადამიანის უფლებათა საერთო გაგებითა და მათი უზრუნველყოფით, რასაც ისინი ემყარებიან; როგორც მთავრობები იმ თანამოაზრე ევროპული ქვეყნებისა, რომელთაც აქვთ პოლიტიკური ტრადიციების, იდეალების, თავისუფლებისა და სამართლის უზენაესობის საერთო მემკვიდრეობა, შემართულნი არიან, გადადგან პირველი ნაბიჯები საყოველთაო დეკლარაციით გაცხადებულ გარკვეულ უფლებათა კოლექტიური განხორციელებისათვის. მაღალი ხელშემკვრელი მხარეები თავიანთი იურისდიქციის ფარგლებში ყველასთვის უზრუნველყოფენ აღნიშნული კონვენციის პირველ თავში განსაზღვრულ უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას. ევროპულ კონვენციას საქართველომ ხელი მოაწერა 1999 წლის 27 აპრილს, ხოლო საქართველოს პარლამენტის მიერ კონვენციის რატიფიცირების შედეგად ქვეყნისთვის ძალაში შევიდა 1999 წლის 20 მაისს.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-19 მუხლის თანახმად, მაღალი ხელშემკვრელი მხარეების მიერ კონვენციითა და მისი ოქმებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების უზრუნველსაყოფად დაარსებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, რომელიც მუდმივმოქმედი ორგანოა. კონვენციის 32-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს იურისდიქცია ვრცელდება კონვენციისა და მისი ოქმების განმარტებასა და გამოყენებასთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე, რომელიც მას გადაეცემა, როგორც ეს გათვალისწინებულია 33-ე (სახელმწიფოთაშორისი საქმეები - ყოველ მაღალ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სხვა მაღალი ხელშემკვრელი მხარის მიერ კონვენციისა და მისი ოქმების ნებისმიერი სავარაუდო დარღვევის შესახებ.), 34-ე (ინდივიდუალური განაცხადი - სასამართლოს შეუძლია მიიღოს განაცხადები ნებისმიერი ფიზიკური პირისაგან, არასამთავრობო ორგანიზაციისაგან ან ცალკეულ პირთა ჯგუფისაგან, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ისინი არიან ერთ-ერთი მაღალი ხელშემკვრელი მხარის მიერ კონვენციით ან მისი ოქმებით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის მსხვერპლნი. მაღალი ხელშემკვრელი მხარეები კისრულობენ ვალდებულებას, არაფრით შეუშალონ ხელი ამ უფლების ეფექტიან განხორციელებას.) და 47-ე (საკონსულტაციო დასკვნები - სასამართლოს შეუძლია, მინისტრთა კომიტეტის თხოვნით გასცეს საკონსულტაციო დასკვნები სამართლებრივ საკითხებზე, რომლებიც ეხება კონვენციისა და მისი ოქმების განმარტებას) მუხლებით. სასამართლოს შეუძლია საქმე მიიღოს განსახილველად მხოლოდ მას შემდეგ, რაც ამოიწურება სამართლებრივი დაცვის ყველა შიდასახელმწიფოებრივი საშუალება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული ნორმების თანახმად, და თუ გასული არ არის ექვსი თვე, საქმეზე შიდასახელმწიფოებრივი საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანის თარიღიდან (კონვენციის 35-ე მუხლის პირველი პუნქტი).

