თავი VII — 27. ადმინისტრაციული სამართალწარმოება წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურთან ან/და არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურთან დაკავშირებით
1. ამ თავით გათვალისწინებული სამართალწარმოებისას რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მიერ გამოტანილ იმ განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანის ვადა, რომლის კერძო საჩივრით გასაჩივრებასაც ითვალისწინებს კანონი, შეადგენს 5 კალენდარულ დღეს, რომელიც აითვლება დასაბუთებული განჩინების მხარისთვის ჩაბარებიდან. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია.
2. სააპელაციო სასამართლო ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნულ კერძო საჩივარს განიხილავს მისი მიღებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, კანონით დადგენილი წესით. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია.
3. ამ თავით გათვალისწინებული სამართალწარმოებისას სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი არ შეიტანება.
საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3817 – ვებგვერდი, 19.12.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 30.11.2023-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 30.11.2023 კანონი №3817
რედაქციების შედარება
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 39(46), 06/08/1999.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება