გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
140210016001581171
საქმე №2/1450-16
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
02 თებერვალი, 2018 წელი ქ. გორი
შესავალი ნაწილი
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე მაია კუთხაშვილი
სხდომის მდივანი თამარ ხარიბეგაშვილი
მოსარჩელე /მოპასუხე გ------------------–ი სარჩელზე / - რ-------------------–ი წარმომადგენელი - გ-------------------–ი
მოპასუხეები - გ------------------–ი /მოსარჩელე ა-----------–---–ისა და მ-----------------–ის მიმართ სარჩელზე/
ა-----------–---–ი /მოსარჩელე მ-----------------–ისა და გ------------------–ის მიმართ სარჩელზე/,მ-----------------–ი
წარმომადგენლები - ზ-----------–---–ი /გ------------------–ის წარმომადგენელი/
მ-------------–--ე /ა-----------–---–ის წარმომადგენელი/
ტ-------------ე /მ-----------------–ის წარმომადგენელი/
დავის საგანი სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა, მემკვიდრედ და მესაკუთრედ აღიარება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. რ-------------------–ის სასარჩელო მოთხოვნა (მოპასუხები: გ------------------–ი, ა-----------–---–ი და მ-----------------–ი)
1.1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ნოტარიუს ტ------–-–---–ის მიერ 1980 წლის 28 მაისს გაცემული № 2-926 სამკვიდრო მოწმობა ½ ნაწილში და 1987 წლის და ნოტარიუს - ნ----------–---–ის მიერ ა-----------–---–ის, გ------------------–ის და მ-----------------–ის სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობები.
1.1.2. ცნობილი იქნეს რ-------------------–ი ანდერძისმიერი მემკვიდრედ უძრავ ქონების მდებარე ქ.გორი, ხ--------–--ის №24-ში (ყოფილი მ-----ის №22) ½ წილზე და ამ ქონების (რომლის მონაცემებია: მიწის ნაკვეთი - 443,00 კვ.მ., მასზე განთავსებული ბინა, საცხოვრებელი ფართით - 36,80 კვ.მ, დამხმარე ფართით - 43,80 კვ.მ და სარდაფი - 35,60 კვ.მ. ½ წილის საკუთრების უფლებით მასზე აღრიცხვას.
რ-------------------–მა მოსამზადებელ ეტაპზე გაზარდა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა მესაკუთრედ ცნობა მთელ ქონებაზე, თუმცა შემდეგში მოითხოვა საქმის განხილვა მისი პირველი სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში.
1.2. გ------------------–ის სასარჩელო მოთხოვნა (მოპასუხები: ა-----------–---–ი და მ-----------------–ი)
1.2.1. ბათილად იქნეს ცნობილი ნოტარიუს ა. ტ------–-–---–ის 1987 წლის 28 მაისის №2-926 "კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობა", რომლის თანახმადაც ა-–-------------------------------ის ქონებაზე, კერძოდ გორში, შ--–------------–--ის (ყოფ. მ-----ის) №24-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე და ზედ არსებულ საცხოვრებელ სახლზე მემკვიდრედ იქნა ცნობილი მისი შვილი ა--------–--------------------ი.
1.2.2. ბათილად იქნეს ცნობილი ნოტარიუს ნ----------–---–ის 2013 წლის 26 დეკემბრის სამკვიდრო მოწმობები, რომელთა თანახმადაც ა--------–--------------------ის ქონებაზე, კერძოდ კი გორში, შ--–------------–--ის (ყოფ. მ-----ის ქუჩა) №24-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე და ზედ არსებულ საცხოვრებელ სახლზე მემკვიდრედ ცნობილნი იქნენ მეუღლე - ა-----------–---–ი და შვილები - გ------- და მ-----------------–ები, თითოეული 1/3 წილზე.
1.2.3. გ------------------–ი ცნობილი იქნეს გორში, შ--–------------–--ის (ყოფ. მ-----ის) №24-ში მდებარე მიწის ნაკვეთისა და ზედ არსებული საცხოვრებელი სახლის ½ ნაწილზე მემკვიდრედ.
1.3. ა-----------–---–ის სასარჩელო მოთხოვნა (მოპასუხები: გ------------------–ი და მ-----------------–ი)
1.3.1. ა-----------–---–ს საკუთრების უფლებით გადაეცეს სამკვიდროს გარეთ დარჩენილი ქონების ½ წილი.
2. მოსარჩელის პოზიცია
2.1. მოსარჩელე რ-------------------–ის პოზიცია
რ-------------------–ის განმარტებით, ა-–----------------ის ანდერძის შესახებ სრულიად შემთხვევით გაიგო 2016 წლის აგვისტოს თავისი ბიძაშვილისაგან გ------------------–ისაგან, რომელიც ასევე აღმოჩნდა პაპის ა-–----------------ის ანდერძისმიერი მემკვიდრე. აღნიშული ინფორმაციის გასარკვევად მიმართა ნოტარიუსთა პალატას, საიდანაც მიიღო პასუხი, რომ იგი, ნამდვილად არის პაპის, ა-–----------------ის ანდერძისმიერი მემკვიდრე. აღნიშნული ანდერძი დამოწმებულია 1979 წლის 18 აპრილს ნოტარიუს მ-------–---–ის მიერ და არ არის გაუქმებული, სამკვიდრო ქონება კი მდებარეობს ქ.გორში, ხ--------–--ის ქ. № 24-ში (ყოფილი მ-----ის №22).
რობერ მურადელის განმარტებით, პაპა, ა-–----------------ი გარდაიცვალა 1980 წელს ისე, რომ სხვა განკარგულება არ დაუტოვებია. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ აღნიშნული ქონება საკუთრების უფლებით საჯარო რეეტრში არ არის რეგისტრირებული ვინმეს სახელზე, მაგრამ აღმოჩნდა დოკუმენტი ცნობა-დახასიათების სახით, სადაც მითითებულია, რომ ეს ქონება კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლებით 1987 წლის 28 მაისს მიღებული აქვს აწ გარდაცვლილ ა-----------------ს (ა-–----------------ის შვილს და ერთერთი ანდერძით მემკვიდრის, გ------------------–ის მამას), რის შემდეგაც მის მიერ მოძიებული იქნა ა-----------------ის განცხადება და მემკვიდრეობის უფლების მოწმობა, რითაც დადგინდა, რომ ბიძამ ა-----------------მა მიიღო მთელი ქონება, უფრო მეტიც, მისი გარდაცვალების შემდეგ აღნიშნულ სადავო ქონებას დაეუფლნენ მისი ოჯახის წევრები: მეუღლე - ანნა ბერძენიშვილი და შვილები გ------- და მ-----------------–ები.
რ-------------------–ის განმარტებით, იგი არის აწ გარდაცვლილი ალექსი მ-----------ს შვილის, ივანე მ-----------ს შვილი და ა-–----------------ის ანდერძისმიერი მემკვიდრე. ა-–----------------მა გარდაცვალებამდე, 1979 წლის 18 აპრილს, შეადგინა ანდერძი, რომელშიც ანდერძისმიერი მემკვიდრეებად მთელ თავის ქონებაზე დაასახელა რ-------------------–ი და მეორე შვილიშვილი (რ-------------------–ის მამის ძმის, ა-----------------ის შვილი) გ------------------–ი, თუმცა აღნიშნული ანდერძი გაურკვეველი მიზეზით დაფარული იქნა სავარაუდოდ ა-----------------ის მხრიდან, რადგან როგორც მისთვის ცნობილია არსებობდა კიდევ ერთი ანდერძი, რომელიც შედგენილი იყო 1976 წლის 23 ივნისს ა-----------------ის სახელზე და როგორც დგინდება ა-----------------მა, რომელმაც იცოდა მეორე ანდერძის შესახებ, გადაწყვიტა მამამისის, ა-–----------------ის გარდაცვალების შემდეგ მთელი სამკვიდრო ქონება თვითონ მიეღო, რადგან მის სახელზე შედგენილი ანდერძის გამჟღავნებით მეორე ანდერძიც გამოჩნდებოდა, რის გამოც მან გადაწყვიტა სხვა ნოტარიუსთან, ვინმე ტ------–-–---–თან მისვლა და ისე, რომ ვითომდა სხვა მემკვიდრეები არ არსებობდნენ, მიიღო სამკვიდრო მოწმობა, ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ მისმა ოჯახის წევრებმა, როგორც კანონით მემკვიდრეებმა მიიღეს აღნიშნული სამკვიდრო ქონება. ა-----------------ი მიუთითებდა, რომ ქონება მამისგან უქებით ჰქონდა მიღებული (იხ. სარელი და 05.01.2018 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).
2.2. მოსარჩელე გ------------------–ის პოზიცია
გ------------------–ის განმარტებით, იგი არის აწ გარდაცვლილი მამკვიდრებლის, ა-–----------------ის შვილის, ა-----------------ის შვილი. 1979 წლის 18 აპრილს ა-–----------------მა დაწერა ანდერძი, რომელიც დამოწმებული იქნა ნოტარიუს მ-------–---–ის მიერ. ამ ანდერძის თანახმად, ა-–----------------მა შვილიშვილებს, გ------- და რ--------------------ებს (მურადელებს) თანაბარწილად უანდერძა მის საკუთრებაში არსებული გორში, შ--–------------–--ის (ყოფ. მ-----ის) №24-ში მდებარე მიწის ნაკვეთი მასზე არსებული საცხოვრებელი სახლით.
ა-–----------------ის გარდაცვალების შემდეგ მისი მემკვიდრეობა გორში, შ--–------------–--ის (ყოფ. მ-----ის ქუჩა) №24-ში მდებარე მიწის ნაკვეთსა და საცხოვრებელ სახლზე კანონისმიერი მემკვიდრეობით მიიღო ა-----------------მა, როგორც ა-–----------------ის პირველი რიგის მემკვიდრემ ხოლო ა-----------------ის გარდაცვალების შემდეგ, აღნიშნული ქონება მემკვიდრეობით მიიღეს მეუღლემ - ა-----------–---–მა და შვილებმა გ------------------–მა და მ-----------------–მა, როგორც ა-----------------ის კანონისმიერმა პირველი რიგის მემკვიდრეებმა.
გ------------------–ის განმარტებით, ა-----------------ის გარდაცვალების შემდეგ ქონებას დაეუფლნენ მისი კანონისმიერი მემკვიდრეები: მეუღლე - ა-----------–---–ი, შვილები - გ------- და მ-----------------–ები.
ა-–----------------ის მიერ 1979 წლის 18 აპრილს შედგენილი ანდერძის შესახებ, გ------------------–ისათვის ცნობილი გახდა 2016 წლის 16 ნოემბერს მას შემდეგ, რაც ჩაბარდა მისი ბიძაშვილის, რ-------------------–ის სარჩელი.
