გადაწყვეტილება

სამოქალაქო 17.08.2018
საქმის ნომერი
130210017002016662
კატეგორია
დავის ტიპი
მემკვიდრეობითი დავები
თარიღი
17.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2-255-18

(130210017002016662)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

17 აგვისტო, 2018 წელი ქ. ხაშური

შესავალი ნაწილი

ხაშურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე თეიმურაზ ფარეიშვილი

სხდომის მდივანი რუსუდან ავთანდილაშვილი.

მოსარჩელე - ი-------–--–--ლი

წარმომადგენელი -რ-------------------–--ლი, მ-----------–--ლი,მოპასუხე - ჰ---–---------------–--ლი

წარმომადგენელი - ტ------–-----–-–--ლი

დავის საგანი: სამკვიდრო ქონებიდან წილის გამოყოფა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. მოსარჩელე ი-------–--–--ლს მიეკუთვნოს ბ------------------–---–ის უძრავი ქონების 2/3 წილი, კერძოდ, ქალაქ ქ-----–ში, ბახტრიონის ქუჩა N70-ში მდებარე საცხოვრებელი ბინიდან და მიწის ნაკვეთიდან და ასევე რუსთაველის ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთიდან. მოსარჩელეს როგორც მამკვიდრებლის გარდაცვლილი შვილის ჯ----–------------–---–ის მემკვიდრეს ტრანსმისიის გზით მიეკუთვნოს ქონების 1/3. ვინაიდან მისმა (მოსარჩელის) მამიდამ რ-------------------–--ლმა უარი თქვა თავის წილზე ი-------–--–--ლის სასარგებლოდ, მისი 1/3 წილი მიეკუთვნოს მას.

 

სარჩელის მიხედვით,მოსარჩელის მამის ჯ----–------------–---–ის მშობლები გ------ი და ბ------------------–---–ები ცხოვრობდნენ ქალაქ ქ-----–ში, ბახტრიონის (ყოფილი ენგელსის) ქუჩა N70-ში და საკუთრებაში ჰქონდათ საცხოვრებელი სახლი ფართით 56.00კვ. მეტრი და სახლთან მდებარე 1029.00 კვ. მეტრი მიწის ფართობი, ასევე რუსთაველის ქუჩაზე 26 მეასედი ხეხილის ბაღი. მათ ჰყავდათ სამი შვილი: 1938 წლის 24 თებერვალს დაბადებული რ-------------------–--ლი, 1939 წლის 5 ოქტომბერს დაბადებული ჯ----–------------–---–ი და 1946 წლის 16 აგვისტოს დაბადებული ჰ---–---------------–--ლი. გ------ი ს----------–--ლი გარდაიცვალა 1979 წლის 13 მაისს, რის შემდეგაც მის სახელზე რიცხული უძრავი ქონება აღირიცხა მეუღლის ბ-------ე ს----------–--ლის სახელზე. სახლის და მეურნეობის გაძღოლაში ბებიას ეხმარებოდნენ რ-------------------–--ლი (მოსარჩელის მამიდა) და ქობულეთში მცხოვრები ჯ----–------------–---–ი (მოსარჩელის მამა), რომელიც კვირაში ერთხელ ჩადიოდა ქ-----–ში დედასთან. ბ-------ე ს----------–--ლი გარდაიცვალა 1986 წლის 17 იანვარს. მის სახელზე რიცხულ ბინაში ცხოვრება გააგრძელა რ-------------------–--ლმა ჯ----–------------–---–თან ერთად. ორივე მუშაობდა და უვლიდნენ, როგორც სახლს, ისე ბაღებს და იხდიდნენ გადასახადებს. 1993 წელს სახლი დაზიანდა ხანძრის გამო, მისი აღდგენისთვის არცერთ შვილს არ გააჩნდა სახსრები, ამიტომ მოინდომეს სახლი ერთიანი სახსრებით აღედგინათ, მაგრამ ჰ---–---------------–--ლმა , რომელიც მეუღლის ბინაში ცხოვრობდა უარი განაცხადა, იმ მიზეზით, რომ თვითონაც სახლს აშენებდა. ამ ფაქტის შემდეგ მოპასუხე საქართველოდან წავიდა რამოდენიმე ათეული წლით. მოსარჩელე ასევე უთითებს, რომ მიუხედავად არსებული გაჭირვებისა მამიდამისი რ-------------------–--ლი და მამამისი ჯ----–------------–---–ი დანაზოგი თანხით ყიდულობდნენ საშენ მასალას და დაიწყეს სახლის აღდგენა. აღადგინეს ერთი ოთახი. ჯ----–------------–---–ი გარდაიცვალა 2004 წელს, ვინაიდან რ-------------------–--ლი სულ მარტო დარჩა მთელ მეურნეობას უძღვებოდა. 2011 წელს მოპასუხე ჰ---–---------------–--ლი დაბრუნდა საქართველოში და ცხოვრება დაიწყო ქალიშვილის ოჯახში. რ-------------------–--ლმა შესთავაზა მასთან ბინაში გადასვლა, ჰ---–---------------–--ლი გადავიდა მასთან ბინაში. მან რ-------------------–--ლი შეასახლა ბოსელში, სადაც დღემდე ცხოვრობს.

