გადაწყვეტილება

სამოქალაქო 03.10.2019
საქმის ნომერი
231210119003008252
კატეგორია
დავის ტიპი
ლიზინგი, ფრენშაიზინგი
თარიღი
03.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

231210119003008252

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

03.10. 2019 წელი დ. შუახევი

 

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს

შუახევის მუნიციპალიტეტში მაგისტრატი სასამართლოს

მოსამართლე: ნუგზარ მგელაძე

სხდომის მდივანი : ლილი დიასამიძე

 

მოსარჩელე - შპს „-------

წარმომადგენელი - ლა------------ია

 

მოპასუხე - რა-------------ძე, გო----–------ძე,დავის საგანი - ლიზინგის ხელშეკრულებით გათვალისწინებული

ფულადი ვალდებულების შესრულება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1მოპასუხეებს რა-------------ძეს და გო----–------ძეს შპს ,,მ-----“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2----–-–------------ის ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 3127.97 ლარის გადახდა ,1.2.მოპასუხეებს დაეკისროთ სასამართლო და სასამართლოს გარეშე ხარჯების ანაზღაურება.

მოსარჩელემ სარჩელში მიუთითა, რომ 2-----–-–------------ს შპს ,,მ-----“-სა და რა-------------ძეს შორის დაიდო ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულება N----------------- რომლის, საფუძველზე შპს მ-----მ მოპასუხისთვის გადასაცემად შეიძინა ავტოსატრანსპორტო საშუალება მიცუბიშ აირტეკი VIN კოდი C----------- გამოშვების წელი 2001, ფერი თეთრი, რეგისტრაციის ნომერი 051თთ, 4500 ლარად. აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალება იმავე დღესვე გადაეცა მოპასუხე რა-------------ძეს მფლობელობაში სარგებლობის უფლებით. ხელშეკრულების საფუძველზე ლიზინგის თანხად განისაზღვრა 4680 ლარი, ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 2020 წლის 23 მარტამდე. ასევე ლიზინგის საგნის სარგებლობისათვის განისაზღვრა ყოველთვიურად 324.47 ლარის გადახდა, ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად . ასევე განისაზღვრა ხელშეკრულებით, რომ ლიზინგის მიმღები უხდის შპს მ-----ს სარგებელს თვეში 4,55%- ს დაფინანსების სარგებლობის პერიოდში. ასევე 2----–-–------------ს კომპანიასა და გო----–------ძეს შორის გაფორმდა ხელშეკრულება და წერილობითი განცხადება სოლიდარული თავდებობის შესახებ, რომლის საფუძველზეც გო----–------ძემ სოლიდარულად იკისრა რა-------------ძის შპს მ-----ს მიმართ არსებული ვალდებულება , ასევე 2018 წლის 22 ივნის რა-------------ძეს ადა შპს მ-----ს შორის გაფორმდა ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულების ცვლილება .

ვინაიდან მოპასუხემ დაარღვია ლიზინგის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, არ განახორციელა გრაფიკის შესაბამისად განსაზღვრული ყოველთვიური გადასახადი გადახდა , კომპანიამ ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულების 14.7 მუხლის შესაბამისად უზრუნველყო ავტომობილის რეალიზაცია 2019 წლის 28 მარტს და სატრანსპორტო საშუალების გასხვისებით მიღებული თანხა მიმართული იქნა ლიზინგის მიმღების დავალიანების დასაფარავად და იმ ხარჯების დასაფარავად რაც დაკავშირებული იყო სატრანსპორტო საშუალების ამოღებასთან , დანაკლისების, დაზიანების აღმოფხვრასთან და გასხვისებასთან, ხელშეკრულების სტანდარტული პირობების 6.6 პუნქტით გათვალისწინებით. ამავე პუნქტის შესაბამისად ლიზინგის მიმღები ვალდებულია დაფაროს განსხვავება, თუმცა მოპასუხემ არ უზრუნველყო არსებული ნაშთის დაფარვა და მოპასუხეებს 2019 წლის 20 მაისის მდგომარეობით ერიცხებათ დავალიანებ ფინასური ლიზინგის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 3127.97 ლარის ოდენობით.

მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, რა-------------ძის მიერ გადახდილია ძირი თანხა 1987.02 ლარი, გადახდილია პროცენტი 1818.12 ლარი, გადახდილი ჯარიმა 321.86ლარი, სხვა ხარჯი 716.00 ლარი, ჯამში გადახდილია 4843.00 ლარი, საიდანაც ავტომანქანის რეალიზაციით მიღებული თანხაა 3000 ლარი, ხოლო 1843 .00 ლარი გადახდილი აქვს რა-------------ძეს. ითხოვს მოპასუხეებს რა-------------ძეს და გო----–------ძეს შპს ,,მ-----“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 3127.97 ლარის გადახდა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1 მოპასუხე რა-------------ძე სასარჩელო მოთხოვნას ნაწილობრივ ეთანხმება. განმარტა, რომ თანხის ნაწილი გადახდილი აქვს სამჯერ გადაიხადა 300 ლარი და 7 ჯერ 200 ლარი , მოსარჩელემ მისგან შეუთანხმებლად მოახდინა ლიზინგის საგნის წაღება და რეალიზაცია 3000 ლარად. ავტომანქანის ფასი გაცილებით მარალი იყო და დაიფარებოდა მთლიანი დავალიანება, მაგრამ მათი ინიციატივით მოხდა მანქანის რეალიზაცია, მანქანა წაიყვანეს ეზოდან ევაკუატორის გარეშე მუშა მდგომარეობაში და წაყვანას არავითარი ხარჯი არ ჭირდებოდა, დარჩენილი დავალიანება უნდა დაფარულიყო ავტომანქანის რეალიზაციიდან მიღებული თანხით .

 

2.2.მოპასუხე გო----–------ძე სარჩელს არ ცნობს და სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მისთვის შპს მ-----დან არავის უცნობებია, რომ აღარ სრულდებოდა ვალდებულება, გადასახდელი იყო თანხა და ამის გამო უნდა წაეყვანათ ავტომანქანა და მოეხდინათ რეალიზაცია. მისთვის ცნობილია, რომ დავალიანება მთლიანად არის დაფარული და სარჩელით მოთხოვნილი თანხა არ უნდა დაეკისროთ

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2-----–-–------------ს შპს ,,მ-----“-სა და რა-------------ძეს შორის დაიდო ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულება N----------------- რომლის, საფუძველზე შპს ,,მ-----“ -მ რა-------------ძესათვის გადასაცემად შეიძინა ავტოსატრანსპორტო საშუალება მიცუბიშ აირტეკი VIN კოდი C----------- გამოშვების წელი 2001, ფერი თეთრი, რეგისტრაციის ნომერი 051თთ, 4500 ლარად. აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალება იმავე დღესვე გადაეცა მოპასუხე რამაზ დავითძეს მფლობელობაში სარგებლობის უფლებით. ხელშეკრულების საფუძველზე ლიზინგის თანხად განისაზღვრა 4680 ლარი, ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 2020 წლის 23 მარტამდე. ასევე ლიზინგის საგნის სარგებლობისათვის განისაზღვრა ყოველთვიურად 324.47 ლარის გადახდა, ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად . ასევე განისაზღვრა ხელშეკრულებით, რომ ლიზინგის მიმღები უხდის შპს მ-----ს სარგებელს თვეში 4,55%- ს დაფინანსების სარგებლობის პერიოდში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-2----–-–------------ის ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულება

 

3.1.2. ხელშეკრულების უზრუნვლყოფის მიზნით 2----–-–------------ს გო----–------ძემ საკუთარი სურვილით სოლიდარულ თავდებად დაუდგა რა-------------ძეს რომ ლიზინგის მიმღები სრულად დაჯეროვნად შეასრულებს შპს ,,მ-----“-ს წინაშე არსებულ ვალდებულებებს.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

-თავდებობის ხელშეკრულება.

 

3.1.3. ლიზინგის ხელშეკრულების ფარგლებში მოპასუხე რა-------------ძის მიერ გადახდილი თანხაა 1843 ლარი, დავალიანების დაფარვის მიზნით განხორციელდა ლიზინგის საგნის ავტომობილის რეალიზაცია 3000 ლარად. მთლიანობაში გადახდილი თანხა შეადგენს 4843 ლარს, საიდანაც გადახდილ ძირ თანხაში ჩათვალა 1987.02 ლარი, გადახდილი პროცენტი 1818,12 ლარი, გადახდილი ჯარიმა 321,86 ლარი, სხვა ხარჯები 716,00 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

-დავალიანების ცნობა;

-ავტომობილის გადაცემის ხელშეკრულება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მხარეთა შორის სადავოა დარჩენილი ძირითადი დავალიანების ოდენობა.

