გაუქმდა და მიღებულია ახალი გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 13.03.2018
საქმის ნომერი
ბს-639-632(2კ-16)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
13.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

window.dataLayer=window.dataLayer||[];function gtag(){dataLayer.push(arguments);}gtag('js',new Date());gtag('config','G-JPM1P9LBS2');

საქმე N:ბს-639-632(2კ-16)

@media all and (min-width:992px){.navbar .nav-item .dropdown-menu{display:none}.navbar .nav-item:hover .nav-link{color:#fff}.navbar .nav-item:hover .dropdown-menu{display:block}.navbar .nav-item .dropdown-menu{margin-top:0}}

(function(d,s,id){var js,fjs=d.getElementsByTagName(s)[0];if(d.getElementById(id))return;js=d.createElement(s);js.id=id;js.src="https://connect.facebook.net/en_US/sdk.js#xfbml=1&version=v3.0";fjs.parentNode.insertBefore(js,fjs);}(document,'script','facebook-jssdk'));

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში საიტის ძველი ვერსია

-->

საქართველოს უზენაესი სასამართლო

მთავარი (current)

სასამართლოს შესახებ

შენობის ისტორია

მოსამართლეები

თავმჯდომარეები

სტატისტიკა

გადაწყვეტილებები

სიახლეები

ანალიტიკა

გამოცემები

უზენაესი სასამართლოს პერიოდული გამოცემები(გადაწყვეტილებები)

ჯურნალი "მართლმსაჯულება და კანონი"

უზენაესი სასამართლოს ბიბლიოთეკის ელ. კატალოგი

სხდომის განრიგი

კონტაქტი

#modalBody{

text-align: justify;

p{

text-align: justify;

}

}

}

A

A

Facebook

Twitter

საქმე # 010310015001026424

საქმე Nბს-639-632(2კ-16) 13 მარტი, 2018 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები: 1. ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა (მოპასუხე); 2. ს. მ-ე (მესამე პირი)

მოწინააღმდეგე მხარე - გ. ტ-ო

მესამე პირი - ნ. მ-ე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება

კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ. ტ-ომ 2015 წლის 3 ივლისს აღძრა სარჩელი ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, მოპასუხე ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ, რომლითაც მოითხოვა: ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2015 წლის 18 მაისის №01-06-48 ბრძანების ბათილად ცნობა, ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება და გ. ა. ასულ ტ-ოსათვის, როგორც ანდერძისმიერი მემკვიდრისა და კანონიერი მოსარგებლისათვის უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების გადაცემა - მდებარე ქ. ქობულეთი, ... ქ. №..., ბინა №..., რომლის საერთო ფართია 58.18 კვ/მ. (მათ შორის, საცხოვრებელი ფართი - 28.35 კვ/მ და დამხმარე ფართი - 29.83 კვ/მ).

მოსარჩელის განმარტებით, ქობულეთის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასკომის 1983 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე, მ. დ-ას ო. მ-ასთან ერთად, ქ. ქობულეთში, ... ქუჩა ... ბინა N...-ში გამოეყო საცხოვრებელი ფართი, რაზედაც ქობულეთის საქალაქო საბჭოს აღმასკომის მიერ 1984 წლის 3 თებერვალს გაცემულ იქნა ორდერი. მ. დ-ამ 1984 წლის 24 თებერვალს თავისი ქონება უანდერძა გ. ტ-ოს, რომელმაც 1984 წლის 23 თებერვალს მ. დ-ას გარდაცვალების შემდეგ, სანოტარო ორგანოში წარადგინა ანდერძი და მემკვიდრეობით მიიღო მ. დ-ას სამკვიდრო ქონება, ქობულეთში, ... ქ. N... ბინა N...-ში მდებარე მეორე ოთახზე. საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1995 წლის 30 ოქტომბრის N263 გადაწყვეტილების საფუძველზე, ქ. მ-ის სახელზე გაიცა ორდერი. ქ. მ-ის გარდაცვალების შემდეგ, მისი სამკვიდრო ქონება მემკვიდრეობით მიიღო ს. მ-ემ, რომელმაც 2004 წლის 1 სექტემბერს სასარჩელო განცხადებით მიმართა ქობულეთის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა შპს ,,...“ მასთან პრივატიზაციის ხელშეკრულების გაფორმების დავალება, ქ. ქობულეთში, ... ქ. N... ბინა N...-ში დარჩენილ ფართზე, რაც ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 15 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა. შესაბამისად, ქობულეთის საკრებულოს გამგეობასა და ს. მ-ეს შორის, 2006 წლის 17 თებერვალს გაფორმდა პრივატიზაციის ხელშეკრულება, თუმცა დაინტერესებულ პირთა განცხადების საფუძველზე, ქობულეთის რაიონული სასამართლოს მიერ 2007 წლის 3 სექტემბერს გაუქმდა ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 15 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, განახლდა საქმის წარმოება და 2007 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, ს. მ-ის სარჩელი ქობულეთში, ... ქ. N... ბინა N...-ში მდებარე ფართის ნაწილის პრივატიზაციის დავალების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. 2010 წლის 23 აპრილს გ. ტ-ომ სარჩელი აღძრა სასამართლოში და ქობულეთის საკრებულოს გამგეობასა და ს. მ-ეს შორის 2006 წლის 17 თებერვლის პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობა მოითხოვა, რაც ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 2 დეკემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა და ბათილად იქნა ცნობილი ქობულეთის საკრებულოს გამგეობასა და ს. მ-ეს შორის 2006 წლის 17 თებერვალს გაფორმებული ქ. ქობულეთში, ... ქ. N... ბინა N...-ში მდებარე საცხოვრებელი ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულება.

მოსარჩელე ასევე მიუთითებდა, რომ გ. ტ-ომ, როგორც მ. დ-ას ანდერძით მემკვიდრემ და კანონიერმა მოსარგებლემ, 2012 წლის 24 თებერვლით დათარიღებული განცხადებით და თანდართული მასალებით მიმართა ქობულეთის მუნიციპალიტეტს, ქ. ქობულეთში, ... ქუჩა №..., ბინა №...-ში მდებარე, 58.18 კვ.მ. საერთო ფართის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის თაობაზე. ქობულეთის მუნიციპალიტეტმა გ. ტ-ოს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და 2012 წლის 5 მარტის №ტ-09 წერილით აცნობა, რომ ქობულეთში, ... ქ. №... მდებარე №... ბინა საჯარო რეესტრის მონაცემებით წარმოადგენს მოქალაქე ს. მ-ის საკუთრებას, რომელსაც გ. ტ-ოს განცხადების საფუძველზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს განჩინებით ადევს ყადაღა და აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით გამგეობა არ არის უფლებამოსილი, დღეის მდგომარეობით განკარგოს ბინის ნაწილი მის სახელზე.