2.3. მოსარჩელე ა-----------–---–ის პოზიცია
1974 წლის 7 სექტემბრიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ა------------------თან. თანაცხოვრების პეერიოდში შეეძინათ ორი შვილი, გ------- და მ-----------------–ები. 1980 წლის 11 თებერვალს გარდაიცვალა მისი მეუღლის მამა ა-–----------------ი. მისი გარდაცვალების შემდეგ ა-----------–---–მა და ა-----------------მა უკანონოდ ააშენეს დამხმარე სათავსოები 19.20 კვ.მ. აღნიშნული შენობა-ნაგებობები აღირიცხა ა-–----------------ის სახელზე, რადგან ძირითადი ქონება მის სახელზე იყო აღრიცხული. 1987 წლის 28 მაისს გაიცა კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობა მისი მეუღლის, ა-----------------ის სახელზე. სამკვიდრო ქონებას შეადგენდა ერთსართულიანი სახლი, რომელიც შედგებოდა ორი ოთახისაგან. საიდანაც საცხოვრებელი ფართი იყო 36.8 კვ.მ., დამხმარე ფართი 43.8 კვ.მ, ხოლო სარდაფი - 35.6 კვ.მ. და ამ ფართში შევიდა მისი და მისი მეუღლის მიერ აშენებული 19.2 კვ.მ. ფართი, რომელიც აღირიცხა 1984 წელს, ხოლო 1986 წლის 22 აგვისტოს აღმასკომის №250 გადაწყვეტილებით გატარდა უფლებრივ რეგისტრაციაში ა-–----------------ის სახელზე. ამ დროისათვის ა-–----------------ი უკვე გარდაცვლილი იყო. სამკვიდროს გაფორმების შემდეგ ა-----------–---–მა და მისმა მეუღლემ, ა-----------------მა ერთობლივი ძალებით ააშენეს და გააფართოვეს მათი საცხოვრებელი სახლი, რომლის ფართმა შეადგინა 192.7 კვ.მ და მასზე გენგეგმა გაცემულია 1988 წელს. შესაბამისად, აღნიშნული მიშენებული ფართი არ შედის სამკვიდრო მასაში და მის თანამესაკუთრედ უნდა იქნეს მიჩნეული (იხ. სარჩელი და 05.01.2018 წლის სასამართლო სხდომის ოქმი)
3. მოპასუხის პოზიცია
3.1. ა-----------–---–ის, გ------------------–ის და მ-----------------–ის შესაგებელი რ-------------------–ის სარჩელზე
ა-----------–---–მა, გ------------------–მა და მ-----------------–მა წარმოდგენილი შესაგებლით რ-------------------–ის სარჩელი არ ცნეს და მიუთითეს, რომ რ-------------------–ისათვის იმთავითვე ცნობილი იყო ის ფაქტი, რომ პაპამ ა-–----------------მა სიცოცხლეში რობერტის და გ-------ს დაუტოვა ანდერძი. იმის გამო, რომ ა-----------------ი მათან ერთად ცხოვრობდა ა-–----------------ის სახელზე რიცხულ ბინაში მდებარე ქ. გორში, მ-----ის ქ. №22-ში (ამჟამად ხ--------–--ის ქ. №24), ხოლო რობერტის მამა ოჯახთან ერთად ცხოვრობდა ქ. გორში, ყიფიანის ქ. №34. პაპის, ა-–----------------ის გარდაცვალების შემდეგ მის შვილებს, ერთმანეთთან შესადავებელი არ ჰქონიათ ურთიერთსიყვარულის გამო.
სარჩელზე დართული ცნობა-დახასიათების მიხედვით, რომელიც 1987 წლის 28 მაისის სამკვიდრო მოწმობის საფუძველზეა შედგენილი, პაპის გარდავალებისას, 1980 წლის 11 თებერვალს საცხოვრებელი ფართი შეადგენდა 36.80 კვ.მ, დამხმარე ფართი 24.60 კვ.მ, ექსპერტიზის დასკვნით კი შეფასებულია არა სამკვიდრო მასა, არამედ შენობა-ნაგებობა 192.7 კვ.მ, რომელიც განთავსებულია 503.1 კვ.მ მიწის ნაკვეთზე. დასკვნაში მითითებულია, რომ მიშენებული ნაწილი აშენებულია 1992 წელს, ე.ი. სამკვიდროს გახსნიდან 12 წლის შემდეგ.
გარდა ზემოთ აღნიშნული გარემოებებისა, მოპასუხეთა განმარტებით, გორის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1986 წლის 22 აგვისტოს ოქმი №8, გადაწყვეტილება №250-ით დაკმაყოფილდა არმენ ურადოვის განცხადება და სამართლებრივ რეგისტრაციაში გატარდა საცხოვრებელ ბინაზე უნებართოდ მიშენებული 19.20 კვ.მ გარდაცვლილი ა-–----------------ის სახელზე, რის შემდეგაც საცხოვრებელი ფართი განისაზღვრა 36.80 კვ.მ-ით, დამხმარე - 43.80 კვ.მ-ით, სულ სასარგებლო ფართი - 80.60 კვ.მ.
1988 წლის 17 ივნისს გაიცა შენობის გენ.გეგმა შეთანხმებული ქ. გორრის მთავარ არქიტექტორთან, 1991 წლის 20 მაისს კი გაიცა შენობის გენ.გეგმა, შეთანხმებული ქ. გორის მთავარ არქიტექტორთან, 1991 წლის 20 მაისს კი გაიცა საცხოვრებელი სახლის ტექნიკური პასპორტი ა-----------------ის სახელზე.
3.2. ა-----------–---–ის და მ-----------------–ის შესაგებელი რ-------------------–ის სარჩელზე
ა-----------–---–მა და მ-----------------–მა წარმოდგენილი შესაგებლით რ-------------------–ის სარჩელის არ ცნეს და მიუთითეს, რომ რ-------------------–ისათვის იმთავითვე ცნობილი იყო ის ფაქტი, რომ პაპამ, ა-–----------------მა სიცოცხლეში რობერტის და გ------- დაუტოვა ანდერძი. იმის გამო, რომ ა-----------------ი ოჯახთან ერთად ცხოვრობდა ა-–----------------ის სახელზე რიცხულ ბინაში, მდებარე ქ. გორში, მ-----ის ქ. №22-ში (ამჟამად ხ--------–--ის ქ. №24), ხოლო რობერტის მამა ოჯახთან ერთად ცხოვრობდა ქ. გორში, ყიფიანის ქ. №34 და პაპის - ა-–----------------ის გარდაცვალების შემდეგ მის შვილებს სამკვიდროზე შესადავებელი არ ჰქონით ურთიერთსიყვარულის გამო.
სარჩელზე დართული ცნობა-დახასიათების მიხედვით, რომელიც 1987 წლის 28 მაისის სამკვიდრო მოწმობის საფუძველზეა შედგენილი, პაპის, ა-–----------------ის გარდაცვალებისასა 1980 წ. 11 თებერვალს საცხოვრებელი ფართი შეადგენდა 36.80 კვ.მ. სექპერტიზის დასკვნით კი შეფასებულია არა სამკვიდრო მასა, რომელიც ორი ოთახისაგან შედგებოდა, არამედ შენობა-ნაგებობა 192.7 კვ.მ რომელიც განთავსებულია 503.1 კვ.მ მიწაზე დასკვნაში მითითებულია, რომ მიშენებული ნაწილი აშენებულია 1992 წელს, ე.ი. სამკვიდროს გახსნიდან 12 წლის შემდეგ.
ამდენად, ვინაიდან გასულია სამკვიდროს მიღების საერთო და სპეციალური ვადები, რ-------------------–ს სამკვიდროს გახსნიდან ექვს თვეში არც განცხადება შეუტანია ნოტარიუსთან სამკვიდროს მიღების სურვილით და არც ფაქტობრივად დაუფლებია მას, მისი მოთხოვნა ხანდაზმულია და შესაბამისად, სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3.3. გ------------------–ის შესაგებელი რ-------------------–ის სარჩელზე
გ------------------–მა წარმოდგენილი შესაგებლით რ-------------------–ის სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ სადავო ქონება ტექნიკური აღრიცხვის ბიუროში აღრიცხული იყო ა-----------------ის სახელზე, ხოლო საჯარო რეესტრში ეს ქონება ჯერ არ არის რეგისტრირებული. რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ რ-------------------–მა პაპის, ა-–----------------ის მიერ დატოვებული ანდერძი მისგან გაიგო 2016 წლის აგვისტოს თვეში, არასწორია, ვინაიდან ამ ანდერძის შესახებ მისთვისაც უცნობი იყო რ-------------------–ის სარჩელის ასლის მისთვის ჩაბარებამდე. ამასთან, თავად მიუთითეს სარჩელში, რომ აგვისტოში გაიგეს ანდერძის შესახებ, მაგრამ სარჩელით სასამართლოს ნოემბერში მიმართეს, თუმცა შეეძლოთ ორ თვეში მიემართათ სასამართლოსთვის, მაგრამ ეს ვადა დაარღვიეს (იხ. შესაგებელი და 05.01.2018 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).
3.4. ა-----------–---–ისა და მ-----------------–ის პოზიცია გ------------------–ის სარჩელზე
ა-----------–---–მა და მ-----------------–მა წარმოდგენილი სარჩელით გ------------------–ის სარჩელი არ ცნეს და მიუთითეს, რომ გ------------------–მა იცოდა, რომ ის და რობერტი მურადელები იყვნენ პაპის, ალექს მ-----------ს ანდერძისმიერი მემკვიდრეები. სარჩელზე დართული სამკვიდრო მოწმობის მიხედვით, პაპის, ა-–----------------ის გარდაცვალებისას სამკვიდრო ქონების მონაცემები იყო საცხოვრებელი ფართი - 36.80 კვ.მ-ს დამხმარე ფართი - 24.60 კვ.მ.
გარდა მითითებული გარემოებებისა, რადგან სამკვიდროს მიღება ან მიღებაზე უარის თქმა შეიძლება სადავო გახდეს ორი თვის განმავლობაში იმ დღიდან, როცა დაინტერესებულმა პირმა შეიტყო, ამისათვის სათანადო საფუძველის შესახებ. გ------------------–მა იმთავითვე იცოდა ანდერძის არსებობის შესახებ და მან გაუშვა შედავების ორთვიანი ვადა, რის გამოც უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე (იხ. შესაგებელი და 05.01.სასამართლო სხდომის ოქმი).
