გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/8600-15
33021-015797855
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
28.12.2018 წ. ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - თამარ ბურჯანაძე
სხდომის მდივანი - ქეთევან ჭელიძე
მოსარჩელეები: 1. გი---------------–---–ი
წარმომადგენლები: კო------------ე, გი--------------–--ე
2. ლე----–---–--ე
წარმომადგენ: იმ----------–--ე
3.ლა–--------–--ე
წარმომადგენლები - კო------------ე, და----------–---–ი
4. ალ------------–--------------ე
წარმომადგენელი - იმ----------–--ე
5. შპს ,,სა-----ო“
წარმომადგენლები - იმ----------–--ე, კო------------ე,გი--------------–--ე
მოპასუხეები: 1) სს სა---------------------ა ,,ალ----ი“
წარმომადგენლები - ნი-------------ა, თე--------–---ი
2) სს სა---------------------ა „იმ-------–“
წარმომადგენლები-ნი-------------ა, ირ---–-----–------ა,გი--------------–--ლ
3) სს სა-----–----------------–-ა „ევ---ი“
წარმომადგენლები - ნი-------------ა, და--------------–---–ი
დავის საგანი - თანხის დაკისრება
მოსარჩელეები (შეგებებულ სარჩელში) - 1. სს სა---------------------ა ,,ალ----ი“
2. სს სა---------------------ა „იმ-------–“
3. სს სა-----–----------------–-ა „ევ---ი“
წარმომადგენელი - ნი-------------ა
მოპასუხე (შეგებებულ სარჩელში) - ლა–--------–--ე
წარმომადგენლები - კო------------ე, და----------–---–ი
დავის საგანი (შეგებებულ სარჩელში) - თანხის დაკისრება
მოსარჩელე (შეგებებულ სარჩელში) - სს სა---------------------ა „იმ-------–“
წარმომადგენელი - ნი-------------ა
მოპასუხე (შეგებებულ სარჩელში) - ალ------------–--------------ე
წარმომადგენელი - იმ----------–--ე
დავის საგანი (შეგებებულ სარჩელში) - ზიანის ანაზღაურება
მოსარჩელე (შეგებებულ სარჩელში) - სს სა---------------------ა ,,ალ----ი“
წარმომადგენელი - ნი-------------ა
მოპასუხე (შეგებებულ სარჩელში) - ალ------------–--------------ე
წარმომადგენელი - იმ----------–--ე
დავის საგანი (შეგებებულ სარჩელში) - ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. გი---------------–---–ის, ლე----–---–--ის, ლა–--------–--ის, ალ------------–--------------ის და შპს ,,სა-----ო“-ს სასარჩელო მოთხოვნა
1.1. სს სა---------------------ა ,,ალ----ი“-ს, სს სა---------------------ა „იმ-------–“-ისა და სს სა-----–----------------–-ა „ევ---ი“-ს გი---------------–---–ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 6 783 620 აშშ დოლარისა და მიუღებელი შემოსავლის სახით 2012 წლის 24 აპრილიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე 6 783 620 აშშ დოლარის წლიური 1-%-ის გადახდა.
1.2. სს სა---------------------ა ,,ალ----ი“-ს, სს სა---------------------ა „იმ-------–“-ისა და სს სა-----–----------------–-ა „ევ---ი“-ს ლე----–---–--ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 6 783 620 აშშ დოლარისა და მიუღებელი შემოსავლის სახით 2012 წლის 24 აპრილიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე 6 783 620 აშშ დოლარის წლიური 1-%-ის გადახდა.
1.3. სს სა---------------------ა ,,ალ----ი“-ს, სს სა---------------------ა „იმ-------–“-ისა და სს სა-----–----------------–-ა „ევ---ი“-ს ლა–--------–--ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 981 826,56 აშშ დოლარისა და მიუღებელი შემოსავლის სახით 2012 წლის 24 აპრილიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე 981 826 აშშ დოლარის წლიური 1-%-ის გადახდა.
1.4. სს სა---------------------ა ,,ალ----ი“-ს, სს სა---------------------ა „იმ-------–“-ისა და სს სა-----–----------------–-ა „ევ---ი“-ს ალ------------–--------------ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 1 215 875 აშშ დოლარისა და მიუღებელი შემოსავლის სახით 2012 წლის 24 აპრილიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე 1 215 875 აშშ დოლარის წლიური 1-%-ის გადახდა.
1.5. სს სა---------------------ა ,,ალ----ი“-ს, სს სა---------------------ა „იმ-------–“-ისა და სს სა-----–----------------–-ა „ევ---ი“-ს შპს ,,სა-----ო“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 1 375 475 აშშ დოლარისა და მიუღებელი შემოსავლის სახით 2012 წლის 24 აპრილიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე 1 375 475 აშშ დოლარის წლიური 1-%-ის გადახდა.
მოსარჩელეებმა სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:
მოსარჩელეები 2012 წლის მაისამდე, წარმოადგენდნენ სს ,,სა---------------------ა იმ-------– ინ--------–---ლი“-ს აქციონერებს შესაბამისი წილობრივი მონაწილეობით.
აღნიშნული სადაზღევო კომპანია დაფუძნდა 1--- წელს და მისი საიდენტიფიკაციო კოდი იყო 2--------. კომპანია, თავისი განვითარების მოცემულ ეტაპზე იყო სადაზღვევო ბაზრის ერთ-ერთი ლიდერი, იგი ახორციელებდა საქმიანობას დაზღვევის ყველა სახეობაში, ფლობდა შესაბამის ლიცენზიებს, დაზღვეული იყო 2------მდე ფიზიკური პირი და 4----მდე იურიდიული პირი, გააჩნდა 1- ფილიალი მთელი საქართველოს მასშტაბით, მის საკუთრებაში შედიოდა უძრავი ქონება და მასში განთავსებული ინვენტარი, კომპიუტერული ტექნიკა, სხვადასხვა დასახელების ავტომობილები და სხვა. კომპანიას გააჩნდა შვილობილი კომპანიები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში, რომლებიც იყვნენ: შპს ,,უნ-----ი სამცხე“ (ს/ნ4--------), შპს ,,უნ-----ი აჭარა“ (ს.ნ 4--------), შპს ,,უნ-----ი კ------“ (ს.ნ 4--------), შპს ,,იმ------–-------ი“ (ს.ნ 2--------), შპს ,,გრ-----ი“ (ს/ნ 2--------), შპს ,,ალ----ი“ (ს/ნ 2--------);
ყველა მოცემული შვილობილი კომპანია ფლობდა უძრავ-მოძრავ ქონებას, გააჩნდათ შესატყვისი ბიზნეს საქმიანობა და განვითარების პერსპექტივა. მათ შორის, მოსარჩელეების მიერ მითითებული ე.წ. ,,უნ-----ი“-ს კომპანიები შექმნილი იყო იმ მიზნით, რომ განეხორციელებია სახელმწიფო პროგრამა, ჰოსპიტალური სექტორის განვითარების შესახებ. აღნიშნული გულისხმობდა რეგიონებში თანამედროვე საავადმყოფოების მშენებლობას და შემდგომი სამედიცინო მომსახურების გაწევას მოსახლეობისათვის. ,,უნ-----ის“ სახელწოდებით შექმნილი შვილობილი კომპანიების განვითარების მიზნით, 201- წელს რეგიონებში საკუთარი სახსრების მეშვეობით შეძენილი იქნა მიწის ნაკვეთები და როგორც საკუთარი, ასევე მოზიდული საკრედიტო ფინანსური რესურსების დაწყებული იქნა 20-დან 112-მდე საწოლიანი საავადმყოფოების მშენებლობა.
ზემოაღნიშნულ რეგიონებში აშენებული საავადმყოფოები მოეწყო და აღიჭურვა იმ დროისათვის ბოლო მოდიფიკაციის მქონე თანამედროვე სამედიცინო აპარატურითა და მოწყობილობებით, ავეჯით, ინვენტარით, გათბობა-გაგრილების, წყლისა და კანალიზაციის სისტემებით და სხვა, რისთვისაც ანალოგად აღებული იქნა უცხოეთის ქვეყნების მსგავსი სტაციონალური დაწესებულებები და მათი გამოცდილება. ხოლო მშენებლობის და რემონტის მნიშვნელოვან მოცულობას ასრულებდნენ უცხოეთიდან მოწვეული კომპანიები და ხელოსანთა ბრიგადები.
2012 წლის აპრილის თვისთვის აშენებული იყო და ფუნქციონირებდა ექვსი საავადმყოფო, ხოლო ბ--------, ქ------–-----, თ--–----- და ხ---–--- საავადმყოფოების კონსტრუქციული ნაწილის მშენებლობა დასრულებული იყო და მიმდინარეობდა შიდა სამუშაოები.
პროექტის მიხედვით აშენებული და მშენებარე სამედიცინო დაწესებულებების მშენებლობის მაღალ ხარისხთან და სტანდარტებთან დაკავშირებით არაერთხელ იქნა აღნიშნული როგორც სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენელთა, ასევე საერთაშორისო ექსპერტების მიერ.
სა---------------------ის სხვა შვილობილი საწარმოები აგრეთვე ფუნქციონირებდნენ თავიანთი დანიშნულების მიხედვით, მათ გააჩნდათ შესაბამისი მომგებიანი სამეწარმეო საქმიანობა, საიდანაც დივიდენდებს იღებდა სა---------------------ა.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემების მიხედვით, კომპანიის სადაზღვევო საქმიანობა სხვადასხვა წლებში გამოიყურებოდა შემდეგნაირად: 2007 წელს მოზიდული პრემია 13 929 158 ლარი; 2008 წელს 46 466 474 ლარი; 2009 წელს 61 718 681 ლარი; 201- წელს 79 693 890 ლარი; 2011 წელს 51 987 003 ლარი; 2012 წლის 09 თვის მონაცემების მიხედვით 52 850 280 ლარი. შესაბამისად სა---------------------ა ამ წლებში მუდმივად იკავებდა სადაზღვევო ბაზარზე მოთამაშეთა პირველ სამეულში ადგილს.
სა---------------------ა ,,იმ-------– ინ--------–---ლ“-ის ქონებრივი აქტივების ღირებულების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოცემულია დანართის სახით წარმოდგენილ საშემფასებლო კომპანიის დასკვნებში და ასახულია აუდიტორული კომპანიის დასკვნებში.
სა---------------------ის ასეთი მზა----ი და წარმატებული განვითარების პირობებში, მოსარჩელეების, როგორც აქციონერების მიმართ მიზანმიმართულად განხორციელდა ძალადობრივი და იძულებითი ხასიათის მოქმედებები, რომელიც გამოხატა მოსარჩელეთა კუთვნილი აქციების დათმობის მოთხოვნაში სადაზღვევო ბაზარზე არსებული კონკურენტი კომპანია ,,ალ----ი ბ------“ სასარგებლოდ, შემოთავაზებულ არაადეკვატურ დაბალ ფასად. ხოლო წინააღმდეგობის გამოხატვის შემთხვევაში მოსარჩელეების მიმართ გატა----ებოდა სხვადასხვა იძულებითი ხასიათის მოქმედებები. ასევე სხვა ისეთი მექანიზმების გამოყენება, რაც იძულებულს გახდიდნენ აქციები დაეთმოთ კიდევ უფრო დაბალ ფასად.
აქციათა გასხვისების შესახებ ხელშეკრულების გაფორმებას წინ უძღოდა შემდეგი ხასიათის ფაქტობრივი გარემოებები:
სა---------------------ის შვილობილი საწარმოები, რომლებიც ,,უნ-----ის“ სახელწოდებით მშენებლობას ახორციელებდა ზემოთდასახელებულ რეგიონებში, სარგებლობდა სს ,,ს----------–---------“-ს საკრედიტო რესურსებით.
სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, მშენებლობის ფინანსირების მიზნით 201- წლის 06 სექტემბერს, სს ,,ს----------–------------“ გაფორმებული იყო საკრედიტო ხაზით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება N0--------------------------, 15 000 000 აშშ დოლარის ოდენობით. ამ მიზნით კომპანიის მიერ მშენებლობისათვის დათქმულ და ურთიერთშეთანხმებულ ვადებში ბანკის მხრიდან გამოყოფილი და შესაბამისად ,,უნ-----ის“ მიერ ათვისებული იქნა სესხის ნაწილი 1- 000 000 აშშ დოლარი. კერძოდ, შპს ,,უნ-----ი აჭარა“-სთან 201- წლის 06 სექტემბრის საკრედიტო ხაზით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება #0-------------------------- შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება #7----- გაფორმდა 201- წლის 07 სექტემბერს; შპს “უნ-----ი კ------”-სთან 201- წლის 06 სექტემბრის საკრედიტო ხაზით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება #0-------------------------- შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება #7----- გაფორმდა 201- წლის 09 სექტემბერს; შპს “უნ-----ი სამცხე”-სთან 201- წლის 06 სექტემბრის საკრედიტო ხაზით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება #0-------------------------- შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება #7----- გაფორმდა 201- წლის 07 სექტემბერს; იმავდროულად კომპანიამ პროექტის პირველ ეტაპზე გასწია საკუთარი ფინანსური ხარჯი დაახლოებით 2 5-- 000 აშშ დოლარის ოდენობით.
ვინაიდან, სახელმწიფო პროექტის ბოლომდე განხორციელება საჭიროებდა დამატებით ფინანსებს, 2011 წელს სა---------------------ასა და ბანკს შორის მიღწეული იქნა შეთანხმება საკრედიტო დაფინანსების 35 000 000 (ოცდათხუთმეტი მილიონი) აშშ დოლარამდე გაზრდის შესახებ, კერძოდ 2011 წლის 09 სექტემბერს შევიდა შესაბამისი ცვლილება საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულებაში 0--------------------------.
2011 წლის სექტემბერში ზემოხსენებული ცვლილების გაფორმების და საკრედიტო ხაზის მოცულობის 35 000 000 მილიონ აშშ დოლარამდე გაზრდის შემდგომ, “უნ-----ები’’-ს საკრედიტო ხელშეკრულების მომზადების პროცესში, ბანკის მიერ მოულოდნელად წამოყენებული იქნა პირობა კომპანიის მიერ საკომისიოს სახით 900 000 აშშ დოლარის გადახდის შესახებ. იმისათვის, რათა ბანკს არ შეექმნა დაბრკოლებები შემდგომი საკრედიტო სახსრების ათვისებისთვის და “უნ-----ები’’-ს ახალი საკრედიტო ხელშეკრულების გაფორმებისათვის (რომლის გარეშე საფრთხე შეექმნებოდა კომპანიას სახელმწიფოს წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულებაზე), კომპანია იძულებული გახდა დათანხმებოდა აღნიშნული “საკომისიოს“ ბანკისათვის გადახდას.
2011 წლის 09 სექტემბერს განხორციელებული ცვლილების შემდგომ, გაზრდილი საკრედიტო რესურსის უზრუნველსაყოფად, ბანკის მოთხოვნით დამატებით გაძლიერდა უზრუნველყოფები. კერძოდ, 2011 წლის 12 სექტემბერს გირავნობის უფლებით დამატებით დაიტვირთა კომპანიის შვილობილი კომპანიების შპს „უნ-----ი აჭარა“, შპს „უნ-----ი კ------“ და შპს „უნ-----ი სამცხე“-ში პარტნიორის (კომპანია) 1-0% წილები, რომელთა ქონებას წარმოადგენდა ყველა მშენებარე და აშენებული სამედიცინო ობიექტები. აგრეთვე ბანკმა დამატებით გირავნობით დატვირთა “იმ-------– ინ--------–---ლი”-ს არსებული და სამომავლო ყველა მოძრავი ქონება და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, გირავნობით დატვირთა შპს „მ----“–ს (სა---------------------ის აქციათა 51% მფლობელის) პარტნიორთა გი---------------–---–ისა და ლე----–---–--ის ჯამში 1-0% ოდენობის წილები და გაფორმდა ხელშეკრულებები თითოეულთან 35 მლნ აშშ დოლარზე სოლიდარული თავდებობების შესახებ. დამატებით, განსაკუთრებულ პირობად წამოუყენეს კომპანიას, შპს “მ----”-ს პარტნიორების მიერ 2011 წლის 15 ოქტომბრამდე ბანკის სასარგებლოდ შპს “მ----”-ს საკუთრებაში არსებული კომპანიის 51% აქციის დაგირავების მოთხოვნა, წინაამღდეგ შემთხვევაში 1-0 000 აშშ დოლარის ჯარიმის დაკისრების და სესხის სრული მოცულობის უკან გამოთხოვის უფლებით. აგრეთვე, მსესხებლები იძულებულები იყვნენ აეღოთ ვალდებულება 2011 წლის 15 ოქტომბრამდე ბანკთან გაფორმებული ყველა ხელშეკრულების ბანკისვე მოთხოვნის შესაბამისად დაკორექტირების შესახებ, წინაამღდეგ შემთხვევაში ბანკს ენიჭებოდა სესხის უკან გამოთხოვის უფლება. ამ მძიმე მოთხოვნების ფონზე, 2011 წლის 30 სექტემბერს შპს “მ----” იძულებული გახდა დაეგირავებინა, მისი კუთვნილი - 918 000 ცალი აქცია, რაც კომპანიის აქციათა 51%-ს წარმოადგენდა.
2011 წლის 12 სექტემბერს განხორციელებული უზრუნველყოფების გაძლიერების შემდგომ, “ს----------–----------”, ნაცვლად იმისა, რომ გაეგრძელებია დაფინანსება 2011 წლის 09 სექტემბერს საკრედიტო ხაზით მომსახურების შესახებ ხელშეკრულებაში შეტანილი ცვლილების შესაბამისად და გამოეყო “უნ-----ებზე” მოთხოვნილი თანხები, მოულოდნელად უარი განაცხადა საკრედიტო სახსრების მთლიანი მოცულობით გამოყოფაზე, დათანხმდა მხოლოდ 5 000 000 აშშ დოლარის გამოყოფას “უნ-----ებზე”, ამასთანავე ძალაში დატოვა 900 000 აშშ დოლარის საკომისიოს გადახდის პირობა. საავადმყოფოების მშენებლობების შეჩერების თავიდან აცილების მიზნით, ბანკის მიერ მძიმე მდგომარეობაში ჩავა----ნილმა კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება აეღო 5 000 000 დოლარი დამატებითი სესხი. შესაბამისად, შპს “უნ-----ი აჭარა”-სთან 2011 წლის 15 სექტემბერს გაფორმდა 201- წლის 06 სექტემბრის საკრედიტო ხაზით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება #0-------------------------- შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება #9----- (ბანკის მიმართ გადახდილი იყო ე.წ. “რესტრუქტურიზაციის საკომისიო” 598 065 აშშ დოლარის ოდენობით) და იმავე დღეს გაფორმდა 201- წლის 06 სექტემბრის საკრედიტო ხაზით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება # 0-------------------------- შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება #9-----; შპს “კ------”-სთან 2011 წლის 15 სექტემბერს გაფორმდა 201- წლის 06 სექტემბრის საკრედიტო ხაზით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება # 0-------------------------- შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება # 9----- (ბანკის მიმართ გადახდილი იყო ე.წ. “რესტრუქტურიზაციის საკომისიო” 259 839 აშშ დოლარის ოდენობით) და იმავე დღეს გაფორმდა 201- წლის 06 სექტემბრის საკრედიტო ხაზით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება #0-------------------------- შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება #9-----; შპს "უნ-----ი სამცხე”-სთან 2011 წლის 15 სექტემბერს გაფორმდა 201- წლის 06 სექტემბრის საკრედიტო ხაზით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება N0-------------------------- შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება #9----- (ბანკის მიმართ გადახდილი იყო ე.წ. “რესტრუქტურიზაციის საკომისიო” 42 097 აშშ დოლარის ოდენობით) და იმავე დღეს გაფორმდა 201- წლის 06 სექტემბრის საკრედიტო ხაზით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება # 0-------------------------- შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება # 9-----;
იმავე პერიოდში ბანკმა შესთავაზა „იმ-------– ინ--------–---ლი“-ს აქციონერებს, მათი კუთვნილი აქციების მიყიდვა ამავე ბანკის შვილობილი სა---------------------ა „ალ----ი ბ-----“-ს სასარგებლოდ.
იმ დროისათვის ს----------–--------- წარმოადგენდა „ალ----ი ბ------“ 1-0% აქციების მესაკუთრე აქციონერს, ანუ მოსარჩელეების სა---------------------ის პირდაპირი და ისტორიული კონკურენტის მფლობელ პირს. მოსარჩელეებისათვის, როგორც ს/ს „იმ-------– ინ--------–---ლი“-ს აქციონერებისათვის შეთავაზებული იქნა აქციონერ კომპანიებში წილების ან პირდაპირ სა---------------------ის აქციების შეძენა და საკუთრებაში გადაცემა. მოსარჩელეთა მხრიდან ბანკისათვის უარის გაცხადების შემდგომ, ბანკმა ყოველგვარი განმარტებისა და მიზეზების დასახელების გარეშე უარი განაცხადა საკრედიტო დაფინანსების გაგრძელებაზე.
ამის გამო მოსარჩელეები გამოთქვამდნენ პროტესტს და ითხოვდნენ შეხვედრების ბანკის უმაღლეს ხელმძღვანელობასთან. ბანკში ამგვარი ფორმატით გამართულ შეხვედრებს, ბანკის ხელმძღვანელი პირების გა----ა, ესწრებოდა სა---------------------ა ,,ალ----ი ბ-----“-ს ხელმძღვანელი პირი. მოლაპარაკებების პროცესში, მოსარჩელეთა მხრიდან სა---------------------ის გასხვისებაზე არაერთხელ გამოხატული უარის გამო ბანკმა უარი განაცხადა საკრედიტო დაფინანსებაზე. ამის გამო მოსარჩელეების კუთვნილი სა---------------------ა აღმოჩნდა საფრთხის წინაშე, ვინაიდან დაფინანსების გარეშე იგი დროულად ვეღარ შეასრულებდა ნაკისრ ვალდებულებებს სახელმწიფო პროექტის ფარგლებში საავადმყოფოების მშენებლობებთან დაკავშირებით.
მოსარჩელე მხარე არ წყვეტდა ბანკთან მოლაპარაკებებს, რათა გამოენახა შესაძლებლობები სახელმწიფო წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით. ბანკს შესთავაზეს გაეცა დამატებით 15 000 000 აშშ დოლარის ოდენობის კრედიტი ერთი წლის ვადით (დაუსრულებელი მშენებლობის დასასრულებლად), რაზედაც ბანკმა წამოაყენა ფინანსურად მიუღებელი და კაბალური პირობა, რომლის თანახმად კომპანიას ამგავრი სესხის აღებისათვის უნდა გადაეხადა ბანკისათვის საკომისიოს სახით 6 000 000 აშშ დოლარი.
მოცემული ვითარებიდან გამოსავლის მოძებნისა და თვითგადარჩენის მიზნით აქციონერებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ შეეწყვიტათ სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული საქმიანობა და შესთავაზეს ბანკს სრულად გადაეცა მხოლოდ სახელმწიფო სოციალური პროგრამით გათვალისწინებული სამედიცინო ობიექტები. ანუ სა---------------------ის მიერ აშენებული და მშენებარე საავადმყოფოები, კომპანიას დაეთმო ბანკის შვილობილი სა---------------------ა ,,ა---–--- ბ-----“-სთვის. აღნიშნული იმავდროულად მოიცავდა სოციალური სამედიცინო დაზღვევის პორტფელს, ანუ ბიზნეს საქმიანობის სრულად გადაცემას, რომლის საფუძველზე სა---------------------ა ,,იმ-------– ინ--------–---ლი“ გამოვიდოდა სახელმწიფო სოციალური სამედიცინო დაზღვევის პროგრამიდან.
ბანკმა ამ შეთავაზებაზეც უარი განაცხადა და კვლავ მოითხოვა სა---------------------ა ,,იმ-------– ინ--------–---ლის“ გადაცემა მისი კუთვნილი სა---------------------ა ,,ალ----ი ბ------“ სასარგებლოდ.
ამგვარი ძალმომრეობის პირობებში მოსარჩელეები იძულებული გახდნენ ინფორმაცია მიეწოდებიათ შესაბამის სახელმწიფო მარეგულირებელი ორგანოების, საქართველოს ეროვნული ბანკის და ჯანდაცვის სამინისტროსათვის. რომლებსაც აცნობეს, რომ ს----------–--------- არამართებულად უარს აცხადებდა საკრედიტო დაფინანსებაზე, რაც რისკის ქვეშ აყენებდა სახელმწიფო პროექტის ვადებში შესრულებას და აიძულებდა სა---------------------ის გასხვისებას. სამწუხაროდ ამ მიმართვებს და შეხვედრებს არანაირი შედეგი არ მოჰყოლია, მათ შორის ობიექტების ჩაბარების ვადების გაგრძელების თვალსაზრისით.
შექმნილი ვითარების შესაბამისად, მოსარჩელე მხარემ დაიწყო სხვა დაფინანსების წყაროების მოძიება, რომლის ფარგლებში ხელშეკრულება გააფორმა გერმანულ კომპანიასთან. ამ უკანასკნელმა ხელშეკრულებით ივალდებულა 2012 წლის 16 ივლისამდე მოეძიებინა ალტერნატიული დაფინანსების წყაროები და დაიწყო აქტიური მუშაობა ამ მიმართულებით, როგორც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, აგრეთვე უცხოური კერძო საინვესტიციო ფონდებთან.
სა---------------------ა იმავდროულად თავისი კუთვნილი სახსრებით აგრძელებდა სახელმწიფო პროექტის დაფინანსებას სამედიცინო ობიექტების მშენებლობის მიმართულებით. მოსარჩელეთა მიერ ინვესტირებული თანხების მოცულობამ ჯამში დაახლოებით 8 600 000 (რვა მილიონ ექვსასი ათასი) აშშ დოლარი შეადგინა და 2011 წლის ბოლოდან 2012 წლის თებერვლის ჩათვლით, დაფინანსების უკიდურესი დეფიციტის მიუხედავად, შეძლო ექვსი საავადმყოფოს ბოლომდე აშენება, ხოლო დანარჩენი 4 საავადმყოფოს ნაგებობის კონსტრუქციული სახით დასრულება და შიდა სამუშაოების დაწყება.
2012 წლის დასაწყისიდან „ს----------–----------“ ისევ განაახლა მოთხოვნები მოსარჩელეთა მიმართ სა---------------------ის გასხვისების შესახებ, „ალ----ი ბ------“ სასარგებლოდ. ბანკის ხელმძღვანელობა ღია მუქარითა და აგრესიით ითხოვდა კომპანიის აქციების დათმობას, წინააღმდეგ შემთხვევაში გაატარებდა სანქციებს (რაც გამოიხატებოდა არა მარტო იმაში, რომ 35 000 000 აშშ დოლარის ოდენობის გენერალური ხელშეკრულებიდან გამომდინარე არ მისცემდა მოთხოვნილი თანხის გამოყენების საშუალებას, რაც გამოიწვევდა სახელმწიფოს წინაშე აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობას, და კომპანიის დაჯარიმებას სახელმწიფოს მხრიდან. აღნიშნული კომპანიისთვის მძიმე ფინანსური შედეგების მომტანი იქნებოდა, შესაძლოა დამდგარი საკითხი ბანკის მხრიდან სესხის გამოთხოვის შესახებ და სხვა, აგრეთვე სახელმწიფო ძალოვანი უწყებების ჩარევის საფუძველზე იძულებულს გახდიდა აქციონერებს ნებაყოფლობით დაეთმოთ აქციები ბანკის მიერ დასახელებული სა---------------------ა „ალ----ი ბ------“ მიმართ. მოსარჩელეთა სა---------------------ს 1-0% წილების გასხვისების საფასურად ბანკის მიერ 2012 წლის დასაწყისიდან შემოთავაზებული იყო 5 000 000 აშშ დოლარი. ამ შეთავაზებას კვლავ თან ახლდა მუქარა, რომ თუ მოსარჩელეები ამ წინადადებაზე არ დათანხმდებოდნენ უკვე ორ დღეში მათი შეთავაზების ოდენობა დაიწევდა 2 000 000 (ორი მილიონი) აშშ დოლარამდე, ხოლო კვლავ უარის შემთხვევაში შემოთავაზებული ფასი კიდევ უფრო დაიკლებდა.
