განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 010210018002181082
№2/ბ-736-18წ.
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
29 აგვისტო 2018 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე (მომხსენებელი): ირმა პერანიძე
მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე
ხათუნა ხომერიკი
საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენის გარეშე
საჩივრის ავტორი: სს ,,თ----- ლ-------“
წარმომადგენელი: ფ------- გ-------–----
მოწინააღმდეგე მხარე: შპს ,,თ----“
დავის საგანი: სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება
საჩივრის ავტორის მოთხოვნა: სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე განჩინების გაუქმება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება: ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 აპრილის განჩინება
გამოარკვია:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა შპს „თ----“-ს წარმომადგენელმა, მოპასუხედ დაასახელა სს „თ----- ლ-------“, ლ------ ქ------- და მოითხოვა, მოპასუხეებს დაევალოთ, ლ-------ს საგნისა და მასთან დაკავშირებული დოკუმენტების მოსარჩელესათვის გადაცემა.
2018 წლის 10 აპრილს, შპს „თ----ს“ დირექტორმა განცხადებით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, მოპასუხე სს „თ----- ლ-------“ აეკრძალოს, მის სახელზე რიცხული შემდეგი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გასხვისება:
1. სანომრე ნიშანი - B-----, მარკა-მოდელი - C------ P----, ფერი თეთრი, გამოშვების წელი - 2013, საიდენტიფიკაციო ნომერი - N----------------, სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა - A-------- გაცემული 30/03/2015წ;
2. სანომრე ნიშანი - B-----, მარკა-მოდელი - C------ P----, ფერი- თეთრი, გამოშვების წელი - 2013, საიდენტიფიკაციო ნომერი- N----------------, სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა - A-------- გაცემული 30/03/2015წ;
3. სანომრე ნიშანი - B-----, მარკა-მოდელი - C------ P----, ფერი- თეთრი, გამოშვების წელი-2013, საიდენტიფიკაციო ნომერი- N----------------, სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა - A-------- გაცემული 30/03/2015წ.
მოსარჩელეს განმარტებით, ლ-------ს ხელშეკრულება გააფორმა მოპასუხესთან, თუმცა ლ-------ს საგანი და მისი დოკუმენტაცია ამ დრომდე არ გადასცემია. ვინაიდან, არსებობს დასაბუთებული ვარაუდი იმისა, რომ მოპასუხე გადაწყვეტილების გამოტანამდე მოახდენს მის სახელზე რიცხული მოძრავი ქონების რეალიზაციას, რაც ხელს შეუშლის მოსარჩელის სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულებას, აუცილებელია გამოყენებული იქნას მოთხოვნილი უზრუნველყოფის ღონისძიება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 აპრილის განჩინებით, შპს „თ----ს“ განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა, სს „თ----- ლ-------“ (ს/ნ 2--------) აეკრძალა, მის სახელზე რიცხული შემდეგი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა:
1. სანომრე ნიშანი - B-----, მარკა- მოდელი - C------ P----, ფერი - თეთრი, გამოშვების წელი - 2013, საიდენტიფიკაციო ნომერი - N----------------, სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა - A-------- გაცემული 30/03/2015წ;
2. სანომრე ნიშანი - B-----, მარკა-მოდელი - C------ P----, ფერი- თეთრი, გამოშვების წელი - 2013, საიდენტიფიკაციო ნომერი - N----------------, სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა - A-------- გაცემული 30/03/2015წ;
3. სანომრე ნიშანი - B-----, მარკა-მოდელი - C------ P----, ფერი - თეთრი, გამოშვების წელი - 2013, საიდენტიფიკაციო ნომერი - N----------------, სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა - A-------- გაცემული 30/03/2015წ.
პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის თანახმად, საკითხს იმის შესახებ, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიება უნდა იქნეს გამოყენებული, წყვეტს სასამართლო მოსარჩელის განცხადების შესაბამისად.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება შეიძლება იყოს ყადაღის დადება ქონებაზე, ფასიან ქაღალდებსა თუ ფულად სახსრებზე, რომლებიც მოპასუხეს ეკუთვნის და არის მასთან ან სხვა პირთან.
სასამართლოსათვის სარჩელის წარდგენის უფლება არ არის თეორიული უფლება და არ უზრუნველყოფს, მხოლოდ უფლების აღიარებას საბოლოო გადაწყვეტილების მეშვეობით, არამედ ასევე შეიცავს ლეგიტიმურ მოლოდინს იმასთან დაკავშირებით, რომ გადაწყვეტილება აღსრულდება. მხარეთა ეფექტიანი დაცვა და კანონიერების აღდგენა გულისხმობს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულებას.
განსახილველ შემთხვევაში, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადება შეიცავს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და შესაბამის დასაბუთებას, რაც სასამართლოს უქმნის დასაბუთებული ვარაუდის საფუძველს, უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობის შემთხვევაში, გადაწყვეტილების აღსრულების გაძნელების თაობაზე.