3.5. გ------------------–ის პოზიცია ა-----------–---–ის სარჩელზე
წარმოდგენილი შესაგებლით გ------------------–მა არ ცნო ა-----------–---–ის სარჩელი და მიუთითა, რომ 19.20 კვ.მ ფართის ა-–----------------ის გარდაცვალების შემდეგ მამამისის, ა-----------------ის და დედამისის (მოსარჩელე) ა-----------–---–ის მიერ აშენების ფაქტი არასწორია, რადგან თავად მოსარჩელის მიერ მტკიცებულებად წარმოდგენილი აღმასკომის 1986 წლის 22 აგვისტოს №250 გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ აღნიშნული ფართი ჯერ კიდევ 1972 წლის გაზის გაყვანის გეგმაშია დატანილი, როგორც ა-–----------------ის მიერ უნებართვოდ აშენებული ფართი, რაც თავის მხრივ ერთერთ საფუძვლად დაედო კიდეც აღნიშნული აღმასკომის გადაწყვეტილებას და შესაბამისად გამორიცხავს იმ ფაქტს, რომ უკანონო მიშენება განხორციელებულია მისი მშობლების მიერ. რაც შეეხება ექსპერტიზის დასკვნას, აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა არ არის საკმარისი მტკიცებულება, რომლითაც ერთმნიშვნელოვნად იქნება დადასტურებული მიშენების კონკრეტული პირების მიერ განხორციელების ფაქტი.
მოპასუხე გ------------------–ი ასევე მიუთითებს, რომ ა-----------–---–ის მოთხოვნა ხანდაზმულია.
3.6. მარიამ მურადელის პოზიცია ა-----------–---–ის სარჩელზე
მ-----------------–მა წარმოდგენილი შესაგებლით ა-----------–---–ის სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რადგან მას, დედამისსა და მის ძმას კანონისმიერი მემკვიდრეობით მიღებული აქვთ სამკვიდრო ქონება, ხოლო ანდერძისმიერი სამკვიდროს მიღება ან მიღებაზე უარის თქმა შეიძლება სადავო გახდეს ორი თვის განმავლობაში იმ დღიდან, როცა დაინტერესებულმა პირმა შეიტყო, რომ ამისათვის არსებობს სათანადო საფუძველი, გ------------------–მა და რ-------------------–მა კი იმთავითვე იცოდნენ ანდერძის არსებობის შესახებ და მათ გაუშვეს შედავების ორ თვიანი ვადა. სამკვიდრო ქონება, როგორც სამკვიდროს გარეთ დარჩენილი, ასევე ანდერძით გათვალისწინებული უნდა გადანაწილდეს ა-----------------ის კანონისმიერ მემკვიდრეებს შორის თანაბარწილად. ამიტომ ა-----------–---–ს უარი უნდა ეთქვას სარჩელზე უსაფუძვლობის გამო.
4. ფაქტობრივი გარემოებები:
4.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
4.1.1. ქ. გორში, ხ--------–--ის ქ. №24-ში (ყოფილი მ-----ის 22 (24) არსებული მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა საჯარო რეესტრში რეგისტრირებული არ არის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა სარჩელები და შესაგებლები
4.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
4.2.1. მამკვდრებელი ალექსი მუადოვი გარდაიცვალა 1980 წლის 11 თებერვალს და მისი გარდაცვალებით გაიხსნა სამკვიდრო მის დანაშთ ქონებაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ა-–----------------ის გარდაცვალების მოწმობა (ტომი I, ს.ფ. 25);
4.1.2. ა-–----------------ის სამკვიდრო გაიხსნა 1980 წლისს 11 თებერვალს. მას დარჩა ორი პირველი რიგის მემკვიდრე - შვილები ა-----------------ი და ივანე მ-----------
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ა-----------------ის დაბადების მოწმობა (ტ. I, ს.ფ. 76);
- ივანე მ-----------ს დაბადების მოწმობა (ტ. I, ს.ფ. 20);
- მხარეთა ახსნა-განმარტებები
4.2.2. 1987 წლის 28 მაისს ნოტარიუს ტ------–-–---–ის მიერ გაცემულია სამკვიდრო მოწმობა ა-----------------ის მიმართ, რომლის მიხედვითაც იგი ცნობილია მამის, ა-–----------------ის სამკვიდროს - გორში, მ-----ის ქ. №24-ში მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრედ.
28.05.2087 წლის კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობის მიხედვით, სამკვიდრო ქონება არის ერთსართულიანი სახლი, რომელიც შედგება ორ ოთახიანი ბინისგან 36.80 კვ.მ. საცხოვრებელი ფართით, 43.80 კვ.მ დამხმარე ფართით და 35.6 კვ.მ. სარდაფით და მდებარეობს ქ. გორში მ-----ის ქ. №24.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 28.05.2087 წლის კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობა (ტ. I, ს.ფ. 34)
4.2.3. მამკვიდრებლის, ა-–----------------ის მეორე შვილს, ივანე მურადოვს სამკვიდრო არ მიუღია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება
4.2.4. ა------------------ი გარდაიცვალა 2013 წლის 26 მაისს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ა------------------ის გარდაცვალების მოწმობა (ტ. I, ს.ფ. 77)
4.2.5. ა------------------ის სამკვიდრო გაიხსნა 2013 წლის 26 მაისს. მას დარჩა სამი პირველი რიგის მემკვიდრე - მეუღლე - ა-----------–---–ი, შვილები მარიამ და გ------------------–ები
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ა-----------–---–ის და ა-----------------ის ქორწინების მოწმობა (ტ. I, ს.ფ. 76)
- მ-----------------–ის დაბადების მოწმობა (ტ. I, ს.ფ. 72);
- სახელის შეცვლის და/ან გვარის შეცვლის/დადგენის მოწმობა (ს.ფ. 73)
- გ------------------–ის დაბადების მოწმობა (ტ. I, ს.ფ. 74)
- სახელის შეცვლის და/ან გვარის შეცვლის/დადგენის მოწმობა (ტ.I ,ს.ფ. 75)
-
4.2.6. 2014 წლის 10 იანვარს ნოტარიუს ნ----------–---–ის მიერ გაიცა სამკვიდრო მოწმობა, რომლის თანახმადაც, ა-----------–---–მა, როგორც გარდაცვლილი ა------------------ის მეუღლემ და პირველი რიგის მემკვიდრემ მემკვიდრეობით მიიღო უძრავი ქონების, მდებარე ქ. გორში, ხ--------–--ის ქ. №24 (ყოფილი მ-----ის 22 (24)) 1/3 წილი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 10.01.2014წ. №140015935 სამკვიდრო მოწმობა (ტ. I, ს.ფ. 78-80)
4.2.7. 2014 წლის 10 იანვარს ნოტარიუს ნ----------–---–ის მიერ გაიცა სამკვიდრო მოწმობა, რომლის თანახმადაც, მ-----------------–მა, როგორც გარდაცვლილი ა------------------ის შვილმა და პირველი რიგის მემკვიდრემ მემკვიდრეობით მიიღო უძრავი ქონების, მდებარე ქ. გორში, ხ--------–--ის ქ. №24 (ყოფილი მ-----ის 22 (24)) 1/3 წილი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 10.01.2014წ. №140015787 სამკვიდრო მოწმობა (ტ. I, ს.ფ. 80-83)
4.2.8. 2013 წლის 26 დეკემბერს ნოტარიუს ნ----------–---–ის მიერ გაიცა სამკვიდრო მოწმობა, რომლის თანახმადაც, გ------------------–მა, როგორც გარდაცვლილი ა------------------ის შვილმა და პირველი რიგის მემკვიდრემ მემკვიდრეობით მიიღო უძრავი ქონების, მდებარე ქ. გორში, ხ--------–--ის ქ. №24 (ყოფილი მ-----ის 22 (24)) 1/3 წილი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 26.12.2014წ. №131338931 სამკვიდრო მოწმობა (ტ. I, ს.ფ. 84-86)
4.2.9. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობა-დახასიათების მიხედვით, ქ. გორში, ხ--------–--ის ქ. №24-ში (ყოფილი მ-----ის ქ. №22 (24)) მდებარე უძრავი ქონების (რომლის მესაკუთრედ მითითებულია ა--------–--------------------ი) მონაცემებია: ნაკვეთის ფაქტიური ფართობი - 443 კვ.მ., საცხოვრებელი ფართი - 36.80კვ.მ, დამხმარე ფართი - 43.80 კვ.მ, სარდაფი - 35.60 კვ.მ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობა დახასიათება № TT 2016112819 (ტ. I., ს.ფ. 32)
- 28.05.2087 წლის კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობა №2926, 28/05/1987, ნოტარიუსი ტ------–-–---–ი (ტ. I., ს.ფ. 34)
აღნიშნული ცნობის მიხედვით, უძრავი ქონება, მდებარე ქ. გორში, ხ--------–--ის ქ. №24-ში (ყოფილი მ-----ის ქ. №22) ა-----------------ის საკუთრებაში გადავიდა მემკვიდრეობის უფლების მოწმობით და მოწმობაში მიწის ფართი არ არის მითითებული.
18.05.1987 წლის კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობის თანახმად, სამკვიდრო ქონება, რომლზეც გაცემულიაა ეს მოწმობა არის ერთსართულიანი სახლი, რომელიც შედგება ორი ოთახიანი ბინისაგან - 36.80 კვ.მ. ფართით, საცხოვრებელი - 43.80 კვ.მ ფართი - დამხმარე და 35.6 კვ.მ. - სარდაფი.
4.2.10. გორის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1986 წლის 22 აგვისტოს ოქმი №8 გადაწყვეტილება №250-ის თანახმად, ა--------–--------------------ს ნება დაერთო გაეტარებინა უფლებრივ რეგისტრაციაში უნებართვოდ მიშენებული სათავსო ფართით 19.20 კვ.მ გარდაცვლილი მამის ა-–-------------------------------ის სახელზე და საცხოვრებელი ფართი განსაზღვრულიყო 36.80 კვ.მ, დამხმარე ფართი - 43.80 კვ.მ-ით, სულ სასარგებლო ფართი - 80.60 კვ.მ-ით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გორის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1986 წლის 22 აგვისტოს ოქმი №8 გადაწყვეტილება №250 (ტ. I, ს.ფ. 87)
აღნიშნული გადაწყვეტილების მიხედვით, ქ. გორში, მ-----ის ქ. №24-ში მცხოვრები ა--------–--------------------მა ითხოვა უნებართვოდ მიშენებული დამხმარე სათავსოების უფლებრივ რეგისტრაციაში გატარება, რომელიც აღრიცხულია გარდაცვლილი ა-–-------------------------------ის სახელზე. 1932 წელს გაცემულია ბინის მშენებლობის პროექტი, რომლის საცხოვრებელი ფართი შეადგენს 36.80 კვ.მ-ს, დამხარე ფართი - 24.60 კვ.მ-ს. უნებართვოდ მიშენებულია დამხმარე სათავსოები 19.20 კვ.მ და აღნიშნული უნებართვო ნაგებობები აღრიცხულია 1984 წელს. ამასთან, ა-----------------მა წარადგინა გაზის გაყვანის გეგმა, რომელიც გაცემულია 1972 წელს, სადაც დატანილია აღნიშნული უნებართვო სათავსოები.
