განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 20.02.2019
საქმის ნომერი
330210016001375703
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დელიქტური ვალდებულებანი
თარიღი
20.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2ბ/6466-17

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

20 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ანა გოგიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

სხდომის მდივანი - ანა ჩიკვაიძე

 

აპელანტი - ე------ ნ-----ე

წარმომადგენელი - ა---------–---------ე

 

მოწინააღმდეგე მხარეები – გ------ი შ-----ე, შპს „------“

წარმომადგენელი - ლ-–-----------–---–ი, ბ---------ე

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 მარტის გადაწყვეტილება

 

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

 

1. აპელანტის მოთხოვნა

 

1.1. აპელანტ - ე------ ნ-----ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩე-–-- სრულად დაკმაყოფილება.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

ე------ ნ-----ის სარჩელი შპს ,-------ს’’ მიმართ არ დაკმაყოფილდა. ე------ ნ-----ის სარჩელი გ------ი შ-----ის მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გ------ი შ-----ეს ე------ ნ-----ის სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის ანაზღაურება 2893 ლარის ოდენობით.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.1. 2----–-–------------–ს, დაახლოებით 1---- საათზე, ქალაქ ქ-------ში, ერთმანეთს შეეჯახნენ გ------ი გ---–---------ის მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილი (,-------------–---------------ი’’; სახელმწიფო №-------) და გ------ი შ-----ის მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილი (,-----------ი’’; სახელმწიფო №---------).

 

2.2. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანდა ორივე ავტომანქანა, ბრალეულ პირად მიჩნეულ იქნა გ------ი შ-----ე, რომელიც ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად და დაჯარიმდა 250 ლარით.

 

2.3. გ------ი შ-----ის მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილი, გ------ი გ---–---------ის მართვის ქვეშ მყოფ ავტომობილს შეეჯახა წინა მარცხენა მხარეს.

 

2.4. გ------ი გ---–---------ის მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილი ირიცხებოდა მოსარჩე-–-- საკუთრებად, ხოლო გ------ი შ-----ის მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილი 04.05.2016წ.-მდე ირიცხებოდა შპს ,-------ს’’ სახელზე, მის შემდგომ კი, ი-----–ი შ-----ის სახელზე.

 

2.5. გ------ი შ-----ეს ავტომობილი სარგებლობაში (შესყიდვის უფლებით) გადაეცა 29.03.2016წ. გაფორმებული ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულების საფუძველზე. კერძოდ, ამ ხელშეკრულების საფუძველზე მან, როგორც ლიზინგის მიმღებმა, შპს ,-------საგან’’ (ლიზინგის გამცემი) ფაქტობრივ მფლობელობაში მიიღო ავტომობილი, რომელიც ამ უკანასკნელმა შეიძინა მისთვის გადასაცემად.

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.6. საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, მოსარჩე-–-- კუთვნილი ავტომანქანის დაზიანების შედეგად მიყენებული ზიანის ოდენობა უნდა განისაზღვროს 2893 ლარით. ამ დასკვნის საფუძველს იძლევა შემდეგი:

 

მოსარჩე-–-- კუთვნილ ავტომობილზე შეჯახება მოხდა წინა მარცხენა მხარეს; შემთხვევის ადგილზე, პატრულ ინსპექტორმა წერილობითი ახსნა - განმარტება ჩამოართვა გ. გ---–---------ს, სადაც მის მიერ ჩამოთვლილია მექანიკური დაზიანებების აღწერა, რომლის თანახმადაც, დაზიანებულია: წინა მარცხენა ფრთა; მარცხენა საბურავი; წინა მარცხენა ბამპერი და მარცხენა კარები; მოსარჩელეს ავტომანქანის დაზიანებები და ზიანის ოდენობა შეფასებული აქვს შპს ,------------–----------------ს’’ მიერ და ზიანის ოდენობა განსაზღვრული აქვს 6530 ლარით, რაც სათადარიგო ნაწილების (5093 ლარი) და ჩასატარებელი სამუშაოების (1437 ლარი) ჯამური ფასია; შეფასება მოიცავს, ერთეული სათადარიგო ნაწილების ჩამონათვალს (ფასის მითითებით): წინა მარცხენა შხეფამრიდი (90 ლარი); დისკის ხუფი (96 ლარი); მოგვის ჩობალი (34 ლარი); წინა მარცხენა მოხვევის მუშტა (798 ლარი); წინა მარცხენა მორგვის საკისარი (330 ლარი); მორგვი წინა (390 ლარი); წინა მორგვის ჩობალი (68 ლარი) და საჭის მექანიზმია (3287 ლარი); არ დასტურდება ფაქტი, იმის შესახებ, რომ მოსარჩე-–-- ავტომანქანის საჭის მექანიზმი დაზიანდა გ------ი შ-----ის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის შეჯახებით და მისი დაზიანება უშუალო შედეგია ავტომანქანის შეჯახების. (ამ ნაწილში განკუთვნადი და დასაშვები მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა შეჯახების შედეგად საჭის მექანიზმის დაზიანების ფაქტს მოსარჩელეს არ წარმოუდგენია);

 

დაზიანებული ავტომანქანის მექანიკური აღწერა (ვიზუალური მხარე, რაც დაფიქსირებულია, წერილობით ახსნა-განმარტებაში და ფოტომასალაზე), იძლევა შესაძლებლობას, გაზიარებული იქნას შპს ,------------–----------------ს’’ მიერ მომზადებული შეფასება, სათადარიგო ნაწილების სრული ჩამონათვალის გათვალისწინებით, გარდა - საჭის მექანიზმისა (მით უფრო იმ პირობებში, როცა მოპასუხეს საწინააღმდეგო, სარწმუნო და დამაჯერებელი ფაქტებითა და მტკიცებულებით არ გაუქარწყლებია მოსარჩე-–-- პოზიცია). ამიტომ, საჭის მექანიზმის ფასი (3287 ლარი) და მის შესაცვლელად საჭირო სამუშაოს ღირებულება (350 ლარი), უნდა გამოაკლდეს მოთხოვნილ თანხას (6530- 3287-350 = 2893);

 

მოსარჩე-–-- მიერ წარმოდგენილი აუდიტური კომპანია ,,კ---------ის’’ მიერ 0---------წ. მომზადებული ზიანის შეფასების ანგარიში არ არის განკუთვნადი მტკიცებულება და მის შეფასებას სასამართლო აღარ მოახდენს.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.7. საქმეზე დადგენილია, რომ გ------ი შ-----ეს ავტომობილი სარგებლობაში (შესყიდვის უფლებით) გადაეცა 29.03.2016წ. გაფორმებული ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულების საფუძველზე. კერძოდ, ამ ხელშეკრულების საფუძველზე გ------ი შ-----ემ, როგორც ლიზინგის მიმღებმა, შპს ,-------საგან’’ (ლიზინგის გამცემი) ფაქტობრივ მფლობელობაში მიიღო ავტომობილი, რომელიც ამ უკანასკნელმა შეიძინა მისთვის გადასაცემად. ამიტომ, ის ფაქტი, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ავტომობილი რეგისტრირებული იყო შპს ,-------ს’’ სახელზე, არაა საკმარისი მისთვის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის. მისი საკუთრების უფლება სალიზინგო ხელშეკრულების სპეციფიკიდან გამომდინარე, ნომინალურია და უზრუნველყოფის ფუნქციით არის დატვირთული. ამიტომ, იმ ფაქტის მხედველობაში მიღებით, რომ ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულების საფუძველზე, ავტომობილის ფაქტობრივ ფლობას ახორციელებდა გ------ი შ-----ე და ის წარმოადგენდა მომეტებული საფრთხის წყაროს ფლობაზე (პყრობაზე) უფლებამოსილ პირს, სწორედ მას უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა მიყენებულ ზიანზე. შესაბამისად, სარჩელი შპს ,-------ს’’ მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