მოსარჩელეებს იმავდროულად იბარებდნენ საქართველოს ეროვნულ ბანკში და ჯანდაცვის სამინისტროში, სადაც განიხილებოდა მათი წილების გაყიდვის საკითხი „ალ----ი ბ------“ სასარგებლოდ. ეროვნულ ბანკში შეხვედრას ესწრებოდა ბანკის ხელმძღვანელი პირი და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი. მათი მხრიდან პირდაპირი ფორმით დაყენებული იყო მოთხოვნა უმოკლეს დროში აქციების გასხვისების შესახებ „ალ----ი ბ------“ მიმართ, შემოთავაზებულ ფასად. ამდენად, ბანკის მხრიდან გამოხატული იქნა ყველა სახის იძულებითი მოქმედებები, რათა მოსარჩელეები დათანხმებულიყვნენ აქციათა გასხვისების წინადადებას შემოთავაზებულ ფასად. სხვა გზას და საშუალებას ბანკი არ უტოვებდათ, ვინაიდან უარი ჰქონდა გაცხადებული დამტკიცებული საკრედიტო ხაზის 35 000 000 აშშ დოლარის ფარგლებში შემდგომი ტრანშების გადმოცემაზე. ამავე პერიოდში კომპანიის შემოსავლები და ფულადი სახსრების ბრუნვა სადაზღვევო საქმიანობაში რამდენიმე მილიონ ლარს შეადგენდა ყოველთვიურად. კრედიტის უზრუნველყოფაში იმყოფებოდა მოსარჩელეების სა---------------------ისა და მასთან დაკავშირებული პირების ქონებები და წილები, სოლიდარული თავდებობები და სხვა.
ასეთი ქმედებით აშკარად გამოჩნდა, რომ ბანკი შეგნებულად წინასწარ უქმნიდა მოსარჩელეებს წინაპირობებს, რათა არ მიეცა საკრედიტო დაფინანსება სახელმწიფო პროგრამის განხორციელების პროცესში და არ გაეგრძელებია საავადმყოფოების მშენებლობა. ამასთან იგი ცდილობდა ზეგავლენა მოეხდინა მოსარჩელეებზე იმ ფორმითაც, რომ დაიწყებდნენ კრედიტის უზრუნველსაყოფად ჩადებული მთელი ქონებების მიმართ იძულებითი ხასიათის ღონისძიებების გატარებას, ზემოთდასახელებული მიზეზების საფუძველზე.
ყოველივე ზემოაღნიშნული შედეგად, სა---------------------ის 51% წილის მესაკუთრე აქციონერის შპს ,,მ----“-ს 1-0% პარტნიორ ორ ფიზიკურ პირთან (გი---------------–---–ი და ლე----–---–--ე) მათი სურვილი საწინააღმდეგოდ გაფრომდა ჯერ წერილობითი შეთანხმება ,,ალ----ი ბ------“ მიმართ სავალდებულო ფორმით შპს ,,მ----ს“ 1-0% წილის 2 000 000 აშშ დოლარად მიყიდვის შესახებ, გამაოგნებელი პირობით - არ მიყიდვის შემთხვევაში ფინანსური სანქციის, ანუ პირგასამტეხლოს სახით 1 000 000 აშშ დოლარის ოდენობით დაკისრებით. რამდენიმე დღის შემდგომ კი მოხდა შპს ,,მ----“-ში პარტნიორთა 1-0% წილების ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმება ,,ალ----ი ბ-----“-ს სასარგებლოდ. აღსანიშნავია, რომ ყველა დოკუმენტი გაფორმდა ს----------–---------ს სათაო ოფისში - თბილისი, გ----------------, სადაც მოწვეული იქნა ნოტარიუსი, რომელმაც შეასრულა სანოტარო მოქმედებები. ასევე, შპს ,,მ----“-ს დირექტორს მოსთხოვეს მიეცა სანოტარო მინდობილობა ცვლილებების რეგისტრაციის შესახებ ,,ალ----ი ბ------“ თანამშრომლის მიმართ.
ასეთ პირობებში, კომპანიის ორი აქციონერის, შპს ,,მ----“-ს (51%) და შპს ,,ი-------–-----–------“-ის (9,6118889%) პარტნიორებმა ხელი მოაწერეს მათ საკუთრებაში არსებულ წილთა 1-0%-ის ნასყიდობის ხელშეკრულებებს. ხოლო მესამე აქციონერის, შპს ,,სა-----ო“-ს (5.3888111%) პარტნიორებმა ხელი მოაწერეს მათ კუთვნილებაში არსებულ კომპანიის აქციათა (5.3888111%) ნასყიდობის ხელშეკრულებას უკვე ,,ალ----ი ბ-----“-ს საკუთრებაში არსებულ შპს ,,ი-------–-----–------“-ს (9,611 8889%) მიმართ.
ჯამში, აქციონერ კომპანიებში წილების და პირდაპირ აქციათა ნასყიდობის ხელშეკრულებების გაფორმების შედეგად, აქციონერებისათვის გადახდილი იყო საბაზრო და სამართლიან ღირებულებასთან შეუდარებლად, არაადეკვატური დაბალი ფასი. აღნიშნული ვლინდება მასშიც, რომ გასული წლების განმავლობაში აკუმულირებული (გაუნაწილებელი) კომპანიის წმინდა მოგება რომ განაწილებულიყო აქციონერებზე, მოსარჩელეები მიიღებდნენ თითქმის იგივე რაოდენობის თანხას, რაც გადახდილი იქნა საბოლოო ჯამში კომპანიის აქციონერებისათვის.
სადაზღვევო და სამედიცინო დაწესებულებების შეფასების სფეროში სპეციალიზირებული საექსპერტო კომპანიის ,,გ--------–-----–---------–“-ის (აშშ) მიერ გაკეთებული დასკვნის საფუძველზე დადგენილი იქნა, რომ საკუთრივ სა---------------------ის 1-0% აქციათა სამართლიანი ფასი გასხვისების მომენტისთვის წარმოადგენდა დიაპაზონს არანაკლებ 20 312 000 აშშ დოლარსა და არაუმეტეს 24 702 000 აშშ დოლარს შორის, ხოლო შვილობილი კომპანიების საკუთრებაში არსებული სამედიცინო დაწესებულებების სამართლიანი ფასი წარმოადგენდა 8 017 000 აშშ დოლარს. შესაბამისად, საშუალო ღირებულება ჯამში წარმოადგენდა 30 524 000 აშშ დოლარს.
გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, კომპანიის აქციონერებმა ნაცვლად მისაღები სამართლიანი ფასისა, რაც წარმოადგენდა შპს “მ----”-ს (კომპანიის აქციათა 51%) პარტნიორებისთვის: გი---------------–---–ისთვის (შპს მ----”-ს 50% წილი) 7 783 620,00 აშშ დოლარს და ლე----–---–--ისთვის (შპს “მ----”-ს 50% წილი) 7 783 620,00 აშშ დოლარს; შპს “ი-------–-----–------”-ს (კომპანიის აქციათა 9,6118889 %) პარტნიორებისთვის: ალ------------–--------------ისთვის (შპს “ი-------–-----–------”-ს 49,56% წილი) 1 454 057.17 აშშ დოლარს და ლა–--------–--ისთვის (შპს “ი-------–-----–------”-ს 40,02% წილი) 1 174 159,97 აშშ დოლარს; შპს “სა-----ო”-ს (კომპანიის აქციათა 5,3888111%) პარტნიორებისთვის: ა-–-------------------–-სთვის (შპს “სა-----ო”-ს 62,93% წილი) 1 035 123,42 აშშ დოლარს და ირ---–----------–-სთვის (შპს “სა-----ო”-ს 37,07% წილი) 609 757,28 აშშ დოლარს;
მიიღეს:
შპს “მ----’’-ს (51%) პარტნიორებმა: გი---------------–---–მა 1 000 000,00 აშშ დოლარი და ლე----–---–--ემ 1 000 000,00 აშშ დოლარი; შპს “ი-------–-----–------”-ს (9,6118889 %) პარტნიორებმა: ალ------------–--------------ემ 238 182,00 აშშ დოლარი და ლა–--------–--ემ 192 333,41 აშშ დოლარი; შპს “სა-----ო”-ს (5,3888111%) პარტნიორებმა: ა-–-------------------–მა 169 536,57 აშშ დოლარი და ი-----–----------–მა 99 868,43 აშშ დოლარი;
შესაბამისად, მათ წინაამღდეგ განხორციელებული ქმედებების გამო კომპანიის აქციონერებმა განიცადეს შემდეგი ოდენობის პირდაპირი ზარალი - შპს “მ----”-ს (51%) პარტნიორებმა: გი---------------–---–მა 6 783 620,00 აშშ დოლარის ოდენობით და ლე----–---–--ემ 6 783 620,00 აშშ დოლარის ოდენობით; შპს “ი-------–-----–------”-ს (9,6118889 %) პარტნიორებმა: ალ------------–--------------ემ 1 215 875,17 აშშ დოლარის ოდენობით და ლა–--------–--ემ 981 826,56 აშშ დოლარის ოდენობით; შპს “სა-----ო”-ს (5,3888111%) პარტნიორებმა: ა-–-------------------–მა 865 586,85 აშშ დოლარის ოდენობით და ი-----–----------–მა 509 888,85 აშშ დოლარის ოდენობით;
მოსარჩელეთა სა---------------------ის დაუფლებისთანავე, სახელმწიფო ორგანოებმა ოფიციალურად გაუგრძელეს ახალ მფლობელს (სა---------------------ა „ალ----ი ბ-----“) სამედიცინო დაწესებულებების სამშენებლო პროექტის ჩაბარების ვადები.
ასეთ ფონზე, მოსარჩელეთა მიმართ განხორციელებული ძალადობრივი და ფინანსური ბერკეტების ზემოქმედების შედეგად, მოსარჩელეები იძულებული იყვნენ დათანხმებოდნენ შემძენის ს/ს „ალ----ი ბ------“ მიერ შეთავაზებულ აქციათა ღირებულებას, რომლის საფუძველზე მოხდა არასამართლიან და არასაბაზრო ფასზე ხელშეკრულების გაფორმება. შედეგად აქციონერებმა მიიღეს გასხვისებული წილების არაადეკვატური ანაზღაურება შემდეგი ოდენობით:
გი---------------–---–ი - შპს “მ----”-ს (კომპანიის 51% აქციათა მფლობელი) 50% წილის მფლობელი პარტნიორი, შესაბამისად კომპანიის აქციათა 25,50% - 1 000 000,00 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ოდენობით;
ლე----–---–--ე - შპს “მ----”-ს (კომპანიის 51% აქციათა მფლობელი) 50% წილის მფლობელი პარტნიორი, შესაბამისად კომპანიის აქციათა 25,50% - 1 000 000,00 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ოდენობით;
ალ------------–--------------ე — შპს “ი-------–-----–------’’-ს (კომპანიის აქციათა 9,6118889 % მფლობელი) 49,56% წილის მფლობელი პარტნიორი — 238 182,00 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი;
ლა–--------–--ე — შპს “ი-------–-----–------’’-ს (კომპანიის აქციათა 9,6118889 % მფლობელი) 40,02% წილის მფლობელი პარტნიორი — 192 333,41 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი;
ა-–-------------------–- — შპს “სა-----ო’’-ს (კომპანიის აქციათა 5,3888111% მფლობელი) 62,93% წილის მფლობელი პარტნიორი – 169 536,57 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი;
ირ---–----------–- — შპს “სა-----ო’’-ს (კომპანიის აქციათა 5,3888111% მფლობელი) 37,07% წილის მფლობელი პარტნიორი – 99 868,43 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი;
მოცემულ სახელშეკრულებო ფასად მოსარჩელეები, როგორც აქციონერები, არც ერთ შემთხვევაში არ გაასხვისებდნენ კუთვნილ აქციებს, რომ არ ყოფილიყო „ს----------–---------ს“ მხრიდან გამოვლენილი ზემოქმედებისა და იძულების ზემოაღნიშნული ფორმები (მათ შორის სახელმწიფო უწყებების პირდაპირი ხელშეწყობით) მოსარჩელეთა კუთვნილი აქციების მისი შვილობილი კომპანია „ალ----ი ბ-----“-ს სასარგებლოდ გასხვისების შესახებ, შემოთავაზებულ ფასად.
ამ გარიგების გაფორმებით, მოსარჩელეთა სა---------------------ის აქციების 1-0%-ის სამართლიანი ღირებულებიდან გამომდინარე, ჯამში მათი კუთვნილი, კომპანიის 64,99844118 % აქციის 2 669 920,41 აშშ დოლარის ექვივალენტ ლარად შეძენის შედეგად „ალ----ი ბ-----“ გახდა გაცილებით მეტის, 19 999 248,67 აშშ დოლარის ღირებულების აქტივების მესაკუთრე (კომპანიის აქციათა 64,99844118% შესაბამისად). ამდენად, მოსარჩელეებისაგან შეძენილი წილების/აქციების რეალური საბაზრო ღირებულება 17 299 328,26 აშშ დოლარით აჭარბებდა წილის/აქციათა ნასყიდობის ხელშეკრულებებით განსაზღვრულ ფასს, რითაც მოპასუხე სუბიექტები უსაფუძვლოდ გამდიდრდნენ. მოსარჩელეების, როგორც აქციონერების სურვილი არანაირად არ იყო ასეთ სახელშეკრულებო ფასად აქციათა გასხვისება, უფრო მეტიც მოსარჩელე მხარე საერთოდ არ აპირებდა და არ სურდა მისი დათმობა და დაწყებული ბიზნეს საქმიანობის შეწყვეტა. თუმცა, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ვინაიდან ბანკს გააჩნდა ყველა იურიდიული და ძალმომრეობითი ბერკეტი, რომ განზრახ არ მიეცა სესხი და ამით მოეხდინა უზრუნველყოფილი მთელი ქონებების გატანა კომპანიიდან, ასევე ბანკის გავლენებიდან გამომდინარე აქციათა გასხვისების იძულებაში ჩართული იყო სახელმწიფო უწყებები, ამ ფაქტორებმა მიაღებინათ გადაწყვეტილება რამდენიმე თვიანი წინააღმდეგობების შემდეგ დამორჩილებულიყვნენ შემოთავაზებულ წინადადებას. მოსარჩელე მხარეს წართმეული ჰქონდა ყველა შესაძლებლობა გაეპროტესტებია შემოთავაზებული ფასი და იგი მიახლოებული მაინც გაეხადა წილთა/აქციათა საბაზრო ფასთან.
ყოველივე ამის შედეგად, აქციათა შემძენი „ალ----ი ბ----“ უსაფუძვლოდ გამდიდრდა აქციათა ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ვინაიდან შეძენილ აქციათა საბაზრო ღირებულება მნიშვნელოვნად აჭარბებდა სახელშეკრულებო ფასს
აქციათა გასხვისების შემდეგ „ალ----ი ბ-----მ“ მალევე განახორციელა მოსარჩელე კუთვნილი სა---------------------ის რეორგანიზაცია და მისი აქტივების მასთან შერწყმა. მოგვიანებით კი მოახდინა დამატებითი რეორგანიზაცია და „ალ----ი ბ----მ“ გამოჰყო აქტივები და ცალკე ხელახლა კომპანიებად დაფუძნდა სადაზღვევო სფეროების მიხედვით, როგორიცაა „ალ----ი ბ-----“, „სა-----–----------------–-ა ევ---ი” და „ი-------–“. აქედან ძველმა „ალ----ი ბ-----მ“, როგორც აქციათა ნასყიდობის ხელშეკრულებების მხარემ, მხოლოდ გადაირქვა საფირმო სახელწოდება და ეწოდა „ი-------–“, საიდენტიფიკაციო ნომერი იგივე დარჩა.
რეორგანიზაციისა და შერწყმის შედეგად გაუქმდა ს/ს სა---------------------ა „იმ-------– ინ--------–---ლის“ რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში. შესაბამისად, გაუქმდა მოსარჩელეთა მიერ გასხვისებული აქციების რეგისტრაციაც და დღეისათვის აღარ არსებობს სადავო საკუთრების ობიექტი აქციათა 1-0%-ს სახით. ამიტომ მოსარჩელეებს მოესპოთ იურიდიული შესაძლებლობა მოითხოვონ პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა და ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა შესაბამისი საფუძვლებით.
გა----ა მოცემული საფუძვლებისა, შპს „სა-----ო“-მ სასარჩელო მოთხოვნის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლად მიუთითა მოპასუხეების მიერ შპს „სა-----ო“-ს მიმართ დარღვეული უფლებები, რომელიც გამომდინარეობს შემდეგი გარემოებებიდან. მას შემდეგ, რაც მოპასუხეების წინამორბედი სა---------------------ა „ალ----ი ბ-----“, 2012 წლის მაისის თვიდან გახდა ს/ს „ი-------– ინ--------–---ლი“-ს 85% აქციათა მესაკუთრე, იმავე წლის ივლისის თვეში გადაიფორმა, როგორც „იმ-------– ინ--------–---ლი“-ს აქციონერის შპს „სა-----ო“-ს 5,3888111% აქციები, მისი საბაზრო ღირებულებასთან შეფა----ებით არასამართლიან და არასაბაზრო ფასად.
შპს „სა-----ო“ თვლის, რომ მოპასუხებმა დამატებით დაარღვიეს მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის“ 532 მუხლი, სავალდებულო სატენდერო შეთავაზებასთან დაკავშირებით. „სა-----ო“-ს აქციათა შეძენა უნდა განხორციელებულიყო სავალდებულო სატენდერო შეთავაზების გზით, რომლის მიხედვით მინორიტარი აქციონერისათვის უნდა შეთავაზებულიყო სამართლიანი საბაზრო ღირებულების მქონე ფასი. მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის 532-ე მუხლის თანახმად, „თუ აქციონერი ან შეთანხმების საფუძველზე მოქმედ აქციონერთა ჯგუფი (ამ მუხლის მიზნებისთვის – „მყიდველი“) შეიძენს აქციათა პაკეტს, რის შედეგადაც აკონტროლებს სააქციო საზოგადოების ხმათა საერთო რაოდენობის 1/2-ზე მეტს, იგი ვალდებულია, ამ ფაქტის დადგომიდან არა უგვიანეს 45 დღისა განახორციელოს „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სატენდერო შეთავაზება ყველა დარჩენილი აქციის გამოსყიდვის თაობაზე, ან იმავე ვადაში ჩამოიყვანოს მისი კონტროლის ქვეშ არსებული ხმების საერთო რაოდენობის 1/2-ზე ქვევით, იმავე კანონის ბ) პუნქტში მითითებულია: ბ) პირი აღნიშნულ აქციებს ფლობს სხვა პირის ან პირების სასარგებლოდ, მათ შორის, საერთაშორისო დეპოზიტარული ხელწერილების გაცემის მიზნით. ასეთ შემთხვევაში სავალდებულო სატენდერო შეთავაზების ვალდებულება ეკისრება პირს ან შეთანხმების საფუძველზე მოქმედ პირთა ჯგუფს, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს სააქციო საზოგადოების ხმათა საერთო რაოდენობის 1/2-ზე მეტს.
მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ამ კანონის მოთხოვნები არ იყო შესრულებული სს „ალ----ი ბ-----“-ს მიერ 2012 წლის 30 აპრილიდან, როდესაც მან შეიძინა შპს ,,მ----“ს 1-0% -იანი წილი, რომელიც თავის მხრივ ფლობდა სს საერთაშორისო სა---------------------ა იმ-------–ის აქციათა 51%-იან პაკეტს. გამომდინარე აქედან, ამ მომენტიდან მას გაუჩნდა საშუალება ეკონტროლებია სს საერთაშორისო სა---------------------ა „ი-------– ი---------–----–ის“ აქციათა 51%, ანუ 1/2-ზე მეტი. „ალ----ი ბ-----“-ს შესაბამისი სატენდერო შეთავაზება არ გაუკეთებია შ.პ.ს „სა-----ო“-ს მიმართ, რომელიც იმ დროისთვის ფლობდა სს საერთაშორისო სა---------------------ა ი-------– ი---------–----–ის აქციათა 5,3888111% -ს. 2012 წლის მაისში შ.პ.ს. „სა-----ო“ -ს დირექტორმა ა-–-------------------–მა მიმართა სს სა---------------------ა „ალ----ი ბ-----“ -ს დირექტორს ბ-ნ ნ. გ-------–--ეს წერილით, სადაც გამოხატული იყო მოწოდება კომპანია „ალ----ი ბ-----“-ს მიმართ ემოქმედათ კანონის შესაბამისად, ანუ გაეკეთებინათ სავალდებულო სატენდერო შეთავაზება კომპანია „სა-----ოსთვის“. 2012 წლის 29 მაისით დათარიღებული საპასუხო წერილში (წერილის # GE 0617) ბ-ნა ნ.გ-------–--ემ უარყო კომპანია სს „ალ----ი ბ-----“-ს ვალდებულება გაეკეთებინა ამგვარი სატენდერო შეთავაზება, რადგან მისი კომპანია, ბ-ნი ნ.გ-------–--ის აზრით, არ აკონტროლებდა სს „საერთაშორისო სა---------------------ა ი-------– ი---------–----–ის“ აქციების 51%-ს, მიუხედავად იმისა, რომ „ალ----ი ბ-----“ არაპირდაპირ აკონტროლებდა „იმ-------–-ის 51% აქციებს.
ის ფაქტი, რომ სს „ალ----ი ბ-----“ რეალურად აკონტროლებდა სს „საერთაშორისო სა---------------------ა ი-------– ი--------–----–ის“ 51% დასტურდება ზემოთმოყვანილი გარემოებით, რომ ის წარმოადგენდა შპს „მ----“-ს 1-0 % მფლობელს, რომელიც თავის მხრივ ფლობდა იმ-------–*ის 51% -ს. ზემოთხსენებული ასევე დასტურდება იმით, რომ სს „საერთაშორისო სა---------------------ა იმ-------– ინტერნეიშენელის“ ყოფილი აქციონერების სარჩელის შესაგებელში სს „ალ----ი ბ-----“ თვითონ აღიარებს ამ ფაქტს, რომ მან შეიძინა და აკონტროლებდა იმ-------–-ის 51% აქციებს. სს „ალ----ი ბ-----“-მ მის ფლობელობაში არსებული შპს „ი-------–-----–------ს“ მეშვეობით 2012 წლის 26 ივლისს შეიძინა შპს „სა-----ო“-ს მფლობელობაში არსებული სს საერთაშორისო სა---------------------ა იმ-------–-ის 5,3888111% აქციები, იმ-------–ის აქციათა 51% -ის შეძენიდან 84 დღეში, რაც იმაზე მიუთითებს, რომ აშკარად დაირღვა სავალდებულო სატენდერო შეთავაზების კანონით მითითებული 45 დღიანი ვადა. ასევე დაირღვა სავალდებულო სატენდერო შეთავაზების კანონის მოთხოვნა შეთავაზებულ ფასთან დაკავშირებით. ამ კანონის მოთხოვნის თანახმად: „შეთავაზებული გამოსასყიდი ფასი უნდა დაადგინოს აუდიტორმა ან საბროკერო კომპანიამ. შეთავაზებული გამოსასყიდი ფასი თითოეული კლასის აქციისათვის არ უნდა იყოს იმ უმაღლეს ფასზე ნაკლები, რომელიც გამოსყიდვის განმახორციელებელმა აქციონერმა ბოლო 6 თვის განმავლობაში გადაიხადა საზოგადოების ამ კლასის აქციაში“.
აგრეთვე კანონში „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ მუხლი 15. სატენდერო შეთავაზება პუნქტი 6-ში ნათქვამია, რომ: „თუ პირი ცვლის სატენდერო შეთავაზების პირობებს შეთავაზების დამთავრებამდე და ფასიანი ქაღალდების მფლობელებს სთავაზობს გაზრდილ თანხას, იგი ვალდებულია ეს თანხა გადაუხადოს ყოველ მფლობელს, რომელმაც თანხმობა განაცხადა სატენდერო შეთავაზების პირობებზე, მიუხედავად იმისა, მოხდა ეს ცვლილების გამოქვეყნებამდე თუ გამოქვეყნების შემდეგ“.
2012 წლის 26 ივლისამდე და მას შემდეგაც მოსარჩელეებს არანაირი საშუალება არ გააჩნდათ დაედგინათ, თუ რა მაქსიმალური ფასი იყო გადახდილი სს საერთაშორისო სა---------------------ა „იმ-------–“-ის აქციებში მოსარჩელეთა აქციების შეძენამდე 6 თვის განმავლობაში, რადგან მათთვის არ იყო ხელმისაწვდომი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ფასი გადაიხადა სს „ალ----ი ბ-----“-მ „E---”-ს მფლობელობაში არსებული სს საერთაშორისო სა---------------------ა ი-------–-ის 34 % აქციათა პაკეტში.
სს „საერთაშორისო სა---------------------ა ი-------– ი---------–----–ის“ ყოფილი აქციონერების სარჩელის სს „ალ----ი ბ-----“-ს შესაგებელიდან შეიტყვეს მოსარჩელეებმა, რომ მის მიერ სს ი-------– -ის აქციების შესაძენად სულ გადახდილია 9 626 000 ლარი (ანუ 5 700 000 აშშ დოლარზე მეტი). აქედან გამომდინარე შესაძლებელია ირიბად დავადგინოთ, რომ „ე------------------------–-----------------------------“ (სს „E---”) თითოეულ აქციაში გადაუხადეს დანარჩენ აქციონერებთან შედარებით არაპროპორციულად მაღალი ფასი. აქედანვე შეიძლება გაკეთდეს დასკვნა, რომ „E---’’-ს აქციათა 34%-იან პაკეტში გადახდილია თანხა, რომლის მიხედვითაც გამოდის, რომ ი-------–-ის აქციათა სრული პაკეტის (1-0%) ღირებულება შეადგენდა 8 600 000 აშშ დოლარს, იმ დროს როდესაც სს ალ----ი ბ------ს მიერ დეკლარირებული ი-------–-ის სრული ღირებულება უდრიდა 5 000 000 აშშ დოლარს. რადგან სს ალ----ი ბ------მ შპს „სა-----ო“-ს აქციების შეძენამდე 6 თვით ადრე მაქსიმალური ფასი აქციაში გადაუხადა სს „E---”-ს, სავალდებულო სატენდერო შეთავაზების კანონის თანახმად მას ეს მაქსიმალური ფასი უნდა შეეთავაზებინა დანარჩენი აქციონერებისთვისაც, მათ შორის შ.პ.ს. „სა-----ოსთვის“. სავარაუდო სხვაობა გადახდილ და კანონით დადგენილ თანხებს შორის შ.პ.ს. „სა-----ოს“ -ს შემთხვევაში შეადგენს 198 700 აშშ დოლარს.
სს „ალ----ი ბ-----“-ს, რომ ემოქმედა კანონის შესაბამისად და გაეკეთებინა სავალდებულო სატენდერო შეთავაზება, მას შპს „სა-----ო“ -ს აქციებში უნდა გადაეხადა მნიშვნელოვნად მეტი თანხა, ვიდრე გადაიხადა ამ კანონის მოთხოვნების დარღვევით, რითაც მან მიიღო არამართებული შემოსავალი და უსაფუძვლოდ გამდიდრდა.
აქედან გამომდინარე, წინამდებარე სარჩელის საფუძველზე მოსარჩელეები ითხოვენ „ალ----ი ბ------“ რეორგანიზაციის შედეგად წარმოქმნილი უფლებამონაცვლე მოპასუხე სუბიექტებისაგან, მიყენებული ზიანის ანაზღაურებას. ზიანი გამოიხატება წილთა/აქციათა გასხვისების შედეგად არასამართლიანი და არასაბაზრო ფასის გადახდის გამო სახელშეკრულებო და საბაზრო ფასებს შორის სხვაობის ანაზღაურების მოთხოვნაში. მოპასუხე მხარე უსაფუძვლოდ გამდიდრდა ნასყიდობის ხელშეკრულებით გადახდილი არასამართლიანი ფასის გადახდის გამო და ამის შედეგად წარმოიშვება სოლიდარული ვალდებულება აანაზღაურონ ამით მიყენებული ზიანი, სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული უსაფუძვლო გამდიდრების წესებიდან და ზიანის ანაზღაურების სხვა სამართლებრივი საფუძვლებიდან გამომდინარე. მოპასუხე სუბიექტების სოლიდარული ვალდებულების შესახებ მეტყველებს „ალ----ი ბ------“ აქციონერთა კრების ოქმი, რომლის 1.4 პუნქტის მიხედვით რეორგანიზაციის შედეგად ფორმირებული სამივე საწარმო სოლიდარულად აგებს პასუხს თავდაპირველი საწარმოს გაყოფამდე არსებული ვალდებულებებისათვის. „ალ----ი ბ------“ უფლებამონაცვლეობის შესახებ ასევე მითითებულია დასახელებული მოპასუხეების წესდებაშიც. (იხ. სარჩელი, ტომი I, ს.ფ. 14-25, განცხადება მოთხოვნის დაზუსტების შესახებ, ტომი IX, ს.ფ. 220-225)
1.2. მოპასუხის პოზიცია
1.2.1. სს სა---------------------ა ,,ალ----ი“-ს, სს სა---------------------ა „იმ-------–“-ის და სს სა-----–----------------–-ა „ევ---ი“-ს წარმომადგენელმა წარმოდგენილი შესაგებლითა და სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა განმარტებით სარჩელი არ ცნო.
