საჯარო შეტყობინების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე№2/442-18
განჩინება
საქართველოს სახელით
საჯარო შეტყობინების შესახებ
2018 წლის 19 თებერვალი
ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე – გოჩა დიდავა
განმცხადებელი – სსიპ – შემოსავლების სამსახური;
მოთხოვნის არსი – ქონების უპატრონოდ ცნობა.
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
2018 წლის 13 თებერვალს შემოსავლების სამსახურმა განცხადებით მომართა სასამართლოს და მოითხოვა 3,2 მ3 წიწვოვანი ხის მასალის უპატრონოდ ცნობა და მისი სახელმწიფოს საკუთრებაში გადაცემა.
განმცხადებელი თავის მოთხოვნას ამყარებს შემდეგ გარემოებებზე:
შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს ოფიცრების მიერ 2014 წლის 22 მაისს, სსკ-ის 286-ე მუხლის მე-12 ნაწილის საფუძველზე შედგენილი იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №063831, რომლის შესაბამისადაც, სამართალდამრღვევ პირს, ი/მ იმედი მახარაძეს (ს/ნ 61009032739), სანქციის სახით განესაზღვრა ფულადი ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევა. ჩამორთმეული საქონელი, 1280 ლარის ღირებულების 3,2 მ3 მოცულობის დახერხილი წიწვოვანი მასალა, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2014 წლის 15 მაისის №21-12/32985 წერილისა და 2014 წლის 15 მაისის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე დროებითი შენახვის მიზნით განთავსებულ იქნა ქ.სამტრედიაში სსიპ –საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დასავლეთ საქართველოს რეგიონული სამმართველოს სასაწყობე მეურნეობის ტერიტორიაზე.
საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი N063831, გადასახადის გადამხდელის მიერ გასაჩივრდა და საჩივრის განხილვის შედეგებზე მიღებულია კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 13 მარტის №3/4220-14 გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც ი/მ იმედი მახარაძეს (ს/ნ 61009032739) უნდა დაუბრუნდეს 1280 ლარის ღირებულების 3,2 მ3 მოცულობის წიწვოვანი ხის მასალა.
გადასახადის გადამხდელმა 2017 წლის 12 დეკემბრის განცხადებით (შემოსვლის №297543/21-12) მომართა შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 13 მარტის №3/4220-14 საქმეზე მიღებული კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულება.
სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, ქ.სამტრედიაში სსიპ –საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დასავლეთ საქართველოს რეგიონული სამმართველოს სასაწყობე მეურნეობის ტერიტორიაზე დროებით განთავსებული საქონელი, ი/მ იმედი მახარაძისათვის (ს/ნ 61009032739) გადაცემის მიზნით, 2017 წლის 14 დეკემბრის №21-12/189134 წერილის საფუძველზე დაუბრუნდა მონიტორინგის დეპარტამენტს, ი/მ იმედი მახარაძემ (ს/ნ 61009032739) იმ მოტივით, რომ მასალას დაკარგული აქვს პირვანდელი სასაქონლო სახე და აღენიშნება სხვადასხვა დაზიანებებიбუარი განაცხადა აღნიშნული მასალის მიღებაზე. აღნიშნულ ფაქტზე წარმოდგენილია ი/მ იმედი მახარაძის (ს/ნ 61009032739) ახსნა-განმარტება.
