გადაწყვეტილება

სამოქალაქო 19.02.2019
საქმის ნომერი
330210017002131560
კატეგორია
დავის ტიპი
სამოქალქო, სხვა სახის დავები
თარიღი
19.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/27990-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

19თებერვალი, 2019 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგ--

მოსამართლე: ზოია კვარაცხელია

სხდომის მდივანი: ქეთევან ლაზარაშვილი

მოსარჩელე: მ------------------–ი

წარმომადგენელი: ლა-–-------–---–ი

მოპასუხე: ნ----------სი ჯ---–-------------ე

წარმომადგენელი: თენ---------–--ე, ნა-----------–---–ი

მოპასუხე: გი----------–ი

დავის საგანი : სამკვიდრო ქონების ხელყოფით მიყენებული ზიანის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხეების ჯ---–-------------ისა და გი----------–ისათვის მ------------------–ის სასარგებლოდ მატერიალური ზიანის 33670 ლარის დაკისრება.

 

მოსარჩელის პოზიცია

 

მამკვიდრებელი ლა-------------ე გარდაიცვალა 2------008 წელს, მის სამკვიდროს შედაგენდა უძრავი ქონება, მდებარე გ-------------------, სოფელი კრ–---სი, საკადასტრო კოდი: 8--0--0--0--, საერთო ფართი - 6-- კვ.მ, მიწის ნაკვეთი საცხოვრებელი დანიშნულების ნაგებობით. პირველი რიგის მემკვიდრეებმა მა-–--ზ და გი----------–ებმა, ლა-------------ის შვილებმა, ფაქტობრივი ფლობით მიიღეს სამკვიდრო. 2--------- წელს გარდაიცვალა მა-–--ზ ახ------–ი, მოსარჩელის - მ------------------–ის მეუღლე. მ------------------–მა მოთხოვნის საფუძველზე აიღო სამკვიდრო მოწმობა - დედამთილის დანაშთ ქონებაზე, უფლების რეგისტრაციისას საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, წარადგინა აზომვითი ნახაზები, სამკვიდრო მოწმობა №--------- (1--1--2---წ) და სამკვიდრო მოწმობა №--------- (2---------–). საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ ნ----------ს - ჯ---–-------------ის მიერ გაცემული სამკვიდრო მოწმობა - №--------- ტექნიკური თვალსაზრისით გაუმართავია და აღნიშნულით არ დგინდება ლა-------------ის, როგორც მამკვიდრებლის სტატუსი, მამკვიდრებლად - გი----------–ია მითითებული. აღნიშნული სამკვიდრო მოწმობა, ნ----------სთა პალატის ინფორმაციით, არ იძებნება ერთიან ელექტრონულ სამემკვიდრეო რეესტრში. მოსარჩელის განცხადებით, ნ----------სის ქმედება გასცდა კანონმდებლობით დადგენილ, სამკვიდროს დაცვის ლეგიტიმურ მიზანს. მ--ი----------–ი, აღნიშნული ფაქტიდან გამომდინარე, მატერალურად დაზარალდა, ვინაიდან მოპასუხე - გი----------–მა დედის დანაშთი ქონება გაიფორმა სრულად და შემდგომ გაასხვისა ვინმე - და----------–---–ზე. მოსარჩელე განმარტავს, რომ ნ----------სთა კანონის შესაბამისად, ნ----------სი პასუხს აგებს სამსახურეობრივი საქმიანობით მიყენებული ზიანისთვის, ეკისრება შესაბამისი ქონებრივი პასუხისმგებლობა, განზრახი ან გაუფრთხილებლობითი მოქმედებისთვის. მოპასუხე გი----------–მა, კეთილსინდისიერების პრინციპის გვერდის ავლით, ნ----------სთან არ ახსენა დედის მემკვიდრედ მ------------------–ი და მისი შვილები. შესაბამისად, მოსარჩელე მ------------------–ი როგორც ქონების ½ ნაწილის მემკვიდრე, ნ----------ს ჯ---–-------------ისგან და გი----------–ისგან მოითხოვს მიყენებული მატერალური ზიანის ანაზღაურებას, კერძოდ, სამკვიდრო ქონების სრული ღირებულების 67 339 ლარის ნახევრის - 33 670 ლარის დაკისრებას მოპასუხეებისათვის.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე ნ----------ს ჯ---–-------------ის განმარტებით, მისთვის ცნობილი არ ყოფილა მამკვიდრებელი - ლა-------------ის კანონისმიერი მემკვიდრის - გი----------–ის არსებობის შესახებ. იგი აღნიშნავს, რომ მ------------------–მა, გამოიჩინა არაკეთილსინდისიერება და გი----------–ი, როგორც პირველი რიგირს მემკვიდრე - შვილი, არ დაასახელა. მოპასუხე აღნიშნავს, რომ მ------------------–მა, არც აწგარდაცვლილი მეუღლის და არც დედამთილის - ლა-------------ის სამკვიდრო ქონების მიღებისას არ დაასახელა კონკრეტული უძრავი ქონება, შესაბამისად ნ----------სმა ვერ გასცა სამკვიდრო მოწმობა. მოსარჩელემ, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, წარადგინა საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ არასწორი განცხადება. მას უნდა მოეთხოვა, მემკვიდრეობის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტაცია და არა საკუთრების უფლების რეგისტრაცია სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე. ნ----------სის განმარტებით, მ------------------–ის სახელზე გაცემული ორივე სამკვიდრო მოწმობა ერთიან სამემკვიდრო ელექტრონულ რეესტრში რეგისტრირებულია, რომელზეც მითითებულია სარეგისტრაციო ნომრები და ორივე სამკვიდრო მოწმობიდან ვლიდნდება მიღებული სამკვიდროს მოცულობა. შესაბამისად ნ----------ს ჯ--ლ----ა ა-------ის მიერ არც „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის და არც „ნ----------სთა შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევას ადგილი არ ჰქონია. მოპასუხე აღნიშნავს, რომ ნ----------ს ნ----- კა-–--------–---–ის სამკვიდრო საქმეზე, ინფორმირებული არ არის.

