თავი LI — კერძო საჩივრის დასაშვებობა და განხილვის წესი
კერძო საჩივარი შეტანილი უნდა იქნეს იმ სასამართლოში, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება. კერძო საჩივარი უნდა უპასუხებდეს სარჩელისათვის ამ კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილ მოთხოვნებს.
საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5669 - სსმ I, №1, 03.01.2008 წ., მუხ
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (14.11.1997).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(23)
საქმე №ბს-52(კს-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.04.2023
…კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 415-ე მუხლზე რომლის თანახმადაც, კერძო საჩივარი შეტანილი უნდა იქნეს იმ სასამართლოში, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება. კერძო…
საქმე №ას-1180-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.02.2023
…კერძო საჩივარი განმხილველი სასამართლოს მხრიდან ექვემდებარება განუხილველად დატოვებას. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი: საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 260-ე, 414-ე, 415-ე, 416-ე, 59-ე, მე-60, 63-ე, 70-ე, 93-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
საქმე №ბს-359(კს-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.04.2022
…გარემოებათა გამო: ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 415-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივარი შეტანილი უნდა იქნეს იმ სასამართლოში, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება. კერძო საჩივარი უნდა…
საქმე №ას-469-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.04.2022
…სააპელაციო ინსტანციაში გამართულ სხდომაზე არაერთხელ აღნიშნა, რომ შ. ჯ-ის სტატუსის გადამოწმება მზღვეველის მხრიდან არცერთ ეტაპზე მომხდარა. 18.26. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ სახეზეა სსსკ-ის 415-ე მუხლით გათვალისწინებული შერეული ბრალი, ვინაიდან დადგენილია, რომ დამზღვევმა ბრალეული ქმედებით დაარღვია ხელშეკრულების პირობები, რამაც გამოიწვია ზიანი, ხოლო…
საქმე №ბს-796(კს-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.10.2021
…მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორმა - თ. კ-ამ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 415-ე მუხლში მითითებული კერძო საჩივრის შეტანის 12-დღიანი ვადა, რაც კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს…