გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე 2/20782-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
18 აპრილი 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ელისო ტუკვაძე
სხდომის მდივანი თეონა როსტომაშვილი
მოსარჩელე: შ--------------“
წარმომადგენლები: ლ------------–-–---–ი
მოპასუხე: შ---------------ი“
წარმომადგენლები: ი-----–----–-----–---–ი
დავის საგანი: აუცილებელი სარემონტო ხარჯების ანაზღაურება,წინასწარ, ასევე ზედმეტად გადახდილი საიჯარო ქირის
დაბრუნება, ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოსარჩელის შ--------------“-ს სასარგებლოდ შ---------------ს“ დაეკისროს საიჯარო ქონებაზე გაწეული აუცილებელი სარემონტო ხარჯების - 222304,08 ლარის გადახდა;
1.2. მოსარჩელის შ--------------“-ს სასარგებლოდ შ---------------ს“ დაეკისროს წინასწარ გადახდილი 2016 წლის დეკემბრის საიჯარო ქირის - დღგ-ს გარეშე 5932,2 აშშ დოლარის ეკვივალენტით ლარში 14194,57 ლარის გადახდა;
1.3. მოსარჩელის შ--------------“-ს სასარგებლოდ შ---------------ს“ დაეკისროს ზიანის სახით 49504,33 ლარის გადახდა, საიდანაც 13495,01 ლარი არის ახალ ფართზე გადასვლასთან დაკავშირებული ხარჯი, ხოლო 36 009,32 ლარი მარკეტინგული ინვესტიცია.
1.4. მოსარჩელის შ--------------“-ს სასარგებლოდ შ---------------ს“ დაეკისროს ზედმეტად გადახდილი თანხის 16012,39 აშშ დოლარის დღგ-ს გარეშე ეკვივალენტით ლარში 32469,87 ლარის გადახდა.
სარჩელის საფუძვლად მითითებულია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
მხარეებს შორის 2014 წლის 20 ნოემბერს, 5 წლის ვადით გაფორმდა არასაცხოვრებელი ფართის იჯარის ხელშეკრულება, სადაც საიჯარო ქირა განისაზღვრა თვეში 10000 აშშ დოლარის, ხოლო მხარეთა შეთანხმებით 2016 წლის იანვრიდან - თვეში 7000 აშშ დოლარის ოდენობით.
ხელშეკრულების გაფორმებისას საიჯარო ქონება იყო შავ კარკასულ მდგომარეობაში, რის გამოც მისით ჯეროვნად სარგებლობისთვის, პირველი 6 თვის მანძილზე მოიჯარე ახორციელებდა მასშტაბურ სარემონტო სამუშაოებს, კერძოდ: ჭერისა და იატაკის მოწყობა, გათბობა-გაგრილება-ვენტილაციის მოწყობა, კედლების კეთილმოწყობა, სველი წერტილების კეთილმოწყობა, ელექტროობის მოწესრიგება და სხვა. ჯამურად სარემონტო სამუშაოების წარმოებაზე მოსარჩელემ გადაიხადა 222304,08 ლარი. სარემონტო სამუშაოები განხორციელდა მოპასუხესთან შეთანხმებით, ხოლო იჯარის ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა სამთვიანი საშეღავათო პერიოდი რემონტისთვის, რა დროსაც მოიჯარე გათავისუფლებული იყო საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულებისგან.
2016 წლის მეორე ნახევრის განმავლობაში მოპასუხემ საიჯარო ქონების წინა მომიჯნავე ნაწილზე წამოიწყო მასშტაბური სამშენებლო სამუშაოები, რის გამოც მოიჯარის მიერ საიჯარო ქონებით სარგებლობა მნიშვნელოვნად შეფერხდა, სრულიად დაიფარა საიჯარო ქონებაზე განთავსებული მოსარჩელის აბრა, ობიექტმა დაკარგა ხილვადობა საიჯარო გზიდან, რის გამოც მომხმარებლებს უჭირდათ მაღაზიის მიგნება, ხოლო ყველაზე აქტიურ სეზონზე (2016 წლის დეკემბერი) გაყიდვების მაჩვენებლები გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში კატასტროფულად შემცირდა. ვინაიდან დეკემბრის თვის საიჯარო ქირა, იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე წინასწარ იყო გადახდილი, მოიჯარეს უნდა დაუბრუნდეს საიჯარო ქირა, დღგ-ს გარეშე 5932,22 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში 14194,57 ლარი.
სარემონტო სამუშაოების დაწყებამდე მოპასუხემ იმავე ფართში წამოიწყო სარესტორნო საქმიანობა და განათავსა საბილიარდო მაგიდები, რის გათვალისწინებითაც იჯარის საგანში მუდმივად აღწევდა მუსიკის მაღალი ხმა და საკვების სუნი, რაც მნიშნელოვან აცდენაში მოდიოდა იტალიური ავეჯის მაღაზიისთვის არსებულ სტანდარტებთან და უცხოელი ფრენშაიზერის მოთხოვნებთან. გაფრთხილების მიუხედავად მოპასუხის მიერ არ მომხდარა სიტუაციის გამოსწორება, რის გამოც მოიჯარემ 2017 წლის 23 აპრილიდან შეწყვიტა იჯარის ხელშეკრულება და კომერციული საქმიანობა განაგრძო სხვა მისამართზე. მოიჯარე იძულებული გახდა გაეღო დამატებითი ხარჯი მოძრავი ქონების დემონტაჟის, ახალ მისამართზე ტრანსპორტირებისა და მონტაჟისთვის, რამაც ჯამურად შეადგინა 13495,01 ლარი, ხოლო მაღაზიის მდებარეობის გაცნობა-დამახსოვრებისთვის მარკეტინგული ინვესტიციის სახით გაწეული ხარჯი შეადგენს 36009,32 ლარს.