გ. ტ-ომ 2012 წლის 6 აპრილს სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ქ. ქობულეთში, ... ქ. N... ბინა N...-ში საცხოვრებელი ბინის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემაზე უარის თქმის შესახებ ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2012 წლის 5 მარტის №ტ-09 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სადავო ბინის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის თაობაზე ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 23 აგვისტოს გადაწყვეტილებით გ. ტ-ოს სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრებულ იქნა სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებით, გ. ტ-ოს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 23 აგვისტოს გადაწყვეტილება, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2012 წლის 5 მარტის Nტ-09 გადაწყვეტილება, ქ. ქობულეთში, ... ქ. N... მდებარე N... საცხოვრებელი ბინის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემაზე უარის თქმის შესახებ და დაევალა ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გ. ტ-ოს განცხადებასთან დაკავშირებით, რომლითაც მოთხოვნილია ქ. ქობულეთში, ... ქ. N... მდებარე N... საცხოვრებელი ბინის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, 2015 წლის 18 მაისს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლითაც გ. ტ-ოს განცხადება არ დაკმაყოფილდა იმ მოტივით, რომ გ. ტ-ო ვერ აკმაყოფილებს კანონიერი მოსარგებლისათვის დადგენილ პირობებს, კერძოდ: მისი მამკვიდრებლის მ. დ-ას გარდაცვალების შემდეგ, ორდერით გაცემული ქონება უფლებამოსილი ორგანოს მიერ განიკარგა სხვა პირზე, რის გამოც გ. ტ-ომ ვერ მოიპოვა მასზე სარგებლობის უფლება, ამასთან, სამკვიდრო ქონებაში სადავო ბინა არ შესულა და ვერც შევიდოდა, ვინაიდან სამსახურებრივად დროებით გამოყოფილ ფართს წარმოადგენდა. მოსარჩელის განმარტებით, გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით, რის გამოც იგი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგის 2015 წლის 8 ივლისის განჩინებით ადმინისტრაციულ საქმეში საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მესამე პირად ჩაბმულ იქნა ს. მ-ე.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 2 ნოემბრის განჩინებით ადმინისტრაციულ საქმეში გ. ტ-ოს სარჩელის გამო მოპასუხე ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის, მესამე პირის - ს. მ-ის მიმართ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე მოთხოვნით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, მესამე პირად ჩაბმულ იქნა ნ. მ-ე.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით გ. ტ-ოს სარჩელი მოპასუხის ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის, მესამე პირების - ს. მ-ისა და ნ. მ-ის მიმართ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ტ-ომ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 19 აპრილის გდაწყვეტილებით გ. ტ-ოს სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2015 წლის 18 მაისის №01-06-48 ბრძანება. ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაევალა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გ. ტ-ოს განცხადებასთან დაკავშირებით.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ 2004 წლის 1 სექტემბერს ს. მ-ემ მიმართა სარჩელით ქობულეთის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა შპს „...“ დავალდებულება გაუფორმოს ქ.ქობულეთში, ... ქუჩა №..., ბინა №...-ის ნაწილის პრივატიზაციის ხელშეკრულება. ქობულეთის რაიონული სასამართლოს სხდომაზე შპს „...“ წარმომადგენელი არ გამოცხადდა, რის გამოც 2005 წლის 12 აგვისტოს სასამართლომ მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „...“ დაევალა ს. მ-ესთან პრივატიზაციის ხელშეკრულების გაფორმება ქ.ქობულეთში, ... ქუჩის №... №...-ში მდებარე ბინაზე.

ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 12 აგვისტოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით 2006 წლის 17 თებერვალს ქობულეთის რაიონის გამგეობასა და ს. მ-ეს შორის გაფორმდა პრივატიზაციის ხელშეკრულება, რომლითაც ს. მ-ეს უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცა ქობულეთში, ... ქუჩის №... ბინა №...-ის ნაწილი.

ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 05 სექტემბრის განჩინებით ბათილად იქნა ცნობილი ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 12 აგვისტოს გადაწყვეტილება და საქმის წარმოება განახლდა, ხოლო 2007 წლის 29 ოქტომბრის 10 გადაწყვეტილებით ს. მ-ის სარჩელი ქობულეთში, ... ქუჩის №..., ბინა №...-ის ნაწილის პრივატიზაციის ხელშეკრულების გაფორმების დავალდებულების შესახებ - არ დაკმაყოფილდა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 2 დეკემბრის გადაწყვეტილებით, რომელიც შესულია კანონიერ ძალაში, სასამართლომ გაიზიარა ს. მ-ის წარმომადგენლის მოსაზრება, რომ მ. დ-ას ანდერძში, რომელიც გ. ტ-ოს სახელზეა გაცემული, ქობულეთში, ... ქუჩა №..., ბინა №... არ არის აღნიშნული, რადგან ანდერძის შედგენის დროს ბინა არ იყო მ. დ-ას საკუთრება - იგი ამ ბინის დამქირავებელს წარმოადგენდა. გ. ტ-ომ მ. დ-ასაგან მიიღო ყველა სახის აქტივი და პასივი, რაც მას გააჩნდა... მ. დ-ა იყო ქირავნობის ხელშეკრულების მონაწილე და მას ორდერით მიღებული ქონების სარგებლობის უფლება გააჩნდა. გ. ტ-ოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 571-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად შეეძლო მიეღო მხოლოდ ქირავნობის უფლება.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 2 დეკემბრის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და ს. მ-ეს შორის 2006 წლის 17 თებერვალს დადებული პრივატიზაციის ხელშეკრულება ბინაზე - მდებარე, ქობულეთი, ... ქუჩა №..., ბინა №.... საქმეში წარმოდგენილ საარქივო ცნობაში, რომელიც მომზადდა გ. ტ-ოს მიმართვის საფუძველზე, აღნიშნულია, რომ ... სახლ „...“ მობინადრეთა შესახლების შესახებ ქობულეთის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1983 წლის 26 დეკემბრის №301 გადაწყვეტილებით ორდერები გაიცა ... სახლ „...“... - ბინიან კორპუსში შესახლებულ მოქალაქეებზე. მათ შორის, საარქივო ცნობის დანართ სიაში მე-20 ნომრად მითითებულია დ-ა მ. დ. ასული, მ-ა ო. ი. ასული - ოჯახის შემადგენლობა 2; ნათესაური დამოკიდებულება - თანამობინადრენი; სადარბაზო - ..., სართული - 5, ბინა - ..., საცხოვრებელი ფართობი - 28; ქობულეთის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1983 წლის 26 დეკემბრის №301 გადაწყვეტილების საფუძველზეა გაცემული საქმეში წარმოდგენილი ორდერი №00330, სადაც დამქირავებლებად მითითებულნი არიან მ. დ-ა და ო. მ-ა. ორდერში აღნიშნულია: სულადობა - 2, ოთახების რაოდენობა - 2, იზოლირებული, ფართობი - 28 კვ.მ. მისამართი: ქუჩა -..., სახლი - №..., ბინა - ..., სადარბაზო - ..., სართული - V ამდენად, ქობულეთში, ... ქუჩა, სახლი №..., ბინა - ..., სადარბაზო - ..., სართული - V, 28 კვ.მ საცხოვრებელი ბინის კანონიერ მოსარგებლეებს წარმოადგენდნენ მ. დ-ა და ო. (ო.) მ-ა.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ქობულეთის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1985 წლის 30 ოქტომბრის №263 გადაწყვეტილებით ქ. მ-ეს გამოეყო ქობულეთში, ... ქუჩა №..., ბინა №..., ერთი ოთახი - 15 კვ.მ. 1985 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილების საფუძველზე ქ. მ-ის სახელზე ორდერი გაიცა 1997 წლის 10 აგვიტოს. ორდერით დასტურდება, რომ ქ. მ-ეს გადაეცა 15 კვ.მ. ფართობის ბინა №..., ... ქუჩა №... სახლში. სადარბაზო ..., სართული - I. მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო ამტკიცებს, რომ გ. ტ-ოს მიერ მოთხოვნილი საცხოვრებელი ბინა, მ. დ-ას გარდაცვალების შემდეგ (21.02.1984წ) გადაეცა ქ. მ-ეს. ეს მტკიცება გაიზიარა ბათუმის საქალაქო სასამართლომაც და მიიჩნია, რომ მ. დ-ას მემკვიდრეს მითითებულ ბინასთან დაკავშირებით რაიმე უფლებები არ წარმოშობია. პალატის აზრით, ადგილობრივ თვითმმართველობას, რა თქმა უნდა, გააჩნდა უფლება სხვა დამქირავებლისათვის გადაეცა თავისუფალი საცხოვრებელი ფართი, თუმცა ეს უნდა მომხდარიყო იმ პროცედურის დაცვით, რასაც ითვალისწინებდა იმ დროს მოქმედი საქართველოს სსრ საბინაო კოდექსი.

