გადაწყვეტილება

სამოქალაქო 04.07.2018
საქმის ნომერი
160210018002417159
კატეგორია
დავის ტიპი
იჯარა, სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარა
თარიღი
04.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/434-18

160210018002417159

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

4 ივლისი 2018 წელი ქ. ბოლნისი

ბოლნისის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ნინო თარაშვილი

სხდომის მდივანი ცაცა ებრალიძე

მოსარჩელე - სახ--–----------ი

წარმომადგენელი - მუ-----------–---ი

მოპასუხე - სსიპ სახ--–-–-------------------------–----------ო;

წარმომადგენელი - სა-–--------–--ე

თარჯიმანი - ნა--–-------------ა

დავის საგანი - ბრძანების ბათილად ცნობა, იჯარის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1. ბათილად იქნას ცნობილი სახ--–-–-------------------------–----------ოს ქვემო ქართლის მომსახურების ცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის ეკა გოგოლაური-ბერაიას 2017 წლის 4 სექტემბრის N1/6-490 ბრძანება, 2015 წლის 6 აგვისტოს იჯარის ხელშეკრულების (ხელშეკრულების საგანი: მარ-----–-, სოფელი მეო---------–ოში არსებული 11189 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, ს/კ 83.0-.16.3-8.) შეწყვეტის შესახებ და დაევალოს მოპასუხეს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საგნის: მარ-----–-ს რაიონის სოფელი მეო---------–ოში არსებული 11189 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის ს/კ 83.0-.16.3-8 თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემა.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: სსიპ სახ--–-–-------------------------–----------ოს და სახ--–----------ს შორის 2015 წლის 6 აგვისტოს გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე სახ--–----------ს გადაეცა მარ-----–-ს რაიონის სოფელი მეო---------–ოში არსებული 11189 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი ს/კ 83.0-.16.3-8. ხელშეკრულება დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში და მოპასუხის განმარტებით ქონება იყო უნაკლო. 2015 წლის ნოემბრის თვეში გაირკვა, რომ იჯარით აღებული მიწის ნაკვეთი მითვისებული ჰქონდათ სხვადასხვა პირებს, რის გამოც მოსარჩელემ ვეღარ შეძლო გადაცემული მიწის ნაკვეთის სრულად გამოყენება. მოცემული ნაკლის აღმოჩენისთანავე მოსარჩელემ აღნიშნული აცნობა მოპასუხეს და სთხოვა ნაკლის გამოსწორება, რათა მომდევნო წელს მისცემოდა მიწის ნაკვეთის სრულად გამოყენების საშუალება, რამეთუ ერთი წლის საიჯარო ქირა წინასწარ ჰქონდა გადახდილი. მოსარჩელის მტკიცებით მისი აქტიურობის მიუხედავად, მიწის ნაკვეთის მიმთვისებლებმა არ გაათავისუფლეს იჯარით აღებული მიწა, შესაბამისად, მან ვერ შეძლო მიწის სრულად დამუშავება, რის გამოც 2017 წლის 4 სექტემბერს გამოიცა ბრძანება ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის, სიაჯარო ქირის 4526 ლარის და პირგასამტეხლოს 1037 ლარის და 1000 ლარის გადახდის თაობაზე.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მხარეთა შორის იჯარის ხელშეკრულება დაიდო 2015 წლის 6 აგვისტოს. მართალია მოსარჩელემ მათ აცნობა რომ მიწის ნაკვეთის ნაწილი დაკავებული ჰქონდათ სხვა პირებს, თუმცა, იჯარის ხელშეკრულების 3.2.2 პუნქტის თანახმად, იგი აღჭურვილი იყო ხელშეკრულების საგნის მესაკუთრის უფლებებით, შესაბამისად შეეძლო მიემართა სასამართლოსთვის და მოეთხოვა მიწის ნაკვეთის უკანონო მფლობელებისგან გამოთხოვა. მოსარცელე არ იყო უფლებამოსილი ამ ფაქტის გამო უარი განეცხადებინა ქირის გადახდაზე.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები საქმეში არ ამოიპოვება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემობები:

 

3.2.1. სსიპ სახ--–-–-------------------------–----------ოს და სახ--–----------ს შორის 2015 წლის 6 აგვისტოს გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე სახ--–----------ს გადაეცა მარ-----–-ს რაიონის სოფელ მეო---------–ოში არსებული 11189 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის ს/კ 83.0-.16.3-8. ხელშეკრულება დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში. ყოველწლიური საიჯარო ქირა განისაზღვრა წლიური 4183 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 0-/08/2015 წლის ხელშეკრულება.

