საჯარო შეტყობინება ქონების უპატრონოდ ცნობის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№(2/87-18)
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 25/07/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე№(2/87-18) 090210618002537395

 განჩინება

საქართველოს სახელით

საჯარო შეტყობინების შესახებ

2018 წლის 16 ივლისი

ამბროლაური

 

ამბროლაურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე გურამ გოცირიძე

განმცხადებელი სსიპ შემოსავლების სამსახური;

მოთხოვნის არსი – ქონების უპატრონოდ ცნობა.

 

  გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

  2018 წლის 10 ივლისს შემოსავლების სამსახურმა განცხადებით მომართა სასამართლოს და მოითხოვა 1,18 მ3 წიწვოვანი ჯიშის დახერხილი ხის მასალის უპატრონოდ ცნობა.

 განმცხადებელი თავის მოთხოვნას ამყარებს შემდეგ გარემოებებზე:

 შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს ოფიცრების მიერ, 2018 წლის 15 ივნისს, სსკ-ის 286-ე მუხლის 1-ლი და მე-11 ნაწილების საფუძველზე, შედგენილ იქნა ელექტრონული საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები NCB892937 და NCB892915, რომლის შესაბამისადაც, სამართალდამრღვევ პირს, ი/მ დავით აბუთიძეს (ს/ნ 04001001019), სანქციების სახით, განესაზღვრა ფულადი ჯარიმა 500 ლარის ოდენობით, სსკ-ის 286-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ფულადი ჯარიმა 500 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევა სსკ-ის 286-ე მუხლის მე-11 ნაწილის შესაბამისად. ი/მ დავით აბუთიძის (ს/ნ 04001001019) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობა ექსპერტიზის ჩატარების მიზნით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2018 წლის 16 მაისის №21–12/62836 წერილისა და 2018 წლის 16 მაისის „ქონების მიბარების აქტის“ საფუძველზე, დროებით განთავსებულ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დასავლეთ საქართველოს რეგიონული სამმართველოს სასაწყობე ბაზაზე (მისამართი: ქ. სამტრედია, აღმაშენებლის VI ჩიხი №1).

შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს 2018 წლის 25 მაისის №45003/05/18 დასკვნისა და ამავე დეპარტამენტის 2018 წლის 04 ივნისის №59051–21–12 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე, ი/მ დავით აბუთიძის (ს/ნ 04001001019) კუთვნილი წიწვოვანი ჯიშის დახერხილი ხე-მასალა ჯამში გამოვიდა 1.43 მ3 საბაზრო ღირებულებით 143.7 ლარი, რომელიც გაშიფრულია ექსპერტიზის დასკვნის დანართ №1-ში, აქედან 0.25 მ3 გამოვიდა წიწვოვანი ჯიშის ჩამოგანული და ჩამოუგანავი სხვადასხვა ზომის ფიცარი და ძელაკი საბაზრო ღირებულებით 96,5 ლარი, რაზეც სსკ-ის 286-ე მუხლის მე-11 ნაწილის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს განესაზღვრა ფულადი ჯარიმა 500 ლარის ოდენობით და საქონელი ჩამოერთვა, ხოლო 1.18 მ3 გამოვიდა წიწვოვანი ჯიშის დახერხილი ხე-მასალის გადამუშავების შედეგად მიღებული ნარჩენი საბაზრო ღირებულებით 47.2 ლარი და დაექვემდებარა გადამხდელისათვის დაბრუნებას.

აღნიშნულთან დაკავშირებით, 2018 წლის 15 ივნისს ი/მ დავით აბუთიძეს ჩამოერთვა ახსნა-განმარტება,სადაც განმარტა, რომ 1.18მ3 წიწვოვანი ჯიშის დახერხილი ხე-მასალის გადამუშავების შედეგად მიღებული ნარჩენის ტრანსპორტირება უფრო ძვირი დაჯდებოდა ვიდრე მისი საბაზრო ღირებულებაა, რის გამოც, მან უარი განაცხადა აღნიშნული ნარჩენის უკან დაბრუნებაზე.

განმცხადებელმა მოითხოვა, უპატრონოდ იქნეს ცნობილი შემდეგი ქონება: ი/მ დავით აბუთიძის (ს/ნ 04001001019) მიერ მიტოვებული 143.7ლარის ღირებულების 1.18 მ3 მოცულობის დახერხილი წიწვოვანი ხის მასალა, რომელიც დროებით შენახვის მიზნით, განთავსებულია ქ. სამტრედიაში, აღმაშენებლის VI ჩიხის №1-ში, სსიპ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დასავლეთ საქართველოს რეგიონული სამმართველოს სასაწყობე ბაზაზე.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 338-ე მუხლის თანახმად, განმცხადებელმა წარმოადგინა ქონება, რომელიც ცნობილი უნდა იქნეს უპატრონოდ, მათი განმასხვავებელი ნიშნებისა და მტკიცებულებების მითითებით, რომლითაც დგინდება მესაკუთრის მხრიდან ამ ქონების მიტოვების ფაქტი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 339-ე მუხლის თანახმად, ქონების უპატრონოდ ცნობის შესახებ განცხადების მიღების შემდეგ, სასამართლო ადგილობრივ გაზეთში აქვეყნებს ცნობას, რომელიც უნდა შეიცავდეს: იმ სასამართლოს დასახელებას, რომელმაც უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ქონების უპატრონოდ გამოცხადების შესახებ; განმცხადებლის ვინაობას; იმ ქონების აღწერას, რომელიც უპატრონოდ უნდა გამოცხადდეს; მოთხოვნას იმ პირთა მიმართ, რომელთაც შეიძლება ჰქონდეთ პრეტენზია ქონებაზე, რომელიც უპატრონოდ უნდა გამოცხადდეს, რათა მათ განაცხადონ სასამართლოში თავიანთი უფლებების შესახებ, 3 თვის განმავლობაში, დღიდან პუბლიკაციისა.

კანონის დასახელებული ნორმის საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ უნდა მოხდეს პუბლიკაციის გამოქვეყნება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“, ქონებაზე, რომელიც უპატრონოდ უნდა გამოცხადდეს სხვა პირთა პრეტენზიის გამოვლენის მიზნით.

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 337-ე-341-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გამოქვეყნდეს საჯარო შეტყობინება (ცნობა) „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ შე მდეგი სახით:

2. ამბროლაურის რაიონული სასამართლოს მოსამართლე გურამ გოცირიძის წარმოებაშია სამოქალაქო საქმე (№2/87-18) სსიპ შემოსავლების სამსახურის განცხადების გამო, ქონების უპატრონოდ ცნობის თაობაზე.

3. უპატრონოდ საცნობ ქონებას წარმოადგენს:

ი/მ დავით აბუთიძის (ს/ნ 04001001019) მიერ მიტოვებული 143.7ლარის ღირებულების 1.18 მ3 მოცულობის დახერხილი წიწვოვანი ჯიშის ხის მასალა, რომელიც დროებით შენახვის მიზნით განთავსებულია ქ. სამტრედიაში, აღმაშენებლის VI ჩიხის №1-ში, სსიპ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დასავლეთ საქართველოს რეგიონული სამმართველოს სასაწყობე ბაზაზე.

4. განემარტოთ დაინტერესებულ პირებს, რომ თუ მათ გააჩნიათ პრეტენზია ზემოაღნიშნულ ქონებაზე, რომლის უპატრონოდ გამოცხადებასაც მოითხოვს შემოსავლების სამსახური, შეუძლიათ თავიანთი უფლებების შესახებ განაცხადონ ამბროლაურის რაიონულ სასამართლოში (ამბროლაური, კოსტავას ქუჩა №13), 3 თვის განმავლობაში დღიდან პუბლიკაციისა.

5. თუ სასამართლოში შემოვა განცხადება ქონებაზე უფლების შესახებ, მაშინ სასამართლო თავისი განჩინებით, განუხილველად ტოვებს განცხადებას ქონების უპატრონოდ ცნობის შესახებ და წინადადებით მიმართავს განმცხადებელს, აღძრას აღიარებითი სარჩელი იმ პირის მიმართ, რომელმაც განაცხადა თავისი უფლება ქონებაზე. თუ დანიშნული ვადის გასვლამდე, სასამართლოში არ შემოვა განცხადება ქონებაზე უფლების შესახებ, სასამართლო განიხილავს საქმეს და გამოჰკითხავს იმ პირებს, რომელთაც შეუძლიათ ცნობების მიწოდება ქონების კუთვნილების შესახებ, აგრეთვე, გამოითხოვს ცნობებს შესაბამისი ორგანოებიდან.

6. განჩინება კერძო საჩივრით არ საჩივრდება.

 

მოსამართლე                                                                               გურამ გოცირიძე