 

მოპასუხე გი----------–ს შესაგებელი არ წარმოუდგენია, არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულა, შესაბამისად სასამართლოსთვის უცნობია მისი პოზიცია სარჩელის შეახებ.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ლა-------------ის პირველი რიგის კანონისმიერ მემკვიდრეებს წარმოადგენდნენ მისი შვილები მა-–--ზ ახ------–ი და გი----------–ი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2---------–. სამკვიდრო მოწმობა #1-------- (იხ.ს.ფ. 23-24)

- მხარეების ახსნა-განმარტება (იხ.სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი)

 

3.1.2. ნ----------ს ჯ---–-------------ის მიერ 1--1--2--- წელს გაცემული სამკვიდრო მოწმობა N----------ის თანახმად, მა-–--ზ ახ------–ის გარდაცვალებით გაიხსნა სამკვიდრო 2--------- წელს, სამკვიდროს გახსნის ადგილია: ქ. თბილისი, ერ---–--------- შესახ, N-/2-ში, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დაგდენილი წესით, მ------------------–მა, როგორც მამკვიდრებლის პირველი რიგის მემკვიდრემ (მეუღლემ) სამკვიდრო მიიღო სრულად.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 1--1--2--- წ. სამკვიდრო მოწმობა N--------- (იხ. ს.ფ.20)

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (იხ.სარჩელი, სხდომის ოქმი)

 

3.1.3. 1--0--2--- წლის მიწის (უძრავი ქონების ) სააღრიცხო ბარათის მიხედვით მიწის ნაკვეთი, საერთო ფართით: 6--.00 კვ.მ მდებარე: გ----------, სოფელი კრ–---სი ირიცხება ლა-------------ის სახელზე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მიწის (უძრავი ქონების ) სააღრიცხო ბარათი (ს.გ. „60“)