მხარეთა შეთანხმებით, რემონტის ხარჯები უნდა ანაზღაურებულიყო მეიჯარის მიერ, რასთან დაკავშირებითაც მოიჯარის მიერ 30828,72 აშშ დოლარის ექვივალენტით ლარზე ღირებულების სამუშაოზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურა მოპასუხემ დაადასტურა. თუმცა მხარეებს შორის აღნიშნული ხარჯების გაქვითვისას დაშვებულია შეცდომა. კერძოდ, აღნიშნული თანხიდან 828,72 აშშ დოლარის ექვივალენტით ლარი სწორად გაიქვითა საიჯარო ქირაში, ხოლო 30000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში (60848 ლარი) კი გაიქვითა საშეღავათო პერიოდის საიჯარო ქირაში, რა პერიოდშიც მოიჯარე გათავისუფლებული იყო ქირის გადახდის ვალდებულებისაგან. ამასთან, მოსარჩელეს საიჯარო ურთიერთობიდან გამომდინარე არ მოუხდენია 2017 წლის მარტისა და აპრილის თვის იჯარის ანაზღაურება ჯამში - 13987,61 აშშ დოლარის ოდენობით (12,39 აშშ დოლარი მოიჯარის მიერ ზედმეტობით იქნა გადახდილი 2017 წლის თებერვლის თვის ანგარიშსწორებისას). ამდენად, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს შეცდომით გაქვითულ თანხასა და დარჩენილ საიჯარო ქირის ოდენობას შორის სხვაობა - 16012,39 აშშ დოლარი დღგ-ს გარეშე.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ შესაგებლით მოსარჩელის მოთხოვნები არ ცნო და მიუთითა შემდეგ გარემოებებზე:
იჯარის ხელშეკრულებით მოიჯარემ განაცხადა თანხმობა, რომ იჯარის საგანი ვარგისია იმ მიზნებისთვის, რომლისთვისაც იღებს იჯარის უფლებით და იგი უფლებამოსილი იყო იჯარის საგანში განეხორციელებინა სარემონტო სამუშაოები. ამდენად, იგი დათანხმდა, დაექირავებინა ფართი 10000 აშშ დოლარად და ჩაეტარებინა რემონტი, თუკი ამას საჭიროდ მიიჩნევდა. ამასთან, თუკი მხარეები მიიჩნევდნენ, რომ სარემონტო ხარჯები ექვემდებარებოდა ანაზღაურებას, მაშინ ისინი დაარეგულირებდნენ აღნიშნულ საკითხს.
მართალია მეიჯარის მიერ მიმდინარეობდა სარემონტო სამუშაოები, თუმცა მშენებლობა არავითარ უარყოფით გავლენას არ ახდენდა მოიჯარის საქმიანობაზე და მხოლოდ ფოტოსურათების მეშვეობით შეუძლებელი იყო ზიანის მიყენების ფაქტის დადასტურება. ასევე მოსარჩელის მტკიცების ვალდებულებას წარმოადგენდა იმ გარემოების დადასტურება, რომ საიჯარო საგანში აღწევდა მუსიკის ხმა, სუნი და ა.შ. აღნიშნული დადასტურება ობიექტურად შეუძლებელი იყო მითითებული ფაქტის არარსებობის გამო. მოპასუხე ჯეროვნად ასრულებდა ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას, ამდენად ხელშეკრულების მოშლა მისი ბრალით არ მომხდარა. გარდა ამისა, მოიჯარემ შეტყობინების გარეშე გადაიტანა ნივთები სხვა ფართში და იქ განაგრძო საქმიანობა. საგულისხმოა, რომ შესაძლოა მოსარჩელეს მართლაც გაეწია მარკეტინგული ხარჯი, თუმცა მისი მეიჯარისთვის დაკისრება აბსოლუტურად უსაფუძვლოა.
რაც შეეხება საშეღავათო პერიოდზე გათვალისწინებული საიჯარო ქირის არასწორად გაქვითვას, მოპასუხემ საქმის განხილვის მოსამზადებელ ეტაპზე დამატებით განმარტა, რომ საშეღავათო პერიოდში მოსარჩელის მხრიდან მოხდა საიჯარო ქირის გადახდის თაობაზე ანგარიშ-ფაქტურების დადასტურება, რომლის გაქვითვა განხორციელდა მოსარჩელის მიერ ჩატარებული სარემონტო სამუშაოების ანგარიშში. აღნიშნული დასტურდებოდა მომსახურების განხორციელების შესახებ თავად მოსარჩელის მიერ გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურით. ამდენად, არასწორ გაქვითვას ადგილი არ ჰქონია.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. შ---------------ს“ (მეიჯარე) და შ--------------ს“ (მოიჯარე) შორის 2014 წლის 20 ნოემბერს დაიდო იჯარის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მოიჯარეს დროებით მფლობელობასა და სარგებლობაში გადაეცა მეიჯარის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე თბილისში, ა----–-----–--------------------–---------- N1-ში შენობის პირველ სართულზე 289,5 კვ.მ., ხოლო მე-2 სართულზე 920,3 კვ.მ.
ხელშეკრულებით შეთანხმდა შემდეგი არსებითი პირობები:
- იჯარის საგანი მოიჯარეს გადაეცა 5 წლის ვადით, 2019 წლის 31 დეკემბრამდე (2.2. პუნქტი);
- მეიჯარე ადასტურებს მოიჯარის უფლებას, იჯარის საგნის გარდა შეუზღუდავად ისარგებლოს იჯარის საგანთან მისასვლელი საავტომობილო გზით, ეზოთი, ყველა იმ კომუნიკაციით (ელექტრო გაყვანილობა, სანიტარულ-ჰიგიენური კვანძები და სხვა), რაც აუცილებელი იჯარის საგნით სარგებლობისთვის. ამგვარი სარგებლობა მიჩნეულია იჯარის უფლების არსებით შემადგენელ ნაწილად და გამორიცხავს სარგებლობისთვის დამატებითი საფასურის გადახდას (2.4. პუნქტი);
- იჯარის საგანი მოიჯარის მიერ გამოიყენება კომერციული მიზნებისთვის და მოიჯარე აცხადებს, რომ იჯარის საგანი ვარგისია იმ მიზნებისთვის, რომლისთვისაც იღებს იჯარის უფლებით (3.1 და 3.2 პუნქტები);
- საიჯარო ქირის ყოველთვიური ოდენობა შეადგენს 10000 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში დღგ-ს ჩათვლით (5.1. პუნქტი);
- საიჯარო ქირას მოიჯარე იხდის შემდეგი გრაფიკით:
ა) 2014 წლის 23 ნოემბრიდან 2015 წლის 23 თებერვლამდე პერიოდი არის საშეღავათო პერიოდი, სარემონტო სამუშაოების განსახორციელებლად;
ბ) ერთი თვის საიჯარო ქირა 2014 წლის 23 ნოემბერს, რომელიც ჩაითვლება 2015 წლის 23 თებერვლიდან ამავე წლის 23 მარტამდე პერიოდის გადასახადად;
გ) ერთი თვის საიჯარო ქირა 2015 წლის 10 იანვრამდე, რომელიც ჩაითვლება 2015 წლის 23 მარტიდან ამავე წლის 23 აპრილამდე პერიოდის გადასახადად;
დ) შემდგომი გადახდები მოხდება ყოველთვიურად 23 რიცხვში, საანგარიშო პერიოდის დასაწყისში (5.2 პუნქტი);
2016 წლის იანვრიდან მხარეთა შეთანხმებით საიჯარო თანხა განისაზღვრა თვეში 7000 აშშ დოლარით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- იჯარის ხელშეკრულება;
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.2. მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ მოიჯარე უფლებამოსილია იჯარის საგანში განახორციელოს სარემონტო სამუშაოები და დაამონტაჟოს საჭირო მოწყობილობები და/ან გაყვანილობა, რომელიც მის საქმიანობასთან არის დაკავშირებული. იგი იტოვებს სრულ უფლებას მის მიერ დამონტაჟებულ ნებისმიერ მოწყობილობაზე, დანადგარზე და სხვა ნივთებზე, რომლის მოხსნა და თან წაღებაც მას სურს ხელშეკრულების ვადის გასვლის ან მისი შეწყვეტის დროს. ასეთ შემთხვევაში, მოიჯარემ უნდა უზრუნველყოს, რომ მოწყობილობა-დანადგარებისა და სხვა ნივთების გატანა იჯარის საგნიდან მოხდეს იჯარის საგნის დაზიანების გარეშე, ან იჯარის საგნის მეიჯარისთვის დაბრუნებამდე უნდა აღმოფხვრას აღნიშნული დაზიანებები. მეიჯარეს შეუძლია, მოიჯარესთან ურთიერთშეთანხმებით, შეთანხმებული ღირებულებით დაიტოვოს მოწყობილობები (6.3 პუნქტი).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- იჯარის ხელშეკრულება.
