განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310018002520788
საქმე N3ბ/2953-18
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
24 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - მარიამ ცისკაძე
სხდომის მდივანი - დიანა გოხაძე
აპელანტი (მოპასუხე) - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შპს „ს--–---–-- დ---------–---- ც-------------“
დავის საგანი - ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების დავალება
სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
1. სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები
1.1. შპს „ს--–---–-- დ---------–---- ც------- - პ---“-ს წარმომადგენელმა 2018 წლის 29 ივნისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა მოპასუხე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაევალოს შპს ,,ს--–---–-- დ----------–---- ც--------პ----სთან" ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ც-------ს მოწყობის/გაფართოების ხელშეკრულების დადება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილებით შპს „ს--–---–-- დ---------–---- ც-------------ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა. დაევალა მოპასუხეს- საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, შპს ,,ს--–---–-- დ---------–---- ც--------პ----სთან’’ ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ც-------ს მოწყობის/გაფართოების ხელშეკრულების დადება; მოპასუხეს- საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, მოსარჩელე- შპს ,,ს--–---–-- დ---------–---- ც--------პ----ს’’ სასარგებლოდ დაეკისრა 120(ასოცი) ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
2. პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. ერთი მხრივ შპს ,,დ-----’’ (შემდგომში ,,გამყიდველი’’) და მეორე მხრივ შპს ,,ს--–---–-- დ----------–---- ც--------პ---’’-ს (შემდგომში ,,მყიდველი“) შორის, 2017 წლის 1 ნოემბერს, დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმადაც, ნასყიდობის საგანს წარმოადგენდა 6 კომპლექტი მსუბუქი ა.ს.ს.-ს ტიპის ხაზი და იგი განსაზღვრულია დანართი N1-ით, რომელიც არის ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილი. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მყიდველს ნასყიდობის საგანი გადაეცემა 15.05.2018-მდე. დასახელებული ხელშეკრულების 6.1 მუხლის თანახმად, ნასყიდობის საგნის ფასი შეადგენს 98779 (ოთხმოცდათვრამეტიათას შვიდასსამოცდაცხრამეტი) ევროს პლიუს ტრანსპორტირებისა და საბაჟო მოსაკრებლის ღირებულების ექვივალენტ ლარს დაანგარიშებულს გადახდის დღისთვის არსებული ეროვნული ბანკის კურსით.
2.2. ერთი მხრივ შპს ,,დ-----’’ და მეორე მხრივ შპს,,ს--–---–-- დ---------–---- ც--------პ---’’-ს შორის, 2017 წლის 3 ნოემბერს, გაფორმდა შეთანხმება, რომლის თანახმადაც ცვლილება შევიდა მხარეებს შორის 2017 წლის 1 ნოემბერს გაფორმებულ ხელშეკრულებაში და მე-2 მუხლი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: შეთანხმების საგანი (1) შპს ,,ს--–---–-- დ---------–---- ც--------პ---’’ ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური ინსპექტირების 6 ხაზის შესყიდვასთან და მასთან დაკავშირებულ ურთიერთობებში შპს ,,დ-----’’ ნიშნავს მის სავაჭრო წარმომადგენლად და კომისიონერად; (2) ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე შპს ,,ს--–---–-- დ---------–---- ც-------------’’ ავალებს შპს ,,დ-----’’ ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური ინსპექტირების 6 ხაზის შესყიდვას; (3) ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური ინსპექტირების 6 ხაზის კომპლექტის მახასიათებლები განსაზღვრულია მხარეთა შორის 2017 წლის 1ნოემბერს გაფორმებული ხელშეკრულების დანართით: (4) შპს ,,დ----’’ ვალდებულია შპს ,,ს--–---–-- დ---------–---- ც--------პ---’’-ს მოთხოვნით წარუდგინოს მას ინფორმაცია დავალების მიმდინარეობის შესახებ; (5) შპს ,,დ----’’ გადარიცხავს ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური ინსპექტირების 11 ხაზის კომპლექტის საფასურს ერთიანად, რომელიც მოიცავს დავალების შესასრულებლად საჭირო 6 ხაზის კომპლექტის თანხასაც (ს.ფ. 85, 105-109).
2.3. ერთი მხრივ შპს ,,ა------------ გ--------’’-ს (შემდეგში გამყიდველი’’) და მეორე მხრივ შპს ,,ს--–---–-- დ---------–---- ც--------პ---’’- ს(შემდგომში ,,მყიდველი’’), შორის, 2017 წლის 20 ნოემბერს, გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმადაც, ხელშეკრულების საგანი არის 1ერთეული მანქანის M----ს ფირმის პ----ს ხაზი კომპლექტში და იგი განსაზღვრულია დანართი 1-ით, რომელიც არის ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილი. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მყიდველს ნასყიდობის საგანი გადაეცემა ხელშეკრულების მხარეთა მხრიდან ხელმოწერიდან 3 თვის განმავლობაში.
2.4. დასახელებული ხელშეკრულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ნასყიდობის საგნის ფასი შეადგენს 27000(ოცდაშვიდი ათასი) ევროს ექვივილენტ ლარს დაანგარიშებულს გადახდის დღისთვის არსებული ეროვნული ბანკის კურსით. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, ნასყიდობის ფასის გადახდა ხდება შემდეგი შეთანხმებული პირობით: 27000(ოცდაშვიდი ათასი) ევროს ექვივალენტი ლარის სრულად გადახდა მოხდება არაუგვიანეს 2019წლის 31დეკემბრამდე (ს.ფ. 122-126).
