გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/28072-18
330210118002650386
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
08.05.2019 წ. ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - თამარ ბურჯანაძე
სხდომის მდივანი - ქეთევან ჭელიძე
მოსარჩელე - შპს ,,სა------------–------------------–----–----------------------–------------------–-------------–-ა"
წარმომადგენლები - თე-----------------–--ე, და-----–---–--ე
მოპასუხე - სს ,,ინ--------------------–----------------------------–------–-----–---------–------------------------------------–ი"
წარმომადგენლები - რო-------------------ი (დირექტორი), თა---------–----–--ა, ან-----------ა
დავის საგანი - შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურება, ზიანის ანაზღაურება, მიუღებელი შემოსავლის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. მოსარჩელის მოთხოვნა:
1.1. სს ,,ინ--------------------–----------------------------–------–-----–----------–------------------------------------–ი" შპს ,,სა------------–------------------–----–----------------------–------------------–-------------–-ა"-ს სასარგებლოდ დაეკისროს, 2017 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 01 სექტემბრამდე პერიოდში შესრულებული საზედამხედველო მომსახურების ღირებულების - 807 770 ლარის გადახდა.
1.2. სს ,,ინ--------------------–----------------------------–------–-----–----------–------------------------------------–ი" შპს ,,სა------------–------------------–----–----------------------–------------------–-------------–-ა"-ს სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 01 სექტემბრამდე პერიოდში შესრულებული საზედამხედველო მომსახურების ღირებულების 807 770 ლარის გადაუხდელობისა და ვალდებულებების ვადაგადაცილების გამო, ჯარიმის 930 074 ლარის გადახდა.
1.3. სს ,,ინ--------------------–----------------------------–------–-----–----------–------------------------------------–ი" შპს ,,სა------------–------------------–----–----------------------–------------------–-------------–-ა"-ს სასარგებლოდ დაეკისროს, ქვეკონტრაქტორობის შესახებ ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის გამო, მიყენებული ზარალის (მიუღებელი შემოსავლის) 7 836 499 ლარის გადახდა.
სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2016 წლის 31 დეკემბერს, შპს ,,სა------------–------------------–----–----------------------–------------------–-------------–-ა"-სა და სს ,,ინ--------------------–----------------------------–------–-----–----------–------------------------------------–ი" შორის გაფორმებული ქვეკონტრაქტორობის შესახებ ხელშეკრულების მიხედვით, მოსარჩელეს, როგორც ქვეკონტრაქტორს, მოპასუხისათვის უნდა შეესრულებინა სა---------–------------------–---------------------------ს დაკვეთით, საქართველოს საავტომობილო გზებზე მიმდინარე სარეაბილიტაციო, პერიოდული შეკვეთების, პრევენციული ღონისძიებების, სტიქიური მოვლენების სალიკვიდაციო და ნაპირსამაგრი სამუშაობის საზედამხედველო მომსახურება.
2017 წლის 01 ინავრიდან 2018 წლის 01 სექტემბრამდე პერიოდში, შპს ,,სა------------–------------------–----–----------------------–------------------–-------------–-ა"-სა და სს ,,ინ--------------------–----------------------------–------–-----–----------–------------------------------------–ი" შესაბამისი უფლებამოსილი პირების ხელმოწერილი, შესრულებული სამუშაოებისა და გაწეული საზედამხედველო მომსახურების მიღების აქტების (ე.წ. ფორმა N2 და ხარჯების უწყისი), აგრეთვე შპს ,,სა------------–------------------–----–----------------------–------------------–-------------–-ა"-ს მიერ გამოწერილი და უცხოური საწარმოს ფილიალის მიერ დადასტურებული დღგ-ს საგადასახადო ანგარიშფაქტურის თანახმად, ზემოხსენებული ქვეკონტრაქტორობის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში, მოსარჩელემ მოპასუხეს 2017 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 01 სექტემბრამდე პერიოდში შეუსრულა 3 233 502 ლარის ღირებულების საზედამხედველო მომსახურების სამუშაოები.
მიუხედავად იმისა, რომ ზემოხსენებული ქვეკონტრაქტორობის შესახებ ხელშეკრულების 2.5 მუხლის თანახმად, მოპასუხეს მოსარჩელისათვის, ამ უკანასკნელის მიერ შესრულებული საზედამხედველო მომსახურეობის სამუშაოების ღირებულება - 3 233502 ლარი უნდა ჩაერიცხა, მითითებული თანხის სა---------–------------------–---------------------------დან მიღების შემდეგ ხუთი სამუშაო დღის განმავლობაშ - 2018 წლის 01 სექტემბრის მდგომარეობით, ჩარიცხული აქვს გაწეული და მიღებული მომსახურების მხოლოდ ნაწილის ღირებულება - 2 425 732 ლარი, ანუ 807 770 ლარით ნაკლები.
მითითებული თანხის გადაუხდელობის გამო მოპასუხეს ერიცხება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჯარიმა 930 074 ლარის ოდენობით, ხოლო ხელშეკრულების შეწყვეტის გამო მიუღებელი შემოსავალი - 7 836 499 ლარი, საიდანაც მარტო მიუღებელი მოგება შეადგენს 1 414 554 ლარს. (იხ. სარჩელი, ტომი I, ს.ფ. 3-15)
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლითა და სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი ცნო ნაწილობრივ 652 327,42 ლარის ოდენობით.
მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით, სს ,,ინ--------------------–----------------------------–------–-----–----------–------------------------------------–ი" აღიარებს ვალდებულებას, თუმცა არა იმ ოდენობით რა ოდენობითაც მოსარჩელე მხარე მიიჩნევს. მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის გადასახდელ თანხას უნდა გამოკლდეს მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით საბანკო განარტიის სახით განსაზღვრული თანხა 150 000 ლარის ოდენობით. მხარეებს შორის გაფორმებულ ქვეკონტრაქტორების ხელშეკრულების მე-8 მუხლი არეგულირებს საბანკო გარანტიასთან დაკავშირებულ წესებს. 8.1. მუხლით საბანკო გარანტიის თანხა შეადგენს 150 000 ლარს, ხოლო ამავე ხელშეკრულების 8.2 მუხლი ადგენს აღნიშნული თანხის დაკავების შესაძლებლობას, იმ შემთხვევაში თუ ,,მიმწოდებელი“ (მოსარჩელე) ვერ წარადგენს ხელშეკრულების 8.1. პუნქტის შესაბამისად საბანკო გარანტიას. მოსარჩელე მხარეს 2016 წლის 31 დეკემბრიდან დღემდე არ წარმოუდგენია სავალდებულოდ წარმოსადგენი საბანკო განარტია, ხოლო მოპასუხე მხარეს არც ერთხელ არ გამოუყენებია ხელშეკრულებით მინიჭებული თანხის დაკავების უფლებამოსილება. აქედან გამომდინარე მოპასუხე მიიჩნევს, რომ მის მიერ მოსარჩელისათვის ასანაზღაურებელი თანხა განისაზღვრება არა 807 770 ლარით, არამედ 657 770 ლარით. გარდა ამისა, მოსარჩელეს არაერთი წერილით ეცნობა გამოესწორებინა შესრულებული სამუშაოს ხარისხი და ობიექტზე დაფიქსირებული დარღვევები, რომელთა უმეტესეობას არათი რეაგირება არ მოჰყოლია, არამედ შესაბამის წერილზეც კი არ ყოფილა ხშირ შემთხვევაში მათ მხრიდან რაიმე პასუხი. აღნიშნულის გათვალისწინებით, ხელშეკრულების მე-7 მუხლით გათვალისწინებული სანქციების საფუძველზე, მოსარჩელეს დაეკისრა საჯარიმო სანქციები. იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელისათვის სამ ერთეულ ობიექტზე დაკისრებული ჯარიმა (1000 ლარი, 1519,65 ლარი და 2922,93 ლარი) ჯამურად შეადგენს 5 442,58 ლარს, მოპასუხის მიერ მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელ თანხას უნდა გამოკლდეს აღნიშნული საჯარიმო სანქცია და ასევე საბანკო გარანტიის სახით ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა. შესაბამისად მოპასუხის მიერ მოსარჩელის მიმართ გადასახდელი თანხა განისაზღვრება 652 327,42 ლარით.