მოპასუხეთა წარმომადგენლის განმარტებით, დაზღვევის შესახებ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, იმისათვის, რომ სა---------------------ამ შეიცვალოს მნიშვნელოვანი წილის, როგორც პირდაპირი, ისე - არაპირდაპირი მფლობელი, სავალდებულოა გარიგებაზე რეგულატორის/სადაზღვევო საქმიანობაზე ზედამხედველი ორგანოს (ასეთს კი შესაბამისი თარიღისათვის წარმოადგენდა საქართველოს ეროვნული ბანკი და მისი არასაბანკო დაწესებულებების ზედამხედველობის დეპარტამენტი) თანხმობა, ბუნებრივია, რეგულატორი საქმის კურსში იქნა ჩაყენებული მოსალოდნელი გარიგებების თაობაზე. 2012 წლის 30 აპრილს კი თავად "კომპანიის" გენერალურმა დირექტომა, ალ------------–--------------ემ მიმართა ეროვნულ ბანკს წერილობით "კომპანიის" მნიშნველოვანი წილის "ალ----ზე" გასხვისების გამო სავალდებულო წინასწარი თანხმობის მოპოვების მიზნით და ასევე, წარუდგინა "დაზღვევის შესახებ" კანონით გათვალისწინებული სავალდებულო დოკუმენტაციაც, რის საფუძველზეც ეროვნული ბანკის მიერ გაიცა კანონით გათვალისწინებული თანხმობა გარიგებათა განხორციელებაზე.
უნდა აღინშნოს ის გარემოებაც, რომ ზემოთ აღწერილი გარიგებების გაფორების პროცესს თან ახლდა საკმაოდ საქმიანი, შეთანხმებული და კოლეგიალური ურთიერთობებიც "კომპანიის" სხვადასასხვა მენეჯერულ პოზიციაზე მყოფ პირებთან, რომლებთან მიღწეული იქნა შეთანხმება, რომ ისინი, "კომპანიის" საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად ჩართულები, ყოფილიყვნენ ორი სა---------------------ის ინტეგრაციის პროცესში. აღნიშნული მიზნით "კომპანიის" მენეჯერულ პოზიციაზე მყოფ პირთან, კერძოდ: გ---------–---–---სთან (როგორც კომპანიის ყოფილ /2012 წლის 03 მაისამდე აღმასრულებელ დირექტორთან), ნ-----–-------–-----სთან (კომპანიის გაყიდვების დეპარტამენტის დირექტორთან) და და----------–---–თან (როგორც კომპანიის ფინანსურ დირექტორთან), გაფორმებული იქნა შეთანხმებები, კერძოდ: - გ---------–---–---სთან 2012 წლის 30 აპრილსა და 21 მაისს, რომელთა ძალითაც გ---------–---–--ისათვის 2012 წლის მაისი-ოქტომბრის პერიოდში გადახდილმა ჯამურმა თანხამ შეადგინა დარიცხული 575,000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი. აღნიშნული კომპენსაცია ემსახურებოდა გარიგებათა წარმატებული, ურთიერთშეთანხმებული პროცესის წარმართვის ხელშეწყობას და შემდგომ კი ორი სა---------------------ის წარმატებულ ინტეგრაციას, რათა მაქსიმალურად ოპერატიულად მომხდარიყო ახალი აქციონერისა და მენეჯმენტის ჩართვა "კომპანის" ბიზნეს პროცესებში, რათა ის ვადაგადაცილებული ვალდებულებები, რომელიც კომპანიას ჰქონდა სახელმწიფოს წინაშე, მაქსიმალურად დაჩქარებულად შესრულებულიყო, რათა თავიდან ყოფილიყო აცილებული შესაბამისი სანქციების სახელმწიფოს მხრიდან გატარება.
ნ-----–-------–-----სთან 2012 წლის 21 მაისს იმავე მიზნით გაფორმებული ანალოგიური შეთანხმების მიხედვით, 2012 წლის მაისი-აგვისტოს პერიოდში გადახდილი იქნა დარიცხული 1-0,000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი;
და----------–---–თან 2012 წლის 21 მაისს იმავე მიზნით გაფორმებული ანალოგიური შეთანხმების მიხედვით, 2012 წლის ივლისი-აგვისტოს პერიოდში გადახდილი იქნა დარიცხული 1-0,000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი.
უნდა აღინიშნოს ის გარემოებაც, რომ 2012 წლის 30 აპრილს ლე----–---–--ესა და "ალ----ს" შორის გაფორმებული იქნა მოთხოვნის დათმობის (ცესიის) ხელშეკრულება. ვინაიდან თავად ლე----–---–--ეს ქონდა მოთხოვნა შპს "მ----ს" მიმართ 1-1,5-- აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ოდენობით, მან აღნიშნული მოთხოვნა სრულად დაუთხმო "ალ----ს", აღნიშნული ცესია გახლდათ სასყიდლიანი და მისი ოდენობა შეადგენდა მოთხოვნის თვითღირებულებას ანუ 1-1,5-- აშშ დოლარის ექვივალენტ ლარს, რომელიც სრულად გადაუხადა "ალ----მა" ლე----–---–--ეს დათმობილი მოთხოვნის ანგარიშში 2012 წლის 02 მაისს. ამდენად, "კომპანია" რომელიც, როგორც მოსარჩელეები აღნიშნავენ, თითქოსდა, სხვათა აქტივების იაფად ხელში ჩაგდებას ცდილობდა, მოთხოვნის დათმობის საზღაურს იხდის მოთხვნის თვითღირებულებით და ისიც მაქსიმალურად ოპერატიულად - ლოგიკური არ არის, მაგრამ ფაქტია.
მოპასუხის მიერ აღწერილი ყველა გარემოება ნათლად ცხადყოფს, რომ "ალ----ის" მხრიდან "კომპანიის" წილთა შეძენასთან დაკავშირებული ყველა გარიგებისათვის საკმაოდ სოლიდური თანხები იქნა გადახდილი, ამასთან, იმის დასტურად, რომ "ალ----ის" მიერ გაღებული ხარჯები/გადახდილი თანხები სავსებით სამართლიან ფასს წარმოადგენდა, ამას ადასტურებს, მსოფლიოს დიდ ოთხეულში (ე.წ. Big Four) შემავალი აუდიტორული კომპანიის Ernst and Young-ის (რომელსაც საქართველოს მთავრობაც თავისი 2012 წლის 05 სექტემბრის #360 დადგენილებით საგანგებო ნდობას უცხადებს) დასკვნაც. აღნიშნული დასკვნა არ არის მომზადებული ახლა და იმ მიზნით, რომ წარმოდგენილ სარჩელში მოყვანილი უსაფუძვლო მოთხოვნებისგან თავის დაცვა მოხდეს, არამედ ეს დასკვნა შედგენილია ჯერ კიდევ 2013 წელს და იგი ეხება "ალ----ის" მიერ 2012 წლის განმავლობაში გაწეულ საქმიანობასა და მის ფინანსურ ანგარიშგებას. დოკუმენტი არის სრულიად საჯარო და იგი Ernst and Young-ის მიერ გამოცემის თარიღიდან ატვირთულია "ალ----ის" ვებ გვერდზე და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აქვს ამ დასკვნის (ისევე როგორც სხვა წლების დასკვნების) გაცნობის შესაძლებლობა. განსაკუთრებით ყურადსაღებია ის გარემოება, რომ დასკვნის ერთი თავი (მე-5 თავი - "საწარმოთა გაერთიანება") ეთმობა "ალ----ის" მიერ "კომპანიის" შეძენის საკითხს და არსებითად კი იმის დადგენას, თუ რა ღირდა შესყიდვის მომენტში "კომპანიის" აქტივები და ასევე რა ღირებულების იყო "კომპანიის" ვალდებულებები და რამდენად სამართლიან ფასად მოხდა მისი შეძენა და შესაბამისი ხარჯების გაღება "ალ----ის" მიერ. ამდენად, შეფასებულია რა "კომპანიის" აქტივებისა და ვალდებულებების სამართლიანი ღირებულება, სწორედ ამის გათვალისწინებით მიჩნეული იქნა, რომ "ალ----ის" მიერ არათუ სამართლიანი ფასია გადახდილი, არამედ სამართლიან ფასზე მეტიც, ვინაიდან ჯამური გადახდილი თანხიდან სამართლიანი ფასის ზევით/ზედმ----დ გადახდილად ანუ გუდვილად მიჩნეული იქნა 474,000 ლარი. გუდვილის განმარტებას გვაძლევს ფასს, იგივე ბასს (ფინანსური/ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტები - IFRS), რომლითაც იწარმოება ფინანსური/ბუღალტრული აღრიცხვა და ანგარიშგება "ალ----ში" და რომელიც საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით აღიარებული აღრიცხვის მეთოდია (საქართველოს საგადასახადო კოდექსის, მე-8 მული, მე-7 პუნქტი). ფასს-ს (IFRS) 51-57 მუხლები ადგენს და განმარტავს, რომ: "აქტივად აღიარებას დაქვემდებარებული გუდვილი წარმოიქმნება საწარმოთა გაერთიანების შედეგად და წარმოადგენს შეძენის თვითღირებულების ნამეტს შეძენილი იდენტიფიცირებადი აქტივებისა და ვალდებულებების რეალურ ღირებულებას შორის სხვაობაზე. საწარმოთა გაერთიანება გულისხმობს ცალკეული სამეურნეო ერთეულის ან საწარმოს ერთ ანგარიშვალდებულ სამეურნეო ერთეულად გაერთიანებას. ვინაიდან გუდვილი აქტივად აღია----ება მხოლოდ საწარმოთა გაერთიანების შედეგად, მყიდველმა საწარმომ გაერთიანებისას შეძენილი გუდვილი აქტივად უნდა აღიაროს შეძენის თარიღით. ამავე თარიღით საწარმომ თვითღირებულებით უნდა შეაფასოს გუდვილი, რომელიც არის საწარმოთა გაერთიანების ღირებულების ნამეტი თანხა მყიდველი საწარმოს წილზე. ამდენად, საწარმოთა გაერთიანების შედეგად შეძენილი გუდვილი არის საფასური, რომელიც გადახდილია მყიდველი საწარმოს მიერ ეკონომიკური სარგებლის მიღების ი-----თ სამომავლოდ ისეთი აქტივებიდან, რომლებიც არ შეიძლება ინდივიდუალურად აღია----ეს. გუდვილი არ ექვემდებარება ამორტიზაციას, ამის ნაცვლად მყიდველმა საწარმომ გუდვილი ყოველწლიურად უნდა შეამოწმოს გაუფასურებაზე."
გა----ა იმისა, რომ აბსურდულია მოსარჩელეთა მიერ სარჩელში მოყვანილი მოთხოვნები, მათ შორის, მათ მიერ სამართლიან ღირებულებად დასახელებული ოდენობები, შპს "მ----ს" - ყოფილი მეწილეები, მოსარჩელეები - გი---------------–---–ი და ლე----–---–--ე საკუთარ თავსაც ეწინააღმდეგებიან, ვინაიდან, შპს "მ----ს", მოპასუხის ხელთ არსებული ინფორმაციით, 2012 წლის - დეკემბერში თავად ჰქონდა გაფორმებული E----სთან ამ უკანასკნელის საკუთრებაში არსებული კომპანიის 34%-იანი წილის გამოსყიდვაზე შეთანხმება და აღნიშნული 34%-ნი წილის ნასყიდობის საფასურად 3,5--,000 აშშ დოლარი გახლდათ შეთანხმებული. ჩნდება კითხვა: თუ როგორც თავად მოსარჩელეები აღნიშნავენ "კომპანიის" (1-0%) სამართლიანი ღირებულება იყო 30,524,000 აშშ დოლარი და შესაბამისად, 34%-ის ღირებულება - 1-,378,160 აშშ დოლარი, როგორ მოხდა, რომ E--- მზად იყო 34% გაესხვისებინა 3,5--,000 აშშ დოლარად? იმის მტკიცებას, რომ E----ს საკმარისი ცოდნა და გამოცდილება არ ჰქონდა და აღნიშნულის ხარჯზე მოტყუვდა, ი-----ა, არცერთი მხარე შეეცდება. უფრო საინტერესო კიდევ ის გარემოებაა, რომ შპს "მ----ს" აღნიშნული გარიგების ფარგლებში ბე-ს სახით თანხაც (1-0,000 აშშ დოლარი) ჰქონდა გადახდილი, რომელიც იმის გამო, რომ მან E----ს 34 % აღარ შეიძინა, დაკარგა ანუ გამოდის, რომ შპს "მ----მ" ფაქტიურად მესამედი ღირებულებით (თუ, რათქმაუნდა, "კომპანიის" ღირებულების შესახებ მოსარჩელეთა პოზიციას გავიზიარებთ) "კომპანიის" წილის შეძენაზე (რაც უაღრესად მომგებიანი გარიგება უნდა ყოფილიყო) უარი თქვა.
შეგებელში ასევე აღნიშნულია, რომ "კომპანიას" გააჩნდა ძალიან ბევრი ვადამოსული ვალდებულება/დავალიანება (თანამშრომელთა წინაშე თვეების გაუცემელი ხელფასები და საკომისიოები, სადაზღვევო ვალდებულებები, პროვაიდერთა მიმართ დავალიანებები და რაც მთავარია, ჰოსპიტალური სექტორის განვითარების პროგრამის ფარგლებში შესაქმნელი საავადმყოფოებების დაუსრულებელი მშენებლობები და შესაბამისი ვალდებულებები). სწორედ აღნიშნულ დავალიანებათა მაქსიმალურად ოპერატიული გასტუმრებისა და ვადამოსული და ვადაგადაცილებული ვალდებულებების შესრულების მიზნით "ალ----ის" მიერ "კომპანიის" მნიშვნელოვანი წილის შეძენისთანავე, კერძოდ, 2012 წლის 13 მაისს, "კომპანიის" აქციონერის - შპს მ----ს" მეშვეობით (რომლის 1-0% უკვე "ალ----ის" საკუთრება იყო) "კომპანიის" კაპიტალი გაიზა----ა 20,000,000 ლარით.
მოპასუხეები თვლიან, რომ მოსარჩელეთა სასარჩელო მოთხოვნები არის აბსოლუტურად დაუსაბუთებელი და ყოველგვარ კანონიერ საფუძველს მოკლებული, შესაბამისად, არ ეთანხმებიან და ითხოვენ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას შემდეგ სამართლებრივ შეფასებათა გათვალისწინებით:
1. პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ როგორც შესაგებელში მოყვანილ ფაქტობრივ გარემოებათა აღწერითა და ანალიზით დასტურდება, სრულიად დაუსაბუთებელია და არავითარი მტკიცებულებით არ დასტუდება "კომპანიის" ყოფილ აქციონერთა მიმართ რაიმე სახის მუქარის, ძალადობის, იძულებისა თუ მსგავსი შინაარსის ქმედებების განხორციელების ფაქტები. ამასთან, აღნიშნული ქმედებების ჩადენის მტკიცების ტვირთი სწორედ მოსარჩელეებს ეკირებათ, რომლებიც მხოლოდ ზეპირსიტყვიერებით იფარგლებიან ისეთ მძიმე ბრალდებებთან დაკავშირებით, როგორიცაა მუქარა, ძალადობა, იძულება. აღნიშნული ქმედებები, მათი სიმძიმის გამო სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად დასჯად ქმედებებად არის მიჩნეული და განსაკუთრებულ განსჯასა და მტკიცებას არ საჭიროებს, რომ მათი ჩადენა ერთმნიშვნელოვნად უტყუარი მტკიცებულებებით უნდა დასტურდებოდეს და არა მხოლოდ ზეპირსიტყვიერებით და მოსარჩელეთა მხრიდან იმის აღნიშვნით, რომ თურმე 3 წელი მართალია არაფერი მოუმოქმედიათ, მაგრამ, ახლა აპირებენ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას, მრავალტომეული მტკიცებულებების საფუძველზე. ამდენად, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის კანონიერად მიჩნევისათვის სავალდებულო პირველი კომპონენტი, კერძოდ, ზიანის მიმყენებლი ქმედება, არ გვაქვს სახეზე. უფრო მეტიც, სახეზე არ გვაქვს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის კანონიერად მიჩნევისათვის სავალდებულო მეორე მთავარი კომპონენტიც, კერძოდ, შედეგი - ზიანის არსებობა, ვინაიდან კომპანიის წილთა შეძენა "ალ----ის" მხრიდან განხორციელდა სამართლიან ფასად, შესაბამისად, თუ შესყიდვა სამართლიანი ღირებულებით მოხდა, ბუნებრივია, ზიანის არსებობაზე მსჯელობაც. აბსურდულია.
მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, ჰიპოთეტური დაშვებით რომ გავყვეთ მოსარჩელეთა მსჯელობას და მათ მიერ მოთხრობილ ისტორიას, სახეზე უნდა გვქონდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 85-ე მუხლის შემადგენლობა, რომელიც ადგენს, რომ: "გარიგების დადების მიზნით იმ პირის იძულება (ძალადობა ან მუქარა), რომელმაც დადო გარიგება, ანიჭებს ამ პირს გარიგების ბათილობის მოთხოვნის უფლებას მაშინაც, როცა იძულება მომდინარეობს მესამე პირისაგან. " მართალია, მოსარჩელეები სსკ-ს ამ მუხლს არ ასახელებენ, თუმცა, სარჩელში (გვ.13 მე-2 აბზაცი) მის შინაარს ზერელედ, გაკვრით მაინც ეხებიან და უთითებენ, რომ "კომპანიის" "ალ----თან" შერწყმის გამო მათ მოესპოთ გარიგების ბათილად ცნობისა და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის შესაძლებლობა, რაც არასწორია, ვინაიდან სამოქალაქო კოდექსი, კერძოდ მისი 409-ე მუხლი (პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის შეუძლებლობა) გვიდგენს რომ: "თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება". ამასთან, როგორც ზემოთაც აღინიშნა, კომპანიათა შერწყმა განხორციელდა 2012 წლის ნოემბერში ანუ აღნიშნულ თარიღამდე საკმარისი პერიოდი იყო შეცილებისათვის, მაგრამ, თუნდაც ამ თარიღის შემდეგაც, ფულადი ფორმით კომპენსაციის მოთხოვნის უფლება მათ კანონის ძალით მაინც უზრუნველყოფილი ჰქონდათ. თუმცა, მოცემულ საკითხთან მიმართებაში ცენტრალური საკითხი მაინც შეცილების ვადაა, რომელიც სამოქალაქო კოდექსის თანახმად მკაცრად არის ლიმიტებული, კერძოდ, სსკ-ს 89-ე მუხლი ("შეცილების ვადა") ადგენს, რომ: "იძულებით დადებული გარიგება შეიძლება სადავო გახდეს ერთი წლის განმავლობაში იძულების დამთავრების მომენტიდან". ამდენად, თუ მოსარჩელეთა მსჯელობას გავყვებით, ამ შემთხვევაშიც, მათი მოთხოვნა კანონიერ საფუძველსაა მოკლებული, ვინაიდან იძულებით დადებული გარიგების შეცილებისათვის კანონით დადგენილი ერთწლიანი ვადა დიდი ხნის წინ მინიმუმ 2.5 წლის წინ ამოიწურა, ვინაიდან შეცილების ერთწლიანი ვადა სსკ-ს 89-ე მუხლის მიხედვით, აითვლება იძულების დასრულების თარიღიდან და ასეთად მოცემულ შემთხვევაში შესაბამისი ხელშეკრულებების გაფორმების თარიღი უნდა იქნას მიჩნეული, მათი გაფორმება კი დენადი პროცესი გახლდათ - 2012 წლის აპრილი-ივლისის პერიოდში ხორციელდებოდა. ამდენად, აღნიშნული ხანდაზმულობის ვადის გაშვება სრულად გამორიცხავს მოსარჩელეთა მოთხოვნების სასამართლოს მიერ დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
2. სწორედ იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელეთათვის ცნობილია მათი მხრიდან შეცილების ვადის გაშვების შესახებ, მათ საგანგებოდ გვერდი აუარეს სსკ-ს 85-ე მუხლს და სრულიად ხელოვნურად და უსაფუძვლოდ, სარჩელის სამართლებრივ საფუძვლად სამოქალაქო კოდექსის კანონისმიერი ვალდებულებების კარიდან (მაშინ, როდესაც მხარეთა შორის წმინდა სახელშეკრულებო ურთიერთობა იყო დამყარებული და შესაბამისად, ამ ურთიერთობიდან გამომდინარე მოთხოვნებიც სახელშეკრულებო ურთიერთობათა მარეგულირებელ ნორმებს უნდა ემყარებოდეს), კეროდ კი, უსაფუძვლო გამდიდრების თავიდან მუხლები დაასახელეს, კერძოდ, მოსარჩელეები აპელირებას ახდენენ სსკ-ს 978-ე და 979-ე მუხლებზე, მაშინ, როდესაც 978-ე მუხლი პირდაპირ ადგენს, რომ "პირს, რომელიც მეორე პირს გადასცემს რაიმეს არა ვალდებულების შესასრულებლად, არამედ იძულების ან მუქარის საფუძველზე, შეუძლია მოითხოვოს მისი უკან დაბრუნება, გა----ა იმ შემთხვევებისა, როცა მიმღებს უფლება ჰქონდა გადაცემულზე". ამდენად, ამ მუხლის სპეციფიკა და არსი იმაში მდგომარეობს, რომ მოაწესრიგოს იმგვარი მოცემულობები, როდესაც გადაცემას ადგილი ჰქონდა არა ვალდებულების ძალით, მოცემულ სადაო შემთხვევაში კი მხარეთა შორის არსებობდა სახელშეკრულებო ურთიერთობა და როგორც ზემოთაც აღინიშნა გარიგების ბათილობა არცერთ მოსარჩელეს მოუთხოვია, შესაბამისად, ამ ურთიერთობიდან გამომდინარე ნებისმიერი საკითხი განხილული უნდა იქნას სახელშეკრულებო ურთიერთობათა ჭრილში, სახელშეკრულებო ურთიერთობის მარეგულირებელი შესაბამისი ნორმების მისადაგების გზით, ამდენად, 978-ე, 979-ე, 984-ე და 991-ე მუხლების მოხმობა მოცემულ შემთხვევაში სრულიად არარელევანტურია. ამასთან, ამ მუხლების გამოყენების შემთხვევაშიც კი, მათი შემადგენლობა სახეზე არ გვაქვს.
ამასთან, მოსარჩელეები საკუთარ მსჯელობას - ეწინააღმდეგებიან, როდესაც მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად, ერთი მხრივ, ასახელებენ კანონისმიერ ვალდებულებათა მარეგულირებელ ნორმებს, მაგრამ იქვე უთითებენ სსკ-ს 1-9-ე, 361-ე, 412-ე და 414-ე, რომლებიც სახელშეკრულებო სამართლის კარში მოყვანილი მუხლებია და შესაბამისად, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში არსებულ ურთიერთობებზე ვრცელდება, რაც სრულიად გაუგებარს ხდის, რა ტიპის სამართლებრივ მსჯელობას ავითარებენ მოსარჩელეები. ყოველივე ზემოხსნებულის გათვალისწინებით, რაც, რათქმაუნდა, მოიცავს, როგორც სამართლებრივ შეფასებებს, ისე - მოპასუხეთა მიერ აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებსაც, მოპასუხე მხარეები თვლიან, რომ მოსარჩელეთა სასარჩელო მოთხოვნები აბსოლუტურად დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა და მთლიანად უნდა ეთქვას უარი დაკმაყოფილებაზე. (იხ. შესაგებელი, ტომი V, ს.ფ. 12-18)
2.3. სს სა---------------------ა ,,ალ----ი“-ს, სს სა---------------------ა „იმ-------–“-ის და სს სა-----–----------------–-ა „ევ---ი“-ს შეგებებული სასარჩელო მოთხოვნა
2.3.1. ლა–--------–--ეს სს სა---------------------ა ,,ალ----ი“-ს, სს სა---------------------ა „იმ-------–“-ის და სს სა-----–----------------–-ა „ევ---ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს 1-0 000 აშშ დოლარის გადახდა.
მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:
სს ,,სა---------------------ა ალ----ი ბ-----”-ს, როგორც მყიდველსა და ლა–--------–--ეს, როგორც გამყიდველს, შორის 2012 წლის 21 მაისს გაფორმდა წილის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის ძალით, სს “სა---------------------ა ალ----ი ბ-----”-მ ლა–--------–--ისაგან შეიძინა შპს “იმ-------– ჰ---–------ს” 40.02% წილი. შპს “იმ-------– ჰ---–------”, თავის მხრივ, წარმოადგენდა სს “საერთაშორისო სა---------------------ა იმ-------– ი---------–----–ი”-ს (სადაც მოპასუხე გენერალური დირექტორის მოადგილის სახით იყო დასაქმებული 2012 წლის მაისამდე) აქციონერს. წილის ნასყიდობის ხელშეკრულების 4.1.2. პუნქტის თანახმად: “ლა–--------–--ემ მყიდველს უნდა წარუდგინოს მის მიერ ხელმოწერილი ვალდებულება დანართ “გ”-ში მოცემული ფორმით, რომ მომდევნო 12 (თორმეტი) თვის განმავლობაში პირდაპირ ან არაპირდაპირ, თავად ან მასთან დაკავშირებული პირების მეშვეობით არ გაუწევენ კონკურენციას მყიდველს ან/და იმ-------–-ს (ან მათ შვილობილ კომპანიებს, რომელთა საქმიანობა ეხება სადაზღვევო, სადაზღვევო საბროკერო, გადაზღვევის და/ან ჯანდაცვის სფეროებს”. აღნიშნული პირობა მოპასუხის მიერ დაკმაყოფილებული იქნა და მის მიერ 2012 წლის 21 მაისს წარმოდგენილი იქნა განცხადება კონკურენციის აკრძალვის თაობაზე, რომლის ძალითაც მოპასუხის მიერ აღებული იქნა შემდეგი ვალდებულება: “წინამდებარე განაცხადით (შემდგომში “განცხადება”), “განმცხადებელი” საკუთარი და მასთან აფილირებული პირების (მათ შორის მათი ოჯახის წევრების, ახლო ნათესავების ან/და იმ იურიდიული პირების, სადაც განმცხადებელი ან/და მასთან აფილირებული პირები ფლობენ წილის / აქციების 5%-ზე მეტს ან სადაც დაკავებული აქვთ მმართველი თანამდებობა, ან სხვაგვარად აკონტროლებენ ამგვარ იურიდიულ პირებს) სახელით იღებს ვალდებულებას, რომ “განმცხადებელი” ან/და მასთან აფილირებული პირები წინამდებარე “განცხადების” ხელმოწერიდან მომდევნო 12 (თორმეტი) თვის განმავლობაში, სს “სა---------------------ა ალ----ი ბ-----”-ს (შემდგომში “ალ----ი”) წინასწარი წერილობით თანხმობის გარეშე, ერთობლივად და/ან ინდივიდუალურად არ აწარმოებენ (პირდაპირ ან მესამე პირების მეშვეობით) და უზრუნველყოფენ, რომ მათმა აფილირებულმა პირებმა არ აწარმოონ (პირდაპირ ან მესამე პირების მეშვეობით) ნებისმიერი იმ სხვა კომპანიის, ან პიროვნების საკონსულტაციო ან მსგავსი მომსახურება, რომლის ბიზნესიც კონკურენციას უწევს, ხელყოფს, ზოგადად აზიანებს ან/და დაბრკოლებებს უქმნის სს “საერთაშორისო სა---------------------ა “იმ-------– ი---------–----–ი”-ს (შემდგომში “კომპანია”) ან/და “ალ----ის” (ან მათი შვილობილი კომპანიების) საქმიანობას, ან რომლის ინტერესებიც ეწინააღმდეგება “კომპანიის”, “ალ----ის” ან/და მათი შვილობილი კომპანიების ინტერესებს. კერძოდ, აღნიშნული ბიზნესები მოიცავს სადაზღვევო, სადაზღვევო საბროკერო, გადაზღვევის და/ან ჯანდაცვის სფეროებს. აღნიშნული, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე მოიცავს აგრეთვე, ამგვარ კონკურენტ კომპანიაში (კომპანიებში) წილის/აქციების ფლობას ან დაქირავებულად (მათ შორის მმართველ ან არჩევით თანამდებობაზე) მუშაობას”. ამავე დოკუმენტით ზემოხსენებული ვალდებულების დარღვევისათვის დადგენილი იქნა პირგასამტეხლო, 1-0,000.00 აშშ დოლარის ოდენობით.
2012 წლის ოქტომბრის თვეში მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა, რომ ლა–--------–--ის მიერ დარღვეული იქნა წილის ნასყიდობის ხელშეკრულებითა და კონკურენციის აკრძალვის შესახებ განცხადებით ნაკისრი ვალდებულებები და შეთანხმებული პირობები, კერძოდ, იგი დასაქმდა (საქმიანობდა) შპს სა---------------------ა "არ-----------"-ში, რის გამოც მას სრულად უნდა დაეკისროს 1-0,000.00 დოლარის გადახდა. (იხ. შეგებებული სარჩელი, ტომი V ს.ფ. 264-269)
2.4. მოპასუხის პოზიცია
2.4.1. ლა–--------–--ემ წარმოდგენილი შესაგებლითა და სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა განმარტებით სარჩელი არ ცნო.
მოპასუხის განმარტებით, სარჩელი დაუსაბუთებელია, მასში მოყვანილი სადავო გარემოებები არის გამოგონილი, არ შეესაბამება სინამდვილეს და წარმოადგენს მოსარჩელის მცდარი შეხედულების ნაყოფს. გა----ა ამისა მოპასუხე უთითებს, რომ მას შეზღუდვის ხელშეკრულება გაფორმებული ჰქონდა სა---------------------ა ალ----ი ,,ბ------თან“, ხოლო მოსარჩელეები წარმოადგენენ მის უფლებამონაცვლეებს საზოგადოების გაყოფის შედეგად. შესაბამისად შესამოწმებელი, თუ რამდენად აქვს პრეტენზიის გამოთქმის უფლება ამ კომპანიებს. (იხ. შესაგებელი, ტომი IV ს.ფ. 195-196)
2.5. სს სა---------------------ა „იმ-------–“-ის შეგებებული სასარჩელო მოთხოვნა
2.5.1. ალ------------–--------------ეს სს სა---------------------ა „იმ-------–“-ის სასარგებლოდ დაეკისროს ზიანის ანაზღაურების სახით 69 631,72 ლარის გადახდა.
მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:
2012 წლის 16 ოქტომბერს სს ,,სა---------------------ა იმ-------– ი---------–----–“-სა (შემდგომში ,,სა---------------------ა“) და RV-INVEST-ს (შემდგომში - ,,რვ-ინვესტი“) შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის საგანსაც წარმოადგენდა რვ-ინვეტის მიერ სა---------------------ისათვის ფულადი სახსრების მოძიებაში დახმარების გაწევა. ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 9 თვე ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზნის მიღწევის თარიღი (რომელიც უფრო ადრე დადგებოდა); ხელშეკრულების თანახმად, სა---------------------ა ვალდებული იყო რვ-ინვესტისათვის ყოველთვიურად გადაეხადა ფიქსირებული ანაზღაურება, 2000 აშშ დოლარის ოდენობით. ამავე ხელშეკრულებით, თუ ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტა მოხდებოდა სა---------------------ის მიერ, რომლის საფუძველიც არ იქნებოდა რვ-ინვესტის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა, სა---------------------ას დაეკისრებოდა საჯარიმო სანქცია 75 000 აშშ დოლარის ოდენობით.
2012 წლის 08 აპრილს, ალ------------–--------------ემ (რომელსაც აღნიშნული თარიღისათვის ეკავა კომპანიის გენერალური დირექტორის თანამდებობა), იმ მოტივით, რომ დაგეგმილი იყო კომპანიის გასხვისება, ვადამდე შეწყვიტა ზემოთ აღნიშნული ხელშეკრულება.
რვ-ინვესტი დაეყრდნო რა ხელშეკრულებით შეთანხმებულ პირობას, მოითხოვა საჯარიმო სანქციის 75 000 აშშ დოლარის გადახდა.
მოპასუხე მხარეს არც სა---------------------ის გასხვისებისას და არც შემდგომ არ უცნობებია სს ,,სა---------------------ა ალ----ი ბ-------“-სათვის (შემდგომში ,,ალ----ი“), რომელიც წარმოადგენდა სა---------------------ის ახალ მფლობელს, ხელშეკრულების საკუთარი ინიციატივით შეწყვეტის შესახებ.
სა---------------------ამ შეატყობინა ალ------------–--------------ეს, რომ რვ-ინვესტის განზრახული ქონდა სასამართლო წესით მოეთხოვა თანხის დაკისრება და აცნობა, რომ იმ შემთხვევაში, თუ სა---------------------ას მოუწევდა მოსარჩელე მხარისათვის თანხის გადახდა, თავის მხრივ, სა---------------------ა მისგან მოითხოვდა ზიანის ანაზღაურებას, კერძოდ: რვ-ინვესტისათვის გადახდილი თანხისა და გერმანიის სასამართლოში წარმომადგენლობითი ხარჯების კომპენსაციას;
აღნიშნული გარემოება გამოაშკარავდა მას შემდეგ, რაც რვ-ინვესტმა სა---------------------ას მოსთხოვა 75 000 აშშ დოლარის გადახდა. კომპანიამ ,,Meyersrenken & Rheingantz”, რომელიც წარმოადგენდა რვ-ინვესტის მრჩეველს იურიდიულ საკითხებში, თანხის გადახდის მოთხოვნასთან ერთად სა---------------------ას წარუდგინა ალ------------–--------------ის მიერ გაგზავნილი წერილი, რომლითაც ვადამდე იქნა შეწყვეტილი ხსენებული ხელშეკრულება. სადავო თანხის გადახდის მოთხოვნით, რვ-ინვესტის, კერძოდ კი მისი წარმომადგენლის მიერ, შეტანილი იქნა სარჩელი ბერლინის საოლქო სასამართლოში, როგორც ამას ითვალისწინებდა მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება.
სა---------------------ა იძულებული გახდა, საკუთარი ინტერესების დასაცავად, დაექირავებია კომპანია, კერძოდ კი შპს „ბ----–---", რომელმაც უზრუნველყო როგორც დავასთან დაკავშირებით სათანადო კონსულტაციის გაწევა, ასევე ბერლინის საოლქო სასამართლოში წარმომადგენლობის განხორციელების მიზნით ადვოკატის შერჩევა (L----------) და მასთან კომუნიკაციის წარმოება. სა---------------------ის ძალისხმევის შედეგად რვ-ინვესტსა და სა---------------------ას შორის დავა დასრულდა მორიგებით; სა---------------------ამ: 1) რვ-ინვესტს გადაუხადა 25,000 ევრო, რომელიც გადახდის თარიღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის (შემდგომში „სებ") მიერ დადგენილი ოფიციალური კურის მიხედვით შეადგენდა 57,180 ლარს; 2) შპს ,,ბ----–---"-ს გადაუხადა 1,000 აშშ დოლარი და ასევე დღგ, რომელიც გადახდის დღისათვის სების მიერ დადგენილი კურსის მიხედვით, ჯამში შეადგენდა 2089.66 ლარს; 3) L---------- -ს 2 ნაწილად გადაუხადა 4,368 ევრო, რომელიც გადახდის დღისათვის სების მიერ დადგენილი კურსის მიხედვით შეადგენდა 1-,282.83 ლარს; ზემოაღნიშნული გადარიცხვების საკომისიომ ჯამში შეადგინა - 240.99 ლარი.
ამდენად, სა---------------------ამ განიცადა 69,631.72 ლარის ოდენობის ზარალი;
2014 წლის 31 ივლისს განხორციელდა ალ----ის რეორგანიზაცია (გაყოფა გამოყოფის გზით), რომლის შედეგადაც სს ,,სა---------------------ა ალ----ს" (ს/კ: 2--------) გამოეყო 2 იურიდიული პირი: 1) სს „სა---------------------ა ალ----ი“, რომლის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ყველა სახის დაზღვევა, გა----ა ჯანმრთელობისა და სამოგზაურო დაზღვევისა და რომელსაც მიენიჭა ახალი საიდენტიფიკაციო კოდი - 4--------. 2) სს "სა-----–----------------–-ა ევ---ი", – საიდენტიფიკაციო კოდით: 4--------, აღნიშნული კომპანიის საქმიანობის სფეროს წაროადგენს ჯანდაცვა. თავად სს "სა---------------------ა ალ----მა" (ს/კ: 2--------) რეორგანიზაციის დროს შეიცვალა საფირმო სახელწოდება და მის საფირმო სახელწოდებად განისაზღვრა სს ,,სა---------------------ა იმ-------–" (შემდგომში „იმ-------–"), თუმცა, შეინარჩუნა რეორგანიზაციამდე არსებული საიდენტიფიკაციო კოდი - 2--------. ამ უკანასკნელის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ჯანმრთელობის, სიცოცხლის (არა მაგროვებადი და დაბრუნებადი), უბედური შემთხვევებით გამოწვეული გა----აცვალებისა და/ან შრომისუუნარობისა და სამოგზაურო დაზღვევა. (იხ. შეგებებული სარჩელი, ტომი VI ს.ფ. 3-1-)
2.6. მოპასუხის პოზიცია
2.6.1. ალ------------–--------------ემ წარმოდგენილი შესაგებლითა და სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი არ ცნო.
მოპასუხის განმარტებით, მისი გენერალური დირექტორობის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში გაფორმებული იქნა დასახელებულ გერმანულ კომპანია ,,რვ ინვესტთან“ ხელშეკრულება ფულადი სახსრების მოძიებისა და მოზიდვის შესახებ დაახლოებით 30 000 000 აშშ დოლარის ოდენობით. ხელშეკრულება ითვალისწინებდა შესაბამისი საზღაურის გადახდას მათ მიერ გაწეული საქმიანობისათვის. მათ შორის 2 000 აშშ დოლარს ყოველთვიურად, მოზიდულ 15 000 000 აშშ დოლარზე 5% საკომისიო და მომდევნო 15 000 000-ზე 2,5%-ს. მოსარჩელე არაკორექტულად მიუთითებს 75 000 აშშ დოლარის, როგორც საჯარიმო სანქციის შესახებ, თუკი ხელშეკრულება ვადაზე ადრე შეწყდებოდა. ასეთ დათქმას ხელშეკრულება არ შეიცავდა, არამედ 75 000 აშშ დოლარი ანაზღაურდებოდა ეგრეთ წოდებული ,,ბ-----------“, რაც მოიცავდა ხელშეკრულების შეწყვეტამდე პერიოდში ,,რვ ინვესტის“ მიერ გაწეული სამუშაოს ღირებულებას.
,,რვ ინვესტის“ მიერ თანახმად ხელშეკრულებისა, 2011 წლის 16 ოქტომბრიდან შესრულებული იქნა საკმაო მოცულობის სამუშაო, სწორედ ამისათვის განისაზღვრა 75 000 აშშ დოლარი. მას შემდეგ, რაც ,,ალ----ი ბ-----მ“ და მასთან დაკავშირებულმა პირებმა დაიწყეს აქტიური მოქმედებები კომპანიის ხელში ჩასაგდებად, ბუნებრივია აზრი დაკარგა შემდგომი ხარჯების გაცემამ, ,,რვ ინვესტთან“ ხელშეკრულების გაგრძელებამ და ამიტომ შეწყდა იგი.
მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელე ცრუობს თითქოსდა ალ------------–--------------ის ბრალით მოხდა მათთვის უცხოეთის სასამართლოში დასახელებული თანხის დაკისრება. აღნიშნული არასწორია, რადგან დავა გამოიწვია არა საჯარიმო სანქციამ, არამედ გაწეული მომსახურეობის სამუშაოს ღირებულების გადაუხდელობამ, რომლის გადახდის ვალდებულება წარმოიშვა ,,რვ ინვესტის“ მიერ შესრულებული დოკუმენტური სამუშაოს გამო.
აღნიშნულიდან გამომდინარე მოპასუხე თვლის, რომ არ არსებობს მისი, როგორც დირექტორის ქმედებიდან გამომდინარე მიყენებული ზიანი კომპანიისათვის და მოსარჩელე იურიდიულად არასწორად ითხოვს შესაბამისი მცდარი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლით ზიანის ანაზღაურებას. (იხ. შესაგებელი, ტომი VI ს.ფ. 185-188)
2.7. სს ,,სა---------------------ა ალ----ი“-ს შეგებებული სასარჩელო მოთხოვნა
2.7.1. ალ------------–--------------ეს სს ,,სა---------------------ა ალ----ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს ზიანის ანაზღაურების სახით 198 000 აშშ დოლარისა და 41 094,70 ფუნტი სტერლინგის გადახდა.
მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:
201- წლის 14 ნოემბერს სს ,,საერთაშორისო სა---------------------ა იმ-------– ინტერნეშენალსა“ და შპს ,,ა---------------------“ შორის გაფორმდა დაზღვევის ხელშეკრულება და გაიცა ავია გადამზიდველის პასუხისმგებლობის დაზღვევის პოლისი S--------, რომელიც სრულად შეესაბამებოდა 201- წლის 14 ნოემბერს გაფორმებული დაზღვევის ხელშეკრულების პირობებს. იგივე თარიღში, უცნობი მიზეზით, აღნიშნულ პოლისში შევიდა ცვლილება S--------/1-Add, რომლის მიხედვით მზღვეველის პასუხისმგებლობის ლიმიტი განისაზღვრა 5-- 000 000 აშშ დოლარით. პოლისი მოიცავდა მესამე პირების წინაშე პასუხისმგებლობის, მგზავრების წინაშე პასუხისმგებლობისა და ტვირთის გამო პასუხისმგებლობის დაზღვევას. სადაზღვევო პერიოდი განისაზღვრა შემდეგნაირად: 14.11.201- – 13.12.201- პოლისის ცვლილებებით განსაზღვრული ლიმიტები წინააღმდეგობაში მოდიოდა ხელშეკრულების პირობებთან. ამავე ცვლილებით დაფარვის ტერიტორიას დაემატა პაკისტანიც.
201- წლის 14 ნოემბერს სს ,,საერთაშორისო სა---------------------ა იმ-------– ი---------–----–ის“ გენერალური დირექტორი იყო ალ------------–--------------ე, რომელიც ხელს აწერს 201- წლის 14 ნოემბრის დაზღვევის ხელშეკრულებასა და სადაზღვევო პოლისებს.
სს ,,საერთაშორისო სა---------------------ა იმ-------– ი---------–----–ი“ ავია გადამზიდავის პასუხისმგებლობის დაზღვევის სფეროში აქტიურად თანამშრომლობდა შპს ,,ა---------------------თან“ და გაცემული აქვს არაერთი ავიაგადამზიდავის პასუხისმგებლობის დაზღვევის პოლისი, თუმცა აღნიშნული პოლისებით ნაკისრი რისკი 99% გადაზღვეული გახლდათ გადამზღვეველ კომპანიაში. შესაბამისად, სადაზღვევო შემთხვევის ხდომილებისას გადამზღვეველი კომპანია ვალდებული იყო აენაზღაურებინა შემთხვევით გამოწვეული ზიანის 99%. მოსარჩელისთვის უცნობი მოტივაციით ალ------------–--------------ის მიერ არ მოხდა 201- წლის 14 ნოემბერს გაცემული S--------/1-Add სადაზღვევო პოლისის გადაზღვევა და შესაბამისად, პოლისით ნაკისრი პასუხისმგებლობის მთლიანი რისკი ეკისრებოდა სს ,,საერთაშორისო სა---------------------ა იმ-------– ი---------–----–ს“.
201- წლის 28 ნოემბერს სადაზღვევო პოლისი S--------/1-Add დაზღვეულმა შპს ,,ა--------------------“-ს თვითმფრინავმა IL-76TD რეგისტრაციის ნომრით 4----- განიცადა კატასტროფა პაკისტანის ტერიტორიაზე, კარაჩიში, ჯინაჰის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარედ. შემთხვევის შედეგად გა----აიცვალა ოთხი ფიზიკური პირი: 1. ე-------------; 2. შ-----------–-; 3. ხ---------–-; 4. მ---------------. შემთხვევის შედეგად ასევე დაზიანდა შემდეგი ორგანიზაციების ქონება: 1. კომპანია Nevy Housing Scheme (HTS); 2. კომპანია M/s Pioneer Coating; 3. კომპანია M/s Imperial Construction (PVT) Limited; 4. კომპანია M/s Path International.
201- წლის 02 დეკემბერს სს ,,საერთაშორისო სა---------------------ა იმ-------– ინტერნეშენალის“ გენერალურმა დირექტორმა ალ------------–--------------ემ გააფორმა იურიდიული მომსახურების შესახებ ხელშეკრულება საერთაშორისო იურიდიულ კომპანიასთან ,,გ----------------------ს“-თან, რომელმაც აიღო ვალდებულება გაეწია სს ,,საერთაშორისო სა---------------------ა იმ-------– ი---------–----–ისათვის“ მომსახურება (სასამართლოში წარმომადგენლის ჩათვლით) პაკისტანის სასამართლოში.
შემთხვევოს შედეგად დაზარალებული პირების მემდკვიდრეების სასარჩელო მოთხოვნები შემდეგნაირად იყო განსაზღვრული:
1. ე-------------ის მემკვიდრეები - სულ ჯამში 32 163 აშშ დოლარის ექვივალენტი;
2. შ-----------–-ს მემკვიდრეები - სულ ჯამში 454 803 აშშ დოლარის ექვივალენტი;
3. ხ---------–-ს მემკვიდრეები - 318 118 აშშ დოლარის ექვივალენტი;
4. მ--------------ს მემკვიდრეები - 477 388 აშშ დოლარის ექვივალენტი;
2012 წლის 16 ნოემბერს განხორციელდა სს ,,საერთაშორისო სა---------------------ა იმ-------– ინტერნეშენალის“ შერწყმა/მიერთება სს ,,სა---------------------ა ალ----ი ბ-----“-სთან, რის შედეგადაც აღნიშნული თარიღიდან სს ,,სა---------------------ა ალ----ი ბ-----“ გახდა სს ,,საერთაშორისო სა---------------------ა იმ-------– ინტერნეშენალის“ სამართალმემკვიდრე და უფლებამონაცვლე და მასზე, როგორც ახალ მზღვეველზე, გადავიდა ყველა ის უფლება-მოვალეობა, რომელიც წარმოშობილი და გათვალისწინებული იყო სს ,,საერთაშორისო სა---------------------ა იმ-------– ინტერნეშენალსა“ და შპს ,,ა---------------------“ შორის გაფორმებული დაზღვევის ხელშეკრულების საფუძველზე. 2013 წლის 02 ივლისიდან სს ,,სა---------------------ა ალ----ი ბ-----“-ს შეეცვალა საფირმო სახელწოდება და გახდა სს ,,სა---------------------ა ალ----ი“.
სს ,,სა---------------------ა ალ----ის“ მიერ სს ,,საერთაშორისო სა---------------------ა იმ-------– ინტერნეშენალის“ მიერთების შემდეგ, სს ,,სა---------------------ა ალ----ი“ განაგრძობდა მითითებულ საქმეზე ,,გ-------------------------“ ურთიერთობას, ხოლო მოგვიანებით, 2013 წლის 31 ოქტომბერს ,,გ-----------------------ს“ რეორგანიზაციის შედეგად, სს ,,სა---------------------ა ალ----მა“ ხელშეკრულება გააფორმა იურიდიულ კომპანია ,,კ-------სთან“ ისეთივე პირობებით, როგორც ეს განსაზღვრული იყო ,,გ-------------------------“;
საქმის მასალების შესწავლის შემდეგ იურიდიული კონსტულტანტების მიერ ,,სა---------------------ა ალ----ისათვის, მიცემულ იქნა საბოლოო რეკომენდაცია შემთხვევის შედეგად დაზარალებული პირების მემკვიდრეებთან საქმის მორიგებით დასრულების თაობაზე. მოლაპარაკების შედეგად მიღწეულ იქნა შეთანხმება თითოეული გა----აცვლილის მემკვიდრეთათვის 50 000 აშშ დოლარის ანაზღაურების თაობაზე. აღნიშნული მორიგების პირობით დაზარალებული პირების მემკვიდრეები სრულად ათავისუფლებდნენ შპს ,,ა---------------------“ და მის მზღვეველს, ასევე სხვა პირს ყოველგვარი პასუხისმგებლობისაგან, რაც შეიძლება დაკავშირებული ყოფილიყო 201- წლის 28 ნოემბერს მოხმდარ ავია კატასტროფასთან. აღნიშნული მორიგების აქტების გაფორმების საფუძველზე სს ,,სა---------------------ა ალ----ის“ მიერ გადახდილ იქნა ჯამში 200 000 აშშ დოლარი.
მითითებულ საქმეზე სა---------------------ის მიერ სარჩელის შეტანის თარიღისათვის გაღებულია იურიდიული მომსახურების ხარჯები 41 509,80 გირვანქა სტერლინგის ექვივალენტი ლარში.
აღნიშნული თანხები სრულად გაღებულია სა---------------------ა ალ----ის მიერ, რაც გამოწვეულია შესაბამისი გადაზღვევის არ არსებობით. მოსარჩელე თვლის, რომ ალ------------–--------------ის ქმედებამ იმ-------–სა და შესაბამისად შემდეგ სა---------------------ა ალ----ს მიაყენა ზიანი. (იხ. შეგებებული სარჩელი, ტომი VII, ს.ფ. 3-11)
2.8. მოპასუხის პოზიცია
2.8.1. ალ------------–--------------ემ წარმოდგენილი შესაგებლითა და სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი არ ცნო.
მოპასუხის განმარტებით, სადაზღვევო პოლისებით გათვალისწინებული ლიმიტები არ ეწინააღმდეგებოდა სადაზღვევო ხელშეკრულების პირობებს. ავიაგადამზიდველის პასუხისმგებლობის დაზღვევას გააჩნია სპეციფიკა. ეს კი თავის მხრივ ასახულია ხელშეკრულებაში და პოლისებში. კერძოდ 5-- 000 000 ლიმიტი ვრცელდებოდა ევროკავშირისა და გარეთიანებული ემირატების ტერიტორიაზე გადაფრენას, ხოლო სხვა სხვა ქვეყნების ტერიტორიაზე შესაბამისად მოქმედებდა ლიმიტი 1- 000 000. აღნიშნული ლიმიტების შესაბამისობაშია საერთაშორისო კანონმდებლობასთან და პრაქტიკასთან. ყოველივე ზემოაღნიშნული კარგად არის ცნობილი მოსარჩელისათვის, ხოლო მისი მცდელობა განავრცოს 5-- 000 000 ლიმიტი ქვეყანაზე, რომელშიც მოხდა სადაზღვევო შემთხვევა არის სასამართლოს შეცდომაში შეყვანის მცდელობა.
გადაზღვევის ვალდებულებას არ მოითხოვს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის არცერთი ნორმა. ამასთანავე ხაზი უნდა გაესვას იმ მნიშვნელოვან გარემოებას, რომ პოლისის მოქმედების პერიოდში დასახლებელი ავიაკომპანია არ ასრულებდა ფრენებს ევროკავშირის მიმართულებით. იმ შემთხვევაში, თუ გაჩნდებოდა ევროკავშირის მიმართულებით ფრენის აუცილებლობა, ავიაკომპანია აცნობებდა ამის შესახებ და 5-- 000 000 ლიმიტი აუცილბელად იქნებოდა გადაზღვეული. ანალოგიურ გადაზღვევებს ადგილი ჰქონდა ადრეულ პერიოდშიც, რაც მოსარჩელისათვის არის ძალიან კარგად ცნობილი მათ განკარგულებაში მყოფი საბუთებიდან, რომლებსაც მოსარჩელე მიზანდასახულად არ წარუდგენს სასამართლოს, რათა იგი შეიყვანოს შეცდომაში. (იხ. შესაგებელი, ტომი VIII, ს.ფ. 283-285)
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. სააქციო საზოგადოება საერთაშორისო სა---------------------ა ,,ი---------------------” თავისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით წარმოადგენდა სააქციო საზოგადოებას. იგი წარმოადგენდა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ი-------“-ის საქართველო-გერმანიის ერთობლივი სა---------------------ა შპს ,,ი---------------------“-ის და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება საერთაშორისო სა---------------------ა ,,ი---------------------“-ის უფლებამონაცვლეს.
საზოგადოების საქმიანობის საგანი იყო ყველა სახის სადაზღვევო საქმიანობა, დაზღვევისა და გადაზღვევის ხელშეკრულებების გაფორმებასა და განხორციელებასთან დაკავშირებული საქმიანობა.
სააქციო საზოგადოება საერთაშორისო სა---------------------ა ,,ი---------------------”-ის მიერ 1-0%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული იყო 6 კომპანია, მათ შორის: შპს ,,უნ-----ი აჭარა“, შპს ,,უნ-----ი სამცხე“, შპს ,,უნ-----ი კ------“, შპს ,,ი---------------“, შპს ,,ალ----ი“, შპს ,,G--------“;
ყველა მოცემული შვილობილი კომპანია ფლობდა უძრავ-მოძრავ ქონებას, გააჩნდათ შესატყვისი ბიზნეს საქმიანობა. მათ შორის, მოსარჩელეების მიერ მითითებული ე.წ. ,,უნ-----ი“-ს კომპანიები შექმნილი იყო იმ მიზნით, რომ განეხორციელებინა სახელმწიფო პროგრამა, ჰოსპიტალური სექტორის განვითარების შესახებ. აღნიშნული გულისხმობდა რეგიონებში თანამედროვე საავადმყოფოების მშენებლობას და შემდგომი სამედიცინო მომსახურების გაწევას მოსახლეობისათვის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ტომი I, ს.ფ. 39-40, 58-63, 66-81)
- სააქციო საზოგადოება საერთაშორისო სა---------------------ა ,,ი---------------------”-ის წესდება (ტომი I, ს.ფ. 41-56)
- დაზღვევის ლიცენციები N004/1 და 006/2 (ტომი I, ს.ფ. 65);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტომი I, ს.ფ. 80-133)
3.1.2. სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში სამედიცინო რაიონების მიხედვით სადაზაღვევო ვაუჩერის ფასის დადგენისა და მზღვეველი კომპანიის გამოვლენის მიზნით, საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისი კომისიის მიერ 201- წლის 20 აპრილს ჩატარებულ კონკურსში სხვადასხვა ლოტებში გამარჯვებულად გამოვლინდა სს საერთაშორისო სა---------------------ა ,,ი---------------------”, რაც თავის მხრივ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 09 დეკემბრის ,,სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ საქართველოს მთავრობის N218 დადგენილების საფუძველზე ითვალისწინებდა შესაბამის გამარჯვებულ რაიონებში (ლოტებში) შემდეგი ჰოსპიტლების მშენებლობას და მათი მშენებლობა-აღჭურვის დასრულებას და ექსპლოატაციაში კანონით დადგენილი წესით შეყვანას შემდეგი ვადების მიხედვით:
ა) აჭარა:
ა.ა. ბ------ი - 1-0 საწოლიანი - არაუგვიანეს 2012 წლის 01 ივნისისა;
ა.ბ. ქ------–---- - 70 საწოლიანი - არაუგვიანეს 2012 წლის 31 მარტისა;
ა.გ. ჩაქვი - 15 საწოლიანი - არაუგვიანეს 2011 წლის 01 დეკემბრისა;
ა.დ. ქედა - 15 საწოლიანი - არაუგვიანეს 2011 წლის 01 დეკემბრისა;
ა.ე. ხულო - 25 საწოლიანი - არაუგვიანეს 2012 წლის 01 ივნისისა;
ა.ვ. შუახევი - 15 საწოლიანი - არაუგვიანეს 2011 წლის 01 დეკემბრისა;
ბ) კ------:
ბ.ა. თ--–--- - 70 საწოლიანი - არაუგვიანეს 2012 წლის 31 მარტისა;
ბ.ბ. ყ------–- 15 საწოლიანი - არაუგვიანეს 2011 წლის 01 დეკემბრისა;
ბ.გ. ახმ---- - 15 საწოლიანი - არაუგვიანეს 2011 წლის 01 დეკემბრისა;
ბ.დ. ადიგენი - 15 საწოლიანი - არაუგვიანეს 2011 წლის 01 დეკემბრისა;
ბ.ე. ახალქალაქი - 15 საწოლიანი - არაუგვიანეს 2011 წლის 01 დეკემბრისა;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- უწყებათაშორისი კომისიის 201- წლის 20 აპრილის სხდომის ოქმი;
- საქართველოს მთავრობის 2009 წლის 09 დეკემბრის N218 დადგენილება (ტომი V, ს.ფ. 25-40)
3.1.3. სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, მშენებლობის ფინანსირების მიზნით 201- წლის 06 სექტემბერს, სს საერთაშორისო სა---------------------ა ,,ი---------------------”-სა და სს ,,ს----------–--------ს“ შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება N0--------------------------, 15 000 000 აშშ დოლარის ოდენობით. ამ მიზნით კომპანიის მიერ მშენებლობისათვის დათქმულ და ურთიერთშეთანხმებულ ვადებში ბანკის მხრიდან გამოყოფილი და შესაბამისად ,,უნ-----ის“ მიერ ათვისებული იქნა სესხი 15 000 000 აშშ დოლარის ოდენობით.