2.5. ერთი მხრივ შპს ,,ე-–------------–ი’’ (შემდეგში ,,გამყიდველი’’) და მეორე მხრივ შპს ,,ს--–---–-- დ---------–---- ც--------პ---’’- ს (შემდგომში ,,მყიდველი’’), შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის 2017 წლის 4 დეკემბერს, თანახმადაც, ხელშეკრულების საგანი არის 4 ერთეული მანქანის M----ს ფირმის პ----ს ხაზი კომპლექტში და იგი განსაზღვრულია დანართი 1-ით, რომელიც არის ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილი. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მყიდველს ნასყიდობის საგანი გადაეცემა ხელშეკრულების მხარეთა მხრიდან ხელმოწერიდან 2 თვის განმავლობაში.
2.6. დასახელებული ხელშეკრულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ნასყიდობის საგნის ფასი შეადგენს 18176(თვრამეტი ათას ასსამოცდათექვსმეტი) ევროს ექვივალენტ ლარს დაანგარიშებულს გადახდის დღისთვის არსებული ეროვნული ბანკის კურსით. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, ნასყიდობის ფასის გადახდა ხდება შემდეგი შეთანხმებული პირობით:18176(თვრამეტი ათას ასსამოცდათექვსმეტი) ევროს ექვივალენტი ლარის სრულად გადახდა მოხდება არაუგვიანეს 2019 წლის 31დეკემბრამდე (ს.ფ. 130-133).
2.7. შპს ,,ს--–---–-- დ---------–---- ც--------პ---’’-ს დირექტორმა დ----- კ--------მ 2018 წლის 05 თებერვალს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარუდგინა №----- განცხადება და აცნობა, რომ შპს,,ს--–---–-- დ---------–---- ც--------პ---’’-ს დაგეგმილი ჰქონდა კ----------------–--–------- კმ., მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა შემდეგი მიზნებისათვის: პ--- ინსპექტორების თეორიული და პრაქტიკული გადამზადება, სერთიფიცირება და ასს-ების პერიოდული ინსპექტირება(გამოცდა) 6 ერთეული მსუბუქი პ----ს ხაზი და 1ერთეული სატვირთო პ----ს ხაზი შემდეგი წლიური(ერთ ცვლაზე გაანგარიშებით) წარმადობით. 1. სატვირთო ასს-ს პ----ს 1 ხაზი - 10 000 ერთეული ასს; 2. მსუბუქი ასს-ს პ----ს 4 ხაზი - 30 000x4 ერთეული ასს საერთო მოცულობით 120000ერთეულ 3. მსუბუქი ასს-ს პ----ს 2 ხაზი - 20 000x2 ერთეული ასს საერთო მოცულობით 40000 ერთეული; სულ- 170 000 ერთეული ასს წელიწადში.
2.8. ამასთან, აღიშნულ განცხადებას ერთვოდა შემდეგი დოკუმენტაცია: 1. ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან; 2. ნასყიდობის ხელშეკრულება 6 მსუბუქ ასს პ----ს ხაზზე შპს ,,დ----’’-სა და შპს,,ს--–---–-- დ---------–---- ც--------პ---’’-ს შორის; 3. ნასყიდობის ხელშეკრულება 1 სატვირთო ასს პ----ს ხაზზე შპს ,,ა------------ გ--------’’-სა და შპს ,,ს--–---–-- დ---------–---- ც------- - პ---’’-ს შორის; 4. ნასყიდობის ხელშეკრულება 4 კომპლექტ გაზოანალიზატორზე შპს,,ე-–------------–სა’’ და შპს ,,ს--–---–-- დ---------–---- ც------- - პ---’’-ს შორის; 5. გამზომი ხელსაწყოების შეძენისათვის გადარიცხვის საბუთი შპს ,,დ----’’-სგან; 6. გამზომი ხელსაწყოების შეძენისათვის გადარიცხვის საბუთი შპს ,,დ----’’-სგან; 7. აფილირებული პირების შესახებ საჯარო რეესტრის ამონაწერები; 8. განაცხადი მშენებლობის ნებართვაზე (14.10.2017წ.) და შენობის რენდერები; 9. კონფიგურაციული ნახაზი 30 000 ერთეულ ასს-ს პ----ს წლიურ გამტარუნარიანობაზე; 10. მიწის საკუთრების დამადასტურებელი - საჯარო რეესტრის ამონაწერი; 11. საგარანტიო წერილი 700 000 ლარზე (ს.ფ. 102).
2.9. საქმეში წარმოდგენილი 2018 წლის 30 მარტის ერთობლივი პროექტის ფარგლებში ვალდებულებების აღიარებისა და შესრულების დადასტურების შესახებ დოკუმენტის თანახმად ირკვევა, რომ ერთის მხრივ შპს ,,ა------------ გ--------’’-სა და შპს,,ე-–------------–ს’’, ხოლო მეორეს მხრივ შპს ,,ს--–---–-- დ---------–---- ც-------------’’-ს შორის არსებული 2017 წლის 20 ნოემბრისა და 04 დეკემბრის ხელშეკრულებები დააფუძნეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე, 524-ე, 525.1-ე და 528-ე მუხლებით განსაზღვრულ საფუძვლებზე და 2017 წლის 08 დეკემბერს შპს ,,ს--–---–-- დ---------–---- ც--------პ---’’-ს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცა 2017 წლის 20 ნოემბრისა და 04 დეკემბრის ხელშეკრულებებით განსაზღვრული ქონება: პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების/პ--- ხაზი აღჭურვილობით(ღირებულებით 27000 ევრო), გაზოანალიზატორი და მისი მაკომპლექტებელი გამზომი ხელსაწყოები(ღირებულებით 18 176 ევრო).
2.10. აღნიშნული დოკუმენტი დამატებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უფლებამოსილ პირს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გაეგზავნა 2018 წლის 01 აპრილს.(ს.ფ. 18-20).