3.1.3. საიჯარო ფართში მოსარჩელემ განათავსა იტალიური ავეჯის მაღაზია, სახელწოდებით „პენსარეკაზა“
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება.
3.1.4. ხელშეკრულება მოიჯარის მხრიდან ცალმხრივად შეწყდა 2017 წლის 23 აპრილიდან. შეწყვეტამდე პერიოდში მოსარჩელეს (საშეღავათო ქირის თანხის გარეშე) საიჯარო ქირის სახით თანხობრივად ჯამში უნდა გადაეხადა 212000 აშშ დოლარი, თუმცა გადახდილი საიჯარო ქირა შეადგენს 197183,07 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში. მოსარჩელეს არ გადაუხდია ბოლო ორი თვის (თებერვალი, მარტი) საიჯარო ქირა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საგადასახადო დავალებები (ტ.2, ს.ფ. 193-224);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.5. საიაჯრო ფართში მოსარჩელემ განახორციელა სარემონტო სამუშაოები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- ხელშეკრულებების, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების, მიღება-ჩაბარების აქტების, ინვოისების და საგადასახადო დავალებების ასლები (ტ. 1, ს.ფ. 73-300; ტ. მე-3, ს.ფ. 1-165);
3.1.6. 2016 წლის მეორე ნახევარში, საიჯარო ქონების მომიჯნავედ, მოპასუხე აწარმოებდა სარემონტო სამუშაოებს. მოპასუხემ კუთვნილი შენობის ნაწილში განათავსა რესტორანი;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.7. მოპასუხესთან იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტის შემდგომ შ--------------მ“ კომერციული საქმიანობა განაგრძო სხვა მისამართზე, სადაც გადაიტანა კუთვნილი ნივთები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-მხარეთა ახსნა-განმარტება;
-სასაქონლო ზედნადებები, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, მიღება-ჩაბარების აქტები (ტომი მე-2, ს.ფ. 171-192).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ იჯარის ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ ნივთის ხარისხზე და დაადგინეს, რომ იჯარის საგანი ვარგისია იმ მიზნებისთვის, რომლისთვისაც იჯარის უფლებით მოიჯარემ მიიღო.
სამოქალაქო კოდექსის 532-ე, 533-ე და 535-ე მუხლებით განმარტებულია, თუ რას უნდა აკმაყოფილებდეს გაქირავებული ნივთი (საიჯარო ქონება). კერძოდ, ქირავნობის საგანი უნდა იყოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლობისთვის ვარგის მდგომარეობაში და ამავდროულად ნივთობრივად უნაკლო. გაქირავებული ნივთი ნივთობრივად უნაკლოა, თუ მას აქვს დათქმული თვისებები. თუ ეს თვისებები არ არის დათქმული, მაშინ გაქირავებული ნივთი მიიჩნევა უნაკლოდ, თუ იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქმიანობისათვის ან ჩვეულებრივი გამოყენებისთვის. ამავე დროს აღნიშნული ხარისხის ნივთის გადაცემის ვალდებულება გამქირავებელს აკისრია.
როგორც წესი, ქირავნობის (იჯარის) ხელშეკრულების მხარეები პირდაპირ უთითებენ ხელშეკრულებაში გაქირავებული ნივთის სარგებლობის მიზანს. შესაბამისად, ქირავნობის საგნის ხარისხზე მიუთითებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლობის მიზნისთვის მისი ვარგისიანობა. კონკრეტულ შემთხვევაში უნდა გაირკვევს, ხელშეკრულების მხარეები შეთანხმდნენ თუ არა ნივთის ხარისხზე, თვისებებზე და განსაზღვრეს თუ არა ნივთის სარგებლობის მიზანი. შეთანხმების შემთხვევაში კი ივარაუდება, რომ ნივთი ვარგისია, შეესაბამება მოიჯარის მიზნებს და მისაღებია მისთვის.
სადავო არაა, რომ იჯარის ხელშეკრულებით მხარეებმა დაადგინეს საიჯარო საგნის თვისებები, შეთანხმდნენ, რომ მისი გამოყენება უნდა მოხდეს კომერციული დანიშნულებით, სადაც მოიჯარემ განაცხადა თანხმობა, რომ იჯარის საგანი ვარგისია იმ მიზნებისთვის, რომლისთვისაც იღებს იჯარის უფლებით. ამდენად, საწინააღმდეგოს დადგენამდე ივარაუდება, რომ ნივთი უნაკლოა. ასეთ შემთხვევაში დასადგენია, სახეზე ხომ არაა ისეთი შემთხვევა, როდესაც ნაკლი, რომელიც ნივთის ვარგისიანობას ამცირებს, ხელშეკრულების დადების მომენტისთვის არსებობს ან შემდგომში აღმოჩნდა (537-ე მუხლი). საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ საქმე ეხება ისეთ ნაკლს, რაც ხელშეკრულების დადების შემდგომ აღმოჩნდა.
კონკრეტულ შემთხვევაში, ხელშეკრულება შეიცავს დათქმას, რომ მოიჯარე უფლებამოსილია იჯარის საგანში განახორციელოს სარემონტო სამუშაოები, რომელიც დაკავშირებულია მის საქმიანობასთან.
