თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება -საჯარო შეტყობინების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/944-14
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 15/05/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/944-14   

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საჯარო შეტყობინების შესახებ

2014 წლის 22 აპრილი

ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამაზ ურთმელიძე

განმცხადებელი : ზაურ იოსელიანი

 

მოთხოვნის არსი: მოძრავი ნივთის „BMW730” მარკის ავტომობილის უპატრონოდ ცნობა და საკუთრებაში გადაცემა

სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა ადგილობრივ გაზეთში საჯარო შეტყობინების გამოქვეყნების საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

2014 წლის 23 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა ზაურ იოსელიანმა და მოითხოვა მოძრავი ნივთის „BMW730” მარკის ავტომობილის უპატრონოდ ცნობა და საკუთრებაში გადაცემა. განცხადებაში აღნიშნულია შემდეგი: 1992 წელს, დაახლოებით აპრილის თვეში ზაურ იოსელიანმა გარდაბანში მდებარე რუსეთის ფედერაციის სამხედრო მოსამსახურისაგან, მაიორ ვიქტორ ბრიანცევისგან შეიძინა „BMW730” მარკის ავტომობილი (ძრავა №42104214, ძირი №WBAGA710302189201, გამოშვების წელი 1987, ფერი მწვანე, ქართული ტექნიკური პასპორტით და სახელმწიფო ნომრით) 2300 აშშ დოლარად. 1992 წლის აპრილის თვეში, რობერტ პირიბეს ძე გვარლიანის, გიორგი რევაძის ძე მაზანაშვილის, ოთარ მურზაბექიძის ძე ვიბლიანისა და პავლე გრიშას ძე ცარციძის თანდასწრებით ზაურ იოსელიანმა ვიქტორ ბრიანცევს გადასცა, წინასწარი სიტყვიერი მორიგების თანახმად, ავტომობილის ღირებულება 2300 აშშ დოლარი და სიტყვიერად შეთანხმდნენ, რომ მაშინდელ საქ. შინაგან საქმეთა სამინისტროს რუსთავის ავტოსატრანსპორტო საშუალებების სარეგისტრაციო სამსახურიდან მოიტანდა ავტომობილის გასაფორმებლად საჭირო ყველა საბუთს, რისთვისაც ბრიანცევმა წაიღო აღნიშნული ავტომობილის სახელმწიფო ნომრები და ტექნიკური პასპორტი.

 ზაურ იოსელიანი იმ დროს მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში, კერძოდ, გარდაბნის რაიონის შინაგან საქმეთა განყოფილებაში და ხელმძღვანელობის დავალებით მოულოდნელად 15 დღით აფხაზეთში მიმდინარე კონფლიქტთან დაკავშირებით მივლინებით გაემგზავრა. აფხაზეთიდან დაბრუნების შემდეგ, ზაურ იოსელიანისთვის ცნობილი გახდა, რომ ვიქტორ ბრიანცევი ოჯახთან ერთად რუსეთში გადავიდა საცხოვრებლად. არაერთი მცდელობისა ზაურ იოსელიანი ვერ დაუკავშირდა ვიქტორ ბრიანცევს და ავტომობილის სარეგისტრაციო დოკუმენტების მიღება ვერ მოახერხა, რის გამოც 10 წელზე მეტია ზაურ იოსელიანი ვერ სარგებლობს კუთვნილი მანქანით. ზაურ იოსელიანი ითხოვს აღნიშნული ავტომობილის უპატრონოდ ცნობასა და საკუთრებაში გადაცემას.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 330-ე მუხლის თანახმად, განცხადების მიღების შემდეგ სასამართლო ადგილობრივ გაზეთში აქვეყნებს ცნობას, რომელიც უნდა შეიცავდეს:

ა) იმ სასამართლოს დასახელებას, რომელმაც უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ქონების უპატრონოდ გამოცხადების შესახებ;

ბ) განმცხადებლის ვინაობას;

გ) იმ ქონების აღწერას, რომელიც უპატრონოდ უნდა გამოცხადდეს;

დ) მოთხოვნას იმ პირთა მიმართ, რომელთაც შეიძლება ჰქონდეთ პრეტენზია ქონებაზე, რომელიც უპატრონოდ უნდა გამოცხადდეს, რათა მათ განაცხადონ სასამართლოში თავიანთი უფლებების შესახებ 3 თვის განმავლობაში დღიდან პუბლიკაციისა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 340-ე მუხლის თანახმად

1. თუ 339-ე მუხლის "დ" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ვადაში სასამართლოში შემოვა განცხადება ქონებაზე უფლების შესახებ, მაშინ სასამართლო თავისი განჩინებით განუხილველად ტოვებს განცხადებას ქონების უპატრონოდ ცნობის შესახებ და წინადადებით მიმართავს განმცხადებელს, აღძრას აღიარებითი სარჩელი იმ პირის მიმართ, რომელმაც განაცხადა თავისი უფლება ქონებაზე.