2.8. სკ-ის 408.1 მუხლის და 992-ე მუხლების საფუძველს სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩე-–-- კუთვნილი ავტომანქანის დაზიანების შედეგად მიყენებული ზიანის ოდენობა შეადგენს 2893 ლარს და არა 6530 ლარს. ამიტომ, გ------ი შ-----ე ვალდებულია აუნაზღაუროს მოსარჩელეს ზიანი 2893 ლარის ოდენობით.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

3.1. მოსარჩელე განსაზღვრავს მოპასუხეთა წრეს, რადგან განხორციელდეს ზიანის ანაზღაურება. სკ-ის 999-ე მუხლის მეოთხე პუნქტით დადგენილია დაზარალებულის უფლება ზიანის ანაზღაურების შეუფერხებლობასთან დაკავშირებით და მასში არ არის მითითებული თუ როგორი ხასიათის მფლობელი იქნება ესა თუ ის პირი. ამდენად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უკანონოა იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნა.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. განსახილველ დავაში, წინამდებარე განჩინების მე-3 პუნქტში მითითებული პრეტენზიების ფარგლებში, სააპელაციო სასამართლოს კვლევისა და შეფასების საგანია როგორც დამდგარი ზიანის ოდენობა, ასევე, წარმოადგენს თუ არა შპს „------“ და გ------ი შ-----ე ზიანის ანაზღაურებაზე სოლიდარულად ვალდებულ პირებს. დასახელებული საკითხის კვლევა უნდა განხორციელდეს 999-ე მუხლის მეოთხე ნაწილით დადგენილი ნორმატიული წინაპირობების გათვალისწინებით, უკეთუ, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემობები სწორედ ზემოდასხელებული ნორმის კონსტრუქციას შეესაბამება, სახელდობრ:

 

როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, დავის საგანს ავტოსატრანსპორტო შემთხვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება წარმოადგენს. ასევე, საყურადღებოა, რომ დელიქტური ვალდებულების ზოგადი შემთხვევისაგან განსხვავებულია სამართალდარღვევის საგანიც - ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც წარმოადგენს მომეტებული საფრთხის წყაროს. პალატა განმარტავს, რომ კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობიდან გამომდინარე პასუხისმგებლობის დაკისრების ერთ-ერთ საფუძველს დელიქტური ვალდებულება წარმოადგენს, რომლისაგან ნაწარმოები პასუხისმგებლობის გენერალური დათქმაც მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლში. ნორმის თანახმად, პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია შემდეგი ელემენტების კუმულატიური ერთობა: პირის ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) ქმედება; ზიანი; მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.

 

შეიძლება ითქვას, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის შედეგად გამოწვეული ზიანის ანაზღაურება დელიქტური ვალდებულების კერძო შემთხვევაა და მიუხედავად ბრალისა, მომეტებული საფრთხის წყაროს იურიდიულ მფლობელს აკისრებს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას, კერძოდ: სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მგზავრების გადაყვანისა და ტვირთების გადაზიდვისთვის გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების მფლობელი, თუ მისი სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, დასახიჩრება ან ჯანმრთელობის მოშლა, ანდა ნივთის დაზიანება, ვალდებულია დაზარალებულს აუნაზღაუროს აქედან წარმოშობილი ზიანი. მოხმობილი ნორმა ადგენს სატრანსპორტო საშუალების იურიდიული მფლობე-–-- ვალდებულებას, ნორმაში ჩამოთვლილ სიკეთეთა ხელყოფის შემთხვევაში, აგოს პასუხი. თავის მხრივ, ნორმის სუბიექტები არიან ვალდებული და დაზარალებული პირები. ვალდებულ პირად კანონი განიხილავს ნივთის მფლობელს, ანუ პირს, რომელსაც ამ ქონებაზე საკუთრება მართლზომიერად აქვს მოპოვებული, თუმცა, მფლობელი, როგორც ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელი პირი, შეიძლება იყოს, როგორც პირდაპირი, ისე - არაპირდაპირი.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ გ------ი შ-----ეს ავტომობილი სარგებლობაში (შესყიდვის უფლებით) გადაეცა 29.03.2016წ. გაფორმებული ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულების საფუძველზე. კერძოდ, ამ ხელშეკრულების საფუძველზე გ------ი შ-----ემ, როგორც ლიზინგის მიმღებმა, შპს ,-------საგან’’ (ლიზინგის გამცემი) ფაქტობრივ მფლობელობაში მიიღო ავტომობილი, რომელიც ამ უკანასკნელმა შეიძინა მისთვის გადასაცემად.

 

სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლი ითვალისწინებს გამონაკლისსაც - ნივთის იურიდიულ მფლობელს პასუხისმგებლობა არ ეკისრება კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში (ნორმის მე-2 და მე-3 ნაწილები), მათ შორის მაშინაც, როდესაც სატრანსპორტო საშუალებას მართავდა სხვა პირი, თუმცა, ამ შემთხვევაში ვალდებული პირის დადგენა ხდება იმის მიხედვით, თუ რა გზით (იურიდიულად ნამდვილი უფლების საფუძველზე) აღმოჩნდა ნივთი მოსარგებლის ფაქტობრივი ბატონობის არეალში (ნორმის მე-4 ნაწილი). თუ პირი, რომელიც იყენებს სატრანსპორტო საშუალებას მისი მფლობე-–-- ნებართვის გარეშე (არამართლზომიერი მფლობელი) ამ სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციით მიაყენებს ზიანს სხვას, სამოქალაქო პასუხისმგებლობა დაეკისრება ამ უკანასკნელს და არა სატრანსპორტო საშუალების მფლობელს. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ პირს, რომელიც მართავდა სატრანსპორტო საშუალებას, არ გააჩნდა მისი ფლობის უფლება (მაგალითად, სატრანსპორტო საშუალების მფლობელს არ გადაუცია მოსარგებლისათვის იგი, ანდა გადაცემული ტრანსპორტი მოსარგებლემ გამოიყენა მფლობე-–-- ნების საწინააღმდეგოდ). ამასთან, მფლობელი ვალდებულია, აანაზღაუროს მიყენებული ზიანი, თუ სატრანსპორტო საშუალების გამოყენება შესაძლებელი გახდა მისი ბრალის გამო (მაგალითად, სატრანსპორტო საშუალების კარები დატოვა ღიად, გასაღები დატოვა მასში). აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ მან ვერ უზრუნველყო მის მფლობელობაში არსებული სატრანსპორტო საშუალების სათანადოდ დაცვა, რაც გახდა სხვა პირთა მიერ სატრანსპორტო საშუალების დაუფლების საფუძველი. სხვა შემთხვევაა, როდესაც მფლობე-–-- ნების საფუძველზეა მოსარგებლისათვის გადაცემული სატრანსპორტო საშუალება (იხ. სუსგ №ას-39-38-10, 15 ივლისი, 2010 წელი).

 

წინამდებარე დავის ფარგლებში შესაფასებელი საკითხის (სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაკისრება) გათვალისწინებით, სასამართლოს უმთავრესი ამოცანა იმ გონივრული კრიტერიუმის განსაზღვრაა, რაც დაგვეხმარება ნორმის სუბიექტების პასუხისმგებლობისა და დაცულ სიკეთეთა შორის ბალანსის დადგენაში. ამასთანავე, მხედველობაშია მისაღები ის ფაქტი, რომ შედავებულია მოპასუხეებისათვის პასუხისმგებლობის სოლიდარულად დაკისრების საფუძველიანობა. პალატა კვლავ მოიშველიებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ ერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკას დელიქტური ვალდებულების ზოგადი და კერძო შემთხვევის მარეგულირებელი ნორმების ურთიერთმიმართების თაობაზე, რომლის თანახმადაც დაზარალებულ პირს არ ეკრძალება, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა ერთობლივად წაუყენოს როგორც ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელს, რომელიც ზიანის მიმყენებელია 999-ე მუხლის მე-4 ნაწილის მესამე წინადადების საფუძველზე, ისე - სატრანსპორტო საშუალების მოსარგებლეს, რომელიც ბრალეულად მოქმედებდა და ზიანის მიმყენებელია 992-ე მუხლის საფუძველზე (იხ. სუსგ №ას-254-239-2010, 20 ივლისი, 2010წ; №ას-39-38-10, 15 ივლისი, 2010 წელი). თავის მხრივ, დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე პასუხისმგებლობის სოლიდარულად დაკისრების საფუძველს სამოქალაქო კოდექსის 998-ე მუხლი ადგენს, რომლის პირველი ნაწილის თანახმადაც, თუ ზიანის დადგომაში მონაწილეობს რამდენიმე პირი, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები.

