გადაწყვეტილება

სამოქალაქო 20.07.2018
საქმის ნომერი
130210118002440012
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
20.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

130-1011800-440012

2/524-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

04 ივლისი, 2018 წელი ქ. ხაშური

ხ-–------ რაიონული სასამართლო

მოსამართლე ზაზა რამიშვილი

სხდომის მდივანი თეა გობეჯიშვილი

მოსარჩელე - ც-–-----–---------შვილი

წარმომადგენელი - ზ---------–--–---–------------–---------შვილი

მოპასუხე - გ-------–---------შვილი

წარმომადგენელი - ლ---------------ლი

დავის საგანი - ჩუქების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

გაუქმდეს ც-–-----–---------შვილის მიერ გ-------–---------შვილისათვის უძრავი ქონების ჩუქება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე მხარემ სარჩელი არ ცნო.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2012 წლის 17 დეკემბრის ხელშეკრულებით, ც-–-----–---------შვილმა თავის შვილს, გ-------–---------შვილს აჩუქა ხ-–------ მუნიცპალიტეტის სოფელ გ---–- მდებარე უძრავი ნივთი სკადასტრო კოდით 6- 0- 6- 0--;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება (ს.ფ.40-41);

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ.71-72);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

3.1.2. გ-------–---------შვილი, საჩუქრის მიღების შემდეგ, ოჯახთან ერთად, საზღვარგარეთ ცხოვრობს, მოსარჩელე - თავის შვილთან - ქ--------–---------შვილთან.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მოსარჩელის განმარტებით, გ-------–---------შვილმა გამოიჩინა უმადურობა და მძიმე შეურაცხყოფა მიაყენა, რაც იმაში გამოიხატა, რომ საზღვარგარეთიდან დახმარებას არ უწევს, ტელეფონით, სოციალური ქსელის მეშვეობით ლანძღავს მას, მის შვილს ქეთევანს, რომელთანაც ცხოვრობს.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან არ დადგინდა დასაჩუქრებული გ-------–---------შვილის მიერ მჩუქებელ ც-–-----–---------შვილის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ მძიმე შეურაცხყოფის მიყენება ან დიდი უმადურობის გამოჩენა.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის: 524-ე მუხლი; 525-ე მუხლის მეორე ნაწილი, 529-ე მუხლი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილი, 10--ე მუხლი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

სამოქალაქო კოდექსის: 524-ე მუხლის თანახმად, ჩუქების ხელშეკრულებით მჩუქებელი უსასყიდლოდ გადასცემს დასაჩუქრებულს ქონებას საკუთრებად მისი თანხმობით;

525-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, უძრავ ნივთზე ჩუქების ხელშეკრულება დადებულად ითვლება ხელშეკრულებით განსაზღვრული საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან;

მოცემულ შემთხვევაში, ც-–-----–---------შვილმა თავისი უძრავი ნივთი გ-------–---------შვილს აჩუქა და მასზე დასაჩუქრებულის საკუთრების უფლება დარეგისტრირდა;

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის: მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად,. სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები;

10--ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლის თანახმად, ჩუქება შეიძლება გაუქმდეს, თუ დასაჩუქრებული მძიმე შეურაცხყოფას მიაყენებს ან დიდ უმადურობას გამოიჩენს მჩუქებლის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ.

თუ ჩუქება გაუქმდება მაშინ გაჩუქებული ნივთი შეიძლება გამოთხოვილ იქნეს მჩუქებლის მიერ.

ჩუქება შეიძლება გაუქმდეს ერთი წლის განმავლობაში ერთი წლის განმავლობაში მას შემდეგ, რაც მჩუქებელი შეიტყობს იმ გარემოების შესახებ, რომელიც მას ჩუქების გაუქმების უფლებას აძლევს;

სარჩელში აღნიშნულია, რომ ც-–-----–---------შვილმა გადაწყვიტა მთელი თავისი ქონება მემკვიდრეობით (იხ.სარჩელი. ს.ფ.60) დაეტოვებინა გ-------–---------შვილისათვის, რომელმაც ივალდებულა, სამაგიეროდ, სიცოცხლის განმავლობაში მოევლო მისთვის, უზრუნველეყო სამედიცინო მომსახურებით, საკვებით, შეექმნა პირობები ღირსეული სიბერისათვის, მეორე შვილმა ქეთევანმა უარი თქვა ქონებიდან წილის მოთხოვნაზე. შეთანხმების შემდეგ, მთელი ქონება მოპასუხეს აჩუქა, რომელმაც პირობა არ შეასრულა და 2013 წლიდან ოჯახთან ერთად, საზღვარგარეთ გადავიდა საცხოვრებლად, საიდანაც იშვიათად უწევდა დახმარებას, 2017 წლის ბოლოდან კი საერთოდ შეწყვიტა დახმარება, თითქმის ერთი წელია აღარ გამოჩენილა, ტელეფონით, სოციალური ქსელის მეშვეობით ლანძღავს, მას, მის შვილს ქეთევანს და ქეთევანის თანამშრომლებს (იხ.სარჩელი. ს.ფ.60-61).