2.11. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 05 აპრილის №------- წერილით შპს ,,ს--–---–-- დ---------–---- ც--------პ---’’-ს ეცნობა, რომ იგი ვერ აკმაყოფილებდა საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2010 წლის 16 მარტის №1-1/330 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის დებულების’’ დანართი №1-ის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა.ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნას (ამ დებულების შესაბამისად, ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის აკრედიტაციის მიღებას დაექვემდებარება: ა) 2017 წლის 11 დეკემბრისთვის მოქმედი აკრედიტაციის მქონე ტექნიკური ინსპექტირების ცენტრები(არსებული ხაზების გაფართოების მიზნით) ან „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სხვა ფიზიკური/იურიდული პირები(შემდგომში – არსებული ცენტრები), რომლებსაც, უშუალოდ, ან აფილირებული პირების მეშვეობით: ა.ა) შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული აღჭურვილობის შეძენის მიზნით 2017 წლის 11 დეკემბრამდე განხორციელებული აქვთ შესაბამისი ანგარიშსწორება სათანადო აღჭურვილობის ღირებულების სულ მცირე 10%-ის ოდენობით), რის გამოც სამინისტრო უკან უბრუნებდა იმავე ბრძანების ფარგლებში წარდგენილ საბანკო გარანტიას და უარს ამბობდა მისგან გამომდინარე მოთხოვნის უფლებებზე (ს.ფ. 21).
2.12. შპს ,,ს--–---–-- დ----------–---- ც--------პ---’’-ს დირექტორმა დ----- კ--------მ 2018 წლის 30 მარტს, წერილით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და სთხოვა გადაეხედათ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის 2018წლის 05 აპრილის №------- წერილში გაცხადებული გადაწყვეტილებისთვის და მათ კომპანიასთან გაფორმებულიყო ავტოსატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირების ცენტრის მოწყობისა და აკრედიტაციის ხელშეკრულება.
2.13. აღნიშნული წერილის პასუხად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის 2018 წლის 28 მაისის №------- წერილით შპს,,ს--–---–-- დ---------–---- ც--------პ---’’-ს დირექტორს დ----- კ--------ს ეცნობა, რომ სამინისტრო თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოკლებული იყო შესაძლებლობას გადაეხედა სამინისტროს 2018 წლის 05 აპრილის №------- წერილში გაცხადებული გადაწყვეტილებისთვის და მათ კომპანიასთან გაეფორმებინათ შესაბამისი ხელშეკრულება (ს.ფ. 24-30).
3. პირველი ინსტანციის სასამართლომ მოცემული დავის გადასაწყვეტად იხელმძღვანელა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2, 65 მუხლებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-251-ე მუხლებით, საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2010 წლის 16 მარტის №1-1/330 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის დებულების’’ პირველი მუხლით, აღნიშნული დებულების დანართი №1-ის პირველი - მე-3, მე-6-7 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 361-ე მუხლებით.
3.1. პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გაიზიარა ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმის საფუძველვლად იმაზე მითითება, რომ მოსარჩელე მხარეს სამინისტროში არ წარუდგენია საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2010 წლის 16 მარტის №1-1/330 ბრძანებით გათვალისწინებული დოკუმენტაცია, რომელიც დაადასტურებდა კომპანიის მიერ 2017 წლის 11 დეკემბრამდე აღჭურვილობის შესაძენად სულ მცირე 10% გადახდას, მაშინ როცა დებულების დანართი №1-ის მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ითვალისწინებს კონკრეტულ, კუმულატიურ პირობას - კონკრეტულ თარიღამდე აღჭურვილობის ღირებულების განსაზღვრული ოდენობის გადახდას.
3.2. სასამართლოს მითითებით, საქმის მასალებით დასტურებულია და სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ კომპანია- შპს,,ს--–---–-- დ---------–---- ც--------პ---მ’’ და კომპანიის პარტნიორებმა (შპს,,ა------------ გ--------’’, შპს ,,ე-–------------–ი-გ---------–ი ს------–ი’’) საქართველოს სამოქალაქო კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში დაადასტურეს ის გარემოება, რომ ჯერ კიდევ 2017 წლის 08 დეკემბერს შპს ,,ს--–---–-- და ს------–---- ც--------პ---’’-ს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცა 2017 წლის 20 ნოემბრისა და 04 დეკემბრის ხელშეკრულებებით განსაზღვრული ქონება: პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების/პ--- ხაზი აღჭურვილობით (ღირებულებით 27000 ევრო), გაზოანალიზატორი და მისი მაკომპლექტებელი გამზომი ხელსაწყოები(ღირებულებით 18 176 ევრო), სულ- 45 176 ევროს ღირებულების ინსპექტირების ცენტრის მოწყობისათვის საჭირო აღჭურვილობა. სასამართლოს განმარტებით, იმ ვითარებში, როდესაც მოსარჩელე-შპს ,,ს--–---–-- დ---------–---- ც--------პ---’’ 2017 წლის 11 დეკემბრამდე, კონკრეტულად კი-2017 წლის 08 დეკემბრის მდგომარეობით, უკვე ფლობდა საკუთრებაში იმ აღჭურვილობას, რაც საჭირო იყო ხელშეკრულების გასაფორმებლად, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ აღჭურვილობის ღირებულება აღემატებოდა ბრძანებით განსაზღვრული ჯამური ღირებულების 10%-ს, კომპანიას სათანადო აღჭურვილობის ღირებულების სულ მცირე 10%-ის ანგარიშსწორების საჭიროება/პირობა აღარ ჰქონდა. შესაბამისად, 2010 წლის 16 მარტის №1-1/330 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის დებულების’’ დანართი №1-ის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა.ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ყველა პირობა(2017 წლის 11 დეკემბრამდე აღჭურვილობის შეძენა, აღჭურვილობის საკუთრებაში ფლობა და ღირებულების 10%-ზე მეტი) სახეზე იყო, რაც საბოლოო ჯამში ჰქმნიდა იმის წინაპირობას, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გაეფორმებინა კომპანიასთან ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის მოწყობის/გაფართოების ხელშეკრულება.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 20 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელმა, რომელმაც სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს:
4.1. სააპელაციო საჩივრის თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლით აღიარებული კანონიერების პრინციპი, რომლის მიხედვით ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. მითითებული მუხლის მიზნებისათვის კანონმდებლობა გულისხმობს არა მხოლოდ კანონს ფორმალური გაგებით (უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მიერ მიღებულ ნორმატიულ აქტს), არამედ ნებისმიერ საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტს, რომელიც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღების დროისათვის მოქმედებს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მოქმედებდა ძალაში მყოფი ნორმატიული აქტების შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, რომ სამინისტროს ხელშეკრულების დადების ვალდებულება გააჩნდა, თუმცა სამინისტრომ მიუთითა, რომ ნორმატიული აქტი ასეთი მტკიცების შესაძლებლობას გამორიცხავს.