2. თუ დანიშნული ვადის გასვლამდე სასამართლოში არ შემოვა განცხადება ქონებაზე უფლების შესახებ, სასამართლო განიხილავს საქმეს და გამოჰკითხავს იმ პირებს, რომელთაც შეუძლიათ ცნობების მიწოდება ქონების კუთვნილების შესახებ, აგრეთვე გამოითხოვს ცნობებს შესაბამისი ორგანოებიდან.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 341-ე თანახმად, თუ სასამართლო ცნობს, რომ ქონებას არა ჰყავს მესაკუთრე, ან ეს ქონება მიტოვებულია მესაკუთრის მიერ იმ განზრახვის გარეშე, რომ შეინარჩუნოს ამ ქონებაზე საკუთრების უფლება, მას გამოაქვს გადაწყვეტილება მოძრავი ქონების უპატრონოდ ცნობისა და მისი იმ პირის საკუთრებაში გადაცემის შესახებ, რომელიც დაეუფლა ამ ქონებას.

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 330-334-ე, 284-ე, 285-ე, 414-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გამოქვეყნდეს საჯარო შეტყობინება (ცნობა), შემდეგი სახით:

1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მოსამართლე თამაზ ურთმელიძე) წარმოებაშია №2/944-14 სამოქალაქო საქმე, ზაურ იოსელიანის განცხადებისა გამო, ავტომობილის უპატრონოდ ცნობისა და საკუთრებაში გადაცემის თაობაზე.

1.2. განმცხადებელია – ზაურ იოსელიანი, მცხოვრები მისამართზე: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. 37 კორპ. 1ა, ბ 13;

1.3. ავტომობილი, რომლის ნიშნებია:

1. მარკა „BMW730”

2. ძრავა №42104214

3. ძირი №WBAGA710302189201

4. გამოშვების წელი 1987

5. ფერი მწვანე, ქართული ტექნიკური პასპორტით და სახელმწიფო ნომრით.

1.4. ავტომანქანის მეპატრონე , რომლის შესახებაც განცხადებულია, ვალდებულია პუბლიკაციის დღიდან 3 თვის ვადის გასვლამდე განჩინების გამომტან სასამართლოში შეიტანოს განცხადება ავტომანქანაზე თავისი უფლების შესახებ და ამასთან ერთად წარადგინოს საბუთის დედანიც.

2. თუ სასამართლოში შემოვა განცხადება ქონებაზე უფლების შესახებ, მაშინ სასამართლო თავისი განჩინებით განუხილველად ტოვებს განცხადებას ქონების უპატრონოდ ცნობის შესახებ და წინადადებით მიმართავს განმცხადებელს, აღძრას აღიარებითი სარჩელი იმ პირის მიმართ, რომელმაც განაცხადა თავისი უფლება ქონებაზე. თუ დანიშნული ვადის გასვლამდე სასამართლოში არ შემოვა განცხადება ქონებაზე უფლების შესახებ, სასამართლო განიხილავს საქმეს და გამოჰკითხავს იმ პირებს, რომელთაც შეუძლიათ ცნობების მიწოდება ქონების კუთვნილების შესახებ, აგრეთვე გამოითხოვს ცნობებს შესაბამისი ორგანოებიდან.

3. საქმეს მოძრავი ნივთის უპატრონოდ აღიარებისა და საკუთრებაში გადაცემის შესახებ სასამართლო განიხილავს პუბლიკაციის დღიდან 3 თვის ვადის გასვლის შემდეგ, თუ ავტომობილის მფლობელისაგან არ შემოვიდა 330-ე მუხლში მითითებული განცხადება.

4. საჯარო შეტყობინება (ცნობა) გამოქვეყნდეს ადგილობრივ გაზეთ ში.

6. განჩინება კერძო საჩივრით არ საჩივრდება.

მოსამართლე:                        თამაზ ურთმელიძე