ამდენად, შპს „თ----ს“ განცხადება დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს.
აღნიშნულ განჩინებაზე საჩივარი წარადგინა სს თ----- ლ-------ს“ წარმომდგენელმა და მისი გაუქმება მოითხოვა.
საჩივრის ავტორის განმარტებით, განჩინების შინაარსით ირკვევა, რომ სასამართლო არ შესულა საქმის მასალების კვლევაში. სარჩელის უზრუნველყოფის დაკმაყოფილებამდე სასამართლოს უნდა განეხილა: 1) რამდენად რელევანტური იყო მოსარჩელის მოთხოვნა სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე, 2) უნდა განეხილა, თუ რა სამართლებრივი ურთიერთობის ობიექტს წარმოადგენდა უზრუნველსაყოფად მოთხოვნილი საგნები და 3) რამდენად აუცილებელი იყო სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად აღნიშნულ ქონებაზე აკრძალვის დადება მოსარჩელის სასარგებლო გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში.
სასამართლო განჩინებაში უთითებს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა არის თანხის დაკისრება, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაში, გადაწყვეტილების აღსასრულებლად საჭირო იქნება მოპასუხეს გააჩნდეს გარკვეული ქონება.
სასამართლოს არ უმსჯელია იმაზე, რომ სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს არა თანხის დაკისრება, არამედ იმ ქონების მფლობელობაში გადაცემას, რაც შპს ,,თ----ს“, როგორც ლ-------ს მიმღებს გადაცემული აქვს 2017 წლის 28 ივლისს გაფორმბული #LA-7---- ლ-------ს ხელშეკრულების ფარგლებში.
სს ,,თ----- ლ-------“ არის მოგების მიღების მიზნებისათვის შექმნილი კერძო სამართლის სუბიექტი, რომლის ძირითად საქმიანობას სწორედ მის საკუთრებაში არსებული ქონებების ლ-------თ გაცემა წარმოადგენს. იმ შემთხვევაში, როდესაც ლ-------ს მიმღების მიერ არ სრულდება ლ-------ს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, სსკ-ის 5805-ე და 5806-ე მუხლების პირველი ნაწილის შესაბამისად, სს ,,თ----- ლ-------“ უფლებამოსილია განახორციელოს ლ-------ს საგნების გამცემის მფლობელობაში დაბრუნება და დაბრუნებული ლ-------ს საგნის საკუთარი შეხედულებით განკარგვა, ლ-------ს გაცემის ან/და პირდაპირი რეალიზაციის გზით.
ვინაიდან, შპს ,,თ----“ მუდმივად არღვევს ლ-------ს ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს, სს ,,თ----- ლ-------“ აპირებს განახორციელოს ლ-------ს ხელშეკრულებების შეწყვეტა და ლ-------ს საგნების დაბრუნება, რათა გააჩნდეს საკუთარი ქონებების რეალიზაციის შესაძლებლობა.
მოსარჩელის განცხადება ლ-------ს საგნების რალიზაციის აკრძალვის თაობაზე ემსახურება, მისი მხრიდან ვალდებულებების შეუსრულებლობის გამართლებას და სს ,,თ----- ლ-------სათვის“ ზიანის მიყენებას.
ამდენად, გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება არის არაგონივრული და გაუმართლებელი.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 05 ივნისის განჩინებით, საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
გასაჩივრებული განჩინების უცვლელად
დატოვების დასაბუთება
სააპელაციო პალატამ შეისწავლა საჩივარი, გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ სს ,,თ----- ლ-------ს“ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-4 ნაწილის, 420-ე მუხლის, 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად სააპელაციო სასამართლო, უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებას ამოწმებს საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა შპს „თ----“-ს წარმომადგენელმა, მოპასუხედ დაასახელა სს „თ----- ლ-------“, ლ------ ქ------- და მოითხოვა მოპასუხეებს დაევალოთ, ლ-------ს საგნისა და მისი დოკუმენტების მოსარჩელესათვის გადაცემა.
მოსარჩელემ ასევე მოითხოვა, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, მოპასუხე სს „თ----- ლ-------“ აეკრძალოს მის სახელზე რიცხული ლ-------ს საგნის-შემდეგი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გასხვისება:
4. სანომრე ნიშანი - B-----, მარკა-მოდელი - C------ P----, ფერი თეთრი, გამოშვების წელი - 2013, საიდენტიფიკაციო ნომერი - N----------------, სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა - A-------- გაცემული 30/03/2015წ;
5. სანომრე ნიშანი - B-----, მარკა-მოდელი - C------ P----, ფერი- თეთრი, გამოშვების წელი - 2013, საიდენტიფიკაციო ნომერი- N----------------, სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა - A-------- გაცემული 30/03/2015წ;
6. სანომრე ნიშანი - B-----, მარკა-მოდელი - C------ P----, ფერი- თეთრი, გამოშვების წელი-2013, საიდენტიფიკაციო ნომერი- N----------------, სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა - A-------- გაცემული 30/03/2015წ.
დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 აპრილის განჩინებით შპს „თ----ს“ განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა, რაზედაც საჩივარი წარადგინა სს ,,თ----- ლ-------ს“ წარმომადგენელმა და მისი გაუქმება მოითხოვა.
დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 05 ივნისის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
სააპელაციო პალატა განმარტავს:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე.
ამ მუხლის დისპოზიციის თანახმად, განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება პირდაპირ კავშირში უნდა იყოს აღძრულ ან აღსაძრავ სარჩელთან. უზრუნველყოფის ღონისძიება გამოიყენება მაშინ, როდესაც სასამართლოს ჩამოუყალიბდება დასაბუთებული ვარაუდი იმისა, რომ მისი გამოუყენებლობა გადაწყვეტილების აღსრულებას ხელს შეუშლის ან მხარეს მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს.
სარჩელის უზრუნველყოფა თავისი არსით ემსახურება სწორედ მატერიალური კანონმდებლობით დაცული უფლებების და კანონიერი ინტერესების რეალიზაციის სწრაფ და ეფექტურ უზრუნველყოფას სასამართლო პროცესის დასრულებამდე, ანუ გადაწყვეტილების გამოტანამდე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილი შეიცავს იმ ღონისძიებების ჩამონათვალს, რაც შესაძლოა გამოყენებული იქნეს სარჩელის უზრუნველსაყოფად.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია გამოიყენოს სარჩელის უზრუნველყოფის სხვა ღონისძიებებიც, თუკი ეს აუცილებელია სარჩელის უზრუნველყოფისათვის...
განსახილველ შემთხვევაში ირკვევა, რომ სარჩელის საგანს წარმოადგენს ლ-------ს საგნისა და მისი დოკუმენტების გამოთხოვა. ამდენად, განმცხადებლის მოთხოვნას გააჩნია სამართლებრივი საფუძველი (სკ-ის 576-ე მუხლი) და სარჩელსა და განცხადებაში მითითებული ფაქტების დადასტურების შემთხვევაში, წარმატების პერსპექტივა.
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის დადგომა (ლ-------ს საფგნის გადაცემა) დამოკიდებული იქნება, არა მხოლოდ გადაწყვეტილების ძალაში შესვლაზე, არამედ მოპასუხის ნებაზე, განახორციელოს გარკვეული მოქმედება, ქონება გადასცეს მოსარჩელეს.
შესაბამისად, თუკი სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდება და ეს გადაწყვეტილება შევა კანონიერ ძალაში, ამასთან მის აღსრულებამდე გასხვისდება მოპასუხის საკუთრებაში რეგისტრირებული ლ-------ს საგანი, შეუძლებელი იქნება შპს ,,თ----ს“ სასარგებლოდ მისი აღსრულება.
ამდენად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა დადასტურებულია.
გაზიარებული ვერ იქნება საჩივრის ავტორის მითითება იმის თაობაზე, რომ გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს მის სამეწარმეო საქმიანობას, რის გამოც უნდა გაუქმდეს დადგენილი აკრძალვა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის შესაბამისად, მართლმსაჯულება ხორციელდება სასამართლოს წინაშე ყველა პირის თანასწორობის საფუძველზე. მოთხოვნები, რომლებიც წაეყენება ერთ მხარეს, ადეკვატურად უნდა წაეყენოს მეორე მხარესაც.
ამავე კანონის მე-4 მუხლის, 102.3 და 103-ე მუხლის თანახმად, მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს, ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნას დადასტურებული ეს ფაქტები და მტკიცებულებებს წარუდგენენ სასამართლოს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
განსახილველ შემთხვევაში, მართალია საჩივრის ავტორმა მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება იმ მიზეზით, რომ ამ ღონისძიებით მნიშვნელოვანი ზიანი ადგება მის სამეწარმეო საქმიანობას, თუმცა დასაბუთებული მსჯელობა, კონკრეტულად რაში ვლინდება ზიანი არ მიუთითებია და არც ამ ფაქტის დამადასტურებელი რაიმე სახის მტკიცებულება არ წარმოუდგენია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით დასაბუთებული განჩინება გამოიტანა, აღნიშნული გარემოება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, სს ,,თ----- ლ-------ს“ საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 აპრილის განჩინების უცვლელად დატოვების საფუძველია.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს ,,თ----- ლ-------ს“ (წარმომადგენელი- ფ------- გ-------–----) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს, ბათუმის საქალაქო საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 აპრილის განჩინება.
3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
4. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე: ირმა პერანიძე
მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე
ხათუნა ხომერიკი