1. სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადა შეიძლება გააგრძელოს სასამართლომ, თუ ვადის გადაცილების მიზეზები საპატიოდ იქნება მიჩნეული. ვადის გასვლის შემდეგ სამკვიდრო შეიძლება მიღებულ იქნეს სასამართლოსათვის მიმართვის გარეშეც, თუ თანახმა იქნება სამკვიდროს მიმღები ყველა მემკვიდრე.
2. ამ მუხლის პირველ ნაწილში გათვალისწინებულ შემთხვევაში სამკვიდროს მიღების ვადის გამშვებ მემკვიდრეს მისი ხვედრი ქონებიდან, რომელიც სხვა მემკვიდრეებმა მიიღეს, ან სახელმწიფოს საკუთრებაში გადავიდა, ნატურად მიეცემა ის, რაც შენარჩუნებულია; მას მიეცემა ასევე მისი ხვედრი ქონების დანარჩენი ნაწილის ღირებულება.
საქართველოს 2005 წლის 9 დეკემბრის კანონი №2239 - სსმ I, №54, 20.12.2005წ. მუხ.3
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (26.06.1997).
წინა რედაქცია (24.07.1997 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 1426. სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელება 1. სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადა შეიძლება გააგრძელოს სასამართლომ, თუ ვადის გადაცილების მიზეზები საპატიოდ იქნება მიჩნეული. ვადის გასვლის შემდეგ სამკვიდრო შეიძლება მიღებულ იქნეს სასამართლოსათვის მიმართვის გარეშეც, თუ თანახმა იქნება სამკვიდროს მიმღები ყველა მემკვიდრე. 2. ამ მუხლის პირველ ნაწილში გათვალისწინებულ შემთხვევაში სამკვიდროს მიღების ვადის გამშვებ მემკვიდრეს მისი ხვედრი ქონებიდან, რომელიც სხვა მემკვიდრეებმა მიიღეს, ან ხსაზხელმწინიფოს საკუთრებაში გადავიდა, ნატურად მიეცემა ის, რაც შენარჩუნებულია; მას მიეცემა ასევე მისი ხვედრი ქონების დანარჩენი ნაწილის ღირებულება. საქართველოს 2005 წლის 9 დეკემბრის კანონი №2239 - სსმ I, №54, 20.12.2005წ. მუხ.3
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(110)
საქმე №ას-1271-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.09.2025
…სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა: უცვლელად დარჩა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილება. 5.2. სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1336-ე, 1421-ე, 1423-ე. 1424-ე, 1426-ე მუხლები და მიუთითა, რომ სანოტარო წესით დამოწმებული დოკუმენტების გაანალიზებით, უდავოდ დასტურდება, რომ მოსარჩელეებმა სამკვიდროს მიღების თაობაზე მინდობილობები…
საქმე №ას-578-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.11.2024
…ვადის აღდგენის თაობაზე აღნიშნული საფუძვლის აღმოფხვრის შემდეგ მიმართა (იხ. სუსგ N ას-1092-2020, 22.01.2021 წ.). 15. კონკრეტული დავის გადასაწყვეტად მნიშვნელოვანია სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადის გაგრძელების საკითხიც. სსკ-ის 1426.1-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, სამკვიდროს მიღების კანონით დადგენილი ვადის გაგრძელება სასამართლოს შეუძლია მხოლოდ მაშინ, თუ უტყუარად დაადგენს ვადის…
საქმე №ას-1460-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.11.2024
…ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღონ სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც არ უნდა იყოს იგი), 1424-ე და 1426-ე მუხლები. 10.3. ზემოაღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სამკვიდროს მიღების ფაქტის დასადასტურებლად საჭიროა, ან…
საქმე №ას-420-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.06.2024
…მემკვიდრემ კანონით დადგენილი ექვსთვიანი ვადის დაცვით შეასრულოს სამკვიდროს მიღებისათვის აუცილებელი მოქმედება ( სსკ-ის 1424-ე მუხლი), (შდრ. იხ. სუსგ. #ას-283-268-2017, 07.07.2017; #ას-1172-1127-2016, 31.03.2017წ; 7.4.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1426-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადა შეიძლება გააგრძელოს სასამართლომ, თუ ვადის გადაცილების…
საქმე №ას-990-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.06.2024
…ძმის დანაშთი სამკვიდრო ქონება, რისი უფლებაც, სხვა შემთხვევაში, მას არ ექნებოდა სსკ-ის 1337-ე მუხლით გათვალისწინებული წესის შესაბამისად. 10. რაც შეეხება სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელების შესაძლებლობას, აღნიშნული დასაშვებია სსკ-ის 1426-ე მუხლის სამართლებრივი საფუძვლით, საპატიო მიზეზის არსებობის შემთხვევაში. 11. ამასთან, მემკვიდრის განცხადების საფუძველზე, სასამართლომ შეიძლება მემკვიდრეობის…
საქმე №ას-829-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.10.2023
საქმე №ას-737-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.03.2023
საქმე №ას-990-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.03.2022
საქმე №ას-1182-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.10.2021
საქმე №ას-781-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.04.2021
საქმე №ას-1092-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.01.2021
საქმე №ას-491-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 09.12.2020
საქმე №ას-1552-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.04.2020
საქმე №ას-1826-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.04.2020
საქმე №ას-498-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.01.2020
მუხლი 81. სამკვიდროს დაცვა— „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
მუხლი 39. სამკვიდროს დაცვა— ხელშეკრულება საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