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. ნ----------ს ჯ---–-------------ის მიერ 2--------- წელს გაცემული სამკვიდრო მოწმობა N----------ის თანახმად, მა-–--ზ ახ------–ის გარდაცვალებით გაიხსნა სამკვიდრო 2--------- წელს, სამკვიდროს გახსნის ადგილია: ქ. თბილისი, ე-----–ეს მ--- შესახვევი N-/2-ში, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დაგდენილი წესით, მ------------------–მა, როგორც მამკვიდრებლის პირველი რიგის მემკვიდრემ (მეუღლემ) სამკვიდრო მიიღო სრულად, სამკვიდროს გახსნის დღიდან ექვს თვეში სანოტარო ბიუროში განცხადების შეტანის გზით, სამკვიდრო ქონებაა როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი) ისე, მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობა, რომელიც გააჩნდა გარდაცვალების მომენტისათვის, კუთვნილი მა-–--ზი ახ------–ის დედის, 2------008წ. გარდაცვალებული ლა-------------ის, რომლის მემკვიდრემ შვილმა, 2---------წ. გარდაცვალებულმა მა-–--ზი ახ------–მა სამკვიდრო ქონების ფლობით ფაქტიურად მიიღო მემკვიდრეობა, მაგრამ არ გაიფორმა თავისი სამემკვიდრეო უფლებები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2---------–. სამკვიდრო მოწმობა N--------- (იხ.ს.ფ. 252-253)

3.2.2. ნ----------ს ნ----- კა-–--------–---–ის მიერ 0--1--2--- წელს გაცემული სამკვიდრო მოწმობა N---------- ის თანახმად ლა-------------ის გარდაცვალებით გაიხსნა სამკვიდრო 2------008 წელს, სამკვიდროს გახსნის ადგილია: ქ.თბილისი, ე-----–ე მ--- შესახ, N-/2-ში. საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დაგდენილი წესით, გი----------–მა, როგორც მამკვიდრებლის პირველი რიგის მემკვიდრემ (შვილმა) ლა-------------ის სამკვიდრო მიიღო სრულად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 0--1--2--- სამკვიდრო მოწმობა N--------- (იხ.ს.ფ.26)

3.2.3. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების თაობაზე 2--------- წლის გადაწყვეტილებით N---------------, მ------------------–ს განესაზღვრა 30 კალენდარული დღე, მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) ან საკუთრების უფლების დამადასტურებელი, კანონთან შესაბამისობაში მყოფი დოკუმენტის წარმოდგენა, რადგან მ------------------–ის მიერ წარდგენილი საარქივო ცნობა NA-------------- არ წარმოადგენდა მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ უძრავ ნივთზე უფლების დამდგენ დოკუმენტს, აღნიშნული საკომლო ჩანაწერის გარეშე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2--------- წლის გადაწყვეტილება N--------------- (იხ.ს.ფ. 39)

3.2.4. ერთიან ელექტრონულ სამკვიდრო რეესტრში ინფორმაციის მიხედვით, 2--- წლის 2----------ს გარდაცვლილი ლა-------------ის (პ/ნ: 0----------) დანაშთი სამკვიდრო ქონების თაობაზე რეესტრში მოიძებნა მხოლოდ ორი ჩანაწერი: 2--- წლის 4 ოქტომბერს ნ----------ს ნ. კა-–--------–---–ის მიერ გაცემული სამკვიდრო მოწმობა და 2--- წლის 4 ოქტომბერს ნ----------ს ნ. კა-–--------–---–ის მიერ დამოწმებული სამკვიდროს მიღების/ სამკვიდრო მოწმობის გაცემის შესახებ განცხადება.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ინფორმაცია ერთიანი ელექტრონული სამკვიდრო რეესტრიდან (იხ.ს.ფ.41)

3.2.5. 0--0--2013 წლის საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების ნაკვეთი, დაზუსტებული ფართით: 5---00 კვ.მ., #8--0--0--0-- მდებარე: გ----------, სოფელი კრ–---სი, ირიცხება გი----------–ის საკუთრებაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.გ. „68“)

3.2.6. 05.0--2013 წლის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით გ-- ახ------–მა გაასხვისა, უძრავი ქონება მდებარე: გ-------------------, სოფ. კრ–---სი, დაზუსტებული ფართით: 5---00 კვ.მ., #8--0--0--0--, და----------–---–ზე (პ/ნ 0-----------, ნასყიდობის საგნის ღირებულება განისაზღვრა 10000 აშშ დოლარით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ნასყიდობის ხელშეკრულება (იხ.ს.ფ.69-70)

3.2.7. 15.0--2013 წლის საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე მდებარე: გ-------------------, სოფ. კრ–---სი, დაზუსტებული ფართით: 5---00 კვ.მ., ს/კ/#8--0--0--0--, ირიცხება და----------–---–ის (პ/ნ:0----------- საკუთრებაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (იხ.ს.ფ.71)

