გადაწყვეტილება

სამოქალაქო 03.08.2018
საქმის ნომერი
330210016001436928
კატეგორია
დავის ტიპი
ნარდობა
თარიღი
03.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/19100-16

330210016001436928

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

03.08.2018 წ. ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - თამარ ბურჯანაძე

სხდომის მდივა-- - სალომე გურგუჩია--

მოსარჩელე - შპს „სა--“

წარმომადგენელი - გო---------ა, სე--------------ა, ირ---–----------ა

მოპასუხე - სა---------–--------------–----------------------------------------------------------------------------–-–-------------–---------–-------–------------------–--------------------------ი

წარმომადგენელი - ხა----------–--ე, ირ---–------–--ე

დავის საგა-- - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. მოსარჩელის მოთხოვნა:

 

1.1. საქართველოს რ--------–----- გ-------------ა და ი---------------------- სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება სა------------–--------------------------ს შპს ,,სა--“-ს სასარგებლოდ დაეკისროს ეტ. N1----- ხელშეკრულებიდან გამომდინარე 883 948,66 ლარის გადახდა, საიდანაც დაუბრუნებელი სარეზერვო თანხაა 83 905,76 ლარი, დაუბრუნებელი სარეზერვო თანხის სარგებელი 75 252,3 ლარი, შესრულების გარანტიის განაღდებული თანხა 68 153 ლარი, შესრულების გარანტიაზე დარიცხული ჯარიმა/პროცენტი 22450,4 ლარი, საავანსო გარანტიაზე დარიცხული ჯარიმა/პროცენტი 129 856 ლარი, ხელშეკრულების მოშლით (შეწყვეტით) მიუღებელი მოგება 504 331,2 ლარი.

 

1.2. საქართველოს რ--------–----- გ-------------ა და ი---------------------- სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება სა------------–--------------------------ს შპს ,,სა--“-ს სასარგებლოდ დაეკისროს Nეტ. N1----- ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაუბრუნებელ სარეზერვო თანხაზე 83 905,76 ლარზე წლიური 15% სარგებლის გადახდა 2018 წლის 26 მარტიდან ვალდებულების შესრულებამდე.

 

1.3. სა---------–--------------–----------------------------------------------------------------------------–-–-------------–---------–-------–------------------–--------------------------ს შპს ,,სა--“-ს სასარგებლოდ დაეკისროს ეტ. N1----- ხელშეკრულებიდან გამომდინარე 96 109,4 ლარის გადახდა, საიდანაც დაგვიანებით დაბრუნებული სარეზერვო თანხის სარგებელია 45 001,61 ლარი, შესრულების გარანტიის განაღდებული თანხაა 12 368,4 ლარი, შერსრულების განარტიაზე დარიცხული ჯარიმა/პროცენტი 1708,1 ლარი, ხელშეკრულების შეწყვეტით მიუღებელი მოგება 37 031,29 ლარი;

 

1.4. სა---------–--------------–----------------------------------------------------------------------------–-–-------------–---------–-------–------------------–--------------------------ს შპს ,,სა--“-ს სასარგებლოდ დაეკისროს შრ. N2--- ხელშეკრულებიდან გამომდინარე 21 302,37 ლარის გადახდა, რომელიც შეადგენს დაგვიანებით დაბრუნებული სარეზერვო თანხის სარგებელს.

 

1.5. სა---------–--------------–----------------------------------------------------------------------------–-–-------------–---------–-------–------------------–--------------------------ს შპს ,,სა--“-ს სასარგებლოდ დაეკისროს ადგ რN7--- ხელშეკრულებიდან გამომდინარე 13 640 ლარის გადახდა, საიდანაც შესრულებულ სამუშაოთა ღირებულების გადაუხდელი თანხაა 6 075,82 ლარი, სამუშაოთა აუნაზღაურებელი თანხის სარგებელი 4 858,99 ლარი, დაუბრუნებელი სარეზერვო თანხა 1 598,9 ლარი, დაუბრუნებელი სარეზერვო თანხის სარგებელი 1 106,53 ლარი;

 

1.6. სა---------–--------------–----------------------------------------------------------------------------–-–-------------–---------–-------–------------------–--------------------------ს შპს ,,სა--“-ს სასარგებლოდ დაეკისროს ადგ რN7--- ხელშეკრულებიდან გამომდინარე შესრულებულ სამუშაოთა ღირებულების გადაუხდელ და დაუბრუნებელ სარეზერვო თანხაზე 7 674,72 ლარზე წლიური 15% სარგებლის გადახდა 2018 წლის 26 მარტიდან ვალდებულების შესრულებამდე.

1.7. სა---------–--------------–----------------------------------------------------------------------------–-–-------------–---------–-------–------------------–--------------------------ს შპს ,,სა--“-ს სასარგებლოდ დაეკისროს ეტ. N37--- ხელშეკრულებიდან გამომდინარე 3 180,53 ლარის გადახდა, რომელის შეადგენს დაგვიანებით დაბრუნებული სარეზერვო თანხის სარგებელს. (იხ. განცხადება მოთხოვნის დაზუსტების შესახებ, ტომი III, ს.ფ. 364-365)

 

სასარჩელო მოთხოვნები ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

საქართველოს სა------------–--------------------------სა და შპს ,,სა--“-ს შორის დადებულ იქნა 06.08.2012წ. ე.ტ. N1----- და 31.08.2012წ. ე.ტ. N1----- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებები, რომლებითაც გათვალისწინებული იყო შპს ,,სა--“-ს მიერ საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულება შესაბამისად დღგ-ის ჩათვლით 3 512 400 ლარი ოდენობით 31.08.2012წ.-01.12.2012წ. პერიოდის განმავლობაში. N1----- ხელშეკრულების შესაბამისად საბანკო გარანტიის ხელშეკრულებების საფუძველზე სს ,,თ-----------“-ს მიერ გაცემულ იქნა და საქართველოს სა------------–--------------------------ისათვის წარდგენილ იქნა 06.08.2012წ. N1-------------- შესრულების საბანკო გარანტია 508 576 ლარზე და 07.08.2012წ. N1-------------- საავანსო საბანკო გარანტია არაუმეტეს 1 000 000 ლარზე. N1----- ხელშეკრულების შესაბამისად საბანკო გარანტიის ხელშეკრულებების საფუძველზე სს ,,თ-----------“-ს მიერ გაცემულ იქნა და საქართველოს სა------------–--------------------------ისათვის წარდგენილ იქნა 31.08.2012 წ. N1-------------- შესრულების საბანკო გარანტია 175 620 ლარზე.

 

მოპასუხემ სამუშაოთა შესრულების ვადების დარღვევის საფუძვლით ვადამდე შეწყვიტა ხელშეკრულებები და მენარდეს დააკისრა პირგასამტეხლოები და გამოითხოვა შესაბამისი საბანკო გარანტიები. ყველა ხელშეკრულების მიხედვით შემკვეთმა მენარდეს სრულად არ დაუბრუნა დაკავებული სარეზერვო თანხები.

 

მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხემ უსაფუძვლოდ შეწყვიტა ხელშეკრულებები, უსაფუძვლოდ დააკისრა პირგასამტეხლო, უსაფუძვლოდ გამოითხოვა საბანკო გარანტიები და უსაფუძვლოდ გადაავადა სარეზერვო თანხების დაბრუნება, რითაც მენარდემ ფულადი დანაკლისის, მიუღებელი მოგებისა და შემკვეთის ბრალით გადახდილი სარგებლისა და პირგასამტეხლოს სახით გა--ცადა ზია--.

 

ხელშეკრულების 2.18 პუნქტის თანახმად, შემსყიდველის მიერ დაკავდებოდა შესრულებულ სამუშაოთა ღირებულების 5% (სარეზერვო თანხა). ამ თანხის პირველი ნახევარი დაბრუნდებოდა შემსყიდველის მიერ შექმნილი კომისიის მიერ ობიექტის ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ, ხოლო მე-2 ნახევარი ხელშეკრულებით განსაზღვრული საგარანტიო ვადის (1 წელი) გასვლის შდემდეგ.

 

მოპასუხემ ხელშეკრულება ცალმხრივად 2013 წლის 23 ივლისს შეწყვიტა. ამ მომენტისათვის შესრულებულმა სამუშაოებმა შეადგინა 3 356 230,52 ლარი, ხოლო დაკავებულმა სარეზერვო თანხამ 167 811,53 ლარი. სარეზერვო თანხის პირველი ნახევრიდან დეფექტების გამო დაკავდა 4132 ლარი, ხოლო დარჩენილი 79 773,6 ლარი დაბრუნებული იქნა. შესაბამისი აქტი გაფორმდა ახალი კონტრაქტორი მესამე პირის მიერ სამუშაოების დასრულების შემდეგ. მეორე ნახევარი, კერძოდ 83 905,76 ლარი დღემდე არ დაბრუნებულა.

 

ნარდობის ხელშეკრულების შემკვეთის მიერ შეწყვეტის შემთხვევაში იგი ვალდებულია მენარდეს აუნაზღაუროს შესრულებული სამუშაო. ამ სამუშაოს ღირებულების ნაწილია დაკავებული სარეზერვო თანხა. შესაბამისად შემკვეთს სარეზერვო თანხა უნდა აენაზღაურებინა ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტში. შეწყვეტიდან გასულია 1 წლია-- საგარანტიო ვადა, რომლის ფარგლებში შემსყიდველს არ წარმოუდგენია პრეტენზია დეფექტების შესახებ.

 

სარეზერვო თანხის დაბრუნების ვადა 2013 წლის 23 ივლისს, ანუ ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღში დადგა. მთლია-- სარეზერვო თანხიდან 79 773,6 ლარი ჩაირიცხა 2014 წლის 05 დეკემბერს. შესაბამისად, ვადაგადაცილებამ შეადგინა 500 დღე. წლიური 15%-ია-- სარგებლიდან გამომდინარე დარიცხულმა სარგებელმა შეადგინა 16 391,84 ლარი. დარჩენილი 83 905,76 ლარი დღემდე არ ჩარიცხულა. 23.07.2013-26.03.2018წ. პერიოდში ვადაგადაცილებამ შეადგინა 1707 დღე, ხოლო 15% წლიური სარგებლიდან გამომდინარე, დარიცხულმა სარგერბელმა 58 860,47 ლარი. გარდა ამისა, მოსარჩელე თვლის, რომ 83 905,76 ლარს 26.03.2018წ. პერიოდიდან თანხის გადახდამდე უნდა დაერიცხოს წლიური 15%.

 

მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხისათვის ვადაგადილებულ სარეზერვო თანხაზე 15% სარგებლის დარიცხვის საფუძველია ის გარემოება, რომ შესაბამის პერიოდში მოსარჩელეს გააჩნდა საბანკო კრედიტები და საბანკო კრედიტებად გარდაქმნილი განაღდებული საბანკო გარანტიები უფრო მეტი სარგებლის დარიცხვით, ასევე ფულის განსაკუთრებული ბრუნვაუნარიანობა, რის გამოც მის მესაკუთრესთან უსაფუძვლოდ არარსებობას ყოველთვის მოჰყვება მესაკუთრის ზია-- - დანაკლისი (სარგებლის აცდენა), ფულს ყოველთვის შეუძლია მესაკუთრისატვის სარგებლის მოტანა.

 

ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად სს ,,თ-----------ს“ მიერ 2012 წლის 06 აგვისტოს 508 576 ლარის ოდენობით გაცემული იყო შესრულების საბანკო გარანტია N1--------------. მოპასუხის 2013 წლის 19 ივლისის წერილით მოსარჩელეს ხელშეკრულების 7.1. პუნქტის საფუძველზე დაეკისრა პირგასამტეხლო 68 152,90 ლარი. იმავე ოდენობით მოპასუხემ 2013 წლის 06 აგვისტოს წერილით გამოითხოვა შესრულების გარანტია, რაც ბანკმა დააკმაყოფილა. სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულების მოქმედების დასრულების ვადა განსაზღვრული იყო 2013 წლის 30 სექტემბრით. ის მოპასუხის მიერ ვადამდე ცალმხრივად 2013 წლის 23 ივლისს იქნა შეწყვეტილი. ხელშეკრულების 7.1. პუნქტის თანახმად, დამრღვევმა მხარემ მეორე მხარეს უნდა გადაუხადოს პირგასამტეხლო დარჩენილი ღირებულების 1%. მოცემული დებულება ისე უნდა გა--მარტოს, რომ პირგასამტეხლო გათვალისწინებული იყო სამუშაოების შესრულების ვადაგადაცილებაზე, რაზეც მიუთითებს ის, რომ პირგასამტეხლო განსაზღვრულია დარჩენილი სამუშაოების ღირებულებასთან მიმართებაში (შეწყვტის მომენტში დარჩენილი ღირებულება იყო 6 815 286,48 ლარი, რომლის 1% იქნა პირგასამტეხლოს სახით დაკისრებული.

 

პირგასამტეხლოს დაკისრება უსაფუძვლოა, ვინაიდან მისი დაკისრება მოხდა ხელშეკრულებაზე უარის თქმამდე (შეყვეტამდე) და მეორე იგი დაკისრებულ იქნა ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვამდე.

 

მოსარჩელე პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძვლიანობას არ ეთანხება, ამასთან განმარტავს, რომ იგი საფუძვლია-- რომც ყოფილიყო, შეუსაბამო სიდიდის გამო შემცირებას ექვემდებარებოდა. საბანკო გარანტიის განაღდების გამო მოცემული თანხა მოპასუხემ უკვე მიიღო, რის გამოც ის თანხა, რამდენითაც შემცირდა პირგასამტეხლო, მოსარჩელისათვის არ უნდა ყოფილიყო დაკისრებული, რის გამოც მოპასუხეს უნდა დაეკისროს გადაწყვეტილებით.