კერძოდ, შპს ,,უნ-----ი აჭარა“-სთან 201- წლის 06 სექტემბრის საკრედიტო ხაზით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება #0-------------------------- შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება #7----- გაფორმდა 201- წლის 07 სექტემბერს; შპს “უნ-----ი კ------”-სთან 201- წლის 06 სექტემბრის საკრედიტო ხაზით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება #0-------------------------- შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება #7----- გაფორმდა 201- წლის 09 სექტემბერს; შპს “უნ-----ი სამცხე”-სთან 201- წლის 06 სექტემბრის საკრედიტო ხაზით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება #0-------------------------- შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება # 7----- გაფორმდა 201- წლის 07 სექტემბერს;
2011 წელს სს საერთაშორისო სა---------------------ა ,,ი---------------------”-სა და სს ,,ს----------–--------ს“ შორის მიღწეული იქნა შეთანხმება საკრედიტო დაფინანსების 35 000 000 (ოცდათხუთმეტი მილიონი) აშშ დოლარამდე გაზრდის შესახებ, კერძოდ 2011 წლის 09 სექტემბერს შევიდა შესაბამისი ცვლილება საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულებაში 0--------------------------.
201- წლის 06 სექტემბრის საკრედიტო ხაზით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების N0-------------------------- უზრუნველსაყოფად სს ,,ს----------–---------ს“ სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა შპს ,,უნ-----ი აჭარა“-ს, შპს ,,უნ-----ი კ------“-ს, შპს ,,უნ-----ი სამცხე“-ს, შპს ,,G--------“-ის, შპს ,,ი---------------“-ს და სს საერთაშორისო სა---------------------ა ,,ი---------------------”-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებები.
201- წლის 06 სექტემბრის საკრედიტო ხაზით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების N0-------------------------- უზრუნველსაყოფად, გირავნობით დაიტვირთა შპს ,,უნ-----ი აჭარა“-ს, შპს ,,უნ-----ი კ------“-ს, შპს ,,უნ-----ი სამცხე“-ს და სს საერთაშორისო სა---------------------ა ,,ი---------------------”-ში არსებული და სამომავლო ყველა მოძრავი ქონება და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, შპს ,,მ----“-ში გი---------------–---–ის კუთვნილი 50%-იანი წილი, ლე----–---–--ის კუთვნილი 50%-იანი წილი, შპს ,,უნ-----ი აჭარაში“ სს საერთაშორისო სა---------------------ა ,,ი---------------------”-ის კუთვნილი 1-0% წილი, შპს ,,უნ-----ი კ------“-ში სს საერთაშორისო სა---------------------ა ,,ი---------------------”-ის კუთვნილი 1-0% წილი და შპს ,,უნ-----ი სამცხე“-ში სს საერთაშორისო სა---------------------ა ,,ი---------------------”-ის კუთვნილი 1-0% წილი.
201- წლის 06 სექტემბრის საკრედიტო ხაზით მომსახურების შესახებ N0-------------------------- ხელშეკრულება უზრუნველყოფილი იქნა აგრეთვე თავდებობის ხელშეკრულებებით, კერძოდ თავდებებს წარმოადგენდნენ შპს ,,მ----“, გი---------------–---–ი, გ---------–---–--- და ლე----–---–--ე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 201- წლის 06 სექტემბრის საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულება (ტომი I, ს.ფ. 140-148)
- საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულების შემადგენელი ხელშეკრულებები (ტომი I, ს.ფ. 151-186)
- შეთანხმება საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე (ტომი I, ს.ფ. 149-150);
- იპოთეკის ხელშეკრულებები (ტომი I, ს.ფ. 187-299, ტომი II, ს.ფ. 1-1-4);
- გირავნობის ხელშეკრულებები (ტომი II, ს.ფ. 249-304, ტომი III, ს.ფ. 1-22);
- თავდებობის ხელშეკრულებები (ტომი III, ს.ფ. 40-66);
3.1.4. შპს ,,ი------------–-----ი“, შპს ,,მ----“ და შპს ,,სა-----ო“ 2012 წლის მაისამდე, წარმოადგენდნენ სს ,,სა---------------------ა იმ-------– ინ--------–---ლი“-ს აქციონერებს შესაბამისი წილობრივი მონაწილეობით, კერძოდ: შპს ,,ი------------–-----ი“ წარმოადგენდა 9.6118889% წილის მქონე აქციონერს, შპს ,,მ----“ – 51% წილის მქონე აქციონერს, ხოლო შპს ,,სა-----ო“ 5.3881111% წილის მქონე აქციონერს.
თავის მხრივ შპს ,,სა-----ო“-ში ა-–-------------------–- იყო 62,93% წილის მესაკუთრე, ხოლო ირ---–----------–- - 37,07% წილის მესაკუთრე. შპს ,,მ----ში“ 50-50%-იანი წილის მესაკუთრეები იყვნენ გი---------------–---–ი და ლე----–---–--ე. ხოლო შპს ,,ი------------–-----ში“ ალ------------–--------------ე ფლობდა 49,56%-იან წილს, ლა–--------–--ე - 40,02%-იან წილს და საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება - 1-.42%-იან წილს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- აქციონერთა რეესტრი (ტომი I, ს.ფ. 57
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ტომი I, ს.ფ. 58-63)
3.1.5. 2012 წლის 21 მაისს ლა–--------–--ეს (გამყიდველი) და სს ,,სა---------------------ა ალ----ი ბ-----“-ს შორის დაიდო შპს ,,ი------------–-----ში“ ლა–--------–--ის კუთვნილი 40,02% წილის ნასყიდობის ხელშეკრულება. ხელშეკრულების მიხედვით, წილის ღირებულება განისაზღვრა 192 334 აშშ დოლარით, რომელიც მიღებული აქვს ლა–--------–--ეს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- წილის ნასყიდობის ხელშეკრულება (ტომი I, ს.ფ. 203-217);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.6. 2012 წლის 24 აპრილს გი---------------–---–ს, ლე----–---–--ეს, შპს ,,მ----“-სა (გამყიდველი) და სს ,,სა---------------------ა ალ----ი ბ-----“-ს შორის დაიდო შპს ,,მ----“-ში გი---------------–---–ის კუთვნილი 50% წილის და ლე----–---–--ის კუთვნილი 50% წილის ნასყიდობის ხელშეკრულება. ხელშეკრულების მიხედვით, წილის ღირებულება განისაზღვრა 2 000 000 აშშ დოლარით, რომელიც მიღებული აქვთ გი---------------–---–სა და ლე----–---–--ეს თავიანთი წილის პროპორციულად, თითოეულს 1 000 000 აშშ დოლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- წილის ნასყიდობის ხელშეკრულება (ტომი I, ს.ფ. 218-239);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.7. 2012 წლის 21 მაისს ალ------------–--------------ესა (გამყიდველი) და სს ,,სა---------------------ა ალ----ი ბ-----“-ს შორის დაიდო შპს ,,ი------------–-----ში“ ალ------------–--------------ის კუთვნილი 49,56% წილის ნასყიდობის ხელშეკრულება. ხელშეკრულების მიხედვით, წილის ღირებულება განისაზღვრა 238 182 აშშ დოლარით, რომელიც მიღებული აქვს ალ------------–--------------ეს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- წილის ნასყიდობის ხელშეკრულება (ტომი I, ს.ფ. 240-255);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.8. 2014 წლის დეკემბერში, ,,ი---------------------“-ის ყოფილმა აქციონოერებმა მიმართეს შპს ,,G-------------------“-ს მომსახურების გაწევის მიზნით, კერძოდ კომპანიას:
ა) განეხილა და გაეანალიზებინა აუდიტორული დასკვნა და აუდიტორი B---ს მიერ ი-----ს საბალანსო ღირებულებაში შეტანილი აუდიტორული კორექტირებები 2012 წლის 31 მარტისთვის.
ბ) მოემზადებინა ,,ი-------“-ის შეფასების დასკვნა 2012 წლის 01 აპრილისათვის ყველა შვილობილი კომპანიის ჩათვლით, შეესრულებინა ობიექტური საექსპერტო ქმედებები ამ შეფასების მომზადებისათვის.
გ) წარმოედგინა წერილობითი დასკვნა აქციონერებისათვის შეფასებასთან (,,ანგარიში“) დაკავშირებით და
დ) მეცა ჩვენება სასამართლოში ,,ი-------“-ს შეფასებასთან დაკავშირებით, საჭიროების შემთხვევაში.
საქმეში წარმოდგენილი G-----------------ის საექსპერტო შეფასების ანგარიში აღნიშნავს აუდიტორების და ,,ი-------“-ის ახალი მენეჯმენტის მიერ კომპანიის საბალანსო ღირებულებაში შეტანილი კორექტირებების არამართებულების მთავარ მიზეზს; აღწერს გ-------------------ის მიერ შესრულებული შეფასების პროცესს, აღწერს შეფასების მეთოდებს, რომლებიც გამოყენებული იქნა ,,ი-------“-ის ღირებულების დიაპაზონის დასადგენად 2012 წლის 01 აპრილის მდგომარეობისათვის.
საექსპერტო შეფასების ანგარიშის თანახმად, ი--------ის სამართლიანი ღირებულების შეფასების შედეგად დადგენილი იქნა დიაპაზონი 28.3 მილიონი აშშ დოლარიდან - 32.7 მილიონი აშშ დოლარამდე.
კომპანიის ღირებულების შეფასებისას გამოყენებული იქნა რამოდენიმე მეთოდი, კერძოდ:
- პრეცედენტულ გარიგებათა ანალიზი - 20,312-24,005 მილიონი აშშ დოლარი;
- დისკონტირებული ფულადი ნაკადების მეთოდი - 20,836-24,702 მილიონი აშშ დოლარი;
- სადაზღვევო ბიზნესის შეფასება - 20,312-24,702 მილიონი აშშ დოლარი;
- ჯანდაცვის ბიზნესის შეფასება - 8,008-8,008 მილიონი აშშ დოლარი;
- მთლიანი სამართლიანი ღირებულება - 28,320-32,71- მილიონი აშშ დოლარი;
აღნიშნული დასკვნის მიხედვით, შეფასების შუა წერტილი განისაზღვრა 30 515 მილიონი აშშ დოლარით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- G-----------------ის საექსპერტო შეფასების ანგარიში (ტომი I, ს.ფ. 139-187);
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;
3.1.9. მოსარჩელეების მოთხოვნის საფუძველზე სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ ჩატარებული იქნა ექსპერტიზა. ექსპერტს დაევალა აქციების საბაზრო ღირებულების დადგენა.
ექსპერტის 2016 წლის 05 ოქტომბრის N0-------- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი მასალების, ჩატარებული კვლევისა და ანალიზის საფუძველზე, დაშვებებისა და შეზღუდვების გათვალისწინებით გაანგარიშებული იქნა სს საერთაშორისო სა---------------------ა ,,ი---------------------”-ის 1-0%-ის წილის საბაზრო ღირებულება 2012 წლის აპრილის თვის მდგომარეობით, რომელიც განისაზღვრა 40 147 455 ლარით, რაც 2012 წლის 30 აპრილის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ვალუტის ოფიციალური კურსის შესაბამისად წარმოადგენს 24 678 790 აშშ დოლარს.
ექსპერტიზაზე წა----გენილი იქნა შპს ,,ბ------“-ს მიერ შედგენილი სააქციო საზოგადოება საერთაშორისო სა---------------------ა ,,ი---------------------”-ის დამოუკიდებელ აუდიტორთა დასკვნები, სადაც მოცემულია 2009-201--2011 წლების ანგარიშები ფინანსური ანგარიშგებების შესახებ. აღნიშნული დასკვნები დათარიღებულია 201- წლის 01 მაისით და 2012 წლის 14 მაისით. ექსპერტიზაზე წა----გენილი იქნა ასევე, სააქციო საზოგადოება საერთაშორისო სა---------------------ა ,,ი---------------------”-ის ფინანსური ანგარიშგები შესახებ აუდიტორული დასკვნის ,,დრაფტი“, რომელიც დათარიღებულია 2012 წლის 4 მაისით; გ---------–-–--ას მიერ, 2012 წლის 13 ნოემბერს შედგენილი აუდიტორული დასკვნა სს ,,სა---------------------ა ალ----ი ბ-----“-ს და სს საერთაშორისო სა---------------------ა ,,მ-------– ინტერნეშენალი“-ს შერწყმის შესახებ; 2015 წლის იანვრის მდგომარეობით შედგენილი Grace Vandercruze-ის საექსპერტო ანგარიში; Grace Vandercruze-ის საპასუხო ანგარიში, რომელიც მომზადდა 2012 წლის 01 აპრილის მდგომარეობით; სააქციო საზოგადოება საერთაშორისო სა---------------------ა ,,ი---------------------”-ის 1-0%-იანი მონაწილეობით დაფუძნებული კომპანიების ბალანსები 2012 წლის 31 მარტის მდგომარეობით.
დასკვნის თანახმად ექსპერტიზაზე წა----გენილი მასალების გათვალისწინებით სს საერთაშორისო სა---------------------ა ,,ი---------------------”-ის 1-0%-ის წილის საბაზრო ღირებულება განისაზღვრა დისკონტირებული ფულადი ნაკადების მეთოდის გამოყენებით, რა დროსაც ექსპერტიზაზე წა----გენილი საპროგნოზო მონაცემების გათვალისწინებით განისაზღვრა საზოგადოების თავისუფალი ფულადი ნაკადები საპროგნოზო პერიოდისათვის. აღნიშნული ფულადი ნაკადების, ტერმინალური ღირებულების და დისკონტის განაკვეთის (17%) გათვალისწინებით გაანგარიშებული იქნა საზოგადოების ღირებულება, რომელიც შეადგენს 40 147 455 ლარს.
ექსპერტის განმარტებით, სს საერთაშორისო სა---------------------ა ,,ი---------------------”-ის 1-0%-ის წილის საბაზრო ღირებულება განისაზღვრება შვილობილი კომპანიების ღირებულების გათვალისწინების გარეშე. როგორც დასკვნაშია აღნიშნული, ექსპერტიზაზე წა----გენილი შვილობილი კომპანიების ბალანსების მიხედვით ირკვევა, რომ რიგ შემთხვევაში კომპანიების ვალდებულებები აღემატება მათ აქტივებს. გა----ა ამისა მოწოდებული ინფორმაციით აღნიშნული კომპანიები მოიცავდა 11 საავადმყოფოს (მათგან 6 დასრულებული და 5 დაუსრულებელი), შესაბამისად აღნიშნული კომპანიების ნაწილს განსაზღვრული პროფილით ფუნქციონირებაც დაწყებული არ ქონდათ. ვინაიდან, საექსპერტო კვლევისათვის საჭირო მონაცემები სრულყოფილად არ მოიპოვება საქმეში იმ ეტაპზე ვერ განხორციელდა შვილობილი კომპანიების საბაზრო ღირებულების დადგენა 2012 წლის აპრილის თვის მდგომარეობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ექსპერტიზის დასკვნა (ტომი XXIII, ს.ფ. 336-355);
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;
3.1.1-. სს ,,სა-----–----------------–-ა ევ---ს“-ის მოთხოვნის საფუძველზე შპს ,,ბ-----------–------------“-ს მიერ განხორციელდა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ ჩატარებული ექსპერტიზის საფუძველზე 2016 წლის 05 ოქტომბერს გაცემულის დასკვნის (N0--------) ლიმიტირებული ანალიზი/მიმოხილვა.
ჩატარებულ პროცედურებთან დაკავშირებით შპს ,,ბ-----------–------------“-ს ანგარიშის თანახმად, მითითებულ დასკვნაში შეფასება განხორციელებულია დისკონტირებული ფულადი ნაკადების მეთოდით (DCF). ამ მეთოდის მოკლე შინაარსი მდგომარეობს შემდეგში: შემფასებელი/ანალიტიკოსი ახორციელებს შესაფასებელი კომპანიის მომავალი საოპერაციო ფულადი ნაკადების პროგნოზირებას. პროგნოზირება ხორციელდება მომავალი 5-1- წლის პერიოდისათვის, სტაბილური ფულადი ნაკადების მიღწევის მომენტამდე. ძირითადი საშუალებების შეძენასთან და გადასახდებთან დაკავშირებული ფულადი ნაკადების გათვალისწინებაც ხდება ამ ფულადი ნაკადების პროგნოზირებისას. საპროგნოზო პერიოდის ბოლოსათვის ხორციელდება ასევე ტერმინალური ღირებულების გაანგარიშება, რომელშიც აისახება საპროგნოზო პერიოდის შემდგომი პერიოდის კომპანიის ფულადი ნაკადების ღირებულება. იმ შემთხვევაში, თუ საპროგნოზო ფულად ნაკადებში არ ხდება ფინანსური ვალდებულებების მომსახურებისათვის და დაფარვისათვის გადასახდელი ფულადი ნაკადების გათვალისწინება, მაშინ ასეთი სახის ფულად ნაკადებს პრაქტიკაში ეწოდება საწარმოსათვის ხელმისაწვდომი ფულადი ნაკადები. ამ სახით ხდება კომპანიის დამფუძნებლებზე განაწილებისათვის და ფინანსური ვალდებულების გასტუმრებისათვის ხელმისაწვდომი ფულადი ნაკადების ოდენობის განსაზღვრა.
ანგარიშში მითითებულია, რომ ექსპეტის მიერ სს საერთაშორისო სა---------------------ა ,,ი---------------------”-ის 1-0% წილის ღირებულება შეფასებულია 40 147 455 ლარის ოდენობით. შეფასებული ღირებულების ძირითადი გაანგარიშება მოცემულია ექსპერტიზის დასკვნის მე-4 დანართში. გაანგარიშებაში ნათლად ჩანს, რომ შეფასება განხორციელებულია არა საწესდებო კაპიტალისათვის, არამედ საწარმოსათვის ხელმისაწვდომი თავისუფალი ფულადი ნაკადების დისკონტირების გზით, ანუ FCFF ფულადი ნაკადის გამოყენებით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, შეფასება განხორციელებულია იმ ფულადი ნაკადების დისკონტირების გზით, რომელშიც არ არის ასახული ფინანსური ვალდებულების დაფარვასთან დაკავშირებული საპროგნოზო ფულადი თანხები. შესაბამისად, ექსპერტის დასკვნაში შეფასებული ღირებულება მეთოდოლოგიურად წარმოადგენს კომპანიის/საწარმოს ღირებულებას და არა კომპანიის წილთა/აქციათა 1-0%-ის ღირებულებას და თუ დავუშვებთ რომ ყველა სხვა ასპექტში ექსპერტის დასკვნა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი და სწორია (მათ შორის ადექვატურია საპროგნოზო შემოსავლების გაანგარიშებებების ნაწილში), მაშინ სს საერთაშორისო სა---------------------ა ,,ი---------------------”-ის 1-0 პროცენტი წილის საბაზრო ღირებულების გაანგარიშებისათვის აუცილებელია, ამ მიზნით სხვა ჩასწორებებთან ერთად, ექსპერტის მიერ გაანგარიშებული თანხა - 40 147 455 ლარი შემცირდეს საერთაშორისო სა---------------------ა ,,ი---------------------”-ის სასეხო ვალდებულების 4 385 000 ლარისა და საერთაშორისო სა---------------------ა ,,ი---------------------”-ის მიერ თავის შვილობილი კომპანიების მიერ აღებული სესხების უზრუნველყოფის მიზნით გაცემული თავდებობის საბაზრო ფასით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ექსპერტის დასკვნაში შეფასებული თანხა (40 147 455 ლარი) არ შეიძლება ჩაითვალოს საერთაშორისო სა---------------------ა ,,ი---------------------”-ის წილთა/აქციათა 1-0 პროცენტის საბაზრო ღირებულებად;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შპს ,,ბ-----------–------------“-ს ანგარიში ჩატარებული პროცედურების შესახებ (ტომი XXV, ს.ფ. 53-57);
- მოპასუხის ახსნა-განმარტება;
3.1.11. სს ,,სა-----–----------------–-ა ევ---ი“-ს მოთხოვნის საფუძველზე სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ ჩატარებული იქნა ექსპერტიზა. ექსპერტს დაევალა სს საერთაშორისო სა---------------------ა ,,ი---------------------”-ის (მისი შვილობილი კომპანიების გათვალისწინებით) 1-0%-წილის საბაზრო ღირებულების დადგენა 2012 წლის აპრილის თვის მდგომარეობით.
ექსპერტის 2017 წლის 12 ივნისის N0-------- დასკვნით, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი მასალების, ჩატარებული კვლევისა და ანალიზის საფუძველზე, დაშვებებისა და შეზღუდვების გათვალისწინებით გაანგარიშებული იქნა სს საერთაშორისო სა---------------------ა ,,ი---------------------”-ის (მისი შვილობილი კომპანიების გათვალისწინებით) 1-0%-ის წილის საბაზრო ღირებულება 2012 წლის აპრილის თვის მდგომარეობით, რომელიც განისაზღვრა 1- 207 700 ლარით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ექსპერტიზის დასკვნა (ტომი XXVIII, ს.ფ. 12-30);
- მოპასუხის ახსნა-განმარტება;
3.1.12. სს ,,სა---------------------ა ალ----ი ბ-----”-ს, როგორც მყიდველსა და ლა–--------–--ეს, როგორც გამყიდველს, შორის 2012 წლის 21 მაისს გაფორმებული წილის ნასყიდობის ხელშეკრულების 4.1.2. პუნქტით: “ლა–--------–--ემ მყიდველს უნდა წარუდგინოს მის მიერ ხელმოწერილი ვალდებულება დანართ “ბ”-ში მოცემული ფორმით, რომ მომდევნო 12 თვის განმავლობაში პირდაპირ ან არაპირდაპირ, თავად ან მისთან დაკავშირებული პირების მეშვეობით არ გაუწევენ კონკურენციას მყიდველს ან/და იმ-------–-ს (ან მათ შვილობილ კომპანიებს, რომელთა საქმიანობა ეხება სადაზღვევო, სადაზღვევო საბროკერო, გადაზღვევის და/ან ჯანდაცვის სფეროებს”.
აღნიშნული პირობა ლა–--------–--ის მიერ დაკმაყოფილებული იქნა და მის მიერ 2012 წლის 21 მაისს წა----გენილი იქნა განცხადება კონკურენციის აკრძალვის თაობაზე, რომლის ძალითა მოპასუხის მიერ აღებული იქნა შემდეგი ვალდებულება: “წინამდებარე განაცხადით (შემდგომში “განცხადება”), “განმცხადებელი” საკუთარი და მასთან აფილირებული პირების (მათ შორის მათი ოჯახის წევრების, ახლო ნათესავების ან/და იმ იურიდიული პირების, სადაც განმცხადებელი ან/და მასთან აფილირებული პირები ფლობენ წილის / აქციების 5%-ზე მეტს ან სადაც დაკავებული აქვთ მმართველი თანამდებობა, ან სხვაგვარად აკონტროლებენ ამგვარ იურიდიულ პირებს) სახელით იღებს ვალდებულებას, რომ “განმცხადებელი” ან/და მასთან აფილირებული პირები წინამდებარე “განცხადების” ხელმოწერიდან მომდევნო 12 (თორმეტი) თვის განმავლობაში, სს “სა---------------------ა ალ----ი ბ-----”-ს (შემდგომში “ალ----ი”) წინასწარი წერილობით თანხმობის გარეშე, ერთობლივად და/ან ინდივიდუალურად არ აწარმოებენ (პირდაპირ ან მესამე პირების მეშვეობით) და უზრუნველყოფენ, რომ მათმა აფილირებულმა პირებმა არ აწარმოონ (პირდაპირ ან მესამე პირების მეშვეობით) ნებისმიერი იმ სხვა კომპანიის, ან პიროვნების საკონსულტაციო ან მსგავსი მომსახურება, რომლის ბიზნესიც კონკურენციას უწევს, ხელყოფს, ზოგადად აზიანებს ან/და დაბრკოლებებს უქმნის სს “საერთაშორისო სა---------------------ა “იმ-------– ი---------–----–ი”-ს (შემდგომში “კომპანია”) ან/და “ალ----ის” (ან მათი შვილობილი კომპანიების) საქმიანობას, ან რომლის ინტერესებიც ეწინააღმდეგება “კომპანიის”, “ალ----ის” ან/და მათი შვილობილი კომპანიების ინტერესებს. კერძოდ, აღნიშნული ბიზნესები მოიცავს სადაზღვევო, სადაზღვევო საბროკერო, გადაზღვევის და/ან ჯანდაცვის სფეროებს. აღნიშნული, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე მოიცავს აგრეთვე, ამგვარ კონკურენტ კომპანიაში (კომპანიებში) წილის/აქციების ფლობას ან დაქირავებულად (მათ შორის მმართველ ან არჩევით თანამდებობაზე) მუშაობას”.
ამავე დანართით ზემოხსენებული ვალდებულების დარღვევისათვის დადგენილი იქნა პირგასამტეხლო, 1-0,000.00 აშშ დოლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- წილის ნასყიდობის ხელშეკრულება (ტომი V, ს.ფ. 279-286);
- ხელშეკრულების დანართი ,,ბ“ (ტომი V, ს.ფ. 290-291);
3.1.13. 2011 წლის 16 ოქტომბერს სს ,,სა---------------------ა იმ-------– ი---------–----–“-სა (შემდგომში ,,სა---------------------ა“) და RV-INVEST-ს (შემდგომში - ,,რვ-ინვესტი“) შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის საგანსაც წარმოადგენდა რვ-ინვეტის მიერ სა---------------------ისათვის ფულადი სახსრების მოძიებაში დახმარების გაწევა. ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 9 თვე ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზნის მიღწევის თარიღი (რომელიც უფრო ადრე დადგებოდა);
ხელშეკრულების თანახმად, სა---------------------ა ვალდებული იყო რვ-ინვესტისათვის ყოველთვიურად გადაეხადა, ფიქსირებული ანაზღაურება, 2000 აშშ დოლარის ოდენობით.
ამავე ხელშეკრულების მე-3 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტით, თუ დამკვეთი შეწყვეტს ამ ხელშეკრულებას ტრანზაქციის დახურვის ვადამდე და ამის მიზეზი არ იქნება აქ განსაზღვრული ვალდებულებების უხეში დარღვევა ან განზრახ შეუსრულებლობა კონსულტანტის მხრიდან, რასაც დაადასტურებს სათანადო სასამართლო საბოლოო განაჩენით, დამკვეთი გადაუხდის კონსულტანტს შეწყვეტის საზღაურს 75 000 აშშ დოლარის ოდენობით (შემდგომში ,,შეწყვეტის საზღაური“);
ხელშეკრულების მიზნებისათვის ტრანზაქცია ნიშნავს: ცალკეულ ტრანზაქციას ან ტრანზაქციების ერთობლიობას, რომლის ფარგლებშიც დამკვეთი მოიზიდავს 30 მლნ აშშ დოლარამდე თანხას, რომ ნაწილობრივ ან მთლიანად ჩაანაცვლოს ს----------–--------ში ამჟამად არსებული/მოქმედი კრედიტი, გამოყოფილი აღნიშნული პროექტის დასაფინანსებლად; ხოლო ,,ტრანზაქციის დასრულება“ ნიშნავს: ტრანზაქციასთან დაკავშირებული ყველა სავალდებულო ხელშეკრულების გაფორმების თარიღს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულება დასაქმების შესახებ (ტომი VI, ს.ფ. 20-30);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.14. 2012 წლის 08 აპრილს, ალ------------–--------------ემ (რომელსაც აღნიშნული თარიღისათვის ეკავა კომპანიის გენერალური დირექტორის თანამდებობა), იმ მოტივით, რომ დაგეგმილი იყო კომპანიის გასხვისება, ვადამდე შეწყვიტა 2011 წლის 16 ოქტომბრის ხელშეკრულება, კერძოდ: ალ------------–--------------ემ რვ-ინვესტის უფლებამოსილ პირს ვ---–------------ის აცნობა, რომ სს ,,სა---------------------ა იმ-------– ი---------–----–ის“ აქციონერებმა მიიღეს გადაწყვეტილება, გაყიდონ კომპანია. ამავე წერილით აქციონერთა გადაწყვეტილების გათვალისწინებით, ალ------------–--------------ემ მოითხოვა ვაშინგტონში 17 აპრილს ინვესტორებთან დანიშნული შეხვედრის გაუქმება და შესაბამისად, რვ-ინვესტის ნებისმიერი საქმიანობის შეწყვეტა 2011 წლის 16 ოქტომბრის ხელშეკრულების ფარგლებში.
