სსიპ შემოსავლების სამსახურის საჯარო შეტყობინების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე№2/35517-17
განჩინება
საქართველოს სახელით
საჯარო შეტყობინების შესახებ
2017 წელი 20 დეკემბერი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე თეა ბერაია
განმცხადებელი - სსიპ შემოსავლების სამსახური
მოთხოვნის არსი - ქონების უპატრონოდ ცნობა
გამოარკვია:
2017 წლის 19 ივლისს შემოსავლების სამსახურმა განცხადებით მომართა სასამართლოს და მოითხოვა სატრანსპორტო საშუალებების უპატრონოდ ცნობა და მისი სახელმწიფოს საკუთრებაში გადაცემა.
განმცხადებელი თავის მოთხოვნას ამყარებს შემდეგ გარემოებებზე:
საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ზაალ გელენავას (პ/ნ 62006033419) მიერ 2011 წლის 10 დეკემბერს შემოტანილი ავტომობილები: (VIN: W0L000087S5200484) და (VIN: W0L000087S5234831) და გიზი შონიას (პ/ნ: 62005014101) მიერ 2011 წლის 9 აგვისტოს შემოტანილი ავტომობილი (VIN: W0L0JBF19W1196889) დროებით შენახვის მიზნით განთავსდა შპს „რუსთავ ტერმინალ პლიუსის“ (ს/კ 202463431) საბაჟო საწყობში (მის: საქართველო, რუსთავი, დოსააფის მიმდებარე ტერიტორია), სადაც ზემოაღნიშნული ავტოსატრანსორტო საშუალებები განთავსებულია დღემდე. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 12 ივნისის წერილით მოწმოდებული ინფორმაციის თანახმად, ზემოხსენებული პირები არიან გარდაცვლილები.
საბაჟო დეპარტამენტის მიერ 2016 წლის 23 დეკემბრის N21-10-21/145269 წერილით ეთხოვა საქართველოს ნოტარიუსთა პალატას სამემკვიდრეო საქმეთა სანოტარო რეესტრში ასახული მონაცემების საფუძველზე მოეწოდებინა ინფორმაცია გარდაცვლილ პირთა იმ მემკვიდრეების შესახებ, რომელთაც მიღებული აქვთ სამკვიდრო მოწმობა, რათა მათ ეცნობოს საბაჟო საწყობში განთავსებულ სატრანსპპორტო საშუალებებზე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსახორციელებელკი პროცედურების შესახებ. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის 2016 წლის 30 დეკემბრის №16/14479 წერილის თანახმად ირკვევა, რომ ერთიან ელექტრონულ სამემკვიდრეო რეესტრში არ მოიძებნა ინფორმაცია გარდაცვლილი პირების სამემკვიდრეო საქმის წარმოების თაობაზე.
განმცხადებელმა მოითხოვა, უპატრონოდ იქნეს ცნობილი და სახელმწიფოს გადაეცეს საკუთრებაში შემდეგი ქონება: ზაალ გელენავას (პ/ნ 62006033419) მიერ 2011 წლის 10 დეკემბერს შემოტანილი ავტომობილები: (VIN: W0L000087S5200484) და (VIN: W0L000087S5234831) და გიზი შონიას (პ/ნ: 62005014101) მიერ 2011 წლის 9 აგვისტოს შემოტანილი ავტომობილი (VIN: W0L0JBF19W1196889), რომელიც დროებით შენახვის მიზნით განთავსდა შპს „რუსთავ ტერმინალ პლიუსის“ (ს/კ 202463431) საბაჟო საწყობში (მის: საქართველო, რუსთავი, დოსააფის მიმდებარე ტერიტორია).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 338-ე მუხლის თანახმად, განმცხადებელმა წარმოადგინა ქონების ჩამონათვალი, რომელიც ცნობილი უნდა იქნეს უპატრონოდ მათი განმასხვავებელი ნიშნებისა და მტკიცებულებების მითითებით, რომლითაც დგინდება მესაკუთრეთა მხრიდან ამ ქონების მიტოვების ფაქტი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 339-ე მუხლის თანახმად, ქონების უპატრონოდ ცნობის შესახებ განცხადების მიღების შემდეგ სასამართლო ადგილობრივ გაზეთში აქვეყნებს ცნობას, რომელიც უნდა შეიცავდეს: იმ სასამართლოს დასახელებას, რომელმაც უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ქონების უპატრონოდ გამოცხადების შესახებ; განმცხადებლის ვინაობას; იმ ქონების აღწერას, რომელიც უპატრონოდ უნდა გამოცხადდეს; მოთხოვნას იმ პირთა მიმართ, რომელთაც შეიძლება ჰქონდეთ პრეტენზია ქონებაზე, რომელიც უპატრონოდ უნდა გამოცხადდეს, რათა მათ განაცხადონ სასამართლოში თავიანთი უფლებების შესახებ 3 თვის განმავლობაში დღიდან პუბლიკაციისა.
