1. თუ მიმღებმა მიღებისას იცოდა, ან უხეში გაუფრთხილებლობის გამო მისთვის უცნობი იყო სამართლებრივი საფუძვლის ხარვეზის არსებობა და ამის შესახებ მოგვიანებით შეიტყობს, ან გადაცემის თაობაზე მოთხოვნა მიღებულია სასამართლო წარმოებაში, მაშინ მიმღებს ეკისრება პასუხისმგებლობა ხარვეზის თაობაზე ცნობების მიღების ან სასამართლო წარმოებაში გადაცემის დროიდან – 979-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 980-ე მუხლის, ასევე ქვემოთ მოყვანილი წესების საფუძველზე.
2. თუ მიმღები არ იღებს სარგებელს, რომელიც მას შეეძლო მიეღო მეურნეობის სათანადოდ გაძღოლის შედეგად, მაშინ ანაზღაურების მოვალეობა ეკისრება იმ შემთხვევაში, თუ მას ბრალი მიუძღვის. ფულად ვალზე გადახდილ უნდა იქნეს პროცენტი. საგნიდან მიღებული შემოსავალი უნდა დაბრუნდეს.
3. შესრულებისას გადაცემული საგნის დაღუპვის ან გაფუჭებისათვის მიმღები მოვალეა აანაზღაუროს ზიანი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას ბრალი მიუძღვის. მიმღებს შეუძლია მოითხოვოს დავალების გარეშე სხვისი საქმის შესრულების წესების მიხედვით იმ ხარჯების ანაზღაურება, რომლებიც მან გასწია შესრულების საგანთან დაკავშირებით. აუცილებლის გარდა, სხვა ხარჯები არ ანაზღაურდება.
4. ვადის გადაცილებისათვის მოვალის პასუხისმგებლობაზე ეს წესები არ ვრცელდებ
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (26.06.1997).
წინა რედაქცია (24.07.1997 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 981. ზიანის ანაზღაურების ვალდებულება 1. თუ მიმღებმა მიღებისას იცოდა, ან უხეში გაუფრთხილებლობის გამო მისთვის უცნობი იყო სამართლებრივი საფუძვლის ხარვეზის არსებობა და ამის შესახებ მოგვიანებით შეიტყობს, ან გადაცემის თაობაზე მოთხოვნა მიღებულია სასამართლო წარმოებაში, მაშინ მიმღებს ეკისრება პასუხისმგებლობა ხარვეზის თაობაზე ცნობების მიღების ან სასამართლო წარმოებაში გადაცემის დროიდან _– 979-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 980-ე მუხლის, ასევე ქვემოთ მოყვანილი წესების საფუძველზე. 2. თუ მიმღები არ იღებს სარგებელს, რომელიც მას შეეძლო მიეღო მეურნეობის სათანადოდ გაძღოლის შედეგად, მაშინ ანაზღაურების მოვალეობა ეკისრება იმ შემთხვევაში, თუ მას ბრალი მიუძღვის. ფულად ვალზე გადახდილ უნდა იქნეს პროცენტი. საგნიდან მიღებული შემოსავალი უნდა დაბრუნდეს. 3. შესრულებისას გადაცემული საგნის დაღუპვის ან გაფუჭებისათვის მიმღები მოვალეა აანაზღაუროს ზიანი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას ბრალი მიუძღვის. მიმღებს შეუძლია მოითხოვოს დავალების გარეშე სხვისი საქმის შესრულების წესების მიხედვით იმ ხარჯების ანაზღაურება, რომლებიც მან გასწია შესრულების საგანთან დაკავშირებით. აუცილებლის გარდა, სხვა ხარჯები არ ანაზღაურდება. 4. ვადის გადაცილებისათვის მოვალის პასუხისმგებლობაზე ეს წესები არ ვრცელდება.
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(92)
საქმე №ას-241-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.06.2024
…შესაბამისად, ვინაიდან პროექტის განხორციელებისას იგი არ იყო მოპასუხე კომპანიის პარტნიორი, მისთვის პასუხისმგებლობის და, მითუმეტეს, „გამჭოლი პასუხისმგებლობის“ დაკისრება ვერ გამართლდებოდა. 5.15. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 981-ე მუხლის მე-2 ნაწილითაც და აღნიშნა, რომ გამდიდრების ობიექტი ფულადი თანხაა და მისი განსაკუთრებული ბრუნვაუნარიანობა და შემოსავლის მიღების…
საქმე №ას-1506-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.07.2022
…შემთხვევაში მოპასუხემ დაუბრუნა მოსარჩელეს არამიზნობრივად დახარჯული სესხი, შესაბამისად, მას ამ თანხის განმეორებით მოთხოვნის უფლება აღარ აქვს, თუმცა შეუძლია, მოითხოვოს ფულად ვალზე პროცენტის გადახდა, რაც გათვალისწინებულია სსკ-ის 981.2 მუხლით. ამასთან, მართალია, მოპასუხემ სადავო თანხასთან ერთად მოსარჩელეს პროცენტიც (წლიური 7%) გადაუხადა, მაგრამ ასეთი შეღავათიანი პროცენტით მოპასუხეს მხოლოდ…
საქმე №ას-1838-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.07.2022
…საფუძვლები და მისი ფაქტობრივი დასაბუთებულობა ამის შემდეგ შეემოწმებინა. იგულისხმება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 979-ე მუხლის მეორე ნაწილითა და 981-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული სამართლებრივი წანამძღვრები. საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ პრეიუდიციული ძალის მქონე არ არის…
საქმე №ას-975-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.06.2022
…სარჩელის აღძვრამდე დროის შუალედში ზიანის ანაზღაურების საკითხი უნდა გადაწყდეს კონდიქციური სამართლის ფარგლებში, ვინაიდან დროის მითითებულ შუალედში თანხების ფლობას ი.ს–ის მხრიდან ვარგისი სამართლებივი საფუძველი არ გააჩნდა. 45.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 981-ე მუხლის თანახმად, თუ მიმღებმა მიღებისას იცოდა, ან უხეში გაუფრთხილებლობის გამო მისთვის უცნობი იყო სამართლებრივი საფუძვლის ხარვეზის…
საქმე №ბს-531(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.02.2022
…გამდიდრებულის პასუხისმგებლობის ფარგლებს განსაზღვრავს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 979-ე მუხლი, რომლის თანახმად, კეთილსინდისიერმა მიმღებმა უფლებამოსილ პირს უნდა დაუბრუნოს მხოლოდ უსაფუძვლოდ მიღებული. ამისგან განსხვავებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 981-ე მუხლი ეხება არაკეთილსინდისიერ მიმღებს და აკისრებს მას უფლებამოსილი პირისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას. პალატის…
საქმე №ას-1377-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.01.2022
საქმე №ას-633-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.11.2021
საქმე №ას-734-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.11.2020
საქმე №ას-1741-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.07.2020
საქმე №ას-10-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.06.2020
საქმე №ას-1527-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.06.2020
საქმე №ას-591-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.05.2020
საქმე №ას-1070-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.03.2020