 

3.2.2. 2015 წლის 6 აგვისტოს ხელშეკრულების 6.2. პუნქტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საიჯარო ქირის გადაუხდელობის შემთხვევაში, მოიჯარეს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო გადაუხდელი თანხის 0,1% ოდენობით დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. იმავე ხელშეკრულების 6.3. პუნქტით დადგინდა, რომ ხელშეკრულების 3.1.1. პუნქტით (რაც გულისხმობს ხელშეკრულებით გადაცემულ ქონებაზე ყოველი წლის დეკემბრის თვეში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის ინფორმაციის წარდგენა ხელშეკრულების დანართო N2-ის შესაბამისად) გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მოიჯარეს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო 500 ლარის ოდენობით, ხოლო ხელშეკრულების 3.1.2. გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მოიჯარეს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო 500 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 0-/08/2015 წლის ხელშეკრულება.

 

3.2.3. 2015 წლის 6 აგვისტოს ხელშეკრულების მე-7 მუხლით განისაზღვრა ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევები. კერძოდ: ხელშეკრულება შეწყდებოდა ვადის გასვლით, მეიჯარის მიერ ხელშეკრულების 6.6. პუნქტით განსაზღვრული ხელშეკრულების მოშლის უფლების განხორციელების შემთხვევაში, მხარეთა ურთიერთშეთანხმებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 0-/08/2015 წლის ხელშეკრულება.

 

3.2.4. 2015 წლის 6 აგვისტოს ხელშეკრულების მე-3.2.2. მუხლით განისაზღვრა მოიჯარის სახ--–----------ის უფლება მოეთხოვა იჯარით გადაცემული ,,ქონების’’ დაბრუნება ნებისმიერი უკანონო მფლობელისგან, აგრეთვე ,,ქონებით’’ სარგებლობის ყოველგვარი დაბრკოლების აღმოფხვრის და ქონებისადმი მიყენებული ზიანის ანაზღაურება, რაც უნდა მოხმარდეს დაზიანებული ,,ქონების’’ აღდგენას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 0-/08/2015 წლის ხელშეკრულება.

 

3.2.5. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 11.11.2015 წელს სახ--–----------მა N93200/ფ განცხადებით მიმართ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს და ითხოვა ადმინისტრაციული საქმის წარმოების ჩატარება საიჯარო ქონებაზე უნებართვო მშენებლობის შემოწმების/აღკვეთის მიზნით. შესაბამისად აღნიშნულით დგინდება, რომ იგი მიწის ნაკვეთს სრულყოფილად ვერ იყენებდა დანიშნულებისამებრ, თუმცა მიწის ნაკვეთის ნაწილით სარგებლობა სასამართლო სხდომაზე დადასტურებულ იქნა მოსარჩელის მიერ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ სახ--–-–-------------------------–----------ოს 3-.03.2016 წლის N10/15154 მიმართვა სახ--–----------ს.

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2018 წლის 12 ივნისის სასამართლო სხდომის ოქმი)

 

3.2.6. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 17.12.2015 წელს სახ--–----------მა N103624/ფ განცხადებით მიმართ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს და ითხოვა ხელშეკრულებით გათვალისწინებული საიჯარო ქირის გადახდის გადავადება. სსიპ სახ--–-–-------------------------–----------ოს 26.02.2016 წლის N10/9325 მიმართვით სახ--–----------ს 17.12.2015 განცხადების დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ სახ--–-–-------------------------–----------ოს 26.02.2016 წლის N10/9325 მიმართვა სახ--–----------ს.

 

3.2.7. 2015 წლის 9 ნოემბერს მოსარჩელე სახ--–----------მა განცხადებით მიმართა სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს მის მიერ იჯარით აღებულ ს/კ 83.0-.16.3-8. მიწის ნაკვეთზე განხორციელებული უკანონო მშენებლობის თაობაზე. მოსარჩელემ 21.10.2016 წელს ამავე შინაარსის განცხადებით მიმართა მარ-----–-ს მუნიციპალიტეტის გამგებელს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 9/11/2015 წლის განცხადება

- 21/10/2016 წლის მიმართვა მარ-----–-ს მუნიციპალიტეტის გამგებელს.