3.2.8. 0--02.2017 წლის უძრავი ქონების შეფასების დასკვნის მიხედვით, უძრავი ქონება მდებარე: უძრავი ქონება მდებარე: გ-------------------, სოფ. კრ–---სი, დაზუსტებული ფართით: 5---00 კვ.მ., ს/კ #8--0--0--0--., მესაკუთრე - და----------–--–ი (პ/ნ:0-----------, საბაზრო ღირებულებამ შეადგინა 67 000 (სამოცდაშვიდი ათას) ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- უძრავი ქონების შეფასების დასკვნა (იხ.ს.ფ.77)

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ამ გარემოების დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. სსსკ-ის 103-ე მუხლის თანახმად კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა, მაგრამ ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამარლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მტკიცებულებათა ყოველმხრივ გამოკვლევაში იგულისხმება, რომ მტკიცებულებათა გამოკვლევა ხდება არა ერთი მხარის პოზიციიდან, არამედ სასამართლო მხედველობაში იღებს და მისი შესწავლის საგანი ხდება მხარეთა ყველა არგუმენტი. მტკიცებულებათა სრულ განხილვაში იგულისხმება მტკიცებულებათა ერთობლიობაში შეფასება და საკმარისი მტკიცებულებების არსებობა სასამართლოს მიერ ამა თუ იმ დასკვნის გასაკეთებლად.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს მტკიცების ტვირთის ზოგად სტანდარტს, კერძოდ, იგი ადგენს, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. აღნიშნული ნორმა ასახავს სამოქალაქო სამართალში მოქმედ ზოგად პრინციპს: ,,მტკიცების ტვირთი ეკისრება მას ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს“-,,affirmanti, non legati, incumbit probatio“.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი გი----------–ის მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სარჩელი ნ----------ს ჯ---–-------------ის მიმართ ზიანის ანაზღაურების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1319-ე, 1320-ე, 1328-ე, 1306-ე, 1336-ე, 115-ე, 959-ე, 982-ე, 979-ე, 1430-ე, 1424-ე, მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. მოსარჩელე მ------------------–მა სამკვიდრო ქონების ხელყოფით მიყენებული ზიანის ანაზღაურება მოითხოვა მემკვიდრეობით-სამართლებრივი საფუძვლით, კერძოდ იმ გარემოებაზე მითითებით, რომ იგი წარმოადგენს მამკვიდრებელ ლა-------------ის პირველი რიგის მემკვიდრის მა-–--ზ ახ------–ის მეუღლეს და პირველი რიგის მემკვიდრეს, რომელმაც მიმართა ნ----------სს ლა-------------ის სამკვიდრო ქონების მიღების მიზნით, მაგრამ ნ----------სის მიერ გაცემული სამკვიდრო მოწმობა გაიცა კანონის დარღვევით, რის გამოც მას მიადგა ზიანი გამომდინარე იქედან, რომ ლა-------------ის სამკვიდრო ქონება სრულად მიიღო მისმა მეორე შვილმა გი----------–მა სრულად, ისე რომ ნ----------სისთვის არ განუცხადებია სხვა მემკვიდრის არსებობის თაობაზე, გაასხვისა სამკვიდრო ქონება, რითაც მოსარჩელეს მიადგა ზიანი.

 

სამოქალაქო კოდექსის 1319-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების შედეგად. ამავე კოდექსის 1320-ე მუხლის შესაბამისად, სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება მამკვიდრებლის გარდაცვალების დღე, ხოლო 1328-ე მუხლის პირველი ნაწილით, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის.

 

მოცემულ შემთხვევაში, სამკვიდრო გაიხსნა ლა-------------ის გარდაცვალების შემდეგ - 2--- წლის 2---------ს. სამკვიდრო ქონებას წარმოადგენდა უძრავი ქონება, მდებარე გ-------------------, სოფელი კრ–---სი, ს/კ 8--0--0-----, 6-- კვ.მ მიწის ნაკვეთი .