 

„ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის“ კონვენციის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თუ სასამართლო აცხადებს განაცხადს დაშვებულად, ის: ა) განაგრძობს საქმის განხილვას საქმეთა წარმომადგენლებთან ერთად და, საჭიროების შემთხვევაში, აწარმოებს გამოძიებას, რომლის ეფექტიანად წარმართვისათვის შესაბამისი სახელმწიფოები მას უზრუნველყოფენ ყველა აუცილებელი საშუალებით; ბ) სთავაზობს დაინტერესებულ მხარეებს თავის სამსახურს საქმეზე მორიგების მისაღწევად კონვენციასა და მის ოქმებში განსაზღვრულ ადამიანის უფლებათა პატივისცემის საფუძველზე. 2. 1-ელი პუნქტის (b) ქვეპუნქტის შესაბამისად წარმართული პროცედურა კონფიდენციალურია. თუ მიღწეულია მორიგება, სასამართლო საქმეს ამორიცხავს საქმეთა ნუსხიდან შესაბამისი განჩინებით, რომელიც ფაქტებისა და მიღწეული შეთანხმების მოკლედ გადმოცემით შემოიფარგლება (კონვენციის 39-ე მუხლი). კონვენციის 37-ე მუხლი იძლევა შესაძლებლობას საქმეთა ნუსხიდან განაცხადის ამორიცხვისა, თუ გარემოებებზე დაყრდნობით ის დაასკვნის, რომ: ა) განმცხადებელს აღარ აქვს განზრახული, ბოლომდე მისდიოს თავის განცხადებას; ან ბ) დავა გადაწყდება; ან გ) სასამართლოს მიერ დადგენილი ნებისმიერი მიზეზით განაცხადის განხილვის გაგრძელება აღარ არის გამართლებული.

 