4.2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 16 მარტის N1-1/330 ბრძანებით დამტკიცდა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის დებულება“. აღნიშნული დებულების დანართი 1-ის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის აკრედიტაციის მიღებას ექვემდებარება: ა) 2017 წლის 11 დეკემბრისთვის მოქმედი აკრედიტაციის მქონე ტექნიკური ინსპექტირების ცენტრები (არსებული ხაზების გაფართოების მიზნით) ან „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სხვა ფიზიკური/იურიდული პირები (შემდგომში – არსებული ცენტრები), რომლებსაც, უშუალოდ, ან აფილირებული პირების მეშვეობით: ა.ა) შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული აღჭურვილობის შეძენის მიზნით 2017 წლის 11 დეკემბრამდე განხორციელებული აქვთ შესაბამისი ანგარიშსწორება სათანადო აღჭურვილობის ღირებულების სულ მცირე 10%-ის ოდენობით; ა.ბ) 2017 წლის 11 დეკემბრამდე მოპოვებული აქვთ საკუთრების ან სარგებლობის უფლება შესაბამის შენობა-ნაგებობასა და მასზე დამაგრებულ მიწის ნაკვეთზე, ან მიღებული აქვთ ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის მშენებლობის ნებართვა ან უფლებამოსილ ორგანოში წარდგენილი აქვს განაცხადი აღნიშნული ნებართვის მოპოვების მიზნით; და ა.გ) არაუგვიანეს 2018 წლის 5 თებერვლისა, სამინისტროში წარდგენილი აქვთ უპირობო და გამოუხმობი საბანკო/სადაზღვევო გარანტია, თითოეული ხაზისთვის 100,000 ლარის ოდენობით. ბ) ფიზიკური/იურიდიული პირები, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ სამინისტროს მიერ ამ დებულებით დადგენილი წესით გამოცხადებულ შერჩევის პროცესში და დააკმაყოფილებენ ამ წესით გათვალისწინებულ მოთხოვნებს (შემდგომში – დაინტერესებული პირები).
4.3. შესაბამისად, ნორმატიული აქტი ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის აკრედიტაციის მიღებისთვის განსაზღვრავს რამდენიმე კუმულატიურ პირობას, კერძოდ: საბანკო გარანტიის გადახდას (რაც მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი იყო); შესაბამის შენობა-ნაგებობასა და მასზე დამაგრებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების ან სარგებლობის უფლებას ან პირს მიღებული უნდა ჰქონდეს ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის მშენებლობის ნებართვა ან უფლებამოსილ ორგანოში წარდგენილი განაცხადი აღნიშნული ნებართვის მოპოვების მიზნით (აღნიშნულ გარემოებას მოსარჩელე მხარესთან მიმართებით სამინისტრო სადავოდ არ ხდის); და სათანადო აღჭურვილობის შეძენის მიზნით 2017 წლის 11 დეკემბრამდე ღირებულების სულ მცირე 10%-ის ოდენობით განხორციელებული ანგარიშსწორება (აღნიშნული მოსარჩელე მხარეს სამინისტროსთვის არ წარუდგენია).
4.4. აპელანტის მითითებით, იმის გათვალისწინებით, რომ განმცხადებელს (მოსარჩელეს) შპს „ს--–---–-- დ---------–---- ც------ - პ---ს“ არ ჰქონდა წარმოდგენილი მოქმედი ნორმატიული აქტით გათვალისწინებული სავალდებულო დოკუმენტაცია, სამინისტრომ იმოქმედა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილებით/ვალდებულებით და მხარეს უარი ეთქვა ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ინსპექტირების ცენტრის მოწყობის/გაფართოების ხელშეკრულების დადებაზე. ამასთან გასათვალისწინებელია, რომ მოსარჩელე მხარეც არ ხდის სადავოდ იმ გარემოებას, რომ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 16 მარტის N1-1/330 ბრძანებით გათვალისწინებული დოკუმენტაცია არ იყო წარმოდგენილი.
4.5. სააპელაციო საჩივრის ავტორის მითითებით, აღნიშნული ბრძანების დანართი 1-ის მე-2 მუხლი აკრედიტაციის მიღებას უკავშირებს ერთის მხრივ, შესაბამისი უძრავი ქონების საკუთრებას ან მფლობელობას და მეორეს მხრივ, აღჭურვილობის სასყიდლიანად შეძენის მიზნით სულ მცირე 10%-ის ოდენობით განხორციელებულ ანგარიშსწორებას. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლით, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, „თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს." იმავე მუხლის მესამე ნაწილით კი „საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით." შესაბამისად, როგორც უკვე აღინიშნა აკრედიტაციის მიღება დაინტერესებულ პირს ავალდებულებდა „შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული აღჭურვილობის შეძენის მიზნით, 2017 წლის 11 დეკემბრამდე სათანადო აღჭურვილობის ღირებულების სულ მცირე 10%-ის ოდენობით ანგარიშსწორების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენას“. ე.ი ნორმის განმარტების შესაბამისად მოსარჩელე მხარეს სწორედ ანგარიშსწორების დამადასტურებელი კანონით განსაზღვრული დოკუმენტი უნდა წარმოედგინა. სამინისტრო მიუთითებს, რომ - დასახელებული ნორმის სხვაგვარი განმარტების შესაძლებლობა გამოირიცხება და სწორედ იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ანგარიშსწორების დოკუმენტი არ იყო წარმოდგენილი, სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
4.6. აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლო გადაწყვეტილებით დასახელებული ნორმა იმგვარად იქნა განმარტებული, რომ ახალი ნორმატიული წესრიგი იქნა შემოღებული და სასამართლო გადაწყვეტილებით სამინისტროს დაევალა ისეთი ქმედების განხორციელება, რაც ზემოთ დასახელებულ მოქმედ ნორმებს ეწინააღმდეგება. ამრიგად, იმ პირობებში, რომ მხარის მიერ განცხადების დაკმაყოფილებისათვის საჭირო დოკუმენტაცია სრულად არ იყო წარმოდგენილი, უკანონოა სამინისტროს დაევალოს ხელშეკრულების დადება.