ამდენად, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მითითებას, რომ იჯარის საგანი იყო ნაკლის მქონე, არ იყო ვარგისი ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქმიანობისთვის და მის მიერ გაწეული სარემონტო სამუშაოების გარეშე იჯარის საგნის ჩვეულებრივი გამოყენება შეუძლებელი იქნება. მოიჯარემ მოიწონა ნივთი და აგანცხადა რომ ვარგისი იყო მისი საქმიანობისთვის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- იჯარის ხელშეკრულება.
3.2.2. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის განმარტებას, რომ სარემონტო სამუშაობის განხორციელების ვადაში 2014 წლის 23 ნოემბრიდან 2015 წლის 23 თებერვლამდე პერიოდში იგი გათავისუფლებული იყო სამი თვის (დეკემბერი, იანვარი, თებერვალი) იჯარის თანხის გადახდისგან, რომ საშეღავათო პერიოდის ქირა მას არ უნდა გადაეხადა და ასევე ვერ გაიზიარებს მითითებას რომ მოსარჩელის მიერ გაწეული სარემონტო სამუშაობის ღირებულება უნდა აენაზღარებინა მოპასუხეს მოსარჩელისთვის სრულად.
სასამართლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების და მხარეთა ახსნა-განმარტების საფუძველზე დადგენილად მიიჩნევს, რომ მხარეებს შორის არსებობდა შეთანხმება სამი თვის ქირის თანხის და სარემონტო სამუშაობის ნაწილის ღირებულების ურთიერთგაქვითვის თაობაზე.
ხელშეკრულების 5.2. პუნქტში არის მითითებული, რომ აღნიშნული პერიოდი არის საშეღავათო პერიოდი, რაც უკავშირდება სარემონტო სამუშაოების ჩატარებას. არსად ხელშეკრულებაში არ არის მითიტებული რომ მოსარჩელე თავისუფლდება საშეღავათო პერიოდის ქირის გადახდისაგან. მოსარჩელე არ უარყოფს, რომ ხელშეკრულების გაფორმებისთანავე მან საიჯარო ფართში დაიწყო სარემონტო სამუშაოები, რაც 6 თვე გაგრძელდა. ორივე მხარის მიერ წარმოდგენილია ანგარიშ-ფაქტურები (დანიშნულებით იჯაროთ გაცემული ფართის ქირავნობის ღირებულება), რაც გამოწერილია თებერვალ-მარტის თვეში საშეღავათო პერიოდზე (დეკემბერი, იანვარი, თებერვალი) და ითვალისწინებდა მასში მითითებული ქირის გადახდის ვალდებულებას. ანგარიშ-ფაქტურები დადასტურებულია მოსარჩელის მიერ. ჯამში ამ თვეების საიჯარო ქირა შეადგენს 60574 ლარს. თავის მხრივ შ--------------“-ს მიერ, საშეღავათო პერიოდის დასრულების შემდგომ ივნისის თვეში (რემონტის დასრულების შემდეგ) მოპასუხეზე გამოწერილია ანგარიშ-ფაქტურა, დანიშნულებით ხელშეკრულების საფუძველზე, 60848 ლარის მომსახურეობაზე, რაც დადასტურებული აქვს მოპასუხეს. მომსახურების გამწევად ანგარიშფაქტურაში მითითებულია მოსარჩელე, ხოლო მიმღებად მოპასუხე. მოპასუხის განმარტებით, ეს სწორედ ის მომსახურეობაა, რაც საიჯარო ფართში მოსარჩელის მიერ ჩატარებულ სარემონტო სამუშაოებზე იღებდა პასუხისმგებლობას. ამდენად, მხარეთა შორის წინასწარვე არსებობდა შეთანხმება, რაც გულისხმობდა სარემონტო სამუშაოების სამი თვის ქირის ოდენობით პასუხისმგებლობის აღებას მოპასუხის მხრიდან და საშეღავათო პერიოდის ქირაში გაქვითვას. სასამართლო ვერ გაიზარებს მოსარჩელის მითითებას, რომ საშეღავათო პერიოდის ქირის ანგარიშფაქტურის დადასტურება მოხდა შეცდომით, მით უფრო რომ კორექტირებული ანგარიშფაქტურების გამოწერა და შესაბამისად ე.წ შეცდომის გასწორება არ მომხდარა, საყურადღებოა ასევე რომ ქირის თანხაზე ანგარიშფაქტურების გამოწერას დროში დაუკავშირდა ასევე სარემონტო სამუშაობზე უკვე მოსარჩელის მხრიდან დაახლოებით იმავე თანხის ფარგლებში ანგარიშფაქტურის გამოწერა და ამჯერად მოპასუხის მიერ მისი დადასტურება. ორთავე მხარე ადასტურებს რომ ცალ-ცალკე ამ ანგარიშფაქტურებით განსაზღვრული თანხების რომელიმე მხარის მიერ გადახდა არ განხორციელებულა, რაც მხარეტა შორის რეალურად საშერავათო პერიოდის ქირის სარემონტო სამუშაობის თანხაში გაქვითვას ადასტურებს.(სამოქალაქო კოდექსის 442-ე მუხლი).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-იჯარის ხელშეკრულება;
-ანგარიშ-ფაქტურები (ტ. მე-3, ს.ფ. 169-172).
-მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.2.3. სასამართლო მიიჩნევს, რომ შ---------------ის“ მხრიდან ადგილი არ აქვს ხელშეკრულების პირობების დარღვევას, შესაბამისად არ არსებობს მისი მხრიდან ზიანის ანაზღაურების ვალდებულება.
შპს „--------------- მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო კრედიტორისათვის ზიანის მიყენებაზე მსჯელობისას აუცილებელია დადგინდეს მიზეზობრივი კავშირი ვალდებულების არაჯეროვან შესრულებასა და ზიანის მიყენების ფაქტს შორის. ზიანის მიყენება უნდა ადასტუროს ამ მოთხოვნის მქონე პირმა და იმავდროულად უნდა ამტკიცოს და ადასტუროს კონკრეტული მტკიცებულებებით ზიანის დადგომა და მისი ოდენობა.
