გადაწყვეტილება

სამოქალაქო 19.02.2020
საქმის ნომერი
160210920003481267
კატეგორია
დავის ტიპი
ლიზინგი, ფრენშაიზინგი
თარიღი
19.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #160210920003481267

საქმე #2/130-20

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის

დაბრუნების შესახებ

 

19 თებერვალი, 2020 წელი ქ. ბოლნისი

 

ბოლნისის რაიონული სასამართლო

მოსამართლე დევი დევიძე

 

განმცხადებელი: სს „თი------–-----გი“;

წარმომადგენელი: ნ-----------უა;

მოპასუხე: ქე----------–--ნი;

დავის საგანი: ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნება

სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სს „თი------–-----გის“ განცხადება გამარტივებული წესით ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების შესახებ ბრძანების მიღების საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

ბოლნისის რაიონულ სასამართლოს 2019 წლის 10 ოქტომბერს გამარტივებული წესით ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების შესახებ განცხადებით მომართა სს ''თი------–-----გის'' წარმომადგენელმა. განმცხადებელმა მოითხოვა ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების შესახებ ბრძანების მიღება და მოპასუხე ქე----------–--ნის მფლობელობიდან ლიზინგის საგნის, ავტოსატრანსპორტო საშუალების დაბრუნება, რომლის რეკვიზიტებია: კატეგორია : სედანი, მწარმოებელი: HYUNDAI, მოდელი - VELOSTER, გამოშვების წელი -2011, ვინ კოდი: KM--------------- , სახელმწიფო ნომერი: D---------

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 ოქტომბრის ბრძანებით სს „თი------–-----გი“-ს უარი ეთქვა განცხადების წარმოებაში მიღებაზე. აღნიშნული ბრძანება განმცხადებელმა გაასაჩივრა კერძო საჩივრით, რის საფუძველზეც საქმე გადაიგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოში. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 15 იანვრის გაჩინებით გაუქმდა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 ოქტომბრის ბრძანება და საქმე განცხადების დასაშვებობის ეტაპიდან ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. აღნიშნული საქმე ბოლნისის რაიონულ სასამართლოში გადმოიგზავნა 2020 წლის 17 თებერვალს.

განმცხადებელმა თავისი მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

2019 წლის 8 ივნისს სს ,,თიბისის ლიზინგს“ და ქე----------–--ნს შორის გაფორმდა N L------- ავტო ლიზინგის ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე სს ,,თი------–-----გმა“ 36 თვის ვადით ლიზინგით გადასცა ლიზინგის მიმღებს ერთი ერთეული მოძრავი საგანი: კატეგორია : სედანი, მწარმოებელი: HYUNDAI, მოდელი - VELOSTER, გამოშვების წელი -2011, ვინ კოდი: KM--------------- , სახელმწიფო ნომერი: D---------

ლიზინგის საზღაურის გადახდა უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულების დანართში მოცემული გრაფიკის შესაბამისად, რომელიც წარმოადგენს ლიზინგის ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. ქე----------–--ნს სს ,,თი------–-----გი“-ს მიერ განესაზღვრა ვადაგადაცილებული დავალიანების დაფარვისათვის დამატებით ვადა. ასევე იგი ინფორმირებული იყო, რომ ვადის უშედეგოდ გასვლის/სახელშეკრულებო ვალდებულების განმეორებით დარღვევის შემთხვევაში ლიზინგის გამცემი შეწყვეტდა ლიზინგის ხელშეკრულებას და მიმართავდა სასამართლოს ლიზინგის ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებების ასამოქმედებლად. ლიზინგის მიმღების ვადაგადაცილებული დავალიანება შეადგენს 1554.67 ლარს.

მოპასუხის მხრიდან არ შესრულდა არც ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულება და არც ვალდებულება ლიზინგის საგნის უკან დაბრუნებისა. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან ლიზინგის საგანი ლიზინგის ვადის დასრულებამდე წარმოადგენს ლიზინგის გამცემის საკუთრებას და მიმღებს საკუთრებაში გადაეცემა მხოლოდ ვალდებულების სრულად შესრულების შემდეგ, განმცხადებელი მოითხოვს ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების შესახებ ბრძანების მიღებას და მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის მოპასუხეზე დაკისრებას.

სს ''თი------–-----გის'' განცხადებას თან ერთვის შემდეგი მტკიცებულებები:

- ამონაწერი მეწარმეთა რეესტრიდან, 2019 წლის 8 ივნისის ლიზინგის ხელშეკრულება დანართით;

- ლიზინგის დაფარვის გრაფიკი;

- განაცხადი ელექტრონული ფოსტის გახსნაზე და მის მომსახურებაზე,- გაფრთხილების წერილი;

- რეგისტრაციის მოწმობა,- მინდობილობა,- სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი,- მოპასუხის პირადობის მოწმობის ასლი,- გადახდების ცხრილი,- მოძრავი ქონების შეფასების დასკვნა,- სააღსრულებო ფურცლები,- ბრძანებები,- რეკომენდაციები.

სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგ - ”სსსკ”) 3091-3097 მუხლების საფუძველზე განიხილა განცხადება და თანდართული საბუთები და მიაჩნია, რომ განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი განცხადება პასუხობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3092 მუხლის მოთხოვნებს. ამასთან, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილია ზემოაღნიშნული ნორმის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წამოყენებული მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულებები, კერძოდ, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულებებით დგინდება, რომ სს „თი------–-----გისა“ და დ. ხოტენაშვილს შორის დაიდო ლიზინგის ხელშეკრულება. ლიზინგის საგანს წარმოადგენდა ზემოაღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალება.

სსკ-ის 576-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ლიზინგის ხელშეკრულებით ლიზინგის გამცემი ვალდებულია ლიზინგის მიმღებს სარგებლობაში გადასცეს განსაზღვრული ქონება ხელშეკრულებით დათქმული ვადით, ამ ქონების შესყიდვის უფლებით ან ასეთი უფლების გარეშე, ხოლო ლიზინგის მიმღები ვალდებულია გადაიხადოს საზღაური დადგენილი პერიოდულობით.

იმავე კოდექსის 5805 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ლიზინგის გამცემს შეუძლია მოშალოს ლიზინგის ხელშეკრულება, თუ ლიზინგის მიმღები არსებითად არღვევს თავის ვალდებულებას.

ავტო ლიზინგის ხელშეკრულების 11.12. პუნქტის თანახმად, სს „თი------–-----გს“ შეუძლია ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტა, თუ ლიზინგის მიმღები ვერ გადაიხდის ლიზინგის საზღაურს ხელშეკრულებით განსაზღვრული წესის შესაბამისად. ხელშეკრულებიდან გასვლის ერთ-ერთი წინაპირობაა მოვალისათვის დამატებითი ვადის უშედეგოდ გასვლა (11.4. პუნქტი). მოვალეს განესაზღვრა დამატებითი ვადა, ასევე ეცნობა ხელშეკრულების შესაძლო შეწყვეტისა და სასამართლოსადმი მიმართვის თაობაზე.

სს "თი------–-----გმა" 2018 წლის 14 აგვისტოს ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულება და მოვალეს მოსთხოვა ლიზინგის საგნის დაბრუნება (11.3. პუნქტი).

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 5806 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ლიზინგის ხელშეკრულების ვადის გასვლისას ან ვადაზე ადრე შეწყვეტისას ლიზინგის გამცემს უფლება აქვს, ქონება დაიბრუნოს მფლობელობაში და განკარგოს იგი.

სსსკ-ის 3096 მუხლის თანახმად, ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების შესახებ ბრძანებაში აღნიშნული უნდა იყოს, რომ ბრძანება ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას და მისი გასაჩივრების წესი და ვადა.

იმავე კოდექსის 3097 მუხლის თანახმად კი, სასამართლოს ბრძანებაზე ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების შესახებ შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა. ამასთან, ეს ვერ შეაჩერებს ბრძანების აღსრულებას.

აღსანიშნავია, რომ ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულების მე-12.1 პუნქტის თანახმად, ელექტრონული ფოსტით გაგზავნილი შეტყობინება ითვლება ჩაბარებულად, მისი გაგზავნის დღეს. ამასთან ლიზინგის მიმღები ვალდებულია აცნობოს სს „თი------–-----გის“ მისი საკონტაქტო ინფორმაციის ცვლილებების შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა შეტყობინება გაიგზავნება, სს ,,თი------–-----გისთვის " ცნობილ უკანასკნელ მისამართზე, რაც ითვლება სათანადო წესით მიწოდებულად.

სსსკ-ის კოდექსის 3097 მუხლის თანახმად კი, სასამართლოს ბრძანებაზე ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების შესახებ შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა. ამასთან, ეს ვერ შეაჩერებს ბრძანების აღსრულებას.

იმავე კოდექსის 415-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივარი შეტანილი უნდა იქნეს იმ სასამართლოში, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება. კერძო საჩივარი უნდა უპასუხებდეს სარჩელისათვის ამ კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილ მოთხოვნებს, ხოლო 416-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრის შეტანის ვადაა 12 დღე. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის განჩინების გადაცემის მომენტიდან ან მხარისათვის სასამართლო სხდომაზე მისი გამოცხადებიდან, თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების შესაბამისად.

იმავე კოდექსის 417-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივარი საქმესთან ერთად გადაეგზავნება ზემდგომ სასამართლოს.