 

მოპასუხემ 2013 წლის 06 აგვისტოს წერილით გამოითხოვა შესრულების გარანტია N1--------------, რაც ბანკმა დააკმაყოფილა 2013 წლის 05 სექტემბრის საგადახდო დავალებით. საბანკო გარანტიის ხელშეკრულებით საბანკო გარანტია გარდაიქმნა საბანკო კრედიტად 48%-ია-- სარგებლით. შესაბამისად, ბანკის მიერ მოსარჩელისათვის დარიცხულმა სარგებელმა შეადგინა 20 222 ლარი, ჯარიმამ 2228,4 ლარი, სულ 22 450,4 ლარი. ვინაიდან მოპასუხემ არასწორად დააკისრა მოსარჩელეს პირგასამტეხლო, შესრულებულის გარანტიის განაღდებულ თანხასთან ერთად მასვე უნდა დაეკისროს ბანკის სასარგერბლოდ სასამართლოს მიერ მოსარჩელისათვის დაკისრებული სარგებლისა და პირგასამტეხლოს თანხები.

 

ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტისათვის გაუქვითავი ავანსის ნაშთი შეადგენდა 740 000 ლარს. ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ მოპასუხემ აღნიშნული თანხა გამოითხოვა ბანკიდან. ბანკმა მოპასუხის მოთხოვნა დააკმაყოფილა და აღნიშნული თანხა 2013 წლის 05 სექტემბერს გადაურიცხა.

 

მოსარჩელეს უსაფუძვლოდ მიაჩნია ხელშეკრულების შეწყვეტა, რის გამოც მოპასუხეს უნდა დაეკისროს საავანსო თანხის გამოთხოვით მოსარჩელისათვის მიყენებული ზია--, რომელის მას მიადგა საავანსო თანხის გამოთხოვის შემდეგ ბანკის მიერ დაკისრებული სარგებლითა და ჯარიმით. კერძოდ, საბანკო გარანტიის ხელშეკრულებით საბანკო გარანტია გარდაიქმნა საბანკო კრედიტად 48%-ია-- სარგებლით. შესაბამისად, ბანკის მიერ მოსარჩელისათვის დარიცხულმა სარგებელმა შეადგინა 108 719 ლარი, ჯარიმამ 21137 ლარი, სლ 129 856 ლარი.

 

ხელშეკრულებით სულ უნდა შესრულებულიყო 10 171 517 ლარის სამუშაოები. აქედან შესრულებული არაა 6 815 286,48 ლარის სამუშაოები. შეუსრულებელ სამუშაოებზე მისაღები მოგება შეადგენდა 504 331,2 ლარს (7,4%), რაც მოსარჩელემ ვერ მიიღო ხელშეკრულების შეწყვეტის გამო. მოპასუხემ ხელშეკრულების შეწყვეტას საფუძვლად დაუდო ხელშეკრულების 9.4. პუქნტის ,,ა“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, შემსყიდველი უფლებამოსილია ვადამდე ცალმხრივად შეწყვიტოს ამ ხელშეკრულების მოქმედება თუ მიმწოდებელი არღვევს ამ ხელშეკრულების პირობებს. მაგრამ ამავე ხელშეკრულების 7.2. პუნქტის თანახმად, შემსყიდველს უფლება აქვს ცალმხრივად შეწყვტოს ხელშეკრულება, თუ მიმწოდებლისათვის ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო დაკისრებული პირგასამტეხლოს ჯამური ოდენობა საერთო ღირებულების 5%-ს აღემატება.

 

მოპასუხემ მოსარჩელე მხარეს არ გაუგრძელა სამუშაოების შესრულების ვადა. ამასთან დაკავშირებით აღსა--შნავია, რომ დარჩენილ სამუშაოებზე მოპასუხემ ახალ კონტრაქტორს სამუშაოების შესრულებისათვის თავდაპირველად ვადა მისცა 2013 წლის 31 დეკემბრამდე, შემდეგ გაუგრძელა 2014 წლის 30 ივნისამდე, შემდეგ კიდევ გაუგრძელა 2014 წლის 31 აგვისტომდე, შემდეგ საბოლოოდ გაუგრძელა 2014 წლის 15 სექტემბრამდე.

 

სამოქალაქო კოდექსის 636-ე მუხლზე დაყრდნობით მოსარჩელე განმარტავს, რომ ზიანმა მიუღებელი მოგების სახით 504 331,2 ლარი შეადგინა, რაც მოპასუხეს უნდა დაეკისროს გადაწყვეტილებით.

 

ზემოაღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებზე და სამართლებრივ საფუძვლებზე დაყრდნობით ითხოვს მოსარჩელე დარჩენილი ხელშეკრულებებიდან გამომდინარე თანხის დაკისრებას.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. მოპასუხემ სასამართლო სხდომაზე დააზუსტა შესაგებელი მის მიერ სარჩელის აღძვრის შემდეგ გადახდილი თანხების გათვალისწინებით და სარჩელი არ ცნო.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2012 წლის 06 აგვისტოს, საქართველოს რ--------–----- გ-------------ა და ი---------------------- სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება სა------------–--------------------------სა და შპს ,,სა--“-ს შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ე.ტ. N1----- ხელშეკრულება, რომლის თანახმად, შპს ,,სა--“-მ იკისრა თანდართული ხარჯთაღრიცხვისა და პროექტის შესაბამისად შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზ----------ა----–--ს საავტომობილო გზის კმ 24+440-კემ 29+365 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების (C----------) განხორციელება.

 

ხელშეკრულების 2.4. პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი (შპს ,,სა--“ ანგარიშსწორებისას ვალდებულია ყოველ თვეში წარმოადგინოს ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების მთლია-- და ჯამური (დამატებული ღირებულების გათვალისწინებით) ღირებულება საანგარიშო პერიოდსა და ნაზარდი ჯამის ჩვენებით.

 

ხელშეკრულების 2.5. პუნქტით, ანგარიშსწორება მოხდება ყოველთვიურად, ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების და დადასტურებული მოცულობის მიხედვით, მეღება-ჩაბარების აქტის (ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების მოცულობების მიღების აქტი) და დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურის გაფორმების საფუძველზე, მიღება-ჩაბარების აქტის და დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურის წარდგენიდან 28 დღის განმავლობაში.

 

ხელშეკრულების 2.9. პუნქტის თანახმად, შემსყიდველის მიერ ავანსის გაცემასთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს გასაცემი ავანსის ოდენობის უპირობო საბანკო გარანტია, რომელიც ძალაში უნდა იყოს გასაცემი ავანსის დაქვითვამდე.

 

მხარეთა შეთანხმებით ხელშეკრულების ფარგლებში ანაზღაურებელი იქნება მხოლოდ იმ შესრულებული სამუშაოების, მათ შორის შემსყიდველთან შეთანხმებული შესრულებული გაუთვალისწინებელი სამუშაოების ღირებულება, რომლის მოცულობასა და ხარისხზე არსებობს უშუალოდ შემსყიდველის და საამისოდ შერჩეული პირის (შპს ,,ს-------------–------------------–----–----------------------–------------------–-------------–--“) მიერ დადასტურებული აქტი.

 

ხელშეკრულების 2.17. პუნქტით, შესრულებული სამუშაოს სრულფასოვა-- ფუნქციონირებისათვის, საგარანტიო ვადა შეადგენდა ერთ წელს სამუშაოს მიღებიდან, რომლის განმავლობაშიც მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს ექსპლოატაციის პროცესში წარმოქმნილი ხარვეზების აღმოფხვრა. სამუშაოების ხარისხის დაცვის მიზნით, შემსყიდველის მიერ ყოველთვიურად დაკავებული იქნება შესრულებული სამუშაოების ღირებულების 5%, რომლის ნახევრის (2,5%) დაბრუნება მოხდება სამუშაოს სრული დასრულებისა და შემსყიდველის მიერ შექმნილი სპეციალური კომისიის მიერ შედგენილი ობიექტის ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ. იმ შემთხვევაში, თუ კომისიის მიერ აქტის შედგენისას დაფიქსირებული იქნება შესრულებული სამუშაოს ნაკლი ან უხარისხობა, მიმწოდებელს აღნიშნული თანხა არ აუნაზღაურდება დეფექტების გამოსწორებამდე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2012 წლის 06 აგვისტოს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება (ტომი I, ს.ფ. 33-41);

- ხარჯთაღრიცხვა (ტომი I, ს.ფ. 42-69)

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.1.2. 2012 წლის 06 აგვისტოს ხელშეკრულების პირობების მე-5 მუხლით მხარეება განსაზღვრეს სამუშაოს შესრულების პირობები და ვადები.

 

ხელშეკრულების 5.1. პუნქტით, მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოს შესრულების პროცესში იხელმძღვანელოს ამ ხელშეკრულების 3.1. პუნქტში გათვალისწინებული წესებითა და პირობებით და ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები განახორციელოს 06.08.2012წ.-30.09.2013წ. პერიოდის განმავლობაში.

 

სამუშაოს მთლია-- ღირებულება, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დამატებული ღირებულების გადასახადის გარეშე გა--საზღვრა 8 619 929,66 ლარით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2012 წლის 06 აგვისტოს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება (ტომი I, ს.ფ. 33-41);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.1.3. 2012 წლის 06 აგვისტოს ხელშეკრულების მე-9 მუხლით განსაზღვრულია ხელშეკრულების შეწყვეტის პირობები, კერძოდ 9.1. პუნქტის თანახმად ხელშეკრულების დამდები ერთ-ერთი მხარის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მეორე მხარეს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების სრული ან მისი ცალკეული პირობის მოქმედების შეწყვეტის შესახებ, რაზედაც აცნობებს მეორე მხარეს წერილობითი ფორმით.

 

ხელშეკრულების 9.4. პუნქტის თანახმად, შემსყიდველი უფლებამოსილია ვადამდე ცალმხრივად შეწყვიტოს ამ ხელშეკრულების მოქმედება, თუ მიმწოდებელი არღვევს ამ ხელშეკრულების პირობებს (არ ასრულებს ან არაჯეროვნად ასრულებს)

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2012 წლის 06 აგვისტოს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება (ტომი I, ს.ფ. 33-41);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.1.4. 2012 წლის 6 აგვისტოს #1-------------- საბანკო გარანტიის ხელშეკრულებით გარანტიის თანხის ოდენობად გა--საზღვრა 508576 (ხუთასრვაათას ხუთასსმოცდათექვსმეტი) ლარი. ამ შემთხვევაში ბენეფიციარს წარმოადგენდა საქართველოს რ--------–----- გ-------------ა და ი---------------------- სამინისტროს საქართველოს სა------------–--------------------------ი. ხელშეკრულების თანახმად, უზრუნველყოფილი ვალდებულებაა 2012 წლის 6 აგვისტოს დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით (ე.ტ. №1-----) საქართველოს სა------------–--------------------------ის (ბენეფიციარის) წინაშე შპს ”სა--ს” მიერ ნაკისრი ვალდებულება, რომელიც გულისხმობს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქ---------წ---–--------ც-------ლ--------ლ------–-- საავტომობილო გზის კმ 88+235 - კმ. 99 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებას.

 

გარანტიის მოქმედების ვადა გა--საზღვრა 2013 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით. საბანკო გარანტიის ხელშეკრულების 1.3. პუნქტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ გარანტის მიერ ბენეფიციარისათვის გარანტიის თანხის გადახის შემთხვევაში აღნიშნული თანხა ჩაითვლება (გარდაიქმნება) გარანტის მიერ პრინციპალისათვის მიცემულ საბანკო კრედიტად (სესხად). ამავე ხელშეკრულებით გარანტიის საპროცენტო სარგებელი გა--საზღვრა წლიური 5%-ით (პუნქტი 2.5), კრედიტის საპროცენტო სარგებელი - წლიური 48%-ით (პუნქტი 2.10), პირგასამტეხლო - ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის 0,2%-ით (პუნქტი 2.12).

 

სს ”თ----------მა” 2012 წლის 6 აგვისტოს გასცა საბანკო გარანტია და ბენეფიციარის - საქართველოს რ--------–----- გ-------------ა და ი---------------------- სამინისტროს საქართველოს სა------------–--------------------------ის წინაშე იკისრა შემდეგი შინაარსის ხელშეკრულების შესრულების საგარანტიო უზრუნველყოფა - „ვადასტურებთ, რომ ვართ გარანტები და პასუხისმგებლები თქვენს წინაშე მიმწოდებლის სახელით საერთო თანხაზე 578576 ლარი და ვკისრულობთ ზემოთ აღნიშნული თანხის გადახდას მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის საფუძველზე თქვენი პირველივე მოთხოვნის შემდეგ. წინამდებარე გარანტია ძალაშია: ა) მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულების საბოლოოდ დამთავრებამდე; ბ) 2013 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით; იმის მიხედვით რომელი გარემოება დადგება უფრო ადრე.”

 

სა------------–--------------------------მა 2013 წლის 6 აგვისტოს №0------------ წერილით ბანკისგან მოითხოვა საგარანტიო თანხიდან 68 152,9 ლარის გადახდა. ამ წერილში აღნიშნულია შემდეგი: საქართველოს სა------------–--------------------------ის 2013 წლის 19 ივლისის №0------------ წერილით შპს ”სა--ს” ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო პირგასამტეხლოს სახით დაეკისრა 68 152,9 ლარის გადახდა, რისთვისაც განესაზღვრა 14 საბანკო დღე. აღნიშნული წერილი მიმწოდებელი ორგა--ზაციის წარმომადგენელს ჩაბარდა 2013 წლის 26 ივლისს. მიუხედავად აღნიშნულისა დეპარტამენტში დღემდე არ წარმოუდგენიათ ხსენებული პირგასამტეხლოს გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. შესაბამისად, იძულებული ვართ ავამოქმედოთ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველსაყოფად წარმოდგენილი №1-------------- საბანკო გარანტია.”