ეს გარემობები მიაჩნია მოსარჩელეს მჩუქებლის და მისი ახლო ნათესავების მიმართ მოპასუხის მიერ გამოჩენილ უმადურობად და მძიმე შეურაცხყოფად, - ჩუქების გაუქმების საფუძვლად;

არ დადგინდა ჩუქების სანაცვლოდ გ-------–---------შვილის მიერ რაიმე პირობის დადება და არც მჩუქებლისათვის მატერიალური დახმარებისათვის თავის არიდება, არც მისი მხრიდან მატერიალური დახმარების აუცილებლობაა დასაბუთებული;

თუნდაც დადგენილი იყო ეს გარემოებები, საზღვარგარეთ მკურნალობის მიზნით გადასული მოპასუხის მიერ რამოდენიმე თვის განმავლობაში დახმარების გაუწევლობა, არ შეიძლება მიჩნეული იქნეს დასაჩუქრებულის დიდ უმადურობად, - სარჩელის მიხედვით, გ-------–---------შვილი 2017 წლის ბოლომდე მატერიალურად ეხმარებოდა დედას;

სასამართლოს მიაჩნია, რომ გ-------–---------შვილს, რომელიც ავადმყოფია და საზღვარგარეთ მკურნალობს, არ გამოუჩენია სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლის პირველი ნაწილით ჩუქების გაუქმების საფუძვლად გათვალისწინებული დიდი უმადურობა მოსარჩელის, რომელიც მეორე შვილთან ცხოვრობს, ან მისი ახლო ნათესავის მიმართ, თვითონ მოსარჩელეც მიუთითებს დასაჩუქრებულის მხოლოდ უმადურობაზე და არა - სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლის პირველ ნაწილით გათვალისწინებული დიდი უმადურობის გამოჩენაზე. სამოქალაქო კოდექსის თანახმად, ჩუქების გაუქმების საფუძველია მხოლოდ დიდი უმადურობის გამოჩენა, რაზეც მოსარჩელეს არ მიუთითებია და მხოლოდ მოპასუხის მხრიდან უმადურობას აღნიშნავს (იხ.სარჩელი, 2018 წლის 27 ივნისის სხდომის ოქმი: 14:56:00-14:56:10). დიდ უმადურობაზე მხოლოდ პაექრობისას მიუთითა;

გარდა ამისა, სამოქალაქო კოდექსის 524-ე მუხლის თანახმად, ჩუქება უსასყიდლოა და ამ ხელშეკრულების რაიმე პირობით დადება ამ ნორმას ეწინააღმდეგება;

საქართველოს უზენაესი სასამართლოს საკასაციო პალატა, 2015 წლის 20 მაისის Nას-325-310-2015 განჩინებით, დაეთანხმა ამავე ტიპის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას: - ,,სამოქალაქო კოდექსის 524-ე მუხლის თანახმად, ჩუქების ხელშეკრულების ძირითად თავისებურებას მისი უსასყიდლო ხასიათი წარმოადგენს, რაც ნიშნავს იმას, რომ მჩუქებელს არა აქვს უფლება, მოითხოვოს დასაჩუქრებულისაგან შემხვედრი დაკმაყოფილება. ჩუქების მოტივს, რომელიც ზოგჯერ შეიძლება ანგარებითაც იყოს განპირობებული, იურიდიული თვალსაზრისით, გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს.

სამოქალაქო კოდექსის 528-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ჩუქების ხელშეკრულების უსასყიდლობა არ ნიშნავს ჩუქებისას რაიმე პირობის საერთოდ გაუთვალისწინებლობას, თუმცა აქ მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ პირობა შეიძლება ეხებოდეს საჩუქრად მიღებული ქონების სარგებლობის ან მართვის წესს, მაგალითად, მჩუქებელმა დასაჩუქრებული დაავალდებულოს, რომ ნაჩუქარი სახლის ერთი ოთახი დატოვოს კონკრეტული პირის სარგებლობაში. დასაჩუქრებულის მხრიდან

სწორედ ამ პირობის შეუსრულებლობა შეიძლება გახდეს ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძველი“.