საქართველოში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულებას უზრუნველყოფს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. კერძოდ, სამინისტროს შემადგენლობაში შემავალი საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტი. „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სასამარლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობს დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 17 მარტის №66 ბრძანების მე-6 მუხლის “გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის საქმიანობის სფეროს, ამოცანებს და კომპეტენციას წარმოადგენს საერთაშორისო სასამართლოების მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებების აღსრულებისათვის წინადადებათა შემუშავება და მათი განხორციელების ხელშეწყობა. ამავე ბრძანების მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შექმნილია გადაწყვეტილების აღსრულებაზე ზედამხედველობის სამმართველო. სამმართველო შეიმუშავებს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოების მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებების მითითებათა შესაბამისად აღსრულებისათვის აუცილებელ წინადადებებს და წარუდგენს მათ მინისტრსა და კურატორ მინისტრის მოადგილეს, ხელს უწყობს მათ განხორციელებას; იღებს შესაბამის ზომებს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოების მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულების თაობაზე გატარებული ღონისძიებების შესახებ შესაბამისი საერთაშორისო ორგანოს ინფორმირების მიზნით; ახორციელებს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების ექსპერტიზას ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით; ხელს უწყობს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო აქტებისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოების პრეცედენტული სამართლის პოპულარიზაციას; ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოების მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებების შესაბამისად, შეიმუშავებს საკანონმდებლო ცვლილებების პროექტებს და წარუდგენს მათ მინისტრს ან კურატორ მინისტრის მოადგილეს; ორგანიზებას უწევს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოების პრეცედენტული სამართლის პოპულარიზაციის მიზნით სემინარებისა და ტრენინგების ჩატარებას, აგრეთვე აღნიშნული სასამართლოების გადაწყვეტილებების თარგმნასა და გავრცელებას; ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებსა და ამოცანებს.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ბ------ ქო--–---–მა 2010 წლის 31 აგვისტოს საჩივრით მიმართა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს კონვენციის მე-3 მუხლის საფუძველზე (არავინ შეიძლება დაექვემდებაროს წამებას, არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობას ან დასჯას). 2016 წლის 25 ნოემბრის წერილით მთავრობამ სასამართლოს აცნობა, რომ სურდა საქმის მოგვარება დეკლარაციის წარდგენით, კერძოდ, საქმის კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით და მხარეთა შორის მორიგების მიღწევის მიზნით, მთავრობამ შესთავაზა 3000 (სამი ათასი) ევროს გადახდა ბ------ ქო--–---–ს ნებისმიერი და ყველა მატერიალური და მორალური ზიანის, ასევე, ყველა ხარჯისა და დანახარჯის ასანაზღაურებლად, რაც გათავისუფლებული იქნებოდა ნებისმიერი გადასახადისაგან, რაც შეიძლება დაკისრებოდა მომჩივანს. ამასთან, დეკლარაციაში მითითებული იყო, რომ აღნიშნული თანხა გადაყვანილი იქნებოდა ეროვნულ ვალუტაში გადახდის დღეს არსებული კურსის შესაბამისად და გადახდა განხორციელდებოდა სასამართლოს მიერ საჩივრის განსახილველ საქმეთა ნუსხიდან ამორიცხვის შესახებ გამოტანილი განჩინების თაობაზე მთავრობისთვის შეტყობინებიდან სამი თვის ვადაში. თუ ანგარიშსწორება არ განხორციელდებოდა ზემოხსენებული სამი თვის ვადაში, მთავრობის მიერ გადასახდელ თანხას დაერიცხებოდა მარტივი პროცენტი, რომელიც შესაბამისობაში იქნებოდა საჯარიმო პერიოდში მოქმედი ევროპის ცენტრალური ბანკის ზღვრულ სასესხო განაკვეთთან, რასაც დაემატებოდა 3 პროცენტი. აღნიშნული თანხის გადახდა წარმოადგენდა საქმის (5-------) საბოლოო გადაწყვეტას. 2017 წლის 23 მაისის წერილით მომჩივანმა (ბ------ ქო--–---–მა) განაცხადა, რომ ის დაეთანხმა მთავრობის მიერ შეთავაზებული წინადადების პირობებს. შესაბამისად, სასამართლომ, კონვენციის 37-ე მუხლის პირველი (b) პუნქტის საფუძველზე, საჩივარი ამორიცხა განსახილველ საქმეთა ნუსხიდან და 2017 წლის 27 ივნისს გამოიტანა განჩინება საქმეზე - „ქო--–---–ი საქართველოს წინააღმდეგ“, რომელიც საბოლოო გახდა 2017 წლის 20 ივლისს. აღნიშნული განჩინების შესაბამისად, საქართველოს მთავრობას მომჩივნის სასარგებლოდ, 2017 წლის 20 ოქტომბრამდე, უნდა გადაეხადა 3 000 (სამი ათასი) ევრო ეროვნულ ვალუტაში, გადახდის დღეს არსებული გაცვლითი კურსის შესაბამისად,6.3. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის“ კონვენციის 46-ე მუხლის თანახმად, განსაზღვრულია ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების სავალდებულო ძალა და აღსრულება, კერძოდ, მაღალი ხელშემკვრელი მხარეები კისრულობენ ვალდებულებას, დაემორჩილონ სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას ნებისმიერ საქმეზე, რომლის მხარეებიც ისინი არიან. სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება გადაეცემა მინისტრთა კომიტეტს, რომელიც ზედამხედველობს მის აღსრულებას.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2017 წლის 27 ივნისის განჩინების დროულად აღსრულების მიზნით, 2017 წლის 21 ივლისს №---- წერილით მიმართა ბ------ ქო--–---–ს და მოსთხოვა 2017 წლის 3 აგვისტომდე საბანკო რეკვიზიტებისა (ლარში გახსნილი ანგარიშის ნომერი) და პირადობის მოწმობის ასლის წარდგენა. დადგენილია, რომ ბო-------------მა (დაბ: 15,03,1--- წელი; პირადი ნომერი 5----------) 2017 წლის 20 სექტემბერს განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტს და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს 2017 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილების („ქო--–---–ი საქართველოს წინააღმდეგ“) აღსრულების მიზნით, წარადგინა ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, რწმუნებულება და საბანკო რეკვიზიტები.