კანონის დასახელებული ნორმის საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ უნდა მოხდეს პუბლიკაციის გამოქვეყნება საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში ქონებაზე, რომელიც უპატრონოდ უნდა გამოცხადდეს სხვა პირთა პრეტენზიის გამოვლენის მიზნით.
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის 337-341-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დაადგინა:
1. გამოქვეყნდეს საჯარო შეტყობინება (ცნობა) შე მდეგი სახით:
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე თეა ბერაიას წარმოებაშია სამოქალაქო საქმე (N2/35517-17) სსიპ შემოსავლების სამსახურის განცხადებისა გამო, ქონების უპატრონოდ ცნობის თაობაზე;
3. უპატრონოდ საცნობ ქონებას წარმოადგენს:
ზაალ გელენავას (პ/ნ 62006033419) მიერ 2011 წლის 10 დეკემბერს შემოტანილი ავტომობილები: (VIN: W0L000087S5200484) და (VIN: W0L000087S5234831) და გიზი შონიას (პ/ნ: 62005014101) მიერ 2011 წლის 9 აგვისტოს შემოტანილი ავტომობილი (VIN: W0L0JBF19W1196889), რომელიც დროებით შენახვის მიზნით განთავსდა შპს „რუსთავ ტერმინალ პლიუსის“ (ს/კ 202463431) საბაჟო საწყობში (მის: საქართველო, რუსთავი, დოსააფის მიმდებარე ტერიტორია).
4. განემარტოთ დაინტერესებულ პირებს, რომ თუ მათ გააჩნიათ პრეტენზია ზემოაღნიშნულ ქონებაზე, რომლის უპატრონოდ გამოცხადებასაც მოითხოვს შემოსავლების სამსახური, შეუძლიათ თავიანთი უფლებების შესახებ განაცხადონ თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. N6) 3 თვის განმავლობაში დღიდან პუბლიკაციისა;
5. თუ სასამართლოში შემოვა განცხადება ქონებაზე უფლების შესახებ, მაშინ სასამართლო თავისი განჩინებით განუხილველად ტოვებს განცხადებას ქონების უპატრონოდ ცნობის შესახებ და წინადადებით მიმართავს განმცხადებელს, აღძრას აღიარებითი სარჩელი იმ პირის მიმართ, რომელმაც განაცხადა თავისი უფლება ქონებაზე. თუ დანიშნული ვადის გასვლამდე სასამართლოში არ შემოვა განცხადება ქონებაზე უფლების შესახებ, სასამართლო განიხილავს საქმეს და გამოჰკითხავს იმ პირებს, რომელთაც შეუძლიათ ცნობების მიწოდება ქონების კუთვნილების შესახებ, აგრეთვე გამოითხოვს ცნობებს შესაბამისი ორგანოებიდან.
6. განჩინება კერძო საჩივრით არ საჩივრდება.
მოსამართლე თეა ბერაია