ამდენად, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გ. ტ-ოს უარი განუცხადა საცხოვრებელი ბინის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემაზე იმ საფუძვლით, რომ მისი მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ საცხოვრებელი ბინის დამქირავებელს სხვა პირი (ქ. მ-ე) წარმოადგენდა, უნდა გამოეკვლია სადავო საცხოვრებელ ფართთან გ. ტ-ოს დამოკიდებულება მას შემდეგ, რაც მ. დ-ა გარდაიცვალა. ვინ სარგებლობდა ფაქტობრივად საცხოვრებელი ფართობით, ვინ იხდიდა კომუნალურ გადასახადებს და ა.შ. მ. დ-ას გარდაცვალების შემდეგ ქ. მ-ეს გადაეცა თუ არა საცხოვრებელი ფართი საქართველოს სსრ საბინაო კოდექსის მოთხოვნების დაცვით და გახდა თუ არა ის სადავო ბინის დამქირავებელი (კანონიერი მოსარგებლე).

საქართველოს სსრ საბინაო კოდექსის 57-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო ან საზოგადოებრივი საბინაო ფონდის სახლებში საცხოვრებელი სადგომის მიცემის გადაწყვეტილების საფუძველზე სახალხო დეპუტატთა შესაბამისი (საქალაქო, რაიონული, ქალაქის რაიონული, სადაბო, სასოფლო) საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტი მოქალაქეს აძლევდა ორდერს, რომელიც მიცემულ საცხოვრებელ სახლში შესახლების ერთადერთ საფუძველს წარმოადგენდა. ორდერი შეიძლებოდა გაცემულიყო მხოლოდ თავისუფალ, იზოლირებულ საცხოვრებელ ფართობზე. საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1985 წლის 2 სექტემბრის №577 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს სს რესპუბლიკაში საბინაო პირობებგასაუმჯობესებელ მოქალაქეთა აღრიცხვისა და საცხოვრებელი სადგომის მიცემის წესის 58-ე პუნქტის მეორე აბზაცი კიდევ უფრო აკონკრეტებდა, რომ ორდერი შეიძლებოდა გაცემულიყო მხოლოდ ფაქტობრივად თავისუფალ ბინაზე. დადგენილების 59-ე პუნქტის შესაბამისად, ორდერში იწერებოდა გვარი, სახელი, მამის სახელი მოქალაქისა, რომელსაც მიეცა საცხოვრებელი ფართობი და მისი ოჯახის წევრებისა, აღინიშნებოდა მათი ნათესაური ურთიერთობა და დაბადების წელი. ქობულეთის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1985 წლის 30 ოქტომბრის №263 გადაწყვეტილებით ქ. მ-ეს ოჯახის ორ სულზე გამოეყო ბინა, თუმცა ორდერში არ არის აღნიშვნა მისი ოჯახის წევრების შესახებ, რისი მითითებაც სავალდებულო იყო.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ორდერი გაცემულია ქობულეთის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის მიერ 1997 წლის აგვისტოში, მაშინ როცა ამ დროისათვის ადგილობრივი მმართველობის ორგანოს რაიონის გამგეობა წარმოადგენდა.

როგორც ზემოთ აღინიშნა, ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 18 მაისის №01-06 48 ბრძანებით, გ. ტ-ოს უარი ეთქვა მ. დ-ას სარგებლობაში არსებული ბინის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემაზე იმ საფუძვლით, რომ მისი მამკვიდრებლის, მ. დ-ას გარდაცვალების შემდეგ, მისთვის ორდერით გაცემული საცხოვრებელი ბინა უფლებამოსილი ორგანოს მიერ განიკარგა სხვა პირზე და მ. დ-ას წილის ფართის კანონიერი მოსარგებლე გახდა ქ. მ-ე, რის გამოც გ. ტ-ომ დაკარგა კანონიერი მოსარგებლის სტატუსი.