რვ-ინვესტი დაეყრდნო ხელშეკრულებით შეთანხმებულ პირობას, მოითხოვა საჯარიმო სანქციის 75 000 აშშ დოლარის გადახდა.
სადავო თანხის გადახდის მოთხოვნით, რვ-ინვესტის, მიერ, შეტანილი იქნა სარჩელი ბერლინის საოლქო სასამართლოში, როგორც ამას ითვალისწინებდა მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ელექტრონული წერილი (ტომი VI, ს.ფ. 31-33, 45-49);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.15. სს ,,სა---------------------ა ალ----მა“ საკუთარი ინტერესების დასაცავად, დაიქირავა კომპანია შპს „ბ----–---", რომელმაც უზრუნველყო, როგორც დავასთან დაკავშირებით სათანადო კონსულტაციის გაწევა, ასევე ბერლინის საოლქო სასამართლოში წარმომადგენლობის განხორციელების მიზნით ადვოკატის შერჩევა (L----------) და მასთან კომუნიკაციის წარმოება.
რვ-ინვესტსა და სს ,,სა---------------------ა ალ----ს“ შორის დავა დასრულდა მორიგებით; სა---------------------ამ: 1) რვ-ინვესტს გადაუხადა 25,000 ევრო, რომელიც გადახდის თარიღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის (შემდგომში „სებ") მიერ დადგენილი ოფიციალური კურის მიხედვით შეადგენდა 57,180 ლარს; 2) შპს ,,ბ----–---"-ს გადაუხადა 1,000 აშშ დოლარი და ასევე დღგ, რომელიც გადახდის დღისათვის სების მიერ დადგენილი კურსის მიხედვით, ჯამში შეადგენდა 2089.66 ლარს; 3) L---------- -ს 2 ნაწილად გადაუხადა 4,368 ევრო, რომელიც გადახდის დღისათვის სების მიერ დადგენილი კურსის მიხედვით შეადგენდა 1-,282.83 ლარს; ზემოაღნიშნული გადარიცხვების საკომისიომ ჯამში შეადგინა - 240.99 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- იურიდიული მომსახურების ხელშეკრულება (ტომი VI, ს.ფ. 92-91);
- კონტრაქტი (ტომი VI, ს.ფ. 95-97);
- ბერლინის მეორე ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება (ტომი VI, ს.ფ. 145-148);
- ელექტრონული სავალუტო საგადასახადო დავალება (ტომი VI, ს.ფ. 152);
- ანგარიშფაქტურა (ტომი VI, ს.ფ. 153-155);
- ელექტრონული საგადახდო დავალება (ტომი VI, ს.ფ. 156);
- ხარჯთაღრიცხვა, ელექტრონული საგადახდო დავალება (ტომი VI, ს.ფ. 157-166);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.16. 2014 წლის 31 ივლისს განხორციელდა სს ,,სა---------------------ა ალ----ი“-ს რეორგანიზაცია (გაყოფა გამოყოფის გზით), რომლის შედეგადაც სს ,,სა---------------------ა ალ----ს" (ს/კ: 2--------) გამოეყო 2 იურიდიული პირი: 1) სს „სა---------------------ა ალ----ი“, რომლის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ყველა სახის დაზღვევა, გა----ა ჯანმრთელობისა და სამოგზაურო დაზღვევისა და რომელსაც მიენიჭა ახალი საიდენტიფიკაციო კოდი - 4--------. 2) სს "სა-----–----------------–-ა ევ---ი", – საიდენტიფიკაციო კოდით: 4--------, აღნიშნული კომპანიის საქმიანობის სფეროს წაროადგენს ჯანდაცვა.
სს "სა---------------------ა ალ----მა" (ს/კ: 2--------) რეორგანიზაციის შედეგად შეიცვალა საფირმო სახელწოდება და მის საფირმო სახელწოდებად განისაზღვრა სს ,,სა---------------------ა იმ-------–" (შემდგომში „იმ-------–"), თუმცა, შეინარჩუნა რეორგანიზაციამდე არსებული საიდენტიფიკაციო კოდი - 2--------. ამ უკანასკნელის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ჯანმრთელობის, სიცოცხლის (არა მაგროვებადი და დაბრუნებადი), უბედური შემთხვევებით გამოწვეული გა----აცვალებისა და/ან შრომისუუნარობისა და სამოგზაურო დაზღვევა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- აქციონერთა საერთო კრების ოქმი (ტომი VI, ს.ფ. 98-1-8);
- გაყოფის ხელშეკრულება (ტომი VI, ს.ფ. 1-9-141);
3.1.17. 201- წლის 14 ნოემბერს სს ,,საერთაშორისო სა---------------------ა იმ-------– ინტერნეშენალსა“ და შპს ,,ა---------------------“ შორის გაფორმდა დაზღვევის ხელშეკრულება და გაიცა ავია გადამზიდველის პასუხისმგებლობის დაზღვევის პოლისი S--------.
იგივე თარიღში, აღნიშნულ პოლისში შევიდა ცვლილება S--------/1-Add, რომლის მიხედვით მზღვეველის პასუხისმგებლობის ლიმიტი განისაზღვრა 5-- 000 000 აშშ დოლარით. პოლისი მოიცავდა მესამე პირების წინაშე პასუხისმგებლობის, მგზავრების წინაშე პასუხისმგებლობისა და ტვირთის გამო პასუხისმგებლობის დაზღვევას. სადაზღვევო პერიოდი განისაზღვრა შემდეგნაირად: 14.11.201- – 13.12.201-; ამავე ცვლილებით დაფარვის ტერიტორიას დაემატა პაკისტანიც.
ხელშეკრულების დადების პერიოდში 201- წლის 14 ნოემბერს სს ,,საერთაშორისო სა---------------------ა იმ-------– ი---------–----–ის“ გენერალური დირექტორი იყო ალ------------–--------------ე, რომელიც ხელს აწერს 201- წლის 14 ნოემბრის დაზღვევის ხელშეკრულებასა და სადაზღვევო პოლისებს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დაზღვევის პოლისები (ტომი VII, ს.ფ. 21-27);
- დაზღვევის ხელშეკრულება (ტომი VI, ს.ფ. 28-36);
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
3.1.18. 201- წლის 28 ნოემბერს, სადაზღვევო პოლისი S--------/1-Add დაზღვეულმა შპს ,,ა--------------------“-ს თვითმფრინავმა IL-76TD რეგისტრაციის ნომრით 4----- განიცადა კატასტროფა პაკისტანის ტერიტორიაზე, კარაჩიში, ჯინაჰის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარედ. შემთხვევის შედეგად გა----აიცვალა ოთხი ფიზიკური პირი: 1. ე-------------; 2. შ-----------–-; 3. ხ---------–-; 4. მ---------------. შემთხვევის შედეგად ასევე დაზიანდა შემდეგი ორგანიზაციების ქონება: 1. კომპანია Nevy Housing Scheme (HTS); 2. კომპანია M/s Pioneer Coating; 3. კომპანია M/s Imperial Construction (PVT) Limited; 4. კომპანია M/s Path International.
201- წლის 02 დეკემბერს სს ,,საერთაშორისო სა---------------------ა იმ-------– ინტერნეშენალის“ გენერალურმა დირექტორმა ალ------------–--------------ემ გააფორმა იურიდიული მომსახურების შესახებ ხელშეკრულება საერთაშორისო იურიდიულ კომპანიასთან ,,გ----------------------ს“-თან, რომელმაც აიღო ვალდებულება გაეწია სს ,,საერთაშორისო სა---------------------ა იმ-------– ი---------–----–ისათვის“ მომსახურება (სასამართლოში წარმომადგენლის ჩათვლით) კაპისტანის სასამართლოში.
შემთხვევის შედეგად დაზარალებული პირების მემდკვიდრეების სასარჩელო მოთხოვნები შემდეგნაირად იყო განსაზღვრული:
1. ე-------------ის მემკვიდრეები - სულ ჯამში 32 163 აშშ დოლარის ექვივალენტი;
2. შ-----------–-ს მემკვიდრეები - სულ ჯამში 454 803 აშშ დოლარის ექვივალენტი;
3. ხ---------–-ს მემკვიდრეები - 318 118 აშშ დოლარის ექვივალენტი;
4. მ--------------ს მემკვიდრეები - 477 388 აშშ დოლარის ექვივალენტი;
2012 წლის 16 ნოემბერს განხორციელდა სს ,,საერთაშორისო სა---------------------ა იმ-------– ინტერნეშენალის“ შერწყმა/მიერთება სს ,,სა---------------------ა ალ----ი ბ-----“-სთან, რის შედეგადაც აღნიშნული თარიღიდან სს ,,სა---------------------ა ალ----ი ბ-----“ გახდა სს ,,საერთაშორისო სა---------------------ა იმ-------– ინტერნეშენალის“ სამართალმემკვიდრე და უფლებამონაცვლე და მასზე, როგორც ახალ მზღვეველზე, გადავიდა ყველა ის უფლება-მოვალეობა, რომელიც წარმოშობილი და გათვალისწინებული იყო სს ,,საერთაშორისო სა---------------------ა იმ-------– ინტერნეშენალსა“ და შპს ,,ა---------------------“ შორის გაფორმებული დაზღვევის ხელშეკრულების საფუძველზე. 2013 წლის 02 ივლისიდან სს ,,სა---------------------ა ალ----ი ბ-----“-ს შეეცვალა საფირმო სახელწოდება და გახდა სს ,,სა---------------------ა ალ----ი“.
სს ,,სა---------------------ა ალ----ის“ მიერ სს ,,საერთაშორისო სა---------------------ა იმ-------– ინტერნეშენალის“ მიერთების შემდეგ, სს ,,სა---------------------ა ალ----ი“ განაგრძობდა მითითებულ საქმეზე ,,გ-------------------------“ ურთიერთობას, ხოლო მოგვიანებით, 2013 წლის 31 ოქტომბერს ,,გ-----------------------ს“ რეორგანიზაციის შედეგად, სს ,,სა---------------------ა ალ----მა“ ხელშეკრულება გააფორმა იურიდიულ კომპანია ,,კ-------სთან“ ისეთივე პირობებით, როგორც ეს განსაზღვრული იყო ,,გ-------------------------“;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შეტყობინება უბედური შემთხვევის შესახებ (ტომი VII, ს.ფ. 1-1-1-3);
- აღიარების სერტიფიკატი (ტომი VII, ს.ფ. 1-5-116);
- სარჩელი ზარალის ანაზღაურების/კომპენსაციის შესახებ (ტომი VII, ს.ფ. 117-148);
- ,,გ-----------------------ს“ 2011 წლის 11 ოქტომბრის ანგარიში სასამართლოში საქმის მიმდინარეობისა და სასარჩელო მოთხოვნების თაობაზე (ტომი VII, ს.ფ. 249-260);
- იურიდიული კომპანია ,,კ-------სთან“ გაფორმებული იურიდიული მომსახურების ხელშეკრულება (ტომი VIII, ს.ფ. 7-16);
3.1.19. საქმის მასალების შესწავლის შემდეგ იურიდიული კონსტულტანტების მიერ ,,სა---------------------ა ალ----ისათვის“, მიცემულ იქნა საბოლოო რეკომენდაცია შემთხვევის შედეგად დაზარალებული პირების მემკვიდრეებთან საქმის მორიგებით დასრულების თაობაზე. მოლაპარაკების შედეგად მიღწეულ იქნა შეთანხმება თითოეული გა----აცვლილის მემკვიდრეთათვის 50 000 აშშ დოლარის ანაზღაურების თაობაზე. აღნიშნული მორიგების პირობით დაზარალებული პირების მემკვიდრეები სრულად ათავისუფლებდნენ შპს ,,ა---------------------“ და მის მზღვეველს, ასევე სხვა პირს ყოველგვარი პასუხისმგებლობისაგან, რაც შეიძლება დაკავშირებული ყოფილიყო 201- წლის 28 ნოემბერს მოხმდარ ავია კატასტროფასთან. აღნიშნული მორიგების აქტების გაფორმების საფუძველზე სს ,,სა---------------------ა ალ----ის“ მიერ გადახდილ იქნა ჯამში 200 000 აშშ დოლარი.
მითითებულ საქმეზე სა---------------------ის მიერ სარჩელის შეტანის თარიღისათვის გაღებულია იურიდიული მომსახურების ხარჯები 41 509,80 გირვანქა სტერლინგის ექვივალენტი ლარში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- იურიდიული კომპანია ,,კ-------ს“ ანგარიში (ტომი VIII, ს.ფ. 17-23);
- მორიგების აქტები (ტომი VIII, ს.ფ. 24-142);
- მორიგების აქტების საფუძველზე თანხის გადახდის ქვითრები, გამავალი ელექტრონული სავალუტო საგადასახადო დავალება (ტომი VIII, ს.ფ. 143-170);
- იურიდიული მომსახურების ხარჯების გადახდის დამადასტურებელი ქვითრები (ტომი VIII, ს.ფ. 171-476);
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. საქმეზე დადასტურებული ვერ იქნა, რომ სადავო ხელშეკრულებების გაფორმების მიზნით ადგილი ჰქონდა მხარის იძულებას, აშკარა ჩარევას ნების გამოვლენაში.
განსახილველი დავის სწორი გადაწყვეტისთვის, სასამართლომ აქცენტები არ უნდა გააკეთოს რომელიმე კონკრეტულ მტკიცებულებასა თუ ფაქტობრივ გარემოებაზე. მთლიანი სურათის შექმნა და მისი სამართლებრივ სიბრტყეზე გადატანა უნდა განხორციელდეს ყველა გარემოებასა და მტკიცებულებაზე დაყრდნობით, ამასთან, საჭიროა გაანალიზება იმისა, თუ რამ განაპირობა სადავო გარიგების დადება.
მოცემულ შემთხვევაში იძულების ფაქტის დადასტურება პირდაპირი და ცალსახა მტკიცებულებით, თვითონ იძულების არსისა და ბუნების გათვალისწინებით, შეუძლებელია. იძულების დადგენა უნდა მოხდეს საქმეში ასახული, სხვადასხვა დროს მიმდინარე მოვლენებს შორის ლოგიკური კავშირის აღმოჩენით და ისეთი პარალელების გავლებით, რომლებიც უტყუარად და სარწმუნოდ დაადასტურებენ იძულების ფაქტის არსებობას.
სასამართლო იმსჯელებს წინამდებარე საქმის გადაწყვეტისთვის არსებითად მნიშვნელოვან საკითხზე: ჰქონდა თუ არა ადგილი სს ,,ს----------–---------ს“ და სახელმწიფოს (საქართველოს ეროვნული ბანკის) მხრიდან სა---------------------ა ,,ალ----ი“-სსასარგებლოდ იძულებას მხარეებს შორის სადავოდ გამხდარი წილის ნასყიდობის ხელშეკრულების დადების მიზნით.
მოსარჩელეთა მიერ მათზე სს ,,ს----------–---------“-ს მხრიდან იძულების განხორციელების დამადასტურებელ ერთ-ერთ მნიშვნელოვან მტკიცებულებად მითითებულია ის, რომ სს ,,ს----------–----------“ უარი განუცხადა დამატებითი საკრედიტო რესურსების გამოყოფაზე.
მოსარჩელეთა განმარტებით, სს ,,ს----------–---------“ შეგნებულად წინასწარ უქმნიდა მათ წინაპირობებს, რათა არ მიეცა საკრედიტო დაფინანსება სახელმწიფო პროგრამის განხორციელების პროცესში და არ გაეგრძელებინა საავადმყოფოების მშენებლობა. ამასთან იგი ცდილობდა ზეგავლენა მოეხდინა მოსარჩელეებზე იმ ფორმითაც, რომ დაიწყებდნენ კრედიტის უზრუნველსაყოფად ჩადებული მთელი ქონებების მიმართ იძულებითი ხასიათის ღონისძიებების გატარებას, ზემოთდასახელებული მიზეზების საფუძველზე.
საქმის მასალების მიხედვით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია ის გარემოება, რომ 2012 წლის მდგომარეობით სს ,,სა---------------------ა იმ-------– ინ--------–---ლი“ მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში იყო და რეალურად არსებობდა აქციების გასხვისების წინაპირობები.
მოსარჩელეც ადასტურებს სს ,,სა---------------------ა იმ-------– ინ--------–---ლი“-ს მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში ყოფნის ფაქტს, თუმცა აღნიშნულს აბრალებს, მათ შორის, სს ,,ს----------–--------ს“.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ სს ,,სა---------------------ა იმ-------– ინ--------–---ლი“-ს ყოველწლიური ფინანსური ანგარიშგებების აუდირებასა და შესაბამისი დასკვნების გაცემას წლების განმავლობაში ახდენდა შპს ,,ბ------“.
სწორედ აღნიშნული კომპანიის (შპს ,,ბ------“) დასკვნა იქნა წა----გენილი მოსარჩელე მხარის მიერ ექსპერტიზაზე აქციების საბაზრო ღირებულების დადგენის მიზნით.
სს ,,სა---------------------ა იმ-------– ინ--------–---ლი“-ს დამოუკიდებელ აუდიტორთა დასკვნებში მოცემულია 2009-201--2011 წლების ანგარიშები ფინანსური ანგარიშგებების შესახებ. აღნიშნული დასკვნები დათარიღებულია 201- წლის 01 მაისით და 2012 წლის 14 მაისით.
დასკვნის თანახმად, 2009 წელს სს ,,სა---------------------ა იმ-------– ინ--------–---ლი“-ს აქტივები შეადგენს - 60 260 048 ლარს, კერძოდ ფულადი სახსრები - 1- 131 248 ლარი, გაცემული კრედიტები - 1 215 584 ლარი, დებიტორული დავალიანება - 34 263 640 ლარი, სხვა დებიტორული დავალიანება 190 564 ლარი, მარაგები - 51 873 ლარი, გასაყიდად გამიზნული ინვესტიცია - 378 81- ლარი, მომავალი პერიოდის საკომისიოს ხარჯი - 7 193 550 ლარი. ამასთან, კომპანიას ერიცხება ვალდებულებები სულ 36 285 711 ლარი, მათ შორის: მიღებული კრედიტები - 3 132 374 ლარი, კრედიტორული დავალიანება - 2 379 115 ლარი, სხვა მიმდინარე ვალდებულებები - 7 548 611 ლარი, გადავადებული საგადასახადო ვალდებულებები - 170 277 ლარი, გამოუმუშავებელი პრემიის რეზერვი - 34 294 373 ლარი, რეზერვი, გა----ა გამოუმუშავებელი პრემიების რეზერვისა - 3 590 385 ლარი, გადამზღვეველთა წილი, გამოუმუშავებელი პრემიების რეზერვიდან - (1 769 324) ლარი. სს ,,სა---------------------ა იმ-------– ინ--------–---ლი“-ს 2009 წლის წმინდა მოგება განსაზღვრულია 3 405 780 ლარის ოდენობით, ხოლო ამავე პერიოდის მთლიანი სრული შემოსავალი განსაზღვრულია 3 975 250 ლარის ოდენობით.
ამავე დასკვნით, 201- წელს სს ,,სა---------------------ა იმ-------– ინ--------–---ლი“-ს ფინანსური ანგარიშგების მიხედვით საზოგადოების აქტივები შეადგენს 80 855 894 ლარს, კერძოდ: ძირითადი საშუალებები და არამატერიალური აქტივები - 6 400 621 ლარი, ინვესტიციები მეკავშირე საწარმოებში - 407 636 ლარი, გრძელვადიანი სასესხო მოთხოვნები - 7 549 428 ლარს, აკვიზიის გადავადებული ხარჯები - 5 603 312 ლარს, გადავადებული საგადასახადო აქტივი - 198 445 ლარი, მოკლევადიანი სასესხო მოთხოვნები - 284 517 ლარი, მოთხოვნები სადაზღვევო კონტრაქტებიდან 45 116 741 ლარი, გადაზღვევის აქტივები - 1 301 862 ლარი, წინასწარ გადახდილი მოგების გადასახადი - 311 858 ლარი, სხვა აქტივები - 529 611 ლარი, გასაყიდად გამიზნული ინვესტიციები - 378 81- ლარი, საბანკო დაწესებულებებში განთავსებული დეპოზიტები - 1- 118 661 ლარი, ფული და ფულის ეკვივალენტები - 2 654 392 ლარი. ამასთან კომპანიას ერიცხება ვალდებულებები სულ 68 530 649 ლარი, მათ შორის: სასეხო ვალდებულებები - 5 636 834 ლარი, სადაზღვევო კონტრაქტებიდან წარმოშობილი ვალდებულებები - 55 290 838 ლარი, საპენსიო სქემიდან წარმოშობილი ვალდებულებები - 253 374 ლარი, სხვა სადაზღვევო ვალდებულებები - 7 170 223 ლარი, სხვა ვალდებულებები - 179 380 ლარი. სს ,,სა---------------------ა იმ-------– ინ--------–---ლი“-ს 201- წლის წმინდა მოგება განსაზღვრულია 1 624 071 ლარის ოდენობით, ხოლო ამავე პერიოდის მთლიანი სრული შემოსავალი განსაზღვრულია 1 611 007 ლარის ოდენობით.
სს ,,სა---------------------ა იმ-------– ინ--------–---ლი“-ს აქტივების 2011 წლისათვის შეადგენს - 75 793 629 ლარს, კერძოდ: ძირითადი საშუალებები და არამატერიალური აქტივები - 7 1-0 404 ლარს, ინვესტიციები მეკავშირე საწარმოებში - 407636 ლარი, გრძელვადიანი სასესხო მოთხოვნები - 14 549 807 ლარს, აკვიზიციის გადავადებული ხარჯები - 4 279 840 ლარს, გადავადებული საგადასახადო აქტივი - 134 678 ლარი, მოკლევადიანი სასესხო მოთხოვნები - 3 772 201 ლარი, მოთხოვნები სადაზღვევო კონტრაქტებიდან 33 916 394 ლარი, გადაზღვევის აქტივები - 1 455 797 ლარი, წინასწარ გადახდილი მოგების გადასახადი - 262 844 ლარი, სხვა აქტივები 766 856 ლარი, გასაყიდად გამიზნული ინვესტიციები - 558 925 ლარი, საბანკო დაწესებულებაში განთავსებული დეპოზიტები- 7 133 244 ლარი, ფული და ფულის ეკვივალენტები - 1 455 003 ლარი. ამასთან, კომპანიას ერიცხება ვალდებულებები სულ 63 383 736 ლარი, მათ შორის: სასესხო ვალდებულებები - 4 004 197 ლარი, სადაზღვევო კონტრაქტებიდან წარმოშობილი ვალდებულებები - 8 537 902 ლარი, სხვა ვალდებულებები - 1 257 113 ლარი. სს ,,სა---------------------ა იმ-------– ინ--------–---ლი“-ს 2011 წლის მონაცემებით დაფიქსირებულია ზარალი (1 088 405), ხოლო ამავე პერიოდის მთლიანი სრული შემოსავალი განსაზღვრულია 84 648 ლარის ოდენობით.
ამდენად, მითითებული დასკვნებით დასტურდება, რომ სს ,,სა---------------------ა იმ-------– ინ--------–---ლი“ მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში იმყოფებოდა 2011 წლისათვის.
მოსარჩელეები არ ეთანხმებიან შპს ,,ბ------“-ს მიერ 2011 წლის დასკვნაში ასახულ მონაცემებს და განმარტავენ, რომ შპს ,,ბ------“ და მისი წარმომადგენლები ალ----ისა და მისი მენეჯმენტის ზემოქმედების ქვეშ მოექცნენ, მოახდინეს ფინანსური მაჩვენებლების გაყალბება და ციფრების მანიპულირება და ამ გზით, ალ----ისათვის სასურველი, შემცირებული ფინანსური მდგომარეობის აღმწერი ფინანსური ანგარიშგება იქნა დადასტურებული შპს ,,ბ------“-ს მიერ, რათა, თითქოს, საგანგებოდ მძიმედ ყოფილიყო წარმოჩენილი კომპანიის ფინანსური მდგომარეობა.
სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ გარიგების დადების მომენტისათვის, შპს ,,ბ------ს“ დასრულებული ჰქონდა ფინანსური ანგარიშგების აუდირების ძირითადი სამუშაოები და მუშაობდა ფინალურ დოკუმენტზე. გარიგების დადების თარიღისათვის მომზადებულ ფინანსურ ანგარიშგებაში შპს ბ------ს მიერ ხელმოწერის თარიღამდე ასახული იქნა მხოლოდ შემდეგი სააღრიცხვო შეფასების ცვლილებები: (ა) სადაზღვევო ზარალების რეზერვების დათვლის მეთოდი და (ბ) საეჭვო ვალების რეზერვის დათვლის მეთოდი. ამასთან, შპს ბ------ს წარმომადგენელმა, ივ----–--–----–---–მა, რომელიც სპეციალისტის სახით, მოწვეული გახლდათ სხდომაზე, აღნიშნა და თავად კომპანიის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგებაც, შპს ბ------ს დასკვნასთან ერთად 2011 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით (გვ. 13-15), ცალსახად ადასტურებს, რომ თუკი რაიმე ცვლილება განიცადა ფინანსური ანგარიშგების ხელმოსაწერმა ვერსიამ, ყველაფერი სრულად არის ასახული დოკუმენტში, რადგან ასეთის ასახვას სავალდებულოდ მოითხოვს ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტები (ფასს, IFRS). რაც შეეხება, ამგვარი სააღრიცხვო შეფასების ცვლილებების არსსა და ეფექტს, ისინი შემდეგი გახლავთ:
- აუდირებული ანგარიშგების 13-14 გვერდებზე მითითებულია, რომ 2011 წელს ჯგუფს შეეცვალა სადაზღვევო ზარალების რეზერვების დათვლის მეთოდი. იქვე, ცხრილში მითითებულია, რომ ძველი სააღრიცხვო შეფასების შემთხვევაში რეზერვის ჯამური ოდენობა იქნებოდა 3,021,299 ლარი, ხოლო ახალი სააღრიცხვო შეფასების შემთხვევაში, კი არის - 3,743,435 ლარი. შესაბამისად, შეფასების ცვლილების მოგება-ზარალზე ჯამური ნეტო ეფექტის ოდენობად მითითებულია (338,016) ლარი.
- აუდირებული ანგარიშგების 15 გვერდზე მითითებულია, რომ 2011 წელს ჯგუფს შეეცვალა საეჭვო ვალების რეზერვის დათვლის მეთოდი, რაც გამოიხატა ვადაგადაცილებული მოთხოვნებისადმი უფრო კონსერვატიული მიდგომით. იქვე ცხრილში მითითებულია, რომ ძველი სააღრიცხვო შეფასების შემთხვევაში, რეზერვის ჯამური ოდენობა იქნებოდა 3,742,943 ლარი, ხოლო ახალი სააღრიცხვო შეფასების შემთხვევაში კი არის - 4,491,177 ლარი. შესაბამისად, შეფასების ცვლილების მოგება ზარალზე ჯამური ნეტო ეფექტის ოდენობად მითითებულია (635,999) ლარი.
სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა შპს ბ------ს წარმომადგენელმა ივ----–--–----–---–მა ცალსახად დაადასტურა, რომ დასკვნის შედგენისას დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის მოთხოვნის სტანდარტი სრულად ჰქონდათ დაცული. ივ----–--–----–---–ის მიერ დადასტურებული იქნა ის გარემოებაც, რომ სააღრიცხვო შეფასების ცვლილება მოხდა, როგორც ახალ მენეჯმენტთან, ისე ძველ მენეჯმენტთან შეთანხმების საფუძველზე, კონკრეტული დებიტორებისა და რეზერვირებასთან დაკავშირებული კონკრეტული გარემოებების დეტალური განხილვით, სს ,,სა---------------------ა იმ-------– ინ--------–---ლი“-ს ფინანსურმა დირექტორმა და----------–---–მა თავად დაადასტურა ეს ცვლილებები, დაეთანხმა მათ და სს ,,სა---------------------ა იმ-------– ინ--------–---ლი“-ს გენერალურ დირექტორთან ერთად, განახორციელა კომპანიის 2011 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ფინანსური ანგარიშგებების (როგორც კონსოლიდირებული ისე - ცალკე მდგომი) ხელმოწერა. სპეციალისტის მიერ ასევე აღინიშნა, რომ საეჭვო ვალების დარეზერვების მეთოდი სრულად იქნა შესაბამისობაში მოყვანილი შემძენი, დედა კომპანიის (ალ----ი) დარეზერვების მეთოდოლოგიასთან და მიდგომებთან, რაც ჩვეული და ბუნებრივი მოვლენაა ანალოგიურ მოცემულობებში. აღნიშნული დაადასტურა, სპეციალისტის სახით მოწვეულმა ი---------–--მაც. ორივე სპეციალისტის მიერ აღინიშნა, რომ ფასს-სთან სრულ შესაბამისობაშია, უფრო მეტიც, ფასს-ის ცალსახად მოთხოვნაა დედა კომპანიისა და შვილობილი კომპანიების შეფასების მიდგომების იდენტურობის უზრუნველყოფა, რაც მოცემულ შემთხვევაში განხორციელდა კიდეც.
ამდენად, ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, ცხადი ხდება, რომ ორივე ცვლილების ჯამური ეფექტი შეადგენს (974,015) ლარს, სს ,,სა---------------------ა იმ-------– ინ--------–---ლმა“ კონსოლიდირებულად 2011 წელი დაასრულა (3,533,958) ლარის ოდენობით ზარალით.
სასამართლო იზიარებს მოპასუხის განმარტებას, რომ არა თუნდაც ზემოთ აღწერილი სააღრიცხვო შეფასებების ცვლილება, კომპანიის ზარალიანობა მაინც (2,559,943) ლარი იქნებოდა და რომ შპს ბ------ს მიერ დადასტურებული კომპანიის ფინანსური ანგარიშგებები (როგორც კონსოლიდირებული, ისე - ცალკე მდგომი დედა კომპანიის) 2011 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, სამართლიანად ასახავს კომპანიის ფინანსურ მდგომარეობას და არ არსებობს მათში, ისევე როგორც, ბ------ს მიუკერძოებლობასა და დამოუკიდებლობაში, ეჭვის შეტანის არავითარი კანონიერი საფუძველი თუ მტკიცებულება.
სასამართლოს მიაჩნია, რომ, კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელეებმა ვერ დაადასტურეს ის გარემოება, რომ შპს ,,ბ------“-ს წარმომადგენლები ალ----ისა და მისი მენეჯმენტის ზემოქმედების ქვეშ მოექცნენ, მოახდინეს ფინანსური მაჩვენებლის გაყალბება და რომ დაფიქსირებული ზარალი წარმოადგენდა დამკვეთის მიერ არაზუსტი ინფორმაციის მიწოდების შედეგს.
სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელეთა მიერ მტკიცებულების სახით წარმოდგენილ დოკუმენტს (ფაქტების კონსტანტაციის ოქმი, რომლითაც საბოლოო ფინანსური ანგარიშგების ჩასწორების არსებობას ადასტურებს), ვინაიდან აღნიშნული დოკუმენტი შედგენილი და მომზადებული არის თავად მოსარჩელე მხარის მიერ, შესაბამისად, ამ დოკუმენტის მტკიცებულებითი ძალა არ შეიძლება შეფასდეს იმაზე უფრო მ----დ, ვიდრე თავად მხარის ახსნა-განმარტება, მითუმეტეს, რომ მითითებული დოკუმენტი (ფაქტების კონსტატაციის შესახებ ოქმი) არ შეიცავს ფინანსური ანგარიშგების კვლევის იმგვარ ობიექტურ მონაცემებს, რაც მიანიშნებდა საბოლოო დოკუმენტში ცვლილებების შეტანის აშკარა ფაქტებზე.
მტკიცების ტვირთიდან გამომდინარე, მოსარჩელს მართებდა შესაბამისი მტკიცებულების წარმოდგენა იმ პოზიციის და არგუმენტის გასამყარებლად, რომ შპს ,,ბ------“-ს წარმომადგენლები ალ----ისა და მისი მენეჯმენტის ზემოქმედების ქვეშ მოექცნენ და მოახდინეს ფინანსური მაჩვენებლის გაყალბება. ამგვარი მტკიცებულება მოსარჩელეების მიერ საქმეში წარმოდგენილი არ ყოფილა, ხოლო მოსარჩელის ახსნა-განმარტება, არ იყო საკმარისი მტკიცებულება ამ სადავო გარემოების დადასტურებულად მიჩნევისათვის.
3.2.2. მოსარჩელეთა მიერ მითითებული გარემოებები იძულების ნაწილში წინააღმდეგობრივი და ურთიერთგამომრიცხავია და წინამდებარე გადაწყვეტილებაში მათი სრულად გადმოტანა დიდი მოცულობიდან გამომდინარე საჭიროებას არ წარმოადგენს, არამედ, საჭიროების შემთხვევაში განხორციელდება მათზე მითითება.
მოსარჩელეების განმარტებით ვინაიდან საავადმყოფოების მშენებლობის დასრულებისათვის საჭირო იყო დამატებითი თანხა, ს ,,სა---------------------ა იმ-------– ინ--------–---ლმა“ სს ,,ს----------–---------დან“ მოითხოვა გენერალური ხელშეკრულების საფუძველზე დამატებით გარკვეული თანხის გამოყოფა, თუმცა ხელშეკრულება დაიბლოკა და მოპასუხემ ვერ მიიღო ის თანხა რომელიც აუცილებელი იყო მიზნების განსახორციელებლად, რის გამოც შეიქმნა პრობლემა.
სს ,,ს----------–---------“ შეგნებულად წინასწარ უქმნიდა მოსარჩელეებს წინაპირობებს, რათა არ მიეცა საკრედიტო დაფინანსება სახელმწიფო პროგრამის განხორციელების პროცესში და არ გაეგრძელებინა საავადმყოფოების მშენებლობა. ამასთან იგი ცდილობდა ზეგავლენა მოეხდინა მოსარჩელეებზე იმ ფორმითაც, რომ დაიწყებდნენ კრედიტის უზრუნველსაყოფად ჩადებული მთელი ქონებების მიმართ იძულებითი ხასიათის ღონისძიებების გატარებას, ზემოთდასახელებული მიზეზების საფუძველზე. მხარეები სადავოდ არ ხდიან, რომ სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, მშენებლობის ფინანსირების მიზნით 201- წლის 06 სექტემბერს, სს საერთაშორისო სა---------------------ა ,,ი---------------------”-სა და სს ,,ს----------–--------ს“ შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება N0--------------------------, 15 000 000 აშშ დოლარის ოდენობით. ამ მიზნით კომპანიის მიერ მშენებლობისათვის დათქმულ და ურთიერთშეთანხმებულ ვადებში ბანკის მხრიდან გამოყოფილი და შესაბამისად ,,უნ-----ის“ მიერ ათვისებული იქნა სესხი 15 000 000 აშშ დოლარის ოდენობით.
კერძოდ, შპს ,,უნ-----ი აჭარა“-სთან 201- წლის 06 სექტემბრის საკრედიტო ხაზით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება # 0-------------------------- შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება # 7----- გაფორმდა 201- წლის 07 სექტემბერს; შპს “უნ-----ი კ------”-სთან 201- წლის 06 სექტემბრის საკრედიტო ხაზით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება # 0-------------------------- შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება # 7----- გაფორმდა 201- წლის 09 სექტემბერს; შპს “უნ-----ი სამცხე”-სთან 201- წლის 06 სექტემბრის საკრედიტო ხაზით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება #0-------------------------- შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება # 7----- გაფორმდა 201- წლის 07 სექტემბერს;
2011 წელს სს საერთაშორისო სა---------------------ა ,,ი---------------------”-სა და სს ,,ს----------–--------ს“ შორის მიღწეული იქნა შეთანხმება საკრედიტო დაფინანსების 35 000 000 (ოცდათხუთმეტი მილიონი) აშშ დოლარამდე გაზრდის შესახებ, კერძოდ 2011 წლის 09 სექტემბერს შევიდა შესაბამისი ცვლილება საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულებაში 0--------------------------.
201- წლის 06 სექტემბრის საკრედიტო ხაზით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების N0-------------------------- უზრუნველსაყოფად სს ,,ს----------–---------ს“ სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა შპს ,,უნ-----ი აჭარა“-ს, შპს ,,უნ-----ი კ------“-ს, შპს ,,უნ-----ი სამცხე“-ს, შპს ,,G--------“-ის, შპს ,,ი---------------“-ს და სს საერთაშორისო სა---------------------ა ,,ი---------------------”-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებები.
201- წლის 06 სექტემბრის საკრედიტო ხაზით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების N0-------------------------- უზრუნველსაყოფად ასევე გირავნობით დაიტვირთა შპს ,,უნ-----ი აჭარა“-ს, შპს ,,უნ-----ი კ------“-ს, შპს ,,უნ-----ი სამცხე“-ს და სს საერთაშორისო სა---------------------ა ,,ი---------------------”-ში არსებული და სამომავლო ყველა მოძრავი ქონება და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, შპს ,,მ----“-ში გი---------------–---–ის კუთვნილი 50%-იანი წილი, ლე----–---–--ის კუთვნილი 50%-იანი წილი, შპს ,,უნ-----ი აჭარაში“ სს საერთაშორისო სა---------------------ა ,,ი---------------------”-ის კუთვნილი 1-0% წილი, შპს ,,უნ-----ი კ------“-ში სს საერთაშორისო სა---------------------ა ,,ი---------------------”-ის კუთვნილი 1-0% წილი და შპს ,,უნ-----ი სამცხე“-ში სს საერთაშორისო სა---------------------ა ,,ი---------------------”-ის კუთვნილი 1-0% წილი.
201- წლის 06 სექტემბრის საკრედიტო ხაზით მომსახურების შესახებ N0-------------------------- ხელშეკრულება უზრუნველყოფილი იქნა აგრეთვე თავდებობის ხელშეკრულებებით, კერძოდ თავდებებს წარმოადგენდნენ შპს ,,მ----“, გი---------------–---–ი, გ---------–---–--- და ლე----–---–--ე.
სასამართლო იზიარებს მოპასუხის განმარტებას, რომ სს ,,ს----------–---------“-ს მხრიდან მოთხოვნილი 900 000 აშშ დოლარი, წარმოადგენდა არა დამატებითი სესხის, არამედ არსებული სესხის რესტრუქტურიზაციის საკომისიოს.
კერძოდ, გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების საფუძველზე ს----------–--------სა და შპს „უნ-----ი აჭარას“ შორის 201- წლის 07 სექტემბერს დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება # 7-----, რომლის მიხედვითაც, უნ-----ი აჭარას სასარგებლოდ გაიცა კრედიტი 6,200,000 აშშ დოლარი 84 თვის ვადით, წლიური საპროცენტო განაკვეთით - 14%; კრედიტის ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად, უნ-----ი აჭარა პირველი თვრამეტი თვის განმავლობაში, კერძოდ, 201- წლის 07 ოქტომბრიდან 2012 წლის 07 თებერვლამდე იხდიდა მხოლოდ საპროცენტო სარგებელს, ანუ საშეღავათო პერიოდი განსაზღვრული გახლდათ 18 თვით. 2012 წლის 07 მარტიდან უნდა დაწყებულიყო როგორც საპროცენტო სარგებლის, ასევე, კრედიტის ძირი თანხის გადახდაც; აღნიშნული კრედიტის გაცემას წინ უსწრებდა ს----------–---------ს მესამე დონის საკრედიტო კომიტეტის გადაწყვეტილება (იხ. ს----------–---------ს 2016 წლის 11 ნოემბრის წერილზე #1------- თანდართული ს----------–---------ს მესამე დონის კომიტეტის ოქმი 01.09.201- წელი). საქმეში ასევე არსებობს, მტკიცებულების სახით, კრედიტის ხელშეკრულება # 9-----, დადებული 2011 წლის 15 სექტემბერს, რომლიც ითვალისწინებს შპს უნ-----ი აჭარისათვის არსებული # 7----- კრედიტის ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების რესტრუქტურიზაციას.
რესტრუქტურიზაცია თავის თავში გულისხმობდა საკრედიტო ვალდებულებების კიდევ უფრო გადავადებას, ვიდრე ამას ითვალისწინებდა მხარეთა შორის დადებული # 7----- კრედიტის ხელშეკრულება. კერძოდ რესტრუქტურიზაციის შედეგად, შპს „უნ-----ი აჭარას“ ბანკის მიერ მიეცა შესაძლებლობა 2011 წლის 15 სექტემბრიდან 2012 წლის 16 აპრილამდე საერთოდ არ ეწარმოებინა გადახდები არც საპროცენტო სარგებლის და არც კრედიტის ძირი თანხის (ანუ ბანკმა უარი თქვა 201- წლის 07 სექტემბერს დადებული # 7----- კრედიტის ხელშეკრულებით განსაზღვრული გრაფიკით დადგენილ უფლებაზე, მიეღო საპროცენტო სარგებელი 2011 წლის 15 სექტემბრიდან 2012 წლის 16 აპრილამდე პერიოდში), დამატებით საშეღავათო პერიოდი შპს „უნ-----ი აჭარას“ მიენიჭა 2012 წლის 16 აპრილიდან 2012 წლის 15 აგვისტომდე იმ თვალსაზრისით, რომ ამ პერიოდში იგი იხდიდა მხოლოდ საპროცენტო სარგებელს და კრედიტის ძირის გადახდას იწყებდა ნაცვლად 2011 წლის 07 მარტისა (როგორც ეს განსაზღვრული გახლდათ #7----- კრედიტის ხელშეკრულებით) უკვე 2011 წლის 15 აგვისტოს. აღნიშნული შეღავათის მინიჭების სანაცვლოდ, #9----- კრედიტის ხელშეკრულება ითვალისწინებს რესტრუქტურიზაციის საკომისიოს რესტრუქტურიზებული სესხის - 6,200,000 აშშ დოლარის 9.6% -ს სახით = (598,065 აშშ დოლარი) და არა მოსარჩელის მიერ მითითებული 18%-ით.
ანალოგიური სურათია შპს „უნ-----ი კ------ს“ შემთხვევაში. კერძოდ, ს----------–--------სა და შპს „უნ-----ი კახეთს“ შორის 201- წლის 09 სექტემბერს დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება # 7-----, რომლის მიხედვითაც, შპს „უნ-----ი კ------ს“ სასარგებლოდ გაიცა კრედიტი 3,300,000 აშშ დოლარი 84 თვის ვადით, წლიური საპროცენტო განაკვეთი 14%; კრედიტის ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად, უნ-----ი კ------ პირველი თვრამეტი თვის განმავლობაში, კერძოდ, 201- წლის 07 ოქტომბრიდან 2012 წლის 07 თებერვლამდე იხდიდა მხოლოდ საპროცენტო სარგებელს, ანუ საშეღავათო პერიოდი განსაზღვრული გახლდათ 18 თვით. 2012 წლის 07 მარტიდან უნდა დაწყებულიყო, როგორც საპროცენტო სარგებლის, ასევე, კრედიტის ძირი თანხის გადახდაც; აღნიშნული კრედიტის გაცემას წინ უსწრებდა ს----------–---------ს მესამე დონის საკრედიტო კომიტეტის გადაწყვეტილება (იხ. ს----------–---------ს 2016 წლის 11 ნოემბრის წერილზე #1------- თანდართული ს----------–---------ს მესამე დონის კომიტეტის ოქმი 01.09.201- წელი). საქმეში ასევე არსებობს, მტკიცებულების სახით, კრედიტის ხელშეკრულება # 9-----, დადებული 2011 წლის 15 სექტემბერს, რომლიც ითვალისწინებს შპს უნ-----ი კ------სთვის არსებული # 7----- კრედიტის ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების რესტრუქტურიზაციას. რესტრუქტურიზაცია თავის თავში გულისხმობდა საკრედიტო ვალდებულებების კიდევ უფრო გადავადებას, ვიდრე ამას ითვალისწინებდა მხარეთა შორის უკვე დადებული #7----- კრედიტის ხელშეკრულება. კერძოდ, რესტრუქტურიზაციის შედეგად, შპს „უნ-----ი კახეთს“ ბანკის მიერ მიეცა შესაძლებლობა, 2011 წლის 15 სექტემბრიდან 2012 წლის 16 აპრილამდე საერთოდ არ ეწარმოებინა გადახდები არც საპროცენტო სარგებლის და არც კრედიტის ძირი თანხის (ანუ ბანკმა უარი თქვა 201- წლის 07 სექტემბერს დადებული # 7----- კრედიტის ხელშეკრულებით განსაზღვრული გრაფიკით დადგენილ უფლებაზე, მიეღო საპროცენტო სარგებელი 2011 წლის 15 სექტემბრიდან 2012 წლის 16 აპრილამდე პერიოდში), დამატებით საშეღავათო პერიოდი შპს „უნ-----ი კახეთს“ მიენიჭა 2012 წლის 16 აპრილიდან 2012 წლის 15 აგვისტომდე იმ თვალსაზრისით, რომ ამ პერიოდში იგი იხდიდა მხოლოდ საპროცენტო სარგებელს და კრედიტის ძირის გადახდას იწყებდა, ნაცვლად 2011 წლის 17 მარტისა (როგორც ეს განსაზღვრული გახლდათ #7----- კრედიტის ხელშეკრულებით) 2011 წლის 15 აგვისტოს. აღნიშნული შეღავათის მინიჭების სანაცვლოდ #9----- კრედიტის ხელშეკრულება ითვალისწინებს რესტრუქტურიზაციის საკომისიოს რესტრუქტურიზებული სესხის - 3,300,000 აშშ დოლარის 7,9% -ს სახით: (259839 აშშ დოლარი) და არა მოსარჩელის მიერ მითითებული 18%-ით.
შპს „უნ-----ი სამცხეს“ შემთხვევაშიც მოვლენები ანალოგიურად განვითა----ა, კერძოდ, ს----------–--------სა და შპს „უნ-----ი სამცხეს “ შორის 201- წლის 19 სექტემბერს დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება #7-----, რომლის მიხედვითაც, უნ-----ი სამცხეს სასარგებლოდ გაიცა კრედიტი 5--,000 აშშ დოლარი 84 თვის ვადით, წლიური საპროცენტო განაკვეთი 14%; კრედიტის ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად, უნ-----ი სამცხე პირველი თვრამეტი თვის განმავლობაში, კერძოდ, 201- წლის 07 ოქტომბრიდან 2012 წლის 07 თებერვლამდე იხდიდა მხოლოდ საპროცენტო სარგებელს, ანუ საშეღავათო პერიოდი განსაზღვრული გახლდათ 18 თვით. 2012 წლის 07 მარტიდან უნდა დაწყებულიყო, როგორც საპროცენტო სარგებლის, ასევე, კრედიტის ძირი თანხის გადახდაც; აღნიშნული კრედიტის გაცემას წინ უსწრებდა ს----------–---------ს მესამე დონის საკრედიტო კომიტეტის გადაწყვეტილება (იხ. ს----------–---------ს 2016 წლის 11 ნოემბრის წერილზე #1------- თანდართული ს----------–---------ს მესამე დონის კომიტეტის ოქმი 01.09.201- წელი). საქმეში ასევე არსებობს, მტკიცებულების სახით, კრედიტის ხელშეკრულება # 9-----, დადებული 2011 წლის 15 სექტემბერს, რომლიც ითვალისწინებს შპს უნ-----ი სამცხესთვის არსებული #7----- კრედიტის ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების რესტრუქტურიზაციას. რესტრუქტურიზაცია თავის თავში გულისხმობდა საკრედიტო ვალდებულებების კიდევ უფრო გადავადებას, ვიდრე ამას ითვალისწინებდა მხარეთა შორის უკვე დადებული #7----- კრედიტის ხელშეკრულება. კერძოდ, რესტრუქტურიზაციის შედეგად შპს „უნ-----ი სამცხეს“ ბანკის მიერ მიეცა შესაძლებლობა, 2011 წლის 15 სექტემბრიდან 2012 წლის 16 აპრილამდე საერთოდ არ ეწარმოებინა გადახდები არც საპროცენტო სარგებლის და არც კრედიტის ძირი თანხის (ანუ ბანკმა უარი თქვა 201- წლის 19 სექტემბერს დადებული # 7----- კრედიტის ხელშეკრულებით განსაზღვრული გრაფიკით დადგენილ უფლებაზე, მიეღო საპროცენტი სარგებელი 2011 წლის 15 სექტემბრიდან 2012 წლის 16 აპრილამდე პერიოდში), დამატებით, საშეღავათო პერიოდი შპს „უნ-----ი სამცხეს“ მიენიჭა 2012 წლის 16 აპრილიდან 2012 წლის 15 აგვისტომდე იმ თვალსაზრისით, რომ ამ პერიოდში იგი იხდიდა მხოლოდ საპროცენტო სარგებელს და კრედიტის ძირის გადახდას იწყებდა ნაცვლად 2011 წლის 07 მარტისა (როგორც ეს განსაზღვრული გახლდათ #7----- კრედიტის ხელშეკრულებით), 2011 წლის 15 აგვისტოს. აღნიშნული შეღავათის მინიჭების სანაცვლოდ, #9----- კრედიტის ხელშეკრულება ითვალისწინებს რესტრუქტურიზაციის საკომისიოს რესტრუქტურიზებული სესხის - 5--,000 აშშ დოლარის 8.4%-ს სახით: (42,097 აშშ დოლარი) და არა მოსარჩელის მიერ მითითებული 18%-ით.
შესაბამისად სასამართლო მიიჩნევს, რომ 2011 წლის სექტემბერში სს ,,სა---------------------ა იმ-------– ი---------–----–ის“ ვალდებულებების რესტრუქტურიზაცია, არსებული წერილობითი მტკიცებულებებით ცალსახად დასტურდება. სს ,,ს----------–---------“-ს მიერ მოხდა 1-,000,000 აშშ დოლარის ვალდებულების რესტრუქტურიზაცია იმგვარად, რომ ბანკმა ,,სა---------------------ა იმ-------– ი---------–----–ის“ სასარგებლოდ უარი განაცხადა 2011 წლის 15 სექტემბრიდან 2012 წლის 15 აგვისტომდე (7 კალენდარული თვე) ყველანაირი თანხის (როგორც ძირის, ისე - პროცენტის) მიღებაზე და ამასთან, დამატებით მიანიჭა 5 თვიანი საშეღავათო პერიოდი ყველა ზემოთ მითითებულ კომპანიას, რისთვისაც ჯამში მიიღო რესტრუქტურიზაციის საკომისიო 900,001 აშშ დოლარის ოდენობით, რაც სრული რესტრუქტურიზებული საკრედიტო ვალდებულების 9%-ს შეადგენს.
აღნიშნული გარემოებები დაუსაბუთებელს ხდის მოსარჩელეთა განმარტებას, რომ ბანკის მიერ მოთხოვნილი საკომისიო ეხებოდა ახალი სესხის გაცემას და იგი გაცემული სესხის 18%-ს შეადგენდა.
3.2.3. რაც შეეხება მოსარჩელეების განმარტებას, რომ 2011 წლის სექტემბერში დამატებით განხორციელდა საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფა და მიუხედავად ამისა სს ,,ს----------–---------ს“ მხრიდან უარი ეთქვათ შეთანხმებული საკრედიტო ლიმიტის გაცემაზე, რაც მიუთითებს სს ,,ს----------–--------ს“ მხრიდან განხორციელებულ ზეწოლაზე, აღნიშნული გარემოებები საქმეში წარმოდგენილი მასალებით არ დასტურდება.
აღნიშნულის საწინააღმდეგოდ საქმის მასალებით დასტურდება, რომ ს----------–--------სა და იმ-------–ის ჯგუფს შორის 15 მილიონი აშშ დოლარის გენერალური საკრედიტო ხაზის უზრუნველყოფის მიზნებისათვის 201--2011 წლებში გაფორმდა იპოთეკის, გირავნობისა და თავდებობის ხელშეკრულებები, ასევე, გარკვეული შეზღუდვები ჩაიდო თავად გენერალური ხაზის ხელშეკრულებაში. კერძოდ, იპოთეკით დაიტვირთა სს ,,სა---------------------ა იმ-------– ი---------–----–ის“ საკუთრებაში არსებული შემდეგი უძრავი ქონებები:
ა) შპს „უნ-----ი აჭარას“ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე -
მისამართი: დ----–-------, რ---------–--------- ; ფართობი 4995 კვმ; შეფასება 45,000/30,000 (საბაზრო/ სალიკვიდაციო) აშშ დოლარი;
მისამართი: ქ------–----, ა--–-------; ფართობი 9649 კვმ; შეფასება 450,000/300,000 (საბაზრო/ სალიკვიდაციო) აშშ დოლარი;
მისამართი: დ---------, რ---------–----. 14; 4580 კვმ; შეფასება 20,000/15,000 (საბაზრო/ სალიკვიდაციო) აშშ დოლარი;
მისამართი: დ---------, თ------------ ქ#40; ფართობი 5116 კვმ; შეფასება 50,000/35,000 (საბაზრო /სალიკვიდაციო) აშშ დოლარი;
მისამართი: ქ. ბ------ი, ბ--------------------; ფართობი 12972 კვმ მიწა და 894 კვმ შენობა-ნაგებობა; შეფასება 650,000/450,000 (საბაზრო / სალიკვიდაციო) აშშ დოლარი;
მისამართი: დ--------–--, ა----–-----–-- ქ. #1; ფართობი 2902 კვმ; შეფასება 270000/190000 (საბაზრო / სალიკვიდაციო) აშშ დოლარი;
მისამართი: დ--------–--, ა----–-----–-- #3, ფართობი 81 კვმ; (მტკიცებულება თან ერთვის სარჩელს გვერდი 348-359); მისამართი: დ--------–--, ა----–-----–-- #3, ფართობი 162 კვმ; შეფასება 5,000/3,5-- (საბაზრო / სალიკვიდაციო) ლარი;
მისამართი: ქ------–----, ა--–---- ქ #18; ფართობი 1-42 კვმ; შეფასება 25,000/17,000 (საბაზრო / სალიკვიდაციო) ლარი;
ბ) შპს „უნ-----ი სამცხეს“ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება:
მისამართი: დ-----------ი, ს--------------; ფართობი 2000 კვმ; შეფასება 18,1-0/12,600 (საბაზრო / სალიკვიდაციო) ლარი;
მისამართი: დ-----------ი, ბ--–---–---–-- #11; ფართობი 7000 კვ.მ. შეფასება 30,000/20,000 (საბაზრო სალიკვიდაციო) აშშ დოლარი;
გ) შპს „უნ-----ი კ------ს“ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება:
მისამართი: ყ------–-, ჭ--------- ქ; ფართობი 9570 კვ.მ.; შეფასება 25,000/15,000 (საბაზრო / სალიკვიდაციო) აშშ დოლარი;
მისამართი : თ--–---, ა-–------ გამზირი; ფართობი 8264 კვ.მ; შეფასება 1-,000/60,000 (საბაზრო / სალიკვიდაციო) აშშ დოლარი (მტკიცებულება თან ერთვის სარჩელს გვერდი 251-260; შეფასების აქტი 05.08.201-); მისამართი: ახმ----, რ---------–----უჩა; ფართობი 4799 კვ.მ.; შეფასება 24,000/15,000 აშშ დოლარი;
დ) შპს „გრ-----ის“ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება:
მისამართი: ბ------ი მ----- ა--–---- ქ#1; ფართობი 180.56 კვმ; შეფასება 5--,000/350,000 აშშ დოლარი;
მისამართი: ბ------ი, მ----- ა--–---- ქ#1; ფართობი 96.82 კვმ);
ე) შპს „იმ-------– დენტის“ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება:
მისამართი: ქ. თბილისი, ყ---–---- ქ. #7, ბინა #57; ფართობი 211 კვმ; შეფასება 170,000/115,000 (საბაზრო/ სალიკვიდაციო) აშშ დოლარი;
ვ) სს „საერთაშორისო სა---------------------ა იმ-------– ინტერნეშენალის“ საკუთრებაში არსებული ქონება:
მისამართი : ქ. ო-----------, შ. რ---------–----. #14; ფართობი 112.90 კვმ; შეფასება 40,000/28,000 (საბაზრო / სალიკვიდაციო) აშშ დოლარი;
მისამართი: თ--–---, ს----------------- 2; ფართობი 54.40 კვმ; შეფასება 38,000/26,000 (საბაზრო სალიკვიდაციო) აშშ დოლარი;
მისამართი: ქ. რ--------, კ--------- ქ #19; ფართობი 88,70 კვმ; შეფასება 62,000/45,000 (საბაზრო / სალიკვიდაციო) აშშ დოლარი;
მისამართი: ქ. ქ--------, ტ------ ქ #23; ფართობი 247.02 კვმ; შეფასება 200,000/140,000 (საბაზრო / სალიკვიდაციო) აშშ დოლარი;
მისამართი: ბ------ი, გ-------–---- ქ.88; ფართობი 173 კვმ; შეფასება 1-0,000/70,000 (საბაზრო / სალიკვიდაციო) აშშ დოლარი;
დაგირავდა: ა) შპს „უნ-----ი აჭარას“ არსებული და სამომავლო ყველა მოძრავი ქონება და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე; ბ) შპს „უნ-----ი კ------ს“ არსებული და სამომავლო ყველა მოძრავი ქონება და არამატერიალური სიკეთე; გ) შპს „უნ-----ი სამცხეს“ არსებული და სამომავლო ყველა მოძრავი ქონება და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე;
სოლიდარული თავდებობა გაფორმდა: ა) შპს „მ----სთან“ (როგორც „კომპანიის“ აქციების 51% წილის მფლობელთან), ბ) გი---------------–---–თან (როგორც შპს მ----ს 50%-იანი წილის მფლობელთან), გ) ლე----–---–--ესთან (როგორც შპს მ----ს 50% წილის მფლობელთან), დ) გ---------–---–---სთან (როგორც „კომპანიის“ აღმასრულებელ დირექტორთან);
ყველა ზემოთ მითითებული უზრუნველყოფა გათვალისწინებული გახლდათ 15 მილიონიანი საკრედიტო ხაზის ქვეშ არსებული 1- მილიონი აშშ დოლარის კრედიტის უზრუნველსაყოფად. გა----ა აღნიშნულისა, გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, 8.13. პუნქტის მიხედვით, ბანკის წინასწარი წერილობით თანხმობის გარეშე არ უნდა განხორციელებულიყო „კომპანიაში“ მმართველობის ცვლილება ან/და „კომპანიის“ 51 %-იანი აქციონერის – შპს „მ----ს“ ან ამ უკანასკნელის წილობრივი მონაცემების ცვლილება. ამ ვალდებულების დარღვევას, შედეგად მოჰყვებოდა, ბანკის დისკრეციით, ან სესხის სრული ან ნაწილობრივი გამოთხოვა, ან საპროცენტო სარგებლის გაზრდა. ამასთან, ამავე ხელშეკრულების 3.3. და 1-.3. პუნქტების შესაბამისად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ბანკის სასარგებლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება მიექცეოდა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. როგორც მტკიცებულებებიდან ჩანს, 1- მილიონი აშშ დოლარის უზრუნველსაყოფად დატვირთული აქტივების (უძრავი, მოძრავი ქონება და არამატერიალური ქონება) და თავდებობების გათვალისწინებით (განსაკუთრებით შპს მ----ს და მისი პარტნიორების თავდებობის გათვალისწინებით), ბანკს ჰქონდა სრული შესაძლებლობა, იმ-------–ის ჯგუფის რომელიმე წევრის მიერ ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, ვინაიდან ვალდებულება სოლიდარული გახლდათ, მოეთხოვა კრედიტის ვადამდე დაბრუნება და შესაბამისად, მოეხდინა როგორც შპს „მ----ს“ დამფუძნებელთა წილის რეალიზაცია აუქციონის მეშვეობით, ასევე, შპს „მ----ს“ კუთვნილი „კომპანიის“ აქციების რეალიზაცია, ვინაიდან, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სოლიდარული თავდებობა გაფორმებული გახლდათ არამარტო შპს „მ----ს“ დამფუძნებლებთან, არამედ თავად შპს „მ----სთანაც“, ამასთან, აღნიშნულის განხორციელება შესაძლებელი იყო მოკლე დროის პერიოდში, როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის გზით.