ამრიგად, სს „თი------–-----გის“ განცხადება შეესაბამება მატერიალური კანონმდებლობის შესაბამისი ნორმების აღწერილობას (ფაქტობრივი შემადგენლობა), რის გამოც იგი უნდა დაკმაყოფილდეს.

საპროცესო ხარჯები:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შედგება სასამართლო ხარჯების და სასამართლოს გარეშე ხარჯებისაგან. სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები.

იმავე კოდექსის 38-ე მუხლის პირველი ნაწილის "ა" ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის გადახდევინება წარმოებს „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით: სარჩელზე, აგრეთვე განცხადებაზე ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების შესახებ, ხოლო 39-ე მუხლის პირველი ნაწილის "ა" ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს: ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“ , „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს , მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა ამ ავე კოდექსის 1873 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ფასი განისაზღვრება ნივთის (ქონების) გადაცემის ან მიწოდების შესახებ სარჩელისა – ამ ნივთის (ქონების) საბაზრო ღირებულებით.

იმავე კოდექსის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სადავო საგნის შეფასებისას მხედველობაში მიიღება იმ დროს არსებული ფასები, როდესაც შეტანილ იქნა სარჩელი, ხოლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისას – საჩივრის შეტანის დროისათვის არსებული ფასები.

იმავე კოდექსის მე-14 მუხლის ”ბ” ქვეპუნქტის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ უდავო და გამარტივებული წარმოების საქმეებს, გარდა შვილად აყვანის, აგრეთვე გამარტივებული წესით ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის და ქონების უპატრონოდ ცნობის საქმეებისა, თუ მოთხოვნის ან ქონების ღირებულება აღემატება 5000 ლარს.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თავი XXXIV1 ”ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების თაობაზე საქმის განხილვის გამარტივებული წესი” მოქცეულია იმავე კოდექსის მეხუთე კარში ”გამარტივებული წარმოება”. ამდენად, მოცემული განცხადება განეკუთვნება მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეს. ასეთი კატეგორიის საქმეებზე კი იმავე კოდექსის 39-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.

მოცემულ შემთხვევაში განმცხადებლის მიერ წარმოდგენილია ავტოსატრანსპორტო საშუალების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელის მიხედვითაც ავტოსატრანსპორტო საშუალების კატეგორია: სედანი, მწარმოებელი: HYUNDAI, მოდელი - VELOSTER, გამოშვების წელი -2011, ვინ კოდი: KM--------------- , სახელმწიფო ნომერი: DD 696 DC საბაზრო ღირებულება შეადგენს 5081.67 აშშ დოლარს. განცხადება სასამართლოში შემოტანილია 2019 წლის 10 ოქტომბერს. ამ დღეს სებ-ის ოფიციალური გაცვლითი კურსი 1 აშშ დოლართან მიმართებით იყო 2.9683. შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენდა 226,23 ლარს (5081.67 აშშ დოლარის 1,5%-ს), რაც უნდა დაეკისროს მოვალეს ქე----------–--ნს განცხადებლის სასარგებლოდ.

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე-39-ე, 53-ე, 3091-3097, 415-ე-417-ე, ასევე ზემოაღნიშნული მუხლებით და

ბ რ ძ ა ნ ე ბ ს:

1. სს „თი------–-----გი“-ს (ს/ნ 2--------) განცხადება დაკმაყოფილდეს;

2. სს „თი------–-----გი“-ს, როგორც ლიზინგის საგნის გამცემს, დაუბრუნდეს ქე----------–--ნის (პ/ნ 1----------), როგორც ლიზინგის მიმღების, სარგებლობაში არსებული ლიზინგის საგანი: კატეგორია: სედანი, მწარმოებელი: HYUNDAI, მოდელი - VELOSTER, გამოშვების წელი -2011, ვინ კოდი: KM--------------- , სახელმწიფო ნომერი: D---------

3. ქე----------–--ნს სს „თი------–-----გი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 226,23 ლარის ანაზღაურება;

4. წინამდებარე ბრძანება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად;

5. ბრძანებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შემოტანა. გასაჩივრების ვადა შეადგენს 12 დღეს და მისი ათვლა დაიწყება განჩინების ადრესატისათვის გადაცემის მეორე დღიდან. კერძო საჩივარი შეტანილ უნდა იქნეს ბოლნისის რაიონულ სასამართლოში (მის.: ქ. ბოლნისი, სულხან-საბას ქ. #113), რომელიც კერძო საჩივარს საქმის მასალებთან ერთად გადაუგზავნის თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას (მის.: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გაზ. #7ა). გასაჩივრება არ აჩერებს ბრძანების აღსრულებას;

 

მოსამართლე: /დევი დევიძე/