გადაწყვეტილება

სამოქალაქო 27.06.2019
საქმის ნომერი
330210018002749026
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სასარჩელო საქმეები
თარიღი
27.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N3-----------------

საქმე N2/35124-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

27 ივნისი, 2019 წელი ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - შორენა წიქარიძე

სხდომის მდივანი - გიორგი ლილუაშვილი

მოსარჩელე – სს ,,პ------------------ი’’

წარმომადგენელი- თ----- ჩ----–---–ი

მოპასუხეები - ვ--–---- ძ-----–---–ი, მ------ ძ-----–---–ი, ი--- ძ-----–---–ი, თ-- ძ-----–---–ი

წარმომადგენელი- თ----–- მ--–-----ი

დავის საგანი – მემკვიდრედ ცნობა, უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1 მოპასუხეები ვ--–---- ძ-----–---–ი (პ/ნ N0----------), მ------ ძ-----–---–ი (პ/ნ N0----------), ი--- ძ-----–---–ი (პ/ნ N0----------) და თ-- ძ-----–---–ი (პ/ნ N0----------) ცნობილი იქნენ აწ გარდაცვლილი მ--–---- ძ-----–---–ის (პ/ნ N0----------) მემკვიდრეებად და უფლებამონაცვლეებად და მოპასუხეებზე საკუთრების უფლებით აღირიცხოს უძრავი ქონება მდებარე გ---------ი, სოფელი ნ-------, ნაკვეთის ფუნქცია - სასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი - 0,08ჰა, ს/კ N8-----------.

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 24 ოქტომბრის გაჩინებით სამოქალაქო საქმეზე #2-------- სს ,,პ------------------სა’’ და მ--–---- ძ-----–---–ს, ვ--–---- ძ-----–---–ს და ი/მ მ--–---- ძ-----–---–ი-სიხარულს შორის დამტკიცდა მორიგება თანხის დაკისრების შესახებ კრედიტის დაფარვის გრაფიკით დადგენილი წესით. მოცემულ საქმეზე გაცემულია სააღსრულებო ფურცელი. რადგან მსესხებელი მ--–---- ძ-----–---–ი, რომელიც ამავდროულად იყო იპოთეკით დატვირთული ქონების მესაკუთრე, ნებაყოფლობით ნაწილ-ნაწილ იხდიდა ბანკის წინაშე არსებული დავალიანების თანხებს, ბანკმა მის წინაშე დაწყებული სააღსრულებო წარმოება შეწყვიტა და სააღსრულებო ბიუროში 2013 წლის 29 მაისს წარდგენილი სააღსრულებო ფურცელი უკან დაიბრუნა. მას შემდეგ, რაც მსესხებელმა შეწყვიტა ნებაყოფლობით ვალდებულების შესრულება, ბანკმა 2018 წლის 10 იანვარს ხელმეორედ შეიტანა სააღსრულებო ფურცელი სააღსრულებო ბიუროში და დაიწყო სააღსრულებო წარმოება. აღსრულების ეროვნულ ბიუროს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 26 მარტის წერილით მოსარჩელეს ეცნობა, რომ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონის 36-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტის თანახმად შეაჩერა აღსრულება მ--–---- ძ-----–---–ის გარდაცვალების გამო. ასევე მოსარჩელეს დაევალა უფლებამონაცვლის დადგენის მიზნით სასამართლოსთვის მიმართვა.

ბანკმა გარდაცვლილი მ--–---- ძ-----–---–ის მემკვიდრის დასადგენად მიმართა საქართველოს ნოტარიუსთა პალატას, რაზეც მოსარჩელემ მიიღო პასუხი, რომ რეესტრში არ არის რეგისტრირებული ჩანაწერი 2017 წლის 14 თებერვალს გარდაცვლილი მ--–---- ვ--–----ს ძე ძ-----–---–ის სამკვიდრო ქონების თაობაზე. შესაბამისად, არავის არ განუხორციელებია მემკვიდრეობის უფლების სარეალი---ციოდ აუცილებელი კონკრეტული მოქმედება - მემკვიდრეობის მიღება ნოტარიუსთან განცხადების წარდგენის გზით. გარდაცვლილი მ--–---- ძ-----–---–ის საკუთრებაში ირიცხებოდა სს ,,პ------------------ის’’ სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება, მდებარე გ---------- რაიონი, სოფელი ნ-------, დაზუსტებული ფართობი 0.08 ჰა, საკადასტრო კოდით N8-----------.