ჯარიმისა და მიუღებელი შემოსავლის ნაწილში არსებულ სასარჩელო მოთხოვნებს, მოპასუხე მხარე არ ეთანხმება და განმარტავს, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის მუხლი არ გულისხმობს თანხის გადახდის ვადის გადაცილებასთან დაკავშირებულ ჯარიმებს. ამასთან, ხშირ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი სამუშაოები ხდებოდა საფუძველი იმისა, რომ არ ანაზღაურებულიყო დეპარტამენტის მხრიდან შესრულებული სამუშაოების ღირებულება. ხშირ შემთხვევაში დეპარტამენტი აყოვნებდა გადახდას. აქედან გამომდინარე, სწორედ ამით აიხსნება ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში მოსარჩელისათვის თანხის ანაზღაურების დაგვიანების რამდენიმე შემთხვევა, მითუმეტეს რომ ხელშეკრულებით არ არის აღნიშნულთან დაკავშირებით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციები.
რაც შეეხება მიუღებელ შემოსავალს, მოპასუხე აცხადებს რომ ხელშეკრულების თანახმად ანაზღაურება ხდება თითოეული საზედამხედველოდ გადაცემული ობიექტის ღირებულების მიხედვით და არ ავალდებულებს ხელშეკრულება დეპარტამენტს, რომ აუცილებლად 40 590 000 ლარის ობიექტი გადასცეს მოპასუხეს საზედამხედველოდ. შესაბამისად, უშუალოდ ქვეკონტრაქტორთან დადებულ ხელშეკრულებაზეც ვრცელდება იგივე წესი. სს ,,ინ-------------ჰ“-ს არ აქვს ვალდებულება საზედამხედველოდ გადასცეს ტექნიკური დოკუმენტაციაში დაფიქისრებული ზღვრული თანხის ფარგლებში ობიექტები მოსარჩელე მხარეს. აღნიშნული გარემოება კი დაუსაბუთებელს ხდის მოსარჩელის მოთხოვნას მიუღებელი შემოსავლის ნაწილში.
გარდა ამისა, მოპასუხე თვლის რომ მხარეთა შორის რომც არსებობდეს პირგასმტეხლოზე შეთანხმება, თანხის გადაუხდელობისათვის ჯარიმის სახით მოთხოვნილი თანხა არის შეუსაბამოდ მაღალი და ექვემდებარება შემცირებას. (იხ. შესაგებელი, ტომი II, ს.ფ. 173-176);
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2016 წლის 31 დეკემბერს, უცხოური საწარმო ფილიალის ,,სს ი----------------------–----------------------------–------–-----–---------–------------------------------------–ი" ("დამკვეთი") და შპს "სა------------–------------------–----–----------------------–------------------–-------------–-ა"-ს ("მიმწოდებელი") შორის გაფორმდა ქვეკონტრაქტორობის შესახებ ხელშეკრულება.
ხელშეკრულების თანახმად, დამკვეთმა 2016 წლის 09 დეკემბერს დადო ე.ტ. N1----- ხელშეკრულება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე შესასრულებელი მიმდინარე და პერიოდული შეკეთების, რეაბილიტაციის, რეკონსტრუქციის, მოდერნიზაციის, მშენებლობის, სტიქიური და სხვა ფორსმაჟორული მოვლენების შედეგების ლიკვიდაციის და ნაპირსამაგრ სამუშაოებზე საზედამხედველო მომსახურების გაწევის შესახებ.
ქვეკონტრაქტორობის შესახებ ხელშეკრულების საგანია ,,დამკვეთის“ მიერ ,,მიმწოდებელზე“ წერილობითი ფორმით გადაცემუჯლი ,,მფლობელთან“ გაფორმებული ზემოხსენებული ,,ძირითადი კონტრაქტის“ ფარგლებში, საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე (დავალების შემთხვევაში ასევე ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე) შესასრულებელი მიმდინარე და პერიოდული შეკეთების, რეაბილიტაციის, რეკონსტრუქციის, მოდერნიზაციის და მშენებლობის, სტიქიური და სხვა ფორსმაჟორული მოვლენების შედეგების ლიკვიდაციის და ნაპირსამაგრ სამუშაოებზე საზედამხედველო მომსახურეობის გაწევა, ძირითადი კონტრაქტის, ტექნიკური დავალების გეგმების და მასში ჩართული სპეციფიკაციების შესაბამისად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2016 წლის 31 დეკემბრის ქვეკონტრაქტორობის ხელშეკრულება. (ტომი I, ს.ფ. 127-137);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.2. 2016 წლის 31 დეკემბრის ქვეკონტრაქტორობის ხელშეკრულების მე-2 მუხლით მხარეება განსაზღვრეს ხელშეკრულების ფასი და ანგარიშსწორების პირობები.
ხელშეკრულების 2.1. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების საერთო ღირებულებაა ,,დამკვეთის“ მიერ ,,მიმწოდებელზე“ წერილობითი ფორმით გადაცემული ,,ძირითადი კონტრაქტის“ ფარგლებში მითითებულ საავტომობილო გზებზე მიმდინარე და პერიოდული შეკეთების, რეაბილიტაციის, რეკონსტრუქციის, მოდერნიზაციის და მშენებლობის, სტიქიური და სხვა ფორსმაჟორული მოვლენების შედეგების ლიკვიდაციის და ნაპირსამაგრი სამუშაოების ყოველ კონკრეტულ ობიექტზე შესასრულებელი სამშენებლო სამუშაოების ჯამური ღირებულების 1,5 პროცენტი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების ჩათვლით.
მიმწოდებელს ყოველ კონკრეტულ ობიექტზე შესასრულებელი სამუშაოების შესახებ ყოველი ახალი დავალების წერილობითი შეტყობინების მიღებისას ეცნობება: საზედამხედველო ობიექტის რეკვიზიტები, გასაწევი საზედამხედველო მომსახურეობის ღირებულების ზღვრული ოდენობა მიმდინარე და პერიოდული შეკეთების სამუშაოების შემთხვევაში, ასევე ყოველთვიურად ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა.
მიმდინარე და პერიოდული სამუშაოების საზედამხედველო მომსახურების ანაზღაურება განხორციელდება ყოველთვიურად წინამდებარე ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.2. პუნქტით განსაზღვრული პროცენტის მიხედვით, საზედამხედველოდ გადაცემული ყოველი კონკრეტული ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების პროპორციულად.
მხარეთა შეთანხმებით, მიმწოდებელი დამკვეთს ანგარიშწორებისათვის წარუდგენს გაწეული საზედამხედველო მომსახურეობის მიღება-ჩაბარების ორმხრივ აქტს და შესაბამის დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურას, რის საფუძველზე დამკვეთი აუნაზღაურებს მიმწოდებელს გაწეული მომსახურების ღირებულებას მფლობელისაგან ზემოხსენებულ მიღება-ჩაბარების აქტში და დ.ღ.გ-ს ანგარიშ-ფაქტურაში მითითებულ საზედამხედველო მომსახურების ღირებულების გადახდის შემდეგ 05 სამუშაო დღის განმავლობაში.
მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ დამკვეთმა ან მიმწოდებელმა დაუშვა კონტრაქტით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა ან/და არასათანადოდ შესრულება, ხელშეკრულების პირობების დამრღვევი გადაიხდის ჯარიმას თითოეულ ობიექტზე ზედამხედველობის მომსახურების ღირებულების 3% ოდენობით, ნებისმიერ შემთხვევაში ჯარიმა არ უნდა იყოს 1000 ლარზე ნაკლები და გადახდილი უნდა იყოს 5 საბანკო დღის გამავლობაში. დამრღვევმა მხარემ ასევე დაუყოვნებლივ უნდა გამოასწოროს დაშვებული დარღვევები. (7.1. პუნქტი)
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2016 წლის 31 დეკემბრის ქვეკონტრაქტორობის ხელშეკრულება. (ტომი I, ს.ფ. 127-137);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.3. მხარეება ხელშეკრულებით განსაზღვრეს სამუშაოების შესრულების ვადა - 2017 წლის 01 იანვრიდან 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით (5.1.2. პუნქტი).
2018 წლის 22 აგვისტოს უცხოური საწარმო ფილიალის ,,სს ი----------------------–----------------------------–------–-----–---------–------------------------------------–ი" მხრიდან მოსარჩელეს ეცნობა ხელშეკრულების შესაძლო შეწვეტის თაობაზე, ხოლო 2018 წლის 30 წერილით მოპასუხის მხრიდან ცალმხრივად იქნა შეწყვეტილი ხელშეკრულება, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევისა და დამატებით დაწესებული ვადის უშედეგოდ გასვლის გამო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2016 წლის 31 დეკემბრის ქვეკონტრაქტორობის ხელშეკრულება. (ტომი I, ს.ფ. 127-137);
- წერილები ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ (ტომი II, ს.ფ. 350-361)
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.4. 2016 წლის 31 დეკემბრის ქვეკონტრაქტორობის შესახებ ხელშეკრულების მიზედვით, 2017 წლის 01 ინავრიდან 2018 წლის 31 აგვისტომდე პერიოდში, შპს ,,სა-----------–------------------–----–----------------------–------------------–-------------–-ა“-ს მიერ უცხოური საწარმოს ფილიალისათვის ,,სს------------------------–-----------------------------–------–-----–---------–------------------------------------–ი“, შესრულებული საზედამხედველო სამუშაოების ღირებულება დღგ-ის ჩათვლით შეადგენს 3 233 501 ლარს.
თავის მხრივ, 2017 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 31 აგვისტომდე პერიოდში, უცხოური საწარმოს ფილიალს ,,სს------------------------–-----------------------------–------–-----–---------–------------------------------------–ი“, შპს ,,სა-----------–------------------–----–----------------------–------------------–-------------–-ა“-სათვის საზედამხედველო მომსახურების სამუშაოებზე ჩარიცხული აქვს 2 425 731 ლარი.
შესაბამისად, 2018 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით (ხელშეკრულების შეწყვეტის პერიოდისათვის), უცხოური საწარმოს ფილიალს ,,სს------------------------–-----------------------------–------–-----–---------–------------------------------------–ი“ შპს ,,სა-----------–------------------–----–----------------------–------------------–-------------–-ა“-ს მიმართ საზედამხედველო მომსახურებიდან გამომდინარე გააჩნია დავალიანება 807 770 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დამოუკიდებელი აუდიტორის ანგარიში (ტომი I, ს.ფ. 34-84);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.2 დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მხარეები არ დავობენ ისეთ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელთაც მნიშვნელობა აქვს დავის გადაწყვეტისათვის. მხარეები განსხვავებულად აფასებენ მათ შორის არსებულ სამართლებრივ ურთიერთობას, რის თაობაზეც სასამართლოს დასკვნა მოცემულია გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეების ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-4, 208-ე მუხლები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 394-ე, 408-ე, 411-ე, 417-ე, 420-ე, 629-ე, 636-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სარჩელში მითითებული პრეტენზიებიდან სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მხოლოდ იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად. (იხ. ჯ-ა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).
6.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, მხარე მისთვის მინიჭებული საპროცესო უფლებათა თავისუფალი განკარგვის შესაძლებლობით სარგებლობს. მოპასუხე მხარის მიერ სარჩელის ცნობა სწორედ აღნიშნული პრიციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ამავე 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
წარმოდგენილ შემთხვევაში მოპასუხემ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნო ნაწილობრივ 652 327,42 ლარის ოდენობით, რაც მის მიმართ მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს, რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისგან თვის შეკავებაშიც.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილე მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის თანახმად ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის არსებობდა სახელშეკრულებო სამართლებრივი ურთიერთობა ნარდობის სახით, საზედამხედველო მომსახურების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით.
მოცემულ შემთხვევაში მხარეების სადავოდ არ ხდიან, რომ მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულება 2017 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 01 სექტემბრამდე პერიოდში შეადგენს 3 233 502 ლარს, სადაიანაც სს ,,ინ--------------------–----------------------------–------–-----–---------–-----------------------------------–ი"-ს მიერ ანაზღაურებული იქნა მომსახურების ღირებულების მხოლოდ ნაწილი 2 425 732 ლარი და ასანაზღაურებელი აქვს 807 770 ლარი.
თუმცა მოპასუხე თვლის, რომ მის მიერ მოსარჩელისათვის გადასახდელ თანხას უნდა გამოკლდეს მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით საბანკო განარტიის სახით განსაზღვრული თანხა 150 000 ლარის ოდენობით. მოპასუხის განმარტებით მხარეებს შორის გაფორმებულ ქვეკონტრაქტორების ხელშეკრულების მე-8 მუხლი არეგულირებს საბანკო გარანტიასთან დაკავშირებულ წესებს. 8.1. მუხლით საბანკო გარანტიის თანხა შეადგენს 150 000 ლარს, ხოლო ამავე ხელშეკრულების 8.2 მუხლი ადგენს აღნიშნული თანხის დაკავების შესაძლებლობას, იმ შემთხვევაში თუ ,,მიმწოდებელი“ (მოსარჩელე) ვერ წარადგენს ხელშეკრულების 8.1. პუნქტის შესაბამისად საბანკო გარანტიას. მოსარჩელე მხარეს 2016 წლის 31 დეკემბრიდან დღემდე არ წარმოუდგენია სავალდებულოდ წარმოსადგენი საბანკო განარტია, ხოლო მოპასუხე მხარეს არც ერთხელ არ გამოუყენებია ხელშეკრულებით მინიჭებული თანხის დაკავების უფლებამოსილება. აქედან გამომდინარე მოპასუხე მიიჩნევს, რომ მის მიერ მოსარჩელისათვის ასანაზღაურებელი თანხა განისაზღვრება არა 807 770 ლარით, არამედ 657 770 ლარით. გარდა ამისა, მოსარჩელეს არაერთი წერილით ეცნობა გამოესწორებინა შესრულებული სამუშაოს ხარისხი და ობიექტზე დაფიქსირებული დარღვევები, რომელთა უმეტესეობას არათი რეაგირება არ მოჰყოლია, არამედ შესაბამის წერილზეც კი არ ყოფილა ხშირ შემთხვევაში მათ მხრიდან რაიმე პასუხი. აღნიშნულის გათვალისწინებით, ხელშეკრულების მე-7 მუხლით გათვალისწინებული სანქციების საფუძველზე, მოსარჩელეს დაეკისრა საჯარიმო სანქციები. იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელისათვის სამ ერთეულ ობიექტზე დაკისრებული ჯარიმა (1000 ლარი, 1519,65 ლარი და 2922,93 ლარი) ჯამურად შეადგენს 5 442,58 ლარს, მოპასუხის მიერ მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელ თანხას უნდა გამოკლდეს აღნიშნული საჯარიმო სანქცია და ასევე საბანკო გარანტიის სახით ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა. შესაბამისად მოპასუხის მიერ მოსარჩელის მიმართ გადასახდელი თანხა განისაზღვრება 652 327,42 ლარით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის ნარდობის სახელშეკრულებო ურთიერთობის (სსკ-ის 629-ე მუხლი) საფუძველზე წამოშობილი დავის საგანია შემკვეთის მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება (სსკ-ის 361.2.-ე მუხლი).
სსკ-ის 636-ე მუხლის თანახმად: „შემკვეთს უფლება აქვს სამუშაოს დასრულებამდე ნებისმიერ დროს თქვას უარი ხელშეკრულებაზე, მაგრამ მან უნდა აუნაზღაუროს მენარდეს შესრულებული სამუშაო და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი“, ამდენად, ხელშეკრულების მოშლის საფუძვლისა და შესრულებელი სამუშაოს მოცულობის მიუხედავად, შემკვეთმა უნდა აუნაზღაუროს მენარდეს ამ სამუშაოს ღირებულება (იხ. სუსგ-ები: # ას-697-663-2015, 15.12.2015წ.; ას-901-851-2015,05.02.2016წ.; ას-981-926-2015,11.03.2016წ.;#ას-399-383-2016, 15.07.2016 წ.)
სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილით, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველ საქმეში მოპასუხეს არ აღუძრავს შეგებებული სარჩელი მენარდის მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჯარიმისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული საგარანტიო თანხის ანაზღაურების მოთხოვნით. შესაბამისად, წინამდებარე სარჩელის ფარგლებში, რომლითაც მოსარჩელის მიერ მოთხოვნილია შესრულებული სამუშაოების ღირებულებისა და პირგასამტეხლოს გადახდა, სასამართლო ვერ იმსჯელებს ზემოაღნიშნული ნორმით (სსკ-ის 394-ე მუხლი) გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელ სამართლებრივ წინაპირობებზე.
საპროცესო კანონმდებლობით არსებობს მოპასუხის საპროცესო თავდაცვის საშუალება-შეგებებული სარჩელი (სსსკ-ის 201-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი). სსსკ-ის 189-ე მუხლის მეორე ნაწილი (მოსამართლე მიიღებს შეგებებულ სარჩელს, თუ :ა) შეგებებული სარჩელის მოთხოვნა მიმართულია პირვანდელი მოთხოვნის ჩასათვლელად; ბ) შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება მთლიანად ან ნაწილობრივ გამორიცხავს პირვანდელი სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას; გ) შეგებებულ სარჩელსა და პირვანდელ სარჩელს შორის არის ურთიერთკავშირი და მათი ერთად განხილვის შედეგად აღძრული დავა უფრო სწრაფად და სწორად გადაწყდება), განსაზღვრავს შეგებებული სარჩელის აღძვრის სამართლებრივ წინაპირობებს (საფუძვლებს).
სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხის მიერ მოთხოვნის დამაბრკოლებელი შესაგებლის ზოგადად წარდგენა ვერ დააფუძნებს მოთხოვნის უარყოფას, თუ მხარემ ზემოთმითითებული მტკიცების სტანდარტის გათვალისწინებით არ დაამტკიცა შესაგებელში აღნიშნული გარემოება.
აღნიშნული კი, შესრულებული სამუშაოების ღირებულების ანაზღაურების ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია.
ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 879-ე, 880-ე, 881-ე მუხლების თანახმად, საბანკო გარანტია წარმოადგენს გარანტიის გამცემის გამოუთხოვად ვალდებულებას, გადაიხადოს საგარანტიო თანხა პრინციპალის მიერ ბენეფიციარის წინაშე აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, იგი წარმოადგენს ვალდებულების უზრუნველყოფის საშუალებას, დამოუკიდებელი ვალდებულებაა და მისი პირობების თანახმად, გარანტიის გამცემი ვალდებულია, გადაიხადოს თანხა ბენეფიციარის პირველივე მოთხოვნისთანავე.
საბანკო გარანტიის, როგორც ძირითადი ვალდებულების უზრუნველყოფის საშუალების მიზანია, დაიცვას ბენეფიციარი იმ რისკისაგან, რომელიც დაკავშირებულია ვალდებულების არაჯეროვან ან საერთოდ შეუსრულებლობასთან.
სასამართლო აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ საბანკო გარანტია გამოუთხოვად ვალდებულებას წარმოადგენს და გარანტორს ეკისრება ბენეფიციარის წინაშე მისი შესრულების ვალდებულება, თუკი ბენეფიციარის დაკმაყოფილების შემდეგ აღმოჩნდება, რომ ბენეფიციარსა და პრინციპალს შორის არსებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ბენეფიციარის მოთხოვნა შესრულდა (პრინციპალმა დააკმაყოფილა ბენეფიციარის მოთხოვნა), შეწყდა სხვა საფუძვლით, ან ბათილია, წარმოიშობა ვითარება, როდესაც ბენეფიციარი საბანკო გარანტიიდან იღებს დაკმაყოფილებას ისე, რომ საერთოდ არ გააჩნია ძირითადი ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი.
საბანკო გარანტიის არააქცესორული ხასიათი არ ნიშნავს იმას, რომ ბენეფიციარი უფლებამოსილია დაიტოვოს მსგავსი შესრულება. ასეთ შემთხვევაში დგება უსაფუძვლოდ გადახდილის უკან დაბრუნების საკითხი, რომლის მოთხოვნის უფლებაც პრინციპალს გააჩნია სკ-ის 976 მუხლის საფუძველზე.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე განმარტავს რომ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო მოსარჩელეს დაეირცხა ჯარიმა 5 442,58 ლარი, თუმცა არ განმარტავს ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების დადასტურების შემთხვევაშიც, რატომ უნდა დაეკისროს მოსარჩელეს საგარანტიო თანხის 15 000 ლარის გადახდა, იმ პირობებში როდესაც ვალდებულების არაჯეროვან შესრულებისათვის ითხოვს მხოლოდ 5 442,58 ლარს.
6.4. სასამართლო ნაწილობრივ იზიარებს მოპასუხის პოზიციას პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნის ნაწილში და მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ დაანგარიშებული პირგასამტეხლო (ჯარიმა) არის მაღალი, რაც შემცირებას ექვემდებარება.
მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე მოთხოვნების განხილვისას სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, უპირველეს ყოვლისა, განიმარტოს აღნიშნული ხელშეკრულების 7.1. პუნქტი.
საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე აღნიშნა: „ხელშეკრულება არის მხარეთა მიერ მიღწეული კონსესუსის შედეგი, რომელიც, სამართლებრივი თვალსაზრისით, იწვევს მხარეთა მიმართ უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას მათივე ნების საფუძველზე. ხელშეკრულების არსებობისათვის აუცილებელია ორი ან მეტი ნების თანხვედრა, რაც იწვევს მხარეთა საერთო ნების დადგენის აუცილებლობას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ხელშეკრულების განმარტების არსი მხარეთა მიერ გამოვლენილი საერთო ნების ნამდვილი შინაარსის, ხელშეკრულების რეალური მიზნის დადგენაში მდგომარეობს. სასამართლო მხარეთა ნამდვილ ნებას ადგენს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ განმარტების პროცესში წარმოიშობა ხელშეკრულების ტექსტში გადმოცემულ დებულებათა შორის წინააღმდეგობა ან შეუსაბამობა. ყველა იმ გარიგებაში, რომლებშიც ნების გამოვლენის ნამდვილობა დამოკიდებულია მეორე მხარის მიერ ამ ნების მიღებაზე, არცთუ იშვიათად იბადება კითხვა, სწორად გაიგო თუ არა მეორე მხარემ ის, რისი თქმაც ნების გამომვლენ პირს სურდა. თუ მხედველობაში მივიღებთ იმას, რომ გარიგებათა აბსოლუტურ უმრავლესობაში ორი მხარე – ნების გამომვლენი და ნების მიმღები – მონაწილეობს, აშკარა გახდება, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს გამოვლენილი ნების სწორად გაგებას მეორე მხარის მიერ. მრავალი გარემოებით შეიძლება იყოს გამოწვეული, რომ ის, რაც იგულისხმა ნების გამომვლენმა, სხვაგვარად გაიგო მისმა მიმღებმა. აქედან წარმოიშობა გამოვლენილ ნებათა კონფლიქტი, რომელიც საჭიროებს სწორად გადაწყვეტას. ამ კონფლიქტის გადაწყვეტის სამართლებრივ საშუალებას წარმოადგენს ნების გამოვლენის განმარტება. ნების გამოვლენის განმარტება ემსგავსება კანონის განმარტებას: ორივე შემთხვევაში ხდება ბუნდოვანი, საეჭვო აზრის დაზუსტება, მაგრამ, თუ კანონის განმარტებას ზოგადი ხასიათი აქვს, ე.ი. სავალდებულოა და გამოიყენება ყველას მიმართ და მიზნად ისახავს კანონის ბუნდოვანი ადგილების ერთიანი გაგების უზრუნველყოფას, გარიგების (ხელშეკრულების) განმარტების მიზანი უფრო ვიწროა – გარიგების (ხელშეკრულების) მონაწილე მხარეებს შორის ურთიერთობის გარკვევა. ამიტომ ასეთ განმარტებას ძალა აქვს მხოლოდ გარიგების მონაწილეებისათვის. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის თანახმად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. ცხადია, რომ ეს „გონივრული განსჯა“ უნდა ემყარებოდეს გარკვეულ კრიტერიუმებს, კერძოდ, ნების გამოვლენის განმარტება უნდა განხორციელდეს ნების მიმღების შემეცნების (გაგების) შესაძლებლობათა გათვალისწინებით. ამგვარი განმარტების დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ყველა ხელშესახები გარემოება, რომელიც ამ შემთხვევას ახასიათებს. ხელშეკრულების განმარტების საჭიროებას ადგილი აქვს იმ შემთხვევაში, როცა სახეზეა ხელშეკრულება, რომლის გამონათქვამებიც ბუნდოვანი, ორაზროვანი ან ურთიერთგამომრიცხავია, აგრეთვე როცა მისი გამონათქვამები შესწორებასა და შევსებას მოითხოვენ. ხელშეკრულების განმარტების დროს სასამართლო ორ მნიშვნელოვან საკითხს წყვეტს: სასამართლოს ევალება მხარეთა მიერ ხელშეკრულებაში გაკეთებული გამონათქვამების დაზუსტება, ხოლო მეორეს მხრივ, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით ხელშეკრულებაში ღიად დარჩენილი ადგილების ე.წ. ხარვეზების შევსებას ახორციელებს. „ხელშეკრულების გამონათქვამების განმარტება“ და „ხელშეკრულების შევსებითი განმარტება“ განსხვავებული ცნებებია. სხვადასხვანაირი, ორაზროვანი და მრავალმნიშვნელოვანი გამონათქვამების დაზუსტების აუცილებლობას ადგილი აქვს, როდესაც მხარეები ხელშეკრულების გამონათქვამების მიღმა არსებულ მნიშვნელობებზე დავობენ. ხოლო ხელშეკრულების შევსებით განმარტებას მაშინ აქვს ადგილი, როდესაც მხარეებს ხელშეკრულების ტექსტში გამორჩენილი აქვთ ცალკეულ საკითხთა მოწესრიგება ან ხელშეკრულების პირობები გარკვეული ხარვეზებითაა მოცემული. ხელშეკრულების გამონათქვამების განმარტების დროს უნდა დადგინდეს მხარის შინაგანი ნების შესაბამისობა მის გამოხატულებასთან. ხელშეკრულების განმარტების მიზანი მისი შინაარსის დადგენაა. განმარტებას შეიძლება საჭიროებდეს, როგორც მთელი ხელშეკრულება, ასევე, მისი რომელიმე ნაწილი ან თუნდაც რომელიმე პუნქტი (პირობა). ხელშეკრულების პირობები იმგვარად უნდა იქნეს განმარტებული, რომ ყველა მათგანს მიეცეს მნიშვნელობა და არა რომელიმე მათგანს წაერთვას ძალა” (იხ. სუსგ # ა-2135-შ-46-2015, 26.10.2015წ.).
ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია დასახელებული მუხლის შინაარსის მოხმობა: „7.1. იმ შემთხვევაში თუ ,,დამკევთმა“ ან ,,მიმწოდებელმა“ დაუშვა კონტრაქტით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა ან/და არასათანადოდ შესრულება, ხელშეკრულების პირობების დამრღვევი გადაიხდის ჯარიმა თითოეულ ობიექტზე ზედამხედველობის მომსახურების ღირებულების 3% ოდენობით, ნებისმიერ შემთხვევაში ჯარიმა არ უნდა იყოს 1000 ლარზე ნაკლები და გადახდილი უნდა იყოს 5 საბანკო დღის განმავლობაში. დამრღვევმა მხარემ ასევე დაუყოვნებლივ უნდა გამოასწოროს დაშვებული დარღვევები.“
ხელშეკრულების მე-5 მუხლით განსაზღვრულია მხარეთა უფლებები და მოვალეობები, კერძოდ 5.1.1. პუნქტის თანახმად მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულებით განსაზღვრული საზედამხედველო მომსახურეობის განხორციელების პერიოდში იხელმძღვანელოს, მკაცრად დაიცვას და არ დაუშვას ამ ხელშეკრულებით 3.1. და 3.2. პუნქტებით განსაზღვრული დადგენილების, ტექნიკური დავალების, მასში ჩართული სპეციფიკაციებისა და ტექნიკური დავალების, მასში ჩართული სპეციფიკაციებისა და ტექნიკური ზედამხედველობის განხორცილების მეთოდოლოგიებით გათვალისწინებული წესებისა და პირობების მოთხოვნების დარღვევები. ამავე ხელშეკრულების 5.2.5 პუნქტის თანახმად დამკვეთი ვალდებულია დაუყოვნებლივ აუნაზღუროს ,,მიმწოდებელს გაწეული საზედამხედველო მომსახურების ღირებულება წინამდებარე ვადების და პირობების შესაბამისად.
ამდენად, მხარეთა ხელმოწერილ ტექსტში საუბარია როგორც საზედამხედველო მომსახურების პირობების დარღვევაზე, ასევე დამკვეთის მხრიდან შესრულებული სამუშაოების საფასურის გადახდის პირობების დარღვევაზე.
უდავოა ის ფაქტი, რომ შეთანხმებული ჯარიმის გადახდა მოპასუხის მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობით განცდილი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება.
შესაბამისად მოპასუხე იმთავითვე უშვებდა, რომ მისი მხრიდან მომსახურების საფასურის გადახდის პირობების დარღვევის შემთხვევაში პირგასამტეხლოს სახით დაეკისრებოდა ჯარიმა.
6.5 სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლით დეფინირებულია პირგასამტეხლოს ცნება -მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც უნდა გადაიხადოს მოვალემ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისთვის.
ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობას არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.
საქმეზე უდავოდაა დადგენილი, რომ მოსარჩელის მიერ ნარდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა 3 233 502 ლარის ოდენობით, ხოლო რაც შეეხება დამკვეთს - სს ,,ინ--------------------–----------------------------–------–-----–---------–-----------------------------------–ი"-ს მიერ ვალდებულება არ იქნა შესრულებული ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას. სს ,,ინ--------------------–----------------------------–------–-----–---------–-----------------------------------–ი"-ს მიერ ანაზღაურებული იქნა მომსახურების ღირებულების მხოლოდ ნაწილი 2 425 732 ლარი და ასანაზღაურებელი აქვს 807 770 ლარი.
მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით განსაზღვრულია პირგასამტეხლოს (ჯარიმა) ოდენობა კანონით დადგენილი წერილობითი ფორმით და ვინაიდან მოპასუხე მხარის მიერ არ იქნა შესრულებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადლებულება, აღნიშნული გარემოება მოსარჩელის მხრიდან პირგასამტეხლოს დარიცხვის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა. (სუსგ 6.05.2015წ. საქმე №ას-1158-1104-2014, 10.02.2016წ. საქმე №ას-1265-1187-2015).
სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო ერთდროულად განიხილება, როგორც ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფა, ასევე სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ ფორმად. პირგასამტეხლოს გააჩნია ორმაგი მნიშვნელობა, ის წარმოადგენს არა მხოლოდ ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებას, არამედ, ასევე _ ვალდებულების შეუსრულებლობის საფასურის ოდენობის გამორკვევის (განსაზღვრის) მექანიზმს. პირგასამტეხლოს 2 ძირითადი ფუნქცია გააჩნია:
1. მოვალეს უბიძგოს ვალდებულების შესრულებისკენ, არახელსაყრელი პერსპექტივის (ჯარიმა შეუსრულებლობისათვის) მოლოდინის გამოისობით. ან 2. წინასწარ განსაზღვროს შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის მოცულობა. დასაშვებია, პირგასამტეხლოში შემავალი თანხის ოდენობის გამოთვლის წესი სხვადასხვაგვარი იყოს, ხელშეკრულების ან მისი შეუსრულებელი ნაწილის თანხის პროცენტის სახით.
ტრადიციულად, პრაქტიკაში პირგასამტეხლოს მრავალსახეობიდან გამომდინარე, გამოიყენება ჯარიმა და საურავი. სასამართლოს მიაჩნია, რომ თუკი ჯარიმასთან მიმართებით რთულია გამოიყოს რაიმე განსაკუთრებული ნიშნები, საურავის შემთხვევაში, პირგასამტეხლოს სპეციფიკური ნიშნები თვალსაჩინოა. ისინი გამოიხატება იმაში, რომ საურავი დგინდება ვალდებულების შესრულების გადაცილების შემთხვევაში, ანუ ის მოწოდებულია უზრუნველყოს მხოლოდ ვალდებულების თავისდროული შესრულება. საურავი, როგორც წესი, გამოითვლება პროცენტებში ვადაში შეუსრულებელი ვალდებულების თანხასთან მიმართებით. საურავი წარმოადგენს განგრძობად პირგასამტეხლოს, რომელიც გადაიხდევინება ყოველი მომდევნო პერიოდის (მაგ. ყოველდღიურად) გადაცილების ვალდებულების ვადაში შეუსრულებლობისათვის.
წარმოდგენილი ხელშეკრულების მიხედვით, მხარეები დაკვეთის მხრიდან გაწეული საზედამხედველო მომსახურების ღირებულების ანაზღაურების გადაცილების შემთხვევაში, ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად შეთანხმდნენ ჯარიმის სახით თითოეულ ობიექტზე ზედამხედველობის მომსახურების ღირებულების 3% ოდენობით, რაც, სახელშეკრულებო სამართლის თანახმად, წარმოადგენს პირგასამტეხლოს. ამავე შეთანხმებით ნებისმიერ შემთხვევაში ჯარიმა არ უნდა იყოს 1000 ლარზე ნაკლები და გადახდილი უნდა იყოს 5 საბანკო დღის განმავლობაში. დამრღვევმა მხარემ ასევე დაუყოვნებლივ უნდა გამოასწოროს დაშვებული დარღვევები.
სასამართლო სარჩელის საფუძვლის _ ნარდობის ხელშეკრულების შეფასების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ხელშეკრულებაში გათვალისწინებულია პირგასამტეხლოს ერთი სახე: ჯარიმა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით სასამართლოს ამოცანაა მხარე დაიცვას უსამართლო და სამოქალაქო ბრუნვისთვის მიუღებელი ტვირთისაგან, ვინაიდან ურთიერთობის დამყარებისას მხარეები ყოველთვის ვერ საზღვრავენ მათი თავისუფალი ნების მოსალოდნელ შედეგებს. სასამართლოს მინიჭებული აქვს უფლებამოსილება შეამციროს ,,შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო, როცა ამას საჭიროებს დაზარალებულის ინტერესები. სასამართლო მხედველობაში იღებს არამარტო მის ქონებრივ, არამედ ყველა სხვა პატივსადებ ინტერესს. სასამართლო აფასებს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.
პირგასამტეხლოს შემცირების დისკრეციით ლეგიტიმური სარგებლობისათვის მხედველობაშია მისაღები მხარის ქონებრივი მდგომარეობა და კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებები, სახელდობრ, როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (იხ. სუსგ №ას-1199-1127-2015; 13 აპრილი, 2016 წელი).
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სს ,,ინ--------------------–----------------------------–------–-----–---------–------------------------------------–ი"-ს მიერ ანაზღაურებული იქნა მომსახურების ღირებულების მხოლოდ ნაწილი 2 425 732 ლარი და ასანაზღაურებელი აქვს 807 770 ლარი.
მხარეები სადავოდ არ ხდიან, რომ ზოგიერთ შემთხვევაში მომსახურების ღირებულების ანაზღაურება ხდებოდა დაგვიანებით. მოსარჩელე სწორედ დაგვიანებით გადახდილ და გადაუხდელ თანხებზე ანგარიშობს მოთხოვნილი ჯარიმის ოდენობას, რომელიც განსაზღვრულია 930 074 ლარის ოდენობით.
განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაოები ზოგიერთ შემთხვევაში ხარვეზიანი იყო, რის დასადასტურებლადაც საქმეში წარმოდგენილია სს ,,ინ--------------------–----------------------------–------–-----–---------–------------------------------------–ი"-ს წერილები და საექსპერტო დასკვნა. (იხ. ტომი II, ს.ფ. 220-354, ტომი III, ს.ფ. 82-93)
მოპასუხე თანხის დაგვიანებით ჩარიცხვას სწორედ აღნიშნულ ფაქტობრივ გარემობებს უკავშირებს, თუმცა თითოეულ ვადაგადაცილებულ პერიოდზე მოსარჩელის ბრალეულობის დასადგენად მოპასუხის ზოგადი განმარტება არ არის საკმარისი.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხემ, მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულება სრულად არ შეასრულა და მას წარმოეშვა პირგასამტეხლოს გადახდის მოვალეობა. მოპასუხე სადავოდ არ ხდის დაგვიანებით გადახდილ და გადაუხდელ თანხებზე დარიცხული ჯარიმის ოდენობის გამოანგარიშების წესს, რომლის მიხედვითაც ჯარიმა შეადგენს 930 074 ლარს.
თუმცა, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს (ჯარიმის) ოდენობა, წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოს. სასამართლო მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლო გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად და შეუსაბამოდ აღემატებოდეს მას.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა შემცირდეს და მოპასუხეს მისი გადახდა უნდა დაეკისროს შემცირებული სახით. კერძოდ, მოთხოვნილი პირგასამტეხლოს (ჯარიმის) ოდენობა უნდა შემცირდეს ათჯერ, რაც შეადგენს 93 007,4 ლარს, ნაცვლად მოთხოვნილი 930 074 ლარისა. შესაბამისად სარჩელი აღნიშნული მოთხოვნის ნაწილში ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
6.5. განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს შემოწმების საგანია ნარდობის ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანის ანაზღაურების სახით მიუღებელი შემოსავლის დაკისრების საკითხი.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ნარდობის ხელშეკრულების მომწესრიგებელი ნორმები ხელშეკრულების მოშლისა და ზიანის ანაზღაურების სპეციფიკურ რეგულაციებს ადგენს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 636-ე მუხლის თანახმად, შემკვეთს უფლება აქვს სამუშაოს დასრულებამდე ნებისმიერ დროს თქვას უარი ხელშეკრულებაზე, მაგრამ მან უნდა აუნაზღაუროს მენარდეს შესრულებული სამუშაო და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი.
სასამართლო განმარტავს, რომ მოხმობილი ნორმის დეფინიციით, ნარდობის სამართლებრივ ურთიერთობაში უპირატესობა ენიჭება შემკვეთს, რომელსაც უპირობოდ, სამუშაოს დასრულებამდე, ნებისმიერ დროს, შეუძლია ცალმხრივად მოშალოს ხელშეკრულება. მენარდის ინტერესების დასაცავად და მხარეთა შორის უფლებებისა და მოვალეობების გონივრული ბალანსის შესანარჩუნებლად, შემკვეთს ეკისრება ვალდებულება, ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაში, მენარდეს აუნაზღაუროს შესრულებული სამუშაო, ის, რაც ფაქტობრივად შესრულდა და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, მენარდეს ეკისრება ტვირთი, ამტკიცოს, თუ რა ზიანი მიადგა მას ხელშეკრულების მოშლით. სსკ-ის 636-ე მუხლში მითითებული ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი არის ფაქტობრივად შესრულებული სამუშაო, რომელიც უნდა აუნაზღაუროს შემკვეთმა მენარდეს და, ასევე, დანახარჯები, რომელიც მოიცავს მენარდის მიერ გაწეულ ისეთ ქმედებებს, რომლებიც უკავშირდება კონკრეტული ნარდობის ხელშეკრულების მიზნებისათვის ადამიანური, თუ ფინანსური რესურსების მოზიდვას, მაგ., ისეთი სპეციფიკური მასალებისა და მოწყობილობების შეძენას, რომელიც მხოლოდ კონკრეტული ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სამუშაოებისთვისაა აუცილებელი და შეუძლებელია მათი სხვაგან გამოყენება, მანქანა-დანადგარებისა და ტექნიკური საშუალებების, შესასრულებელი სამუშაო იარაღის დაქირავება, კონკრეტული სპეციალისტების მოწვევა, რაც ნარდობის სამუშაოებისათვის გაწეულ ფაქტობრივ და იმ დანახარჯებს მოიცავს, რომელსაც, სავარაუდოა მიიღებდა მენარდე, რადგან საამისოდ განახორციელა გარკვეული ქმედებები (იხ. სუსგ №ას-697-663-2015; 2015 წლის 15 დეკემბერი).
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სახელშეკრულებო სამართლის ფარგლებში მოწესრიგებულ ურთიერთობათა ცალკეულ ნორმებზე: მაგ. ნასყიდობის ხელშეკრულებაზე უარის თქმის საფუძველი (სსკ-ის 484-ე მუხლი), რომელიც გარიგების ყოველი მხარისათვის ადგენს შესაძლებლობას, უარი თქვას თავისი ვალდებულების შესრულებაზე, თუ ხელშეკრულების დადების შემდეგ აღმოჩნდება, რომ არსებობს რეალური საშიშროება იმისა, რომ მეორე მხარე თავის მოვალეობათა მნიშვნელოვან ნაწილს არ ასრულებს, იქვეა დათქმა უარის თქმის დაუშვებლობაზე; საგულისხმოა, მაგალითად, სხვა ნორმებიც: ხელშეკრულების მოშლა დამქირავებლის ინიციატივით (სსკ-ის 541-ე მუხლი), დაზღვევის შეწყვეტა ქონების გასხვისებისას (სსკ-ის 835-ე მუხლი), რომელთა მიხედვითაც, ურთიერთობის შეწყვეტამდე გარკვეული წინაპირობები უნდა არსებობდეს და იქნეს დაცული. სამოქალაქო კოდექსის ცალკეულ ინსტიტუტებთან შედარებისას და სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა ურთიერთობისათვის ამოსავალი პრინციპის - კონრაჰენტთა კეთილსინდისიერების გათვალისწინებით (სსკ-ის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილი), შეიძლება ითქვას, რომ ნარდობის სამართლებრივ ურთიერთობაში 636-ე მუხლი არის ის სპეციალური რეგულაცია, რომელსაც არ სჭირდება წინაპირობების დაცვა (იხ. სუსგ №ას-901-851-2015, 2016 წლის 5 თებერვალი).
განსახილველ შემთხვევაში შემკვეთმა ისარგებლა სწორედ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 636-ე მუხლით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებით. ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო პალატამ განმარტა, რომ მენარდის მიერ ხელშეკრულების პირობის დაურღვევლობის შემთხვევაშიც კი, შემკვეთს კანონმდებელმა მიანიჭა უფლება, ნებისმიერ დროს მოშალოს ხელშეკრულება. ერთადერთი სპეციალური დათქმა, რომელიც მენარდის ინტერესების დასაცავად არის დადგენილი მოხმობილ ნორმაში, მდგომარეობს შემკვეთის ვალდებულებაში, აუნაზღაუროს კონტრაჰენტს უკვე შესრულებული სამუშაო და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი. სსკ-ის 636-ე მუხლით, კანონმდებელი შემკვეთისათვის ხელშეკრულების მოშლის წანამძღვრებს კი არ აწესებს, არამედ, ამ ნორმის გამოყენების შემთხვევაში, გამაწონასწორებელი სამართლებრივი დაცვითი მექანიზმის სახით, ადგენს შემკვეთის ვალდებულებას, ანუ განსაზღვრავს, თუ რა უნდა აუნაზღაურდეს მენარდეს (იხ. სუსგ №ას-697-663-2015; 2015 წლის 15 დეკემბერი).
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებასაც, რომ თავად მოსარჩელემ ვერ შეძლო დაემტკიცებინა, თუ რა ფაქტობრივი ზიანი მიადგა მას კონკრეტული ხელშეკრულების მოშლით. მოსარჩელის მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების შესახებ უკავშირდება მხოლოდ მიუღებელ შემოსავალს, სახელდობრ, რასაც მიიღებდა მოსარჩელე ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში. მოცემულ შემთხვევაში ასანაზღაურებელი ზიანი კი ფაქტობრივ და იმ დანახარჯებს მოიცავს, რომელსაც, სავარაუდოდ მიიღებდა მენარდე, თუ მან საამისოდ გარკვეული ქმედებები განახორციელა. ამ თვალსაზრისით კი, მოსარჩელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, შესაბამისად, ნარდობის ხელშეკრულების მომწესრიგებელი სპეციალური ნორმების თანახმად, იგი არ ექვემდებარება ანაზღაურებას.
სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელის შეფასებასა და დასაბუთებას ხელშეკრულების 11.2 მუხლის განმარტებასთან დაკავშირებით, რომ შემკვეთი ვალდებულია საზედამხედველო ობიექტზე შეარჩიოს და დანიშნოს მხოლოდ ის წამყვანი ინჟინერ-ტექნიკური სპეციალისტები, რომლებიც მოხსენებული იყვნენ მომწოდებლის საკვალიფიკაციო მონაცემებში.
სასამართლოს შეფასებით მოპასუხეს არ დაურღვევია ხელშეკრულების 11.2 მუხლის მოთხოვნები, რადგან ის არ იყო მოსარჩელისათვის ექსკლუზიური უფლების მიმნიჭებელი პირობა. დასახელებული სახელშეკრულებო პირობა არეგულირებდა საკითხს, რომ ვერც ერთი მესამე პირი ვერ აწარმოებდა სამუშაოებს თუკი არ შეესაბამებოდა მიმწოდებლის საკვალიფიკაციო მონაცემებს. კონტრაქტორს კონკრეტულ ობიექტებზე ჰქონდა მინიჭებული საქმიანობის უფლებამოსილება, რაც შემკვეთს არ აკისრებდა ვალდებულებას, რომ სხვა ობიექტებზე არ დაექირავებინა სხვა მენარდეები. აღნიშნული კი არ უზღუდავდა შემკვეთს უფლებამოსილებას, სხვა ობიექტებზე დაექირავებინა სხვა კონტრაქტორები (მენარდეები) და მათთან მოსარჩელესთან გაფორმებული ხელშეკრულების იდენტური, მსგავსი ან სრულიად განსხვავებული პირობები შეეთანხმებინა.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მოთხოვნის განხილვის შედეგად არ დადასტურდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის გამოყენების წინაპირობები, რაც ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანის ანაზღაურების ნაწილში მოსარჩელის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 5000 ლარის ოდენობით; (ტომი I, ს.ფ. 228) მოსარჩელე ითხოვს აგრეთვე საექსპერტო მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის სანაცვლოდ 3000 ლარისა და იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის სანაცვლოდ 30 000 ლარის დაკისრებას.
მოცემულ შემთხვევაში, დავის საგნის ღირებულება შეადგენდა 2016 წლის 31 დეკემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 807 770 ლარის, ჯარიმის 930 074 ლარისა, მიუღებელი შემოსავლის - 7 836 499 ლარის, ჯამს 9 574 343 ლარს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ სასამართლოს მთავარ სხდომამდე სარჩელი ცნო ძირითადი თანხის დავალიანების 652 327,42 ლარის გადახდევინების ნაწილში, რაც საერთო სასარჩელო მოთხოვნის (9 854 343 ლარი) 6,81%-ს შეადგენს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 5 000 ლარის 6,81%, 340,5 ლარი.