პალატა იზიარებს ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მსჯელობას, რომ მ. დ-ას (ბინის დამქირავებლის) გარდაცვალების შემდეგ საცხოვრებელი ბინის მესაკუთრეს უფლება ჰქონდა ფართი გადაეცა სხვა დამქირავებლისათვის, თუმცა პალატას მიაჩნია, რომ დამატებით გამოსარკვევია გადაეცა თუ არა მ. დ-ას სარგებლობაში არსებული საცხოვრებელი ფართობი ამ უკანასკნელის გარდაცვალების შემდეგ ქ. მ-ეს. ქობულეთის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1985 წლის 30 ოქტომბრის №263 გადაწყვეტილებაში, მართალია, მითითებულია, რომ ქ. მ-ეს ოჯახს ორ სულზე გამოეყო ... ქუჩა №... მდებარე ოროთახიანი ბინის №... ერთი ოთახი შესახლებით და მეორე ოთახში ცხოვრობს ო. მ-ა, თუმცა აქვე

მითითებულია, რომ მოქალაქეზე უნდა გაცემულიყო ორდერი. საქმეში წარმოდგენილი ორდერით კი, სადაც დაკონკრეტებულია დამქირავებლისათვის გადაცემული საცხოვრებელი ფართობის მდებარეობა, აღნიშნულია, რომ ბინა მდებარეობს სახლში №..., ბინის ნომერი - ..., სადარბაზო - ..., სართული - I, ფართობი - 15 კვ.მ. მაშინ, როცა სადავო ბინა V სართულზე მდებარეობს. საყურადღებოა ქობულეთის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1985 წლის 30 ოქტომბრის №263 გადაწყვეტილების შინაარსი კიდევ ერთი თვალსაზრისით. ამ გადაწყვეტილებაში საუბარია ბინის გაცვლის წესით გადაცემაზე. ამ სახის ურთიერთობებს აწესრიგებდა საქართველოს სს რესპუბლიკაში საცხოვრებელი სადგომის გაცვლის წესი, დამტკიცებული საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1985 წლის 30 აგვისტოს №572 დადგენილებით, რომლის 25-ე პუნქტი მიუთითებდა, რომ გაცვლის შემთხვევაში ორდერი გაიცემოდა გაცვლის შესახებ გადაწყვეტილების გამოტანის დღიდან 15 დღის ვადაში, ხოლო თუ ამ ვადაში არასაპატიო მიზეზით მოქალაქე ვერ მიიღებდა ორდერს - გაცვლის ნებართვა (გადაწყვეტილება) კარგავდა ძალას. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა ემსჯელა რამდენად იყო ძალაში ქობულეთის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1985 წლის 30 ოქტომბრის №263 გადაწყვეტილება ქ. მ-ის ოჯახისათვის ორ სულზე საცხოვრებელ ბინის გადაცემის შესახებ გადაწყვეტილება და რამდენად ითვლებოდა ის კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელ დოკუმენტად, მაშინ, როცა ბინაზე ორდერი (რომელიც ფართში შესახლების ერთადერთ საფუძველს წარმოადგენდა) გაცემული იყო გადაწყვეტილების მიღებიდან 12 წლის შემდეგ - 1997 წლის 10 აგვისტოს.

საქმეში წარმოდგენილი - ტექპასპორტით შედგენილი 1995 წლის 4 დეკემბერს, ირკვევა, რომ ქ.ქობულეთში, ... ქუჩა №..., ბინა №... ირიცხება მ-ე ქ- სახელზე 1/105 წერილით და კომუნალურ საწარმოთა კომბინატის სახელზე 104/105 წილით. პასპორტის გაცემის საფუძველია 13.11.1995 წლის ხელშეკრულება №2734 დამოწმებული ქობულეთის ნოტარიუსის მიერ, ამავე ტექპასპორტზე დატანილი შენობა-ნაგებობის გეგმით და მისი შენიშვნით (რომელიც არ არის დამოწმებული სამსახურის ბეჭდით და არ არის ხელმოწერილი იმ პირის მიერ ვინც შეასრულა შესაბამისი აღნიშვნა) ირკვევა, რომ ბინის საერთო ფართობი შეადგენს 28.83 კვ.მ-ს, საცხოვრებელი ფართობი - 15.0 კვ.მ-ს. შენიშვნაში მითითებულია, რომ დაშტრიხული ოთახი ეკუთვნის ო.ი. მ-ას, ხოლო ბინა და სამზარეულო საერთო სარგებლობისაა.

სააპლელაციო პალატამ განმარტა, რომ ზემოაღნიშნული გარემოებები მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მსჯელობის საგანი არ გამხდარა ბინის კანონიერი მოსარგებლის საკითხის გადაწყვეტისას, რის გარეშეც შეუძლებელია გაირკვეს არსებობს თუ არა გ. ტ-ოს განცხადების (საცხოვრებელი ბინის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის) დაკმაყოფილების საფუძველი.