მოპასუხე ვ--–---- ძ-----–---–ი, რომელიც არის გარდაცვლილი მ--–---- ძ-----–---–ის შვილი და ამავდროულად არის მ--–---- ძ-----–---–ის სესხზე სოლიდარულად ვალდებული პირი, ასევე შვილები ი--- და თ-- ძ-----–---–ები და მეუღლე მ------ ძ-----–---–ი, თავს არიდებენ დანაშთი ქონების თავიანთ სახელზე რეგისტრაციას, მაშინ, როდესაც ისინი ფლობენ და სარგებლობენ აღნიშნული ქონებით.

მოსარჩელემ 2018 წლის 3 აპრილს განცხადებით მიმართა სასამართლოს მ--–---- ძ-----–---–ის უფლებამონაცვლედ ვ--–---- ძ-----–---–ის ცნობის თაობაზე და იპოთეკის საგნის მის სახელზე დარეგისტრირების მოთხოვნით, მაგრამ სასამართლომ მიუთითა საქართველოს კანონის „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ 24-ე მუხლზე, რომლის თანახმად სააღსრულებო ფურცელი შეიძლება გაცემულ იქნეს გადაწყვეტილებაში დასახელებული კრედიტორის უფლებამონაცვლე პირის სასარგებლოდ ან მოვალის უფლებამონაცვლე პირის საწინააღმდეგოდ, თუ უფლებამონაცვლეობა ნათელია ან ამის დამადასტურებელი დოკუმენტი შეადგინა სათანადოდ უფლებამოსილმა ორგანომ ან დაამოწმა ნოტარიუსმა. თუ საჭირო დადასტურება ვერ ხერხდება სათანადოდ უფლებამოსილი ორგანოს მიერ შედგენილი ან ნოტარიუსის მიერ დამოწმებული დოკუმენტის საშუალებით, მაშინ კრედიტორმა ან მისმა უფლებამონაცვლე პირმა უფლებამონაცვლეობის დადგენის და სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე უნდა მიმართოს გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს. აღნიშნული ნორმის შესაბამისად მოვალის გარდაცვალების შემთხვევაში თუ უფლებამონაცვლეობა ნათელია, მაგალითად, ნოტარიუსის მიერ გაცემულია სამკვიდრო მოწმობა სამკვიდრო აქტივებისა და მემკვიდრის შესახებ, გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლოს მიერ სააღსრულებო ფურცელი გაიცემა მოვალის მემკვიდრეებზე. თუ აღნიშნულის დადასტურება ვერ ხერხდება ნოტარიუსის მიერ გაცემული მტკიცებულებით და სადავოა როგორც სამკვიდრო მიღებულ მემკვიდრეთა წრე ასევე სამკვიდრო აქტივის არსებობის ფაქტი და მისი ფარგლები, მაშინ კრედიტორმა სარჩელი უნდა აღძრას გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოში.

 

მოსარჩელისთვის ცნობილია, რომ მ--–---- ძ-----–---–ის დანაშთ ქონებაში ცხოვრობენ და მის სამკვიდროს ფაქტობრივად ფლობენ მეუღლე მ------ ძ-----–---–ი, შვილები - ვ--–---- ძ-----–---–ი, ი--- ძ-----–---–ი და თ-- ძ-----–---–ი. შესაბამისად, მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხეები ვ--–---- ძ-----–---–ი (პ/ნ N0----------), მ------ ძ-----–---–ი (პ/ნ N0----------), ი--- ძ-----–---–ი (პ/ნ N0----------) და თ-- ძ-----–---–ი (პ/ნ N0----------) ცნობილი იქნენ აწ გარდაცვლილი მ--–---- ძ-----–---–ის (პ/ნ N0----------) მემკვიდრეებად და უფლებამონაცვლეებად და მოპასუხეებზე საკუთრების უფლებით აღირიცხოს უძრავი ქონება მდებარე გ---------ი, სოფელი ნ-------, ნაკვეთის ფუნქცია - სასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი - 0,08ჰა, ს/კ N8----------- (იხ. დაზუსტებული სარჩელი (ს.ფ. 95-110) და სხდომის ოქმები).