სახელშეკრულებო პირობების დარღვევას შ--------------“ უკავშირებს მოპასუხის მიერ საიჯარო ქონების მომიჯნავედ მასშტაბური სარემონტო სამუშაოების წარმოებას, რამაც მნიშვნელოვნად შეაფერხა საიჯარო ქონებით სარგებლობა, ასევე სარესტორნო საქმიანობას, საბილიარდე მაგიდების განთავსებას, რასაც თან სდევდა სარესტორნო მუსიკის მაღალი ხმა და საკვების სუნი. მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნული ქმედებით მას შეუმცირდა გაყიდვების მაჩვენებელი ყველაზე აქტიურ სეზონზე და საბოლოოდ იძულებული გახდა შეეწყვიტა იჯარის ხელშეკრულება, რამაც დამატებითი ხარჯის გაწევა გამოიწვია (მოსარჩელემ გასწია მარკეტინგული ხარჯი, ასევე საიჯარო ქონებაში არსებული მოძრავი ნივთების დემონტაჟის, ტრანსპორტირებისა და მონტაჟის ხარჯი).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, მხარე თვითონ განსაზღვრავს, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მის მოთხოვნას და რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული შეჯიბრებითობის პრინციპის შესაბამისად, თითოეულ მხარეს ეკისრება მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოების დადასტურების ვალდებულება. კონკრეტულ შემთხვევაში ზიანის მიყენების ფაქტს მოსარჩელე მხოლოდ ფოტოსურათებზე მითითებით ადასტურებს, რაც არის საკმარისი საფუძველი აღნიშნული გარემოების დასადასტურებლად.
სასამართლო მიიჩნევს, მხოლოდ ახსნა-განმარტებით და ერთი ფოტოსურათის ასლით იმ ფაქტის დადასტურება, რომ მოპასუხის მიერ განხორციელებული რემონტის პირობებში ხელი ეშლებოდა მოსარჩელეს საქმიანობაში ვერ მოხდება. მხოლოდ საიაჯრო ხელშეკრულების შეწყვეტის შემდგომ დააფიქსირა მოსარჩელემ მისი ამგვარი პრეტენზია მოპასუხესთან მიმართებაში, ანალოგიური ითქმის რესტორნის ამოქმედებასთან მიმართებაში. საქმის მასალებით არ დასტურდება სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთასთან დაკავშირებით მოსარჩელის წერილობითი პრეტენზია მოპასუხესთან მიმართებაში, მას ამ მიზეზით ასევე არ დაუკავებია ქირის თანხა მოპასუხისთვის. წერილობითი პრეტენზია ფიქსირდება უკვე ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ, რაც საკმარისი საფუძველი ვერ იქნება მოსარცელის არგუმენტის გასაზიარებლად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ფოტოსურათები (ტ. მე-2, ს.ფ. 166-169).
- -მხარეთა ახსნა-განმარტება;
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. სამართლებრივი შეფასება
5.1. საიჯარო ქონებაზე გაწეული აუცილებელი სარემონტო ხარჯების ანაზღაურება 222304,08 ლარის ოდენობით;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 532-ე მუხლის თანახმად, გამქირავებელი მოვალეა გადასცეს დამქირავებელს გაქირავებული ნივთი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლობისათვის ვარგის მდგომარეობაში და ქირავნობის მთელი დროის განმავლობაში შეინარჩუნოს ნივთის ეს მდგომარეობა.
ამავე კოდექსის 533-ე მუხლის თანახმად, გამქირავებელმა უნდა გადასცეს დამქირავებელს უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო ნივთი, ხოლო 535-ე მუხლის თანახმად, გაქირავებული ნივთი ნივთობრივად უნაკლოა, თუ მას აქვს დათქმული თვისებები. თუ ეს თვისებები არ არის დათქმული, მაშინ გაქირავებული ნივთი მიიჩნევა უნაკლოდ, თუ იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქმიანობისათვის ან ჩვეულებრივი გამოყენებისათვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 537-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ნაკლი, რომელიც ნივთის ვარგისიანობას ამცირებს, ხელშეკრულების დადების მომენტისათვის არსებობს ან შემდგომში აღმოჩნდა იმ გარემოებათა გამო, რაზედაც გამქირავებელი პასუხს აგებს, ან თუ გამქირავებელი ნაკლის გამოსწორებას დააყოვნებს, დამქირავებელს შეუძლია მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება ისე, რომ არ ეკარგება ქირის შემცირების მოთხოვნის უფლება.
ამავე კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეული უდნა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
კონკრეტულ შემთხვევაში ერთის მხრივ ხელშეკრულებაში ნივთის ვარგისიანობაზე შეთანხმება მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მოიჯარემ წინასწარ იცოდა საიჯარო საგნის ნივთობრივი მდგომარეობა და დათქმა, რომ „იჯარის საგანი ვარგისია იმ მიზნებისთვის, რომლისთვისაც იღება მოიჯარე იჯარის უფლებით“, გამორიცხავს მის ნაკლს. შესაბამისად, მოიჯარე ვერ მიუთითებს იმ ნაკლზე, რომლის თაობაზეც მან იცოდა იჯარის ხელშეკრულების დადებისას და მიუხედავად ამისა, მიიღო სარგებლობაში ნივთი, როგორც უნაკლო.
რაც შეეხება მოიჯარის უფლებას, რაც დაკავშირებულია მოიჯარის კომერციული მიზნებისთვის საჭირო სარემონტო სამუშაოების გატარებასთან, აღნიშნული არ გულისხმობს იმ გარემოებას, რომ ნივთი ნაკლის მქონე იყო.
აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, უსაფუძვლოა მოსარჩელის მოთხოვნა 222304,08 ლარის დაკისრების შესახებ.
5.2. ზიანის სახით წინასწარ გადახდილი საიჯარო ქირის - 14194,57 ლარი, ასევე ახალ მისამართზე გადასვლის გამო გაწეული ხარჯის - 13495,01 ლარის და მარკეტინგული ინვესტიციის სახით 36009,32 ლარის დაკისრება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისთვის.
ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, პირს დაეკისრება ერთდროულად რამდენიმე პირობის არსებობის შემთხვევაში: 1) უნდა არსებობდეს მართლსაწინააღმდეგო მოქმედება, 2) იყოს ზიანი, 3) უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა (ზიანს) და მართლსაწინააღმდეგო მოქმედებას შორის, 4) ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღოდეს ბრალი. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია, დაამტკიცოს ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე, მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევის დროს ზიანის ანაზღაურების დაკისრებაზე მსჯელობისას აუცილებელია დადგინდეს თუ რამდენად არის სახეზე ვალდებულების დარღვევა და ამ დარღვევის შედეგად კრედიტორისათვის ზიანის მიყენება. მხარემ უნდა დაადასტუროს მასთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში მყოფი პირის მიერ ვალდებულების არაჯეროვნად და არასათანადოდ შესრულება, რამაც ზიანი მიაყენა მას. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ ვერ დადასტურდა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ შს „პატრიოტმა“ სარემონტო სამუშაოებით, ასევე სარესტორნო საქმიანობით დაარღვია იჯარის ხელშეკრულება, რამაც ზიანის მიაყენა მოსარჩელეს. ამდენად, არ არსებობს ზიანის დაკისრების შესახებ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
5.3. ზედმეტად გადახდილი თანხის 32469,87 ლარის დაკისრება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 385-ე მუხლის თანახმად, ის რაც ვალდებულების გარეშეა გადახდილი შეიძლება უსაფუძვლო გამდიდრების შესახებ წესების მიხედვით უკან იქნეს მოთხოვილი.
საქმის მასალებით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საშეღავათო პერიოდში მოსარჩელე გათავისუფლებული არ ყოფილა ქირის გადახდისგან, საშეღავათო პერიოდი უკავშირდებოდა მის მიერ სარემონტო სამუშაოების განხორციელებას, რის საფუძველზეც განხორციელდა კიდეც გაქვითვა- საშეღავათო პერიოდში გადასახდელი ქირის ოდენობის სანაცვლოდ მოპასუხემ მიიღო საიჯარო ფართში მოსარჩელის მიერ რემონტის სახით გაწეული მომსახურეობა. ამდენად, სახეზე არაა ვალდებულების გარეშე გადახდა, შესაბამისად, მოთხოვნა ამ ნაწილშიც არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 8 აგვისტოს განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოსარჩელის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, რაც ნაწილობრივ გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 11 დეკემბრის განჩინებით. ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 7 თებერვლის განჩინებით დაკმაყოფილდა შ---------------ის“ შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის საგნის შეცვლის შესახებ.
ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიებები უნდა გაუქმდეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის შესაბამისად.
7. მოპასუხის შუამდგომლობა მოსარჩელისთვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის და სარჩელის უზრუნველყოფის გაუქმების შემთხვევაში, სარჩელის უზრუნველყოფის გაუქმების კონკრეტულ ქონებაზე დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმადსარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით აუქმებს ამ სარცელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.
აღნიშნული გულისხმობს რომ უზრუნველყოფის გაუქმება ძალაში შედის სარცელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლისთანავე და რომ უზურნველყოფა ნარჩუნდება ზემდგომი სასამართლოების მიერ შესაბმისი გადაწყვეტილების მიღებამდე, რაც გამორიცხავს უზრუნველყოფის გაუქმების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის დაშვებას.
8. საპროცესო ხარჯები
მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით სარჩელზე გადახდილია 5000 ლარი, სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე - 50 ლარი. გარდა ამისა, გაწეული იურიდიული მომსახურების ხარჯის სანაცვლოდ მოსარჩელე ითხოვს მოპასუხისთვის 4400 ლარის, ხოლო ექსპერტიზის ჩატარების მიზნით გაწეული ხარჯების სანაცვლოდ 3500 ლარის და 2000 ლარის დაკისრებას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
ვინაიდან სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად. ამავე საფუძვლით მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას იურიდიული მომსახურების ხარჯისა და ექსპერტიზის მომსახურების ხარჯების მოპასუხისთვის დაკისრებაზე.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. შ--------------“-ს სარჩელი შ---------------ის“ მიმართ არ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 8 აგვისტოს განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც შ---------------ს“ აეკრძალა მის სახელზე რეგისტრირებული უძრავ ქონების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა, მდებარე: ქალაქი თბილისი, დ-------–-----–------------------------ ქალაქი თბილისი, ხ--------------------–------–------------ (ნაკვეთი №5/5) უძრავი ქონების საკადასტრო კოდი №0----------------
3. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 7 თებერვლის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო შ---------------ის“ ს------------ საკუთრებაში არსებული მოძრავ ქონებას მდებარე ქ. თბილისში, ა----–-----–---------------------
ნუმერაცია დასახელება რაოდენობა
1 ორიანი გაზის ზედადგარი 1
2 სამუშაო მაგიდა 5
3 სამუშაო მაგიდა 3
4 სამუშაო მაგიდა უჯრებით 1400*700*850 1
5 ორიანი ნიჟარა 1
6 თარო უჟანგავი 4
7 ნიჟარა 1იანი მარჯვენა და მარცხენა საწრეტით 140*60 2
8 უჟანგავი ფოლადის სტელაჟი 4 თაროიანი 1400*500*1550 2
9 სამუშაო მაგიდა ერთი ნიჟარით 1400*700*850 1
10 ბოსტნეულის სარეცხი ნიჟარა 1400*700*885 1
11 საპურე 17
12 საფერფლე 50
13 ხალიჩა 160*230 1
14 მეტალის დანა ჩანგალიs ნაბორი 20
15 კერამიკის ფიალა 20
16 თეფში ოვალური 30
17 თეფში ოვალური საშუალო 30
18 ლამბაქი 20
19 თევზის თეფში 30
20 თეფში 30
21 სარძევე 50
22 თეფში 30
23 საშაქრე 20
24 მრგვალი მაგიდა პატარა 6
25 მრგვალი მაგიდა დიდი 5
26 ხელოვნური მცენარე 20
27 ტაფა 1
28 ჭაღი 2
29 ღვინის ჭიქა 252
30 ღვინის ბოკალი 252
31 შამპანურის ფუჟერი 102
32 თეფში 32
33 ჭიქა 7
34 დოქი 50
35 საყინულე მაცივარი 1
36 პლასtმასის ავზი 5000ლიტრიანი 2
