განჩინება სსიპ ”საზოგადოებრივი მაუწყებელი”-ს საჯარო შეტყობინების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/17087-14
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საჯარო შეტყობინების შესახებ
2014 წ ლის 6 ოქტომბერი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თამაზ ურთმელიძე
განმცხადებელი : სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებელი”
წარმომადგენელი: დიმიტრი ბერძენიშვილი;
მოთხოვნის არსი: მოძრავი ნივთის მექანიკური სატრანსპორტო საშუალების უპატრონოდ ცნობა და საკუთრებაში გადაცემა
სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა ადგილობრივ გაზეთში საჯარო შეტყობინების გამოქვეყნების საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
2014 წლის 1 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებელი ს ” წარმომადგენელმა დიმიტრი ბერძენიშვილმა და მოითხოვა მოძრავი ნივთის, სატრასპორტო საშუალების (მარკა/მოდელი-ლიაზ 677; სახელმწიფო ნომერი- 4914 ГРД; ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა- ВШ 392627; გამოშვების წელი 1991, ძარის ნომერი 180710; ძრავის ნომერი- 695825) უპატრონოდ ცნობა და საკუთრებაში გადაცემა. განცხადებაში აღნიშნულია შემდეგი: სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” კუთვნილ მიწის ნაკვეთზე რამდენიმე ათეული წელია იმ ყ ო ფ ება და ფაქტობრივად, სა ზ ოგადოებრივი მაუწყებ ლ ის მფლობელობაშია მოძრავი ქონება, კერძოდ, მექანიკური სატრანსპორტო საშუალება (მარკა/მოდელი-ლიაზ 677; სახელმწიფო ნომერი- 4914 ГРД; ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა- ВШ 392627; გამოშვების წელი 1991, ძარის ნომერი 180710; ძრავის ნომერი- 695825), რომელიც დღეის მდგომარეობით იმდენად ამორტიზებულია, რომ შეუძლებელია მისი გამოყენება დანიშნულებისამებრ და ფაქტ ობრივად არსებო ბ ს ჯართის სახით. აღნიშნული ქონება არ ირიცხება ორგანიზაციის ბალანსზე, შესაბამისად ქონების მესაკუთრის დადგენის მიზნით, საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ განხორციელებულ იქნა გარკვეული ღონისძიებები, კერძოდ მიემართა შინაგან საქმეთა სამინისტროს იმის გასარკვევად თუ ვის სახელზე ირიცხება აღნიშნული უძრავი ქონება. სსიპ „საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს” ცნობის თანახმად სატრანსპორტო საშუა ლ ება ირიცხება საქ. ახალგაზრდული კაბელური ტელევიზიის სახელზე. 2014 წლის 10 სექტემბერს განმცხადებელმა მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს საქ. ახალგაზრდული კაბელური ტელევიზიის შესახებ ინფორმაციის მოწოდების თაობაზე,რომლისგანაც მიიღო წერილობითი პასუხი, რომ ხსენებული სუბიექტის ან მისი სამართალმემკვიდრის შეს ა ხებ ინფორმაცია არ მოიპოვება.
სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებელი” ითხოვს აღნიშნული ავტომობილის (მარკა/მოდელი-ლიაზ 677; სახელმწიფო ნომერი- 4914 ГРД; ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა- ВШ 392627; გამოშვების წელი 1991, ძარის ნომერი 180710; ძრავის ნომერი- 695825) უპატრონოდ ცნობასა და თავის საკუთრებაში გადაცემას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 330-ე მუხლის თანახმად განცხადების მიღების შემდეგ სასამართლო ადგილობრივ გაზეთში აქვეყნებს ცნობას, რომელიც უნდა შეიცავდეს:
ა) იმ სასამართლოს დასახელებას, რომელმაც უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ქონების უპატრონოდ გამოცხადების შესახებ;
ბ) განმცხადებლის ვინაობას;
გ) იმ ქონების აღწერას, რომელიც უპატრონოდ უნდა გამოცხადდეს;
დ) მოთხოვნას იმ პირთა მიმართ, რომელთაც შეიძლება ჰქონდეთ პრეტენზია ქონებაზე, რომელიც უპატრონოდ უნდა გამოცხადდეს, რათა მათ განაცხადონ სასამართლოში თავიანთი უფლებების შესახებ 3 თვის განმავლობაში დღიდან პუბლიკაციისა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 340-ე მუხლის თანახმად 1. თუ 339-ე მუხლის „დ“ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ვადაში სასამართლოში შემოვა განცხადება ქონებაზე უფლების შესახებ, მაშინ სასამართლო თავისი განჩინებით განუხილველად ტოვებს განცხადებას ქონების უპატრონოდ ცნობის შესახებ და წინადადებით მიმართავს განმცხადებელს, აღძრას აღიარებითი სარჩელი იმ პირის მიმართ, რომელმაც განაცხადა თავისი უფლება ქონებაზე. 2. თუ დანიშნული ვადის გასვლამდე სასამართლოში არ შემოვა განცხადება ქონებაზე უფლების შესახებ, სასამართლო განიხილავს საქმეს და გამოჰკითხავს იმ პირებს, რომელთაც შეუძლიათ ცნობების მიწოდება ქონების კუთვნილების შესახებ, აგრეთვე გამოითხოვს ცნობებს შესაბამისი ორგანოებიდან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 341-ე თანახმად, თუ სასამართლო ცნობს, რომ ქონებას არა ჰყავს მესაკუთრე, ან ეს ქონება მიტოვებულია მესაკუთრის მიერ იმ განზრახვის გარეშე, რომ შეინარჩუნოს ამ ქონებაზე საკუთრების უფლება, მას გამოაქვს გადაწყვეტილება მოძრავი ქონების უპატრონოდ ცნობისა და მისი იმ პირის საკუთრებაში გადაცემის შესახებ, რომელიც დაეუფლა ამ ქონებას.
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 330-334- ე, 284-ე, 285-ე, 414-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გამოქვეყნდეს საჯარო შეტყობინება (ცნობა), შემდეგი სახით:
1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მოსამართლე თამაზ ურთმელიძე) წარმოებაშია №2/17087-14 სამოქალაქო საქმე, სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” განცხადების გამო, ავტომობილის უპატრონოდ ცნობისა და საკუთრებაში გადაცემის თაობაზე.
1.2. განმცხადებელია სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლი ს ” ს/კ 204 858 163, მისამართი: თბილისი, მ.კოსტარავას ქ. №68.
1.3. ავტომობილი, რომლის ნიშნებია:
1. მარკა „ლიაზ 677”
2. ძრავა №695825
3. გამოშვების წელი 1991
4. სახელმწიფო ნომერი- 4914 ГРД;
5. ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა- ВШ 392627;
6. ძარის ნომერი- 180710
1.4. ავტომანქანის მეპატრონე , რომლის შესახებაც განცხადებულია, ვალდებულია პუბლიკაციის დღიდან 3 თვის ვადის გასვლამდე განჩინების გამომტან სასამართლოში შეიტანოს განცხადება ავტომანქანაზე თავისი უფლების შესახებ და ამასთან ერთად წარადგინოს საბუთის დედანიც.
2. თუ სასამართლოში შემოვა განცხადება ქონებაზე უფლების შესახებ, მაშინ სასამართლო თავისი განჩინებით განუხილველად ტოვებს განცხადებას ქონების უპატრონოდ ცნობის შესახებ და წინადადებით მიმართავს განმცხადებელს, აღძრას აღიარებითი სარჩელი იმ პირის მიმართ, რომელმაც განაცხადა თავისი უფლება ქონებაზე. თუ დანიშნული ვადის გასვლამდე სასამართლოში არ შემოვა განცხადება ქონებაზე უფლების შესახებ, სასამართლო განიხილავს საქმეს და გამოჰკითხავს იმ პირებს, რომელთაც შეუძლიათ ცნობების მიწოდება ქონების კუთვნილების შესახებ, აგრეთვე გამოითხოვს ცნობებს შესაბამისი ორგანოებიდან.
3. საქმეს მოძრავი ნივთის უპატრონოდ აღიარებისა და საკუთრებაში გადაცემის შესახებ სასამართლო განიხილავს პუბლიკაციის დღიდან 3 თვის ვადის გასვლის შემდეგ, თუ ავტომობილის მფლობელისაგან არ შემოვიდა 330-ე მუხლში მითითებული განცხადება.
3. საჯარო შეტყობინება (ცნობა) გამოქვეყნდეს ადგილობრივ გაზეთ ში.
4. განჩინება კერძო საჩივრით არ საჩივრდება.
მოსამართლე თამაზ ურთმელიძე