გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/4097-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
20 სექტემბერი, 2018 წელი ქ.თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე- ეკატერინე ჯინჭველაშვილი
სხდომის მდივანი- გვანცა ჩალიგავა
მოსარჩელე- შპს ,----–---–--------------–-----–------------------------------------------------
წარმომადგენელი - ლ-------–----–---–-
მოპასუხე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
წარმომადგენელი - ნ-----------------
დავის საგანი - ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების დავალება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. დაევალოს მოპასუხეს- საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,ს--–---–--------------–-----–-----------ი’’-სთან ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის მოწყობის/გაფართოების ხელშეკრულების დადება(იხ. სასარჩელო განცხადება; ს.ფ. 3-16).
მოსარჩელის განმარტებით, მონაწილეობას იღებდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2018 წლის 8 იანვრის №---------------ს(,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2010 წლის 16 მარტის №---------------ბაში ცვლილების შეტანის თაობაზე) საფუძველზე წარმართულ ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის აკრედიტაციის მისაღებ შერჩევის პროცესში. მისივე განმარტებით, სამინისტროს/სახელმწიფოს ეს ოფერტი მიიღეს და სრულად დააკმაყოფილეს. შერჩევის პროცესში მონაწილეობისთვის განაცხადთან ერთად 2018 წლის 05 თებერვალს სამინისტროს წარუდგინეს საჭირო დოკუმენტაცია, ხოლო 2018 წლის 01 აპრილს ელექტრონული ფოსტის <----------------------- მეშვეობით დამატებითი დოკუმენტი/კონტრაქტი.
მოსარჩელე ასევე განმარტავს, რომ მითითებული ბრძანების მიხედვით შერჩევაში მონაწილეობის წინაპირობად მითითებულია მის გამოცემამდე, უკუძალით 2017 წლის 11 დეკემბრამდე არსებული მდგომარეობის შეფასება-დაკმაყოფილება. მოსარჩელის კომპანიამ, ჯერ კიდევ 2018 წლის 08 იანვრის ბრძანების და მითუმეტეს 2017 წლის 11დეკემბრამდე ადრე დაიწყო ინსპექტირებისა და პერსონალის მომზადების ცენტრის მოწყობისთვის მზადება, განახორციელა მნიშვნელოვანი ინვესტიცია, შეიძინა უძრავი ქონება. ამასთან, საინვესტიციო პროექტის სრულად რეალიზებისთვის მიღწეული იქნა შეთანხმებები პარტნიორებთან, მათ შორის შპს,,აუტოტესტ გეორგია’’-სთან, შპს,,ე-–------------–------------–---------–--------–----------’’-სთან ინვესტიციებისა და ინსპექტირების ცენტრისათვის საჭირო მოწყობილობების მოწოდებაზე. 2018 წლის 08იანვრისთვის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის №---------------ს გამოცემამდე განხორციელებული ინვესტიციის ჯამმა გადააჭარბა 250000აშშ დოლარს. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ბრძანებით განსაზღვრული ვადის დარღვევით, მიმდინარე წლის 23აპრილს მათთვის ცნობილი გახდა, რომ სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა 2018 წლის 05 აპრილის წერილით(№04/2876) უარი თქვა მოსარჩელესთან ხელშეკრულების გაფორმებაზე. მინისტრის 2018წლის 08იანვრის №---------------თ დამტკიცებული ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის აკრედიტაციის დამატებითი პირობების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა.)“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობის ვერ დაკმაყოფილების გამო(,,2017 წლის 11დეკემბრისთვის განხორციელებული აქვთ შესაბამისი ანგარიშსწორება სათანადო აღჭურვილობის ღირებულების სულ მცირე 10%-ის ოდენობით’’). მოსარჩელე მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული წარმოებისას სამინისტროში 2018 წლის 01 აპრილს ელექტრონული ფოსტით წარდგენილია აღიარებისა და დადასტურების დოკუმენტი, რომლითაც მოსარჩელის კომპანია და მისი პარტნიორები სამოქალაქო კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ადასტურებენ, რომ 2017 წლის 08 დეკემბერს საკუთრებაში გადაეცათ 45 176 ევროს ღირებულების ინსპექტირების ცენტრის მოწყობისთვის საჭირო აღჭურვილობა. ამდენად, მათ კომპანიას სათანადო აღჭურვილობის ღირებულების სულ მცირე 10%-ის ანგარიშსწორების საჭიროება/პირობა აღარ ჰქონდა, აღემატებოდა ბრძანებით განსაზღვრულ ჯამური ღირებულების 10%-ს და სრულად შეესაბამებოდა დამატებითი პირობების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა.)