 

სამოქალაქო კოდექსის 1306-ე მუხლის თანახმად, გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით. კანონით მემკვიდრეობა გარდაცვლილის ქონების გადასვლა კანონში მითითებულ პირებზე – მოქმედებს, თუ მამკვიდრებელს არ დაუტოვებია ანდერძი, ან თუ ანდერძი მოიცავს სამკვიდროს ნაწილს, ან თუ ანდერძი მთლიანად ან ნაწილობრივ ბათილად იქნება ცნობილი. ამავე კოდექსის 1307-ე მუხლის თანახმად, მემკვიდრეების შეიძლება იყვნენ: ა. კანონით მემკვიდრეობის დროს - პირები, რომლებიც ცოცხლები იყვნენ მამკვიდრებლის სიკვდილის მომენტისათვის, და აგრეთვე მამკვიდრებლის შვილები,რომლებიც მისი გარდაცვალების შემდეგ ცოცხალი დაიბადებიან; ბ. ანდერძით მემკვიდრეობისას - პირები, რომლებიც ცოცხლები იყვნენ მამკვიდრებლის სიკვდილის მომენტისათვის, აგრეთვე ისინი, რომლებიც ჩაისახნენ მის სიცოცხლეში და დაიბადნენ მისი გარდაცვალების შემდეგ, მიუხედავად იმისა, მისი შვილები არიან ისინი თუ არა, ასევე იურიდიული პირები.

 

სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის.

 

სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი წილის უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან პირველ რიგში – გარდაცვლილის შვილები, მეუღლე, მშობლები; მეორე რიგში - გარდაცვლილის დები და ძმები. მამკვიდრებლის დისწულები და ძმისწულები და მათი შვილები კანონით მემკვიდრეებად ითვლებიან, თუ სამკვიდროს გახსნის დროისათვის ცოცხალი აღარ იყო მათი მშობელი, რომელიც მამკვიდრებლის მემკვიდრე იქნებოდა. ისინი თანასწორად იღებენ სამკვიდროს იმ წილს, რომელიც კანონით მემკვიდრეობის დროს მათ გარდაცვლილ მშობლებს ერგებოდა. მეორე რიგში – გარდაცვლილის დები და ძმები. მამკვიდრებლის დისწულები და ძმისწულები და მათი შვილები კანონით მემკვიდრეებად ითვლებიან, თუ სამკვიდროს გახსნის დროისათვის ცოცხალი აღარ იყო მათი მშობელი, რომელიც მამკვიდრებლის მემკვიდრე იქნებოდა. ისინი თანასწორად იღებენ სამკვიდროს იმ წილს, რომელიც კანონით მემკვიდრეობის დროს მათ გარდაცვლილ მშობლებს ერგებოდა.

 

დადგენილია, რომ მამკვიდრებელ ლა-------------ეს ჰყავდა ორი პირველი რიგის მემკვიდრე, შვილები: მა-–--ზ ახ------–ი და გი----------–ი. მა-–--ზ ახ------–ი გარდაიცვალა 2--- წლის 2---------ს, რომლსაც დარჩა პირველი რიგის მემკვიდრე ზ----- ახ------–ი, რომელმაც მა-–--ზ ახ------–ის სამკვიდროზე მიიღო სამკვიდრო მოწმობა.

 

2--- წლის 2-------------ს გაცემული სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე დადგენილია, რომ მა-–--ზ ახ------–ის გარდაცვალებით გაიხსნა სამკვიდრო 2--------- წელს, სამკვიდროს გახსნის ადგილია: ქ. თბილისი, ე-----–-- მ--- შესახვევი N-/2-ში, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დაგდენილი წესით, მ------------------–მა, როგორც მამკვიდრებლის პირველი რიგის მემკვიდრემ (მეუღლემ) სამკვიდრო მიიღო სრულად, სამკვიდროს გახსნის დღიდან ექვს თვეში სანოტარო ბიუროში განცხადების შეტანის გზით, სამკვიდრო ქონებაა როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი) ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობა, რომელიც გააჩნდა გარდაცვალების მომენტისათვის, კუთვნილი მა-–--ზი ახ------–ის დედის, 2------008წ. გარდაცვალებული ლა-------------ის, რომლის მემკვიდრემ, შვილმა, 2---------წ. გარდაცვალებულმა მა-–--ზი ახ------–მა, სამკვიდრო ქონების ფლობით ფაქტიურად მიიღო მემკვიდრეობა, მაგრამ არ გაიფორმა თავისი სამემკვიდრეო უფლებები.