 

3.2.8. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 26.12.2016 წელს სახ--–----------მა განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, რაზედაც 2016 წლის 28 დეკემბერს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ N10/65903 მიმართვით აცნობა, რომ 2015 წლის 6 აგვისტოს იჯარის ხელშეკრულების მოთხოვნათა შესაბამისად, ხელშეკრულების დანართი N2, 2016 წლის 19 დეკემბერს ჩაბარებულია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში და აღნიშნული არ ათავისუფლებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების შესრულებისაგან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 28.12.2016 წლის N10/65903 მიმართვა

 

3.2.9. 2017 წლის 19 ივნისს სახ--–----------მა განცხადებით მიმართა ქვემო ქართლის გუბერნატორს, განუმარტა, რომ სრულყოფილად ვერ სარგებლობს საიჯარო ქონებით და ითხოვა შესაბამისი რეაგირების მოხდენა. 2017 წლის 20 ივნისს სახ--–----------მა N19253 განცხადებით მიმართა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას. 2017 წლის 20 ივნისს სახ--–----------ის N19253 განცხადება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ გადაუგზავნა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, რეაგირებისათვის.სახ--–----------ის 2017 წლის 20 ივნისის N19253 განცხადება, სსიპ სახ--–-–-------------------------–----------ოს მიერ 2017 წლის 3- ივნისს, გადაგზავნილ იქნა მარ-----–-ს მუნიციპალიტეტში, შემდგომი რეაგირების მიზნით. სახ--–----------ს, 2017 წლის 20 ივნისის N 19253 განცხადების პასუხად, მარ-----–-ს მუნიციპალიტეტის გამგებელმა 2018 წლის 11 აგვისტოს N 03/9738 მიმართვით აცნობა, რომ უძრავ ქონებაზე ს/კ 83.0-.16.3-8 უკანონო მშენებლობისათვის კონკრეტული პირების მიმართ გამოყენებული იქნა შესაბამისი სანქციები. აღნიშნული მიმართვა აგრეთვე გადაეგზავნა სახ--–-–-------------------------–----------ოს ქვემო ქართლის მომსახურეობის ცენტრის უფროსს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სახ--–----------ის 19.0-.2017 წლის განცხადება

- საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის 21.0-.2017 წლის მიმართვა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ სახ--–-–-------------------------–----------ოს 09.08.2017 წლის N10/40-21 მიმართვა სახ--–----------ს. აღნიშნული წერილი ჩაბარდა სახ--–----------ის ოჯახის წევრს - მამას, 12.08.2017 წელს.

-

- საფოსტო შეტყობინების ბარათი

 

3.2.13. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა საააგენტომ, ისარგებლა 2015 წლის 6 აგვისტოს ხელშეკრულების მე-7 პუნქტით გათვალისწინებული იჯარის ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის უფლებით და 2017 წლის 4 სექტემბრის N1/6-490 ბრძანებით ცალმხრივად შეწყვიტა ფიზიკურ პირ სახ--–----------სა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს შორის 2015 წლის 0- აგვისტოს გაფორმებული იჯარის ხელშეკრულება. სსიპ სახ--–-–-------------------------–----------ოს 2017 წლის 4 სექტემბრის N1/6-490 ბრძანება 2017 წლის 4 სექტემბერს N10/4492 მიმართვით გაეგზავნა სახ--–----------ს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ სახ--–-–-------------------------–----------ოს 2017 წლის 4 სექტემბრის N1/6-490 ბრძანება

- სსიპ სახ--–-–-------------------------–----------ოს 2017 წლის 4 სექტემბრის N10/44992 მიმართვა

 

3.2.14. სსიპ სახ--–-–-------------------------–----------ოს 2017 წლის 4 სექტემბრის N1/6-490 ბრძანება, 2017 წლის 11 სექტემბერს სახ--–----------მა გაასაჩივრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 11.10.2017 წლის N04/6750 მიმართვით სახ--–----------ს ეცნობა, რომ სსიპ სახ--–-–-------------------------–----------ოს ბრძანება საჩივრდება არა სამინისტროში, არამედ სასამართლოში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სახ--–----------ის 11.09.2017 წლის საჩივარი

- საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 11.10.2017 წლის N04/6750 მიმართვა

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სარჩელის განხილვის, ახსნა-განმარტებების მოსმენის, მხარეთა, მათი წარმომადგენლების სამართლებრივი პოზიციების გაანალიზებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 581-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იჯარის ხელშეკრულებით მეიჯარე მოვალეა გადასცეს მოიჯარეს განსაზღვრული ქონება დროებით სარგებლობაში და საიჯარო დროის განმავლობაში უზრუნველყოს ნაყოფის მიღების შესაძლებლობა, თუ იგი მიღებულია მეურნეობის სწორი გაძღოლის შედეგად შემოსავლის სახით. მოიჯარე მოვალეა გადაუხადოს მეიჯარეს დათქმული საიჯარო ქირა. საიჯარო ქირა შეიძლება განისაზღვროს როგორც ფულით, ისე ნატურით. მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ საიჯარო ქირის განსაზღვრის სხვა საშუალებებზედაც.