2016 წლის 29 დეკემბერს მოსარჩელემ მიმართა ქ-----–ის ნოტარიუსს სამკვიდრო მოწმობის მისაღებად, სადაც მიუხედავად ბევრი თხოვნისა ჰ---–---------------–--ლი თავისი წილის განსაზღვრისათვის არ გამოცხადდა. მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა, რომ ჰ---–---------------–--ლს, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობა მხოლოდ 2011 წელს მიიღო სურს მთელი ქონების თავის სახელზე დარეგისტრირება, მაშინ როცა უძრავი ქონება არის ბ-------ე ს----------–--ლის დანაშთი სამკვიდრო ქონება და რომლის მემკვიდრეებიც ბიძასთან ჰ---–---------------–--ლთან ერთად არის რ-------------------–--ლი და თვითონ მოსარჩელე. რ-------------------–--ლმა თავისი წილის მიღებაზე უარი განაცხადა მოსარჩელის სასარგებლოდ.

სასამართლო მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელემ დააზუსტა მოთხოვნა და მოითხოვა ქ-----–ში ბ-------ე ს----------–--ლის სახელზე ბახტრიონის ქუჩა 70-ში არსებული სახლის და მოწის ნაკვეთის აგრეთვე რუსთაველის ქუჩაზე არსებული მიწის ნაკვეთის გაყოფა სამ მემკვიდრეზე. (იხ. შუამდგომლობა)

 

3. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე ჰ---–---------------–--ლმა სარჩელი არ ცნო და შესაგებელში განმარტა, რომ შეიძლება მოსარჩელის ბებია და ბაბუა იყვნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში, მაგრამ მამიდის რ-------------------–--ლის და ქობულეთში მცხოვრები მამის ჯ----–------------–---–ის მოხმარება მეურნეობაში ბ-------ე ს----------–--ლისათვის, რაც გამოიხატებოდა თურმე ბ-------ეს სიცოცხლეში ქობულეთიდან კვირაში ერთხელ სიარულში, ვერ გახდება სამკვიდროს მოთხოვნის და მიღების საფუძველი. ვინაიდან, ბ-------ე ს----------–--ლის გარდაცვალების დღიდან 1986 წლიდან აღნიშნულ უძრავ ქონებას ფაქტიური ფლობით დაეუფლა თვითონ ჰ---–---------------–--ლი.1990 წლის 25 თებერვალს აღნიშნული მამაპაპისეული სახლი მთლიანად დაიწვა, რა დროსაც ჰ---–---------------–--ლი ქორწილში იმყოფებოდა ცოლ-შვილით. შესაბამისად, არ არსებობს სამკვიდრო ქონება, მიწა ამ დროისათვის სახელმწიფოს საკუთრებას წარმოადგენდა და ჰ---–---------------–--ლმა ააშენა ახალი სახლი, რომელიც განსხვავებული ფართია 25 კვმ და არა 56.00 კვ. მეტრი, როგორც ეს მითითებულია 2013 წლის 30 აგვისტოს ტექ. ბიუროს ცნობაში, ამიტომაც არასდროს მოუთხოვია იგი მოსარჩელეს და არც რ-------------------–--ლს. მაშინ როცა მოპასუხე იხდიდა მიწის გადასახადს და საჯარო რეესტრში 2012 წლის 16 სექტემბერს აღირიცხა მის სახელზე.