 

საქმის მასალებით დადგენილია ასევე, რომ 2--- წლის 04 ოქტომბერს ნ----------ს ნ----- კა-–--------–---–ის მიერ გაიცა სამკვიდრო მოწმობა #1--------, რომლის მიხედვით გი----------–მა მიიღო გარდაცვლილი დედის ლა-------------ის სამკვიდრო ქონებაზე მდებარე: გ-------------------, სოფელი კრ–---სი, ს/კ 8--0--0----- სამკვიდრო მოწმობა, რომლის საფუძველზე მთითებული უძრავი ქონება დაარეგისტრირა საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით და მოახდინა 2013 წლის 08 აპრილის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ქონების გასხვისება და----------–---–ზე.

 

იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე მ------------------–ი წარმოადგენს მა-–--ზ ახ------–ის პირველი რიგის მემკვიდრეს, რომელიც არის მამკვიდრებლის ლა-------------ის მემკვიდრე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე წარმოადგენდა თანამესაკუთრის სტატუსის მქონე პირს უძრავ ქონებაზე მდებარე: გ-------------------, სოფელი კრ–---სი, ს/კ 8--0--0-----, შესაბამისად, სადავო უძრავი ქონება ვერ ჩაითვლებოდა ერთი პირის - გი----------–ის ინდივიდუალურ საკუთრებად, არამედ აღნიშული ქონება წარმოადგენს საზიარო საგანს, რომლის განკარგვის წესი სამოქალაქო კოდექსის 959-ე მუხლითაა განმტკიცებული, რის გამოც დასახელებული ნასყიდობის გარიგების დადებით, მან დაარღვია და ხელყო სხვა პირის საკუთრების უფლება, დაარღვია საქართველოს მატერიალური სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი საჯარო წესრიგი.

 

სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის მიხედვით სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 982-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირი, რომელიც ხელყოფს მეორე პირის სამართლებრივ სიკეთეს მისი თანხმობის გარეშე განკარგვის, დახარჯვის, სარგებლობის, შეერთების, შერევის, გადამუშავების ან სხვა საშუალებით, მოვალეა აუნაზღაუროს უფლებამოსილ პირს ამით მიყენებული ზიანი.

 

ამავე კოდექსის 979-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უკან დაბრუნების მოთხოვნა ვრცელდება შეძენილზე, მიღებულ სარგებელზე, ასევე სხვა ყველაფერზე, რაც მიმღებმა შეიძინა მიღებული საგნის განადგურების, დაზიანების ან ჩამორთმევის სანაცვლო ანაზღაურების სახით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ უკან დაბრუნება შეუძლებელია გადაცემული საგნის მდგომარეობის გამო ან, თუ მიმღებს რაიმე მიზეზით არ შეუძლია საგნის უკან დაბრუნება, მაშინ მან უნდა აანაზღაუროს მისი საერთო ღირებულება. ღირებულება განისაზღვრება ანაზღაურების მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროის მიხედვით.

 

მოცემულ შემთხვევაში მ------------------–ს ანაზღაურების მოთხოვნის უფლება წარმოეშვა 2013 წლის 05 აპრილს ნივთის მეორე მესაკუთრის თანხმობის გარეშე გასხვისებისას.

 

საქმეში არსებული 2017 წლის 09 თებერვლის უძრავი ქონების შეფასების დასკვნის შესაბამისად სადავო უძრავი ქონების ღირებულებამ შეადგინა 67000 ლარი, შესაბამისად, მ------------------–ს აქვს იმ სადავო (საერთო) ქონების ღირებულების ნახევრის მოთხოვნის უფლება, რომელიც გაასხვისა ნივთის მეორე მესაკუთრემ - გი----------–მა.

 

სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებული გარემოებების დადგენისას სასამართლო ერთობლიობაში აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგად აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ.

 

განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს სადავო ქონების გასხვისების გამო მ------------------–ის სასარგებლოდ, გი----------–ისათვის 67000 ლარის ნახევრის 33 670 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი.

 

6.2. რაც შეეხება ნ----------ს ჯ---–-------------ის მიერ გაცემული სამკვიდრო მოწმობის #1-------- კანონიერების საკითხს, სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო კოდექსის 1502-ე მუხლის მიხედვით, თუ მემკვიდრე, რომელიც მოწვეული იყო სამკვიდროს მისაღებად, გარდაიცვალა სამკვიდროს გახსნის შემდეგ, მაგრამ ვერ მოასწრო მისი მიღება დადგენილ ვადაში, მაშინ მის მემკვიდრეებს შეუძლიათ მიიღონ სამკვიდრო მოწმობა ქონებაზე, რომელიც დარჩა თავდაპირველი მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ. აღნიშნული ნორმა ეხება იმ მემკვიდრეებს, რომლებიც სამკვიდროს იღებენ მემკვიდრეობითი ტრანსმისიით.

