განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 07.11.2018
საქმის ნომერი
050217718002525663
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
07.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 050217718002525663

საქმე №2/ბ-956-18

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

07 ნოემბერი 2018 წელი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე (მომხსენებელი): ირმა პერანიძე

მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე

ნანა კალანდაძე

 

საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენის გარეშე

 

საჩივრის ავტორი (მოსარჩელე): შპს ,,ფ---– ჰ-----“

წარმომადგენელი: პ----- შ-----

მოწინააღმდეგე მხარე(მოპასუხე): შპს ,,ი-–-----“

დავის საგანი: სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება

საჩივრის ავტორის მოთხოვნა: სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების თაობაზე განჩინების გაუქმება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება: ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 02 აგვისტოს განჩინება

 

გამოარკვია:

2018 წლის 03 ივლისს, ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს განცხადებით მიმართა შპს ,,ფ---– ჰ-----ს“ წარმომადგენელმა და სარჩელის აღძვრამდე მისი უზრუნველყოფის მიზნით მოითხოვა, ყადაღა დაედოს და დაილუქოს, მოპასუხე შპს ი-–-----ს (ს/კ---------) მფლობელობაში არსებული შემდეგი ავტოსატრანსპორტო საშუალებები:

1. თვითმცლელი ავტომანქანა V---- საიდენტიფიკაციო N-- Y---------------- გამოშვების წელი 2005.

2.თვითმცლელი ავტომანქანა V---- საიდენტიფიკაციო N-- Y------- 3------ 16 გამოშვების წელი 2005.

3.თვითმცლელი ავტომანქანა V---- საიდენტიფიკაციო N-- Y---------------- გამოშვების წელი 2005.

4.თვითმცლელი ავტომანქანა R------ საიდენტიფიკაციო N-- V---------------- გამოშვების წელი 2007.

5.თვითმცლელი ავტომანქანა R------ საიდენტიფიკაციო N-V---------------- გამოშვების წელი 2008.

განმცხადებელმა ასევე მოითხოვა, შპს ,,ი-–-----“ დავალდებულდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელს შესანახად გადასცეს, მის მფლობელობაში არსებული ზემოთ მითითებული ავტოსანტრასპორტო საშუალებები.

განმცხადებლის განმარტებით, მოპასუხე შპს „ი-–-----“-ს და შპს „ფ---– ჰ-----'' შორის, 1 წლის ვადით გაფორმდა N0-------- ხელშეკრულება, შპს „ი-–-----ს'' მფლობელობაში არსებული, 10 ერთეული თვითმცლელი ავტომობილის იჯარაზე.

ხელშეკრულების მიუხედავად, შპს ,,ი-–------" უხეშად ხელყო მოსარჩელის უფლებები, კანონიერი ინტერესები და იჯარის ხელშეკრულებით გადაცემული 10 ერთეული თვითმცლელი ავტომანქანიდან, 05 ცალი თვითმცლელი ავტომანქანა უკანონოდ მიითვისა და განზრახული აქვს ავტომანქანების თურქეთში გადაყვანა.

შპს „ფ---– ჰ-----'' აპირებს სარჩელი აღძრას მოპასუხე შპს ,,ი-–-----ს“ მიმართ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების დავალდებულების, უკანონო მფლობელობიდან მოძრავი ნივთების გამოთხოვისა და ზიანის ანაზღაურების თაობაზე.

ვინაიდან, არსებობს საფრთხე იმისა, რომ მოპასუხემ შესაძლოა ავტომანქანები თურქეთში გადაიყვანოს, აუცილებელია უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, რათა სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, შეუძლებელი არ გახდეს მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება.

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 4 ივლისის განჩინებით, შპს ,,ფ---– ჰ-----ს“ შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და სარჩელის აღძვრამდე მისი უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაედო მოპასუხე შპს ,,ი-–-----ს" (ს/კ 4--------) მფლობელობაში არსებულ შემდეგ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს:

1. თვითმცლელი ავტომანქანა V---- საიდენტიფიკაციო N-Y---------------- გამოშვების წელი 2005.