მოპასუხე არ ეთანხმება ფაქტობრივ გარემოებებს და განმარტავს, რომ მართალია მოსარჩელის ბებია და ბაბუა გარდაცვლილები არიან, მაგრამ მათ მიერ ქონების დაუფლების ფაქტი არ ყოფილა და მხოლოდ 2017 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილებით, ისე რომ სასამართლოს დაუმალეს თუ ვის სახელზე იყო აღრიცხული უძრავი ქონება, ცდილობდნენ მთლიანად გადაეფორმებინათ იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენით, რაც სასამართლოს მიერ იქნა გაუქმებული. სამკვიდრო ქონება - საცხოვრებელი სახლი დამწვარია 1990 წლის 25 თებერვალს და არ არსებობს სამკვიდრო ქონება. მიწაზე ამ დროისათვის არსებობდა სხვა რეგულაციები, იგი წარმოადგენდა სახელმწიფოს საკუთრებას, იგი მემკვიდრეობით ვერ გადაეცემოდა, რაც იცოდა მოსარჩელემაც. როცა საცხოვრებელი სახლი დაიწვა სარგებლობის უფლების ობიექტმა შესაძლო სამკვიდრომ, უფლების ობიექტმა არსებობა შეწყვიტა. 2014 წლამდე არ დასტურდება მოსარჩელის მხრიდან რაიმე სამკვიდრო ქონების დაუფლება, წინააღმდეგ შემთხვევაში მოითხოვდა მის მიღებას, რაც არ მოუთხოვია მის სიცოცხლეში, რადგან ცხოვრობდა ქობულეთში. ვერც მოსარჩელე და ვერც მამამისი ვერ მიიღებდნენ სამკვიდრო არ არსებულ ქონებას, რადგან სახლი დაიწვა 1990 წლს და მიწა მემკვიდრეობით არ გადაეცემოდა. რ-------------------–--ლი, ი-------–--–--ლი და ნოტარიუსი მოქმედებდნენ ერთად და დამალეს საჯარო რეესტრის 2012 წლის 16 ივნისის ჩანაწერები და ფაქტიური გარემოებები.

მოპასუხის განმარტებით კომლის წევრები რუსუდან და ჯ----–------------–---–ები არ ყოფილან ახლად აშენებული სახლის ფართობია 25კვ.მეტრი, რუსუდანი ცხოვრობდა და მუშაობდა თბილისში.

 

4. ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

4.1.1. ბ-------ე ტარუაშვილი და გ------ი ს----------–--ლი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმფოებოდნენ 1940 წლის 16 აპრილიდან. ქორწინების შემდგომ ბ-------ე ტარუაშვილს მიენიჭა ქმრის გვარი ს----------–--ლი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ქორწინების მოწმობა (ს.ფ. 16)

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (სასამართლო სხდომის ოქმი);

 

4.1.2. გ------ი ს----------–--ლი გარდაიცვალა 1979 წლის 13 მაისს, ხოლო ბ-------ე ს----------–--ლი გარდაიცვალა 1986 წლის 17 იანვარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- გარდაცვალების მოწმობები.

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (სასამართლო სხდომის ოქმი);

 

4.1.3. რ-------------------–--ლი დაიბადა 1938 წლის 24 თებერვალს. მისი მშობლები იყვნენ: მამა - გ------ი ს----------–--ლი; დედა - ბ-------ე ს----------–--ლი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-დაბადების მოწმობა.