37 მტვერსასრუტი 1
38 ალუმინის ჭაღი 7
39 ბრა 1
40 ტელევიზორი DLD PRIME 1
41 ყავის მადუღარა 1
42 ჭაღი 8030-300 3
43 ბარი 3
44 მაგიდა 1
45 გარდერობი 8
46 მაგიდა 15
47 საწოლი მატრასით 90*190 10
48 საწოლი მატრასით 130*190 1
49 სანaთურა გაზის 1
50 გასაფართოებელი ავზი 100 ლიტრიანი 1
51 ტუმბო 220 1
52 ქვაბი ფოლადის 151 კვ 1
53 კარადა 2
54 საბანი 150*200 11
55 მატრასის დამცავი 20
56 დიზელგენერატორი 150კვt ხმის დამცავი კაბინით 1
57 შხაპის კაბინა მასაჟორით 90*90 1
58 ტუმბო 1
59 ვიდეო ჩამწერი მოწყობილობა კამერებით 1
60 საშრობი DV7120 ბეკო 1
61 სარეცხი მანქანა10კგ წმყ 101444 ბეკო 1
62 ბრა 5
63 ხელსაბანი 3
64 უნიტაზის კომპლექტი 2
65 პროJექტორი საკიდით 1
66 ბარი 2
67 ხის კარი 2150-*740მმ 2150*800მმ 5
68 ალუმინის მოაჯირი 6
69 ტელევიზორი ლედ 3
70 ტელევიზორის საკიდი 3
71 ბარის სკამი 6
72 Jურნალის მაგიდა ბილიარდის 13
73 სკამი ბილიარდიs 12
74 მაგიდა ბილიარდიs 3
75 კონდენციონერი 4
76 სამზარეულოს კუთხის დივანი 3
77 საფერფლე 20
78 კონდენციონერი 1
79 დინამიკი ა12/1 ფ12/1 1
80 კამერა სენსორ ბილიარდი 2
81 პერფორატორი 6,8კგ sds max 1250vati 1
82 პერფორატორი 6,8კგ sds max 800vati 1
83 ელდრელი 7013 13მმ პატრონით 1
84 უნიტაზის კომპლექტი სტანდარტი 35
85 ხელსაბანი 35
86 ჭერის სანათი 35
87 პლაstმასის ავზი ორმაგი 5000ლიტრიანი 1
88 კონდეციონერი მსმა 24 ჰრნ1 1
89 ელ გამათბობელი 2
90 საშხაპე კაბინა 90*90*200 6
91 მატრასი 110*200 20
92 კონდეციონერი მსმბ-ო9 ჰრნი 24
93 კონდეციონერი მსმბ-24 ჰრნ1 2
94 კონდეციონერი მსმბ-189 ჰრნ1 3
95 კონდეციონერი მსმბ-12 ჰრნ1 5
96 ტელევიზორის საკიდი 32 14
97 ტელევიზორის საკიდი 40 21
98 კიბე 7 საფეხური 1
99 led tv 40 inch 20
100 სკამი 34
101 მაგიდა 8
102 05302 ქვაბი TAHITI COMD 85KW 1
103 LED TV INGH ტელევიზორი 20
104 კერამიკული თეფში 10
105 ელ მადურარა 33
106 ლითნის კედლის დეკორი 1
107 ტორშერი 1
108 ვაზა 1
109 მაგიდის საათი 1
110 ჭაღი კედლის ბრა 6521-600 1
111 ჭაღი კედლის ბრა 7388-500 1
112 ჭაღი კედლის ბრა 7388-600 1
113 ჭაღი კედლის ბრა 6521-800 1
114 პუფი 35
115 გრილი-1046 2
116 ICONE COMBO B22 ტელევიზია 20
117 საწოლი 2 საწოლიანი 10
118 მატრასი 00882 100*200 20
119 მატრასი 00565 150*200 1
120 მატრასი 00567 180*200 1
121 მატრასი 00984 150*190 20
122 საწოლი 3
123 გარდერობი 6
124 საშხაპე კაბინა 90*90 ოვალური 24
125 00791 სანათი 32
126 აბაზანის აქსესუარები 19
127 00882 მატრასი 100*200 2
128 მატრასი ლეიბი 00565 150*200 2
129 ბრა 42*55 30
130 კედლის საათი 32
131 ბრა 500მმ 36წ 6500კ 35
132 მატრასის დამცავი 32
133 საბანი 54
134 ბალიში 80
135 მაცივარი V1 34
136 მაცივარი V1 4
137 ელექტრო საკეტი ჩინეთი 35
138 მექანიკური საკეტი ჩინეთი 32
139 ელ ბარათის პროგრამატორი ჩინეთი 3
140 გასაRები ბარათი ჩინეთი 500
141 სეიფი ჩინეთი 25H5 ჩინეთი 2
142 სეიფი ჩინეთი 45H5 ჩინეთი 1
143 დუშ კაბინა ჩინეთი 30
144 დუშის ყურმილი ჩინეთი 32
145 თმის ფენი ჩინეთი 40
146 ონკანი ჩინეთი 30
147 ბილიარდის მაგიდა რუსული 12ფუნტიანი 4
148 ბილიარდის მაგიდა რუსული 12ფუნტიანი 1
149 ბილიარდის მაგიდა პული 9ფუნტიანი 7
150 მტვერსასრუტი ტ 15 1 2
151 კონდეციონერი ms 12f-24hrni 1
152 ნიჟარა 1
153 გასქურა 1
154 ღუმელი 1
155 გამწოვი 1
156 ცეცხლმაქრი 16
157 სახანძრო ხმოვანი სიგნალი იპ 212 142 10
158 სახაძრო მოწყობილობა ხმის სირენა 2
159 სახანძრო ხმოვანი სიგნალი 212 142 50
160 სტელაჟი 5 სექციით 16
161 თეთრეულის შესანახი ნომრებში 52
162 ტაფა 2
163 მიქსერი hdp308wh1 1
164 საყინულე ბოქსი 18-bd-300 a+ 1
165 ხელსაბანი 2
166 უნიტაზი დახრილი 2
167 საქაRალდე ურნა 52
168 წყლის გამაცხელებელი ელექტრო 303175 optima 50 1
169 მწერების საწინააღმდეგო მოწყობილობა20 ვატი 4
170 მწერების საწინააღმდეგო მოწყობილობა40 ვატი 3
171 კონდეციონერი msma-12hrn 1 2
172 ჭაღი 3
173 კერამიკის ლანგარი 1
174 ჭაღი 1
175 კონდეციონერი msmb 18 hrn1 4
176 ავეჯი დივანი 1
177 ძალოვანი ტრანსფორმატორი 400კვa 1
178 კონდეციონერი ვსაფ-18 hrdni 1
179 ხალათი 25
180 დაკიდული კონდეციონერი ჩინეთი90000 ბტუ 5
181 დაკიდული კონდეციონერი ჩინეთი18000 ბტუ 22
182 ტელევიზორი lx 26 20
183 ტელევიზორი lx 42 5
184 სანიავებელი საყrდენი 5
185 მაცივარი 50 ლ 20
186 მაცივარი 90 ლ 2
187 კონდეციონერი ჩინეთი24000 ბტუ ვერტიკალური 1
188 ფარდა 23 ნომრისთვის და მიმღების თხელი 48
189 ელ საკეტები კარის 28
190 ბოქლომი 24
191 ბოქლომის ბარათი 100
192 სკამი 22
193 ხელსაბანი 20
194 აბაზანა დუშკაბინა 18
195 გარნეტურა ავეჯის კომპლექსი 18
196 რესეფსენი (ავეჯი მიმRების) 1
197 დივანი 16
198 დივანი 20