აღნიშნულთან დაკავშორებით, პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას, რომ პასუხისმგებლობის სუბიექტთა დიფერენცირება სამართალურთიერთობის როგორც ფაქტობრივი ისე იურიდიული ელემენტების გათვალისწინებით უნდა მომხდეს. ამისათვის მნიშვნელოვანია შეფასდეს ავტოსატრანსპორტო საშუალებასთან მოპასუხეთა სამართლებრივი კავშირი და ურთიერთობა. სკ-ის 576.1 მუხლის თანახმად, ლიზინგის ხელშეკრულებით ლიზინგის გამცემი ვალდებულია ლიზინგის მიმღებს სარგებლობაში გადასცეს განსაზღვრული ქონება ხელშეკრულებით დათქმული ვადით, ამ ქონების შესყიდვის უფლებით ან ასეთი უფლების გარეშე, ხოლო ლიზინგის მიმღები ვალდებულია გადაიხადოს საზღაური დადგენილი პერიოდულობით. საქმეზე დადგენილია, რომ გ------ი შ-----ეს ავტომობილი სარგებლობაში (შესყიდვის უფლებით) გადაეცა 29.03.2016წ. გაფორმებული ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულების საფუძველზე. კერძოდ, ამ ხელშეკრულების საფუძველზე გ------ი შ-----ემ, როგორც ლიზინგის მიმღებმა, შპს ,-------საგან’’ (ლიზინგის გამცემი) ფაქტობრივ მფლობელობაში მიიღო ავტომობილი, რომელიც ამ უკანასკნელმა შეიძინა მისთვის გადასაცემად. ამიტომ, ის ფაქტი, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ავტომობილი რეგისტრირებული იყო შპს ,-------ს’’ სახელზე, არაა საკმარისი მისთვის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის. მისი საკუთრების უფლება სალიზინგო ხელშეკრულების სპეციფიკიდან გამომდინარე, ნომინალურია და უზრუნველყოფის ფუნქციით არის დატვირთული. ამიტომ, იმ ფაქტის მხედველობაში მიღებით, რომ ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულების საფუძველზე, ავტომობილის ფაქტობრივ ფლობას ახორციელებდა გ------ი შ-----ე და ის წარმოადგენდა მომეტებული საფრთხის წყაროს ფლობაზე (პყრობაზე) უფლებამოსილ პირს, სწორედ მას უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა მიყენებულ ზიანზე. შესაბამისად, სარჩელი შპს ,-------ს’’ მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე მართებულად არ დაკმაყოფილდა.

 

4.2. რაც შეეხება ზიანის ოდენობას, პალატა განმარტავს შემდეგს: კანონით (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი) გათვალისწინებულია თითოეული მხარის ვალდებულება მიუთითოს სასარჩელო მოთხოვნა, ფაქტები და წარმოადგინოს დასახელებული ფაქტის დამადასტურებელი კანონით გათვალისწინებული მტკიცებულებები. დასახელებული წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო სამართალში დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის გამოვლინებას.