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (სასამართლო სხდომის ოქმი);

 

4.1.4. ჰ---–---------------–--ლი დაიბადა 1946 წლის 16 აგვისტოს. მისი მშობლები იყვნენ; მამა - გოგია ს----------–--ლი, დედა - ვალია ს----------–--ლი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- დაბადების მოწმობა.

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (სასამართლო სხდომის ოქმი);

 

4.1.5. ჯ----–------------–---–ი გარდაიცვალა 2004 წლის 07 აგვისტოს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- გარდაცვალების მოწმობა.

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (სასამართლო სხდომის ოქმი);

 

4.1.6. ია ს----------–--ლი (მოსარჩელე) დაიბადა 1969 წლის 14 სექტემბერს. მისი მშობლები იყვნენ: მამა - ჯ----–------------–---–ი, დედა - თალიკო ს----------–--ლი. ია ს----------–--ლმა 1988 წლის 5 ნოემბერს იქორწინა ს---–----------–--–---– ზე და ქორწინების შემდგომ მიენიჭა გვარი - თხილაიშვილი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- დაბადების და ქორწინების მოწმობები.

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (სასამართლო სხდომის ოქმი);

 

4.1.7. რ-------------------–--ლმა 2016 წლის 28 დეკემბერს მიმართა ნოტარიუსს და განაცხადა, რომ არის პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრე - შვილი, 1986 წლის 17 იანვარს გარდაცვლილი ბ-------ე ს----------–--ლისა და რომ იგი არცერთი ფორმით, არც სანოტარო ბიუროში განცხადების შეტანით და არც სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი დაუფლებით არ აპირებს დედის - ბ------------------–---–ის სამკვიდრო ქონების მიღებას. იგი თანახმაა მისმა ძმისშვილმა - ი-------–--–--ლმა მიიღოს მთლიანი სამკვიდრო ქონება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- განცხადება სამკვიდროს მიუღებლობის ფაქტის დადასტურების შესახებ.

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (სასამართლო სხდომის ოქმი);

 

4.1.8. 2016 წლის 29 დეკემბერს რ-------------------–--ლმა მიმართა ნოტარიუსს და მოითხოვა 1986 წლის 17 იანვარს გარდაცვლილი ბ-------ე ს----------–--ლის დანაშთ სამკვიდრო ქონებაზე მისი მარწმუნებლის ი-------–--–--ლის მემკვიდრედ ცნობა და სამკვიდრო მოწმობის გაცემა. ნოტარიუსის მიერ რ-------------------–--ლს სანოტარო მოქმედებაზე ეთქვა უარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- დადგენილება სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის თქმის შესახებ.

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (სასამართლო სხდომის ოქმი);

 

4.2 დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

4.2.1. ჰ---–---------------–--ლი დღემდე ცხოვრობს და განაგებს ბ-------ე ს----------–--ლის დანაშთ სამკვიდრო ქონებას და რომლის მემკვიდრეებიც მასთან (ჰ---–---------------–--ლთან) ერთად არიან რ-------------------–--ლი და ტრანსმისიით ი-------–--–--ლი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელე ი-------–--–--ლის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. ი-------–--–--ლს ბ------------------–---–ის დანაშთი უძრავი ქონებიდან, კერძოდ ქ-----–ში ბახტრიონის ქუჩა N70-ში მდებარე საცხოვრებლიდან და მიწის ნაკვეთიდან უნდა გამოეყოს 1/2 ნაწილი. ხოლო სარჩელი სხვა ქონებიდან წილის გამოყოფის ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1306-ე, 1307-ე, 1336-ე, 1328-ე, , 1421-ე, 1424 1430-ე, მუხლები.