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ 2017 წლის 27 სექტემბრის №---- წერილით მიმართა ბო-------------ს და მიუთითა, რომ 2010 წლის 31 აგვისტოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარდგენილ საჩივარში მომჩივნის ვინაობა დაფიქსირებული იყო როგორც - ბ------ ქო--–---–ი, შესაბამისად, განჩინების აღსრულებითვის საჭირო იყო მომჩივნის - ბ------ ქო--–---–ის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტებისა და საბანკო რეკვიზიტების წარდგენა ან ბ------ ქო--–---–ის მიერ სხვა პირზე გაცემული რწმუნებულების წარდგენა, ევროპული სასამართლოს მიერ მიკუთვნებული თანხის ჩარიცხვის თაობაზე. სამინისტრომ იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ ბ------ ქო--–---–ის ნაცვლად წარდგენილ იქნა ბო-------------ის დოკუმენტაცია, მოითხოვა ბო-------------ისა და ევროპული სასამართლოს განჩინებაში დასახელებული მომჩივანის, ბ------ ქო--–---–ის (რომლის სასარგებლოდაც, შესაბამის ვადებში, სახელმწიფოს დაეკისრა თანხის გადახდა) ვინაობის იდენტურობის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტაციის 2017 წლის 04 ოქტომბრამდე წარდგენა.

 

დადგენილია, რომ ბო-------------ის წარმომადგენელმა 2017 წლის 01 ნოემბერს განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტს და მოითხოვა ინფორმაცია, რატომ არ მოხდა ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს 2017 წლის 27 ივნისის განჩინების აღსრულება, მაშინ როდესაც ცნობილი გახდა, რომ ბ------ ქო--–---–ი და ბო-------------ი ერთი და იგივე პირები იყვნენ.

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის 2017 წლის 15 ნოემბრის №---- წერილით ბო-------------ის წარმომადგენელს ეცნობა, რომ აღნიშნული განჩინების დროულად, სამ თვიან ვადაში აღსრულების მიზნით (2017 წლის 20 ოქტომბრამდე), საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ 2017 წლის 21 ივლისის №---- ოფიციალური წერილით მომჩივანისაგან, ასევე, 2017 წლის პირველი აგვისტოს №---- წერილით მისი წარმომადგენლისგან მოითხოვა მომჩივნის საბანკო რეკვიზიტების (ლარში გახსნილი ანგარიშის ნომერი) და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაცის წარდგენა. მომჩივან ბ------ ქო--–---–ის მიერ დოკუმენტაცია წარდგენილი არ ყოფილა. 2017 წლის 20 სექტემბერს მოცემულ საქმეზე მომჩივნის სტატუსით სამინისტროს მიმართა პირმა, რომლის სახელი და გვარი იყო ბო-------------ი, რასაც ადასტურებდა მის მიერ წარდგენილი ბინადრობის ნებართვა და მინდობილობა. ზემოაღნიშნული შეუსაბამობის გამო, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ 2017 წლის 27 სექტემბრის №---- წერილით მიმართა მომჩივანსა და მის წარმომადგენელს. კერძოდ, მთავრობამ შეატყობინა, რომ 2010 წლის 31 აგვისტოს ევროპული სასამართლოს წინაშე შეტანილი საჩივრის ფორმაში მომჩივნის ვინაობა იყო დაფიქსირებული, როგორც „ბ------ ქო--–---–ი“, შესაბამისად, სასამართლოს განჩინება გამოტანილი იყო მხოლოდ და მხოლოდ ზემოხსენებული სახელისა და გვარის მქონე პირის სასარგებლოდ („ბ------ ქო--–---–ი საქართველოს წინააღმდეგ“). აღნიშნულიდან გამომდინარე, განჩინების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, აუცილებელი იყო მომჩივნის - „ბ------ ქო--–---–ის“ პიროვნების დამადასტურებელი საბუთების წარმოდგენა. იმავე წერილით მთავრობამ მომჩივანს მოუწოდა, დაედასტურებინა 2017 წლის 4 ოქტომბრამდე, რომ მისი ვინაობა („ბო-------------ი“) იყო აღნიშნულ საქმეში წარმოდგენილი მომჩივნის ვინაობის („ბ------ ქო--–---–ის“) იდენტური. შესაბამისად, ეთხოვა, გონივრულ ვადაში წარედგინა აღნიშნული ფაქტის დამადასტურებელი სათანადო დოკუმენტაცია, სხვაგვარად სასამართლოს განჩინების აღსრულება შეუძლებელი იქნებოდა. ზემოაღნიშნული არაერთი თხოვნის მიუხედავად, მთავრობის წინაშე მომჩივნის მიერ არ მომხდარა მოთხოვნილი დოკუმენტების წარდგენა, რის თაობაზეც 2017 წლის 17 ოქტომბერს ეცნობა ევროპულ სასამართლოს. ამავე წერილით მომჩივანის წარმომადგენელს ეთხოვა საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტისთვის ეცნობებინა, თუ რა მიზეზით განხორციელდა 2010 წლის 31 აგვისტოს ევროპული სასამართლოს წინაშე შეტანილი საჩივრის ფორმაში მომჩივნის ვინაობის დაფიქსირება როგორც - „ბ------ ქო--–---–ი“ და არა როგორც „ბო-------------ი“, თუ პიროვნების რეალურ სახელსა და გვარს წარმოადგენდა „ბო-------------ი“; ზემოთითებული შეუსაბამობის აღმოფხვრის მიზნით, მოთხოვნილ იქნა ბო-------------ისა და ბ------ ქო--–---–ის იდენტურობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

