თუ სამკვიდროს მიღების უფლება იმ შემთხვევაში წარმოიშობა, როცა სხვა მემკვიდრეები სამკვიდროს არ მიიღებენ, სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადის დარჩენილი დროის განმავლობაში, ხოლო, თუ ეს დრო სამ თვეზე ნაკლებია,–
გაგრძელებულ იქნეს სამ თვემდ
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი · რედაქცია 11.11.2025
მუხლი 1425. სამკვიდროს მიღების სპეციალური ვადა
რედაქციის ისტორია
წინა რედაქცია (24.07.1997 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 1425. სამკვიდროს მიღების სპეციალური ვადა თუ სამკვიდროს მიღების უფლება იმ შემთხვევაში წარმოიშობა, როცა სხვა მემკვიდრეები სამკვიდროს არ მიიღებენ, სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადის დარჩენილი დროის განმავლობაში, ხოლო, თუ ეს დრო სამ თვეზე ნაკლებია, _– გაგრძელებულ იქნეს სამ თვემდე.
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
- საქმე №ას-9-2024
…რიგის მემკვიდრეობას; თუმცა, ამავდროულად, ამავე კოდექსის 1441-ე მუხლის შესაბამისად, თუ მემკვიდრე, რომელმაც უარი თქვა სამკვიდროს მიღებაზე, ერთადერთია ამ რიგის მემკვიდრეთა შორის, მაშინ სამკვიდრო გადავა მომდევნო რიგის მემკვიდრეებზე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1425-ე მუხლის თანახმად, კი თუ სამკვიდროს მიღების უფლება იმ შემთხვევაში წარმოიშობა, როცა სხვა მემკვიდრეები სამკვიდროს არ მიიღებენ,…
- საქმე №ას-1092-2020
…ვადის გაგრძელების საკითხი იხილება, იგულისხმება, რომ სხვა მემკვიდრეებმა გასულ ექვსთვიან ვადაში უკვე მიიღეს სამკვიდრო, შესაბამისად, სასამართლოს მიერ სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელება, არ ნიშნავს დამატებითი ვადის დანიშვნას. 100. სსკ-ის 1425-ე მუხლის თანახმად, ვადის გასვლის შემდეგ სამკვიდრო შეიძლება მიღებულ იქნეს სასამართლოსათვის მიმართვის გარეშეც, თუ თანახმა იქნება სამკვიდროს მიმღები ყველა…
- საქმე №ას-1826-2018
…დოკუმენტის მიღმა მხარეთა მიერ გაკეთებული განცხადებები და ა.შ.) მითითება - (იხ. გსკ-ის კომენტარი, იან კროპჰოლერი, 2014, მე-13 გადამუშავებული გამოცემა, 133-ე მუხლი, 5, გვ.60-61). საკასაციო სასამართლო აქვე მოიხმობს კვებეკის სამოქალაქო კოდექსის 1425-ე მუხლს, რომლის მიხედვით “ხელშეკრულების განმარტებისას უფრო მხარეთა საერთო განზრახვა უნდა დგინდებოდეს, ვიდრე სიტყვების ლიტერატურული მნიშვნელობის…
- საქმე №ას-1219-1178-2016
…სამკვიდროს მამკვიდრებლის გარდაცვალებისთანავე დაეუფლა. სააპელაციო პალატის განმარტებით, ის, რომ მომდევნო რიგის მემკვიდრის უფლებები წინა რიგის მემკვიდრის მიერ სამკვიდროს ფაქტობრივად მიუღებლობის შემთხვევაშიც წარმოიშობა, დასტურდება სსკ-ის 1425-ე მუხლის შინაარსიდანაც. 20. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 1500-ე და 1328-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ პირველი მოპასუხის სახელზე გაცემული…
- საქმე №ბს-177-173(გ-08)
…(მისამართზე ქ. თბილისი,..... “ა” მ/რ, კორპ. 53) მემკვიდრეობის მისაღებად. შესაბამისად მის მიერ წარდგენილ იქნა მემკვიდრეობის მისაღებად ყველა საჭირო დოკუმენტაცია. მამკვიდრებლების გარდაცვალებიდან 6 თვის განმავლობაში სსკ-ის 1421-ე და 1425-ე მუხლების თანახმად სამკვიდროს მისაღებად არ მიუმართავს არც ერთ მემკვიდრეს. ექვსი თვის შემდეგ ლ. ფ-მა მოითხოვა სამკვიდრო მოწმობების გაცემა, მაგრამ 13.03.07წ.…
სხვა აქტები, რომლებიც ამ მუხლზე უთითებენ
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 90. სამკვიდრო მოწმობაში ახალი მემკვიდრის ჩართვა
- მუხლი 81. სამკვიდროს დაცვა
- მუხლი 51. საკონსულო დაწესებულების წევრისა და მისი ოჯახის წევრის სამკვიდრო ქონება
- მუხლი 88. სხვა მემკვიდრის უფლების უზრუნველყოფა სამკვიდრო მოწმობის გაცემისას
- მუხლი 39. სამკვიდროს დაცვა
- მუხლი 91. სამკვიდრო მოწმობის გაცემა
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1413. ანდერძის აღმსრულებლის დანიშვნა მესამე პირის მიერ
- მუხლი 1415. სამკვიდროს დაცვა და მართვა
- მუხლი 1417. ანდერძის აღსრულების ხარჯების ანაზღაურება
- მუხლი 1420. ანდერძის აღმსრულებლის პასუხისმგებლობა
- მუხლი 1421. სამკვიდროს მიღება
- მუხლი 1422. ქმედუუნაროს, შეზღუდულქმედუნარიანის და მხარდაჭერის მიმღების მიერ სამკვიდროს მიღება
- მუხლი 1426. სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელება
- მუხლი 1427. სამკვიდროს განკარგვის დაუშვებლობა
- მუხლი 1428. უფლება სარჩელის აღძვრამდე მიღებულ შემოსავალზე
- მუხლი 1430. მემკვიდრეობითი ტრანსმისია
- მუხლი 1431. მემკვიდრეობითი ტრანსმისიით სამკვიდროს მიუღებლობის შედეგები
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“, მუხლი 1425, №786, 26.06.1997, სარეგისტრაციო კოდი 040.000.000.05.001.000.223 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/31702/muxli-1425/