სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლი · სსსკ 414
თავი LI — კერძო საჩივრის დასაშვებობა და განხილვის წესი
1. კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
(ძალადაკარგულად იქნა ცნობილი 414-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ამავე კოდექსის 355-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებთან მიმართებით გამორიცხავს მშობლის მიერ შვილის საქართველოს საზღვრებს გარეთ გაყვანის უფლებამოსილების მინიჭების/მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული დროებითი განკარგულების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობას) - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 7 მარტის გადაწყვეტილება №1/2/1731 – ვებგვერდი, 11.03.2025წ.
2. კერძო საჩივრის შეტანა შეუძლიათ მხარეებს, რომელთა მიმართაც გამოტანილია განჩინება, აგრეთვე იმ პირებსაც, რომლებსაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება.
საქართველოს 1999 წლის 9 სექტემბრის კანონი №2398 – სსმ I, №43(50), 21.09.1999 წ., მუხ.227
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 7 მარტის გადაწყვეტილება №1/2/1731 – ვებგვერდი, 11.03.2025წ.
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 14.11.1997).
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(557)
ქვემოთ — მოკლე შერჩევა: 40 გადაწყვეტილება 557-დან.
სრულ ინდექსში — ყველა ინსტანცია, ფრაგმენტები და ფილტრები.
საქმე №ას-977-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.07.2026
საკასაციო პალატა მიუთითებს სსსკ-ის 414-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვით, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქმე №ას-787-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.06.2026
რაც შეეხება კერძო საჩივრის დასაშვებობას, საკასაციო პალატა მიუთითებს სსსკ-ის 414-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანა დასაშვებია მხოლოდ იმ განჩინებების მიმართ და იმ შემთხვევებში, რომლებზეც კანონი პირდაპირ მიუთითებს.
საქმე №ბს-500(კ-26) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 04.06.2026
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქმე №ბს-460(კს-26) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.05.2026
…საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქმე №ას-1383-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.04.2026
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვით, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქმე №ას-419-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.04.2026
საქმე №ას-427-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.04.2026
საქმე №ბს-257(კს-26) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.03.2026
საქმე №ას-279-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.03.2026
საქმე №ას-224-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.03.2026
საქმე №ბს-54(კს-26) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 02.03.2026
საქმე №ბს-128(კს-26) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.02.2026
საქმე №ბს-1398(კს-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 04.02.2026
საქმე №ას-67-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.01.2026
საქმე №ა-39-ა-6-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.01.2026
საქმე №ას-67-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.01.2026
საქმე №ას-130-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.01.2026
საქმე №ას-1582-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.12.2025
საქმე №ას-1545-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.12.2025
საქმე №ას-1350-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.12.2025
საქმე №ბს-1310(კს-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.12.2025
საქმე №ბს-1159(ს-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 31.10.2025
საქმე №ას-1344-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.10.2025
საქმე №ბს-988(კს-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.10.2025
საქმე №ბს-904(კს-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.08.2025
საქმე №ას-1138-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.08.2025
საქმე №ას-661-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.07.2025
მუხლი 414. – კერძო საჩივარი— ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმე შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და სხვები საქართველოს წინააღმდეგ
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი“, მუხლი 414, №1106, 14.11.1997, სარეგისტრაციო კოდი 060.000.000.05.001.000.301 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/29962/muxli-414/