 

ამ წერილის საფუძველზე №1-------------- საბანკო გარანტიის ფარგლებში ბენეფიციარს - საქართველოს რ--------–----- გ-------------ა და ი---------------------- სამინისტროს საქართველოს სა------------–--------------------------ს პრინციპალისათვის დარიცხული პირგასამტეხლოს ანგარიშში ბანკმა 2013 წლის 5 სექტემბერს გადაუხადა

68 152,9 (სამოცდარვა ათას ასორმოცდათორმეტი მთელი ცხრა მეათედი) ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2012 წლის 06 აგვისტოს საბანკო გარანტიიის ხელშეკრულება N1-------------- მისი დანართი - შეთანხმება დამატებითი პირობების შესახებ (ტომი I, ს.ფ. 76-77)

- ხელშეკრულების შესრულების საგარანტიო უზრუნველყოფა (საბანკო გარანტია) №1-------------- (ტომი I, ს.ფ. 75)

- საქართველოს უზენაესი სასამართლოს Nას-894-834-2017 განჩინება (ტომი III, ს.ფ. 388-413)

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.1.5. 2012 წლის 7 აგვისტოს #1-------------- საბანკო გარანტიის ხელშეკრულებით გარანტიის თანხის ოდენობად გა--საზღვრა 1000000 (ერთი მილიონი) ლარი. ამ შემთხვევაშიც ბენეფიციარს წარმოადგენდა საქართველოს რ--------–----- გ-------------ა და ი---------------------- სამინისტროს სა------------–--------------------------ი.

 

ხელშეკრულების თანახმად, ამ საბანკო გარანტიის გამოყენება დაკავშირებულია ს----------–------------------–------------------სა და შპს ”სა--ს” შორის 2012 წლის 6 აგვისტოს დადებული ე.ტ.№1----- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებასთან, რომლის საგა--ცაა შპს ”სა--ს” მიერ შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქ---------წ---–--------ც-------ლ--------ლ------–-- საავტომობილო გზის კმ.88+235-კმ.99 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება. ამ სამუშაოს მთლია-- ღირებულება დამატებითი ღირებულების გადასახადის გარეშე შეადგენს 8619929,66 (რვა მილიონ ექვსასცხრამეტი ათას ცხაასოცდაცხრა მთელი სამოცდაექვსი მეასედი) ლარს. გარანტიის მოქმედების ვადა გა--საზღვრა 2013 წლის 30 იანვრის ჩათვლით. საბანკო გარანტიის ხელშეკრულების 1.3. პუნქტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ გარანტის მიერ ბენეფიციარისათვის გარანტიის თანხის გადახის შემთხვევაში აღნიშნული თანხა ჩაითვლება (გარდაიქმნება) გარანტის მიერ პრინციპალისათვის მიცემულ საბანკო კრედიტად (სესხად). ამავე ხელშეკრულებით გარანტიის საპროცენტო სარგებელი გა--საზღვრა წლიური 5%-ით (პუნქტი 2.5), კრედიტის საპროცენტო სარგებელი - წლიური 48%-ით (პუნქტი 2.10), პირგასამტეხლო - ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის 0,2%-ით (პუნქტი 2.12).

 

ამ ხელშეკრულების საფუძველზე სს ”თ----------მა” გასცა შემდეგი შინაარსის საბანკო გარანტია საავანსო გადახდაზე - ”ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ შპს ”სა--მ” (ს/ნ 220016113) (შემდგომში ”კონტრაქტორი”) 2012 წლის 6 აგვისტოს გააფორმა თქვენთან ხელშეკრულება ე.ტ.№1----- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქ---------წ---–--------ც-------ლ--------ლ------–-- საავტომობილო გზის კმ.88+235-კმ.99 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების შესახებ (შემდგომში ”კონტრაქტი”). ამასთანავე, ჩვენთვის გასაგებია, რომ კონტრაქტის პირობების შესაბამისად აუცილებელია საავანსო გადახდის გარანტიის არსებობა ქვემოთ მოცემულ თანხაზე. კონტრაქტორის მოთხოვნით, ჩვენ, სს ”თ-----------”, უპირობოდ ვიღებთ ვალდებულებას გადაგიხადოთ თქვენ ნებისმიერი თანხა ან თანხები, რომელიც ჯამში არ აღემატება 1000000 (ერთი მილიონი) ლარს. თანხის გადახდა მოხდება ჩვენს მიერ თქვენგან პირველივე წერილობითი მოთხოვნის მიღების შემდეგ, რომელსაც თან უნდა ერთვოდეს წერილობითი განცხადება, რომელშიც მითითებული იქნება, რომ ”კონტრაქტორმა” დაარღვია კონტრაქტით განსაზღვრული ვალდებულება/ები. გარანტია ძალაში შევა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ”კონტრაქტორის” ანგარიშზე სს ”თ----------ში” სრულად ჩაირიცხება ”კონტრაქტით” გათვალისწინებული საავანსო თანხა, შესაბამისად მოცემული გარანტიის ფარგლებში ნებისმიერი პრეტენზიის ან გადახდის პირობას წარმოადგენს შემდეგი: კონტრაქტორს საავანსო თანხა აუცილებლად უნდა ჰქონდეს მიღებული მის ანგარიშზე სს ”თ----------ში, ანგარიშის №G---------------------------. მოცემული გარანტიის მაქსიმალური თანხა პროგრესულად უნდა შემცირდეს საავანსო თანხის იმ ნაწილით, რომელიც უკვე დაფარულია კონტრაქტორის მიერ, როგორც ეს აღნიშნულია შუალედური ამონაწერების ასლებში ან გადახდის სერთიფიკატებში, რომლებიც წარმოდგენილი უნდა იყოს ბანკში. გარანტიის მოქმედება სრულდება ყველაზე გვიან, ჩვენს მიერ შუალედური გადახდის სერთიფიკატის მიღების შემდეგ, რომელშიც მითითებული იქნება, რომ კონტრაქტის ღირებულების 80% (ოთხმოცი პროცენტის) გადახდა უკვე დადასტურებულია ან 2013 წლის 30 იანვრის ჩათვლით, ამ თარიღთაგან პირველის დადგომამდე. შესაბამისად, გადახდის ნებისმიერი მოთხოვნა მოცემული გარანტიის ფარგლებში მიღებული უნდა იქნას ჩვენს ოფისში ზემოხსენებული თარიღის ჩათვლით.” საქართველოს რ--------–----- გ-------------ა და ი---------------------- სამინისტროს სა------------–--------------------------მა 2013 წლის 23 ივლისის №0------------ წერილით მიმართა სს ”თ----------ს” და მოითხოვა 740000 (შვიდასორმოცი ათასი) ლარის გადახდა. აღნიშნულ წერილში ბენეფიციარი მიუთითებს შემდეგს: ”გაცნობებთ, რომ საქართველოს სა------------–--------------------------სა და შპს ”სა--ს” შორის 2012 წლის 6 აგვისტოს გაფორმებული ე.ტ.№1----- ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობის გამო ”სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის ”ე” ქვეპუნქტისა და კონტრაქტის მე-9 მუხლის 9.4 პუნქტის ”ა” ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს სა------------–--------------------------მა მიიღო გადაწყვეტილება ზემოაღნიშნული ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის თაობაზე. ხელშეკრულების შესაბამისად ქ---------წ---–--------ც-------ლ--------ლ------–-- ს/გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოება მომწოდებელმა ორგა--ზაციამ დაიწყო 2012 წლის 6 აგვისტოს, ხოლო სამუშაოების დასრულების ვადად განსაზღვრულია 2013 წლის 30 სექტემბერი. მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულების დადებიდან გასულია ერთ წლამდე ვადა და მიუხედავად დეპარტამენტის და საზედამხედველო ორგა--ზაციის გაფრთხილებებისა სამუშაოების დაწყებიდან დღეის მდგომარეობით სულ შესრულებულია 3356230,52 (სამიმილიონ სამასორმოცდათექვსმეტი ათას ორასოცდაათი მთელი ორმოცდათორმეტი მეასედი) ლარის სამუშაოები დღგ-ს ჩათვლით, რაც მთელი საკონტრაქტო ღირებულების 33%-ს შეადგენს... ზემოაღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, ვინაიდან სახეზეა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობა, საქართველოს სა------------–--------------------------მა მიიღო გადაწყვეტილება აღნიშნული კონტრაქტის ცალმხრივად შეწყვეტისა და თქვენს მიერ 2012 წლის 7 აგვისტოს გაცემული №1-------------- ავანსის უზრუნველყოფის მიზნით გაცემული საბანკო გარანტიის ამოქმედების თაობაზე.”

 

ბანკმა იმოქმედა ამ წერილის შესაბამისად და 2013 წლის 5 სექტემბერს საქართველოს სა------------–--------------------------ს გადაუხადა 740000 (შვიდასორმოცი ათასი) ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2012 წლის 7 აგვისტოს საბანკო გარანტიის ხელშეკრულება №1-------------- და მისი დანართი - შეთანხმება დამატებითი პირობების შესახებ (ტომი I, ს.ფ. 79-80)

- საბანკო გარანტია საავანსო გადახდაზე №1-------------- (ტომი I, ს.ფ. 78)

- საქართველოს უზენაესი სასამართლოს Nას-894-834-2017 განჩინება (ტომი III, ს.ფ. 388-413)

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.1.6. 2013 წლის 23 ივლისიდან საქართველოს სა------------–--------------------------მა ცალმხრივად შეწყვიტა 2012 წლის 06 აგვისტოს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ე.ტ. N1----- ხელშეკრულება, რის თაობაზეც შპს ,,სა--ს“ ეცნობა 2013 წლის 23 ივლისის წერილით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 23.07.2013 წლის წერილი (ტომი I, ს.ფ. 104-106)

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.1.7. 2012 წლის 31 აგვისტოს, საქართველოს რ--------–----- გ-------------ა და ი---------------------- სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება სა------------–--------------------------სა და შპს ,,სა--“-ს შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ე.ტ. N1----- ხელშეკრულება, რომლის თანახმად, შპს ,,სა--“-მ იკისრა თანდართული ხარჯთაღრიცხვისა და პროექტის შესაბამისად შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზ----------ა----–--ს საავტომობილო გზის კმ 24+440 - კმ29+365 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების (C----------) განხორციელება.

 

ხელშეკრულების 2.4. პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი ანგარიშსწორებისას ვალდებულია ყოველ თვეში წარმოადგინოს ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების მთლია-- და ჯამური (დამატებული ღირებულების გათვალისწინებით) ღირებულება საანგარიშო პერიოდსა და ნაზარდი ჯამის ჩვენებით.

 

ხელშეკრულების 2.5. პუნქტის თანახმად, ანგარიშსწორება მოხდება ყოველთვიურად, ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების და დადასტურებული მოცულობის მიხედვით, მეღება-ჩაბარების აქტის (ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების მოცულობების მიღების აქტი) და დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურის გაფორმების საფუძველზე, მიღება-ჩაბარების აქტის და დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურის წარდგენიდან 28 დღის განმავლობაში.

 

ხელშეკრულების 2.9. პუნქტის თანახმად, შემსყიდველის მიერ ავანსის გაცემასთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს გასაცემი ავანსის ოდენობის უპირობო საბანკო გარანტია, რომელიც ძალაში უნდა იყოს გასაცემი ავანსის დაქვითვამდე.

 

მხარეთა შეთანხმებით ხელშეკრულების ფარგლებში ანაზღაურებელი იქნება მხოლოდ იმ შესრულებული სამუშაოების, მათ შორის შემსყიდველთან შეთანხმებული შესრულებული გაუთვალისწინებელი სამუშაოების ღირებულება, რომლის მოცულობისა და ხარისხზე არსებობს უშუალოდ შემსყიდველის და საამისოდ შერჩეული პირის (შპს ,,ს-------------–------------------–----–----------------------–------------------–-------------–--“) მიერ დადასტურებული აქტი.

 

ხელშეკრულების 2.17. პუნქტის თანახმად, შესრულებული სამუშაოს სრულფასოვა-- ფუნქციონირებისათვის, საგარანტიო ვადა შეადგენს ერთ წელს სამუშაოს მიღებიდან, რომლის განმავლობაშიც მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს ექსპლოატაციის პროცესში წარმოქმნილი ხარვეზების აღმოფხვრა. სამუშაების ხარისხის დაცვის მიზნით, შემსყიდველის მეირ ყოველთვიურად დაკავებული იქნება შესრულებული სამუშაოების ღირებულების 5%, რომლის ნახევრის (2,5%) დაბრუნება მოხდება სამუშაოს სრული დასრულებისა და შემსყიდველის მიერ შექმნილი სპეციალური კომისიის მიერ შედგენილი ობიექტის ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ. იმ შემთხვევაში, თუ კომისიის მიერ აქტის შედგენისას დაფიქსირებული იქნება შესრულებული სამუშაოს ნაკლი ანა უხარისხობა, მიმწოდებელს აღნიშნული თანხა არ აუნაზღაურდება დეფექტების გამოსწორებამდე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2012 წლის 31 აგვისტოს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება (ტომი I, ს.ფ. 145-153);

- ხარჯთაღრიცხვა (ტომი I, ს.ფ. 154-162)

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.1.8. 2012 წლის 31 აგვისტოს ხელშეკრულების პირობების მე-5 მუხლით მხარეება განსაზღვრეს სამუშაოს შესრულების პირობები და ვადები.

 

ხელშეკრულების 5.1. პუნქტით მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოს შესრულების პროცესში იხელმძღვანელოს ამ ხელშეკრულების 3.1. პუნქტში გათვალისწინებული წესებითა და პირობებით და ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები განახორციელოს 31.08.2012წ.-01.12.2012წ. პერიოდის განმავლობაში.

 

სამუშაოს მთლია-- ღირებულება, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დამატებული ღირებულების გადასახადის გარეშე, გა--საზღვრა 2 976 610,17 ლარით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2012 წლის 31 აგვისტოს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება (ტომი I, ს.ფ. 145-153);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.1.9. 2012 წლის 31 აგვისტოს ხელშეკრულების მე-9 მუხლით განსაზღვრულია ხელშეკრულების შეწყვეტის პირობები, კერძოდ 9.1. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების დამდები ერთ-ერთი მხარის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მეორე მხარეს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების სრული ან მისი ცალკეული პირობის მოქმედების შეწყვეტის შესახებ, რაზედაც აცნობებს მეორე მხარეს წერილობითი ფორმით.

 

ხელშეკრულების 9.4. პუნქტის თანახმად, შემსყიდველი უფლებამოსილია ვადამდე ცალმხრივად შეწყვიტოს ამ ხელშეკრულების მოქმედება, თუ მიმწოდებელი არღვევს ამ ხელშეკრულების პირობებს (არ ასრულებს ან არაჯეროვნად ასრულებს)

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2012 წლის 31 აგვისტოს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება (ტომი I, ს.ფ. 145-153);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.1.10. 2012 წლის 31 აგვისტოს #1-------------- საბანკო გარანტიის ხელშეკრულებით გარანტიის თანხის ოდენობად გა--საზღვრა 175620 (ასსამოცდათხუთმეტი ათას ექვსასოცი) ლარი. ამ შემთხვევაშიც ბენეფიციარს წარმოადგენდა საქართველოს რ--------–----- გ-------------ა და ი---------------------- სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სა------------–--------------------------ი. ხელშეკრულების თანახმად, უზრუნველყოფილი ვალდებულებაა 2012 წლის 31 აგვისტოს დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით (ე.ტ. №1-----) საქართველოს სა------------–--------------------------ის (ბენეფიციარის) წინაშე შპს ”სა--ს” წინაშე ნაკისრი ვალდებულება, რომელიც გულისხმობს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზ----------ა----–--ს საავტომობილო გზის კმ 24+440 - კმ29+365 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების (C----------) განხორციელებას. გარანტიის მოქმედების ვადა გა--საზღვრა 2013 წლის 31 იანვრის ჩათვლით. საბანკო გარანტიის ხელშეკრულების 1.3. პუნქტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ გარანტის მიერ ბენეფიციარისათვის გარანტიის თანხის გადახის შემთხვევაში აღნიშნული თანხა ჩაითვლება (გარდაიქმნება) გარანტის მიერ პრინციპალისათვის მიცემულ საბანკო კრედიტად სესხად. ამავე ხელშეკრულებით გარანტიის საპროცენტო სარგებელი გა--საზღვრა წლიური 5%-ით (პუნქტი 2.5), კრედიტის საპროცენტო სარგებელი - წლიური 48%-ით (პუნქტი 2.10), პირგასამტეხლო - ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის 0,2%-ით (პუნქტი 2.12).

 

სს ”თ----------მა” 2012 წლის 31 აგვისტოს გასცა საბანკო გარანტია და ბენეფიციარის - საქართველოს რ--------–----- გ-------------ა და ი---------------------- სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სა------------–--------------------------ის წინაშე იკისრა შემდეგი შინაარსის ხელშეკრულების შესრულების საგარანტიო უზრუნველყოფა - „ვადასტურებთ, რომ ვართ გარანტები და პასუხისმგებლები თქვენს წინაშე მიმწოდებლის სახელით საერთო თანხაზე 175620 ლარის ოდენობით და ვკისრულობთ ზემოთ აღნიშნული თანხის გადახდას მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის საფუძველზე თქვენი პირველივე მოთხოვნის შემდეგ. წინამდებარე გარანტია ძალაშია: ა) მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულების საბოლოოდ დამთავრებამდე; ბ) 2013 წლის 31 იანვრის ჩათვლით; იმის მიხედვით რომელი გარემოება დადგება უფრო ადრე.”

 

ჯერ 2012 წლის 29 ნოემბერს, ხოლო შემდეგ 2013 წლის 4 ივლისს საქართველოს რ--------–----- გ-------------ა და ი---------------------- სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სა------------–--------------------------ისა და შპს ”სა--ს” შორის შედგა წერილობითი შეთანხმებები, რომელთა საფუძველზეც 2012 წლის 31 აგვისტოს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №1----- ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოების დასრულების ვადა - 2012 წლის 1 დეკემბერი ჯერ შეიცვალა 2013 წლის 30 ივნისით, ხოლო შემდეგ 2013 წლის 15 აგვისტოთი. ცვლილება გა--ცადა #1-------------- საბანკო გარანტიის მოქმედების ვადამაც და ის ამჯერად გა--საზღვრა 2013 წლის 31 ივლისამდე.

 

სა------------–--------------------------მა 2013 წლის 29 ივლისის №07-01-03/4157 წერილით ბანკისგან მოითხოვა საგარანტიო თანხიდან 12 368,4 ლარის გადახდა. ამ წერილში აღნიშნულია შემდეგი: 2012 წლის 31 აგვისტოს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №1----- ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოების წარმოება მიმწოდებელმა (შპს ”სა--მ) დაიწყო 2012 წლის 31 აგვისტოს და მას აღნიშნული სამუშაოები უნდა დაესრულებინა 2012 წლის 1 დეკემბერს. დეპარტამენტის მხრიდან არაერთი გაფრთხილებისა და სამუშაოების ვადის ორჯერ გაგრძელების მიუხედავად შპს ”სა--მ” დაარღვია ხელშეკრულების 5.1. მუხლის ”ბ” პუნქტით ნაკისრი ვალდებულებები, რის გამოც ხელშეკრულების მე-7 მუხლი 7.1. პუნქტის საფუძველზე 2013 წლის 12 ივლისის №0------------ წერილით და განმეორებით 2013 წლის 19 ივლისის №0------------ წერილით, ორჯერ დაერიცხა პირგასამტეხლო 6184,2 ლარის ოდენობით, რომელთა გადასახდელადაც მიეცა ვადა, პირველისათვის 2013 წლის 26 ივლისამდე და მეორე პირგასამტეხლოსათვის 2013 წლის 30 ივლისამდე. თუმცა, ხსენებული პირგასამტეხლოების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები დეპარტამენტში დღემდე არ წარმოუდგენიათ.

ამ წერილის საფუძველზე #1-------------- საბანკო გარანტიის ფარგლებში ბენეფიციარს - საქართველოს რ--------–----- გ-------------ა და ი---------------------- სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სა------------–--------------------------ს პრინციპალისათვის დარიცხული პირგასამტეხლოს ანგარიშში ბანკმა გადაუხადა 12368,4 (თორმეტიათასსამასსამოცდარვა მთელი ოთხი მეათედი) ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელშეკრულების შესრულების საგარანტიო უზრუნველყოფა (საბანკო გარანტია) #1-------------- (ტომი I, ს.ფ. 168);

- საქართველოს უზენაესი სასამართლოს Nას-894-834-2017 განჩინება (ტომი III, ს.ფ. 388-413)

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.1.11. 2013 წლის 23 ივლისიდან საქართველოს სა------------–--------------------------მა ცალმხრივად შეწყვიტა 2012 წლის 06 აგვისტოს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ე.ტ. N1----- ხელშეკრულება, რის თაობაზეც შპს ,,სა--ს“ ეცნობა 2013 წლის 23 ივლისის წერილით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 23.07.2013 წლის წერილი (ტომი I, ს.ფ. 204-206)

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.1.12. 2012 წლის 06 აგვისტოს ე.ტ. N1----- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტისათვის შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 3 356 230,52 ლარი, ხოლო დაკავებულმა სარეზერვო თანხამ 167 811,53 ლარი. სარეზერვო თანხის პირველი ნახევრიდან დეფექტების გამო დაკავდა 4132 ლარი, ხოლო დარჩენილი 79 773,6 ლარი დაბრუნებული იქნა. შესაბამისი აქტი გაფორმდა ახალი კონტრაქტორი მესამე პირის მიერ სამუშაოების დასრულების შემდეგ. მეორე ნახევარი, კერძოდ 83 905,76 ლარი დღემდე არ დაბრუნებულა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შესრულებულ სამუშაოთა ანაზღაურების ბარათი N8-1 (ტომი I, ს.ფ. 134);

- 25.09.2014 წლის მიღება-ჩაბარების აქტი (ტომი I, ს.ფ. 136-140);

- საბანკო ამონაწერი (ტომი I, ს.ფ. 141-142);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.1.13. 2012 წლის 31 აგვისტოს ე.ტ. N1----- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტისათვის დაკავებულმა სარეზერვო თანხამ შეადგინა 117 619,68 ლარი. მთლია-- სარეზერვო თანხიდან პირველი ნახევარი 58 809,84 ლარი ჩაირიცხა 2014 წლის 05 თებერვალს, ხოლო მეორე ნახარევარი 58 809,84 ლარი ჩაირიცხა 2018 წლის 12 თებერვალს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საბანკო ამონაწერი (ტომი I, ს.ფ. 257-258);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.1.14. 2012 წლის 06 აგვისტოს, საქართველოს რ--------–----- გ-------------ა და ი---------------------- სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება სა------------–--------------------------სა და შპს ,,სა--“-ს შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ შ.რ. N2--- ხელშეკრულება, რომლის თანახმად, შპს ,,სა--“-მ იკისრა თანდართული ხარჯთაღრიცხვისა და პროექტის შესაბამისად შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის წ---–--------ხონის საავტომობილო გზის კმ 0+000-კმ 14+935 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება.

 

შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდა 2013 წლის 13 ივნისს. აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე სარეზერვო თანხა 38 683,4 ლარი მოპასუხის მიერ ანაზღაურებული იქნა 2018 წლის 12 თებერვალს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 13.06.2013 წლის მიღება ჩაბარების აქტი (ტომი I, ს.ფ. 265-269);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.1.15. 2012 წლის 14 მარტს, საქართველოს რ--------–----- გ-------------ა და ი---------------------- სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება სა------------–--------------------------სა და შპს ,,სა--“-ს შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ე.ტ. N37--- ხელშეკრულება, რომლის თანახმად, შპს ,,სა--“-მ იკისრა თანდართული ხარჯთაღრიცხვისა და პროექტის შესაბამისად შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზ----------ა----–--ს საავტომობილო გზის 21-ე კმ-ზე მდ. ჯუმზე არსებული სახიდე გადასასვლელის მისასვლელი გზებისა და ხიდის სავალ ნაწილზე ა/ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოების განხორციელება.

 

შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდა 2012 წლის 07 აგვისტოს. აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე სარეზერვო თანხა 4690,48 ლარი მოპასუხის მიერ ანაზღაურებული იქნა 2018 წლის 12 თებერვალს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2012 წლის 14 მარტის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება (ტომი III, ს.ფ. 251-259)

- ხარჯთაღრიცხვა (ტომი III, ს.ფ. 260-263)

- 13.06.2013 წლის მიღება ჩაბარების აქტი (ტომი I, ს.ფ. 259-264);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.1.16. 2012 წლის 11 სექტემბერს, საქართველოს რ--------–----- გ-------------ა და ი---------------------- სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება სა------------–--------------------------სა და შპს ,,სა--“-ს შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ადგ.რ. N7--- ხელშეკრულება, რომლის თანახმად, შპს ,,სა--“-მ იკისრა თანდართული ხარჯთაღრიცხვისა და პროექტის შესაბამისად შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მ----------------ს საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება (CPV 4-------).

აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე სარეზერვო თანხამ შეადგინა 1 598,9 ლარი, ხოლო შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ 31 978 ლარი, საიდანაც ანაზღაურებული იქნა მხოლოდ 25 902,18 ლარი;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2012 წლის 11 სექტემბრის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება (ტომი III, ს.ფ. 232-236)

- ბრუნვის უწყისი (ტომი I, ს.ფ. 270);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.1.17. 2012 წლის 09 იანვარს, საქართველოს რ--------–----- გ-------------ა და ი---------------------- სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება სა------------–--------------------------სა და შპს ,,ს-------------–------------------–----–----------------------–------------------–-------------–--“-ს შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ე.ტ. N1-12 ხელშეკრულება.

 

ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს მიმწოდებლის მიერ, საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოების საზედამხედველო მომსახურების გაწევა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2012 წლის 09 იანვრის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება (ტომი III, ს.ფ. 78-84)

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.2 დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე მოთხოვნების განხილვისას სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, უპირველეს ყოვლისა, გა--მარტოს აღნიშნული ხელშეკრულებების სახე. ხელშეკრულების შინაარსის ანალიზი ცხადყოფს, რომ მათ რეალურ მიზანს წარმოადგენდა ნარდობის ხელშეკრულების დადება, რაც განახორციელეს კიდეც.

 

ხელშეკრულების არსი უნდა გა--მარტოს არა ხელშეკრულების სახელწოდების, არამედ მისი შინაარსის მიხედვით, რომელიც შესაბამისობაში უნდა იყოს ხელშეკრულების საკანონმდებლო კონსტრუქციასთან.

 

3.2.2. საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების და გამოკვლევის საფუძველზე, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ შპს ,,სა--“-ს მიერ დარღვეული იქნა 2012 წლის 06 აგვისტოს და 31 აგვისტოს ნარდობის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება. აღნიშნული გარემოების საფუძვლად სასამართლოს მიუთითებს შემდეგს:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოება--, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგა-- რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე მხარე თვითონ განსაზღვრავს, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მის მოთხოვნას და რონელი მტკიცებულებით უნდა ინქეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხის მიერ ხელშეკრულების მოშლის საფუძვლად მითითებული ფაქტები, წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებას, რომლის არსებობის დასადასტურებლად მტკიცებულების სახით, საქმეში წარმოდგენილია არაერთი მტკიცებულება, კერძოდ:

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია რომ ნარდობის ხელშეკრულებებით მხარეება განსაზღვრეს სამუშაოს შესრულების პირობები და ვადები.

 

2012 წლის 06 აგვისტოს ხელშეკრულების 5.1. პუნქტის თანახმად მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოს შესრულების პროცესში იხელმძღვანელოს ამ ხელშეკრულების 3.1. პუნქტში გათვალისწინებული წესებითა და პირობებით და ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები განახორციელოს 06.08.2012წ.-30.09.2013წ. პერიოდის განმავლობაში.

 

2012 წლის 31 აგვისტოს ხელშეკრულების 5.1. პუნქტის თანახმად მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოს შესრულების პროცესში იხელმძღვანელოს ამ ხელშეკრულების 3.1. პუნქტში გათვალისწინებული წესებითა და პირობებით და ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები განახორციელოს 31.08.2012წ.-01.12.2012წ. პერიოდის განმავლობაში.

 

სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან

მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.

 

იმ პირობებში როდესაც ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა კონკრეტული ვადა და თავად მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მასალები (სამუშაოების შესრულების აქტები) ადასტურებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შეუსრულებლობას, აღნიშნული საფუძველს აცლის მოსარჩელის განმარტებას, რომ საქართველოს სა------------–--------------------------ის მხრიდან იქნა დარღვეული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება.

 

მხარეთა შორის არსებული შეთანხმების საფუძველზე სამუშაოები უნდა დასრულებულიყო ერთ შემთხვევაში 2012 წლის 01 დეკემბრისათვის, ხოლო მეორე შემთხვევაში 2013 წლის 30 სექტემბერს. მხარეთა შეთანხმებით ხელშეკრულების ვადა გაგრძელებული იქნა, თუმცა ვერც ამ ვადაში მოხერხდა მოსარჩელის მხრიდან სამუშაოების დასრულება. ვინაიდან ხელშეკრულების ვადის დასრულებისათვის შესასრულებელი იყო სამუშაოების უმეტესი ნაწილი, სახეზე იყო ხელშეკრულების შეწყვეტის წინაპირობები, რადგან მენარდემ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში ნარდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება სრულად არ შეასრულა, შესაბამისად მხარეებს შორის ნარდობის ხელშეკრულება შეწყდა. მოპასუხეს გააჩნდა ხელშეკრულებიდან გასვლის პატივსადები საფუძველი. მას არ შეიძლება მოეთხოვოს ხელშეკრულების გაგრძელება, რადგან მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა მოპასუხისათვის ხელშეკრულების ძალაში დატოვების პერსპექტივები.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს სა------------–--------------------------ის მიერ გამოყენებული იქნა ხელშეკრულების შეწყვეტის უფლება და 2013 წლის 23 ივლისიდან ცალმხრივად შეწყვიტა 2012 წლის 06 აგვისტოს და 31 აგვისტოს ნარდობის ხელშეკრულებები, რის თაობაზეც მოპასუხე შპს ,,სა--ს“ ეცნობა 2013 წლის 23 ივლისის წერილებით.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, რომ მენარდე არ უარყოფს ხელშეკრულების დარღვევის ფაქტს, მისი პრეტენზია უკავშირდება იმას, რომ მას ბრალი არ მიუძღვის ხელშეკრულების დარღვევაში, თუმცა, ამ პრეტენზიის დასადასტურებლად, მოსარჩელეს დასაბუთებული შედავება არ წარმოუდგენია. მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოება, რომ მოპასუხემ ახალ კონტრაქტორს რამდენჯერმე გაუგრძელა ხელშეკრულების მოქმედების ვადა, ვერ აქარწყლებს მისი მხრიდან ხელშეკრულების პირობების, კერძოდ სახელშეკრულებო ვადის დარღვევის გამო მოპასუხის უფლებას ხელშეკრულების შეწყვეტის ნაწილში.

 

3.2.3. საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების შეფასებით სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს რ--------–----- გ-------------ა და ი---------------------- სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება სა------------–--------------------------ს შპს ,,სა--“-ს მიმართ, 2012 წლის 06 აგვისტოს და 2012 წლის 11 სექტემბრის ნარდობის ხელშეკრულებების საფუძველზე, გააჩნია ჯამში 91 580,48 ლარის გადახდის ვალდებულება, საიდანაც 6075,82 ლარი შეადგენს 2012 წლის 11 სექტემბრის ნარდობის ხელშეკრულების ფარგლებში 2012 წელს შესრულებული სამუშაოების ღირებულებას, ხოლო 85 504,66 ლარი - დაუბრუნებელი სარეზერვო თანხის ღირებულებას (83 905,76+1598,9).

 

ამ მოთხოვნის საპირისპიროდ მოპასუხე აპელირებს მოსარჩელის მხრიდან სახელშეკრულებო პირობების დარღვევაზე, კერძოდ შესრულებული სამუშაოს ღირებულების ნაწილში საექსპერტო დასკვნის წარუდგენლობაზე, ხოლო სარეზერვო თანხების ნაწილში, შესაბამისი საზედამხედველო კომპა--ის მიერ შესრულებული სამუშაოების ხარისხობრივი მდგომარეობის შესახებ დასკვნის არარსებობაზე.

მოპასუხის განმარტებით, ე.ტ. N1----- ხელშეკრულების ფარგლებში შპს ,,სა--“-ს მიერ შესრულებული იქნა 3 356 230,52 ლარის ღირებულების სამუშაოები დღგ-ს ჩათვლით. შპს ,,სა--“-ს შესრულების მიხედვით, ხელშეკრულების პირობების შესაბამისად ხარისხის დაცვის უზრუნველყოფისათვის დაკავებული 5%-ია-- თანხიდან პირველი 2,5% თანხით 83 905,76 ლარი გადაერიცხა შპს ,,სა--“-ს, ხოლო მეორე 2,5%-ის (83905,76 ლარი) გადახდის ვალდებულება არ წარმოშობილა, ვინაიდან არ არის წარმოდგენილი საზედამხედველო კომპა--ა შპს ,,ს-------------–------------------–----–----------------------–------------------–-------------–---“ წერილი შესრულებული სამუშაოების ხარისხობრივი მდგომარეობის შესახებ, რის საფუძველზეც უნდა მოხდეს აღნიშნული თანხის ანაზღაურება.

 

მოპასუხე ასევე არ ეთანხმება 2012 წლის 11 სექტემბრის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ადგ.რ. N7--- ხელშეკრულებიდან გამომდინარე შპს ,,სა--“-ს მოთხოვნას სარეზერვო თანხისა და შესრულებული სამუშაოს ღირებულების დაკისრების ნაწილში და უთითებს, რომ ამ ხელშეკრულების ფარგლებში შპს ,,სა--“-ს მიერ შესრულებული იქნა 31 978 ლარის სამუშაოები დღგ-ს ჩათვლით. წარმოდგენილი შესრულებიდან ხარისხის დაცვის მიზნით დაკავებული 5%-ია-- თანხის გათვალისწინებით, ანაზღაურებული იქნა 25 902,18 ლარი (80%). კომპა--ის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ეკონომიკისა და მდგრადი გ------------- მინისტრის 2012 წლის 12 ივლისის N1-1/1463 ბრძანების მოთხოვნების გათვალისწინებით, აკრედიტირებული საექსპერტო ორგანოდან შესაბამისი დასკვნა, რის გამოც მათ მიერ შესრულებული სამუშაოების მირება არ განხორციელებულა და ზემოაღნიშნულ ხელშეკრულებაზე შპს ,,სა--“-ს მისაღები დარჩა შესრულებული სამუშაოების ღირებულების ნაწილი 6075,82 ლარი დღგ-ს ჩათვლით და ხარისხის დაცვის უზრუნველყოფისათვის დაკავებული 5%-ია-- თანხა 1598,90 ლარი დღგ-ს ჩათვლით, რომლის გადახდაც შესაძელებელი იქნება მხოლოდ სათანადო ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენის შემდეგ.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მენარდის მიერ ვალდებულების არაჯეროვა-- შესრულების მოტივით მხარეთა შორის ხელშეკრულება შემკვეთის მიერ ცალმხრივად მოიშალა. სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 636-ე მუხლზე, რომლის თანახმად, შემკვეთს უფლება აქვს სამუშაოს დასრულებამდე ნებისმიერ დროს თქვას უარი ხელშეკრულებაზე, მაგრამ მან უნდა აუნაზღაუროს მენარდეს შესრულებული სამუშაო და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზია--. ამდენად, ხელშეკრულების მოშლის საფუძვლისა და შესრულებელი სამუშაოს მოცულობის მიუხედავად, შემკვეთმა უნდა აუნაზღაუროს მენარდეს ამ სამუშაოს ღირებულება (იხ. სუსგ-ები: #ას-697-663-2015, 15 დეკემბერი, 2015 წელი; ას-901-851-2015,5 თებერვალი, 2016 წელი; ას-981-926-2015,11 მარტი, 2016 წელი; #ას-399-383-2016, 15 ივლისი, 2016 წელი).

 

მოცემულ შემთხვევაში დავის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვა--ა გაირკვეს, შეასრულა თუ არა მენარდემ სამუშაო, რა მოცულობისა და ღირებულების იყო იგი და ხელშეკრულების პირობების თანახმად, იყო თუ არა შესრულებული ჯეროვნად.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლებით აღიარებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა და მხარეთა უფლება-მოვალეობების განსაზღვრა, მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ საქმის გარემოებების დასადასტურებლად. სამოქალაქო პროცესში სასამართლო შებოჭილია არამარტო მხარეთა სასარჩელო მოთხოვნებისა თუ შესაგებლის ფარგლებით, არამედ მხარეთა მითითებებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოება--, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

სამოქალაქო სამართალწარმოებაში სასამართლო მოკლებულია ინკვიზიციურობას და ხელმძღვანელობს შეჯიბრობითობის პრინციპით, რაც გადამწყვეტი და განმსაზღვრელია სამოქალაქო დავისას მხარის მიერ მისივე პროცესუალური აქტიურობით თავისთვის ხელსაყრელი შედეგის მისაღწევად. სამოქალაქო სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე, რაც გულისხმობს მოდავე მხარეთა აქტიურობას სადავო ფაქტების დამტკიცების ფარგლებში, ხოლო სასამართლოს აქტივობა ამა თუ იმ ფაქტის მტკიცების წრეში შეზღუდულია მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით. შესაბამისად, სამოქალაქო წესით დავის წარმოებისას ამოსავალი პრინციპი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის მიხედვით, ფაქტობრივ გარემოებათა მტკიცების ტვირთის მხარეებზე გადატანაა.

 

მოცემულ შემთხვევაში მოთხოვნის წარმომშობი ფაქტის (ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულება) მითითება {სსკ-ის 629-ე მუხლი} ევალებოდა მოსარჩელეს, რაც მან გააკეთა კიდეც, მაგრამ ამ ფაქტის უარმყოფელი მტკიცებულების წარდგენა ევალებოდა მენარდეს.

 

ნარდობის ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ შესრულებული სამუშაოების გადაცემა უნდა მომხდარიყო მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე. ხელშეკრულების პირობების მე-4 მუხლით გა--საზღვრა ხელშეკრულების შესრულების კონტროლი. 4.4. პუნქტის თანახმად ამ ხელშეკრულების ძალით შესრულებული სამუშაოების შემოწმებას და მიღება-ცაბარებას ახორციელებს შემსყიდველის მიერ უშუალოდ საამისოდ შერჩეული პირი (შპს ,,ს-------------–------------------–----–----------------------–------------------–-------------–--), რომელიც ადგილზე ამოწმებს ხელშეკრულებით განსაზღვრულ ობიექტზე ყოველ თვეს შესრულებულ სამუშაოთა მოცულობას და ხარისხს.

 

ამავე ხელშეკრულების 4.5. პუნქტით ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა მიმწოდებელი ატყობინებს შემსყიდველს სამუშაოთა დასრულების შესახებ. ტექზედამხედველი ამოწმებს სამუშაოთა მოცულობას დასრულების თაობაზე და დადასტურების შემთხვევაში გადასცემს სათანადო ინფორმაციას შემსყიდველს კომისიის ჩამოყალიბების მიზნით.

 

2014 წლის 25 სექტემბერს საგზაო სამუშაოების მიმღებმა კომისიამ შეადგინა მიღება-ჩაბარების აქტი ქ---------წ---–--------ც-------ლ--------ლ------–-- ს/გზის კმ88+235-კმ99 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების ადგილზე შესაფასებლად და მიღებისათვის შესაბამისი ღონისძიებების გატარების, მათ შორის შესრულებული და დარჩენილი სამუშაოების რაოდენობის დადგენის (ინვენტარიზაცია) და შესრულებულ სამუშაოებზე ხარვეზისა და დეფექტების გამოვლენის მიზნით. აღნიშნული კომისია შეიქმნა სა------------–--------------------------ის 2013 წლის 23 ივლისის N113 ბრძანებით.

 

მითითებული მიღება-ჩაბარების აქტის შინაარსით დგინდება, რომ შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქ---------წ---–--------ც-------ლ--------ლ------–-- ს/გზის კმ88+235-კმ99 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს 2012 წლის 06 აგვისტოს საავტომობილო გზების დეპარტამენთან გაფორმებული ხელშეკრულების (ე.ტ. N1-----) საფუძველზე ახორციელებდა შპს ,,სა--“, რომელსაც ს----------–------------------–------------------მა 2013 წლის 23 ივლისის N0----------- წერილით, კონტრაქტის პირობების არაჯეროვა-- შესრულებისათვის ცალმხრივად შეუწყვიტა ხელშეკრულება. აღნიშნული პერიოდისათვის შპს ,,სა--ს“ უკვე შესრულებული ჰქონდა 3 356 230,52 ლარის სამუშაოები, დღგ-ს ჩათვლით. ამავე აქტით დადგენილი იქნა ობიექტზე გამოვლენილი დეფექტების აღმოსაფხვრელად საჭირო თანხის ოდენობა 4132 ლარი, დღგ-ს ჩათვლით.

 

დარჩენილ სამუშაოებზე ერთ პირთან მოლაპარაკებით შპს ,,ც------თან“ 2013 წლის 05 აგვისტოს გაფორმებული იქნა ხელშეკრულება (კონტრაქტი შ.რ. N1-13 05.08.2013წ.);

 

მიმღებმა კომისიამ გადაწყვიტა, რომ შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქ---------წ---–--------ც-------ლ--------ლ------–-- ს/გზის კმ88+235-კმ99 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიღებული იქნას ექსპლუატაციაში და აყვა--ლი იქნას საქართველოს სა------------–--------------------------ის ბალანსზე.

 

როგორ უკვე აღინიშნა, ხელშეკრულებით მხარეება განსაზღვრეს, რომ შესრულებული სამუშაოს სრულფასოვა-- ფუნქციონირებისათვის, საგარანტიო ვადა შეადგენს ერთ წელს სამუშაოს მიღებიდან, რომლის განმავლობაშიც მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს ექსპლოატაციის პროცესში წარმოქმნილი ხარვეზების აღმოფხვრა. სამუშაების ხარისხის დაცვის მიზნით, შემსყიდველის მიერ ყოველთვიურად დაკავებული იქნება შესრულებული სამუშაოების ღირებულების 5%, რომლის ნახევრის (2,5%) დაბრუნება მოხდება სამუშაოს სრული დასრულებისა და შემსყიდველის მიერ შექმნილი სპეციალური კომისიის მიერ შედგენილი ობიექტის ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ, ხოლო მეორე ნახევარი საგარანტიო ვადის (ერთი წლის) გასვლის შემდეგ). იმ შემთხვევაში, თუ კომისიის მიერ აქტის შედგენისას დაფიქსირებული იქნება შესრულებული სამუშაოს ნაკლი ან უხარისხობა, მიმწოდებელს აღნიშნული თანხა არ აუნაზღაურდება დეფექტების გამოსწორებამდე.

განსახილველ შემთხვევაში მხარეები სადავოდ არ ხდიან, რომ მოპასუხემ ხელშეკრულება ცალმხრივად 2013 წლის 23 ივლისს შეწყვიტა. ამ მომენტისათვის შესრულებულას სამუშაოებმა შეადგინა 3 356 230,52 ლარი, ხოლო დაკავებულმა სარეზერვო თანხამ 167 811,53 ლარი. სარეზერვო თანხის პირველი ნახევრიდან დეფექტების გამო დაკავდა 4132 ლარი, ხოლო დარჩენილი 79 773,6 ლარი დაბრუნებული იქნა. შესაბამისი აქტი გაფორმდა ახალი კონტრაქტორი მესამე პირის მიერ სამუშაოების დასრულების შემდეგ. მეორე ნახევარი, კერძოდ 83 905,76 ლარი დღემდე არ დაბრუნებულა, რაც არის სწორედ დავის საგა--.

 

სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. სასამართლო განმარტავს, რომ მოცემული დავის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვა--ა ასევე გა--მარტოს ნარდობის ხელშეკრულების ის მუხლი, რომელიც შეეხება შესრულებული სამუშაოების შემოწმების ვადას და წესებს რადგანაც, სწორედ 2.17, 2.18 და 4.3 პუნქტების ერთობლივი განმარტებითაა შესაძლებელი გარიგებაში გამოვლენილი ნადვილი ნების დადგენა და ამდენად, სადავო საკითხის გადაწყვეტაც.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულებათა განმარტების თავისებურება განპირობებულია ურთიერთობათა ორმხრივი (მრავალმხრივი) ხასიათით, დისპოზიციური ნორმების გამოყენებით, სავაჭრო და საქმია-- ჩვეულებებითა და ტრადიციებით, მხარეთა შორის არსებულ ურთიერთობაში ჩამოყალიბებული პრაქტიკით, იმპერატიული ნორმების მოთხოვნათა გათვალისწინების აუცილებლობით და ა.შ.

 

ხელშეკრულება არის მხარეთა მიერ მიღწეული კონსესუსის შედეგი, რომელიც, სამართლებრივი თვალსაზრისით, იწვევს მხარეთა მიმართ უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას მათივე ნების საფუძველზე. ხელშეკრულების არსებობისათვის აუცილებელია ორი ან მეტი ნების თანხვედრა, რაც იწვევს მხარეთა საერთო ნების დადგენის აუცილებლობას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ხელშეკრულების განმარტების არსი მხარეთა მიერ გამოვლენილი საერთო ნების ნამდვილი შინაარის, ხელშეკრულების რეალური მიზნის დადგენაში მდგომარეობს. სასამართლო მხარეთა ნამდვილ ნებას ადგენს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ განმარტების პროცესში წარმოიშობა ხელშეკრულების ტექსტში გადმოცემულ დებულებათა შორის წინააღმდეგობა ან შეუსაბამობა.

 

სსკ-ის 52-ე მუხლის თანახმად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. ცხადია, რომ ეს „გონივრული განსჯა“ უნდა ემყარებოდეს გარკვეულ კრიტერიუმებს, კერძოდ, ნების გამოვლენის განმარტება უნდა განხორციელდეს ნების მიმღების შემეცნების (გაგების) შესაძლებლობათა გათვალისწინებით. ამგვარი განმარტების დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ყველა ხელშესახები გარემოება, რომელიც ამ შემთხვევას ახასიათებს.

 

სასამართლოს მოსაზრებით, ხელშეკრულების 2.17 მუხლით დადგენილია ექსპლოატაციის პროცესში წარმოქმნილი ხარვეზების აღმოჩენის კონკრეტული ვადა, სწორედ 2.17 პუნქტით დადგენილ ვადაში უნდა გამოვლინდეს ხარვეზები, რომლის აღმოფხვრის ვალდებულება ეკისრება მიმწოდებელს, ხოლო 2.18 პუქნტი, შესრულებული სამუშაოების ღირებულების დაბრუნების წინაპირობად აწესებს საგარანტიო ვადის გასვლას.

 

შესაბამისად, სასამართლო არ იზიარებს მოპასუხის განმარტებას, რომ გადახდის ვალდებულება არ წარმოშობილა, ვინაიდან არ არის წარმოდგენილი საზედამხედველო კომპა--ა შპს ,,ს-------------–------------------–----–----------------------–------------------–-------------–---“ წერილი შესრულებული სამუშაოების ხარისხობრივი მდგომარეობის შესახებ.

 

ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით საზედამხედველო კომპა--ას აღნიშნული დასკვნა სამუშაოების მიღებიდან 2014 წლის 25 სეტქმბრიდან ერთი წლის განვალობაში (საგარანტიო ვადაში) 2015 წლის 25 სექტემბრამდე უნდა წარედგინა, ხოლო მისი წარუდგენლობა არ ნიშნავს ექსპლუატაციის პროცესში ხარვეზების არსებობას, რაც სარეზერვო თანხის დაბრუნებაზე უარის თქმის საფუძველი გახდებოდა.

 

იმ პირობებში როდესაც მოპასუხეს არ წარმოუდგენია მტკიცებულებები რომ მან ექსპლუატაციაში მიღებიდან დღემდე ხარვეზების შესახებ განაცხადა პრეტენზია, აღნიშნული საფუძველს აცლის მოპასუხის განმარტებას, რომ მას თანხის გადახდის ვალდებულება არ გააჩნია.

 

რაც შეეხება, 2012 წლის 11 სექტემბრის ა.დ.გ რ N7--- ნარდობის ხელშეკრულებიდან გამოდინარე შესრულებული სამუშაოს ღირებულებისა და სარეზერვო თანხის დაბრუნებას, სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული მოთხოვნის ნაწილში დავის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვა--ა დადგინდეს, ევალებოდა თუ არა შემსრულებელს შესაბამისი საექსპერტო დასკვნის წარდგენა შესრულებული სამუშაოების თაობაზე.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2012 წლის 11 სექტემბერს, საქართველოს რ--------–----- გ-------------ა და ი---------------------- სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება სა------------–--------------------------სა და შპს ,,სა--“-ს შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ადგ.რ. N7--- ხელშეკრულება, რომლის თანახმად, შპს ,,სა--“-მ იკისრა თანდართული ხარჯთაღრიცხვისა და პროექტის შესაბამისად შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მ----------------ს საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება (CPV 4-------).

 

აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე სარეზერვო თანხამ შეადგინა 1 598,9 ლარი, ხოლო შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ 31 978 ლარი, საიდანაც ანაზღაურებული იქნა მხოლოდ 25 902,18 ლარი;

 

ხელშეკრულებით მხარეებმა, განსაზღვრეს სამუშაოს მიღება-ჩაბარების წესი. ხელშეკრულების 4.3. პუნქტის თანახმად მიმწოდებლის მიერ შესრულებული სამუშაოები ყოველთვიურად მიღებულად ჩაითვლება მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის (ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების მოცულობების მიღების აქტი) და დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურის გაფორმების შემდეგ. ამ ხელშეკრულების ძალით შესრულებული სამუშაოების შემოწმების და მიღება-ჩაბარებას ახორციელებს შპს ,,ს------------–------------------–----–----------------------–------------------–-------------–--“.

 

2012 წლის 28 დეკემბერს საქართველოს სა------------–--------------------------სა და შპს ,,სა--“-ს შორის გაფორმდა შეთანხმება N2, რომლითაც მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შეწყდა შემსყიდველსა და მიმწოდებელ ორგა--ზაციას შორის 2012 წლის 11 სექტემბერს გაფორმებული ადგილობრივი მნიშვნელობის მ----------------ს საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების შესახებ ადგ.რ. N7--- ხელშეკრულება. (იხ. ტომი III, ს.ფ. 250);

 

ხელშეკრულების პირობების გათვალისწინებით შპს ,,სა--“-ს მიერ 2012 წლის 05 ნოემბერს წარდგენილი იქნა ელექტრონული საგადასახადო ანგარიშფაქტურა, ადგილობრივი მნიშვნელობის მ----------------ს ს/გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულების თაობაზე თანხით 31 978 ლარი, რომელიც დადასტურებული იქნა სა------------–--------------------------ის მხრიდან. (იხ. ტომი III, ს.ფ. 440); მხარეები სადავოდ არ ხდიან, რომ მითითებული თანხიდან ანაზღაურებული იქნა მხოლოდ 25 902,18 ლარი;

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი გ------------- მისნიტრის 2012 წლის 12 ივლისის N1-1/1463 ბრძანებით დამტკიცებულია სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმური მოგების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ. სწორედ აღნიშნულ ბრძანებაზე დაყრდნობით, უთითებს მოპასუხე მხარე, რომ შემსრულებელი ვალდებულიყო იყო წარმოედგინა აკრედიტირებული საექსპერტო ორგანოდან შესაბამისი დასკვნა, ხოლო აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობა გამორიცხავს თანხის გადახდის ვალდებულებას.

 

უნდა აღინიშნოს, რომ არც მითითებული ბრძანება და შესაბამისად არც მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო პირობა, არ ითვალისწინებს შემსრულებლის მხრიდან საექსპერტო დასკვნის წარდგენის ვალდებულებას, შესაბამისად დაუსაბუთებელია მოპასუხის განმარტება, რომელიც ეხება 2012 წლის 11 სექტემბრის ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შესრულებული სამუშაოების ღირებულების და სარეზერვო თანხის გადახდისაგან განთავისუფლებას. მითითებული ბრძანება ეხება, სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმური მოგების განსაზღვრის წესს, თუმცა არ ადგენს შემსრულებლის ვალდებულებას საექსპერტო დასკვნის წარდგენის თაობაზე.

 

მხარეები შეთანხმდნენ მიღება-ჩაბარების აქტის შედგენაზე, მაგრამ, სასამართლო მიიჩნევს, რომ, თუ სხვა მტკიცებულებებით დასტურდება ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების ფაქტი, მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის არარსებობა ხსენებული ფაქტის უარსაყოფად ვერ გამოდგება (იხ. სუსგ, 01.12.2011წ., საქმეზე №ას-323-307-2011).

 

საგულისხმოა, რომ ნარდობის ხელშეკრულების მარეგულირებელი ნორმების (სამოქალაქო კოდექსის 629-656-ე მუხლები) არც ერთი დანაწესით კანონმდებელი იმპერატიულად არ აწესებს ვალდებულების შესრულებულად მიჩნევის შესაძლებლობას მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის შედგენის გზით. მართალია ხელშეკრულების მხარეები შეთანხმდნენ შესრულებული სამუშაოს მიღება-ჩაბარების ფორმაზე, მაგრამ მიღება-ჩაბარების აქტის შეუდგენლობა, იმ შემთხვევაში, თუ სხვა მტკიცებულებით უტყუარად დადასტურდება ვალდებულების შესრულების ფაქტი, არ შეიძლება გახდეს სარჩელზე უარის თქმის საფუძველი.

 

მოპასუხემ ვერ შეძლო დაემტკიცებინა, რომ მოსარჩელის მიერ არ განხორციელებულა მისთვის 2012 წელს სამუშაოების ჩატარება, ღირებულებით 31 978 ლარი.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.2 მუხლით გათვალისწინებული მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ მის მიერ სამუშაოს შესრულების ფაქტს. შპს ,,სა--“-ს მიერ 2012 წლის 05 ნოემბერს წარდგენილი იქნა ელექტრონული საგადასახადო ანგარიშფაქტურა, ადგილობრივი მნიშვნელობის მ----------------ს ს/გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულების თაობაზე თანხით 31 978 ლარი, სწორედ აღნიშნული მოთხოვნის საფუძველზე იქნა გადახდილი სამუშაოების ღირებულების ნაწილი 25 902,18 ლარი, რაც დაუსაბუთებელს ხდის მოპასუხის განმარტებას დარჩენილი ღირებულების 6 075,82 ლარის ნაწილში.