სააპელაციო სასამართლო მიუთითა, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ უნდა გაირკვეს: ა) ქობულეთში, ... ქუჩა №... №... ბინის რა ნაწილი მიიღო საკუთრებაში პრივატიზაციის წესით ქ. მ-ემ (რაც მემკვიდრეობით გადაეცა ს. მ-ეს) და რა ნაწილზე ითხოვდა მოგვიანებით ს. მ-ე სასამართლო წესით პრივატიზაციის ხელშეკრულების გაფორმებას (რაც ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 12 აგვისტოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა, თუმცა მოგვიანებით გადაწყვეტილება ბათილად იქნა ცნობილი, რასაც შედეგად ს. მ-ის სარჩელის უარყოფა მოჰყვა, ხოლო 2006 წლის 17 თებერვლის პრივატიზაციის ხელშეკრულება, რომლითაც ს. მ-ეს ქობულეთში, ... ქუჩა №... ბინა №...-ის ნაწილი გადაეცა - სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული 02.12.2010წ. გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი); ბ) ქ. მ-ის მიერ სადავო საცხოვრებელი ფართობის ფაქტობრივად დაუფლების დრო; გ) წარმოადგენს თუ არა სადავო საცხოვრებელ ფართობზე ქ. მ-ის სარგებლობის უფლების დამდგენ დოკუმენტს ქობულეთის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1985 წლის 30 ოქტომბრის №263 გადაწყვეტილება და მის საფუძველზე გაცემული ორდერი და შესაძლებელია თუ არა აღნიშნული დოკუმენტების საფუძველზე გადაცემული ბინის იდენტიფიცირება; დ) ქობულეთში, ... ქუჩა №... №... ბინის ფართობი (ოდენობა და მდებარეობა), რომელზეც პრეტენზიას აცხადებს გ. ტ-ო; ე) გ. ტ-ოს მიერ სადავო საცხოვრებელი ფართობის ფაქტობრივად დაუფლების დრო და პერიოდი ან მიზეზები, რამაც ხელი შეუშალა ბინის მფლობელობასა და სარგებლობაში; ზემოთ მითითებულ საკითხებზე მსჯელობისას მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ მხედველობაში უნდა მიიღოს ის გარემოებებიც, რომ საჯარო რეესტრის ამონაწერით, რომელიც მომზადებულია 2012 წლის 29 მაისს, ირკვევა, რომ ქობულეთში, ... ქუჩა №... ბინა ...-ის, სართული - 5, ფართობი - 54.30 კვ.მ, მესაკუთრეა ს. მ-ე საფუძველი: პრივატიზაციის ხელშეკრულება №1-868 17/02/2006 წელი, სამემკვიდრეო მოწმობა - №2-44, 08/05/2003 წელი. სამემკვიდრეო მოწმობით, რომელიც ს. მ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს ირკვევა, რომ ს. მ-ემ ქ. მ-ისგან მემკვიდრეობით მიიღო ქონება - ერთოთახიანი საცხოვრებელი ბინა, საერთო სარგებლობის ფართობი - 28 კვ.მ. საიდანაც 15 კვ.მ. საცხოვრებელია, ხოლო 13.8 კვ.მ. დამხმარე. თუკი ქ. მ-ე სრულად წარმოადგენდა საცხოვრებელი ბინის მესაკუთრეს, მაშინ რით იყო განპირობებული ს. მ-ის სარჩელი ქობულეთის გამგეობის მიმართ ქობულეთში, ... ქუჩა №... ბინა ...-ის ნაწილზე პრივატიზაციის ხელშეკრულების გაფორმების შესახებ.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის პირველი ნაწილით, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას , რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის. სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გ. ტ-ო 1984 წლის 14 თებერვლის ანდერძის საფუძველზე გახდა რა მ. დ-ას მემკვიდრე, მან მიიღო ის აქტივები და პასივები (ქონებრივი უფლებები და მოვალეობები), რაც მამკვიდრებელს გააჩნდა გარდაცვალების მომენტში. ასევე ს. მ-ემ მიიღო დედის, ქ. მ-ის სამკვიდრო - ქონებრივი უფლებები და მოვალეობები - იმ ფარგლებში, რაც მამკვიდრებელს გააჩნდა. მ. დ-ა იყო ქ.ქობულეთში, ... ქუჩა №... ბ. ...-ში მდებარე საცხოვრებელი ბინის (მე-... სადარბაზო, მე-5 სართული) დამქირავებელი, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ქობულეთის საქალაქო საბჭოს აღმასკომის 26.12.1983 წლის №301 გადაწყვეტილებითა და მის საფუძველზე გაცემული ორდერით. მოპასუხე ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა ამტკიცებს ქ. მ-ისაგან მემკვიდრეობის გზით მიიღო სადავო საცხოვრებელი ბინა ს. მ-ემ და იგი დღემდე ამ ბინის მესაკუთრედ არის რეგისტრირებული. 1997 წლის 10 აგვისტოს ორდერით (თუ ამ ორდერის საფუძველზე შესახლდა ქ. მ-ე სადავო ბინაში) ირკვევა, რომ მას პირველ სართულზე მდებარე ბინა გადაეცა, მისი მემკვიდრე, ს. მ-ე კი რეგისტრირებულია ... ქუჩა №... კორპუსში მე-5 სართულზე მდებარე ბინის მესაკუთრედ, ამასთან სამკვიდრო მოწმობით ირკვევა, რომ მან მიიღო 28 კვ.მ. საერთო ფართობის ბინა, ხოლო საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მისი საკუთრების ობიექტის ფართობი შეადგენს 54.30 კვ.მ. ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა მიუთითოს, რით აიხსნება საჯარო რეესტრში მემკვიდრის სახელზე 54.30 კვ.მ. ფართობის მქონე ბინის რეგისტრაცია, მაშინ, როცა სამემკვიდრეო მოწმობის საფუძველზე მას გადაეცა საცხოვრებელი ბინა საერთო ფართობით 28 კვ.მ, ხოლო მამკვიდრებლის, ქ. მ-ისათვის უფლების დამდგენი დოკუმენტით (1985 წლის 30 ოქტომბრის №263 გადაწყვეტილება) გადაცემულია ბინის ერთი ოთახი 15 კვ.მ-ის ოდენობით.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტის გამოცემისას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დარღვეულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები, კერძოდ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნა, რომლითაც ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ და ს. მ-ემ. კასატორებმა მოითხოვეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 19 აპრილის გადწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება.

კასატორები მიუთითებენ, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა იმ ფაქტების გამოკვლევა, რომელიც დადგენილად ითვლება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 206-ე მუხლის საფუძველზე. კერძოდ, სადავო საცხოვრებელ ფართთან გ. ტ-ოს შემხებლობა არასოდეს არ ჰქონია, არც მ. დ-ას გარდაცვალებამდე და არც მისი გარდაცვალების შემდეგ. გ. ტ-ომ, სადავო საცხოვრებელ ფართზე პრე ტენზია განაცხადა, მხოლოდ, 2010 წელს, მას შემდეგ, რაც სასამართლოს მიმართა ადმინისტრაციული სარჩელით (სადავო საცხოვრებელი ფართის დაკანონების შესახებ), რაც არ დაკმაყოფილდა და სასამართლოს გადაწყვეტილებით განემარტა, რომ მას არ ჰქონდა საცხოვრებელ ფართზე რაიმე კანონიერი ინტერესი.

მ. დ-ა გარდაიცვალა 1984 წლის 21 თებერვალს და მისი გარდაცვალების შემდეგ, ამ უკანასკნელის მიერ დაკავებული საცხოვრებელი ფართი 15 კვ.მ. ქობულეთის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1985 წლის 30 ოქტომბრის №263 გადაწყვეტილებით ქ. მ-ეს, ოჯახის 2 სულზე გამოეყო ქობულეთში, ... ქუჩა №..., მე-5 სართულზე, ბინა №..., რომლის მეორე ოთახშიც ცხოვრობდა ო.ი. მ-ა. აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე გაიცა საცხოვრებელი ბინის ორდერი, სადაც დაკონკრეტებით მითითებულია, საცხოვრებელი ბინის ფართობი 15 კვ.მ. (1 ოთახი) და მდებარეობა: ქობულეთი, ... ქუჩა №..., სადარბაზო ..., სართული V, ბინა №.... ქ. მ-ის სახელზე გაიცა საბინაო წიგნი.

კასატორები აღნიშნავენ, რომ 1995 წლის 13 ნოემბრის, ქობულეთის სანოტარო კანტორის პრივატიზაციის ხელშეკრულებით №2737 ქ. მ-ეს, საკუთრებაში გადაეცა კანონიერად დაკავებული (ქობულეთის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1985 წლის 30 ოქტომბრის №263 გადაწყვეტილებით გამოყოფილი) ერთი ოთახი, საერთო ფართით 28,8 კვ.მ. მდებარე: ქობულეთში, ... ქუჩა №..., ბინა №.... აღნიშნული პრივატიზაციის ხელშეკრულების საფუძველზე, 1995 წლის 4 დეკემბერს გაიცა ტექნიკური პასპორტი, რომლის მიხედვით, საცხოვრებელი სახლის 1/105 წილის მფლობელი - ქ. მ-ეა, ხოლო 104/105 წილის მფლობელია კომუნალურ საწარმოთა კომბინატი, საცხოვრებელი ბინის ტექნიკური პასპორტის მონაცემების მიხედვით, ქ. მ-ეზე გადაცემული საერთო ფართია 28,8 კვ.მ, საიდანაც საცხოვრებელი ფართი 15,0 კვ.მ, ხოლო 13 კვ.მ. - არასაცხოვრებელი. აქვე არის მითითებული, რომ დაშტრიხული ოთახი ეკუთვნის ო.ი. მ-ას, აბანო და სამზარეულო კი საერთო სარგებლობაშია, რაც შეადგენდა 13 კვ.მ. აღნიშნული ტექნიკური პასპორტი, შედგენილია ტექბიუროს სამსახურის მიერ, დამოწმებულია ტექბიუროს უფროსის ხელმოწერით და აჭარის ა.რ. ქობულეთის კომუნალურ საწარმოთა კომბინატის ტექ. აღრიცხვის ბიუროს ბეჭდით. ქ. მ-ე გარდაიცვალა 2002 წლის 5 ნოემბერს და მისი კუთვნილი ქონება 2003 წლის 8 მაისის სამკვიდრო მოწმობის №2-11 საფუძველზე მიიღო ს. მ-ემ. აღნიშნული სამკვიდრო მოწმობა დარეგისტრირებულია საჯარო რეესტრში, სადაც მესაკუთრის გრაფაში მითითებულია: ქ. მ-ე და კომუნალურ საწარმოთა კომბინატი და ქ. მ-ის უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად - 2003 წლის 8 მაისის სამკვიდრო მოწმობა №2-11.

ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 12 აგვისტოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით 2006 წლის 17 თებერვალს ქობულეთის რაიონის გამგეობასა და ს. მ-ეს შორის გაფორმებულ პრივატიზაციის ხელშეკრულებას, რომლითაც ს. მ-ეს უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცა, ქობულეთში, ... ქუჩა №... ბინა №...-ის ნაწილი, რომელიც სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული 2010 წლის 2 დეკემბრის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი, შეეხებოდა ო. მ-ას საცხოვრებელ ოთახს, რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგ ქობულეთის რაიონის გამგეობის ბალანსზე აღირიცხა. ს. მ-ე სარჩელში განმარტავდა, რომ ო. მ-ას გარდაცვალების შემდეგ იგი დაეუფლა აღნიშნულ ოთახს, რადგან აღნიშნული ოთახი იყო მის საკუთრებაში მდებარე ოთახის მიმდებარე და ორივე ოთახს, არასაცხოვრებელი ფართი (სველი წერტილი და სამზარეულო) ჰქონდა საერთო სარგებლობაში. აქედან გამომდინარე, ითხოვდა, აღნიშნული ოთახის დაკანონებას, რადგანაც თავს მიიჩნევდა კეთილსინდისიერ მფლობელად, რაც თავდაპირველად სასამართლომ დააკმაყოფილა, რომლის საფუძველზეც, 2006 წლის 17 თებერვალს ქობულეთის რაიონის გამგეობასა და ს. მ-ეს შორის გაფორმდა პრივატიზაციის ხელშეკრულება და ქობულეთში, ... ქუჩა №..., მდებარე ბინა №...-ის მთლიანი ფართი -54 კვ.მ. საჯარო რეესტრში აღირიცხა ს. მ-ის საკუთრებად. მოგვიანებით, 2006 წლის 17 თებერვლის, ქობულეთის რაიონის გამგეობასა და ს. მ-ეს შორის გაფორმებული პრივატიზაციის ხელშეკრულება, გაუქმებულ იქნა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 2 დეკემბრის გადაწყვეტილებით, მაგრამ საჯარო რეესტრის ჩანაწერები 54 კვ.მ. ფართზე დღემდე უცვლელი რჩება, რადგანაც უძრავ ქონებას ადევს ყადაღა და რეესტრის ჩანაწერებში ცვლილება ვერ შედის.

კასატორები აღნიშნავენ, რომ ქ. მ-ე 1985 წლიდან გარდაცვალებამდე ფლობდა და სარგებლობდა ქობულეთში ... ქუჩის №... მდებარე ბინა №...-ის ნაწილით, ერთი ოთახით, რომლის გარდაცვალების შემდეგ, აღნიშნული ერთი ოთახი გადაეცა ს. მ-ეს. სადავო საცხოვრებელ ფართობზე ქ. მ-ის სარგებლობის უფლების დამდგენ დოკუმენტს წარმოადგენს ქობულეთის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1985 წლის 30 ოქტომბრის №263 გადაწყვეტილება და მის საფუძველზე გაცემული ორდერი, რომლითაც ნამდვილად შესაძლებელია აღნიშნული დოკუმენტების საფუძველზე გადაცემული ბინის იდენტიფიცირება, რადგან ორივე დოკუმენტის თანახმად, ქ. მ-ეს გამოეყო ქობულეთში, ... ქუჩა №... მდებარე ბინა №..., ერთი ოთახი მე-... სადარბაზო, მე-5 სართული. აღნიშნულ ფართზე გაცემულია პრივატიზაციის ხელშეკრულება, საცხოვრებელი ბინის ტექნიკური პასპორტი და საბინაო წიგნი, რომელზედაც შემდგომ 2003 წელს გაცემულია სამკვიდრო მოწმობა.

კასატორები მიუთითებენ, რომ გ. ტ-ო თავს მიიჩნევს მ. დ-ას მემკვიდრედ, რაც გულისხმობს იმას, რომ იგი პრეტენზიას აცხადებს ფართზე, რაც მ. დ-ას ჰქონდა გამოყოფილი, ანუ 15 კვ.მ.-ზე. აღნიშნული ფართი მ. დ-ას გარდაცვალების შემდეგ ქობულეთის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1985 წლის 30 ოქტომბრის №263 გადაწყვეტილებით გამოეყო ქ. მ-ეს, რაზედაც გაიცა ორდერი და გაფორმდა პრივატიზაციის ხელშეკრულება. ქ. მ-ის გარდაცვალების შემდეგ კი აღნიშნული ფართი, სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე გადაეცა ს. მ-ეს. აღნიშნული დოკუმენტების კანონიერებაზე, კერძოდ კი, ქობულეთის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1985 წლის 30 ოქტომბრის №263 გადაწყვეტილებისა და მის საფუძველზე გამოცემული ორდერის კანონიერებაზე, გ. ტ-ოს აღძრული ჰქონდა ადმინისტრაციული სარჩელი, რაც უსაფუძვლობის გამო ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა. ამდენად, კასატორების მოსაზრებით სასამართლოს განმარტებები, ქობულეთის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1985 წლის 30 ოქტომბრის №263 გადაწყვეტილებისა და მის საფუძველზე განხორციელებული ქმედებების კანონიერებასთან დაკავშირებით უსაფუძვლოა, რადგან აღნიშნულზე სასამართლომ ერთხელ უკვე იმსჯელა და დასაბუთებული გადაწყვეტილებაც გამოტანილია. კერძოდ, დადგენილია, რომ გ. ტ-ოს ბინასთან რაიმე სამართლებრივი კავშირი არ გააჩნია და იგი არასდროს დაუფლებია სადავო ფართს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 6 დეკემბრის განჩინებით ს. მ-ისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მიღებულ იქნა არსებითად განსახილველად; საქმის განხილვა დაინიშნა ზეპირი მოსმენის გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მათი შესწავლისა და ანალიზის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთებულობისა და წარმოდგენილი საკასაციო საჩივრების მოტივების შემოწმების საფუძველზე მიიჩნევს, რომ ს. მ-ისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც გ. ტ-ოს სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: ... სახლ „...“ მობინადრეთა შესახლების შესახებ ქობულეთის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1983 წლის 26 დეკემბრის №301 გადაწყვეტილებით ორდერები გაიცა ... სახლ „...“... - ბინიან კორპუსში შესახლებულ მოქალაქეებზე. მათ შორის, საარქივო ცნობის დანართ სიაში მე-20 ნომრად მითითებულია დ-ა მ. დ. ასული, მ-ა ო. ი. ასული - ოჯახის შემადგენლობა 2; ნათესაური დამოკიდებულება - თანამობინადრენი; სადარბაზო - ..., სართული - 5, ბინა - ..., საცხოვრებელი ფართობი - 28;