 

ბო-------------ის წარმომადგენელმა 2017 წლის 11 დეკემბერს მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტს და განმარტა, რომ ბ------ ქო--–---–ი (ამჟამად ბო-------------ი) საქართველოს სასამართლოების მიერ ორჯერ იყო მსჯავრდებული, კერძოდ: 1. გორის რაიონული სასამართლოს მიერ 2004 წლის 21 ოქტომბრის განაჩენით და 2. გორის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 14 თებერვლის განაჩენით. ბ------ ქო--–---–ი დაბადებიდან სარგებლობდა ბ------ ქო--–---–ის სახელით და გვარით, სკოლაშიც ამ სახელით და გვარით სწავლობდა, ასევე, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პირადი საქმე ნაწარმოებია ბ------ ქო--–---–ის სახელით და გვარით., მან მხოლოდ ამნისტიით გათავისუფლების შემდგომ აიღო პასპორტი და პირადობა ბო-------------ზე, მაგრამ ქო--–---–ი და ბო-------------ი ერთი და იგივე პირია. მომჩივანის წარმომადგენელმა აღნიშნულ წერილში, ასევე, განმარტა, რომ 2010 წლის 31 აგვისტოს ევროპული სასამართლოს წინაშე შეტანილი საჩივრის ფორმაში მომჩივნის ვინაობის დაფიქსირება როგორც ბ------ ქო--–---–ი, განპირობებული იყო იმით, რომ საქართველოს სახელით გამოტანილ განაჩენებში, ასევე, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში იგი ფიქსირდებოდა, როგორც ბ----- ქო--–---–ი. აღნიშნული განცხადებისა და თანდართული მასალების (1. გორის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 21 ოქტომბრის განაჩენი; 2. გორის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 14 თებერვლის განაჩენი; 3. სისხლის სამართლის საქმე N---- თავფურცელი და 2003 წლის 7 დეკემბრის მოთხოვნა შსს საინფორმაციო ცენტრიდან ნასამართლეობის შესახებ; 4. სისხლის სამართლის საქმე №----- თავფურცელი და მოთხოვნა შსს საინფორმაციო ცენტრიდან ნასამართლეობის შესახებ) საფუძველზე, მოითხოვა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2017 წლის 27 ივნისის განჩინების აღსრულება.