4.2.11. 1978 წლის 18 აპრილს ნოტარიუს ბ. მ-------–---–ის მიერ დამოწმებული იქნა ა-–----------------ის ანდერძი, რომლის თანახმადაც, ა-–----------------მა მისი კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე ქ. გორში, მ-----ის ქ. №24-ში, უანდერძა შვილიშვილებს: გ------------------–ს (ა-----------------ის შვილს) და რ-------------------–ს (ივანე მ-----------ს შვილს).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ა-–----------------ის მიერ 1979 წლის 18 აპრილს შედგენილი ანდერძი დამოწმებული ნოტარიუს მ-------–---–ის მიერ (ტ. I, ს.ფ. 27-28).
- ივანე მ-----------ს დაბადების მოწმობა (ტ. I, ს.ფ. 24)
- რ-------------------–ის დაბადების მოწმობა (ტ. I, ს.ფ 23);
- რ--------------------ის მიერ სახელის შეცვლის და/ან გვარის შეცვლის/დადგენის მოწმობა (ტ. I, ს.ფ. 22);
- ა-----------------ის დაბადების მოწმობა (ტ. I, ს.ფ. 76)
- გ------------------–ის დაბადების მოწმობა (ტ. I, ს.ფ. 74)
- გ-------------------ის მიერ სახელის შეცვლის და/ან გვარის შეცვლის/დადგენის მოწმობა (ტ. I, ს.ფ. 75)
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზის შედეგად, მიიჩნია, რომ რ-------------------–ს და გ------------------–ს ალექსი მურადელის დანაშთ ქონებაზე, ანდერძის საფუძველზე, წარმოეშვათ მემკვიდრეობის მიღების უფლება და საკუთრების უფლება, სამკვიდროს გახსნიდან, რის გამოც რ-------------------–ის და ასევე გ------------------–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და ისინი ცნობილი უნდა იქნენ ა-–----------------ის დანაშთ ქონნებაზე, სადავო უძრავი ქონების თანამესაკუთრეებად. რაც შეეხება ა-----------–---–ის სარჩელს, აღნიშნული სარჩელი უსაფუძვლობის და დაუსაბუთებლობის გამო არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 149-ე 150-ე, 167-ე, 183-ე, 311-3111-ე, 1158-ე, 1426, 1504-ე, 1507-ე მუხლები;
1964 წლის 25 დეკემბერს მიღებული სამოქალაქო კოდექსის 540-ე, 544-546-ე, 556-557-ე მუხლები;
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლები;
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია
ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კონვენცია
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 17-ე მუხლით: ,,1. ყოველ ადამიანს აქვს უფლება ფლობდეს ქონებას როგორც ერთპიროვნულად, ასევე სხვებთან ერთად. 2. არავის არ უნდა ჩამოერთვას მისი ქონება თვითნებურად”.
6.2. ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კონვენციის №1 დამატებითი ოქმის პირველი მუხლით ,,ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში”.
6.3. სასამართლო განმარტავს, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება. აღნიშნული ნორმა გულისხმობს, რომ საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება ადამიანის უფლებათა სამართლის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც ადგენს ადამიანის შესაძლებლობას საკუთარი ნების შესაბამისად და სხვათა ინტერესების შეულახავად ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს თავის ქონებას. სასამართლო მიიჩნევს, რომ აუცილებელია საკუთრების, როგორც ინსტიტუტის, კონსტიტუციურ-სამართლებრივი გარანტირება, ასევე მემკვიდრისათვის, მესაკუთრისათვის, როგორც სუბიექტისათვის, უფლების სამართლებრივი დაცვის საკმარისი საშუალებების მინიჭება, მისი ხელშეწყობისა და უზრუნველყოფის გარანტიების შექმნა.
სასამართლო განმარტავს, რომ უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს და ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცავს ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს. ამიტომაც გადაწყვეტილების მიღებისას, ორივე მხარის პატივსადები ინეტერესი გათვალისწინებული უნდა იქნეს თანაბრად.
6.4. განსახილველ შემთხვევაში ძირითადი სარჩელით მოსარჩელე რ-------------------–ი მიუთითებს, რომ მოპასუხეებმა, მის სახელზე დაწერილი ანდერძის დაფარვით, შელახეს მისი, როგორც ანდერძით მემკვიდრის უფლება, მიეღო მისი ბაბუის მიერ მისთვის ანდერძით დატოვებული უძრავი ქონება.
რაც შეეხება დანარჩენ მოსარჩელეებს, გ------------------–ი ასევე მიუთითებს, რომ მის სახელზე დაწერილი ანდერძის დაფარვით შეილახა მისი, როგორც ანდერძით მემკვიდრის უფლება, მიეღო ბაბუის მიერ მისთვის ანდერძით დატოვებული უძრავი ქონება, ხოლო ა-----------–---–ი მიუთითებს, რომ ანდერძის შესახებ ანდერძით მემკვიდრეებისათის თავიდანვე ცნობილი იყო ანდერძის არსებობის შესახებ, მაგრამ მათ არ განახორციელეს სათანადო მოქმედებები, რის გამოც მათ მოთხოვნას უსაფუძვლოდ მიიჩნევს, თავისი სარჩელით კი ითხოვს სამკვიდროს გარეთ დარჩენილი ქონების ½ წილის მესაკუთრედ ცნობას იმ გარემოებებზე მითითებით, რომ აღნიშნული ქონება მისი და მისი მეუღლის აშენებულია.
სასამართლო მიიჩნევს, რომ როგორც მოსარჩელეებს, ისე მოპასუხეებს უფლება აქვთ დარღვეული უფლების აღდგენისათვის მიმართონ სასამართლოს და დაიცვან საკუთრების უფლება ნებისმიერი ხელყოფისაგან და მხარემ ხელყო თუ არა მეორე მხარის კანონიერი ინტერესი, უნდა შეფასდეს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზით.
6.5. როგორც უკვე აღინიშნა ძირითადი სარჩელით მოსარჩელე რ-------------------–ი ითხოვს მისი კუთვნილი ქონების, რომელიც მას მამკვიდრებლის მიერ მის სახელზე შედგენილი ანდერძის საფუძველზე სამკვიდროს გახსნის შემთხვევაში უნდა მიეღო მემკვიდრეობით, ½ წილის მის საკუთრებაში გადაცემას შესაბამისად, ა-–----------------ის დანაშთ ქონებაზე მამკვიდრებლის შვილის სახელზე გაცემული კანონიემიერი სამკვიდრო მოწმობის და ასევე ამ უკანასკნელის დანაშთ ქონებაზე კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობების ბათილად ცნობას.
ანალოგიურ მოთხოვნას აფიქსირებს მოსარჩელე გ------- მურადელი უძრავი ქონების მეორე ნახევარზე.
რაც შეეხება მოსარჩელე ა-----------–---–ს, იგი ითხოვს სამკვიდროს გარეთ დარჩენილი ქონების ნახევრის საკუთრებაში გადაცემას იმ საფუძვლით, რომ სამკვიდრო მასაში არ შედის ქ. გორში, ხ--------–--ის ქ. №24-ში მდებარე უძრავი ქონებას და ამჟამინდელი მდგომარეობით აღნიშნული უძრავი ქონების ფართობი გაიზარდა მისი და მისი აწ გარდაცვლილი მეუღლის, ა-----------------ის მიერ, მათივე სახსრებით წარმოებული სამშენებლო სამუშაოების შედეგად. შესაბამისად, იგი უძრავი ქონების აღნიშნული ნაწილის თანამესაკუთრედ მიიჩნევა.
6.6. ზემოთ მითითებული მხარეთა პოზიციების შეჯერებისას, პირველ რიგში უნდა დადგინდეს რა სახის და რა ფართის უძრავი ქონება ითვლება მამკვიდრებლის, ა-–----------------ის საკუთრებად, კანონიერია თუ არა ა-–----------------ის დანაშთ ქონებაზე ა-----------------ის სახელზე გაცემული კანონისმიერი მემკვიდრეობის მოწმობა, კანონიერია თუ არა ა------------------ის მემკვიდრების სახელზე გაცემული სამკვირო მოწმობები, აქვს თუ არა უფლება რ-------------------–სა და გ------------------–ს დღეის მდგომარეობით მოითხოვონ სამკვიდრო 1979 წლის 18 აპრილის ანდერძის საფუძველზე.
6.7. პირველ რიგში სასამართლო განმარტავს, რომ დღეს მოქმედი კოდექსი საქართველოს სამოქალაქო კოდესის 1504-ე მუხლის თანახმად, ამოქმედდა 1997 წლის 25 ნოემბრიდან. ამ კოდექსის 1507-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამოქალაქო კოდექსი ვრცელდება მხოლოდ იმ ურთიერთობებზე, რომლებიც წარმოიშობა ამ კოდექსის ამოქმედების შემდეგ. იმ ურთიერთობის მიმართ, რომლებიც წარმოიშვა სამოქალაქო კოდექსის ძალაში შესვლამდე, ამ კოდექსის ნორმები გამოიყენება 1997 წლის 25 ნოემბრიდან წარმოშობილი უფლებებისა და მოვალეობების მიმართ.
ვინაიდან მამკვიდრებელი ა-–----------------ი გარდაიცვალა 1980 წელს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე, მის სამკვიდროში არსებობული ქონების და მემკვიდრეთა უფლებების განსაზღვრისათვის გამოყენებული უნდა იქნეს 1964 წლის სამოქალაქო სამართლის კოდექსი.