“ ქვეპუნქტს.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2017 წლის 1 ნოემბერს, ერთის მხრივ შპს ,,------ს’’ (შემდგომში ,,გამყიდველი’’) და მეორეს მხრივ შპს ,,სა-–---–--------------–-----–--------------’-ს (შემდგომში ,,მყიდველი“) შორის დაიდო ნასყიდ0ბის ხელშეკრულება, რომლის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმადაც, ნასყიდობის საგანს წარმოადგენდა 6 კომპლექტი მსუბუქი ა.ს.ს.-ს ტიპის ხაზი და იგი განსაზღვრულია დანართი N1-ით, რომელიც არის ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილი. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მყიდველს ნასყიდობის საგანი გადაეცემა 15.05.2018-მდე. დასახელებული ხელშეკრულების 6.1 მუხლის თანახმად, ნასყიდობის საგნის ფასი შეადგენს 98779(ოთხმოცდათვრამეტიათას შვიდასსამოცდაცხრამეტი) ევროს პლიუს ტრანსპორტირებისა და საბაჟო მოსაკრებლის ღირებულების ექვივალენტ ლარს დაანგარიშებულს გადახდის დღისთვის არსებული ეროვნული ბანკის კურსით.
2017 წლის 3 ნოემბერს, ერთის მხრივ შპს ,,------ს’’ და მეორეს მხრივ შპს,,სა-–---–--------------–-----–--------------’-ს შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლის თანახმადაც ცვლილება შევიდა მხარეებს შორის 2017 წლის 1 ნოემბერს გაფორმებულ ხელშეკრულებაში და მე-2 მუხლი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად:
შეთანხმების საგანი
(1) შპს ,,ს--–---–--------------–------–--------------’ ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური ინსპექტურების 6 ხაზის შესყიდვასთან და მასთან დაკავშირებულ ურთიერთობებში შპს ,,------ს’’ ნიშნავს მის სავაჭრო წარმომადგენლად და კომისიონერად;
(2)ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე შპს ,,სა-–---–--------------–-----–--------------’ ავალებს შპს ,,------ს’’ ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური ინსპექტირების 6 ხაზის შესყიდვას;
(3) ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური ინსპექტირების 6 ხაზის კომპლექტის მახასიათებლები განსაზღვრულია მხარეთა შორის 2017 წლის 1ნოემბერს გაფორმებული ხელშეკრულების დანართით:
(4) შპს ,,------’’ ვალდებულია შპს ,,ს--–---–--------------–-----–-----------ი’’-ს მოთხოვნით წარუდგინოს მას ინფორმაცია დავალების მიმდინარეობის შესახებ;
(5) შპს ,,------’’ გადარიცხავს ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური ინსპექტირების 11 ხაზის კომპლექტის საფასურს ერთიანად, რომელიც მოიცავს დავალების შესასრულებლად საჭირო 6 ხაზის კომპლექტის თანხასაც;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წლის 1 ნოემბრის ხელშეკრულება(ს.ფ. 105-109)
-2017 წლის 3 ნოემბრის შეთანხმება(ს.ფ. 85)
3.1.2. 2017 წლის 20 ნოემბერს, ერთის მხრივ შპ--------------------------ა’’-ს (შემდეგში გამყიდველი’’) და მეორეს მხრივ შპს ,,ს--–---–--------------–-----–-----------ი’’-ს(შემდგომში ,,მყიდველი’’), შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმადაც, ხელშეკრულების საგანი არის 1ერთეული მანქანის M--A-ს ფირმის პტი-ს ხაზი კომპლექტში და იგი განსაზღვრულია დანართი 1-ით, რომელიც არის ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილი. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მყიდველს ნასყიდობის საგანი გადაეცემა ხელშეკრულების მხარეთა მხრიდან ხელმოწერიდან 3 თვის განმავლობაში.
