შპს „ჯორჯიან მილკი“ საქმესთან დაკავშირებით მოსამზადებელი სხდომის დანიშვნის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
| საქმე №2/ 13418-19 |
|
განჩინება საქართველოს სახელით მოსამზადებელი სხდომის დანიშვნის შესახებ |
|
2019 წლის 3 ივლისი ქ. თბილისი |
მოსამართლე ვერა დობორჯგინიძე
წარმომადგენელი: დავით ალავიძე
მოპასუხეები: შპს „რესპუბლიკა“, ს/ნ 406205592, შპს „ქართულ-ბელორუსული ჯგუფი“, ს/ნ 406231126
დავის საგანი: უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მოსამზადებელი სხდომის დანიშვნის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
2019 წლის 10 ივნისსს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მომართა შპს „ჯორჯიან მილკის“ წარმომადგენელმა მოპასუხეების შპს „რესპუბლიკiს“ და შპს „ქართულ-ბელორუსული ჯგუფის“ მიმართ და მოპასუხეთა მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა მოითხოვა. სადავო უძრავი ნივთის მისამართია ქ. თბილისი, ორხევის დასახლება, ახვლედიანის ქუჩა №26, საკადასტრო კოდი N01.19.10.040.024.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 205-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ წარმოდგენილი წერილობითი მასალები მოსამართლეს აძლევს ვარაუდის საფუძველს, რომ შეიძლება მხარეებმა საქმე მორიგებით დაამთავრონ, მოპასუხემ ცნოს სარჩელი ან მოსარჩელემ უარი თქვას სარჩელზე, აგრეთვე თუ, მოსამართლის აზრით, სასამართლო განხილვისათვის საქმის სათანადოდ მომზადების ინტერესები ამას მოითხოვს, მოსამართლე უფლებამოსილია მხარეთა წერილობითი მასალების მიღებიდან 5 დღის განმავლობაში დანიშნოს მოსამზადებელი სხდომა.
ზემომითითებული დანაწესის საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე უნდა დაინიშნოს მოსამზადებელი სხდომა 2019 წლის 15 ოქტომბერს, 16 საათზე.
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 205-ე, 284-ე, 285-ე, 414-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სამოქალაქო საქმეზე №2/13418-19 დაინიშნოს მოსამზადებელი სხდომა 2019 წლის 15 ოქტომბერს, 16:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში. სხდომა ჩატარდეს სხდომათა დარბაზში №52.
2. მოსამზადებელ სხდომაზე გამოძახებულ იქნენ მხარეები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
3. განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანა არ დაიშვება.
მოსამართლე ვერა დობორჯგინიძე