განსახილველ შემთხვევაში მხარეთა მიერ წარმოდგენილი იქნა წერილობითი მტკიცებულებები, კერძოდ:
ა. 1978 წლის 18 აპრილს ნოტარიუს ბ. მ-------–---–ის მიერ დამოწმებული ა-–----------------ის ანდერძი, რომლის თანახმადაც, ა-–----------------მა მთელი თავისი კუთვნილი ქონება, მათ შორის ქ. გორში, მ-----ის ქ. №24-ში (ამჟამად ხ--------–--ის ქუჩა) მდებარე საცხოვრებელი სახლი, უანდერძა შვილიშვილებს: გ-------------------ს (ა-----------------ის შვილს) და რ--------------------ს (ივანე მ-----------ს შვილს). აღნიშნული ანდერძში არ არის მითითებული უძრავი ქონების (მიწის ნაკვეთის და საცხოვრებელი სახლის) მონაცემები;
ბ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს № TT 2016112819 ცნობა-დახასიათება, რომლის მიხედვით, ქ. გორში, ხ--------–--ის ქ. №24-ში (ყოფილი მ-----ის ქ. №22 (24)) მდებარე უძრავი ქონების, რომლის მესაკუთრედ მითითებულია ა--------–--------------------ი, მონაცემებია: ნაკვეთის ფაქტიური ფართობი - 443 კვ.მ., საცხოვრებელი ფართი - 36.80კვ.მ, დამხმარე ფართი - 43.80 კვ.მ, სარდაფი - 35.60 კვ.მ. აღნიშნული ცნობის მიხედვით, უძრავი ქონება ა-----------------ის საკუთრებაში გადავიდა მემკვიდრეობის უფლების მოწმობით და მოწმობაში მიწის ფართი არ არის მითითებული, სააღრიცხვო მასალა - 20.05.1991წ.;
გ. გორის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1986 წლის 22 აგვისტოს ოქმი №8 გადაწყვეტილება №250, რომლის თანახმად, ა--------–--------------------ს ნება დაერთო გაეტარებინა უფლებრივ რეგისტრაციაში უნებართვოდ მიშენებული სათავსო ფართით 19.20 კვ.მ გარდაცვლილი მამის ა-–-------------------------------ის სახელზე და საცხოვრებელი ფართი განსაზღვრულიყო 36.80 კვ.მ-ით, დამხმარე ფართი - 43.80 კვ.მ-ით, სულ სასარგებლო ფართი - 80.60 კვ.მ-ით. აღნიშნული გადაწყვეტილების მიხედვით, ქ. გორში, მ-----ის ქ. №24-ში მცხოვრები ა--------–--------------------მა ითხოვა უნებართვოდ მიშენებული დამხმარე სათავსოების უფლებრივ რეგისტრაციაში გატარება, რომელიც აღრიცხულია გარდაცვლილი ა-–-------------------------------ის სახელზე. 1932 წელს გაცემულია ბინის მშენებლობის პროექტი, რომლის საცხოვრებელი ფართი შეადგენს 36.80 კვ.მ-ს, დამხარე ფართი - 24.60 კვ.მ-ს. უნებართვოდ მიშენებულია დამხმარე სათავსოები მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა ნაგებობა, საცხოვრებელი ფართით - 36.80კვ.მ, დამხმარე ფართით - 43.80 კვ.მ, სარდაფი - 35.60 კვ.მ.
ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მითითებული მტკიცებულებებით უტყუარად დგინდება ის ფაქტი, რომ ა-–----------------ს, მისი გარდაცვალების მომენტში, საკუთრებაში ჰქონდა მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა, საცხოვრებელი სახლი საცხოვრებელი ფართით - 36.80კვ.მ, დამხმარე ფართით - 43.80 კვ.მ, სარდაფი - 35.60 კვ.მ.
რაც შეეხება მოპასუხე ა-----------–---–ი პოზიციას, კერძოდ, იმ გარემოებას, რომ ა-–----------------ის საკუთრებაში იყო საცხოვრებელი სახლი ორი ოთახით, 36.80 კვ.მ და დამხარე ფართი - 24.60 კვ.მ., ხოლო უნებართვოდ მიშენებული სათავსო 19.20 კვ.მ. ფართით, მისი და მისი მეულის აშენებულია და ა-–----------------ის სახელზე მხოლოდ იმიტომ დარეგისტრირდა, რომ საცხოვრებელი სახლის მესაკუთრედ ა-–----------------ი ფიქსირდებოდა, სასამართლო ვერ გაიზიარებს, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით, კერძოდ, გორის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1986 წლის 22 აგვისტოს №8 ოქმი №250 გადაწყვეტილებით, რომელშიც ნათლად და გარკვევითაა მითითებული, რომ 19.20 კვ.მ ფართის უნებართვო ნაგებობები მართალია აღრიცხულია 1984 წელს (ა-–----------------ი გარდაიცვალა 1980 წელს), თუმცა ამავე გადაწყვეტილებაში დაზუსტებულია ის გარემოება, რომ ა-----------------ის მიერვე წარდგენილი 1972 წელს გაცემული გაზის გაყვანის გეგმა, სადაც დატანილია აღნიშნული უნებართვო სათავსოები, ცალსახად ადასტურებს იმ გარემოებას, რომ 19.20 კვ.მ. უნებართვო ნაგებობა აშენებულია ა-–----------------ის სიცოცხლეში და მის მიერ.
ამდენად, ა-–----------------ს, გარდაცვალების დროს, საკუთრებაში ჰქონდა სადავო საცხოვრებელი სახლი შემდეგი მონაცემებით: საცხოვრებელი ფართი - 36.80კვ.მ, დამხმარე ფართი - 43.80 კვ.მ, სარდაფი - 35.60 კვ.მ და მართლზომიერ სარგებლობაში ჰქონდა ამ სახლთან მდებარე მიწის ნაკვეთი. შესაბამისად, მისი გარდაცვალების შემდეგ სამკვიდრო მასაში სწორედ აღნიშნული მონაცემებით შევიდა უძრავი ქონება.
6.8. რაც შეეხება ა-–----------------ის ანდერძს, სასამართლო განმარტავს, რომ 1964 წლის რედაქციის საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის 540-ე მუხლის თანახმად, სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება სამკვიდროს დამტოვებლის გარდაცვალების დღე, ხოლო გარდაცვლილად გამოცხადების შემთხვევაში, მისი გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალში შესვლის დღე.
6.9. ამავე კოდექსის 546-ე მუხლის მიხედვით, ყოველ მოქალაქეს შეუძლია მთელი თავისი ქონება ან მისი ნაწილი დაუტოვოს ანდერძით ერთს ან რამდენიმე პირს, როგორც კანონისმიერ მემკვიდრეთა წრიდან, ისე გარეშესაც, აგრეთვე სახელმწიფოს ან ცალკეულ სახელმწიფო, კოოპერაციულ თუ საზოგადოებრივ ორგანიზაციას.
თუ მომოანდერძემ არ აღნიშნა ანდერძში თითოეული მემკვიდრის წილი, ქონება ნაწილდება მათ შორის თანასწორად.
ქონების ნაწილი, რომელსაც ანდერძი არ შეხებია, ნაწილდება ამ კანონის 544-ე და 545-ე მუხლების წესებით (კანონისმიერი მემკვიდრეები; საოჯახო მოწყობილობისა და საყოფაცხოვრებო საგნების მემკვიდრეობა) მემკვიდრეებად მოწოდებულ კანონისმიერ მემკვიდრეებს შორის. ამ მემკვიდრეთა რიცხვს ეკუთვნიან ის კანონისმიერი მემკვიდრეებიც, რომლებსაც ეანდერძათ ქონების დანარჩენი ნაწილი, თუ ანდერძით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
განსახილველ შემთხვევაში სადავო არ გამხდარა მამკვიდრებლის, ა-–----------------ის მიერ 1979 წლის 18 აპრილს ნოტარიულად დამოწმებული ანდერძის ნამდვილობა, სადავოა მხოლოდ ის გარემოება, იცოდნენ თუ არა ანდერძით მემკვიდრეებმა, რ-------------------–მა და გ------------------–მა ანდერძის შესახებ და შეეძლოთ თუ არა სამკვიდრო კანონით დადგენილ ვადაში მიეღოთ.
6.10. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე რ-------------------–ი მიუთითებს, რომ მისი პაპის, ა-–----------------ის ანდერძის შესახებ მისთვის ცნობილი გახდა 2016 წლის აგვისტოს თვეში ბიძაშვილის, გ------------------–ისაგან, თავად გ------------------–ი მიუთითებს, რომ ანდერძის შესახებ მისთვის ცნობილი გახდა მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც რ-------------------–ის სარჩელი ჩაიბარა, ხოლო ანნა ბერძენიშვილი მიუთითებს, რომ როგორც რ-------------------–ის, ისე გ------------------–ისათვის ანდერძის არსებობის შესახებ ცნობილი იყო თავიდანვე და მათ გაუშვეს ყველა ვადა, როგორც სამკვიდროს მიღების ექვსთვიანი ვადა, ისე სამკვიდროს მიღების სპეციალური ვადა სამკვიდროს მისაღებად, მითუმეტეს, რ-------------------–მა ასევე გაუშვა სამკვიდროს მიღებაზე შედავების ორთვიანი ვადა, ვინაიდან, როგორც თავად მიუთითებს სარჩელში, მისთვის ანდერძის არსებობის შესახებ ცნობილი გახდა 2016 წლის აგვისტოს თვეში, მან კი სასამართლოს მიმართა 2016 წლის ნოემბერში, ანუ ორთვიანი ვადის დარღვევით. ამასთან, რ-------------------–ს და გ------------------–ს სასამართლოსათვის არ მოუმართავთ სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელების მოთხოვნით.
6.11. აღნიშნულ გარემოებებთან დაკავშირებით, სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ზემოთ დასახელებული მუხლების ანალიზი ცხადყოფს, რომ კანონით გათვალისწინებულია თითოეული მხარის ვალდებულება მიუთითოს სასარჩელო მოთხოვნა, ფაქტები და წარმოადგინოს დასახელებული ფაქტების დამადასტურებელი კანონით გათვალისწინებული მტკიცებულებები, რაც წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო სამართალში დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის გამოვლინებას.
სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, ყურადღება გაამახვილოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტზე და აღნიშნავს, რომ არცერთ მტკიცებულებას არ გააჩნია რაიმე უპირატესობა სხვა მტკიცებულებასთან შედარებით, აგრეთვე, წინასწარ დადგენილი ძალა სასამართლოსათვის. მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლოს ექმნება შინაგანი რწმენა, რომელიც გადაწყვეტილებას ედება საფუძვლად. ამდენად, სასამართლო სადავო გარემოებათა არსებობა-არარსებობის დადგენისას ინდივიდუალურად და ერთობლიობაში აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგად აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ. მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ასეთ შემთხვევაში მოპასუხეს ეკისრება იმ ფაქტების დადასტურების ტვირთი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს.
შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, სწორედ მოპასუხე მხარემ უნდა ამტკიცოს ის გარემოება, რომ რობერ მურადელისათვის და გ------------------–ისათვის ცნობილი იყო მათ სახელზე შედგენილი ანდერძის შესახებ და არაფერი იღონეს სამკვიდროს მისაღებად, მოცემულ შემთხვევაში ა-----------–---–მა, მ-----------------–მა და გ------------------–მა უნდა ამტკიცონ, რომ რ-------------------–ისთვის ცნობილი იყო ანდერძის არსებობის შესახებ, ხოლო ის გარემოება, რომ გ------------------–მა იცოდა ანდერძის შესახებ, უნდა ამტკიცონ ა-----------–---–მა და მ-----------------–მა..