2. თვითმცლელი ავტომანქანა V---- საიდენტიფიკაციო N-Y------- 3------ 16 გამოშვების წელი 2005.

3. თვითმცლელი ავტომანქანა V---- საიდენტიფიკაციო N-Y---------------- გამოშვების წელი 2005.

4. თვითმცლელი ავტომანქანა R------ საიდენტიფიკაციო N-V---------------- გამოშვების წელი 2007.

5. თვითმცლელი ავტომანქანა R------ საიდენტიფიკაციო N-V---------------- გამოშვების წელი 2008.

არ დაკმაყოფილდა შპს ,,ფ---– ჰ-----ს“ მოთხოვნა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, შპს ,,ი-–-----“ დავალდებულდეს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელს, შესანახად გადასცეს მის მფლობელობაში არსებული ზემოთმითითებული ავტოსატრანსპორტო საშუალებები.

სასამართლომ მიუთითა, რომ სარჩელის აღძვრამდე მისი უზრუნველყოფის ღონისძიება, თავისი სამართლებრივი თვალსაზრისით მოპასუხის უფლებისა თუ ინტერესის შევიწროებას გულისხმობს, თუმცა იგი არ უნდა იქნეს გამოყენებული, როგორც მოპასუხის უფლებების უპირობოდ შემზღუდველი ღონისძიება. ამიტომ, სასამართლომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველთა შეჯერების შედეგად უნდა იმსჯელოს, გამოიყენოს თუ არა უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც შესაძლოა, ერთი მხარის მდგომარეობა გაუმჯობესდეს, მეორისა კი პირიქით. ამასთან, სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ზომა უნდა იყოს ადექვატური დავის საგანზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებისათვის.

განსახილველ შემთხვევაში, სამომავლო სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, უკანონო მფლობელობიდან მოძრავი ნივთების გამოთხოვა და ზიანის ანაზღაურება.

ამ მოთხოვნებიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს ,,ფ---– ჰ-----ს“ წარმომადგენლის შუამდგომლობა საფუძვლიანია და გამოყენებული ღონისძიება, სრულად უზრუნველყოფს შემდგომში, სარჩელის შესაძლო დაკმაყოფილების შემთხვევაში, მის აღსრულებას.

დასახელებულ განჩინებაზე საჩივარი წარადგინა შპს ,,ი-–-----ს’’ წარმომადგენელმა და მისი გაუქმება მოითხოვა.

საჩივრის ავტორის განმარტებით, 2018 წლის აპრილში, თურქეთის რესპუბლიკიდან დროებითი რეგისტრაციის რეჟიმით, იჯარით შემოიყვანა 14 ერთეული თვითმცლელი ავტოსატრანსპორტო საშუალება. აღნიშნული იჯარის ხელშეკრულება დღეისათვის შეწყვეტილია, რის გამოც, მიმდინარე წლის 30 ივნისს, ასევე შეწყდა დროებითი რეგისტრაციის რეჟიმი და ავტომანქანები დაუბრუნდათ კანონიერ მესაკუთრეებს: შპს ,,--–-----–------------------–-------------------–------------–-----------–---------------–-------------------------------------–----------------------------- და ო---- დ------- დ------------ ჩ----- და რ------------- და აღარ ირიცხება შპს ,,ი-–-----ს“ საკუთრებაში ან დროებით მფლობელობაში.

ამ ფაქტს ადასტურებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსხურების სააგენტოს 2018 წლის 5 ივლისის ცნობა.

შესაბამისად, დაყადაღებული ავტოსატრანსპორტო საშუალებები აღმასრულებლის მიერ ჩამორთმეულ იქნა, არა გარიგების მხარისაგან-შპს ,,ი-–-----საგან“, არამედ კანონიერი მესაკუთრეებისაგან, რითაც შეიზღუდა მათი, როგორც სხვა მესამე პირის უფლებები, რაც წარმოადგენს უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველს.

