დატოვებულია განუხილველად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-257(კს-26) 26 მარტი, 2026 წელი,თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე,თამარ ოქროპირიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ვ.გ-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინებები – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.02.2026 წლის და 10.02.2026 წლის განჩინებები
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – კერძო საჩივრის განუხილველად დატოვება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ვ.გ-იმა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „განმცხადებელი“ ან „მოსარჩელე“) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მიმართა განცხადებით და მოითხოვა (იხ. 03.12.2025 წელს დაზუსტებული მოთხოვნა) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების ძალაში შესვლამდე:
1. შეჩერდეს საქართველოს თავდაცვის მინისტრის 02.12.2025 წლის №13178 ბრძანება;
2. აეკრძალოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მისი ...ის ...ის თანამდებობაზე დანიშნოს სხვა პირი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების ძალაში შესვლამდე;
3. აეკრძალოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გააუქმოს ან სამხედრო შტატად გადააკეთოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს არსებული ...ის ...ის თანამდებობა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების ძალაში შესვლამდე.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 03.12.2025 წლის განჩინებით:
1. განცხადება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების შესახებ არ დაკმაყოფილდა;
2. განცხადება სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე არ დაკმაყოფილდა;
განიმარტა განჩინების - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერებაზე უარის თქმის ნაწილში კერძო საჩივრით, სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე უარის თქმის ნაწილში კი საჩივრით - გასაჩივრების წესი და ვადა (იხ.: განჩინება, ტ.1, ს.ფ. 36-45).
3. განმცხადებელმა 04.12.2025 წელს სასამართლოში წარადგინა სარჩელი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდეგში „მოპასუხე") მიმართ და მოითხოვა:
1. ბათილად იქნეს ცნობილი მოპასუხის 02.12.2025 წლის №MOD 2 25 01638715 გაფრთხილება (როგორც ადმინისტრაციული ხელშეკრულების ცალმხრივად გაუქმების განზრახვის გამოვლენა);
2. ბათილად იქნეს ცნობილი მოპასუხის 02.12.2025 წლის №13178 ბრძანება, თანმდევი შედეგებით.
4. სარჩელი ასევე შეიცავდა შუამდგომლობას სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე, კერძოდ:
1. შეჩერდეს მოპასუხის 02.12.2025 წლის №MOD 2 25 01638715 გაფრთხილების მოქმედება, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე;
2. შეჩერდეს მოპასუხის 02.12.2025 წლის №13178 ბრძანების მოქმედება, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე;
3. აეკრძალოს მოპასუხეს ...ის ...ის თანამდებობაზე დანიშნოს სხვა პირი, ან გააუქმოს ეს შტატი ან მისი სამხედრო შტატად ტრანსფორმირება მოახდინოს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე (ტ.2, ს.ფ.2-14).
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 04.12.2025 წლის განჩინებით:
1. განცხადება მოპასუხის 02.12.2025 წლის №MOD 2 25 01638715 გაფრთხილების მოქმედების შეჩერების შესახებ არ დაკმაყოფილდა;
2. შუამდგომლობა მოპასუხის 02.12.2025 წლის №13178 ბრძანების მოქმედების შეჩერების შესახებ დატოვებულ იქნა განუხილველად;
3. შუამდგომლობა მოპასუხისთვის მისი ...ის ...ის თანამდებობაზე სხვა პირის დანიშვნის, ან ამ შტატის გაუქმების ან მისი სამხედრო შტატად ტრანსფორმირების აკრძალვის თაობაზე დატოვებული იქნა განუხილველად.
განიმარტა განჩინების - გაფრთხილების მოქმედების შეჩერებაზე უარის თქმის ნაწილში და ბრძანების მოქმედების შეჩერების შესახებ შუამდგომლობის განუხილველად დატოვების ნაწილში კერძო საჩივრით გასაჩივრების წესი და ვადა, დანარჩენ ნაწილში კი - განჩინების საჩივრით გასაჩივრების პროცედურა (იხ.: განჩინება, ტ.2, ს.ფ. 46-52).
6. 15.12.2025 წელს მოსარჩელემ წარადგინა კერძო საჩივარი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 03.12.2025 წლის განჩინებაზე იმ ნაწილში, რომლითაც განცხადება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების შესახებ არ დაკმაყოფილდა;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 04.12.2025 წლის განჩინებაზე იმ ნაწილში, რომლითაც განცხადება მოპასუხის 02.12.2025 წლის №MOD 2 25 01638715 გაფრთხილების მოქმედების შეჩერების შესახებ არ დაკმაყოფილდა და განუხილველად იქნა დატოვებული მისი შუამდგომლობა მოპასუხის 02.12.2025 წლის №13178 ბრძანების მოქმედების შეჩერების შესახებ.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.12.2025 წლის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
8. მოსარჩელემ თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინა განცხადება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 831 მუხლის საფუძველზე შუამდგომლობების გამოხმობის შესახებ.