განმცხადებელმა მოითხოვა, უპატრონოდ იქნეს ცნობილი და სახელმწიფოს გადაეცეს საკუთრებაში შემდეგი ქონება: ი/მ იმედი მახარაძის (ს/ნ 61009032739) მიერ მიტოვებული 1280 ლარის ღირებულების 3,2 მ3 მოცულობის დახერხილი წიწვოვანი ხის მასალა, რომელიც დროებით შენახვის მიზნით განთავსებულია ქ.სამტრედიაში სსიპ –საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დასავლეთ საქართველოს რეგიონული სამმართველოს სასაწყობე მეურნეობის ტერიტორიაზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 338-ე მუხლის თანახმად, განმცხადებელმა წარმოადგინა ქონება, რომელიც ცნობილი უნდა იქნეს უპატრონოდ მათი განმასხვავებელი ნიშნებისა და მტკიცებულებების მითითებით, რომლითაც დგინდება მესაკუთრის მხრიდან ამ ქონების მიტოვების ფაქტი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 339-ე მუხლის თანახმად, ქონების უპატრონოდ ცნობის შესახებ განცხადების მიღების შემდეგ სასამართლო ადგილობრივ გაზეთში აქვეყნებს ცნობას, რომელიც უნდა შეიცავდეს: იმ სასამართლოს დასახელებას, რომელმაც უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ქონების უპატრონოდ გამოცხადების შესახებ; განმცხადებლის ვინაობას; იმ ქონების აღწერას, რომელიც უპატრონოდ უნდა გამოცხადდეს; მოთხოვნას იმ პირთა მიმართ, რომელთაც შეიძლება ჰქონდეთ პრეტენზია ქონებაზე, რომელიც უპატრონოდ უნდა გამოცხადდეს, რათა მათ განაცხადონ სასამართლოში თავიანთი უფლებების შესახებ 3 თვის განმავლობაში დღიდან პუბლიკაციისა.
კანონის დასახელებული ნორმის საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ უნდა მოხდეს პუბლიკაციის გამოქვეყნება საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში ქონებაზე, რომელიც უპატრონოდ უნდა გამოცხადდეს, სხვა პირთა პრეტენზიის გამოვლენის მიზნით.
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 337-341-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გამოქვეყნდეს საჯარო შეტყობინება (ცნობა) შე მდეგი სახით:
2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გოჩა დიდავას წარმოებაშია სამოქალაქო საქმე (№2/442-18) სსიპ – შემოსავლების სამსახურის განცხადების გამო, ქონების უპატრონოდ ცნობის თაობაზე.
3. უპატრონოდ საცნობ ქონებას წარმოადგენს:
ი/მ იმედი მახარაძის (ს/ნ 61009032739) მიერ მიტოვებული 1280 ლარის ღირებულების 3,2 მ3 მოცულობის დახერხილი წიწვოვანი ხის მასალა, რომელიც დროებით შენახვის მიზნით განთავსებულია ქ.სამტრედიაში სსიპ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დასავლეთ საქართველოს რეგიონული სამმართველოს სასაწყობე მეურნეობის ტერიტორიაზე.
4. განემარტოთ დაინტერესებულ პირებს, რომ თუ მათ გააჩნიათ პრეტენზია ზემოაღნიშნულ ქონებაზე, რომლის უპატრონოდ გამოცხადებასაც მოითხოვს შემოსავლების სამსახური, შეუძლიათ თავიანთი უფლებების შესახებ განაცხადონ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (ქ.ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა №11) 3 თვის განმავლობაში დღიდან პუბლიკაციისა.
5. თუ სასამართლოში შემოვა განცხადება ქონებაზე უფლების შესახებ, მაშინ სასამართლო თავისი განჩინებით განუხილველად ტოვებს განცხადებას ქონების უპატრონოდ ცნობის შესახებ და წინადადებით მიმართავს განმცხადებელს, აღძრას აღიარებითი სარჩელი იმ პირის მიმართ, რომელმაც განაცხადა თავისი უფლება ქონებაზე. თუ დანიშნული ვადის გასვლამდე სასამართლოში არ შემოვა განცხადება ქონებაზე უფლების შესახებ, სასამართლო განიხილავს საქმეს და გამოჰკითხავს იმ პირებს, რომელთაც შეუძლიათ ცნობების მიწოდება ქონების კუთვნილების შესახებ, აგრეთვე გამოითხოვს ცნობებს შესაბამისი ორგანოებიდან.
6. განჩინება კერძო საჩივრით არ საჩივრდება.
მოსამართლე გოჩა დიდავა