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 02 აგვისტოს განჩინებით, შპს ,,ი-–-----ს'’ საჩივარი დაკმაყოფილდა და გაუქმდა, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე, ამავე სასამართლოს 2018 წლის 4 ივლისის განჩინება.

სასამართლომ განმარტა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მაქსიმალურად გათვალისწინებული უნდა იქნეს ორივე მხარის კანონიერი ინტერესი.

სარჩელის უზრუნველყოფისა და დავის საგნის დაცვის აუცილებლობიდან გამომდინარე, რითაც ხდება მოსარჩელის კანონიერი ინტერესის რეალიზაცია და მისი სარჩელის უზრუნველყოფა, არ უნდა მოხდეს მოპასუხე მხარის კანონიერი ინტერესის უპირობო და ცალსახა შელახვა, არამედ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება უნდა განხორციელდეს მოპასუხე მხარის კანონიერი ინტერესის გონივრულ ფარგლებში შეზღუდვა - შევიწროებით და იმ ოდენობით, რაც აუცილებელია მოსარჩელის კანონიერი ინტერესის დაცულობისათვის.

მოცემულ შემთხვევაში, საჩივარზე თანდართული ავტოსატრანსპორტო საშუალებების სარეგისტრაციო მოწმობებითა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 5 ივლისის ცნობებით ირკვევა, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალებები, 2018 წლის 30 ივნისიდან მოიხსნა აღრიცხვიდან.

შესაბამისად, უზრუნველყოფის ღონისძიებით შეიზღუდა არა მოპასუხის, არამედ კანონიერი მესაკუთრეების-მესამე პირების უფლებები, რის გამოც საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

აღნიშნულ განჩინებაზე საჩივარი წარადგინა შპს ,,ფ---– ჰ-----ს“ წარმომადგენელმა და მისი გაუქმება მოითხოვა.

საჩივრის ავტორის განმარტებით, სასამართლო დაეყრდნო, მხოლოდ მხარის სიტყვიერ განმარტებას იმის თაობაზე, რომ 2018 წლის 30 ივნისიდან მესაკუთრეებმა ხელშეკრულებები გაუუქმა შპს ,,ილმაზს“, რითაც გასცდა საჩივრის ფარგლებს და თავად მიუთითა ისეთი გარემოებები, რაც საჩივრის ავტორს არ მიუთითებია.

მოცემულ შემთხვევაში, განცხადებაში გადმოცემული ფაქტობრივი გარემოებები იძლევა საფუძველს დასაბუთებული ვარაუდისათვის, რომ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მოხდება შპს ,,ი-–-----ს“ მხრიდან თვითმცლელი ავტომანქანების გაყვანა საზღვარგარეთ. საბოლოოდ კი, სასამართლოს გადაწყვეტილება ვერ აღსრულდება.

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 04 სექტემბრის განჩინებით, შპს ,,ფ---– ჰ-----ს“ საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა ქუთაისის საპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

 

გასაჩივრებული განჩინების გაუქმების

დასაბუთება

სააპელაციო პალატამ შეისწავლა საჩივარი, გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ 2018 წლის 03 ივლისს, ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს განცხადებით მიმართა შპს ,,ფ---– ჰ-----ს“ წარმომადგენელმა და სარჩელის აღძვრამდე მისი უზრუნველყოფის მიზნით მოითხოვა, ყადაღა დაედოს და დაილუქოს, მოპასუხე შპს ი-–-----ს (ს/კ---------) მფლობელობაში არსებული შემდეგი ავტოსატრანსპორტო საშუალებები:

1. თვითმცლელი ავტომანქანა V---- საიდენტიფიკაციო N-- Y---------------- გამოშვების წელი 2005.

2.თვითმცლელი ავტომანქანა V---- საიდენტიფიკაციო N-- Y------- 3------ 16 გამოშვების წელი 2005.

3.თვითმცლელი ავტომანქანა V---- საიდენტიფიკაციო N-- Y---------------- გამოშვების წელი 2005.

4.თვითმცლელი ავტომანქანა R------ საიდენტიფიკაციო N-- V---------------- გამოშვების წელი 2007.

5.თვითმცლელი ავტომანქანა R------ საიდენტიფიკაციო N-V---------------- გამოშვების წელი 2008.

განმცხადებელმა ასევე მოითხოვა, შპს ,,ი-–-----“ დავალდებულდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შესანახად გადასცეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელს, მის მფლობელობაში არსებული ზემოთ მითითებული ავტოსანტრასპორტო საშუალებები.

დადგენილია, რომ ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 4 ივლისის განჩინებით, შპს ,,ფ---– ჰ-----ს“ შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და სარჩელის აღძვრამდე მისი უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაედო მოპასუხე შპს ,,ი-–-----ს" (ს/კ 4--------) მფლობელობაში არსებულ შემდეგ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს:

6. თვითმცლელი ავტომანქანა V---- საიდენტიფიკაციო N-Y---------------- გამოშვების წელი 2005.

7. თვითმცლელი ავტომანქანა V---- საიდენტიფიკაციო N-Y------- 3------ 16 გამოშვების წელი 2005.

8. თვითმცლელი ავტომანქანა V---- საიდენტიფიკაციო N-Y---------------- გამოშვების წელი 2005.

9. თვითმცლელი ავტომანქანა R------ საიდენტიფიკაციო N-V---------------- გამოშვების წელი 2007.

10. თვითმცლელი ავტომანქანა R------ საიდენტიფიკაციო N-V---------------- გამოშვების წელი 2008.

არ დაკმაყოფილდა შპს ,,ფ---– ჰ-----ს“ მოთხოვნა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შპს ,,ი-–-----“ დავალდებულდეს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელს, შესანახად გადასცეს მის მფლობელობაში არსებული ზემოთმითითებული ავტოსატრანსპორტო საშუალებები.

დასახელებულ განჩინებაზე საჩივარი წარადგინა შპს ,,ი-–-----ს’’ წარმომადგენელმა და მისი გაუქმება მოითხოვა.

დადგენილია, რომ ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 02 აგვისტოს განჩინებით, შპს ,,ი-–-----ს'’ საჩივარი დაკმაყოფილდა და გაუქმდა, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე, ამავე სასამართლოს 2018 წლის 4 ივლისის განჩინება.

აღნიშნული განჩინების გაუქმების მოთხოვნით საჩივარი წარადგინა შპს ,,ფ---– ჰ-----ს“ წარმომადგენელმა, რაც ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 04 სექტემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა ქუთაისის საპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

სააპელაციო სასამართლო განმარტავს:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2.1. მუხლის თანახმად, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. კანონის ეს ჩანაწერი თავისთავად გულისხმობს იმ სამართლებრივი შედეგის მიღწევას (სათანადო წინაპირობების არსებობის შემთხვევაში), რასაც მოსარჩელე მოითხოვს. სასამართლოსათვის სარჩელის წარდგენის უფლება არ არის თეორიული უფლება და არ უზრუნველყოფს, მხოლოდ უფლების აღიარებას საბოლოო გადაწყვეტილების მეშვეობით, არამედ ასევე შეიცავს ლეგიტიმურ მოლოდინს იმასთან დაკავშირებით, რომ გადაწყვეტილება აღსრულდება.

ამავე კოდექსის 191.1-ე და 192-ე მუხლების თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით.

ეს განცხადება, ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად.

სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის არსი მდგომარეობს იმაში, რომ მან, პირის მატერიალური კანონმდებლობით დაცული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალური განხორციელების სამართლებრივი გარანტიები უნდა შექმნას.

თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, იგი გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ.

ამავე კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება შეიძლება იყოს ყადაღის დადება ქონებაზე, ფასიან ქაღალდებსა თუ ფ---–ად სახსრებზე, რომლებიც მოპასუხეს ეკუთვნის და არის მასთან ან სხვა პირთან.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 160-ე მუხლის თანახმად, თუ კეთილსინდისიერ მფლობელს ჩამოერთმევა მფლობელობა, მას სამი წლის განმავლობაში შეუძლია ახალ მფლობელს ნივთის უკან დაბრუნება მოსთხოვოს. ეს წესი არ გამოიყენება მაშინ, როცა ახალ მფლობელს აქვს მფლობელობის უკეთესი უფლება. მფლობელობის უკან დაბრუნების მოთხოვნა შეიძლება გამოყენებულ იქნეს უკეთესი უფლების მქონე პირის მიმართაც,თუკი მან ნივთი მოიპოვა ძალადობის ან მოტყუების გზით.

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით, სატრანსპორტო საშუალებების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურეობის სააგენტოს მიერ, 2018 წლის 02 ივლისს გაცემული ცნობით ირკვევა, რომ შპს ,,ი-–-----ს“ სახელზე რეგისტრირებული იყო უზრუნეველყოფის საგანი-სადავო ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომელთა რეგისტრაციაც გაუქმდა 2018 წლის 30 ივნისს, სატრანსპორტო საშუალებების გასხვისების მოტივით.

შპს ,,ფ---– ჰ-----ს“ წარმომადგენლის განცხადებითა და საჩივრის შინაარსით ირკვევა, რომ სამომავლო სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს უკანონო მფლობელობიდან იჯარის საგნის-ავტოსატრანსპორტო საშუალებათა გამოთხოვა და ზიანის ანაზღაურება.

ამდენად, განმცხადებლის (შპს ,,ფ---– ჰ-----ს“) მოთხოვნას გააჩნია სამართლებრივი საფუძველი (სკ-ი 160-ე, 581.2-ე, 575-ე მუხლი) და სარჩელში მითითებული ფაქტების დადასტურების შემთხვევაში, წარმატების პერსპექტივაც.

თუკი დაკმაყოფილდება შპს ,,ფ---– ჰ-----ს“ სასარჩელო მოთხოვნა, ამასთან მის აღსრულებამდე მოპასუხეს აღარ ექნება მის მფლობელობაში საიჯარო ქონება, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, შესაძლოა გაძნელდეს ან შეუძლებელი გახდეს, მოცემულ საქმეზე სამომავლოდ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება.

შესაბამისად, განმცხადებლის მსჯელობა, რომ განსახილველ შემთხვევაში სარჩელის უზრუნველყოფა აუცილებელია-დასაბუთებულია.

1971 მუხლის მე-4 ნაწილის, 420-ე მუხლის, 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო, უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებას ამოწმებს საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე, 386-ე და 394-ე მუხლის ე1 პუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებას და იღებს ახალ განჩინებას, თუ განჩინების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შეფასება შეუძლებელია და თავისი განჩინებით უარს ამბობს საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული განჩინების შეცვლით იღებს ახალ განჩინებას საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე.

ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების მოთხოვნით შპს ,,ი-–-----ს“ საჩივარში მითითებულ გარემოებებს, არასწორად დაადგინა, რომ განსახილველ შემთხვევაში, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა არ არსებობდა, რის გამოც, დაუსაბუთებელი განჩინებები გამოიტანა.

შესაბამისად, შპს ,,ფ---– ჰ-----ს“ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 02 აგვისტოს განჩინება და შპს ,,ი-–-----ს“ საჩივარი, ამავე სასამართლოს 2018 წლის 04 ივლისის განჩინებსა და ამ განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. შპს ,,ფ---– ჰ-----ს“ საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 02 აგვისტოს განჩინება;

3. შპს ,,ი-–-----ს“ საჩივარი, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 04 ივლისის განჩინებისა და ამ განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

4. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

5. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე: ირმა პერანიძე

 

მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე

 

ნანა კალანდაძე