199 ლუსტრა 1
200 პატარა ლუსტრა 4
201 კედლის ნათურა 4
202 კედლის ნათურა 51
203 პლაფონი 30
204 პლაფონი 22
205 პლაფონი 3
206 სადგამი ლამფა 50
207 განათება 150
208 ფარდა 23 ნომრისთვის და მიმღების სქელი 48
209 აბაზანოს აქსესუარი 23
210 თეთრეული 100
211 უნიტაზი 23
212 ნიჟარა 23
213 კომპიუტერული ტექნიკა 1
214 კომპიუტერი (ძვ) 1
215 pc components\hdd\sata\3.5\2tb\seagate st 2000dl003-კომპიუტერი 1
216 ნარდი 1/03 1
217 წადრაკი 8 1
218 ორთქლის უთო 1
219 ლეპტოპი "ლენოვო" 1
220 გამწოვი 1
221 TRON T100 HD PLUS 24
222 T.S 2001 2
223 ანტენის თეფში მოკ. ნაწილით offset 4
224 DISEQC 2020 4
225 f.CONECTOR SILVER 1
226 სეთბოქსი,კაბელი TV STAR DVB-T2 517 24
227 TOUCH screem pos 208 1
228 ბარათის წამკითხველი მრ 1400 1
229 პლასტიკური ბარათი 8
230 მრავალფუნქციური პრინტერი 3
231 ნოუთბუკი ACER 1
232 ლენოვო 2830/2გბ 1
233 თაგვი ნს-60000 1
234 CASH DRAWER 1
235 სალაროს აპარატი 1
236 მოცულობითი ასოები 15
237 პრინტერი 64მბ 1200/600დპი/8000 1
238 მაგნიტოფონი preaker intex 4.1 home theater 304suf iusb 1
239 სატელეფონო ადაპტერი 1
240 ტელეფონის ნომერი 1
241 ვიდეო ჩამწერი ციფრული 1
242 next ye-10/32 multiswttgh gasgade bloki- ანტენის ბლოკი ტელევიზორი 1
243 სამაგრი კრონშტეინი 1
244 კომპიუტერის სპიკერი 5
245 ჩამწერი 7108 1
246 პროცესორი 4160 1
247 კლავიატურა კბ-110 1
248 ქსელის გამანაწილებელი 1
249 მინის ჭიქები 108
250 სურათი 22
251 ბრა დიოდი ნათურებით 2004#83ტ 42
252 მსუბუქ ა/მ დასამონტაჟებელი x ალამბარი 1
253 ვიტრინა მაცივარი 2
254 სამზარეულოს ურიკა 12
255 ჭურჭლის სარეცხი მანქანა 4
256 ხორცის საჭრელი მანქანა 2
257 ელ.ღუმელი-3 და 4 ქურიანი 6
258 ქრიტურნიცა "ბარონი" 6
259 გამწოვი ხუფი 2
260 სამზარეულოს ნიჟარა 2
261 სამუშაო მაგიდა ლითონის 6
262 მექანიკური სასწორი 2
263 საყინულე 2
264 მაცივარი "ფოსტერი 2
265 მ/მ სამბორბლიანი ველოსიპედი (დეფექტური) 2
266 სასადილო ჭურჭელი 2
267 საც.ღუმელი,პიცის საცხობი სამუშაო მაგიდით,ელ.ღუმელი 6
268 კონდიციონერი 8
269 რადიატორი 216
270 კომპრესორი 2
271 აკუმულატორი BLIZZARD 2
272 შედუღების აპარატი 1
273 სტარტერი 7850 1
274 პლასტმასის შესადუRებელი აპარატი 1
275 ზეთის ტუმბო 1
276 საშრობი Mastas ელექტრო 275 Wart 1
277 სამზარეულოს კარადა 1
278 კონდიციონერი BXYH 1
279 ზედა საყინულით HITACHI 1
280 ლედ სარია მაცივარი HITACHI 1
281 Kornella 2 ადგილიანი დივანი 1
282 სახელური- Kornelia 2
283 საძინებელი-ტუმბო ახლი კომპლექტი- kardinal 1
284 საძინებელი-ტუმბო ახლი კომპლექტი- kardinal 1
285 საძინებელი - ტრუმო- კომპლექტი- kardinal 1
286 საძინებელი-საწოლი მექანიზმით-კომპლექტი-kardinal 1
287 საწოლი მექანიზმი 1
288 მატრასი -160*200*21 1
289 Action- მოდულარული ჟურნალის მაგიდა 1
290 ბალიში-კორნელია 1
291 ბარი-ეგია 5,6
292 ბარის მაგიდა 6
293 ბარის სკამი 8
294 ბარის სკამი დ135 2
295 ბარის სკამი დ 134 2
296 აეროპორტის სკამი jjo2a 2
297 ჭაღის პულტი 5
298 C15 დასალუქი მასალა -ჩინეთი 4
299 2031 აბაზანის აქსესუარები- ჩინეთი 20
300 VO10 აბაზანის აქსესუარები-ჩინეთი 20
301 BM2387/BI501-104 აბაზანის კაბინა- ჩინეთი 2
302 B179 აბაზანა ჯაკუზი- ჩინეთი 2
303 C90 ოფისის სკამი- ჩინეთი 3
304 25H5 სეიფი- ჩინეთი 1
305 45H5 სეიფი- ჩინეთი 1
306 როუტერი airounter-hp 2
307 საძინებელი-ოთახის ავეჯი 2
308 დასაჯდომი ავეჯი-პუფი 40
309 დასაჯდომი ავეჯი-დივანი 1
310 დასაჯდომი ავეჯი-დივანი 4
311 პლსტმასის მაგიდა სკამებით 8
312 პლასტმასის სკამები 10
313 ხის მაგიდა სასტუმროსთვის 3
314 ხის მაგიდა სასტუმროსთვის 5
315 იატაკის ხალიჩა 4*6 1
316 საწოლი მატრასით 90*190 170
317 ჯაჭვური ხერხი royalhsjc55200 1
318 საგალანტერიო სარკე კომპლექტში 1
319 სალათბარი 1
320 ქვაბი 30*20 2
321 ქვაბი 24*20 2
322 წვნიანის ქვაბი 1
323 ვერზლიტის ლანგარი 30
324 ელ. მარმიტი გამაცხელებელი 1
325 სამუშაო მაგიდა 1800*700*850 1
326 სამუშაო მაგიდა 1500*700*850 1
327 ელ მარმიტი -ჰოტელექს 2
328 სამუშაო მაგიდა-აფინოქს 1
329 სკამი პატარა 144
330 ჭაღი M33 absorb dome light 16
331 მაგიდა 2.65*1.05 5
332 მაგიდა 1.30*1.05 10
333 ჟურნალის მაგიდა 1.50*0.70 1
334 ყინულის აპარატი stilaa by090 1
335 უჟანგავი ფოლადის სტელაჟი 4 თაროიანი 1400*500*1551მმ0 2
336 გერიდონი კარადა 4
337 ხელის საშრობი 2
4. უარი ეთქვას მოპასუხეს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევაზე;
5. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში (თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით;
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ელისო ტუკვაძე