 

მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლოს ექმნება შინაგანი რწმენა, რომელსაც საფუძვლად უდებს გადაწყვეტილებას. ამდენად, სასამართლო სადავო გარემოებათა არსებობა-არარსებობის დადგენისას ინდივიდუალურად და ერთობლიობაში აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგად აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ. შინაგანი რწმენის ჩამოყალიბება მოსამართლის მიერ ხდება არა სუბიექტურად, არამედ ობიექტური მიუკერძოებლობის კონტექსტში შესწავლილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე. მართლმსაჯულების მიზანი მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის, მათი ობიექტური და სრულყოფილი შესწავლის შედეგად ჭეშმარიტების უტყუარად გამორკვევაა იმგვარად, რომ დადგენილი გარემოება არ ემყარებოდეს მხოლოდ ვარაუდს, არამედ განპირობებული იყოს საქმის მასალების ერთობლივი ანალიზით.

 

პალატა, ასევე, სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს ზიანის გაანგარიშების თვალსაზრისით, სახელდობრ: მოსარჩე-–-- კუთვნილ ავტომობილზე შეჯახება მოხდა წინა მარცხენა მხარეს; შემთხვევის ადგილზე, პატრულ ინსპექტორმა წერილობითი ახსნა - განმარტება ჩამოართვა გ. გ---–---------ს, სადაც მის მიერ ჩამოთვლილია მექანიკური დაზიანებების აღწერა, რომლის თანახმადაც, დაზიანებულია: წინა მარცხენა ფრთა; მარცხენა საბურავი; წინა მარცხენა ბამპერი და მარცხენა კარები; მოსარჩელეს ავტომანქანის დაზიანებები და ზიანის ოდენობა შეფასებული აქვს შპს ,------------–----------------ს’’ მიერ და ზიანის ოდენობა განსაზღვრული აქვს 6530 ლარით, რაც სათადარიგო ნაწილების (5093 ლარი) და ჩასატარებელი სამუშაოების (1437 ლარი) ჯამური ფასია; შეფასება მოიცავს, ერთეული სათადარიგო ნაწილების ჩამონათვალს (ფასის მითითებით): წინა მარცხენა შხეფამრიდი (90 ლარი); დისკის ხუფი (96 ლარი); მოგვის ჩობალი (34 ლარი); წინა მარცხენა მოხვევის მუშტა (798 ლარი); წინა მარცხენა მორგვის საკისარი (330 ლარი); მორგვი წინა (390 ლარი); წინა მორგვის ჩობალი (68 ლარი) და საჭის მექანიზმია (3287 ლარი); არ დასტურდება ფაქტი, იმის შესახებ, რომ მოსარჩე-–-- ავტომანქანის საჭის მექანიზმი დაზიანდა გ------ი შ-----ის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის შეჯახებით და მისი დაზიანება უშუალო შედეგია ავტომანქანის შეჯახების. დაზიანებული ავტომანქანის მექანიკური აღწერა (ვიზუალური მხარე, რაც დაფიქსირებულია, წერილობით ახსნა-განმარტებაში და ფოტომასალაზე), იძლევა შესაძლებლობას, გაზიარებული იქნას შპს ,------------–----------------ს’’ მიერ მომზადებული შეფასება, სათადარიგო ნაწილების სრული ჩამონათვალის გათვალისწინებით, გარდა - საჭის მექანიზმისა (მით უფრო იმ პირობებში, როცა მოპასუხეს საწინააღმდეგო, სარწმუნო და დამაჯერებელი ფაქტებითა და მტკიცებულებით არ გაუქარწყლებია მოსარჩე-–-- პოზიცია). ამიტომ, საჭის მექანიზმის ფასი (3287 ლარი) და მის შესაცვლელად საჭირო სამუშაოს ღირებულება (350 ლარი), სწორად გამოაკლდა მოთხოვნილ თანხას (6530-3287-350=2893). ამდენად, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, მართებულად იქნა განსაზღვრული ზიანის ოდენობად 2893 ლარი.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ ე------ ნ-----ის სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა, რის გამოც, უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 მარტის გადაწყვეტილება.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩე-–-- იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩე-–-- მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

ვინაიდან, წინამდებარე გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა ე------ ნ-----ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. ე------ ნ-----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 მარტის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ანა გოგიშვილი