განსახილველ შემთხვევაში ყველა მხარე მხოლოდ ზეპირსიტყვიერად და ურთიერთსაწინააღმდეგო გარემოებებზე მიუთითებს, შესაბამისად, მათ მიერ მითითებული გარემოებები დადასტურებული უნდა იქნეს უფრო მყარი მტკიცებულებებით.
6.11. მოცემულ შემთხვევაში რ-------------------–ი მიუთითებს, რომ მისთვის ანდერძის არსებობის შესახებ ცნობილი გახდა 2016 წლის აგვისტოს თვეში. აღნიშნული გარემოების დადგენის მიზნით მან მიმართა ნოტარიუსთა პალატას და 2016 წლის ოქტომბრის თვეში მიღებული პასუხით და ანდერძის ასლით საბოლოოდ დარწმუნდა ანდერძის არსებობაში, რის შემდეგაც მან 2016 წლის 19 ოქტომბერს სასამართლოს მიმართა განცხადებით სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნით, ხოლო 2016 წლის 02 ნოემბერს სარჩელით.
ამდენად, ანნა ბერძენიშვილის პოზიცია სამკვიდროს მიღებაზე შედავების ორთვიანი ვადის გაშვების შესახებ უსაფუძვლოა, ვინაიდან მიუხედავად მის მიერ მითითითებული გარემოებებისა, სასამართლო, მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად, მიიჩნევს, რომ რ-------------------–ისათვის ანდერძის არსებობის უტყუარობა დადასტურდა მას შემდეგ, რაც მან საქართველოს ნოტარიუსთა პალატიდან მიიღო ოფიციალური პასუხი ანდერძის არსებობის შესახებ, კერძოდ, 2016 წლის 04 ოქტომბერს.
6.12. რაც შეეხება იმ ფაქტს, ცნობილი იყო თუ არა რ-------------------–ისათვის ანდერძის შესახებ, ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები მხარეთა მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი, შესაბამისად, მოპასუხეთა პოზიცია იმის შესახებ, რომ რ-------------------–მა თანიდანვე იცოდა ანდერძის შესახებ, დაუსაბუთებელია, მითუმეტეს, რომ სასამართლო სხდომაზე მხარეებს სადავო არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ ალექსი მურადელის გარდაცვალების მომენტში რ-------------------–ი იხდიდა სავალდებულო სამხედრო სამსახურს და არ იმყოფებოდა საქართველოში.
6.13. რაც შეეხება ა-----------–---–ის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ მისმა შვილმა გ------------------–მაც იცოდა ანდერძის არსებობის შესახებ, სასამართლო მიუთითებს, რომ გ------------------–ი, დაბადებულია 26.05.1975 წელს, ა-–----------------ის გარდაცვალებისას (1980 წლის 11 თებერვალი) იყო ოთხი წლის, ანუ მცირეწლოვანი და მისი კანონიერი წარმომადგენლები იყვნენ მშობლები - ა-----------–---–ი და ა-----------------ი. შესაბამისად, გ------------------–ისათვის სამკვიდროს გახსნისას, ცნობილი ვერ იქნებოდა მის სახელზე გაცემული ანდერძის არსებობის შესახებ, იგი ვერ იმოქმედებდა საკუთარი უფლების დასაცავად და ამ უფლების დასაცავად, ანუ მემკვიდრეობის მისაღებად მისი ინტერესების გათვალისწინებით უნდა ემოქმედათ მის კანონიერ წარმომადგენლებს. თუმცა, სასამართლო აქვე აღნიშნავს იმ გარემოებას, რომ გ------------------–ი მამკვიდრებლის გარდაცვალებისასაც და დღეის მდგომარეობითაც ცხოვრობს მისთვის ანდერძით დატოვებულ საცხოვრებელ სახლში და მას მემკვიდრეობა მიღებული აქვს და მისი საბოლოო ინტერესი არ შელახულა, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის 556-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადების თანახმად (1964 წლის რედაქცია), სამკვიდრო მიღებულად ითვლება, თუ მემკვიდრე ფაქტიურად შეუდგება სამკვიდრო ქონების ფლობას ან მართვას.
6.14. რაც შეეხება ა-----------–---–ის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ რ-------------------–სა და გ------------------–ს სასამართლოსთვის არ მოუმართავთ გაშვებული სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადის აღდგენის მოთხოვნით, აღნიშნულ პოზიციასთან დაკავშირებით, სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართლოს კოდექსის 557-ე მუხლის პირველი ნაწილის (1964 წლის კანონი) თანახმად, სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადა შეიძლება გაგრძელდეს სასამართლოს მიერ, თუკი იგი ვადის გადაცილების მიზეზებს საპატიოდ მიიჩნევს. მითითებული ნორმის შინაარსთან დაკავშირებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ ამ ნორმის დანაწესი არ ეწინააღმდეგება დღეს მოქმედი სამოქალაქო კოდექსის 1426-ე მუხლის შინაარსს. აღნიშნულ გარემოებასთან დაკავშირებით, სასამართლო მოიშველიებს ეროვნული სასამართლოს პრაქტიკას, კერძოდ, სამკვიდროს მიღების კანონით გათვალისწინებული ვადის გადაცილების მიზეზის საპატიოობა გულისხმობს იმ ვადის საპატიობის შეფასებას, რითაც გადაცილებულია სამკვიდროს მიღებისათვის კანონით გათვალისწინებული ვადა. აღნიშნული მოსაზრება გამომდინარეობს თვითონ ტერმინის „ვადაგადაცილების“ განმარტებიდან. მითითებული ტერმინი გულისხმობს არა რაიმე ვადაში, არამედ ამ ვადის გასვლის შემდგომ პერიოდშიც არსებულ მდგომარეობას, ანუ ეს ეხება არა მხოლოდ სამკვიდროს მისაღებად დადგენილ ექვს თვეს, არამედ იმ პერიოდსაც, ვიდრე მხარემ მიმართა სათანადო ორგანოებს სამკვიდროს მიღების მოთხოვნით. იმის დასადგენად, გადააცილა თუ არა საპატიო მიზეზით მხარემ კანონით დადგენილ ვადას, უნდა შეფასდეს არა მხოლოდ სამკვიდროს მისაღებად დადგენილ დროში სანოტარო ორგანოსთვის მიმართვის ან ქონების დაუფლების შეუძლებლობის ფაქტი, არამედ იმ ვადის საპატიოობაც, რომლითაც მან გადააცილა ამ მოქმედებათა განხორციელების ვადას (იხ. სუსგ №ას-177-167-2011, 7 ივლისი, 2011 წელი). სამართლის ზოგადი პრინციპებიდან გამომდინარე, სამკვიდროს მიღების ვადის გაშვების საპატიოობის ორი მნიშვნელოვანი საფუძველი უნდა განისაზღვროს: 1. თუ მემკვიდრემ არ იცოდა და არც შეიძლება სცოდნოდა სამკვიდროს გახსნის თაობაზე; 2. თუ მემკვიდრემ ვადა რაიმე საპატიო საფუძვლით გაუშვა და მან სასამართლოს ვადის აღდგენის თაობაზე აღნიშნული საფუძვლის აღმოფხვრის შემდეგ მიმართა. ვადის გაშვების საპატიოობაზე მსჯელობისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს კანონიერი წარმომადგენლის დამოკიდებულება არასრულწლოვანთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის მიმართ. კანონიერი წარმომადგენლის მიერ საკუთარი მოვალეობის არაჯეროვანი შესრულება ან უფლებამოსილების უკანონო გამოყენება შეიძლება გახდეს არასრულწლოვნის მიერ გაშვებული სამკვიდროს მიღების ვადის აღდგენის საფუძველი (იხ. სუსგ №ას-386-737-07, 10 დეკემბერი, 2007 წელი).
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე მხარემ წარმოადგინა სათანადო მტკიცებულებები იმის დასადასტურებლად, რომ ანდერძით მემკვიდრეებმა - რ-------------------–მა და გ------------------–მა იცოდნენ ანდერძის შესახებ, შესაბამისად ისინი ვერ მიიღებდნენ ზომებს მემკვიდრეობის მისაღებად, მათ მოთხოვნის უფლება წარმოეშვათ მხოლოდ მას შემდეგ, რაც მათთვის ცნობილი გახდა ამ მოთხოვნის საფუძვლის შესახებ. ამდენად, მათი მხრიდან მემკვიდრეობის მიუღებლობის ფაქტი ვერ ჩაითვლება ვადის გაშვებად, შესაბამისად, თუ ვადა გაშვებული არ არის მისი საპატიოდ მიჩნევის მოთხოვნის აუცილებლობაც ვერ იარსებებს.
6.15. სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, ყურადღება გაამახვილოს იმ ფაქტზეც, რომ ა-----------------მა სადავო სამკვიდრო ქონება მემკვიდრეობით მიიღო რა მამის ა-–----------------ის დანაშთი ქონება, მისთვის ცნობილი იყო ა-–----------------ის მემკვიდრეების არსებობის შესახებ, თუმცა ამ მემკვიდრეების ვინაობის შესახებ სანოტარო ორგანოში მემკვიდრეობის უფლების დადგენისას არ განუცხადებია. აღნიშნულით ა-----------------მა დაარღვია ვალდებულება, ნოტარიუსისათვის სხვა მემკვიდრეებზე ინფორმაციის მიწოდების შესახებ, რომელიც ავალდებულებს კერძო სამართლის სუბიექტებს, იმოქმედონ კეთილსინდისიერების ფარგლებში. სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებული არიან კეთილსიდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი. ამდენად, კეთილსინდისიერების პრინციპი სახელშეკრულებო სამართლის აღიარებული ზოგადი დათქმაა, რომელიც განმტკიცებულია სამოქალაქო კანონმდებლობით. მართალია, ნორმათა უმრავლესობა მასზე პირდაპირ არ უთითებს, მაგრამ მაინც მას ემყარება, ვინაიდან სამოქალაქო მართლწესრიგი სწორედ ამ პრინციპზეა დაფუძნებული. კეთილსინდისიერი ქცევა სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა ერთმანეთის უფლებებისადმი გულისხმიერებითა და პატივისცემით მოქმედებას გულისხმობს. კეთილსინდისიერების პრინციპის ძირითადი ფუნქცია სამართლიანი შედეგების დადგომა და ამავე დროს, აშკარად უსამართლო შედეგის თავიდან აცილებაა, რაც პირდაპირ უკავშირდება სამოქალაქო ურთიერთობათა სტაბილურობასა და სიმყარეს.
6.16. სასამართლო სამოქალაქო სამართლის 546-ე მუხლის (რომელიც შესაბამისობაშია დღეს მოქმედი სამოქალაქო კოდექსის 1344-ე მუხლის შინაარსთან) ანალიზიდან გამომდინარე, ასევე იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ანდერძით მემკვიდრეებს არ გაუშვიათ სამკვიდროს მიღების კანონით დადგენილი ვადა, სასამართლო მიიჩნევს, რომ დადებითად უნდა გადაწყდეს მოსარჩელეების: რ-------------------–ის და გ------------------–ის მემკვიდრედ და სამკვიდროში მათ კუთვნილ წილზე მესაკუთრედ ცნობის საკითხი. რ-------------------–ი და გ------------------–ი, მათი სასარჩელო მოთხოვნების შესაბამისად, ცნობილ უნდა იქნენ ქ. გორში, ხ--------–--ის ქ. №24-ში (ყოფილი მ-----ის 22 (24)) მდებარე უძრავი ქონების, მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული საცხოვრებელი სახლის, რომლის საცხოვრებელი ფართია 36.80კვ.მ, დამხმარე ფართი - 43.80 კვ.მ, სარდაფი - 35.60 კვ.მ. თანამესაკუთრეებად, თითოეული ½ წილზე.
6.17. რაც შეეხება მოსარჩელე ანნა ბერძენიშვილის სასარჩელო მოთხოვნას სამკვიდროს გარეთ დარჩენილი ქონების ½ წილზე მესაკუთრედ ცნობის შესახებ, სასამართლო განმარტავს, რომ 1964 წლის რედაქციის საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის 546-ე მუხლის მე-4 მიხედვით, ქონების ნაწილი, რომელსაც ანდერძი არ შეხებია, ნაწილდება ამ კანონის 544-ე და 545-ე მუხლების წესებით (კანონისმიერი მემკვიდრეები; საოჯახო მოწყობილობისა და საყოფაცხოვრებო საგნების მემკვიდრეობა) მემკვიდრეებად მოწოდებულ კანონისმიერ მემკვიდრეებს შორის. ამ მემკვიდრეთა რიცხვს ეკუთვნიან ის კანონისმიერი მემკვიდრეებიც, რომლებსაც ეანდერძათ ქონების დანარჩენი ნაწილი, თუ ანდერძით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა-–----------------ის გარდაცვალებისას სამკვიდრო მასა მოიცავდა იმ ქონებას, რომელზეც ანდერძი იყო შედგენილი (ა-–----------------ის დანაშთი ქონება (სამკვიდრო მასა) შეადენს საცხოვრებელ სახლს საცხოვრებელი ფართით - 36.80 კვ.მ., დამხმარე ფართით - 43.80 კვ.მ, სარდაფი - 35.6კვ.მ., სულ 116.20 კვ.მ ფართით), მითუმეტეს, თავად ა-----------–---–ი მიუთითებს, რომ უნებართვო მიშენება მან და მისმა მეუღლემ აწარმოეს ა-–----------------ის გარდაცვალების შემდეგ. შესაბამისად, სამკვიდროს გარეთ დარჩენილი ქონება არ არსებობს, მითუმეტეს, რომ ანდერძი არ გახსნილა და პირველი რიგის მემკვიდრემ მემკვიდრეობა მიიღო კანონისმიერი მემკვიდრეობით და იმ შემთხვევაში თუ ა-–----------------ს ექნებოდა რაიმე სახით სხვა ქონება, ა------------------ი ამ ქონებასაც მიიღებდა მემკვიდრეობით.
6.18. რაც შეეხება მოსარჩელე ა-----------–---–ის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ მან და მისმა მეუღლემ, ა-----------------მა გააფართოვეს ა-–----------------ის დანაშთი ქონება, რის შედეგადაც უძრავი ქონების განაშენიანების ფართმა შეადგინა 192.7 კვ.მ და სამკვიდროს გარეთ დარჩენილი ქონების ½ ნაწილი მას ეკუთვნის, რის სამართლებრივ საფუძვლადაც უთითებს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლზე, სასამართლო განმარტავს შემდეგს:
6.19. ა-----------–---–ის მეუღლე ა------------------ი გარდაიცვალა 2013 წლის 26 მაისს, შესაბამიად, ა-----------–---–ის სასარჩელო მოთხოვნიდან გამომდინარე სამართლებრივ ურთიერთობაზე უნდა გავრცელდეს დღეს მოქმედი სამოქალაქო კოდექსი.
6.20. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის თანახმად; 1. მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი; 2. ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე ა-----------–---–ის სასარჩელო მოთხოვნა ეხება უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენას.
6.21. აღნიშნულ გარემოებასთან დაკავშირებით, სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის თანახმად, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.
6.22. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 167-ე მუხლის თანახად, თუ პირი საჯარო რეესტრში შეტანილია მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრედ ისე, რომ არ შეუძენია საკუთრების უფლება მათზე, იგი მოიპოვებს ამ საკუთრების უფლებას, თუკი რეგისტრაცია არსებობდა თხუმეტი წლის განმავლობაში და ამ ხნის მანძილზე პირი ფლობდა მათ, როგორც საკუთარს.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობა-დახასიათების თანახმად, ქ. გორში ხ--------–--ის ქ. №24-ში (ყოფილი მ-----ის 22 (24)) მდებარე უძრავი ქონება, რომლის მონაცემებია: ნაკვეთის ფაქტიური ფართობი - 443 კვ.მ, საცხოვრებელი ფართი - 35.60 კვ.მ, დამხმარე ფართი - 43.80 კვ.მ სარდაფი 35.60 კვ.მ მესაკუთრედ მითითებულია ა-----------------ი და რომელმაც აღნიშნული უძრავი ქონება მიიღო კანონისმიერი მემკვიდრეობით, რომელიც სასამართლოს მიერ მიჩნეული იქნა ბათილად, ა-----------------ის საკუთრების უფლებას გამოეცალა საფუძველი და ა-----------------ს გარდაცვალებისას, 2013 წლის 26 მაისს, არ გააჩნდა საკუთრება, შესაბამისად, ვერ იარსებებდა სამკვიდრო ქონება. ამასთან, აქვე უნდა აღინიშნოს ის გარემოება, რომ ა------------------ის ძალისხმევით, 1986 წელს უფლებრივ რეგისტრაციაში გატარდა 19.20 კვ.მ. უნებართვო მიშენება, რაც არ განუხორციელებია დანარჩენი უნებართვო მშენებლობის შემთხვევაში და დღეის მდგომარეობითაც უნებართვო ნაგებობაა მაშინ, როცა 1987 წლიდან საჯარო რეესტრში ეროვნული სააგენტოს მონაცემებით მის სახელზე რეგისტრირებულია საკუთრების უფლება ა-–----------------ის დანაშთ ქონებაზე და მისი გარდაცვალების მომენტშიც უფლებრივ რეგისტრაციაში უძრავი ქონება გატარებული იყო ისევ იმ მონაცემებით, რომელიც ა-–----------------ს გააჩნდა საკუთრებაში.
აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ა------------------ის გარდაცვალების შემთხვევაშიც სამკვიდრო გაიხსნა სწორედ იმ ქონებაზე, რომელიც შედიოდა ა-–----------------ის სამკვიდრო მასაში და როგორც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობა-დახასიათებაში, ასევე ნოტარიუსის მიერ ა-----------------ის სამკვიდროს გახსნისას გაცემულ სამკვიდრო მოწმობებში არაფერია ნათქვამი იმ უძრავ ქონებაზე (უნებართვო მიშენება), რომელზეც მოსარჩელე ა-----------–---–ი მიუთითითებს.
6.23. აღნიშნულ გარემოებასთან დაკავშირებით, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 311-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, 1. საჯარო რეესტრი არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობის და მასში ცვლილების შესახებ მონაცემთა ერთობლიობა. ამავე კოდექსის 3111 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე დადებული გარიგებები ძალაში შედის ამ გარიგებებით განსაზღვრული უფლებების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.
6.24. სამოქალაქო კოდექსის მიზნებიდან გამომდინარე, რეგისტრაციის აქტი ეს არის საჯარო დადასტურება სამოქალაქო გარიგების საფუძველზე წარმოშობილი უფლების ნამდვილობის. ქონებაზე უფლებათა რეგისტრაციის ვალდებულებიდან გამომდინარე, შეუძლებელია უფლების არსებობის ფაქტის დადგენა გარდა საჯარო რეესტრში დაცული რეგისტრირებული ინფორმაციისა.
6.25. ამასთან, საქართველოს კანონის „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ პირველი მუხლის თანახმად, 1. ეს კანონი განსაზღვრავს უძრავ ნივთებზე უფლებათა, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეესტრების წარმოების ორგანიზაციულ და სამართლებრივ საფუძვლებს, აგრეთვე რეესტრების მწარმოებელი ორგანოების უფლება-მოვალეობებს; 2. ამ კანონის ნორმებსა და სხვა ნორმატიული აქტების ნორმებს შორის კოლიზიის წარმოშობისას გამოიყენება ამ კანონის ნორმები. ამავე კანონის მე-3 მუხლის თანახმად, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრი არის უძრავ ნივთზე უფლების, უფლების შეზღუდვის და უძრავ ნივთზე მიბმული ვალდებულების წარმოშობის, მასში ცვლილების და მისი შეწყვეტის, ასევე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობისა და მასში ცვლილების შესახებ მონაცემთა ერთობლიობა.
ამდენად, საკუთრების უფლება წარმოიშობა კანონის საფუძველზე, უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება, როგორც რეგისტრაციასავალდებულო უფლება, მოითხოვს საჯარო რეესტრში რეგისტრაციას, რაც განსახილველ შემთხვევაში არ არის დაცული, შესაბამისად, უძრავი ქონება, რომელიც წარმოადგენს უნებართვო ნაგებობას და არ არის ლეგალიზებული, მასზე საკუთრების უფლება არ არის შეძენილი კანონმდებლობით დადგენილი წესების შესაბამისად, მხოლოდ ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე ვერ იქნება მიჩნეული სამოქალაქო ბრუნვის ობიექტად.