 

7. სამართლებრივი შეფასება

7.1. სასამართლო სხდომაზე მოწმეთა ჩვენებებით დადსტურდა, რომ ბ-------ე ს----------–--ლის დანაშთ ქონებას დაეუფლა რუსიკო, ჟემალ და ჰამლეტ ს----------–--ლები,საქმეში წარმოდგენილია მხოლოდ ბახტრიონის (ყოფილი ენგელსის) ქუჩა N70-ში არსებული უძრავი ქონების შესახებ ცნობა-დახასიათება, რომელიც ირიცხებოდა აწ გარდაცვლილ ბ-------ე ს----------–--ლის სახელზე, სხვა ქონების შესახებ, რომელიც ირიცხება ბ-------ე ს----------–--ლის სახელზე რაიმე მტკიცება წარმოდგენილი არ არის. ის ფაქტი, რომ მოსარჩელე ითხოვს სამკვიდრო ქონებიდან 1/3 1/3 წილის გამოყოფას ადასტურებს, რომ იგი ადასტურებს მოპასუხის მიერ სამკვიდრო ქონების მიღების ფაქტს 1/3- ნაწილზე და აღიარებს მოპასუხის უფლებას.

 

სამოქალაქო კოდექსის 1306-ე მუხლის თანახმად, 1. გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით. 2. კანონით მემკვიდრეობა გარდაცვლილის ქონების გადასვლა კანონში მითითებულ პირებზე - მოქმედებს, თუ მამკვიდრებელს არ დაუტოვებია ანდერძი, ან თუ ანდერძი მოიცავს სამკვიდროს ნაწილს, ან თუ ანდერძი მთლიანად ან ნაწილობრივ ბათილად იქნება ცნობილი.

 

სამოქალაქო კოდესის 1307-ე მუხლის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს მემკვიდრეები შეიძლება იყვნენ პირები, რომელნიც ცოცხალნი იყვნენ მამკვიდრებლის სიკვდილის მომენტისათვის.

 

სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან პირველ რიგში გარდაცვლილის შვილები, მეუღლე და მშობლები. ამავე მუხლის თანახმად, კანონით მემკვიდრეობა მოქმედებს თუკი მამკვიდრებელს არ დაუტოვებია ანდერძი, ან თუ ანდერძი მოიცავს სამკვიდროს ნაწილს, ან თუ ანდერძი მთლიანად ან ნაწილობრივ ბათილადაა ცნობილი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის.

 

სამოქალაქო კოდექსის 1306-ე მუხლის პირველი ნაწილით, გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით. ამავე კოდესის 1307-ე მუხლის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს მემკვიდრეები შეიძლება იყვნენ პირები, რომელნიც ცოცხალნი იყვნენ მამკვიდრებლის სიკვდილის მომენტისათვის.

 

სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან პირველ რიგში გარდაცვლილის შვილები, მეუღლე და მშობლები

სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის თანახმად, მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სამკვიდროს გახსნის ადგილის სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღონ სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც არ უნდა იყოს იგი. ამავე კოდექსის 1424-ე მუხლით, სამკვიდრო მიღებული უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან.

აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სამკვიდროს მიღების ფაქტის დასადასტურებლად საჭიროა, ან სამკვიდროს გახსნის დღიდან ექვი თვის განმავლობაში სანოტარო ორგანოსათვის განცხადებით მიმართვა, ანდა სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობა და დაუფლება; ანუ აღნიშნული ნორმა იმპერატიული დანაწესის სახით ადგენს დროს, რომლის განმავლობაშიც მემკვიდრემ უნდა გამოთქვას სამკვიდროს მიღების სურვილი. სამკვიდროს მისაღებად საჭირო მოქმედებები (სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობა და მართვა, განცხადების შეტანა სანოტარო ორგანოში) შესრულებული უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში. დადგენილი ვადის გაშვების შემთხვევაში მემკვიდრე, როგორც წესი, კარგავს სამკვიდროს მიღების უფლებას. ამდენად, იმისათვის, რომ აღნიშნული ნორმით დარეგულირდეს განსახილველი ურთიერთობა, სამკვიდროს გახსნიდან ექვსი თვის განმავლობაში მემკვიდრე ფაქტობრივად უნდა დაეუფლოს ქონებას ან მართოს იგი. სასამართლო აღნიშნავს, რომ სამკვიდროს მიღება არის ცალმხრივი გარიგება, რაც იმას ნიშნავს, რომ მემკვიდრის მოქმედებები უნდა მიუთითებდნენ მემკვიდრის ნებაზე სამკვიდროს მიღების შესახებ.