4.7. სააპელაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის დებულება“ დამტკიცებულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით. ამასთან, სამინისტრო ვერ მოახდენდა ძალაში მყოფი, ნორმატიული აქტით განსაზღვრული რეგულაციისაგან განსახვავებულ მოწესრიგების შემოღებას, როგორც ეს მითითებულია სასამართლო გადაწყვეტილებაში. სხვაგვარად აქტის მიმღები ორგანო ვალდებული იქნება იმოქმედოს არა ნორმატიული აქტის შესაბამისად, არამედ საკუთარი შეხედულებისამებრ, რაც თავისთავად გამორიცხავს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლით დაწესებულ კანონიერების პრინციპის მოქმედებას. აპელანტის მითითებით, თუკი მიჩნეულ იქნება, რომ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 16 მარტის N1-1/330 ბრძანების N1 დანართი მე-2 მუხლის მიზნებისათვის შესაბამის აღჭურვილობაზე საკუთრების უფლების მოპოვება წარმოადგენს ხელშეკრულების დადების ერთ-ერთ წინაპირობას, ასეთ შემთხვევაში სასამართლომ ნორმის არასწორი განმარტების საფუძველზე დაადგინა ფაქტობრივი გარემოება, რაც დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი გახდა.
4.8. სასამართლომ მიუთითა 2018 წლის 30 მარტის ერთობლივი პროექტის ფარგლებში ვალდებულების აღიარების და დადასტურების შესახებ დოკუმენტზე, რომლის მიხედვით შპს „ს--–---–-- დ---------–---- ც------ - პ---ს“ საკუთრებაში გადაეცა 2017 წლის 20 ნოემბრისა და 4 დეკემბრის ხელშეკრულებით გათვალისწინებებული აღჭურვილობა. სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო ის გარემოება, რომ 2017 წლის 20 ნოემბრის და 4 დეკემბრის ხელშეკრულებით შპს „ს--–---–-- დ---------–---- ც------ - პ---ს“ ხელშეკრულების საგანი გადაეცემოდა ხელშეკრულების ხელმოწერიდან 2 თვის (2017 წლის 20 ნოემბრის ხელშეკრულება) და ხელშეკრულების ხელმოწერიდან 3 თვის ვადაში (2017 წლის 4 დეკემბრის ხელშეკრულება). ამასთან მხარის მიერ წარმოდგენილია მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის მიხედვით 2017 წლის 20 ნოემბრისა და 2017 წლის 4 დეკემბრის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება 2018 წლის 1 თებერვალს და 3 თებერვალს შესრულდა. შესაბამისად, შპს „ს--–---–-- დ---------–---- ც------ - პ---ს“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ აღჭურვილობა ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გადაეცა 2018 წლის 1 თებერვალს და 3 თებერვალს და არა 2017 წლის 8 დეკემბერს. აპელანტის მითითებით, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ერთობლივი პროექტის ფარგლებში ვალდებულების აღიარების და შესრულების დადასტურების შესახებ დოკუმენტში მხარე ერთ შემთხვევაში უთითებს 2017 წლის 20 ნოემბრისა და 2017 წლის 4 დეკემბრის ხელშეკრულებებზე (რომელიც ნასყიდობის ხელშეკრულებას წარმოადგენს), თუმცა მეორე მხრივ, კონკრეტული ნორმის მითითებით მოძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების წარმოშობას 2017 წლის 8 დეკემბერს უკავშირებს. უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია, რომ მხოლოდ დასახელებულ დოკუმენტში სამოქალაქო კოდექსის 524-ე, 525-ე მუხლებზე მითითება 2017 წლის 20 ნოემბრისა და 4 დეკემბრის ხელშეკრულებებს ჩუქების ხელშეკრულებად ვერ აქცევს, რადგან 20 ნოემბრისა და 4 დეკემბრის ხელშეკრულებაში მხარეებს ცვლილება არ შეუტანიათ. ხელშეკრულების საგანზე საკუთრების უფლების გადაცემა ხორციელდება კონკრეტული ხელშეკრულების მომწესრიგებელი ნორმების საფუძველზე და არა მხარის სურვილით - აირჩიოს კონკრეტულ შემთხვევაში, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ურთიერთობისაგან განსხვავებული, მისთვის სასურველი მუხლი და მას დაუკავშიროს სამართლებრივი შედეგების წარმოშობა. აპელანტის მითითებით, თუკი მიჩნეული იქნება, რომ 2018 წლის 30 მარტის ერთობლივი პროექტის ფარგლებში ვალდებულების აღიარების და დადასტურების შესახებ დოკუმენტი წარმოადგენს 2017 წლის 20 ნოემბრისა და 2017 წლის 4 დეკემბრის ხელშეკრულებებში ცვლილების შეტანის დოკუმენტს, ასეთ შემთხვევაში, ვერ იქნება გაზიარებული სასამართლოს მტკიცება, რომ შპს „ს--–---–-- დ---------–---- ც------ - პ---ს“ შესაბამის აღჭურვილობაზე საკუთრების უფლება 2017 წლის 8 დეკემბერს წარმოეშვა, რადგან თავად ხელშეკრულების მხარეები ადასტურებენ, რომ შპს „ს--–---–-- დ---------–---- ც------ - პ---ს“ მოძრავი ნივთები მხარეებს 2018 წლის 1 თებერვალს და 3 თებერვალს გადაეცა, რის გამოც საკუთრების უფლება კონკრეტულ ნივთებზე სწორედ ამ დროიდან წარმოიშობა და არა 2017 წლის 8 დეკემბრიდან (როგორც ეს მითითებულია დადასტურების დოკუმენტში).