 

2015 წლის 6 აგვისტოს ზემოაღნიშნული ნორმის შესაბამისად, სსიპ სახ--–-–-------------------------–----------ოს და სახ--–----------ს შორის 5 წლის ვადით გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე სახ--–----------ს გადაეცა 11189 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. ყოველწლიური საიჯარო ქირა განისაზღვრა 4183 ლარის ოდენობით. სახ--–----------მა ხელშეკრულების გაფორმებამდე 3-.07.2015 წელს გადაიხადა 196.00 ლარი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 581-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, იჯარის ხელშეკრულების მიმართ გამოიყენება ქირავნობის ხელშეკრულების წესები, თუ 581-60--ე მუხლებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

 

როგორც ზემოთ აღინიშნა, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების 3.2.2 მუხლით განისაზღვრა მოიჯარის სახ--–----------ის უფლება მოეთხოვა იჯარით გადაცემული ,,ქონების’’ დაბრუნება ნებისმიერი უკანონო მფლობელისგან, აგრეთვე ,,ქონებით’’ სარგებლობის ყოველგვარი დაბრკოლების აღმოფხვრის და ქონებისადმი მიყენებული ზიანის ანაზღაურება, რაც უნდა მოხმარდეს დაზიანებული ,,ქონების’’ აღდგენას.

 

შესაბამისად მოსარჩელეს შეეძლო სასარჩელო წესით მიემართა სასამართლოსათვის და მოეთხოვა უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, რაც მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მხრიდან არ განხორციელებულა. მან მიწის ნაკვეთის უნებართვოდ დაკავებისა და მასზე მშენებლობის განხორციელების თაობაზე აცნობა როგორც სახელმწოფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, ასევე ქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას და მარ-----–-ს მუნციპალიტეტს, თუმცა უკანონო მფლობელებისგან, მასზე იჯარით გადაცემული უძრავი ქონების გამოთხოვასთან დაკავშირებით მას სასამართლოსთვის არ მიუმართავს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 533-ე მუხლის თანახმად, გამქირავებელმა უნდა გადასცეს დამქირავებელს უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო ნივთი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 536-ე მუხლის თანახმად თუ გაქირავებულ ნივთს აღმოაჩნდება ნაკლი, მაშინ დამქირავებელს ქირა შეუმცირდება იმ ოდენობით, რა ოდენობითაც შემცირდა ნივთის ვარგისიანობა ნაკლის გამო. ნაკლის გამოსწორებისას ეს უფლება ძალას კარგავს. უმნიშვნელო ნაკლი მხედველობაში არ მიიღება.

 

გამოკვლეული მტკიცეულებების საფუძველზე დადგინა, რომ იჯარის ხელშკერულების დადების შემდეგ აღმოჩნდა, რომ მიწის ნაკვეთი ნაწილობრივ იმყოფებოდა სხვა პირთა მფლობელობაში, შესაბამისად ნივთი იყო ნაკლიანი რასთან დაკავშირებითაც პრეტენზია მოიჯარის მხრიდან გაცხადებულ იქნა.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო თვლის, რომ სახ--–----------ს არ ჰქონდა იჯარით გადაცემული მიწის ნაკვეთის სრულად გამოყენების საშუალება, თუმცა მას არ უთხოვია საიჯარო ქირის თანხის შემცირება ნივთის ვარგისიანობის ნაკლის გამო და არც არც ხელშეკრულებით დადგენილი საიჯარო ქირა გადაუხდია დათქმულ ვადაში, იმ პირობებში, როცა მან სასამართლო სხდომაზე დაადასტურა, რომ მიწის ნაკვეთის დანიშნულებისამებრ გამოყენება ნაწილობრივ შეეძლო.