 

მოსარჩელე განმარტავს, რომ ლიზინგის თანხის საბოლოო ოდენობა თავისი სარგებელით შეადგენს 7787,28 ლარს, რასაც უნდა დაემატოს ჯარიმისა და სხვა ხარჯების თანხაც. რა-------------ძის მიერ გადახდილ თანხას შეადგენს 1843 ლარი, ავტომობილის რეალიზაციით მიღებული თანხა 3000 ლარი. მთლიანობაში სულ გადახდილ თანხას შეადგენს 4843 ლარი. ამ თანხიდან გადახდილ ძირ თანხაში ჩათვალა 1987.02 ლარი, გადახდილი პროცენტი 1818,12 ლარი, გადახდილი ჯარიმა 321,86 ლარი, სხვა ხარჯები 716,00 ლარი. გადასახდელი რჩება 3127.97 ლარი, რის დაკისრებასაც ითხოვს მოპასუხეებზე.

 

მოპასუხე მხარე არ ეთანხმება აღნიშნულ მტკიცებას, აცხადებს რომ თანხის დიდი ნაწილი გახდილი აქვს, ამასთანავე ავტომობილის რეალიზაცია მოხდა 3000 ლარად, ავტომანქანა იყო გამართულ მდგომარეობაში და ეზოდან წაიყვანეს თავისი სვლით და არა ევაკუატორით.

 

ფაქტობრივად საქმეში მონაწილე ორივე მხარე იძლევა ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტებას. მათი განმარტებები გამორიცხავენ ერთმანეთის არგუმენტებს. სასამართლო ორივე მხარის განმარტებას აფასებს თანაბარი მნიშვნელობის მტკიცებულებად. საბოლოოდ გაიზიარებს მხოლოდ იმ მხარის განმარტებას, ვინც მტკიცებულებებით დაადასტურებს თავის არგუმენტებს. მხარეთა არგუმენტების დამტკიცება დასაშვებია დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე შეკრებილი მტკიცებულებებით.

 

სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაქცევს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირობაზე, რომლის მიხედვითაც სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად. გარდა ამისა საქართველოს სსკ-ის 102-ე მუხლმა მხარეები დაავალდებულა, რომ თვითონვე დაამტკიცონ გარემოებანი, რომლებზედაც ამყარებენ თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ანუ თვითონ უნდა წარმოადგინოს სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დამამტკიცებელი მტკიცებულებები. სხვა ფორმით სარჩელი ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ დამტკიცდება. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

მხარეთა მიერ შეჯიბრებითობის დაცვით წარმოდგენილ მტკიცებულებებს სასამართლო აფასებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებათა ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შემდეგაც სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მხარეებზე უნდა განაწილდეს სწორად. მხარეებს უნდა დაეკისროთ ისეთი ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომლის დამტკიცებაც მისთვის ობიექტურად შესაძლებელია. მხარეთა მიერ მითითებულ თითოეულ ფაქტს, სჭირდება სათანადო მტკიცება. მხარეები ვალდებულნი არიან სათანადო მტკიცებულებებით დაამტკიცონ, როგორც სარჩელში, ისე შესაგებელში მითითებული გარემოებების არსებობა. ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოთა სრულად შესრულებისა და მისი ღირებულების აუანაზღაუარებლობის მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარჩელეს.

 

მოსარჩელის წარმომადგენელმა, გარდა თავისი ზეპირი განმარტებისა და სარჩელზე დართული მტკიცებულებისა, წარმოადგინა ავტომობილის შეფასების აქტი იმის დასადასტურებლად, რომ ავტომობილი იქოქებოდა , დადის, აქვს ტექნიკური პრობლემები და საბოლოოდ შეფასებული იქნა და რრეალიზებული 3000 ლარად.

 

მოსარჩელის არგუმენტების გაბათილების მიზნით მოპასუხე მხარემ ვერ წარმოადგინა ვერანაირი მტკიცებულება, რომ მან ნამდვილად გადაიხადა სამჯერ 300 ლარი და შვიდჯერ 200 ლარი

 

მხარეთა განმარტებებისა და საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა შეფასებით სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე მხარემ ვერ შეძლო მტკიცების ტვირთის დაძლევა სხვა ხარჯების - 716.00 ლარის და ჯარიმის 321.86 ლარის ნაწილში რამდენადაც საქმეზე არ იყო წარმოდგენილი სათანადო მტკიცებულებები ხარჯების გაწევის შესახებ და ვერ იქნა დასაბუთებული ჯარიმის დაკისრების კანონიერება.

 

ასევე სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოპასუხეებს რა-------------ძეს და გო----–------ძეს სრულად არ აქვთ შესრულებული ვალდებულება და შპს ,,მ-----ს“ წინაშე გააჩნიათ ფულადი ვალდებულება, რისი დაკისრების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები ჩამოყალიბებული იქნება გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-მხარეთა ახსნა განმარტებები.