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხეებს შესაგებელი არ წარმოუდგენიათ, თუმცა სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნეს და მათმა წარმომადგენელმა განმარტა, რომ მოპასუხეები არიან გარდაცვლილი მ--–---- ძ-----–---–ის პირველი რიგის მემკვიდრეები. მართალია მათ არ მიუმართავთ ნოტარიუსისთვის და არ მიუღიათ სამკვიდრო მოწმობა, მაგრამ ისინი ფაქტობრივად ფლობენ სამკვიდრო ქონებას, შესაბამისად, მათ მემკვიდრედ ცნობას არ სჭირდება სასამართლოს გადაწყვეტილება.

მოსარჩელემ სააღსრულებო წარმოება შეწყვიტა და უკან დაიბრუნა სააღსრულებო ფურცელი. განმეორებით სააღსრულებო ბიუროს მიმართა 2018 წლის 10 იანვარს, მაშინ, როდესაც მ--–---- ძ-----–---–ი უკვე გარდაცვლილი იყო და ეს მოსარჩელისთვისაც იყო ცნობილი, რადგან სესხზე თავდებ პირს წარმოადგენდა გარდაცვლილი მ--–---- ძ-----–---–ის შვილი ვ--–---- ძ-----–---–ი, რომელმაც აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია მიაწოდა მოსარჩელეს. გაურკვეველია მსესხებელმა მ--–---- ძ-----–---–მა როდის შეწყვიტა ვალდებულების შესრულება და როდის დაარღვია სესხის დაფარვის გრაფიკი. ეჭვს ბადებს ის გარემოება, რომ ამ ხნის განმავლობაში არ მიმართა მოსარჩელემ სააღსრულებო ბიუროს აღსრულების მოთხოვნით და რატომ არ მოითხოვა ამდენი ხნის განმავლობაში თანხის დაფარვა. ბანკს შეეძლო მიემართა ნოტარიუსისთვის და მოეთხოვა არა ინფორმაციის მიწოდება მემკვიდრეების თაობაზე, არამედ შეეძლო დაეფიქსირებინა პრეტენზია, რადგან იყო კრედიტორი და დაცული ექნებოდა პრეტენზიის წარდგენის დრო. პრეტენზიის წარდგენის დროში ვერ ჩაითვლება სასამართლოსთვის მიმართვა უფლებამონაცვლედ დადგენის შესახებ. მოსარჩელისთვის ცნობილი იყო შვილის და მეუღლის შესახებ, შესამისად, მათ მიმართ შეეძლოთ ამ ხნის მანძილზე წარედგინათ პრეტენზია. მოსარჩელეს პრეტენზიის წარდგენის 6 თვიანი ვადა ამოეწურა 2018 წლის 26 აგვისტოს, რადგან 2018 წლის 26 მარტს შეიტყო მოვალის გარდაცვალება, ხოლო სარჩელი აღძრა მხოლოდ 2018 წლის 5 დეკემბერს, პრეტენზიის ვადის დარღვევა კი იწვევს მოთხოვნის უფლების დაკარგვას, რაც სარჩელზე უარის თქმის საფუძველია (იხ. სხდომის ოქმი).

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

უდავო გარემოებაა, რომ მოაპსუხეები არიან აწ გარდაცვლილი მ--–---- ძ-----–---–ის პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრეები.

 

მტკიცებულება: მხარეთა ახსნა-განმარტება

 

4. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით #2-------- სამოქალაქო საქმეზე სს ,,პ------------------სა’’ და მ--–---- ძ-----–---–ს, ვ--–---- ძ-----–---–ს და ი/მ მ--–---- ძ-----–---–ი-სიხარულს შორის დამტკიცდა მორიგება თანხის დაკისრების შესახებ შემდეგი პირობებით:

1. მოპასუხეები ი/მ ”მ--–---- ძ-----–---–ი-სიხარული” და ვ--–---- ძ-----–---–ი აღიარებენ და სოლიდარულად კისრულობენ ვალდებულებას დაფარონ სს „პ------------------ის“ წინაშე არსებული შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება #2--------- და საკრედიტო ხელშეკრულება #2--------დან გამომდინარე დავალიანება 23589.71 (ოცდასამიათას ხუთასოთხმოცდაცხრა აშშ დოლარი და სამოცდათერთმეტი ცენტი) აშშ დოლარის ოდენობით, მორიგების დღიდან სრულ დაფარვამდე წლიური 18%-ის დარიცხვით მორიგების აქტზე თანდართული გრაფიკით დადგენილი წესით.