 

სამოქალაქო კოდექსის 1430 მუხლის თანახმად თუ მემკვიდრე სამკვიდროს გახსნის შემდეგ, მაგრამ სამკვიდროს მიღებამდე გარდაიცვალა, მაშინ სამკვიდროს მისი წილის მიღების უფლება გადადის მის მემკვიდრეებზე (მემკვიდრეობითი ტრანსმისია)

 

რ-------------------–--ლის განმარტებით ჰ---–---------------–--ლმა ქ-----–ში რუსთაველის ქუჩაზე დედის ბ-------ე ს----------–--ლის სახელზე რიცხულ მიწის ნაკვეთში ააშენა საცხოვრებელი სახლი, რომელიც გასამართია, მაგრამ იქ არ ისურვა ცხოვრება, ჯემალი ს----------–--ლმა ბახტრიონის ქუჩაზე დამწვარი სახლის ადგილას ახალი სახლის ასაშენებლად მიიტანა სამშენებლო მასალა, ჰამლეტი არავითარ მონაწილეობას არ იღებდა ამ სახლის აშენებაში, რადგან გადაწყვიტა რუსთაველის ქუჩაზე სახლის აშენება, როდესაც ჯემალი გარდაიცვალა რუსიკომ დაიწყო ახალი სახლის აშენება, აშენებდა წლების განმავლობაში, რაც დაადასტურეს მოწმეებმა ლამარა მღებრიშვილმა ჯემალ საბაშვილმა და არჩილ ნაზრაიძემ, რ-------------------–--ლის განმარტებით იგი უარს ამბობს სამკვიდროს მიღებაზე ძმისშვილის ი-------–--–--ლის სასარგებლოდ.

მოწმეებმა ჯემალ საბაშვილმა და არჩილ ნაზღაიძემ, დაადასტურეს, რომ ეხმარებოდნენ რ-------------------–--ლს სახლის მშენებლობაში და ელექტროგაყვანილობის მოწყობაში. (იხ. ოქმი) .

მოპასუხი მოწმეების განმარტებით მიწის ნაკვეთს ამუშავებდა რ-------------------–--ლი, სიმონ ს----------–--ლმა განმარტა, რომ ბახტრიონის ქუჩაზე სახლი ვინ ააშენა არ იცის, ეს სახლი გაარემონტა ჰ---–---------------–--ლმა, შევიდა და ცხოვრობს, ჯ----–------------–---–ი დედის გარდაცვალების შემდეგაც ჩამოდიოდა ქ-----–ში .

მოწმე ციალა გურასპაშვილმა განმარტა, რომ ჰ---–---------------–--ლმა ააშენა სახლი, ეხმარებოდა მისი მეუღლე. (იხ. ოქმი)

 

სასამართლო სხდომაზე შეკრებილი მტკიცებულებებით სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ აწ გარდაცვლილ ბ-------ე ს----------–--ლის გარდაცვალების შემდეგ მის დანაშთ ქონებას დაეუფლენ მისი შვილები - რუსიკო, ჯემალ და ჰ---–---------------–--ლები.

საქმეში წარმოდგენილია ცნობა ტექ. აღრიცხვის ბიუროდან, რომ ბახტრიონის ქუჩაზე (ყოფილი ენგელსის ქ) არსებული მიწის ნაკვეთი ირიცხება ბ-------ე ს----------–--ლის სახელზე. რუსთაველის ქუჩაზე არსებული მიწის ნაკვეთი, რომ შედის სამკვიდრო ქონებაში, ამის შესახებ რაიმე დოკუმენტი წარმოდგენილი არ არის, რის გამოც სასამართლო ვერ იმსჯელებს მისი რომელიმე მხარისათვის მიკუთვნების შესახებ.

