თუ მემკვიდრე სამკვიდროს გახსნის შემდეგ, მაგრამ სამკვიდროს მიღებამდე გარდაიცვალა, მაშინ სამკვიდროდან მისი წილის მიღების უფლება გადადის მის მემკვიდრეებზე (მემკვიდრეობითი ტრანსმისია). გარდაცვლილი მემკვიდრის მემკვიდრეებმა სამკვიდრო უნდა მიიღონ სამკვიდროს მიღების ვადამდე დარჩენილი ხნის განმავლობაში. თუ ეს დრო სამ თვეზე ნაკლებია, იგი სამ თვემდე უნდა გაგრძელდე
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი · რედაქცია 11.11.2025
მუხლი 1430. მემკვიდრეობითი ტრანსმისია
რედაქციის ისტორია
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
- საქმე №ას-263-263-2018
…გამოც. 7. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 1306-ე, 1336-ე, 1319-ე, 1421.2, 1426.1, 1430-ე და 1450-ე მუხლები გამოიყენა. 8. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების, ახალი…
- საქმე №ას-18-15-2015
…სწორად გადაეცა სახელმწიფოს საკუთრებად. ამდენად ნოტარიუსის მიერ გაცემული მოწმობა არ ეწინააღმდგება კანონის მოთხოვნებს ( სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის დანაწესს) და არ არსებობს მისი ბათილობის საფუძველი. 26. პალატამ ასევე მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 1430-ე მუხლზე, რომლის მიხედვით თუ მემკვიდრე სამკვიდროს გახსნის შემდეგ, მაგრამ სამკვიდროს მიღებამდე გარდაიცვალა, მაშინ სამკვიდროდან მისი წილის…
- საქმე №ას-670-637-2014
…მის დანაშთ სამკვიდროზე ანდერძი არ დაუტოვებია, რომელიც სამოქალაქო კოდექსის 1319-1320-ე მუხლების საფუძველზე, მისი გარდაცვალების დღეს – 2005 წლის 3 მარტს გაიხსნა, განხორციელდა კანონით მემკვიდრეობა. ამავე კოდექსის 1307-ე, 1336-ე და 1430-ე მუხლების შესაბამისად, კანონით მემკვიდრეებად, თანაბარი წილებით, სწორად იქნენ მიჩნეული მეუღლე – ნ.დ., შვილები: ზ. და მ. დ.-ები და მემკვიდრეობითი ტრანსმისიით…
- საქმე №ას-1224-1076-2010
…დაასაბუთა მის მიერ სამკვიდროს მიღების კანონით დადგენილი ვადის საპატიო მიზეზით გაშვება. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 1424-ე მუხლით, 1421-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 1336-ე მუხლის პირველი ნაწილით, 1430-ე მუხლით,1426-ე მუხლის პირველი ნაწილით. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ხ-ავამ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების…
- საქმე №ას-557-525-2010
…ნ. ნ-ძის დედა ე. ნ-ძე გარდაიცვალა 2003 წლის 3 ნოემბერს _ სამკვიდროს გახსნიდან 12 წლის შემდეგ და ნ. ნ-ძე მ. ნ-ძის დანაშთი ქონების მემკვიდრე ვერ იქნება. პალატამ არ გაიზიარა ნ. ნ-ძის მოსაზრება, რომ მას სამკვიდრო უნდა მიეკუთვნოს ამავე კოდექსის 1430-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, რადგან დადგენილია, რომ ნ. ნ-ძის დედა არ გარდაცვლილა სამკვიდროს გახსნიდან სამკვიდროს მიღების 6-თვიან ვადაში. ე.…
- საქმე №ას-1130-1394-09
- საქმე №3კ/216-01
- საქმე №340210015001080265
- საქმე №330210018002749026
- საქმე №330210118002784262
- საქმე №330210018002519549
- საქმე №330210017002131560
- საქმე №130210017002016662
- საქმე №210210116001452527
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1421. სამკვიდროს მიღება
- მუხლი 1422. ქმედუუნაროს, შეზღუდულქმედუნარიანის და მხარდაჭერის მიმღების მიერ სამკვიდროს მიღება
- მუხლი 1425. სამკვიდროს მიღების სპეციალური ვადა
- მუხლი 1426. სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელება
- მუხლი 1427. სამკვიდროს განკარგვის დაუშვებლობა
- მუხლი 1428. უფლება სარჩელის აღძვრამდე მიღებულ შემოსავალზე
- მუხლი 1431. მემკვიდრეობითი ტრანსმისიით სამკვიდროს მიუღებლობის შედეგები
- მუხლი 1434. სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმის ვადა
- მუხლი 1439. უარი სხვა პირთა სასარგებლოდ
- მუხლი 1440. წილის შემატება სამკვიდროზე უარის თქმისას
- მუხლი 1442. უარი რამდენიმე მემკვიდრის სასარგებლოდ
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“, მუხლი 1430, №786, 26.06.1997, სარეგისტრაციო კოდი 040.000.000.05.001.000.223 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/31702/muxli-1430/