დასახელებული ხელშეკრულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ნასყიდობის საგნის ფასი შეადგენს 27000(ოცდაშვიდი ათასი) ევროს ექვივილენტ ლარს დაანგარიშებულს გადახდის დღისთვის არსებული ეროვნული ბანკის კურსით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, ნასყიდობის ფასის გადახდა ხდება შემდეგი შეთანხმებული პირობით: 27000(ოცდაშვიდი ათასი) ევროს ექვივალენტი ლარის სრულად გადახდა მოხდება არაუგვიანეს 2019წლის 31დეკემბრამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წლის 20 ნოემბრის ხელშეკრულება(ს.ფ. 122-126)
3.1.3. 2017 წლის 4 დეკემბერს, ერთის მხრივ შპს ,,--–------------–--- (შემდეგში ,,გამყიდველი’’) და მეორეს მხრივ შპს ,,ს--–---–--------------–-----–-----------ი’’-ს(შემდგომში ,,მყიდველი’’), შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმადაც, ხელშეკრულების საგანი არის 4 ერთეული მანქანის M--A-ს ფირმის პტი-ს ხაზი კომპლექტში და იგი განსაზღვრულია დანართი 1-ით, რომელიც არის ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილი. ამვე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მყიდველს ნასყიდობის საგანი გადაეცემა ხელშეკრულების მხარეთა მხრიდან ხელმოწერიდან 2 თვის განმავლობაში.
დასახელებული ხელშეკრულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ნასყიდობის საგნის ფასი შეადგენს 18176(თვრამეტი ათას ასსამოცდათექვსმეტი) ევროს ექვივალენტ ლარს დაანგარიშებულს გადახდის დღისთვის არსებული ეროვნული ბანკის კურსით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, ნასყიდობის ფასის გადახდა ხდება შემდეგი შეთანხმებული პირობით:18176(თვრამეტი ათას ასსამოცდათექვსმეტი) ევროს ექვივალენტი ლარის სრულად გადახდა მოხდება არაუგვიანეს 2019 წლის 31დეკემბრამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წლის 4 დეკემბრის ხელშეკრულება(ს.ფ. 130-133)
3.1.4. 2018 წლის 05 თებერვალს, შპს ,----–---–--------------–-----–--------------------------------------------------- საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარუდგინა №---------–-ადება და აცნობა, რომ შპს,,ს--–---–--------------–-----–-----------ი’’-ს დაგეგმილი ჰქონდა კა---------------–--–----------., მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა შემდეგი მიზნებისათვის: პტი ინსპექტორების თეორიული და პრაქტიკული გადამზადება, სერთიფიცირება და ასს-ების პერიოდული ინსპექტირება(გამოცდა) 6 ერთეული მსუბუქი პტი-ს ხაზი და 1ერთეული სატვირთო პტი-ს ხაზი შემდეგი წლიური(ერთ ცვლაზე გაანგარიშებით) წარმადობით.
1. სატვირთო ასს-ს პტი-ს 1 ხაზი - 10 000 ერთეული ასს;
2. მსუბუქი ასს-ს პტი-ს 4 ხაზი - 30 000x4 ერთეული ასს საერთო მოცულობით 120000ერთეული;
3. მსუბუქი ასს-ს პტი-ს 2 ხაზი - 20 000x2 ერთეული ასს საერთო მოცულობით 40000ერთეული;
სულ- 170 000 ერთეული ასს წელიწადში.
ამასთან, აღიშნულ განცხადებას ერთვოდა შემდეგი დოკუმენტაცია:
1. ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
2. ნასყიდობის ხელშეკრულება 6 მსუბუქ ასს პტი-ს ხაზზე შპს ,,------’’-სა და შპს,,ს--–---–--------------–-----–-----------ი’’-ს შორის;
3. ნასყიდობის ხელშეკრულება 1 სატვირთო ასს პტი-ს ხაზზე შპს ,,ა--------------------------------–--------–---–--------------–-----–-----------------ს შორის;
4. ნასყიდობის ხელშეკრულება 4 კომპლექტ გაზოანალიზატორზე შპს,,ე-–------------–---------–--------–---–--------------–-----–-----------------ს შორის;
5. გამზომი ხელსაწყოების შეძენისათვის გადარიცხვის საბუთი შპს ,,------’’-სგან;
6. გამზომი ხელსაწყოების შეძენისათვის გადარიცხვის საბუთი შპს ,,------’’-სგან;
7. აფილირებული პირების შესახებ საჯარო რეესტრის ამონაწერები;
8. განაცხადი მშენებლობის ნებართვაზე (14.10.2017წ.) და შენობის რენდერები;