ამდენად, ჩუქების ხელშეკრულების გაფორმება ისეთი პირობის დათქმით, რაზედაც მოსარჩელე მიუთითებს (სიცოცხლის განმავლობაში მოვლა, სამედიცინო მომსახურებით, საკვებით უზრუნველყოფა, ღირსეული სიბერისათვის პირობების შექმნა) ეწინააღმდეგება ჩუქების ხელშეკრულების დამახასიათებელ თვისებებს, რის გამოც, მითითებული საფუძვლით – დასაჩუქრებულის მხრიდან პირობის შეუსრულებლობის გამო, ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების საფუძველი არ არსებობს, თუმცა, სასამართლო აღნიშნავს, რომ ჩუქების სანაცვლოდ რაიმე პირობის დათქმა, ისევე როგორც მოსარჩელის მიერ მითითებული, დასაჩუქრებულის მიერ უმადურობის და მით უმეტეს დიდი უმადურობის გამოჩენა (რაზეც მოსარჩელე თვითონაც არ მიუთითებს), არ დადასტურდა. მხოლოდ მოსარჩელის ახსნა-განმარტება, რომელიც სხვა მტკიცებულებით დადასტურებული არ არის, საკმარისი არ არის ამ გარემოებების დადასტურებულად მიჩნევისათვის;

არ დადასტურდა დასაჩუქრებულის მიერ მძიმე შეურაცხყოფის ვინმესთვის მიყენება.

მოწმეებმა, მოსარჩელის მეორე შვილის ქ--------–---------შვილის ოჯახის წევრმა, ნათესავმა, თანამშრომელმა, უჩვენეს, რომ გ-------–---------შვილი მატერიალურად არ ეხმარება დედას, ლანძღავს, აგინებს მას და ქეთევანს;

საწინააღმდეგო გარემოებებზე მიუთითეს მოპასუხის მიერ წარმოდგენილმა მოწმეებმა. მათი ჩვენებების თანახმად, ქ--------–---------შვილი თავიდანვე დაინტერესებული იყო, რომ ჩუქება არ მომხდარიყო, გ-------–---------შვილი საზღვარგარეთ სამკურნალოდ წავიდა, დედასთან კომუნიკაციის საშუალებას არ აძლევს ქ--------–---------შვილი, როდესაც მისი ცოლ-შვილი ჩამოსული იყო საქართველოში, ც-–-----–---------შვილის სანახავადაც არ მიუშვეს;

მოპასუხის მხრიდან მოსარჩელის და მისი ახლო ნათესავების მიმართ მძიმე შეურაცხყოფის დასადასტურებლად წარმოდგენილია მოწმეთა ჩვენებები, რასაც მოპასუხე მხარის მოწმეები გამორიცხავენ, მოსარჩელე მხარის განმარტებით, შეურაცხყოფა ხდებოდა ტელეფონის, სოციალური ქსელის საშუალებით, თუმცა წერილობითი მტკიცებულება არ არსებობს და ქ--------–---------შვილის შვილის განმარტებით, მიმოწერები წაშალა;

წარმოდგენილი კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებებიდან ამონაწერები, გ-------–---------შვილის მიერ სარჩელის საფუძვლად მითითებული ქმედებების ჩადენას არ ადასტურებენ;

თუნდაც მოპასუხის მეუღლის მიერ ვისიმე შეურაცხყოფა, რაზეც ასევე მიუთითებს მოსარჩელე, არ ნიშნავს თვითონ მოპასუხის მიერ ზნეობრივად გასაკიცხი საქციელის ჩადენას;

ამდენად, სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, მოპასუხეს არ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას.

საქმეზე მიღებულია სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება - ხ-–------ რაიონული სასამართლოს 2018 წლის 24 მაისის N524-18 განჩინებით ყადაღა დაედო გ-------–---------შვილის (პირადი ნომერი 5----------- წილს უძრავ ქონებაში, მდებარე ხ-–------ მუნიციპალიტეტის სოფელ გ---–-, საკადასტრო კოდით 6- 0- 6- 0--;

სარჩელი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა გაუქმდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 364-ე, 36--ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. ც-–-----–---------შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ხ-–------ რაიონული სასამართლოს 2018 წლის 24 მაისის N524-18 განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო გ-------–---------შვილის (პირადი ნომერი 5----------- წილს უძრავ ქონებაში, მდებარე ხ-–------ მუნიციპალიტეტის სოფელ გ---–-, საკადასტრო კოდით 6- 0- 6- 0--;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ხაშურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ხაშურის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ზაზა რამიშვილი