 

მოპასუხემ ვერც 2012 წლის 11 სექტემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შესრულებული სამუშაოების ნაწილში შეძლო ხარვეზების დადასტურება, რადგან მოპასუხეს არ წარმოუდგენია მტკიცებულებები რომ მან სამუშაოს მიღებიდან დღემდე ხარვეზების შესახებ განაცხადა პრეტენზია. მხარეთა შორის ხელშეკრულება შეწყდა 2012 წლის 28 დეკემბერს, ხოლო საგარანტიო ვადა გავიდა 2013 წლის ბოლოს.

 

ამდენად შემკვეთმა ვერ შეძლო მისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება. კერძოდ, მოპასუხემ სარწმუნო, უტყუარი და დამაჯერებელი მტკიცებულებით ვერ გააქარწყლა საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებები.

 

შესაბამისად, საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერებისა და გამოკვლევის საფუძველზე, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ საქართველოს რ--------–----- გ-------------ა და ი---------------------- სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება სა------------–--------------------------ს შპს ,,სა--“-ს მიმართ, 2012 წლის 06 აგვისტოს და 2012 წლის 11 სექტემბრის ნარდობის ხელშეკრულებების საფუძველზე, გააჩნია ჯამში 91 580,48 ლარის გადახდის ვალდებულება, საიდანაც 6075,82 ლარი შეადგენს 2012 წლის 11 სექტემბრის ნარდობის ხელშეკრულების ფარგლებში 2012 წელს შესრულებული სამუშაოების ღირებულებას, ხოლო 85 504,66 ლარი - დაუბრუნებელი სარეზერვო თანხის ღირებულებას (83 905,76+1598,9);

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლები.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 394-ე, 411-ე, 412-ე, 629-ე, 636-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სარჩელში მითითებული პრეტენზიებიდან სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მხოლოდ იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვა--ა. ამასთან, ადამია--ს უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად. (იხ. ჯ-ა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს, რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისგან თვის შეკავებაშიც.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილე მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზია--ს მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებით.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი დავა ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმების საფუძველზე უნდა შეფასდეს. მნიშვნელოვა--ა სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს მხარეთა შორის არსებულ ურთიერთობას, რაც სსკ-ის 629-ე მუხლით რეგულირდება. ნარდობის ურთიერთობის სპეციფიკიდან გამომდინარე, სსკ-ის 636-ე მუხლი შემკვეთის უფლებას ადგენს, უპირობოდ, სამუშაოების დასრულებამდე, ნებისმიერ დროს თქვას უარი ხელშეკრულებაზე. ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში, საკასაციო სასამართლომ სწორედ 636-ე მუხლზე მსჯელობისას განმარტა: „მოხმობილი ნორმის დეფინიციით, ნარდობის სამართლებრივ ურთიერთობაში უპირატესობა ენიჭება შემკვეთს, რომელსაც უპირობოდ, სამუშაოს დასრულებამდე, ნებისმიერ დროს შეუძლია ცალმხრივად მოშალოს ხელშეკრულება. მენარდის ინტერესების დასაცავად და მხარეთა შორის უფლებებისა და მოვალეობების გონივრული ბალანსის შესანარჩუნებლად, შემკვეთს ეკისრება ვალდებულება, ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაში, მენარდეს აუნაზღაუროს შესრულებული სამუშაო, ის რაც ფაქტობრივად შესრულდა და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზია--. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, მოვალეს (მენარდეს) ეკისრება ტვირთი ამტკიცოს, თუ რა ზია-- მიადგა მას ხელშეკრულების მოშლით. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 636-ე მუხლში მითითებული ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზია-- არის ფაქტობრივად შესრულებული სამუშაო, რომელიც უნდა აუნაზღაუროს შემკვეთმა მენარდეს და, ასევე, დანახარჯები, რომელიც მოიცავს მენარდის მიერ გაწეულ ისეთ ქმედებებს, რომლებიც უკავშირდება კონკრეტული ნარდობის ხელშეკრულების მიზნებისათვის ადამიანური, თუ ფინანსური რესურსების მოზიდვას, მაგ. ისეთი სპეციფიკური მასალებისა და მოწყობილობების შეძენას, რომელიც მხოლოდ კონკრეტული ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სამუშაოებისთვისაა აუცილებელი და შეუძლებელია მათი სხვაგან გამოყენება, მანქანა-დანადგარებისა და ტექნიკური საშუალებების, შესასრულებელი სამუშაო იარაღის დაქირავება, კონკრეტული სპეციალისტების მოწვევა, რაც ნარდობის სამუშაოებისათვის გაწეულ ფაქტობრივ და იმ დანახარჯებს მოიცავს, რომელსაც, სავარაუდოა, მიიღებდა მენარდე, რადგან საამისოდ განახორციელა გარკვეული ქმედებები“ (სუსგ # ას-697-663-2015, 15.12. 2015).

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სახელშეკრულებო სამართლის ფარგლებში მოწესრიგებულ ურთიერთობათა ცალკეულ ნორმებზე: მაგ. ნასყიდობის ხელშეკრულებაზე უარის თქმის საფუძველი (სსკ-ის 484-ე მუხლი), რომელიც გარიგების ყოველი მხარისათვის ადგენს შესაძლებლობას, უარი თქვას თავისი ვალდებულების შესრულებაზე, თუ ხელშეკრულების დადების შემდეგ აღმოჩნდება, რომ არსებობს რეალური საშიშროება იმისა, რომ მეორე მხარე თავის მოვალეობათა მნიშვნელოვან ნაწილს არ ასრულებს, იქვეა დათქმა უარის თქმის დაუშვებლობაზე; საგულისხმოა, მაგალითად, სხვა ნორმებიც: ხელშეკრულების მოშლა გამქირავებლის ინიციატივით (სსკ-ის 541-ე მუხლი), დაზღვევის შეწყვეტა ქონების გასხვისებისას (სსკ-ის 835-ე მუხლი), რომელთა მიხედვითაც ურთიერთობის შეწყვეტამდე გარკვეული წინაპირობები უნდა არსებობდეს და იქნეს დაცული. სამოქალაქო კოდექსის ცალკეულ ინსტიტუტებთან შედარებისას და სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა ურთიერთობისათვის ამოსავალი პრინციპის - კონრაჰენტთა კეთილსინდისიერების გათვალისწინებით (სსკ-ის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილი), შეიძლება ითქვას, რომ ნარდობის სამართლებრივ ურთიერთობაში 636-ე მუხლი არის ის სპეციალური რეგულაცია, რომელსაც არ სჭირდება წინაპირობების დაცვა, რადგან მოხმობილი ნორმის შინაარსს „ეწინააღმდეგება შემკვეთის იძულება, და ვალდებულება, არ შეუშალოს ხელი მენარდეს სამუშაოების დასრულებაში.

 

საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მენარდის მიერ ხელშეკრულების პირობის დაურღვევლობის შემთხვევაშიც კი, შემკვეთს კანონმდებელმა მია--ჭა უფლება, ნებისმიერ დროს მოშალოს ხელშეკრულება, ერთადერთი სპეციალური დათქმა, რომელიც მენარდის ინტერესების დასაცავად არის დადგენილი მოხმობილ ნორმაში, მდგომარეობს შემკვეთის ვალდებულებაში, აუნაზღაუროს კონტრაჰენტს უკვე შესრულებული სამუშაო და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზია--. სსკ-ის 636-ე მუხლით, კანონმდებელი შემკვეთისათვის ხელშეკრულების მოშლის წანამძღვრებს კი არ აწესებს, არამედ, ამ ნორმის გამოყენების შემთხვევაში, გამაწონასწორებელი სამართლებრივი დაცვითი მექა--ზმის სახით, ადგენს შემკვეთის ვალდებულებას, ანუ განსაზღვრავს, თუ რა უნდა აუნაზღაურდეს მენარდეს“ (სუსგ # ას-697-663-2015, 15.12. 2015).

 

განსახილველ შემთხვევაში სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ნარდობის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევას საქართველოს სა------------–--------------------------ის მხრიდან ადგილი არ ჰქონია. პირიქით მენარდემ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, კერძოდ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში ნარდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება სრულად არ შეასრულა და მხარეებს შორის ნარდობის ხელშეკრულება შეწყდა.

 

ამასთან, საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერებისა და გამოკვლევის საფუძველზე, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს რ--------–----- გ-------------ა და ი---------------------- სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება სა------------–--------------------------ს შპს ,,სა--“-ს მიმართ, 2012 წლის 06 აგვისტოს და 2012 წლის 11 სექტემბრის ნარდობის ხელშეკრულებების საფუძველზე, გააჩნია ჯამში 91 580,48 ლარის გადახდის ვალდებულება, საიდანაც 6075,82 ლარი შეადგენს 2012 წლის 11 სექტემბრის ნარდობის ხელშეკრულების ფარგლებში 2012 წელს შესრულებული სამუშაოების ღირებულებას, ხოლო 85 504,66 ლარი - დაუბრუნებელი სარეზერვო თანხის ღირებულებას (83 905,76+1598,9)

 

ამდენად, სახეზეა მხოლოდ შესრულებული სამუშაოების ღირებულებისა და სარეზერვო თანხების ანაზღაურების ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლები.

 

6.3. სადავო სამართალურთიერთობის სსკ-ის 636-ე ნორმის საფუძველზე შეფასების შედეგად, საფუძველი გამოეცალა, სსკ-ის 411-ე მუხლით გათვალისწინებული, მიუღებელი შემოსავლის სახით, ზია--ს ანაზღაურების მოთხოვნის დასაბუთებულობას.

 

გარდა ამისა, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის იმ არგუმენტს, რომ თანხის საკრედიტო დაწესებულებაში ანაბარზე განთავსების შემთხვევაში, იგი მიიღებდა შემოსავალს წლიურ 15%-ს პროცენტის სახით, სასამართლო ზია--ს ანაზღაურების დაკისრების საკმარის საფუძვლად არ მიიჩნევს და განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის, 411-ე, 412-ე მუხლების ამოსავალი დებულება სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი, ანუ ანაცდური მოგება (lucrum cessans). სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, მიუღებლად მიიჩნევა შემოსვალი, რომელიც კრედიტორს არ მიუღია და რომელსაც იგი მიიღებდა მოვალეს რომ ვალდებულება ჯეროვნად შეესრულებინა. მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია. ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს „წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს“ (pure economic loss), რომელიც ხელშეკრულების მხარემ გა--ცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ხელშეკრულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს.

 

მოცემული შემთხვევაში თავად მოსარჩელის ახსნა-განმარტებით დასტურდება, რომ სამშენებლო სამუშაოების შეფერხება გამოწვეული იქნა მოპასუხის მხრიდან თანხის დროულად გადაუხდელობის გამო, შესაბამისად მის ინტერესს წარმოადგენდა სამშენებლო სამუშაოების დასრულება და არა ნარდობის საფასურის ბანკში ანაბარზე განთავსება და ამ გზით, სარგებლის მიღება. შესაბამისად, არ დადასტურდა მოვალისათვის წინასწარ სავარაუდო ზია--ს დაკისრების სამართლებრივი საფუძვლების არსებობა.

 

6.4. სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზია--ს ანაზღაურება. ვალდებულების დარღვევა ზოგადი ფორმულირებაა და იგი შეიძლება სხვადასხვა ფორმით გამოიხატოს, მათ შორის, არაჯეროვან შესრულებაში. მტკიცების ტვირთის ობიექტურად და სამართლიანად განაწილების პირობებში, როგორც ზია--ს მიყენების ფაქტის, ასევე, განცდილი ზია--ს ოდენობის დამტკიცების ტვირთი მოსარჩელის (კრედიტორის) მხარეზეა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ზია-- არის კანონით გათვალისწინებული ანაზღაურებადი სხვაობა „უნდა-ყოფილიყო“ და „არის მდგომარეობას“ შორის (სხვაობის ჰიპოთეზა). სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზია--, უნდა აღადგინოს პირვანდელი მდგომარეობა, ანუ მდგომარეობა რომელიც იარსებებდა, რომ არა ვალდებულების დარღვევა (Totalreparation-ის პრინციპი). ამასთანავე მნიშვნელობა არა აქვს, თუ რამდენად მაღალია მოვალის ბრალეულობის (განზრახვა თუ გაუფრთხილებლობა) ხარისხი ზია--ს დადგომაში. თუმცა ეს წესი იზღუდება, თუ კრედიტორი თანაბრალეულია.

 

სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლი კიდევ უფრო აკონკრეტებს 408-ე მუხლში მოცემულ ზია--ს სრულად ანაზღაურების პრინციპს. სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ გა--ცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია. ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზია--, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზია--ს გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. როდესაც ხელშეკრულების მხარე კისრულობს ვალდებულებას, მას მხედველობაში აქვს მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისგან შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ ზია--ს ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება.

 

სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლი მოვალეს ათავისუფლებს ისეთი რისკებისაგან, რაც მიუღებელია ქონებრივი პასუხისმგებლობის ჩვეულებრივი პრინციპებისათვის. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ მის მიერ განცდილი ზია-- არის ხელშეკრულების დარღვევის ჩვეულებრივი და ნორმალური შედეგი. ზია--ს სავარაუდობა დგინდება გონივრულობის თვალსაზრისით და არ გა--საზღვრება კონკრეტული ხელშეკრულების დამრღვევის სუბიექტური შესაძლებლობებით. მოვალემ ზია-- ყოველთვის უნდა აანაზღაუროს, მაგრამ ხელშეკრულებით ნაკისრი რისკის ფარგლებში (იხ., სუსგ-ის 2012 წლის 11 ივნისის განჩინება საქმეზე Nას-630-593-2012). ანალოგიურ დათქმებს შეიცავს ევროპული სახელშეკრულებო სამართლის პრინციპების 8:101-ე (2) და უნიდრუას სახელშეკრულებო პრინციპების 7.1.7-ე (1) მუხლები.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს რ--------–----- გ-------------ა და ი---------------------- სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება სა------------–--------------------------სა და შპს ,,სა--“-ს შორის დადებული ნარდობის ხელშეკრულებები უზრუნველყოფილი იქნა სს ,,თ-----------“-ს მიერ გაცემული საბანკო გარანტიებით, მათ შორის 2012 წლის 6 აგვისტოს #1-------------- საბანკო გარანტიით, 2012 წლის 7 აგვისტოს #1-------------- საბანკო გარანტიით და 2012 წლის 31 აგვისტოს #1-------------- საბანკო გარანტიით.