9. კონფიგურაციული ნახაზი 30 000 ერთეულ ასს-ს პტი-ს წლიურ გამტარუნარიანობაზე;
10. მიწის საკუთრების დამადასტურებელი - საჯარო რეესტრის ამონაწერი;
11. საგარანტიო წერილი 700 000 ლარზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შპს ,,სა-–---–--------------–-----–--------------’-ს დირექტორის დავით კვანტიძის 2018 წლის 05 თებერვლის №---------–-ადება (ს.ფ. 102)
3.1.5. საქმეში წარმოდგენილი 2018 წლის 30 მარტის ერთობლივი პროექტის ფარგლებში ვალდებულებების აღიარებისა და შესრულების დადასტურების შესახებ დოკუმენტის თანახმად ირკვევა, რომ ერთის მხრივ შპს ,,---------------------------------–------–------------–ს’’, ხოლო მეორეს მხრივ შპს ,,სა-–---–--------------–-----–--------------’-ს შორის არსებული 2017წლის 20 ნოემბრისა და 04 დეკემბრის ხელშეკრულებები დააფუძნეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე, 524-ე, 525.1-ე და 528-ე მუხლებით განსაზღვრულ საფუძვლებზე და 2017 წლის 08დეკემბერს შპს ,,ს--–---–--------------–-----–-----------ი’’-ს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცა 2017წლის 20ნოემბრისა და 04 დეკემბრის ხელშეკრულებებით განსაზღვრული ქონება: პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების/პტი ხაზი აღჭურვილობით(ღირებულებით 27000 ევრო), გაზოანალიზატორი და მისი მაკომპლექტებელი გამზომი ხელსაწყოები(ღირებულებით 18 176 ევრო).
აღნიშნული დოკუმენტი დამატებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უფლებამოსილ პირს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გაეგზავნა 2018 წლის 01 აპრილს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2018 წლის 30 მარტის ერთობლივი პროექტის ფარგლებში ვალდებულებების აღიარებისა და შესრულების დადასტურების შესახებ (ს.ფ. 20)
- ამონაბეჭდი ელექტრონული ფოსტიდან (ს.ფ. 18-19).
3.1.6. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 05 აპრილის №--------–----ლით შპს ,,ს--–---–--------------–-----–-----------ი’’-ს ეცნობა, რომ იგი ვერ აკმაყოფილებდა საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2010 წლის 16 მარტის №---------------ბით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის დებულების’’ დანართი №1-ის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა.ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნას (ამ დებულების შესაბამისად, ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის აკრედიტაციის მიღებას დაექვემდებარება: ა) 2017 წლის 11დეკემბრისთვის მოქმედი აკრედიტაციის მქონე ტექნიკური ინსპექტირების ცენტრები(არსებული ხაზების გაფართოების მიზნით) ან „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სხვა ფიზიკური/იურიდული პირები(შემდგომში – არსებული ცენტრები), რომლებსაც, უშუალოდ, ან აფილირებული პირების მეშვეობით: ა.ა) შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული აღჭურვილობის შეძენის მიზნით 2017 წლის 11დეკემბრამდე განხორციელებული აქვთ შესაბამისი ანგარიშსწორება სათანადო აღჭურვილობის ღირებულების სულ მცირე 10%-ის ოდენობით), რის გამოც სამინისტრო უკან უბრუნებდა ამავე ბრძანების ფარგლებში წარდგენილ საბანკო გარანტიას და უარს ამბობდა მისგან გამომდინარე მოთხოვნის უფლებებზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 05 აპრილის №--------–----ლი(ს.ფ. 21)
3.1.7. 2018 წლის 30 მარტს, შპს ,----–---–--------------–-----–--------------------------------------------------- წერილით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და სთხოვა გადაეხედათ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის 2018წლის 05 აპრილის №--------–----ლში გაცხადებული გადაწყვეტილებისთვის და მათ კომპანიასთან გაფორმებულიყო ავტოსატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირების ცენტრის მოწყობისა და აკრედიტაციის ხელშეკრულება.