-ავტომობილის შეფასების აქტი.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 327-ე 361-ე, 576-ე, 580-ე,891-ე, 892-ე მუხლები;

- სამოქალაქო საპროცესო კოდექსი 6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ დავის გადაწყვეტისათვის, პირველ რიგში სათანადო შეფასება უნდა მიეცეს მხარეთა შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობის შინაარს. არ არსებობს ანაზღაურების მოთხოვნა, ვალდებულების გარეშე, რაც იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთობაში იყოს მოპასუხესთან, ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ანუ უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდევ კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობის ერთერთი საფუძველია. იგი ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენაა მიმართული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ხელშეკრულების დადება დამოკიდებულია მხარეთა ნების გამოვლენაზე. წინამდებარე დავა გამომდინარეობს ლიზინგის ხელშეკრულებიდან, ამიტომაც მხარეებს შორის ურთიერთობა ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებაა, ხოლო მხარეთა შორის ურთიერთობა რეგულირდება სალიზინგო ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 576-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ლიზინგის ხელშეკრულებით ლიზინგის გამცემი ვალდებულია ლიზინგის მიმღებს სარგებლობაში გადასცეს განსაზღვრული ქონება ხელშეკრულებით დათქმული ვადით, ამ ქონების შესყიდვის უფლებით ან ასეთი უფლების გარეშე, ხოლო ლიზინგის მიმღები ვალდებულია გადაიხადოს საზღაური დადგენილი პერიოდულობით, იმ პირობით, რომ: ა) ლიზინგის მიმღები განსაზღვრავს ქონებას და ირჩევს მიმწოდებელს, რომლისგანაც ხდება ქონების შესყიდვა ან მისი სხვაგვარად მიღება; ბ) ლიზინგის გამცემი ქონებას იძენს ლიზინგით გასაცემად და მიმწოდებლისთვის ეს ფაქტი ცნობილია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

 

დადგენილია და სადავო არ არის ის გარემოება, რომ 2-----–-–------------ს შპს ,,მ-----“-სა და რა-------------ძეს შორის დაიდო ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულება N----------------- რომლის, საფუძველზე შპს ,,მ-----“ -მ რა-------------ძესათვის გადასაცემად შეიძინა ავტოსატრანსპორტო საშუალება მიცუბიშ აირტეკი VIN კოდი C----------- გამოშვების წელი 2001, ფერი თეთრი, რეგისტრაციის ნომერი 051თთ, 4500 ლარად. აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალება იმავე დღესვე გადაეცა მოპასუხე რამაზ დავითძეს მფლობელობაში სარგებლობის უფლებით. ხელშეკრულების საფუძველზე ლიზინგის თანხად განისაზღვრა 4680 ლარი, ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 2020 წლის 23 მარტამდე. ასევე ლიზინგის საგნის სარგებლობისათვის განისაზღვრა ყოველთვიურად 324.47 ლარის გადახდა, ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად . ასევე განისაზღვრა ხელშეკრულებით, რომ ლიზინგის მიმღები უხდის შპს მ-----ს სარგებელს თვეში 4,55%- ს დაფინანსების სარგებლობის პერიოდში.

დადგენილია, რომ ლიზინგის ხელშეკრულების ფარგლებში მოპასუხე რა-------------ძის მიერ ვალდებულება არ შესრულდა სრულად და დროულად, მის მიერ გადახდილია 1843 ლარი.

 

6.2. საქართველოს 891-ე მუხლის გათვალისწინებით, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. თავდებობა შეიძლება გამოყენებული ქნეს აგრეთვე სამომავლო და პირობითი ვალდებულებებისათვის.

 

ამავე კოდექსის 892.1 მუხლის შესაბამისად, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება. სკ-ის 895-ე მუხლის მიხედვით, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

სადავო არ არის ის გარემოება, რომ ხელშეკრულების უზრუნვლყოფის მიზნით 2----–-–------------ს გო----–------ძე საკუთარი სურვილით სოლიდარულ თავდებად დაუდგა რა-------------ძეს რომ ლიზინგის მიმღები სრულად და ჯეროვნად შეასრულებს შპს ,,მ-----“-ს წინაშე არსებულ ვალდებულებებს.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. იმავე კოდექსის 5804-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ლიზინგის მიმღებმა სათანადოდ უნდა მოუაროს ლიზინგის საგანს, შეინარჩუნოს ის ისეთივე მდგომარეობაში, როგორშიც ჩაიბარა, ნორმალური ცვეთის გათვალისწინებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 5805-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ლიზინგის გამცემს შეუძლია მოშალოს ლიზინგის ხელშეკრულება, თუ ლიზინგის მიმღები არსებითად არღვევს თავის ვალდებულებებს.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხეებმა დაარღვიეს ლიზინგის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ, დაირღვა თანხის დაფარვის ვადები. ვალდებულების დარღვევის გამო მოპასუხეებს გაეგზავნათ წერილობითი გაფრთხილებები, რასაც შედეგი არ მოჰყოლია. შესაბამისად, მოსარჩელემ შეწყვიტა ხელშეკრულება, დაიბრუნა ლიზინგის საგანი, თუმცა ამითაც ვერ იქნა უზრუნველყოფილი სრული თანხის დაფარვა.

 

სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ფულადი ვალდებულება მოპასუხის მიერ სრულად არ შესრულებულა, ასევე მოსარჩელემ ვერ დაადასტურა ავტომანქანის ტრანსპორტირებასა და მასთან დაკავშირებული სხვა ხარჯები 716.00 ლარის და ჯარიმის 321.86 ლარის ნაწილში მოთხოვნის კანონიერება.

 

საქმეში არსებული მასალებით დადგენილია , რომ ავტომანქანა გაყიდულია 3000 ლარად. მოპასუხე რა-------------ძის მიერ გადახდილ ძირ თანხას შეადგენს 1843 ლარი. მთლიანობაში გადახდილია 4843 ლარი. მოსარჩელემ წარმოდგენილი დაანგარიშებით გადახდილ ძირ თანხაში ჩათვალა 1987.02 ლარი, გადახდილი პროცენტი 1818,12 ლარი, გადახდილი ჯარიმა 321,86 ლარი, სხვა ხარჯები 716,00 ლარი. ვინაიდან საქმეზე არ არის წარმოდგენილი სათანადო მტკიცებულებები ხარჯების გაწევის შესახებ და ვერ იქნა დასაბუთებული ჯარიმის დაკისრების კანონიერება, აღნიშნული თანხა უნდა ჩაითვალოს გადახდილ ძირ თანხაში და გამოაკლდეს მოთხოვნილ 3127.97 ლარს, რის შემდეგ დარჩენილი დავალიანება შეადგენს 2090.57 ლარს და მისი ანაზღაურება სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მოპასუხეებს.

ანაზღაურება

 

7. საპროცესო ხარჯები

 

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37--ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოს გარეშე ხარჯები. სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს სარჩელზე დავის საგნის (სადავო თანხის) ღირებულების 3%_ს, მაგრამ არანაკლებ 100 (ასი) ლარისა, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში იურიდიული პირებისათვის არ უნდა აღემატებოდეს – 5 000 ლარს.

 

.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი ქვითრებით დგინდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი და სარჩელის უზრუნველყოფის 50 ლარი, იმის გათვალისწინებით, რომ საეცელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეებს რა-------------ძესა და გო----–------ძეს უნდა დაეკისოთ შპს „მ-----ს სასარგებლოდ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 35 ლარი და სარჩელის უზრუნველყოფისთვის გადახდილი 50 ლარის ანაზღაურება

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი ძირითად ნაწილში დაკმაყოფილდა, უცვლელად უნდა დარჩეს შუახევის მაგისტრატი სასამართლოს 2019 წლის 23 მაისის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 49-ე 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. შპს „მ-----ს“ სარჩელი რა-------------ძისა და გო----–------ძის მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. მოპასუხეებს რა-------------ძესა და გო----–------ძეს სოლიდარულად დაეკისროთ შპს „მ-----ს“- ( ს/კ 4--------) სასარგებლოდ 2090.57 ლარის გადახდა.

 

3. მოპასუხეებს რა-------------ძესა და გო----–------ძეს დაეკისროთ შპს „მ-----ს“- ( ს/კ 4--------) სასარგებლოდ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის 35 ლარის და სარჩელის უზრუნველყოფისთვის გადახდილი 50 ლარის ანაზღაურება.

 

4. გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება დარჩეს უცვლელად.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (ქუთაისი,ნიუ-პორტისქ. №32) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით შუახევის მაგისტრატი სასამართლოს ( მისამართი დაბა შუახევი, რუსთაველის ქუჩა N34) მეშვეობით;

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს შუახევის მაგისტრატ სასამართლოში ( მისამართი დაბა შუახევი, რუსთაველის ქუჩა N34) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ედღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ნუგზარ მგელაძე