 

დადგენილია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის მირ წარდგენილი დასაბუთება და დოკუმენტაცია ვერ იქნა მიჩნეული „ბო-------------ისა“ და „ბ------ ქო--–---–ის“ პიროვნების იდენტურობის დასადასტურებლ სათანადო მტკიცებულებებად.

 

6.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო აქტების რეგისტრაციისა და აღრიცხვის ერთიანი სისტემის ფორმირების მიზნით შექმინილია „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქათველოს კანონი, რომელიც განსაზღვრავს სამოქალაქო აქტების სახეებს, მათი რეგისტრაციის, სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების, დამატების შეტანის, სამოქალაქო აქტის ხელახალი რეგისტრაციის, დაბადებისა და გარდაცვალების სამოქალაქო აქტების ჩანაწერების ბათილად ცნობის, დაბადებისა და გარდაცვალების რეგისტრაციის, აგრეთვე პირის გარკვეულ დროსა და ვითარებაში დაბადებისა და გარდაცვალების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენის, სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის ძირითად პირობებს და სამოქალაქო აქტების სფეროში უფლებამოსილ ორგანოებს.

 

„სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოებია: ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო (შემდგომ – სააგენტო), რომელიც თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს ტერიტორიული სამსახურების მეშვეობით; ბ) დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში − საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა, მესამე სახელმწიფოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში შექმნილი საქართველოს ინტერესთა სექცია და საკონსულო დაწესებულება (შემდგომ – საკონსულო დაწესებულება); გ) დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში − ნოტარიუსი.

 

ამავე კანონის მე-5 მუხლის თანახმად, სამოქალაქო აქტის ჩანაწერისა და სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობის ფორმები, რეკვიზიტები და ბლანკების ნიმუშები, აგრეთვე სამოქალაქო აქტის ჩანაწერის შენახვისა და სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობის გაცემის წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. კანონის მე-20 მუხლი განსაზღვრავს, რომ დაბადება არის იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი, რომელიც ექვემდებარება სავალდებულო რეგისტრაციას სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს მიერ. მე-9 მუხლის თანახმად კი, პირის მიმართ რეგისტრირებულ სამოქალაქო აქტების ჩანაწერებში (სამოქალაქო აქტის ჩანაწერი − ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც ადასტურებს ამ კანონით გათვალისწინებულ იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტს) ან სამოქალაქო აქტის ჩანაწერსა და სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობაში (სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობა − უფლებამოსილი ორგანოს მიერ სამოქალაქო აქტის ჩანაწერის საფუძველზე გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს სამოქალაქო აქტის რეგისტრაციას) მითითებული მონაცემების შეუსაბამობის შემთხვევაში საწინააღმდეგოს დადგენამდე ნამდვილად მიიჩნევა დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში მითითებული მონაცემები.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 1--- წლის 1--------ს დაბადებული ბ------ ჯ----–ის ძე ქო--–---–ის მიმართ ნაწარმოებ სისხლის სამართლის საქმეთა და ადმინისტრაციული საქმის მასალებში, ასევე, მსჯავრდებულის პირად საქმეში პირის მაიდენტიფიცირებლ ერთადერთ დოკუმენტად ფიქსირდება გორის მმაჩის განყოფილების მიერ 1--- წლის 21 მარტს ბ------ ჯ----–ის ძე ქ----–--–ის (დაბ. 15..03.1---წ) სახელზე გაცემული VI-TN №4----- დაბადების მოწმობა. დაბადების მოწმობაში მშობლებად მითითებულნი არიან: მამა - ქო--–---–ი ჯ----– ბ------ის ძე, დედა - ს-----–---–----------–-----------------–ი. დაბადების მოწმობა გაცემულია დაბადების აქტების სარეგისტრაციო წიგნში 1--- წლის 21 მარტს განხორციელებული №--- ჩაწერის საფუძველზე. დადგენილია, ასევე, რომ დაბადების აქტის №--- ჩანაწერი რეგისტრირებულია ქ. გორის მმაჩის განყოფილების მიერ 1--- წლის 21 მარტს ბ------ ჯ----–ის ძე ქ-------ის სახელზე. ჩანაწერში მშობლებად მითითებულნი არიან: მამა - ქ-------ი ჯ----– ბ------ის ძე, დედა - - ს-----–---–----------–-----------------–ი. აქტში, ასევე, მითითებულია, რომ გაიცა დაბადების VI-TN №4----- მოწმობა.