აღნიშნული წერილის პასუხად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის 2018 წლის 28 მაისის №------- წერილით შპს-----–---–--------------–-----–-------------------------------------------------ს ეცნობა, რომ სამინისტრო თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოკლებული იყო შესაძლებლობას გადაეხედა სამინისტროს 2018 წლის 05 აპრილის №--------–----ლში გაცხადებული გადაწყვეტილებისთვის და მათ კომპანიასთან გაეფორმებინათ შესაბამისი ხელშეკრულება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შპს ,,სა-–---–--------------–-----–--------------’-ს დირექტორის დავით კვანტიძის 2018 წლის 30 მარტის წერილი (ს.ფ. 24-27)
- საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის 2018 წლის 28 მაისის №------- წერილი (ს.ფ. 28-30)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, მოსარჩელემ უზრუნველყო იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელზედაც იგი ამყარებდა თავის სასარჩელო მოთხოვნას.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შპს ,,ს--–---–--------------–-----–-----------ი’’-ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხეს- საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უნდა დაევალოს შპს ,,ს--–---–--------------–-----–---------------’-სთან ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის მოწყობის/გაფართოების ხელშეკრულების დადება.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2010 წლის 16 მარტის №---------------ბით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის დებულება’’, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი 6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22.2 მუხლის „ბ“ პუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა, ამავე კოდექსის 24.1 მუხლის თანახმად კი, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორცილების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსათან დადებული სამოქალაქოსამართლებრივი ხელშეკრულება.
სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს საქმიანობის როგორც საჯაროსამართლებრივი, ასევე კერძოსამართლებრივი ფორმები, მათ შორის, დადოს როგორც ადმინისტრაციული, ისე კერძოსამართლებრივი ხელშეკრულება.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარის მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხე- საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის შპს,,ს--–---–--------------–-----–-----------ი’’-სთან ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის მოწყობის/გაფართოების ხელშეკრულების დადების დავალება.
6.2. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2010 წლის 16 მარტის №---------------ბით დამტკიცებული იქნა ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის დებულება’’, რომლის 1.1 მუხლის თანახმადაც, აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრი(შემდგომში ცენტრი) არის ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონების საფუძველზე აკრედიტაციის სფეროში საქმიანობის ორგანიზებისა და განხორციელების მიზნით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც სახელმწიფო კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს თავის საქმიანობას.
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2010 წლის 16 მარტის №---------------ბით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის დებულების’’ დანართი №1-ით დამტკიცებული იქნა „ტექნიკური რეგლამენტის – „ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების შენობა-ნაგებობების, აღჭურვილობისა და პერსონალის ტექნიკური კვალიფიკაციის მიმართ მოთხოვნების“ დამტკიცების თაობაზე“ 2017 წლის 1 დეკემბრის №511 დადგენილებით გათვალისწინებული ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის აკრედიტაციის დამატებითი პირობები. აღნიშნული დანართის 1.1 მუხლის თანახმად, ეს დებულება განსაზღვრავს ,,ტექნიკური რეგლამენტის-,,ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების შენობა-ნაგებობების, აღჭურვილობისა და პერსონალის ტექნიკური კვალიფიკაციის მიმართ მოთხოვნების“ დამტკიცების თაობაზე“ 2017 წლის 1 დეკემბრის №511 დადგენილებით გათვალისწინებული ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის(შემდგომში – ინსპექტირების ცენტრი) აკრედიტაციის დამატებით პირობებს’’, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, ინსპექტირების ცენტრის აკრედიტაციისთვის დამატებითი პირობების დადგენას, შესარჩევი პროცესის წარმართვას და გამარჯვებულ(ებ)ის გამოვლენას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო(შემდგომში – სამინისტრო), ამ დებულებისა და მის შესაბამისად გამოცემული სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესით (შემდგომში - დებულება).
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2010 წლის 16 მარტის №---------------ბით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის დებულების’’ დანართი №1-ის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ დებულების შესაბამისად, ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის აკრედიტაციის მიღებას დაექვემდებარება:
ა) 2017 წლის 11 დეკემბრისთვის მოქმედი აკრედიტაციის მქონე ტექნიკური ინსპექტირების ცენტრები (არსებული ხაზების გაფართოების მიზნით) ან ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სხვა ფიზიკური/იურიდული პირები(შემდგომში - არსებული ცენტრები), რომლებსაც, უშუალოდ, ან აფილირებული პირების მეშვეობით:
ა.ა) შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული აღჭურვილობის შეძენის მიზნით 2017 წლის 11 დეკემბრამდე განხორციელებული აქვთ შესაბამისი ანგარიშსწორება სათანადო აღჭურვილობის ღირებულების სულ მცირე 10%-ის ოდენობით;
ა.ბ) 2017 წლის 11 დეკემბრამდე მოპოვებული აქვთ საკუთრების ან სარგებლობის უფლება შესაბამის შენობა-ნაგებობასა და მასზე დამაგრებულ მიწის ნაკვეთზე, ან მიღებული აქვთ ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის მშენებლობის ნებართვა ან უფლებამოსილ ორგანოში წარდგენილი აქვს განაცხადი აღნიშნული ნებართვის მოპოვების მიზნით; და
ა.გ) არაუგვიანეს 2018 წლის 5 თებერვლისა, სამინისტროში წარდგენილი აქვთ ამ დებულების მე-4 მუხლით განსაზღვრული დამატებითი დოკუმენტაცია.