 

საქმეზე #2-------- სს ,,პ------------------ის’’ სარჩელისა გამო მოპასუხეების მ--–---- ძ-----–---–ის, ვ--–---- ძ-----–---–ის და ი/მ მალახაზ ძ-----–---–ი-სიხარულის წინააღმდეგ თანხის დაკისრების თაობაზე შეწყდა საქმის წარმოება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 24 ოქტომბრის განჩინება (ს.ფ.18-24)

- მხარეთა ახსნა-განმარტება

 

4.2. მ--–---- ძ-----–---–ის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის მოტივით 2013 წლის 26 აპრილს გაიცა სააღსრულებო ფურცელი.

2018 წლის 10 იანვარს ხელმეორედ შეიტანა სააღსრულებო ფურცელი სააღსრულებო ბიუროში და დაიწყო სააღსრულებო წარმოება.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2013 წლის 26 აპრილის სააღსრულებო ფურცელი (ს.ფ. 25-29)

- განცხადების მიღების ბარათი (ს.ფ. 30-31)

- ინფორმაცია აღსრულების ეროვნული ბიუროდან (ს.ფ. 34-35)

- მხარეთა ახსნა-განმარტება

 

4.3. აღსრულების ეროვნული ბიუროს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 26 მარტის წერილით მოსარჩელეს ეცნობა, რომ მათ წარმოებაშია თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 26 აპრილს გაცემული #2-------- სააღსრულებო ფურცელი და მიმდინარეობს #A-------- სააღსრულებო წარმოება.

წერილში მითითებულია, რომ როგორც სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ელექტრონული ბაზიდან ირკვევა 2017 წლის 15 თებერვალს რეგისტრირებულია მ--–---- ძ-----–---–ის გარდაცვალების აქტის #0---------- ჩანაწერი, გარდაცვალების თარიღია 2017 წლის 14 თებერვალი.

აღსრულების ეროვნულმა ბიურომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტის თანახმად, შეაჩერა აღსრულება მ--–---- ძ-----–---–ის გარდაცვალების გამო და მოსარჩელეს დაევალა უფლებამონაცვლის დადგენის მიზნით სასამართლოსთვის მიმართვა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- აღსრულების ეროვნული ბიუროს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 26 მარტის წერილი (ს.ფ. 34-35)

- გარდაცვალების სააქტო ჩანაწერი #0---------- (ს.ფ. 37)

- მხარეთა ახსნა-განმარტება

 

4.4. გ---------ში, სოფელ ნ-------ში მდებარე უძრავ ქონებაზე, ნაკვეთის ფუნქცია - სასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი - 0,08ჰა, ს/კ N8----------- რეგისტრირებულია მ--–---- ძ-----–---–ის საკუთრების უფლება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 32-33)

 

4.5. 2017 წლის 14 თებერვალს გარდაიცვალა მ--–---- ძ-----–---–ი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება

- გარდაცვალების სააქტო ჩანაწერი #0---------- (ს.ფ. 37)

 

4.6. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 11 თებერვლის #0------- წერილით დგინდება, რომ სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზის მიხედვით მ--–---- ძ-----–---–ის (პ/ნ 0----------) მშობლები არიან:

მამა-ვ--–----ან გ-------- ძე ძ-----–---–ი,დედა - ი-----–--- (ი-----–---) ნ-----–----ის ასული ძ-----–---–ი,მეუღლე - მ------ ს-------ს ასული ძ-----–---–ი (დაბადებული 1963 წლის 05 სექტემბერს),შვილები:

ვ--–---- ძ-----–---–ი, დაბადებული - 1985 წლის 03 თებერვალს,ი--- ძ-----–---–ი დაბადებული - 1990 წლის 28 თებერვალს,თ-- ძ-----–---–ი - დაბადებული 1983 წლის 05 ივლისს,სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არ მოიძებნა ინფორმაცია მ--–---- ძ-----–---–ის სხვა შვილების დაბადების შესახებ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 11 თებერვლის #0------- წერილი (ს.ფ.74-75)

- ინფორმაცია სერვისების განვითრების სააგენტოდან (ს.ფ. 83-90)

- მხარეთა ახსნა-განმარტება

 

4.7. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 12 თებერვლის #0------- წერილით დგინდება, რომ სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში ვ--–----ან გ-------- ძე ძ-----–---–ის და ი-----–--- ნ-----–----ის ასულ ძ-----–---–ის ქორწინების და გარდაცვალების სააქტო ჩანაწერები არ მოიძებნა.