 

სამოქალაქო კოდექსის 1430-ე მუხლის მიხედვით თუ მემკვიდრე სამკვიდროს გახსნის შემდეგ, მაგრამ სამკვიდროს მიღებამდე გარდაიცვალა, მაშინ სამკვიდროდან მისი წილის მიღების უფლება გადადის მის მემკვიდრეებზე (მემკვიდრეობითი ტრანსმისია). გარდაცვლილი მემკვიდრის მემკვიდრეებმა სამკვიდრო უნდა მიიღონ სამკვიდროს მიღების ვადამდე დარჩენილი ხნის განმავლობაში. თუ ეს დრო სამ თვეზე ნაკლებია, იგი სამ თვემდე უნდა გაგრძელდეს. ამ შემთხვევაში მემკვიდრე სამკვიდროს გახსნის მომენტში ცოცხალი იყო, მაგრამ ვერ მოასწრო დადგენილ ვადაში სამკვიდროს მიღება.

 

სამოქალაქო კოდექსის 1424-ე მუხლის მიხედვით სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან. მემკვიდრეობითი ტრანსმისია მოქმედებს სამკვიდროს მიღების მითითებულ ვადაში, ხოლო როგორც ფაქტობრივი გარემოებებიდან არის დადგენილი მა-–--ზი ახ------–ი გარდაიცვალა არა სამკვიდროს მიღების დადგენილ ექვსთვიან ვადაში, არამედ ამ ვადის გასვლის შემდეგ, შესაბამისად არ არის სახეზე მ------------------–ის სამკვიდრო უფლებების მიმართ მემკვიდრეობითი ტრანსმისია, მ------------------–ის მამკვიდრებელს წარმოადგენს მხოლოდ მა-–--ზ ახ------–ი, შესაბამისად, ნ----------ს ჯ---–-------------ის მიერ კანონმდებლობის სრული დაცით არის შედგენილი მოსარჩელე მ------------------–ზე გაცემული სამკვიდრო მოწმობები.

 

ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნა მა-–--ზ ახ------–ის მიმართ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების მხედველობაში მიღებითა და მათი სამართლებრივი შეფასების შედეგად, გამომდინარე იქედან რომ ნ----------ს ჯ---–-------------ის მიერ კანონმდებლობის სრული დაცვით არის შედგენილი სადავო სანოტარო აქტები, არ არსებობს ჯ---–-------------ის მიმართ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

4. საპროცესო ხარჯები

 

4.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის I ნაწილის “ა” ქვეპუნქტისა და 38-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%, მაგრამ არა ნაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის “ი” ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ფასი უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების ცნობის შესახებ სარჩელისა - განისაზღვრება უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულებით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება იმ ნაწილის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მ------------------–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ მოპასუხე გ-- ახ------–ს (პ.-------------- მოსარჩელე მ--ე------ ახ------–ის (პ.ნ 0----------- სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშში სახ. ბაჟის სახით ჩარიცხული თანხის - 1010 (ათას ათი) ლარის გადახდა;

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ გამოყენებულა.

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. მოსარჩელე მ--ე------ ახ------–ის სარჩელი ნაწილობრვ დაკმაყოფილდეს;

 

2. მოპასუხე გ-- ახ------–ს (პ.-------------- მოსარჩელე მ--ე------ ახ------–ის

(პ.ნ 0----------- სასარგებლოდ დაეკისროს ზიანის ანაზღაურების სახით 33 670(ოცდაცამეტი ათას ექვსას სამოცდაათი) ლარის გადახდა;

 

3. მ--ე------ ახ------–ს უარი ეთქვას მოპასუხე ნ----------ს ჯ---–-------------ის მიმართ ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნაზე;

 

4. მოპასუხე გ-- ახ------–ს (პ.-------------- მოსარჩელე მ--ე------ ახ------–ის (პ.ნ 0----------- სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშში სახ. ბაჟის სახით ჩარიცხული თანხის - 1010 (ათას ათი) ლარის გადახდა;

 

5.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ზოია კვარაცხელია