ბ) ფიზიკური/იურიდიული პირები, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ სამინისტროს მიერ ამ დებულებით დადგენილი წესით გამოცხადებულ შერჩევის პროცესში და დააკმაყოფილებენ ამ წესით გათვალისწინებულ მოთხოვნებს (შემდგომში - დაინტერესებული პირები).
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2010 წლის 16 მარტის №---------------ბით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის დებულების’’ დანართი №1-ის 3.1 მუხლის თანახმად, ამ დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დაინტერესებული პირების მიერ აკრედიტაციის მისაღებად, ამ დებულებით განსაზღვრულ ვადაში, დაინტერესებული პირები სამინისტროს წარუდგენენ განაცხადს, რომელსაც უნდა ახლდეს შემდეგი დოკუმენტები: ა) ამ დებულების მოთხოვნათა შესაბამისად გაცემული უპირობო და გამოუხმობი საბანკო/სადაზღვევო გარანტია, თითოეული ტესტირების ხაზისთვის 100,000 ლარის ოდენობით; ბ) წინადადება, ხელშეკრულების ხელმოწერის საფასურის გადახდის თაობაზე, ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ბრძანებით დადგენილი ოდენობით; გ) იურიდიული პირის სადამფუძნებლო დოკუმენტაციის ასლები(ასეთის არსებობის შემთხვევაში); დ)ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად გამოცემული მინისტრის ბრძანებით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტაცია.”, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შერჩევის პროცესში მონაწილეობაზე განაცხადების მიღება იწყება და მთავრდება ამ მუხლის მეხუთე პუნქტის შესაბამისად გამოცემული ბრძანებით გათვალისწინებულ ვადებში. დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ შემოსული განაცხადი არ მიიღება. განაცხადის შემოსვლის თარიღი განისაზღვრება სამინისტროში რეგისტრაციის თარიღით, ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, დაინტერესებულ პირს შეიძლება უარი ეთქვას შერჩევის პროცესში მონაწილეობაზე, თუ არ აკმაყოფილებს ან დარღვეულია დებულებით დადგენილი მოთხოვნები.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2018 წლის 05 თებერვალს შპს ,----–---–--------------–-----–--------------------------------------------------- საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარუდგინა №---------–-ადება და აცნობა, რომ შპს ,,სა-–---–--------------–-----–--------------’-ს დაგეგმილი ჰქონდა კა---------------–--–----------., მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა შემდეგი მიზნებისათვის: პტი ინსპექტორების თეორიული და პრაქტიკული გადამზადება, სერთიფიცირება და ასს-ების პერიოდული ინსპექტირება (გამოცდა) 6 ერთეული მსუბუქი პტი-ს ხაზი და 1 ერთეული სატვირთო პტი-ს ხაზი შემდეგი წლიური (ერთ ცვლაზე გაანგარიშებით) წარმადობით.1. სატვირთო ასს-ს პტი-ს 1 ხაზი - 10000ერთეული ასს; 2. მსუბუქი ასს-ს პტი-ს 4 ხაზი - 30 000x4 ერთეული ასს საერთო მოცულობით 120 000 ერთეული; 3. მსუბუქი ასს-ს პტი-ს 2 ხაზი - 20 000x2 ერთეული ასს საერთო მოცულობით 40000 ერთეული; სულ- 170 000 ერთეული ასს წელიწადში. ამასთან, აღიშნულ განცხადებას ერთვოდა შემდეგი დოკუმენტაცია: 1. ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან; 2. ნასყიდობის ხელშეკრულება 6 მსუბუქ ასს პტი-ს ხაზზე შპს,,------’’-სა და შ-------–---–--------------–-----–--------------’’-ს შორის; 3.ნასყიდობის ხელშეკრულება 1 სატვირთო ასს პტი-ს ხაზზე შპ--------------------------ა’’-სა და შ-------–---–--------------–-----–--------------’’-ს შორის; 4. ნასყიდობის ხელშეკრულება 4კომპლექტ გაზოანალიზატორზე შ-------–------------–-ა’’ და შ-------–---–--------------–-----–--------------’’-ს შორის; 5. გამზომი ხელსაწყოების შეძენისათვის გადარიცხვის საბუთი შპს ,,------’’-სგან; 6. გამზომი ხელსაწყოების შეძენისათვის გადარიცხვის საბუთი შპს ,,------’’-სგან; 7. აფილირებული პირების შესახებ საჯარო რეესტრის ამონაწერები; 8. განაცხადი მშენებლობის ნებართვაზე(14.10.2017წ.) და შენობის რენდერები; 9. კონფიგურაციული ნახაზი 30 000ერთეულ ასს-ს პტი-ს წლიურ გამტარუნარიანობაზე; 10. მიწის საკუთრების დამადასტურებელი -საჯარო რეესტრის ამონაწერი; 11. საგარანტიო წერილი 700000ლარზე.