6.26. ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 149-ე მუხლის თანახმად, მიწის ნაკვეთი მასში არსებული წიაღისეულით, მიწაზე აღმოცენებული მცენარეები, ასევე შენობა-ნაგებობანი, რომლებიც მყარად დგას მიწაზე, უძრავ ნივთებს მიეკუთვნება, ამავე კოდექსის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი შენობა-ნაგებობანი და ნივთები, რომლებიც მყარადაა დაკავშირებული მიწასთან და არ არის გამიზნული დროებითი სარგებლობისათვის, რაც ხელშეკრულებითაც შეიძლება განისაზღვროს, მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილს განეკუთვნება, ხოლო ნივთის არსებითი შემადგენელი ნაწილი, რომლის გამოცალკევებაც შეუძლებელია მთლიანი ნივთის ან ამ ნაწილის განადგურების ანდა მათი დანიშნულების მოსპობის გარეშე (ნივთის არსებითი შემადგენელი ნაწილი), ცალკე უფლების ობიექტად შეიძლება იყოს მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
ამდენად, ა-----------–---–ის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ შენობის ნაწილი (სამკვიდროს გარეთ დარჩენილი ქონების ნაწილი) მისი საკუთრებად უნდა იქნეს მიჩნეული, სასამართლო ვერ გაიზიარებს, ვინაიდან მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განლაგებულია ა-----------–---–ის მიერ მითითებული შენობა-ნაგებობა, გარდა იმისა, რომ სამოქალაქო ბრუნვის ობიექტს არ წარმოადგენს, მამკვიდრებლის, ა-–----------------ის მიერ შედგენილი ანდერძის თანახმად, რ-------------------–ისა და გ------------------–ის თანასაკუთრებას წარმოადგენს.
6.28. გარდა ზემოთ მითითებული გარემოებებისა სასამართლოს უსაფუძვლოდ მიაჩნია, რომ მოპასუხეების მოსაზრება რ-------------------–ის და გ------------------–ის სარჩელების ხანდაზმულობის შესახებ. მოპასუხეების განმარტებით, მათთვის ცნობილი იყო ანდერძის არსებობის შესახებ, თუმცა მათ პოზიციები ხანდაზმულობასთან დაკავშირებით არ არის დასაბუთებული (რაც აუცილებელი) და მხოლოდ ზოგადად მინიშნებას შეიცავს, სასამართლო მიზანშეწონლად მიიჩნევს შეაფასოს რ-------------------–ისა და გ------------------–ის სარჩელების ხანდაზმულობის საკითხი. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით დადგენილი ხანდაზმულობის ვადები სამკვიდროს გაყოფის შესახებ მოთხოვნებს არ შეეხება, რადგან ეს ნორმა ადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს 3 წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული ხელშეკრულებისა - 6 წელს.
ხანდაზმულობის საკითხთან დაკავშირებით აღსანიშნავია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის დებულება, რომლის მიხედვით ხანდაზმულობის ვადა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. შესაბამისად, ხანდამულობის ვადის ათვლა იწყება მას შემდეგ რაც დაინტერებული პირისათვის ცნობილი ხდება მისი უფლების დამრღვევი ქმედების შესახებ ან თუ მას შეეძელო უფრო ადრე შეეტყო ამის შესახებ და მისი აშკარა დაუდევრობის გამო ეს ფაქტი ვერ შეიტყო. ამდენად, დარღვეული უფლების აღდგენის მოთხოვნა უკავშირდება დარღვევის ფაქტის შეტყობას. მოპასუხე კონკრეტულად ვერ მიუთითებს ფაქტს, როდის გახდა ცნობილი მოსარჩელეებისათვის ანდერძის შესახებ და როდის წარმოეშვათ მათ მოთხოვნის უფლება.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3 %-ს , მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა;
განსახილველ შემთხვევაში, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად შეფასებულია მთლიანი უძრავი ქონება უნებართვო მიშენების ჩათვლით, განსახილველ შემთხვევაში კი დავის საგნის ღირებულება და შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა უნდა დაანგარიშდეს იმ ნაწილიდან, რომელზე დაობენ მხარეები, კერძოდ, რ-------------------–ი და გ------------------–ი დაობენ სამკვიდრო ქონების გამო, ხოლო ა-----------–---–ი დავობს უნებართვო მიშენების გამო დაანგარიშებაც უნდა განხორციელდეს მოთხოვნათა პროპორციულად.
დადასტურებულია, რომ მოსარჩელე რ-------------------–ი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ასევე დადასტურებულია, რომ რ-------------------–ს გაღებული აქვს საპროცესო ხარჯი: იურიდიული მომსახურების ხარჯი - 300 ლარის ოდენობით და ექსპერტიზის ჩატარებისათვის გაღებული ხარჯი - 150 ლარის ოდენობით.
ასევე დადასტურებულია, რომ გ------------------–ს სარჩელზე გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 3282.72 ლარი და გაღებული აქვს ხარჯი იურიდიული მომსახურებისათვის 1200 ლარის ოდენობით.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე გ------------------–ის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში ზედმეტადაა გადახდილი 1608.78 ლარი და მას აღნიშნული თანხა უნდა დაუბრუნდეს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი 55-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, 1. იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
აღნიშნული ნორმის შესაბამისად, მოპასუხეებს: გ------------------–ს, ა-----------–---–ს და მარიამ მურადელს უნდა დაეკისროთ მოსარჩელე რ-------------------–ის მიერ გაღებული ხარჯების ანაზღაურება და ასევე იმ სახელმწიფო ბაჟის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, რომლის გადახდისაგანაც რ-------------------–ი იყო გათავისუფლებული.
რაც შეეხება გ------------------–ის მიერ სარჩელზე გადხილ ბაჟს, ვინაიდან მისი სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს: მ-----------------–სა და ა-----------–---–ს უნდა დაეკისროთ 675 ლარის გ------------------–ისათვის ანაზღაურება.
ა-----------–---–ს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 990 ლარიდან - დაუბრუნდეს 154 ლარი, როგორც ზედმეტად გადახდილი დანარჩელი 836 ლარი, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მისი სარჩელი არ დაკმაყოფილდა, უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად
8. სარჩელის უზრუნველყოფის საკითხი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის შესაბამისად სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების და საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას. რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. განსახილველ საქმეზე რ-------------------–ის სარჩელის უზრუნველყოფა გამოყენებულია 2016 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით, სარჩელის დაკმაყოფილების გამო ამ სარჩელზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა დარჩეს ძალაში.
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 38-ე, 39-ე, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. რ-------------------–ის სარჩელი გ------------------–ის, ა-----------–---–ის და მ-----------------–ის მიმართ, სამკვიდრო მოწმობების ბათილად ცნობის, უძრავი ქონების ½ ნაწილზე მემკვიდრედ და მესაკუთრედ აღიარების შესახებ დაკმაყოფილდეს:
2. გ------------------–ის სარჩელი მოპასუხეების: ა-----------–---–ისა და მ-----------------–ის მიმართ, სამკვიდრო მოწმობების ბათილად ცნობის, უძრავი ქონების ½ ნაწილზე მემკვიდრედ და მესაკუთრედ აღიარების შესახებ დაკმაყოფილდეს:
3. ბათილად იქნეს ცნობილი ა-----------------ის სახელზე 1987 წლის 28 მაისს ნოტარიუს ა. ტ------–-–---–ის მიერ გაცემული კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობა, რეგისტრაციის ნომერი №2-926 უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. გორი, ხ--------–--ის ქ. №24, ყოფილი მ-----ის ქ. №22 (24);
4. ბათილად იქნეს ცნობილი გ------------------–ის სახელზე 2013 წლის 26 დეკემბერს ნოტარიუს ნ----------–---–ის მიერ გაცემული სამკვიდრო მოწმობა, რეგისტრაციის ნომერი №131338931; ა-----------–---–ის სახელზე 2014 წლის 10 იანვარს ნოტარიუს ნ----------–---–ის მიერ გაცემული სამკვიდრო მოწმობა, რეგისტრაციის ნომერი №140015935 და მ-----------------–ის სახელზე 2014 წლის 10 იანვარს ნოტარიუს ნ----------–---–ის მიერ გაცემული სამკვიდრო მოწმობა, რეგისტრაციის ნომერი №140015787 უძრავ ქონებაზე, მდებარე ხ--------–--ის ქ. №24, ყოფილი მ-----ის ქ. №22 (24) (უძრავი ქონება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 10.10.2016წ გაცემული ცნობა დახასიათების მიხედვით: მიწის ნაკვეთი - 443 კვ.მ ფართით და მასზე განთავსებული შენობა ნაგებობა - საცხოვრებელი ფართი - 36.80 კვ.მ, დამხმარე ფართი - 36.80 კვ.მ, სარდაფი - 35.60 კვ.მ);
5. რ-------------------–ი და გ------------------–ი ცნობილი იქნენ 1980 წლის 11 თებერვალს გარდაცვლილი ა-–-------------------------------ის ანდერძისმიერ მემკვიდრეებად 1979 წლის 18 აპრილს ა-–----------------ის მიერ გ-------------------ისა და რ--------------------ის სახელზე შედგენილ და ნოტარიუს ბ. მ-------–---–ის მიერ დამოწმებული ანდერძის შესაბამისად (რეგისტრაციის№3-3152) ქ. გორში, ხ--------–--ის ქ. №24, ყოფილი მ-----ის ქ. №22 (24) მდებარე უძრავი ქონების (უძრავი ქონება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 10.10.2016წ გაცემული ცნობა დახასიათების მიხედვით: მიწის ნაკვეთი - 443 კვ.მ ფარტოთ და მასზე განთავსებული შენობა ნაგებობა - საცხოვრებელი ფართი - 36.80 კვ.მ, დამხმარე ფართი - 36.80 კვ.მ, სარდაფი - 35.60 კვ.მ) თანამესაკუთრეებად, თითოეული ½ წილზე.
6. ა-----------–---–ის სარჩელი სამკვიდროს გარეთ დარჩენილი ქონების ½ წილზე მესაკუთრედ ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდეს;
7. რ-------------------–ის სარჩელზე მოპასუხეებს: გ------------------–ს, ა-----------–---–ს და მ-----------------–ს დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 675 ლარის ოდენობით, ასევე მის მიერ გაწეული პროცესის ხარჯების ანაზღაურება 450 ლარის ოდენობით (იურიდიული მომსახურების ხარჯი - 300 ლარი, ექსპერტიზისათვის გაღებული ხარჯი - 150 ლარი);
8. გ------------------–ს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 3282.72 ლარიდან - დაუბრუნდეს 1608.72 ლარი, დარჩელი 675 ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;
9. მოპასუხეებს: ა-----------–---–ს და მ-----------------–ს მოსარჩელე გ------------------–ის სასარგებლოდ, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ დაეკისროთ 675 ლარის გადახდა და ასევე მის მიერ გაღებული ხარჯების, კერძოდ, იურიდიული ხარჯების ანაზღაურება 800 ლარის ოდენობით;
10. ა-----------–---–ს, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 990 ლარიდან - დაუბრუნდეს 154 ლარი, დანარჩენი 836 ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;
11. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით სარეზოლუციო ნაწილის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით;
12. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გორის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე მაია კუთხაშვილი