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.02.2026 წლის განჩინებით:
1. განცხადება შუამდგომლობის გამოხმობის შესახებ დაკმაყოფილდა;
2. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 03.12.2025 წლის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის 1-ლი პუნქტი;
3. განუხილველად დარჩა განმცხადებლის 02.12.2025 წლისა და 03.12.2025 წლის შუამდგომლობები მოპასუხის 02.12.2025 წლის N13178 ბრძანების მოქმედების შეჩერების თაობაზე;
4. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 04.12.2025 წლის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის 1-ლი და მე-2 პუნქტები;
5. განუხილველად დარჩა მოსარჩელის 04.12.2025 წლის შუამდგომლობა მოპასუხის 02.12.2025 წლის N MOD 22501638715 გაფრთხილების მოქმედების შეჩერების შესახებ და მოპასუხის 02.12.2025 წლის N13178 ბრძანების მოქმედების შეჩერების შესახებ.
განიმარტა განჩინების კერძო საჩივრით გასაჩივრების წესი და ვადა (იხ.: განჩინება, ტ.2, ს.ფ. 213-218).
10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.02.2026 წლის განჩინებით ადმინისტრაციულ საქმეზე/კერძო საჩივარზე (N3ბ/4263-25) შეწყდა საქმის წარმოება დავის საგნის არარსებობის გამო.
განიმარტა განჩინების კერძო საჩივრით გასაჩივრების წესი და ვადა (იხ.: განჩინება, ტ.2, ს.ფ. 219-223).
11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.02.2026 წლისა და 10.02.2026 წლის განჩინებებზე კერძო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:
12. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
13. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
14. საქმის მასალების თანახმად:
14.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის წარმოებაში იყო მოსარჩელის კერძო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებებზე, რომლებიც მიღებულ იქნა მოსარჩელის შუამდგომლობებთან დაკავშირებით (იხ. წინამდებარე განჩინების 1- 7 პუნქტები).
14.2. მოსარჩელემ სააპელაციო სასამართლოში იშუამდგომელა ამ შუამდგომლობების გამოხმობა, მათთან დაკავშირებით მიღებული პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებების გაუქმება და შუამდგომლობების განუხილველად დატოვება, რაც დაკმაყოფილდა სააპელაციო სასამართლოს 05.02.2026 წლის გაჩინებით (იხ. წინამდებარე განჩინების 8-9 პუნქტები). შესაბამისად, აღარ არსებობდა კერძო საჩივრის ობიექტი, რაც, თავის მხრივ, საფუძვლად დაედო კერძო საჩივარზე წარმოების შეწყვეტას (იხ. წინამდებარე განჩინების მე-10 პუნქტი).
15. მოპასუხის მიერ კერძო საჩივრით გასაჩივრებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.02.2026 წლისა და 10.02.2026 წლის განჩინებები, ანუ პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებებზე წარდგენილ კერძო საჩივარზე ზემდგომი ინტანციის სასამართლოში წარმოების ეტაპზე გამოტანილი განჩინებები.
16. საკასაციო პალატა მიუთითებს სსსკ-ის 414-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვით, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. სსსკ-ის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება.
17. ზემოაღნიშნული ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, განჩინების კერძო საჩივრით გასაჩივრების ფარგლები შეზღუდულია, კერძოდ, კერძო საჩივრის შეტანა დასაშვებია მხოლოდ იმ განჩინებებზე, რომელზეც პირდაპირ უთითებს კანონი, ამასთან, კერძო საჩივრის თაობაზე ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება (სუსგ №ბს-988(კს-25), 06.10.2025წ.; სუსგ №ბს-904(კს-25), 12.08.2025წ.)
18. შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინებების კანონიერება საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანი ვერ გახდება, ვინაიდან ისინი წარმოადგენენ მოსარჩელის კერძო საჩივარზე წარმოების ფარგლებში მიღებულ, სსსკ-ის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს განჩინებებს. ზემოაღნიშნულ მსჯელობას ვერ შეცვლის გასაჩივრებული განჩინებების სარეზოლუციო ნაწილში მათი გასაჩივრების შესაძლებლობაზე მითითება, ვინაიდან მეორე ინსტანციის განჩინებები, დამატებით კერძო საჩივრით საკასაციო ინსტანციის სასამართლოში არ საჩივრდება (შდრ. სუსგ №ას-21-2019, 21.01.2019წ.). ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სასკ-ის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსსკ-ის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 420-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე
თამარ ოქროპირიძე