5. სააპელაციო პალატის მიერ სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის მოტივები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, შეაფასა სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნია, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
5.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
5.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
5.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
6. სააპელაციო პალატა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოტივების შემოწმების მიზნით ყურადღებას ამახვილებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებების შესახებ:
6.1. ერთი მხრივ შპს ,,დ-----’’ (შემდგომში ,,გამყიდველი’’) და მეორე მხრივ შპს ,,ს--–---–-- დ----------–---- ც--------პ---’’-ს (შემდგომში ,,მყიდველი“) შორის, 2017 წლის 1 ნოემბერს, დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ნასყიდობის საგანს წარმოადგენდა 6 კომპლექტი მსუბუქი ა.ს.ს.-ს ტიპის ხაზი და იგი განსაზღვრულია დანართი N1-ით, რომელიც არის ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილი. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მყიდველს ნასყიდობის საგანი გადაეცემა 15.05.2018-მდე. დასახელებული ხელშეკრულების 6.1 მუხლის თანახმად, ნასყიდობის საგნის ფასი შეადგენს 98779 (ოთხმოცდათვრამეტიათას შვიდასსამოცდაცხრამეტი) ევროს პლიუს ტრანსპორტირებისა და საბაჟო მოსაკრებლის ღირებულების ექვივალენტ ლარს დაანგარიშებულს გადახდის დღისთვის არსებული ეროვნული ბანკის კურსით (ს.ფ. 105-109).
6.2. ერთი მხრივ შპს ,,დ-----’’ და მეორე მხრივ შპს,,ს--–---–-- დ---------–---- ც--------პ---’’-ს შორის, 2017 წლის 3 ნოემბერს, გაფორმდა შეთანხმება, რომლის თანახმად ცვლილება შევიდა მხარეებს შორის 2017 წლის 1 ნოემბერს გაფორმებულ ხელშეკრულებაში და მე-2 მუხლი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: შეთანხმების საგანი (1) შპს ,,ს--–---–-- დ---------–---- ც--------პ---’’ ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური ინსპექტირების 6 ხაზის შესყიდვასთან და მასთან დაკავშირებულ ურთიერთობებში შპს ,,დ-----’’ ნიშნავს მის სავაჭრო წარმომადგენლად და კომისიონერად; (2) ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე შპს ,,ს--–---–-- დ---------–---- ც-------------’’ ავალებს შპს ,,დ-----’’ ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური ინსპექტირების 6 ხაზის შესყიდვას; (3) ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური ინსპექტირების 6 ხაზის კომპლექტის მახასიათებლები განსაზღვრულია მხარეთა შორის 2017 წლის 1ნოემბერს გაფორმებული ხელშეკრულების დანართით: (4) შპს ,,დ----’’ ვალდებულია შპს ,,ს--–---–-- დ---------–---- ც--------პ---’’-ს მოთხოვნით წარუდგინოს მას ინფორმაცია დავალების მიმდინარეობის შესახებ; (5) შპს ,,დ----’’ გადარიცხავს ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური ინსპექტირების 11 ხაზის კომპლექტის საფასურს ერთიანად, რომელიც მოიცავს დავალების შესასრულებლად საჭირო 6 ხაზის კომპლექტის თანხასაც (ს.ფ. 85).
6.3. ერთი მხრივ შპს ,,ა------------ გ--------’’-ს (შემდეგში გამყიდველი’’) და მეორე მხრივ შპს ,,ს--–---–-- დ---------–---- ც--------პ---’’- ს(შემდგომში ,,მყიდველი’’) შორის, 2017 წლის 20 ნოემბერს, გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების საგანი არის 1ერთეული მანქანის M----ს ფირმის პ----ს ხაზი კომპლექტში და იგი განსაზღვრულია დანართი 1-ით, რომელიც არის ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილი. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მყიდველს ნასყიდობის საგანი გადაეცემა ხელშეკრულების მხარეთა მხრიდან ხელმოწერიდან 3 თვის განმავლობაში (ს.ფ. 122-126).
6.4. დასახელებული ხელშეკრულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ნასყიდობის საგნის ფასი შეადგენს 27000(ოცდაშვიდი ათასი) ევროს ექვივილენტ ლარს დაანგარიშებულს გადახდის დღისთვის არსებული ეროვნული ბანკის კურსით. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, ნასყიდობის ფასის გადახდა ხდება შემდეგი შეთანხმებული პირობით: 27000(ოცდაშვიდი ათასი) ევროს ექვივალენტი ლარის სრულად გადახდა მოხდება არაუგვიანეს 2019 წლის 31დეკემბრამდე (ს.ფ. 122-126).
6.5. ერთი მხრივ შპს ,,ე-–------------–ი’’ (შემდეგში ,,გამყიდველი’’) და მეორე მხრივ შპს ,,ს--–---–-- დ---------–---- ც--------პ---’’- ს (შემდგომში ,,მყიდველი’’) შორის 2017 წლის 4 დეკემბერს გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების საგანი არის 4 ერთეული M----ს გაზოანალიზატორი MET 6.1. და მისი მაკომპლექტირებელი გამზომი ხელსაწყოები და იგი განსაზღვრულია დანართი 1-ით, რომელიც არის ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილი. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მყიდველს ნასყიდობის საგანი გადაეცემა ხელშეკრულების მხარეთა მხრიდან ხელმოწერიდან 2 თვის განმავლობაში (ს.ფ. 130-134).
6.6. დასახელებული ხელშეკრულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ნასყიდობის საგნის ფასი შეადგენს 18176(თვრამეტი ათას ასსამოცდათექვსმეტი) ევროს ექვივალენტ ლარს დაანგარიშებულს გადახდის დღისთვის არსებული ეროვნული ბანკის კურსით. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, ნასყიდობის ფასის გადახდა ხდება შემდეგი შეთანხმებული პირობით:18176(თვრამეტი ათას ასსამოცდათექვსმეტი) ევროს ექვივალენტი ლარის სრულად გადახდა მოხდება არაუგვიანეს 2019 წლის 31დეკემბრამდე (ს.ფ. 130-133).
6.7. შპს ,,ს--–---–-- დ---------–---- ც--------პ---’’-ს დირექტორმა დ----- კ--------მ 2018 წლის 05 თებერვალს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარუდგინა №----- განცხადება და აცნობა, რომ შპს,,ს--–---–-- დ---------–---- ც--------პ---’’-ს დაგეგმილი ჰქონდა კახეთის გზატკეცილი 37-ე კმ, მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა შემდეგი მიზნებისათვის: პ--- ინსპექტორების თეორიული და პრაქტიკული გადამზადება, სერთიფიცირება და ასს-ების პერიოდული ინსპექტირება(გამოცდა) 6 ერთეული მსუბუქი პ----ს ხაზი და 1ერთეული სატვირთო პ----ს ხაზი შემდეგი წლიური(ერთ ცვლაზე გაანგარიშებით) წარმადობით. 1. სატვირთო ასს-ს პ----ს 1 ხაზი - 10 000 ერთეული ასს; 2. მსუბუქი ასს-ს პ----ს 4 ხაზი - 30 000x4 ერთეული ასს საერთო მოცულობით 120000ერთეულ 3. მსუბუქი ასს-ს პ----ს 2 ხაზი - 20 000x2 ერთეული ასს საერთო მოცულობით 40000 ერთეული; სულ- 170 000 ერთეული ასს წელიწადში (ს.ფ. 102).
6.8. აღიშნულ განცხადებას ერთვოდა შემდეგი დოკუმენტაცია: 1. ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან; 2. ნასყიდობის ხელშეკრულება 6 მსუბუქ ასს პ----ს ხაზზე შპს ,,დ----’’-სა და შპს,,ს--–---–-- დ---------–---- ც--------პ---’’-ს შორის; 3. ნასყიდობის ხელშეკრულება 1 სატვირთო ასს პ----ს ხაზზე შპს ,,ა------------ გ--------’’-სა და შპს ,,ს--–---–-- დ---------–---- ც------- - პ---’’-ს შორის; 4. ნასყიდობის ხელშეკრულება 4 კომპლექტგაზოანალიზატორზე შპს,,ე-–------------–სა’’ და შპს ,,ს--–---–-- დ---------–---- ც------- - პ---’’-ს შორის; 5. გამზომი ხელსაწყოების შეძენისათვის გადარიცხვის საბუთი შპს ,,დ----’’-სგან; 6. გამზომი ხელსაწყოების შეძენისათვის გადარიცხვის საბუთი შპს ,,დ----’’-სგან; 7. აფილირებული პირების შესახებ საჯარო რეესტრის ამონაწერები; 8. განაცხადი მშენებლობის ნებართვაზე (14.10.2017წ.) და შენობის რენდერები; 9. კონფიგურაციული ნახაზი 30 000 ერთეულ ასს-ს პ----ს წლიურ გამტარუნარიანობაზე; 10. მიწის საკუთრების დამადასტურებელი - საჯარო რეესტრის ამონაწერი; 11. საგარანტიო წერილი 700 000 ლარზე (ს.ფ. 102).
6.9. 2018 წლის 30 მარტის ერთობლივი პროექტის ფარგლებში ვალდებულებების აღიარებისა და შესრულების დადასტურების შესახებ დოკუმენტის თანახმად ირკვევა, რომ ერთის მხრივ შპს ,,ა------------ გ--------’’-სა და შპს,,ე-–------------–ს’’, ხოლო მეორეს მხრივ შპს ,,ს--–---–-- დ---------–---- ც-------------’’-ს შორის არსებული 2017 წლის 20 ნოემბრისა და 04 დეკემბრის ხელშეკრულებები დააფუძნეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე, 524-ე, 525.1-ე და 528-ე მუხლებით განსაზღვრულ საფუძვლებზე და 2017 წლის 08 დეკემბერს შპს ,,ს--–---–-- დ---------–---- ც--------პ---’’-ს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცა 2017 წლის 20 ნოემბრისა და 04 დეკემბრის ხელშეკრულებებით განსაზღვრული ქონება: პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების/პ--- ხაზი აღჭურვილობით(ღირებულებით 27000 ევრო), გაზოანალიზატორი და მისი მაკომპლექტებელი გამზომი ხელსაწყოები(ღირებულებით 18 176 ევრო) (ს.ფ. 20).
6.10. აღნიშნული დოკუმენტი დამატებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უფლებამოსილ პირს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გაეგზავნა 2018 წლის 01 აპრილს.(ს.ფ. 18-19).