შპს ,,ს--–---–--------------–-----–-----------ი’’-ს მიერ ასევე წარდგენილი იქნა 2018 წლის 30 მარტის ერთობლივი პროექტის ფარგლებში ვალდებულებების აღიარებისა და შესრულების დადასტურების შესახებ დოკუმენტი, რომლის თანახმადაც დასტურდება, რომ ერთის მხრივ შპ--------------------------ა’’-სა და შ-------–------------–-’’, ხოლო მეორეს მხრივ შპს ,,ს--–---–--------------–-----–---------------’-ს შორის არსებული 2017წლის 20 ნოემბრისა და 04 დეკემბრის ხელშეკრულებები დააფუძნეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე, 524-ე, 525.1-ე და 528-ე მუხლებით განსაზღვრულ საფუძვლებზე და 2017 წლის 08 დეკემბერს შპს ,,ს--–---–--------------–-----–---------------’-ს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცა 2017 წლის 20 ნოემბრისა და 04 დეკემბრის ხელშეკრულებებით განსაზღვრული ქონება: პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების/პტი ხაზი აღჭურვილობით(ღირებულებით 27 000 ევრო), გაზოანალიზატორი და მისი მაკომპლექტებელი გამზომი ხელსაწყოები (ღირებულებით 18 176 ევრო).
6.3. საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2010 წლის 16 მარტის №---------------ბით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის დებულების’’ დანართი №1-ის მე-6 მუხლით განსაზღვრულია შერჩევის პროცესის ჩატარების წესი და გამარჯვებულის გამოვლენა. კერძოდ,- დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამინისტროში დაინტერესებულ პირთა მიერ შეტანილ განაცხადებს განიხილავს სამინისტროს მიერ შექმნილი უწყებათაშორისი კომისია(შემდგომში – კომისია), ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შერჩევის პროცესში გამარჯვებულად ცხადდება დაინტერესებული პირ(ებ)ი, რომლის მიერ შემოტანილი დოკუმენტაცია აკმაყოფილებს ამ დებულებით განსაზღვრულ პირობებს და კრიტერიუმებს და სამინისტროს შესთავაზებს სხვა მონაწილეებთან შედარებით ხელშეკრულების ხელმოწერის მაღალ საფასურს, ამავე მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების ხელმოწერის საფასურის კრიტერიუმის შესაბამისად კომისია გამოავლენს გამარჯვებულს, რომელთანაც გაფორმდება ინსპექტირების ცენტრის შექმნის/მოწყობის თაობაზე ხელშეკრულება. ამავე დანართის 7.1 მუხლის თანახმად კი, სამინისტრო, ამ დებულებით დადგენილი წესით, გამარჯვებულ პირ(ებ)თან/არსებულ ცენტრებთან აფორმებს ინსპექტირების ცენტრის შექმნის/მოწყობის თაობაზე ხელშეკრულებას.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 05აპრილის №--------–----ლით, შპს ,,სა-–---–--------------–-----–--------------’-ს ეცნობა, რომ იგი ვერ აკმაყოფილებდა საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2010 წლის 16 მარტის №---------------ბით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის დებულების’’ დანართი №1-ის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა.ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნას, რის გამოც სამინისტრო უკან უბრუნებდა ამავე ბრძანების ფარგლებში წარდგენილ საბანკო გარანტიას და უარს ამბობდა მისგან გამომდინარე მოთხოვნის უფლებებზე.
მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო უთითებს, რომ მოსარჩელე მხარეს სამინისტროში არ წარუდგენია საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2010 წლის 16 მარტის №---------------ბით გათვალისწინებული დოკუმენტაცია, რომელიც დაადასტურებდა კომპანიის მიერ 2017 წლის 11 დეკემბრამდე აღჭურვილობის შესაძენად სულ მცირე 10% გადახდას, მაშინ როცა დებულების დანართი №1-ის მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ითვალისწინებს კონკრეტულ, კუმულატიურ პირობას - კონკრეტულ თარიღამდე აღჭურვილობის ღირებულების განსაზღვრული ოდენობის გადახდას და განმარტავს, რომ სწორედ აღნიშნული გარემოება გახდა სამინისტროს მხრიდან ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმის საფუძველი. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის პოზიციას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, რამეთუ ამ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის მასალებით დასტურდება და სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ კომპანია-შპს,,ს--–---–--------------–-----–-----------იმ’’ და კომპანიის პარტნიორებმა(შპ------------------------------–-------–------------–------------–---------–---- საქართველოს სამოქალაქო კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში დაადასტურეს ის გარემოება, რომ ჯერ კიდევ 2017 წლის 08 დეკემბერს შპს ,,ს--–---–--------------–-----–-----------ი’’-ს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცა 2017 წლის 20ნოემბრისა და 04 დეკემბრის ხელშეკრულებებით განსაზღვრული ქონება: პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების/პტი ხაზი აღჭურვილობით (ღირებულებით 27000 ევრო), გაზოანალიზატორი და მისი მაკომპლექტებელი გამზომი ხელსაწყოები(ღირებულებით 18 176 ევრო), სულ- 45 176 ევროს ღირებულების ინსპექტირების ცენტრის მოწყობისათვის საჭირო აღჭურვილობა. სასამართლო აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სრულად იზიარებს მოსარჩელე მხარის პოზიციას და განმარტავს, რომ იმ ვითარებში, მაშინ როდესაც მოსარჩელე-შპს ,,ს--–---–--------------–-----–-----------ი’’ 2017 წლის 11 დეკემბრამდე, კონკრეტულად კი-2017 წლის 08დეკემბრის მდგომარეობით, უკვე ფლობდა საკუთრებაში იმ აღჭურვილობას, რაც საჭირო იყო ხელშეკრულების გასაფორმებლად, ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ აღჭურვილობის ღირებულება აღემატებოდა ბრძანებით განსაზღვრული ჯამური ღირებულების 10%-ს, კომპანიას სათანადო აღჭურვილობის ღირებულების სულ მცირე 10%-ის ანგარიშსწორების საჭიროება/პირობა აღარ ჰქონდა. შესაბამისად, 2010 წლის 16მარტის №---------------ბით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის დებულების’’ დანართი №1-ის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა.ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ყველა პირობა(2017 წლის 11 დეკემბრამდე აღჭურვილობის შეძენა, აღჭურვილობის საკუთრებაში ფლობა და ღირებულების 10%-ზე მეტი) სახეზე იყო, რაც საბოლოო ჯამში ჰქმნიდა იმის წინაპირობას, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გაეფორმებინა კომპანიასთან ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის მოწყობის/გაფართოების ხელშეკრულება.
6.4. საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65.1 მუხლის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია კონკრეტული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით მოწესრიგების უფლებამოსილება მას კანონით აქვს მინიჭებული, მოაწესრიგოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოცემულ შემთხვევაში მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასების შედეგად სასამართლო მიიჩნევს შპს ,,ს--–---–--------------–-----–-----------ი’’-ს სარჩელი საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, მოპასუხეს- საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უნდა დაევალოს შპს ,,ს--–---–--------------–-----–-----------ი’’-სთან ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის მოწყობის/გაფართოების ხელშეკრულების დადება.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს- სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
კონკრეტულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრით დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 120(ასოცი) ლარის ოდენობით. ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულის და იმის გათვალისწინებით, ვინაიდან სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, მოპასუხეს- საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, მოსარჩელე- შპს,,ს--–---–--------------–-----–-----------ი’’-ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 120(ასოცი) ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 13-ე, 24-ე, 251-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 268-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს ,,სა-–---–--------------–-----–--------------’-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. დაევალოს მოპასუხეს- საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, შპს ,,ს--–---–--------------–-----–-----------ი’’-სთან ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის მოწყობის/გაფართოების ხელშეკრულების დადება.
3. მოპასუხეს- საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, მოსარჩელე- შპს ,,ს--–---–--------------–-----–-----------ი’’-ს სასარგებლოდ დაეკისროს 120(ასოცი) ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში(მდებარე: ქ.თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14(თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის(მდებარე: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.
მოსამართლე ეკატერინე ჯინჭველაშვილი