 

ამდენად, მითითებული ფაქტორბივი გარემოებებით დგინდება სამოქალაქო აქტის ჩანაწერსა და დაბადების მოწმობაში (სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობაში) მითითებული მონაცემების შეუსაბამობა. ზემოაღნიშნული ნორმატიული აქტის თანახმად კი, ასეთი შეუსაბამობის არსებობის შემთხვევაში, საწინააღმდეგოს დადგენამდე, ნამდვილად მიიჩნევა დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში მითითებული მონაცემები. ამასთან, საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არ იძებნება ინფორმაცია 1--- წლის 1--------ს დაბადებული ბ------ ჯ----–ის ძე ქო--–---–ის სახელზე პირადობის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტის გაცემის თაობაზე. ინფორმაცია იძებნება მხოლოდ 1--- წლის 1--------ს დაბადებული ბ------ ჯ----–ის ძე ქ-------ის (პ/ნ 5----------) სახელზე გაცემული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების (პასპორტი №---------, პირადობის ელექტრონული მოწმობა №--------- და დროებითი ბინადრობის მოწმობა №---------) გაცემის თაობაზე. დადგენილია, ასევე, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში და ბო-------------ის (პ/ნ 5----------) დაბადების აქტის ჩანაწერში არ ფიქსირდება ინფორმაცია გვარის ცვლილების თაობაზე. ამასთან, ბ------ ჯ----–ის ძე ქ-------ის (დაბადების თარიღი: 15.03.1--- წ.) მიერ სასჯელის მოხდის შესახებ ინფორმაცია ვერ იქნა მოძიებული. მოძიებულ იქნა ინფორმაცია მხოლოდ ბ------ ჯ----–ის ძე ქო--–---–ის (დაბადების თარიღი: 15.03.1--- წ.) შესახებ, რომელიც სასჯელს იხდიდა 30.07.2005 წლიდან. გათავისუფლდა №-- პენიტენციური დაწესებულებიდან 12.06.2013 წელს.

 

ზემოაღნიშნულდიან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ადამიანს უფლებათა ევროპული სასასმართლოს გადაწყვტილებაში მითითებული ბ------ ქო--–---–ი არის 1--- წლის 1--------ს დაბადებული ბ------ ჯ----–ის ძე ქ-------ი (პ/ნ 5----------) და შესაბამისად, გადაწყვეტილების აღსრულება უნდა განხორციელდეს მის მიმართ.

 

6.5. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო უფლებამოსილია ხსენებული კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანოს გადაწყვეტილება, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს კონკრეტული მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.

 

ზემოაღნიშნული ნორმებისა და საქმის ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს მოპასუხისთვის ქმედების განხორციელების დავალების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი. შესაბამისად, სარჩელის საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

მხარეები, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილისა და ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, 331 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ბო-------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაევალოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2017 წლის 27 ივნისის განჩინების აღსრულება ბო-------------ის სასარგებლოდ; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაევალოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2017 წლის 27 ივნისის განჩინებით დაკისრებული თანხის 3000 (სამი ათასი) ევროს ეკვივალენტი ლარის ჩარიცხვა ბო-------------ის საბანკო ანგარიშზე.

 

3. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე: თბილისი, გრიგოლ რობაქიძის 7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მდებარე: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) სააპელაციო საჩივრის შემოტანის გზით.

 

მოსამართლე თამარ მეშველიანი