 

მხარეთა შორის დადებული 2015 წლის 6 აგვისტოს ხელშეკრულების 6.2. პუნქტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საიჯარო ქირის გადაუხდელობის შემთხვევაში, მოიჯარეს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო გადაუხდელი თანხის 0,1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. იმავე ხელშეკრულების 6.3. პუნქტით დადგინდა, რომ ხელშეკრულების 3.1.1. პუნქტით (რაც გულისხმობს ხელშეკრულებით გადაცემულ ქონებაზე ყოველი წლის დეკემბრის თვეში საქართველოს სოფლისმეურნეობის სამინისტროსთვის ინფორმაციის წარდგენა ხელშეკრულების დანართო N2-ის შესაბამისად) გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მოიჯარეს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო 500 ლარის ოდენობით, ხოლო ხელშეკრულების 3.1.2. გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მოიჯარეს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო 500 ლარის ოდენობით.

 

როგორც საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან ირკვევა სსიპ სახ--–-–-------------------------–----------ოს 3-.05.2017 წლის N10/26107 და 09.08.2017 წლის N10/40-21 მიმართვებით სახ--–----------ი გაფრთხილებული იქნა ორჯერ, რომ გადაეხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული საიჯარო ქირა და დაკისრებული პირგასამტეხლო, რაც მოსარჩელის მხრიდან რეაგირების გარეშე იქნა დატოვებული.

 

მხარეთა შორის დადებული 2015 წლის 6 აგვისტოს ხელშეკრულების მე-7 მუხლით განისაზღვრა ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევები. კერძოდ: ხელშეკრულება შეწყდებოდა ვადის გასვლით, მეიჯარის მიერ ხელშეკრულების 6.6. პუნქტით განსაზღვრული ხელშეკრულების მოშლის უფლების განხორციელების შემთხვევაში, მხარეთა ურთიერთშეთანხმებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

 

სსიპ სახ--–-–-------------------------–----------ოს 04.09.2017 წლის N1/6-490 ბრძანებით შეწყვეტილ იქნა იჯარის ხელშეკრულება. შესაბამისად ზემორე პუნქტებში განვითარებულ მსჯელობათა შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ 2015 წლის 6 აგვისტოს ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანება იყო მართლზომიერი.

 

სასამართლო აქვე აღნიშნავს, სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენდა მოსარჩელის მოთხოვნა, იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანების მართლზომიერების დადგენასთან დაკავშირებით, ამდენად აღნიშნული დავის ფარგლებში სასამართლოს კვლევის საგანი არ მოიცავდა იმ საკითხის დადგენას თუ რამდენად სათანადო გაანგარიშებით დაარიცხა პირგასამტეხლო და ასევე საიჯარო ქირა სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ მოსარჩელე სახ--–----------ს. აქედან გამომდინარე სასამართლოს განსახილველ დავაზე გადაწყვეტილების მიღებით ეს საკითხი არ შეუფასებია და მიაჩნია, რომ აღნიშნული, ცალკე სასარჩელო წარმოებით დასადგენი საკითხია.

 

იმის გათვალისწინებით, რომ არ კმაყოფილდება სარჩელი სახ--–-–-------------------------–----------ოს ქვემო ქართლის მომსახურების ცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის ეკა გოგოლაური-ბერაიას 2017 წლის 4 სექტემბრის N1/6-490 ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში, სასამართლო აღარ მსჯელობს მოპასუხის მიერ 2015 წლის 6 აგვისტოს ხელშეკრულებს საგნის თავისუფალ მდგომარეობაში მოსარჩელისთვის გადაცემის მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი გადახდება მოპასუხის, დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 120 ლარის ოდენობით.

 

იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 ლარი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად, ხოლო ზედმეტად გადახდილი 20 ლარი უნდა დაუბრუნდეს უკან.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 248-250-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სახ--–----------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 100 ლარი ჩაითვალოს გადახდილად სახელმწიფო ბიუჯეტში;

 

3. მოსარჩელე სახ--–----------ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ 2018 წლის 25 აპრილს ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 20 ლარის ოდენობით, რომელიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: გადამხდელის ბანკი - სს ,,თიბისი ბანკი”, ბანკის კოდი: TBCBGE22, ბიუჯეტის შემოსულობების ერთიანი ანგარიში, სახაზინო კოდი: 3-0093150, მიმღების ბანკი: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი: TRESGE22 (2018 წლის 25 აპრილის №0 საგადახდო დავალება).

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 3- დღისა, გამოცხადდეს ბოლნისის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 3--ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ნინო თარაშვილი