 

საქართველოს რ--------–----- გ-------------ა და ი---------------------- სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება სა------------–--------------------------მა 2013 წლის 06 აგვისტოს წერილის საფუძველზე მიმართა სს ,,თ----------ს“ და მოითხოვა #1-------------- საბანკო გარანტიის თანხის ნაწილის 68 152,9 ლარისა და 2013 წლის 23 ივლისის წერილით #1-------------- საბანკო გარანტიის თანხის ნაწილის - 740 000 ლარის ანაზღაურება.

 

ამ წერილების საფუძველზე №1-------------- და #1-------------- საბანკო გარანტიების ფარგლებში ბენეფიციარს - საქართველოს რ--------–----- გ-------------ა და ი---------------------- სამინისტროს საქართველოს სა------------–--------------------------ს პრინციპალისათვის დარიცხული პირგასამტეხლოს ანგარიშში ბანკმა 2013 წლის 5 სექტემბერს გადაუხადა 68 152,9 (სამოცდარვა ათას ასორმოცდათორმეტი მთელი ცხრა მეათედი) ლარი. ხოლო, 2013 წლის 5 სექტემბერს გადაუხადა 740000 (შვიდასორმოცი ათასი) ლარი.

 

რაც შეეხება 2012 წლის 31 აგვისტოს #1-------------- საბანკო გარანტიით გათვალისწინებულ თანხას, სა------------–--------------------------მა 2013 წლის 29 ივლისის №07-01-03/4157 წერილით ბანკისგან მოითხოვა საგარანტიო თანხიდან 12 368,4 ლარის გადახდა. ამ წერილში აღნიშნულია შემდეგი: 2012 წლის 31 აგვისტოს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №1----- ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოების წარმოება მიმწოდებელმა (შპს ”სა--მ) დაიწყო 2012 წლის 31 აგვისტოს და მას აღნიშნული სამუშაოები უნდა დაესრულებინა 2012 წლის 1 დეკემბერს. დეპარტამენტის მხრიდან არაერთი გაფრთხილებისა და სამუშაოების ვადის ორჯერ გაგრძელების მიუხედავად შპს ”სა--მ” დაარღვია ხელშეკრულების 5.1. მუხლის ”ბ” პუნქტით ნაკისრი ვალდებულებები, რის გამოც ხელშეკრულების მე-7 მუხლი 7.1. პუნქტის საფუძველზე 2013 წლის 12 ივლისის №0------------ წერილით და განმეორებით 2013 წლის 19 ივლისის №0------------ წერილით, ორჯერ დაერიცხა პირგასამტეხლო 6184,2 ლარის ოდენობით, რომელთა გადასახდელადაც მიეცა ვადა, პირველისათვის 2013 წლის 26 ივლისამდე და მეორე პირგასამტეხლოსათვის 2013 წლის 30 ივლისამდე. თუმცა, ხსენებული პირგასამტეხლოების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები დეპარტამენტში დღემდე არ წარმოუდგენიათ.

 

ამ წერილის საფუძველზე #1-------------- საბანკო გარანტიის ფარგლებში ბენეფიციარს - საქართველოს რ--------–----- გ-------------ა და ი---------------------- სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სა------------–--------------------------ს პრინციპალისათვის დარიცხული პირგასამტეხლოს ანგარიშში ბანკმა გადაუხადა 12368,4 (თორმეტი ათას სამასსამოცდარვა მთელი ოთხი მეათედი) ლარი.

 

წარმოდგენილი სარჩელით შპს ,,სა--“ ზია--ს ანაზღაურების სახით ითხოვს, 2012 წლის 6 აგვისტოს #1-------------- და 2012 წლის 07 აგვისტოს #1-------------- საბანკო გარანტიებზე, შესრულების გარანტიის განაღდებული თანხის - 68 153 ლარის, შესრულების გარანტიაზე დარიცხული ჯარიმა/პროცენტის - 22 450,4 ლარის, საავანსო გარანტიაზე დარიცხული ჯარიმა/პროცენტის 129 856 ლარისა და ხელშეკრულების მოშლით (შეწყვეტით) მიუღებელი მოგების 504 331,2 ლარის დაკისრებას. ასევე 2012 წლის 31 აგვისტოს #1-------------- საბანკო გარანტიაზე, შესრულების გარანტიის განაღდებული თანხის 12 368,4 ლარის, შესრულების გარანტიაზე დარიცხული ჯარიმა/პროცენტის 1708,1 ლარისა და ხელშეკრულების შეწყვეტით მიუღებელი მოგების 37 031,29 ლარის დაკისრებას.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს რ--------–----- გ-------------ა და ი---------------------- სამინისტროს საქართველოს სა------------–--------------------------ის მიერ საბანკო გარანტიის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის გამოთხოვა განპირობებული იყო შპს ,,სა--“-ს მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევით. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ვინაიდან ხელშეკრულების ვადის დასრულებისათვის შესასრულებელი იყო სამუშაოების უმეტესი ნაწილი, სახეზე იყო ხელშეკრულების შეწყვეტის წინაპირობები, რადგან მენარდემ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში ნარდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება სრულად არ შეასრულა და მხარეებს შორის ნარდობის ხელშეკრულება შეწყდა. მოსარჩელეს გააჩნდა ხელშეკრულებიდან გასვლის პატივსადები საფუძველი.

 

შესაბამისად სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელე მხარე არის ბრალეული აღნიშნული ზია--ს დადგომაში, მოპასუხის როლი მოსარჩელისთვის ზია--ს მიყენების ნაწილში არ იკვეთება, რაც გამორიცხავს აღნიშნული მოთხოვნის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებას.

 

ამასთან სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ ვერ განახორციელა მის მიერ სარჩელში მითითებული სადავო გარემოებების მტკიცების ვალდებულება, რადგან შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის გზით ვერ დაადასტურა მისთვის მიყენებული ზია--ს არსებობა, აღნიშნული ზია--ს გამომწვევი მიზეზი და მისი ოდენობა.

 

6.5. რაც შეეხება მოსარჩელის იმ პრეტენზიას, რომელიც შეეხება პირგასამტეხლოს შემცირების წინაპირობების არებობას [სსკ-ის 420-ე მუხლი], სადაც მოსარჩელე აღნიშნავს რომ სახეზე არის სსკ-ის 420-ე მუხლით დადგენილი საფუძვლები რის გამოც სასამართლომ უნდა შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტელო, ვერ იქნება გაზიარებული.

 

კერძოდ, დავა შეეხება შესრულების გარანტიის ფარგლებში პირგასამტეხლოს სახით გამოთხოვილი თანხების ოდენობას, რომელიც ე.ტ. N1----- ნარდობის ხელშეკრულების ფარგლებში შეადგენს 68 153 ლარს, ხოლო ე.ტ. N1----- ნარდობის ხელშეკრულების ფარგლებში - 12 368,4 ლარს.

 

საქმის მასალებით დასტურდება, რომ პირველი ხელშეკრულების ფარგლებში სა------------–--------------------------მა 2013 წლის 6 აგვისტოს №0------------ წერილით ბანკისგან მოითხოვა საგარანტიო თანხიდან 68 152,9 ლარის გადახდა. ამ წერილში აღნიშნულია შემდეგი: საქართველოს სა------------–--------------------------ის 2013 წლის 19 ივლისის №0------------ წერილით შპს ”სა--ს” ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო პირგასამტეხლოს სახით დაეკისრა 68 152,9 ლარის გადახდა, რისთვისაც განესაზღვრა 14 საბანკო დღე. აღნიშნული წერილი მიმწოდებელი ორგა--ზაციის წარმომადგენელს ჩაბარდა 2013 წლის 26 ივლისს. მიუხედავად აღნიშნულისა დეპარტამენტში დღემდე არ წარმოუდგენიათ ხსენებული პირგასამტეხლოს გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. შესაბამისად, იძულებული ვართ ავამოქმედოთ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველსაყოფად წარმოდგენილი №1-------------- საბანკო გარანტია.”

 

ამ წერილის საფუძველზე №1-------------- საბანკო გარანტიის ფარგლებში ბენეფიციარს - საქართველოს რ--------–----- გ-------------ა და ი---------------------- სამინისტროს საქართველოს სა------------–--------------------------ს პრინციპალისათვის დარიცხული პირგასამტეხლოს ანგარიშში ბანკმა 2013 წლის 5 სექტემბერს გადაუხადა

68 152,9 (სამოცდარვა ათას ასორმოცდათორმეტი მთელი ცხრა მეათედი) ლარი.

 

ხოლო მეორე ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სა------------–--------------------------მა 2013 წლის 29 ივლისის №07-01-03/4157 წერილით ბანკისგან მოითხოვა საგარანტიო თანხიდან 12 368,4 ლარის გადახდა. ამ წერილში აღნიშნულია შემდეგი: 2012 წლის 31 აგვისტოს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №1----- ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოების წარმოება მიმწოდებელმა (შპს ”სა--მ) დაიწყო 2012 წლის 31 აგვისტოს და მას აღნიშნული სამუშაოები უნდა დაესრულებინა 2012 წლის 1 დეკემბერს. დეპარტამენტის მხრიდან არაერთი გაფრთხილებისა და სამუშაოების ვადის ორჯერ გაგრძელების მიუხედავად შპს ”სა--მ” დაარღვია ხელშეკრულების 5.1. მუხლის ”ბ” პუნქტით ნაკისრი ვალდებულებები, რის გამოც ხელშეკრულების მე-7 მუხლი 7.1. პუნქტის საფუძველზე 2013 წლის 12 ივლისის №0------------ წერილით და განმეორებით 2013 წლის 19 ივლისის №0------------ წერილით, ორჯერ დაერიცხა პირგასამტეხლო 6184,2 ლარის ოდენობით, რომელთა გადასახდელადაც მიეცა ვადა, პირველისათვის 2013 წლის 26 ივლისამდე და მეორე პირგასამტეხლოსათვის 2013 წლის 30 ივლისამდე. თუმცა, ხსენებული პირგასამტეხლოების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები დეპარტამენტში დღემდე არ წარმოუდგენიათ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება, ამ ვალდებულების შესრულებამდე. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვა-- შესრულებით გამოწვეული ზია--ს თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვა-- გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (იხ. სუსგ №ას-536-512-2016, 4 ოქტომბერი, 2016 წელი).

 

პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზია--ს ანაზღაურება (იხ. სუსგ №ას-536-512-2016, 4 ოქტომბერი, 2016 წელი).

 

სასამართლოს სწორედ ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით, მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, უფლება აქვს დაიყვანოს პირგასამტეხლო თანაზომიერების ფარგლებამდე.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება (იხ.სუსგ №ას-833-799-2016; 2016 წლის 2 ნოემბერი).

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელის განმარტებას პირგასამტეხლოს შემცირების ნაწილში და მიუთითებს, რომ, ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით, მოვალის მიერ არაჯეროვა-- შესრულებით გამოწვეული ზია-- თანაზომიერია პირგასამტეხლოს ოდენობასთან, შესაბამისად, არ არსებობს მისი შემცირების საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტა--ლი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 29 ივლისის განჩინებით დაკმაყოფილდა შპს ,,სა--“-ს განცხადება და სახელმწიფო ბაჟის გადახდა გადაუვადდა საქმის განხილვის დასრულებამდე, რომლის ოდენობა დავის საგნის ოდენობის გათვალისწინებით შეადგენს 5000 ლარს.

 

საქართველოს რეგიონული გ------------- და ი---------------------- სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სა------------–--------------------------ი ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,უ” ქვეპუნქტის საფუძველზე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

 

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შპს ,,სა--“-ს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და სახელმწიფო ბაჟის გადახდა გადავდებული ჰქონდა საქმის განხილვის დასრულებამდე, დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციული სახელმწიფო ბაჟის თანხას 2747,41 ლარს (91580,48*3/100) გაიღებს სახელმწიფო.

 

ამდენად, დაკმაყოფილებული მოთხოვნის შემდეგ დარჩენილი სასარჩელო მოთხოვნის, რომლის დაკმაყოფილებაზეც მოსარჩელეს უარი ეთქვა, პროპორციული სახელმწიფო ბაჟის თანხა შეადგენს 2252,59 ლარს (5000-2747,41), რომლის გადახდაც სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს შპს ,,სა--“-ს.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. შპს ,,სა--“-ს სარჩელი საქართველოს რ--------–----- გ-------------ა და ი---------------------- სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება სა------------–--------------------------ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. საქართველოს რ--------–----- გ-------------ა და ი---------------------- სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება სა------------–--------------------------ს შპს ,,სა--“-ს სასარგებლოდ დაეკისროს შესრულებული სამუშაოს ღირებულების სახით 6075,82 ლარის გადახდა;

 

3. საქართველოს რ--------–----- გ-------------ა და ი---------------------- სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება სა------------–--------------------------ს შპს ,,სა--“-ს სასარგებლოდ დაეკისროს 2012 წლის 06 აგვისტოს და 2012 წლის 11 სექტემბრის ნარდობის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე სარეზერვო თანხის ჯამში - 85 504,66 ლარის გადახდა;

 

4. შპს ,,სა--“-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟი 2252,59 ლარის ოდენობით;

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით;

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე თამარ ბურჯანაძე