ქობულეთის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1983 წლის 26 დეკემბრის №301 გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემულ №00330 ორდერში დამქირავებლებად მითითებულნი არიან მ. დ-ა და ო. მ-ა. ორდერში აღნიშნულია: სულადობა - 2, ოთახების რაოდენობა - 2, იზოლირებული, ფართობი - 28 კვ.მ. მისამართი: ქუჩა - ..., სახლი - №..., ბინა - ..., სადარბაზო - ..., სართული - V.

ქობულეთის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1985 წლის 30 ოქტომბრის №263 გადაწყვეტილებით ქ. მ-ეს გამოეყო ქობულეთში, ... ქუჩა №..., ბინა №..., ერთი ოთახი - 15 კვ.მ. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, 1985 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილების საფუძველზე ქ. მ-ის სახელზე ორდერი გაიცა 1997 წლის 10 აგვიტოს. ორდერით დასტურდება, რომ ქ. მ-ეს გადაეცა 15 კვ.მ. ფართობის ბინა №..., ... ქუჩა №... სახლში. სადარბაზო ..., სართული - I.

საკასაციო პალატა პირველყოვლისა მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში დავის საგანია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 18 მაისის N01-06 48 ბრძანება, რომლითაც გ. ტ-ოს უარი ეთქვა ქ. ქობულეთში, ... ქ. N... მდებარე ბინა N...-ის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემაზე იმ საფუძვლით, რომ გ. ტ-ო ვერ აკმაყოფილებდა კანონიერი მოსარგებლისათვის დადგენილ პირობებს, კერძოდ: მისი მამკვიდრებლის მ. დ-ას გარდაცვალების შემდეგ, ორდერით გაცემული ქონება უფლებამოსილი ორგანოს მიერ განიკარგა სხვა პირზე. შესაბამისად, გ. ტ-ომ ვერ მოიპოვა მასზე სარგებლობის უფლება, რამდენადაც სამკვიდრო ქონებაში მოცემული ბინა არ შესულა და ვერც შევიდოდა, ვინაიდან სამსახურებრივად დროებით გამოყოფილ ფართს წარმოადგენდა. მ. დ-ას წილი ფართის კანონიერი მოსარგებლე გახდა ქ. მ-ე, რითიც გ. ტ-ომ დაკარგა კანონიერი მოსარგებლის სტატუსი. მოსარჩელე ასევე ითხოვდა ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებას და გ. ტ-ოსთვის, როგორც ანდერძისმიერი მემკვიდრისა და კანონიერ მოსარგებლისთვის საკუთრებაში გადაცემის დავალებას საცხოვრებელი ბინის გადაცემას, მდებარე ქობულეთში, ... ქ. №..., ბინა №...-ში.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გ. ტ-ოს სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის შემოწმებისათვის მნიშვნელოვანია დადგინდეს მოსარჩელის მიერ სადავო ფართის „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილებით გათვალისწინებული წესით კანონიერი სარგებლობის ფაქტის არსებობა და არა ქ. მ-ის სარგებლობის უფლების დამდგენი დოკუმენტის კანონიერების შეფასება, რამდენადაც ქ. ქობულეთის რაიაღმასკომის 1985 წლის 30 ოქტომბრის №263 გადაწყვეტილების კანონიერების საკითხი ცალკე დავის საგანს წარმოადგენდა, რომელზეც 2011 წლის 25 მაისს მიღებულ იქნა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება გ. ტ-ოს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილებით „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის“ პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ეს წესი არეგულირებს სახელმწიფო საბინაო ფონდში საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საცხოვრებელ ფონდში არსებული, მათ შორის 2007 წლის 2 თებერვლამდე დროებით გადაცემული, არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესსა და პირობებს, ამ პროცესში წარმოშობილ ურთიერთობებს და განსაზღვრავს წესით გათვალისწინებული ურთიერთობის მხარეებსა და მათ უფლებამოსილებებს. მითითებული წესის მე-3 მუხლის თანახმად, არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლისათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო – მუნიციპალიტეტის გამგებელი/მერი, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში, ამ წესის მიზნებისათვის – შესაბამისი რაიონის გამგებელი, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“, ამ წესისა და აგრეთვე სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად. ამავე დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის საკუთრებაში გადაცემის განხილვის საფუძველია კანონიერი მოსარგებლის წერილობითი განცხადება შესაბამის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოში. თავის მხრივ, აღნიშნული დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ადგენს კანონიერი მოსარგებლის ლეგალურ დეფინიციას, რომლის თანახმად, კანონიერი მოსარგებლე არის ფიზიკური პირი, რომელიც უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის (ინდივიდუალურ ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვ.) საფუძველზე კანონიერად სარგებლობს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული ან არაიზოლირებული) ფართობით, ხოლო კანონიერი მოსარგებლის გარდაცვალების შემთხვევაში, მისი მემკვიდრე.