 

1960 წლის 16 თებერვალს დაბადებული მ--–---- ძ-----–---–ის დაბადების სააქტო ჩანაწერი #--, 1960 წლის 8 მარტს რეგისტრირებულია გ---------- რაიონის სოფელ ნ-------ს ს/ს მიერ და მისი მშობლები არიან მამა - ვ--–----ან გ-------- ძე ძ-----–---–ი და დედა - ი-----–--- ნ-----–----ის ასული ძ-----–---–ი.

 

მ--–----ი ძ-----–---–ის და მ------ გუგუნაშვილის ქორწინების სააქტო ჩანაწერი #--, 1982 წლის 17 დეკემბერს რეგისტრირებულია გ---------- რაიონის ახალსოფლის ს/ს მიერ.

 

მ------ ძ-----–---–ის რეგისტრაციის ადგილია: თბილისი, ზ-------–--------- დასახლება, ლ-----ს ქ. #---, აქტიური;

 

მ--–---- და მ------ (მ------) ძ-----–---–ის შვილები: 1983 წლის 5 ივლისს დაბადებული თ-- ძ-----–---–ის დაბადების სააქტო ჩანაწერი #--, 1983 წლის 11 ივლისს რეგისტრირებულია გ---------- რაიონის ნ-------ს ს/ს მიერ. მისი რეგისტრაციის ადგილია თბილისი, ზ-------–--------- დასახლება, ლ-----ს ქუჩა #---, აქტიური;

 

1985 წლის 3 თებერვალს დაბადებული ვ--–---- ძ-----–---–ის დაბადების სააქტო ჩანაწერი #--, 1985 წლის 7 თებერვალს რეგისტრირებულია გ---------- რაიონის ნ-------ს ს/ს მიერ. მისი რეგისტრაციის ადგილია თბილისი, შ----- ნ-------–---–ის ქ. #--, ბ------, აქტიური.

 

1990 წლის 28 თებერვალს დაბადებული ი--- ძ-----–---–ის დაბადების სააქტო ჩანაწერი #---, 1990 წლის 2 მარტს რეგისტრირებულია თბილისის სამგორის რაიონის მმაჩის განყოფილების მიერ. მისი რეგისტრაციის ადგილია თბილისი, ზ-------–--------- დასახლება, ლ-----ს ქუჩა #---, აქტიური.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 12 თებერვლის #0------- წერილი (ს.ფ. 83-84)

- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსგს-საინფორმაციო-სამისამართო ბიუროს საინფორმაციო ბარათები (ს.ფ. 85-90)

- მხარეთა ახსნა-განმარტება

 

4.8. საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს ნოტარიუსთა პალატის 2019 წლის 08 თებერვლის ინფორმაციით, ერთიან ელექტრონულ სამემკვიდრეო რეესტრში არ არის რეგისტრირებული ჩანაწერი მ--–---- ძ-----–---–ის სამკვიდრო ქონების შესახებ სამემკვიდრეო საქმის წარმოების მიმდინარეობის თაობაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს ნოტარიუსთა პალატის 2019 წლის 08 თებერვლის №1------ წერილი (ს.ფ. 73)

- საქართველოს ნოტარიუსთა პალატის 2017 წლის 21 დეკემბრის №1------- წერილი (ს.ფ. 38)

- მხარეთა ახსნა-განმარტება

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერებისა და სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 180-ე, 316-ე, 361-ე, 453-ე, 1306-ე, 1319-ე, 1328-ე, 1421-ე, 1430-ე, 1433-ე, 1447-ე, 1484-ე მუხლები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე, 2321-ე მუხლები

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. სამოქალაქო კოდექსის 1306-ე მუხლის თანახმად, გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით. კანონით მემკვიდრეობა გარდაცვლილის ქონების გადასვლა კანონში მითითებულ პირებზე - მოქმედებს, თუ მამკვიდრებელს არ დაუტოვებია ანდერძი, ან თუ ანდერძი მოიცავს სამკვიდროს ნაწილს, ან თუ ანდერძი მთლიანად ან ნაწილობრივ ბათილად იქნება ცნობილი.