დადგენილია, რომ სახლის დაწვის შემდეგ გადარჩენილ გარკვეული პირადი ნივთებს ასევე დაეუფლა რ-------------------–--ლი.

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის განმარტებას, რომ ვინაიდან სახლი დაიწვა 1990 წლიდან აღარ არსებობდა სამკვიდრო ქონება, რადგან მიწა სახელმწიფო საკუთრებას წარმოადგენდა, რადგან როგორც დადგინდა სახლის დაწვის შემდეგ რ-------------------–--ლი აგრძელებდა ცხოვრებას ამ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ სათავსოში, იგი ფაქტობრივად ფლობდა დანაშთ ქონებას რომლის მემკვიდრეებიც იყვნენ აგრეთვე ჯემალ და ჰ---–---------------–--ლები.

სასამართლო ვერ გაიზიარებს ასევე მოსარჩელის მოთხოვნას სამკვიდრო ქონების 3 მემკვიდრეზე გაყოფის შესახებ, რადგან რ-------------------–--ლმა უარი თქვა სამკვიდროს მიღებაზე და დაადასტურა სანოტარო წესით რომ არც ფაქტობრივი ფლობით და არც სანოტარო ბიუროში განცხადების შეტანით არ მიუღია ბ-------ე ს----------–--ლის სამკვიდრო ქონება და არც აპირებს მის მიღებას, რის გამოც სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია რომ სამკვიდრო ქონება გაიყოს 2 მემკვიდრეზე და ი-------–--–--ლს და ჰ---–---------------–--ლს - თითოეულს გამოეყოთ 1/2 - 1/2 ნაწილი.

 

ამდენად სასამართლო თვლის, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებიდან გამომდინარე ქ-----–ში ბახტრიონის (ყოფილი ენგელსის ქ.) 70 ში არსებული ქონებდან ი-------–--–--ლს და ჰ---–---------------–--ლს უნდა მიეკუთვნოთ ამ ქონების 1/2 - 1/2 ნაწილი.

8. საპროცესო ხარჯები

8.1.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ფასი განისაზღვრება ნივთის (ქონების) გადაცემის ან მიწოდების შესახებ სარჩელისა – ამ ნივთის (ქონების) საბაზრო ღირებულებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ ჰ---–---------------–--ლს ი-------–--–--ლის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ნაწილის - 50 ლარის გადახდა.

 

9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

უნდა გაუქმდეს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 15 აგვისტოს განჩინება, რომლითაც ი-------–--–--ლის სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით დაევალა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სარეგისტრაციო წარმოების შეჩერება მოპასუხე ჰ---–---------------–--ლის (პ/ნ 4----------) 2017 წლის 07 თებერვალს N 8----------- და N 8---------- განცხადებებზე.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, 2591 -ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

 

2. ი-------–--–--ლს და ჰ---–---------------–--ლს ბ-------ე ს----------–--ლის დანაშთი უძრავი ქონებიდან კერძოდ, ქ-----–ში, ბახტრიონის ქუჩა (ყოფილი ენგელსის) N70-ში მდებარე უძრავი ქონებიდან -საცხოვრებლიდან და მიწის ნაკვეთიდან გამოეყოს და მიეკუთვნოს 1/2 - 1/2 ნაწილი.

 

სარჩელი სხვა ქონებიდან წილის გამოყოფის ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.

 

3. მოპასუხე ჰ---–---------------–--ლს ი-------–--–--ლის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 50 ლარის გადახდა.

 

4. გაუქმდეს ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 15 აგვისტოს განჩინება, რომლითაც ი-------–--–--ლის სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით დაევალა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სარეგისტრაციო წარმოების შეჩერება მოპასუხე ჰ---–---------------–--ლის (პ/ნ 4----------) 2017 წლის 07 თებერვალს N 8----------- და N 8---------- განცხადებებზე - გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ.

 

5.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის № 7ა), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეზე ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ხაშურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ხაშურის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: თეიმურაზ ფარეიშვილი