ამდენად სარჩელის ცნობის შედეგად დარჩენილი მოთხოვნის 8 922 015,58 ლარის პროპორციული ბაჟი შეადგენს 4 659,5 ლარს.
სასამართლოს მიერ, მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურებაზე უარის თქმის და პირგასამტეხლოს შემცირების გამო, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა 900 777,4 ლარის (ძირითადი თანხა 807 770 ლარი, ჯარიმა 93 007,7 ლარი) გადახდა, ნაცვლად მოთხოვნილი 9 574 343 ლარისა. შესაბამისად, დავის საგნის ღირებულება სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც მოპასუხეს არ უცვნია და რომელიც სასამართლომ დააკმაყოფილა, შეადგენს 248 450,28 ლარს (დაკმაყოფილდა 2,78%).
შესაბამისად, მოპასუხეს შპს ,,სა------------–------------------–----–----------------------–------------------–-------------–-ა"-ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს დარჩენილი მოთხოვნის პროპორციული ბაჟის 4695,5 ლარის 2,78%-ის, 130,53 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
ამასთან სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა 4528,97 ლარი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
7.2. მოსარჩელე ითხოვს მოპასუხეს დაეკისროს საადვოკატო მომსახურებისათვის 30 000 ლარის გადახდა. (ტომი III, ს.ფ. 47)
შპს ,,სა------------–------------------–----–----------------------–------------------–-------------–-ა"-ს მოთხოვნა საადვოკატო ხარჯის 30 000 ლარის დაკისრების შესახებ ვერ იქნება სრულად დაკმაყოფილებული. სასამართლო ხელმძღვანელობს სსსკ-ის 53-ე და 47-ე მუხლით, სადაც კანონმდებელი განმარტავს, რომ ხარჯები უნდა იყოს გონივრული და არ უნდა აღემატებოდეს დავის საგნის ღირებულების 4%-ს. ამავდროულად ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლომ საქმეზე „ასანიძე საქართველოს წინააღმდეგ“ განმარტა, რომ პრეცედენტული სამართლის თანახმად, სასამართლოს ხარჯების ანაზღაურების დაკისრება შეუძლია მხოლოდ იმ ოდენობით, რა ოდენობითაც ისინი რეალურად და საჭიროებისამებრ იქნა გაღებული, იმ მიზნით რომ მიღებულიყო ანაზღაურება იმ საკითხთან დაკავშირებით რომელიც წარმოადგენდა კონვენციის დარღვევას.
მხარეს წარმოდგენილი აქვს საადვოკატო მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი 30 000 ლარის ოდენობით. სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ საადვოკატო ხარჯი განისაზღვროს გონივრული ოდენობით, რაც უნდა შეადგენდეს მხოლოდ 5000 ლარს - მოცემული დავის სირთულის, მასზე გაწეული საქმიანობის, დროისა და რესურსების გათვალისწინებით.
7.3. მოსარჩელე ითხოვს მოპასუხეს დაეკისროს საექსპერტო მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის - 3000 ლარის გადახდა, რომელიც გასწია სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს 2018 წლის 04 დეკემბრის ექსპერტიზის დასკვნისათვის. მოსარჩელე ითხოვს აგრეთვე აუდიტორული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის დაკისრებას.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მოსარჩელის მიერ მისაღები თანხის ოდენობა არ განუსაზღვრავს საქმეში წარმოდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე.
მოპასუხე მხარეს სადავოდ არ გაუხდია, შესრულებული სამუშაოების ღირებულების ოდენობა და ამასთან მოსარჩელეს უარი ეთქვა მიუღებელი შემოსავლის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
მოპასუხესა და მოსარჩელეს შორის დადებული ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული საზღაურისა და ჯარიმის ოდენობა არ ემყარება საქმეში წარმოდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს ექსპერტიზის დასკვნის დადგენილი წესით კვლევას (სსსკ-ის 172-ე და 105-ე მუხლები);
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის V თავი ეძღვნება პროცესის ხარჯებს. კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. იმავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით განმარტებულია, თუ რას შეადგენს თითოეული მათგანი, კერძოდ, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო, სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოგებული მხარის სასარგებლოდ წაგებული მხარისათვის პროცესის ხარჯების დაკისრების სამართლებრივი საფუძვლები მოცემულია საპროცესო კოდექსის 53-ე და 54-ე მუხლებში. ზოგადი პრინციპი ასეთია _ იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
მოსარჩელეს აუდიტორული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ წარმოუდგენია. მის მიერ წარმოდგენილი გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება ეხება სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს ექსპერტიზის დასკვნისათვის გაწეულ ხარჯს, შესაბამისად იმ პირობებში როდესაც, დაკმაყოფილებული მოთხოვნის შესაბამისად მოპასუხესა და მოსარჩელეს შორის დადებული ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული საზღაურისა და ჯარიმის ოდენობა არ ემყარება საქმეში წარმოდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს ექსპერტიზის დასკვნის დადგენილი წესით კვლევას, ექსპერტიზის ხარჯის დაკისრება არარელევანტურია ზემოხსენებული საპროცესო ნორმებიდან გამომდინარე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას საექსპერტო და აუდიტორული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურებაზე.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. შპს ,,სა------------–------------------–----–----------------------–------------------–-------------–-ა"-ს სარჩელი სს ,,ინ--------------------–----------------------------–------–-----–---------–------------------------------------–ი"-ს მიმართ ვალდებულების შესრულების, ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისათვის ჯარიმისა და მიუღებელი შემოსავლის სახით თანხის დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. შპს ,,სა------------–------------------–----–----------------------–------------------–-------------–-ა"-ს სასარჩელო მოთხოვნა ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისათვის ჯარიმისა და მიუღებელი შემოსავლის სახით თანხის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.
3. სს ,,ინ--------------------–----------------------------–------–-----–---------–-----------------------------------–ი"-ს შპს ,,სა------------–------------------–----–----------------------–------------------–-------------–-ა"-ს სასარგებლოდ დაეკისროს შესრულებული სამუშაოების ღირებულების - 807 770 ლარის გადახდა.
4. სს ,,ინ--------------------–----------------------------–------–-----–---------–------------------------------------–ი"-ს შპს ,,სა------------–------------------–----–----------------------–------------------–-------------–-ა"-ს სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს (ჯარიმა) სახით - 93 007,4 ლარის გადახდა.
5. სს ,,ინ--------------------–----------------------------–------–-----–---------–------------------------------------–ი"-ს შპს ,,სა------------–------------------–----–----------------------–------------------–-------------–-ა"-ს სასარგებლოდ დაეკისროს 130,53 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
6. სს ,,ინ--------------------–----------------------------–------–-----–---------–------------------------------------–ი"-ს შპს ,,სა------------–------------------–----–----------------------–------------------–-------------–-ა"-ს სასარგებლოდ დაეკისროს 5000 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ასანაზღაურებლად.
7. მოსარჩელეს უარი ეთქვას საექსპერტო და აუდიტორული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურებაზე.
8. შპს ,,სა------------–------------------–----–----------------------–------------------–-------------–-ა"-ს დაუბრუნდეს მის მიერ 24/09/2018 წელს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 340,5 ლარის ოდენობით.
(გადახდის თარიღი - 24/09/2018 წელი; საგადახდო დავალება #1---; გადამხდელი - შპს ,,სა------------–------------------–----–----------------------–------------------–-------------–-ა" ს/კ 2--------; გადამხდელის ბანკი - სს საქართველოს ბანკი, სახაზინო კოდი - 300 773 150; მიმღები - სახელმწიფო ხაზინა).
9. სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
10. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
11. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე თამარ ბურჯანაძე