 

სამოქალაქო კოდექსის 1319-ე მუხლის მიხედვით, სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების ან სასამართლოს მიერ გარდაცვლილად მისი გამოცხადების შედეგად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის თანახმად, მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია, რომ გარდაცვლილი მ--–---- ძ-----–---–ის სამკვიდრო ქონების მემკვიდრეობით მიღების თაობაზე ნოტარიუსისათვის განცხადებით არ მიუმართავთ. ამასთან, ვ--–----, ი--- და თ-- ძ-----–---–ები, როგორც შვილები და მ------ ძ-----–---–ი, როგორც მეუღლე არიან გარდაცვლილი მ--–---- ძ-----–---–ის პირველი რიგის მემკვიდრეები, რომლებიც ფაქტობრივი ფლობით დაეუფლნენ მ--–---- ძ-----–---–ის სამკვიდროს და რასაც არცერთი მემკვიდრე სადავოდ არ ხდის.

 

ამავე კოდექსის 1447-ე მუხლის თანახმად მემკვიდრეს, რომელიც ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ფლობას ან მართვას, სამკვიდროს მისაღებად დადგენილი დროის განმავლობაში შეუძლია უარი თქვას სამკვიდროს მიღებაზე, რის შესახებაც განცხადებით უნდა მიმართოს სანოტარო ორგანოს.

 

სამოქალაქო კოდექსის 1433-ე მუხლის თანახმად კი, მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან.

 

ამდენად, მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე მხარეს სადავოდ არ გაუხდია ის საკითხი, რომ მოპასუხეები ფაქტობრივად დაეუფლნენ სამკვიდროს და კანონით დადგენილი წესით უარი არ უთქვამთ სამკვიდროს მიღებაზე.

 

7.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სამკვიდროში შედის საერთო საკუთრების წილი, რომელიც მამკვიდრებელზე მოდიოდა.

 

ამავე კოდექსის 1484-ე მუხლის თანახმად, მემკვიდრეები ვალდებულნი არიან მთლიანად დააკმაყოფილონ მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესები, მაგრამ მიღებული აქტივის ფარგლებში თითოეულის წილის პროპორციულად.

 

მოპასუხეები, როგორც გარდაცვლილი მ--–---- ძ-----–---–ის მემკვიდრეები, ვალდებულნი არიან დააკმაყოფილონ მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესები, მოცემულ შემთხვევაში სს ,,პ------------------ი’’-ს მოთხოვნა, რომელიც მოსარჩელეს წარმოეშვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 24 ოქტომბრის განჩინების საფუძველზე.

 

7.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მ--–---- ძ-----–---–ის გარდაცვალება თავისთავად არ იწვევს იმ ვალდებულების შეწყვეტას, რომელიც მას გააჩნდა სს ,,პ------------------ის’’ მიმართ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 453-ე მუხლის თანახამად, მოვალის გარდაცვალება მხოლოდ იმ შემთხვევაში იწვევს ვალდებულების შეწყვეტას, თუ შესრულება შეუძლებელია მისი პირადი მონაწილეობის გარეშე.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოვალის გარდაცვალების გამო, არ არსებობს კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შეწყვეტის წინაპირობა.

 

სასამართლომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია, რომ უძრავი ქონება, მდებარე გ---------- რაიონი, სოფელი ნ-------ში, დაზუსტებული ფართობი 0.08 ჰა, საკადასტრო კოდით N8-----------. რომელიც სს ,,პ------------------ის’’ სასარგებლოდ იყო იპოთეკით დატვირთული, ირიცხებოდა მ--–---- ძ-----–---–ის საკუთრებაში.

მისი იძულებით აუქციონზე რეალი---ცია სს ,,პ------------------ის’’ სასარგებლოდ დაკისრებული თანხის გადახდევინების მიზნით გადაწყდა 2011 წლის 24 ოქტომბრის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის კანონიერ ძალაში შესული განჩინებით. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მ--–---- ძ-----–---–ი გარდაიცვალა 2017 წლის 14 თებერვალს, ვერ ხდება გადაწყვეტილების აღსრულება.