6.11. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 05 აპრილის №------- წერილით შპს ,,ს--–---–-- დ---------–---- ც--------პ---’’-ს ეცნობა, რომ იგი ვერ აკმაყოფილებდა საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2010 წლის 16 მარტის №1-1/330 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის დებულების’’ დანართი №1-ის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა.ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნას (ამ დებულების შესაბამისად, ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის აკრედიტაციის მიღებას დაექვემდებარება: ა) 2017 წლის 11 დეკემბრისთვის მოქმედი აკრედიტაციის მქონე ტექნიკური ინსპექტირების ცენტრები(არსებული ხაზების გაფართოების მიზნით) ან „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სხვა ფიზიკური/იურიდული პირები(შემდგომში – არსებული ცენტრები), რომლებსაც, უშუალოდ, ან აფილირებული პირების მეშვეობით: ა.ა) შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული აღჭურვილობის შეძენის მიზნით 2017 წლის 11 დეკემბრამდე განხორციელებული აქვთ შესაბამისი ანგარიშსწორება სათანადო აღჭურვილობის ღირებულების სულ მცირე 10%-ის ოდენობით), რის გამოც სამინისტრო უკან უბრუნებდა იმავე ბრძანების ფარგლებში წარდგენილ საბანკო გარანტიას და უარს ამბობდა მისგან გამომდინარე მოთხოვნის უფლებებზე (ს.ფ. 21).
6.12. შპს ,,ს--–---–-- დ----------–---- ც--------პ---’’-ს დირექტორმა დ----- კ--------მ 2018 წლის 30 აპრილის წერილით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და სთხოვა გადაეხედათ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის 2018წლის 05 აპრილის №------- წერილში გაცხადებული გადაწყვეტილებისთვის და მათ კომპანიასთან გაფორმებულიყო ავტოსატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირების ცენტრის მოწყობისა და აკრედიტაციის ხელშეკრულება (ს.ფ. 24-27).
6.13. აღნიშნული წერილის პასუხად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის 2018 წლის 28 მაისის №------- წერილით შპს,,ს--–---–-- დ---------–---- ც--------პ---’’-ს დირექტორს დ----- კ--------ს ეცნობა, რომ სამინისტრო თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოკლებული იყო შესაძლებლობას გადაეხედა სამინისტროს 2018 წლის 05 აპრილის №------- წერილში გაცხადებული გადაწყვეტილებისთვის და მათ კომპანიასთან გაეფორმებინათ შესაბამისი ხელშეკრულება (ს.ფ. 28-30).
7.1. სააპელაციო პალატა თვლის, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად არ გაიზიარა ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმის საფუძველვლად იმაზე მითითება, რომ მოსარჩელე მხარეს სამინისტროში არ წარუდგენია საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2010 წლის 16 მარტის №1-1/330 ბრძანებით გათვალისწინებული დოკუმენტაცია, რომელიც დაადასტურებდა კომპანიის მიერ 2017 წლის 11 დეკემბრამდე აღჭურვილობის შესაძენად სულ მცირე 10% გადახდას, მაშინ როცა დებულების დანართი №1-ის მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ითვალისწინებს კონკრეტულ, კუმულატიურ პირობას - კონკრეტულ თარიღამდე აღჭურვილობის ღირებულების განსაზღვრული ოდენობის გადახდას.
7.2. სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას იმის შესახებ, საქმის მასალებით დადასტურებულია და სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ კომპანია- შპს,,ს--–---–-- დ---------–---- ც--------პ---მ’’ და კომპანიის პარტნიორებმა (შპს,,ა------------ გ--------’’, შპს ,,ე-–------------–ი-გ---------–ი ს------–ი’’) საქართველოს სამოქალაქო კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში დაადასტურეს ის გარემოება, რომ ჯერ კიდევ 2017 წლის 08 დეკემბერს შპს ,,ს--–---–-- და ს------–---- ც--------პ---’’-ს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცა 2017 წლის 20 ნოემბრისა და 04 დეკემბრის ხელშეკრულებებით განსაზღვრული ქონება: პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების/პ--- ხაზი აღჭურვილობით (ღირებულებით 27000 ევრო), გაზოანალიზატორი და მისი მაკომპლექტებელი გამზომი ხელსაწყოები(ღირებულებით 18 176 ევრო), სულ- 45 176 ევროს ღირებულების ინსპექტირების ცენტრის მოწყობისათვის საჭირო აღჭურვილობა. სასამართლოს განმარტებით, იმ ვითარებში, როდესაც მოსარჩელე-შპს ,,ს--–---–-- დ---------–---- ც--------პ---’’ 2017 წლის 11 დეკემბრამდე, კონკრეტულად კი-2017 წლის 08 დეკემბრის მდგომარეობით, უკვე ფლობდა საკუთრებაში იმ აღჭურვილობას, რაც საჭირო იყო ხელშეკრულების გასაფორმებლად, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ აღჭურვილობის ღირებულება აღემატებოდა ბრძანებით განსაზღვრული ჯამური ღირებულების 10%-ს, კომპანიას სათანადო აღჭურვილობის ღირებულების სულ მცირე 10%-ის ანგარიშსწორების საჭიროება/პირობა აღარ ჰქონდა. შესაბამისად, 2010 წლის 16 მარტის №1-1/330 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის დებულების’’ დანართი №1-ის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა.ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ყველა პირობა(2017 წლის 11 დეკემბრამდე აღჭურვილობის შეძენა, აღჭურვილობის საკუთრებაში ფლობა და ღირებულების 10%-ზე მეტი) სახეზე იყო, რაც საბოლოო ჯამში ჰქმნიდა იმის წინაპირობას, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გაეფორმებინა კომპანიასთან ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის მოწყობის/გაფართოების ხელშეკრულება.
8. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სააპელაციო პალატა აღნიშნავს, პირველი ინსტანციის სასამართლომ მოცემულ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები გამოიკვლია ყოველმხრივ და ერთობლიობაში, შესაბამისად მათ მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება, რის გამოც არ არსებობს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. არ დაკმაყოფილდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივარი.
2. უცვლელი დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილება.
3. სააპელაციო სასამართლოს განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში, (თბილისი, ძმ. ზუბალაშვილების ქ. N32) დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის გადაცემის მომენტიდან ოცდაერთი დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით ( თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ.N7ა).
მოსამართლე მარიამ ცისკაძე