ამდენად, ზემოაღნიშნულ ნორმებზე დაყრდნობით, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პირის კანონიერ მოსარგებლედ მიჩნევისათვის საჭიროა ორი პირობის არსებობა: 1. უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი და 2. ფიზიკური პირის მხრიდან საპრივატიზაციო ფართის ფლობისა და სარგებლობის ფაქტი. ამასთან, აღნიშნული ორი პირობა კუმულაციურად უნდა არსებობდეს.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გაცემული N3/ბ-561-2012 სააღსრულებო ფურცლის აღსრულების მიზნით, რომლითაც ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გ. ტ-ოს განცხადებასთან დაკავშირებით, ქ. ქობულეთში, ... ქ. N... ბინა N... საცხოვრებელი ბინის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის თაობაზე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილებით „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის“ მე-5 მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, თუ კანონიერი მოსარგებლის მიერ წარდგენილ განცხადებაზე თანდართული დოკუმენტები არ ადასტურებს საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ (იზოლირებულ და არაიზოლირებულ) ფართობზე განმცხადებლის კანონიერი სარგებლობის უფლების ფაქტს, ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 18 მაისის N01-06 48 ბრძანებით გ. ტ-ოს უარი ეთქვა ქ. ქობულეთში, ... ქ. N... მდებარე ბინა N...-ის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის თაობაზე, იმ მოტივით, რომ გ. ტ-ო ვერ აკმაყოფილებდა კანონიერი მოსარგებლისათვის დადგენილ პირობებს.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საცხოვრებელი ფართის უსასყიდლოდ საკუთრებაში მისაღებად გადამწყვეტია ამა თუ იმ პირის მიერ საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართით, როგორც ფაქტობრივი სარგებლობა, ასევე ფართით სარგებლობის კანონიერი საფუძველი, კერძოდ, აღნიშნული პირი რამდენად წარმოადგენს საცხოვრებელი ბინის კანონიერ მოსარგებლეს.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გ. ტ-ო სადავო ფართზე კანონიერ მოსარგებლედ ვერ ჩაითვლება, ვინაიდან მ. დ-ას გარდაცვალების შემდეგ ორდერით გაცემული ქონება უფლებამოსილი ორგანოს მიერ განიკარგა სხვა პირზე, კერძოდ, ქობულეთის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1985 წლის 30 ოქტომბრის №263 გადაწყვეტილებით, ქ. ქობულეთში, ... ქუჩა №... მდებარე ბინა №...-ის, ერთი ოთახი, ფართი - 15 კვ.მ გამოეყო ქ. მ. ასულ მ-ის ოჯახს 2 სულზე, გადაწყვეტილებაში ასევე მითითებულია, რომ მეორე ოთახში ცხოვრობს მოქალაქე ო. მ-ა. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ გ. ტ-ო, სადავო ფართზე ვერ მოიპოვებდა სარგებლობის უფლებას, ვინაიდან საცხოვრებელი ფართი, რომელიც წარმოადგენდა მ. დ-ასათვის სამსახურებრივად დროებით გამოყოფილ ფართს, მისი გარდაცვალების შემდეგ გადაეცა ქ. მ-ის ოჯახს, ამდენად იგი ვერ შევიდოდა მ. დ-ას სამკვიდრო ქონებაში, აღნიშნულის შესახებ, თვით სამკვიდრო მოწმობაშიც კი არ არის მითითებული, კერძოდ, ანდერძისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობაში მითითებულია, რომ გ. ტ-ომ მემკვიდრეობით მიიღო მ. დ-ას კუთვნილი ფულადი თანხა. შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს კასატორი ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციას და მიიჩნევს, რომ გ. ტ-ოს მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო წარმოდგენილი ანდერძისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობა ვერ მიიჩნევა კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელ დოკუმენტად.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ან სხვა სახის ქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების ან თავისუფლებების შეზღუდვას, დაიშვება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის შესაბამისად, კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღება მოხდა კანონის მოთხოვნათა დაცვით, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად და მხოლოდ საქმის ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და ფაქტების დადასტურების შემდეგ იქნა მიღებული გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 18 მაისის N01-06 48 ბრძანება. ამდენად, არ არსებობს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის საფუძველი.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესი“ ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს საკუთრებაში ფართის გადაცემის საკითხის განხილვისას შეამოწმოს განმცხადებლის მოთხოვნისა და წარდგენილი დოკუმენტების შესაბამისობა აღნიშნული წესის მოთხოვნებთან. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ გ. ტ-ოს სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ არსებობს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 18 მაისის N01-06 48 ბრძანების ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები სრულიად დაუსაბუთებელია, როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად, სახეზეა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღების პროცესუალური წინაპირობები, რომლითაც გ. ტ-ოს უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების მიხედვით კი, ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება აგრეთვე სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, შესაბამისად, იგი შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

განსახილველ შემთხვევაში, გ. ტ-ომ კასატორ ს. მ-ეს უნდა აუნაზღაუროს საკასაციო ინსტანციაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ს. მ-ისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. გ. ტ-ოს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

4. გ. ტ-ოს დაეკისროს ს. მ-ის სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ საკასაციო ინსტანციაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის ანაზღაურება;

5. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

 

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე

 

საქართველოს უზენაესი სასამართლო

ძმები ზუბალაშვილების #6 საფოსტო ინდექსი: 0108 ქ.თბილისი

 

+(995 32) 299 01 64

 

info@supremecourt.ge

 

facebook.com/SupremeCourtOfGeorgia

 

მოსამართლეები

 

თავმჯდომარეები

 

გადაწყვეტილებები

 

სტატისტიკა

 

შენობის ისტორია

 

სიახლეები

 

ანალიტიკა

 

ბიბლიოთეკა

 

სხდომის განრიგი

 

კონტაქტი

 

© 2022 Copyright:

supremecourt.ge

 

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში საიტის ძველი ვერსია

 

AOS.init();$(document).ready(function(){$('.mdb-select').materialSelect();});$('#carouselExampleFade').on('slide.bs.carousel',function(){})

var loader=null;function typeSearchm(){var searchT=$("#searchText").val();if(searchT.length

 

');}function searchb(){clearInterval(loader);loader=null;var searchT=$("#searchText").val();token="3nmUBgd92hTn46HL6q9YWTIaTx6PtMDXK10Kcrl8";$.ajax({url:"/search",type:"get",data:{searchT:searchT},success:function(response){$("#searchResult").html(response);},error:function(xhr,status,error){console.log(xhr)}});}$('.datepicker').datepicker({monthsFull:['იანვარი','თევერვალი','მარტი','აპრილი','მაისი','ივნისი','ივლისი','აგვისტო','სექტემბერი','ოქტომბერი','ნოემბერი','დეკემბერი'],weekdaysShort:['ორშ','სამ','ოთხ','ხუთ','პარ','შბ','კვ'],clear:'effacer',formatSubmit:'yyyy/mm/dd',format:'yyyy/mm/dd',})

$('.carousel.carousel-multi-item.v-2 .carousel-item').each(function(){var next=$(this).next();if(!next.length){next=$(this).siblings(':first');}next.children(':first-child').clone().appendTo($(this));for(var i=0;i

 

დახურვა

 

function printDiv(){var divToPrint=document.getElementById('modalBody');var newWin=window.open('გადაწყვეტილება','Print-Window');newWin.document.open();newWin.document.write(''+divToPrint.innerHTML+'');newWin.document.close();setTimeout(function(){newWin.close();},20);}var fontSize=16;function fontsizechange(sign){if(sign=='+'){if(fontSize>34)return;fontSize=fontSize+2;}if(sign=='-'){if(fontSize