 

სასამართლო ასევე ყურადღებას გაამახვილებს მოპასუხე მხარის მიერ სადავოდ გამხდარ შედავების ვადაზე, რაც, როგორც მოპასუხე მხარე უთიტებს, გამორიცხავს სარჩელის დაკმაყოფილებას.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს.

 

მოცემულ შემთხვევაში არათუ შესაგებელში არ ყოფილა იმ გარემოებებზე მითითება, რაც მოპასუხე მხარის მიერ გაჟღერდა მხოლოდ სასამართლოს მთავარ სხდომაზე, არამედ მოპასუხეებს საერთოდ არ წარმოუდგენიათ შესაგებელი მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნებთან მიმართებაში.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321-ე მუხლის საფუძველზე, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას; წინააღმდეგ შემთხვევაში მოსამართლე ნიშნავს სხდომას, რის შესახებაც ეცნობებათ მხარეებს ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მოპასუხისაგან მტკიცებულებათა მიღება არ ხდება და სასამართლო მოისმენს მოპასუხის მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

ამდენად, მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე მხარეს კანონით დადგენილი წესით ჩაბარდათ სარჩელი და თანდართული მასალები 2018 წლის 19 დეკემბერს (ს.ფ. 61-64), ასევე წარმოდგენილი დაზუსტებული სარჩელი ჩაბარდა ოთხივე მოპასუხეს 2019 წლის 22 მარტს (ს.ფ. 158-161), შესაბამისად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ 10 დღიან ვადაში არცერთი პირის შესაგებელი არ წარმოდგენილა და არც შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსთვის ვადის გაგრძელების მოთხოვნით.

 

აღნისნულიდან გამომდინარე, მოპასუხე მხარემ დაკარგა უფლება, რომ სასამართლო სხდომაზე მიეთითებინა ახალ ფაქტობრივ გარემოებებზე, მათ შორის, ხანდაზმულობის საკითხის წამოწევა სასამართლოს მთავარ სხდომაზე, რაც არ არის სარჩელის სამართლებრივი შეფასება, არამედ არის ახალ ფაქტობრივ გარემოებებზე მითითება, რის გამოც სასამართლო აღნიშნულ ნაწილში არ მოახდენს მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტების შეფასებას.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ეე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 ლარი და საჯარო რეესტრის ამონაწერის განახლების ხარჯი 10 ლარის ოდენობით.

 

9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 53-ე, 243-244-ე, 364-ე, 365-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მოსარჩელე სს „პ------------------ის სარჩელი მოპასუხეები ვ--–---- ძ-----–---–ი, მ------ ძ-----–---–ი, ი--- ძ-----–---–ი, თ-- ძ-----–---–ის მიმართ - დაკმაყოფილდეს.

 

1.1. მოპასუხეები ვ--–---- ძ-----–---–ი (პ/ნ N0----------), მ------ ძ-----–---–ი (პ/ნ N0----------), ი--- ძ-----–---–ი (პ/ნ N0----------) და თ-- ძ-----–---–ი (პ/ნ N0----------) ცნობილი იქნენ აწ გარდაცვლილი მ--–---- ძ-----–---–ის (პ/ნ N0----------) მემკვიდრეებად და უფლებამონაცვლეებად და მოპასუხეებზე საკუთრების უფლებით აღირიცხოს უძრავი ქონება მდებარე გ---------ი, სოფელი ნ-------, ნაკვეთის ფუნქცია - სასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი - 0,08ჰა, ს/კ N8-----------.

 

2. მოპასუხეებს ვ--–---- ძ-----–---–ს, მ------ ძ-----–---–ს, ი--- ძ-----–---–სა და თ-- ძ-----–---–ს მოსარჩელე სს „პ------------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის ანაზღაურება.

 

3. მოპასუხეებს ვ--–---- ძ-----–---–ს, მ------ ძ-----–---–ს, ი--- ძ-----–---–სა და თ-- ძ-----–---–ს მოსარჩელე სს „პ------------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი საჯარო რეესტრის ამონაწერის განახლების ხარჯი 10 ლარის ოდენობით.

 

4. მოსარჩელის მიერ 2018 წლის 05 დეკემბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით - დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მის: თბილისი, გრ. რობაქიძის N7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. N6) მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე შორენა წიქარიძე