სასამართლო იზიარებს მოპასუხის განმარტებას, რომ 2011 წელს დამატებული უზრუნველყოფის საშუალებები არ წარმოადგენდა თვისობრივად ახალ და მითუმეტეს ისეთი ღირებულების უზრუნველყოფას, რომელიც 21 მილიონიანი აშშ დოლარის მყარი გარანტია იქნებოდა. შესაბამისად დაუსაბუთებელია, მოსარჩელეთა განმარტება, რომ არც დამატებითი უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგელბში არ მოხდა გაზრდილი საკრედიტო ლიმიტის გაცემა სს ,,ს----------–---------ს“ მიერ, რაც მისი მხრიდან იძულების განხორციელების დამადასტურებელი გარემოებაა.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ 2011 წლის სექტემბერში დაიდო შემდეგი უზრუნველყოფის ხელშეკრულებები:
ა) დაგირავდა ლე----–---–--ისა და გი---------------–---–ის კუთვნილი წილი შპს „მ----ში“; იმ პირობებში, რომ ბანკის სასარგებლოდ 201- წელს გი---------------–---–სა და ლე----–---–--ეს უკვე ჰქონდათ გაცემული სოლიდარული თავდებობები არსებული საკრედიტო ვალდებულებების უზრუნველსაყოფად და მათ მიერ შპს „მ----ში“ არსებული წილების გასხვისება ბანკის თანხმობის გარეშე აკრძალული იყო, შესაბამისად, ბანკს, საკრედიტო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ისედაც მარტივად შეეძლო მოთხოვნა წარედგინა პირდაპირ თავდები პირებისთვის და მათი ნებისმიერი ქონებიდან, მათ შორის, შპს „მ----ში“ არსებული წილებიდან დაეკმაყოფილებინა თვისი მოთხოვნა;
ბ) დაგირავდა სს ,,სა---------------------ა იმ-------– ი---------–----–ის“ საკუთრებაში არსებული 1-0%-იანი წილები შპს „უნ-----ი აჭრაში“, შპს „უნ-----ი სამცხეში“ და შპს „უნ-----ი კახეთში“. ეს კი მოხდა იმ პირობებში, როდესაც 201- წელს ბანკის სასარგებლოდ უკვე დატვირთული გახლდათ იპოთეკით სამივე ჩამოთვლილი იურიდიული პირის ყველა უძრავი ქონება, ხოლო თითოეული მათგანის არსებული და სამომავლო ყველა მოძრავი ქონება და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე დატვირთული იყო გირავნობით. შესაბამისად, ბანკს მითითებული იურიდიული პირების წილის გირავნობით რაიმე თვისობრივად ახალი უზრუნველყოფა არ შეუძენია, ვანაიდან ამ წილების ქვეშ არსებული ყველა აქტივი ისედაც უკვე გამოყენებული გახლდათ უზრუნველყოფად;
გ) დაგირავდა სს ,,სა---------------------ა იმ-------– ი---------–----–ში“ ყველა არსებული და სამომავლო მოძრავი ქონება და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე;
დ) გაფორმდა სს ,,სა---------------------ა იმ-------– ი---------–----–ის“ სოლიდარული თავდებობა. იმ პირობებში, როდესაც თავად სს ,,სა---------------------ა იმ-------– ი---------–----–ი“ უკვე გახლდათ ამავე ხელშეკრულებით სოლიდარული მოვალე, შესაბამისად ეს უზრუნველყოფაც არ წარმოადგენდა თვისობრივად ახალს.
შესაბამისად სასამართლო მიიჩნევს, რომ უზრუნველყოფა, რომელიც გაფორმდა 2011 წლის სექტემბერში, თვისობრივად ახალი არ ყოფილა. შესაბამისად, მოსარჩელე მხარის განცხადება, რომ ახალი უზრუნველყოფები მიმართული იყო 21 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით კრედიტის აღებისათვის, მოკლებულია ყოველგვარ ფაქტობრივ საფუძველს. 2011 წლის სექტემბერში სს ს----------–--------ს, დაიტვირთა სს ,,სა---------------------ა იმ-------– ი---------–----–სა“ და მის აქციონერებს შორის დადებული უზრუნველყოფების ხელშეკრულებები ვერცერთი კრიტერიუმით ვერ იქნებოდა მიმართული 35 მილიონი აშშ დოლარის უზრუნველსაყოფად.
მოსარჩელეთა განმარტებებს, სს ს----------–---------ს მხრიდან იძულების ნაწილში, რაც მათი მოსაზრებით დამატებითი სესხის გაცემაზე უარის თქმით გამოიხატება, აქარწყლებს აგრეთვე ის ფაქტი, რომ ევ-------------------------------------------–--- ბანკმა უარი განაცხადა პროექტის დაფინანსებაზე.
კერძოდ, მნიშვნელოვანია ყურადღება გამახვილდეს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მონაწილეობაზე, უფრო სწორად, იმ მოლოდინებზე, რომელიც, როგორც მოწინააღმდეგე მხარეს, ასევე, ს----------–--------ს გააჩნდა. სასამართლო სხდომაზე მოწმე გ---------–---–---მ მიუთითა, რომ მათ ჰქონდათ მოლოდინი იმისა, რომ ევროპის განვითარების და რეკონსტრუქციის ბანკი, რომელიც ამავე დროს წარმოადგენდა „კომპანიის“ წილთა 34%-ს მფლობელ აქციონერს საკმაოდ მნიშვნელოვანი უფლებებით, მონაწილეობას მიიღებდა საავადმყოფოების მშენებლობის დაფინანსებაში. საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებებით, კერძოდ, ს----------–---------ს 2011 წლის 16 სექტემბრის მესამე დონის საკრედიტო კომიტეტის ოქმით (იხ. ს----------–---------ს 2016 წლის 11 ნოემბრის წერილზე #1------- თანდართული ს----------–---------ს მესამე დონის კომიტეტის ოქმი 06.09.2011 წელი) დასტურდება, რომ ს----------–--------- გააგრძელებს პროექტის დაფინანსებას და შეინარჩუნებს წლიურ საპროცენტო სარგებელს 12%, თუ ევ-------------------------------------------–--- ბანკი მონაწილებას მიიღებს პროექტის დაფინანსებაში 50%-ით. აღნიშნულმა პირობამ ასევე ასახვა ჰპოვა 2011 წლის 15 სექტემბერს გაფორმებულ კრედიტის ხელშეკრულებებში. სასამართლო სხდომაზე მოწმე ნ-----–-------–-----მ მიუთითა, რომ პროექტის თანადაფინანსებაში შემოსვლის მიზნით, გაიმართა შეხვედრა სს ,,სა---------------------ა იმ-------– ი---------–----–ის“ აქციონერების, ს----------–---------ს წარმომადგენლებისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წარმომადგენლების მონაწილეობით, სადაც გაკეთდა პრეზენტაცია, მაგრამ ევ-------------------------------------------–--- ბანკმა უარი განაცხადა პროექტის დაფინანსებაში მონაწილეობაზე მაღალი რისკიანობის გამო (მოისმინეთ 2018 წლის 21 მაისის სასამართლო სხდომის ოქმი - ნ-----–-------–----ის ჩვენება, დრო 12:38, 15:55, 16:45).
შესაბამისად, არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ს----------–--------- მზად იყო, იმ შემთხვევაში გაეგრძელებინა პროექტის დაკრედიტება, თუ მასთან ერთად ამ საკრედიტო რისკში 50%-ით მონაწილეობას მიიღებდა სს ,,სა---------------------ა იმ-------– ი---------–----–ის“ ერთ-ერთი აქციონერი.
ასევე მნიშვნელოვანია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში სამედიცინო რაიონების მიხედვით სადაზაღვევო ვაუჩერის ფასის დადგენისა და მზღვეველი კომპანიის გამოვლენის მიზნით, საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისი კომისიის მიერ 201- წლის 20 აპრილს ჩატარებულ კონკურსში სხვადასხვა ლოტებში გამარჯვებულად გამოვლინდა სს საერთაშორისო სა---------------------ა ,,ი---------------------”, რაც თავის მხრივ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 09 დეკემბრის ,,სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ საქართველოს მთავრობის N218 დადგენილების საფუძველზე ითვალისწინებდა შესაბამის გამარჯვებულ რაიონებში (ლოტებში) შემდეგი ჰოსპიტლების მშენებლობას და მათი მშენებლობა-აღჭურვის დასრულებას და ექსპლოატაციაში კანონით დადგენილი წესით შეყვანას შემდეგი ვადების მიხედვით:
ა) აჭარა:
ა.ა. ბ------ი - 1-0 საწოლიანი - არაუგვიანეს 2012 წლის 01 ივნისისა;
ა.ბ. ქ------–---- - 70 საწოლიანი - არაუგვიანეს 2012 წლის 31 მარტისა;
ა.გ. ჩაქვი - 15 საწოლიანი - არაუგვიანეს 2011 წლის 01 დეკემბრისა;
ა.დ. ქედა - 15 საწოლიანი - არაუგვიანეს 2011 წლის 01 დეკემბრისა;
ა.ე. ხულო - 25 საწოლიანი - არაუგვიანეს 2012 წლის 01 ივნისისა;
ა.ვ. შუახევი - 15 საწოლიანი - არაუგვიანეს 2011 წლის 01 დეკემბრისა;
ბ) კ------:
ბ.ა. თ--–--- - 70 საწოლიანი - არაუგვიანეს 2012 წლის 31 მარტისა;
ბ.ბ. ყ------–- 15 საწოლიანი - არაუგვიანეს 2011 წლის 01 დეკემბრისა;
ბ.გ. ახმ---- - 15 საწოლიანი - არაუგვიანეს 2011 წლის 01 დეკემბრისა;
ბ.დ. ადიგენი - 15 საწოლიანი - არაუგვიანეს 2011 წლის 01 დეკემბრისა;
ბ.ე. ახალქალაქი - 15 საწოლიანი - არაუგვიანეს 2011 წლის 01 დეკემბრისა;
აღნიშნული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, მშენებლობის დასრულების ვადები დარღვეული იქნა სს საერთაშორისო სა---------------------ა ,,ი---------------------”-ის მხრიდან ფინანსური მდგომარეობის გამო.
„ალ----ის“ მიერ სს საერთაშორისო სა---------------------ა ,,ი---------------------”-ის წილთა შეძენის თარიღისათვის ყველა დიდი მოცულობის საავადმყოფოსთან (ბ------ი - 1-0 საწოლიანი, ქ------–---- 70 საწოლიანი, ხულო - 25 საწოლიანი, თ--–--- - 70 საწოლიანი და ასევე, მცირესაწოლიანებიდან - ახალქალაქი - 15 საწოლიანი) მიმართებაში სახელმწიფოს წინაშე ნაკისრი ვალდებულებები შეუსრულებელი გახლდათ და შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 218-ე დადგენილებით განსაზღვრული ვადები - დარღვეული იყო. ამასთან, ყურადსაღებია ის გარემოებაც, რომ კონკურსში გამარჯვებულ ყველა სა---------------------ას სავალდებულოდ უნდა წარედგინა საბანკო გარანტია, ყოველ შესაქმნელ საწოლზე 1-,000 ლარის ოდენობით (218-ე დადგენილების მე5 დანართის მე-5 მუხლის 1-ლი და 11 პუნქტები - „კონკურსში გამარჯვებული სა---------------------ა/ამხანაგობა ვალდებულია, ერთ თვეში წარადგინოს საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული საბანკო გარანტია 1-,000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით ასაშენებელი საავადმყოფოს თითოეულ საწოლზე“ და ასევე, „ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საბანკო გარანტიის (1- 000 ლარის ოდენობით ასაშენებელი საავადმყოფოს თითოეულ საწოლზე) ნაცვლად, ქ-------–-, ბ------სა და ქობულეთში ასაშენებელი საავადმყოფოებისათვის შესაბამისმა სა---------------------ამ უნდა წარმოადგინოს საბანკო გარანტია 1-,000 ლარის ოდენობით ქ-------–- - 70, ბ------–- - 50 და ქობულეთში - 50 საწოლზე“), რომლის ხარჯზეც, ვალდებულებათა შეუსრულებლობის/არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, მოხდებოდა სახელმწიფოს ინტერესთა დაცვა. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ კონკურსში გამარჯვებული ყველა სა---------------------ა აცნობიერებდა ჰოსპიტალური სექტორის განვითარების სახელმწიფო პროგრამისა და შესაბამისად, საავადმყოფოთა მშენებლობლობის (მათ შორის, დადგენილ ვადებში დროული დასრულების) საკითხის პრიორიტეტულობას სახელმწიფოსათვის და აცნობიერებდა იმ მაღალ სოციალურ თუ მატერიალურ პასუხისმგებლობას, რომელიც მას ეკისრებოდა სახელმწიფოს წინაშე და ასევე იმას, თუ რა სანქციები შეიძლება მოყოლოდა სახელმწიფოს მხრიდან აღნიშნული საკითხის მიმართ ზერელე, არაპროფესიონალურ დამოკიდებულებასა და ნაკისრ ვალდებულებათა შეუსრულებლობას.
სს საერთაშორისო სა---------------------ა ,,ი---------------------”-ის შემთხვევაში, შეუსრულებელ ვალდებულებათა და შესაბამის საწოლ-ფონდზე დადგენილი საგარანტიო თანხის ოდენობის გათვალისწინებით, სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი მოთხოვნის განხორციელების შემთხვევაში, საჯარიმო თანხა შეადგენდა 2 მილიონამდე ლარს (ბ-------- შემთხვევაში - 5--,000 ლარი, ქ------–----- შემთხვევაში - 5--,000 ლარი, თ--–---ს შემთხვევაში - 700,000 ლარი, ხ---–--- შემთხვევაში - 250,000 ლარი). აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ "კომპანიის" შვილობილ კომპანიას - შპს "ცენტრომედს" სახელმწიფოს წინაშე ნაკისრი ჰქონდა კიდევ ერთი სამედიცინო დაწესებულების აშენების ვალდებულება, 2009 წლის 11 ნოემბერს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროსთან ("სამინისტრო") გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, "სამინისტროსგან" შეძენილი უძრავი ქონების (მდებარე: ბ------–-, ფ--------------ის #40) ბაზაზე 2012 წლის 01 აპრილამდე უნდა აემოქმედებინა მრავალპროფილური დიაგნოსტიკური კლინიკა, რისთვისაც უნდა განეხორციელებინა 2,5--,000 ლარის ინვესტიცია. 2012 წლის მაისის თვისათვის ანუ იმ პერიოდში, როდესაც "ალ----ის" მიერ მოხდა სს საერთაშორისო სა---------------------ა ,,ი---------------------”-ის მნიშვნელოვანი წილის შეძენა, ეს ვალდებულებაც დარღვეული გახლდათ, აღნიშნული მშენებლობა/რეკონსტრუქცია/რემონტი დაახლოებით 50%-მდე იყო შესრულებული და 2012 წლის 02 მაისის მდგომარეობით განხორციელებული ინვესტიციის თანხა შეადგენდა მხოლოდ 1,386,166.37 ლარს ანუ დადგენილის დაახლოვებით მხოლოდ 50%-ს. ამასთან, აღნიშნული ხელშეკრულების მიხედვით, ვალდებულების შეუსრულებლობისათვის საჯარიმო სანქციებიც იყო გათვალისწინებული.
შესაბამისად ცალსახაა რომ ვალდებულების შეუსრულებლობის საფრთხე არსებობდა, ხოლო კრედიტორის უარი დამატებით სესხის გაცემაზე განაპირობა ევ-------------------------------------------–--- ბანკის უარმა პროექტის დაფინანსებაზე.
მოცემულ შემთხვევაში, სადავო არ არის, რომ ბანკის მოლოდინი ხელშეკრულების გაფორმების და სესხის გაცემის მიმართ მდგომარეობდა მის ჯეროვან შესრულებაში, თუმცა საქმის გარემოებათა ერთობლიობაში შეფასებით, დაუსაბუთებელია მოვალის შეთავაზება რამდენად რეალური და კონკრეტული მიზნის მქონე იყო, კერძოდ, მიზნად ისახავდა არა ბანკის წინაშე ფულადი ვალდებულების შესრულებას, არამედ დამატებით სესხის გამოყოფას და ვალდებულების შესრულება დამოკიდებული ხდებოდა სამომავლო უცნობ მოვლენაზე.
სარჩელში მითითებული გარემობები სასამართლოს უქმნის რწმენას, რომ მოსარჩელეთა მსგავსი მითითებები მომდინარეობს არა მხარეთა შორის არსებული რეალური ურთიერთობიდან, არამედ მიუთითებს იმაზე, რომ მოსარჩელე გარემოებებს აფასებს მისთვის სასურველი შედეგების მიღწევის სურვილიდან გამომდინარე.
ამდენად, საქმეში არ მოიპოვება ისეთი ცალკე აღებული სარწმუნო მტკიცებულება ან მტკიცებულებათა იმდაგვარი ერთობლიობა, რომელიც სასამართლოს შეუქმნიდა შინაგან რწმენას 2012 წელს სს ,,სა---------------------ა ალ----ი ბ-----“-ს და სს ,,სა---------------------ა იმ-------– ი---------–----–ის“ შორის დადებული აქციათა ნასყიდობის სადავოდ გამხდარი ხელშეკრულების მომზადებისა და დადების პროცესში სს ,,ს----------–---------ს“ მხრიდან მოსარჩელეების ინტერესებში იძულების განხორციელების თაობაზე.
3.2.4. სსსკ-ის 1-2-ე მუხლის თანახმად, „1. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. 2. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. 3. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით“.
მოსარჩელეები მიუთითებენ რა სახელმწიფოს მხრიდან იძულების გამოვლინების ფაქტებზე ფაქტიურად მიუთითებენ საქართველოს ეროვნული ბანკის და სახელმწიფო უწყებების თანამშრომლების მიერ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველზე, მაგრამ საქმეში არ არის წარმოდგენილი ზემოაღნიშნული პირების მიმართ წინამდებარე საქმესთან კავშირში მყოფი კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები. საქმის მასალებით არ დასტურდება მოსარჩელეების მიერ დასახელებული თანამდებობის პირების მხრიდან იძულების განხორციელება სს ,,სა---------------------ა ალ----ი ბ-----“-ს მიერ სს ,,სა---------------------ა იმ-------– ი---------–----–ის“ აქციონერებთან ხელშეკრულების დადების მიზნით.
საქმეში ასევე არ მოიპოვება საქართველოს ეროვნული ბანკის და სხვა სახელმწიფო უწყებების თანამშრომლების მიმართ ამ დავასთან კავშირში მყოფი, როგორც მინიმუმ, სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების თაობაზე მოსარჩელის ან სხვა დაინტერესებული პირების შესაბამისი ორგანოსადმი განცხადებით მიმართვის დამადასტურებელი მტკიცებულება თუნდაც 2012 წლის ივლისის შემდგომ პერიოდში.
სადავო ხელშეკრულების დადების მიზნით სახელმწიფოს მხრიდან იძულების განხორციელების თაობაზე - საქმეში არ ყოფილა მტკიცებულებები წარმოდგენილი. სასამართლოს შეფასებით, მოსარჩელეთა განმარტებები მათზე განხორციელებულ იძულებასთან დაკავშირებით ურთიერთგამომრიცხავია წინამდებარე დავაში იძულების დასადასტურებლად სარწმუნოდ მიჩნეული ვერ იქნება, მით უმეტეს იმ პირობებში როდესაც საქმის მასალებით დასტურდება, რომ 2012 წლის 30 აპრილს სს ,,სა---------------------ა იმ-------– ი---------–----–ის“ გენერალურმა დირექტომა, ალ------------–--------------ემ თავად მიმართა საქართველოს ეროვნულ ბანკს წერილობით სს ,,სა---------------------ა იმ-------– ი---------–----–ის“ მნიშნველოვანი წილის "ალ----ზე" გასხვისების გამო სავალდებულო წინასწარი თანხმობის მოპოვების მიზნით და ასევე წარუდგინა "დაზღვევის შესახებ" კანონით გათვალისწინებული სავალდებულო დოკუმენტაციაც, რის საფუძველზეც ეროვნული ბანკის მიერ გაიცა კანონით გათვალისწინებული თანხმობა გარიგებათა განხორციელებაზე.
3.2.5. საქმეზე დადასტურებული ვერ იქნა, რომ სს ,,სა---------------------ა იმ-------– ინ--------–---ლი“-ს 1-0% აქციათა საშუალო ღირებულება გასხვისების მომენტისთვის წარმოადგენდა 30 524 000 აშშ დოლარს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1-2-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა ინტერესების სამართლიანი დაბალანსება სამოქალაქო საპროცესო სამართალში დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის აღიარებით ვლინდება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესებს შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონ იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამდენად, დავის შინაარსს განსაზღვრავენ მხარეები. ისინი განაგებენ საპროცესო მასალებს, მტკიცებულებებსა და ფაქტებს. შესაბამისად, მხარე, უმთავრესად თვითონ არის პასუხისმგებელი თავის ხელთ არსებული ფაქტებისა და უფლებების სწორად გამოყენებაზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1-5-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების სრულყოფილად გამოკვლევის შედეგად უნდა დაასაბუთოს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტების არსებობა-არარსებობის საკითხი. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს როგორც ინდივიდუალურად, ასევე ერთობლიობაში, ურთიერთშეჯერებით და მხოლოდ ამის შემდეგ ღებულობს დასკვნას საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების არსებობის შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მიხედვით, მტკიცების პროცესს წარმოადგენს საქმიანობა, რომელსაც ახორციელებენ მხარეები და სასამართლო კანონით დადგენილი წესითა და ფარგლებში. სასამართლო მტკიცებულებათა დასაშვებობისა და განკუთვნებადობის პრინციპის დაცვით იღებს და შემდეგ აფასებს მათ თავისი შინაგანი რწმენის საფუძველზე, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის, ან არარსებობის შესახებ.
მოსარჩელე მხარე აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების დადასტურების მიზნით უთითებს, მათ მიერ წადგენილ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 05 ოქტომბრის N0-------- დასკვნაზე და გრეის ვანდეკრუზის დასკვნაზე.
მოსარჩელეების განმარტებით, სადაზღვევო და სამედიცინო დაწესებულებების შეფასების სფეროში სპეციალიზირებული საექსპერტო კომპანიის ,,გ--------–-----–---------–“-ის (აშშ) მიერ გაკეთებული დასკვნის საფუძველზე დადგენილი იქნა, რომ საკუთრივ სა---------------------ის 1-0% აქციათა სამართლიანი ფასი გასხვისების მომენტისთვის წარმოადგენდა დიაპაზონს არანაკლებ 20 312 000 აშშ დოლარსა და არაუმეტეს 24 702 000 აშშ დოლარს შორის, ხოლო შვილობილი კომპანიების საკუთრებაში არსებული სამედიცინო დაწესებულებების სამართლიანი ფასი წარმოადგენდა 8 017 000 აშშ დოლარს. შესაბამისად, საშუალო ღირებულება ჯამში წარმოადგენდა 30 524 000 აშშ დოლარს. ხოლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ უშუალოდ ,,ი-------“-ის 1-0% წილის საბაზრო ღირებულება განსაზღვრა 24 678 790 აშშ დოლარით. ამდენად, ორივე ექსპერტის დასკვნა პრინციპში ერთნაირად აფასებს კომპანიის ღირებულებას და სხვაობა ამ ორი დასკვნით დადგენილ ფასებს შორის ჯდება დასაშვები ცდომილების ფარგლებში.
საქმეში არსებული სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 05 ოქტომბრის N0-------- დასკვნის თანახმად ექსპერტიზაზე წარმოდგენილი მასალების, ჩატარებული კვლევისა და ანალიზის საფუძველზე, დაშვებებისა და შეზღუდვების გათვალისწინებით გაანგარიშებული იქნა სააქციო საზოგადოება საერთაშორისო სა---------------------ა ,,ი---------------------”-ის 1-0%-ის წილის საბაზრო ღირებულება 2012 წლის აპრილის თვის მდგომარეობით, რომელიც განისაზღვრა 40 147 455 ლარით, რაც 2012 წლის 30 აპრილის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ვალუტის ოფიციალური კურსის შესაბამისად წარმოადგენს 24 678 790 აშშ დოლარს.
ექსპერტიზაზე წა----გენილი იქნა შპს ,,ბ------“-ს მიერ შედგენილი სააქციო საზოგადოება საერთაშორისო სა---------------------ა ,,ი---------------------”-ის დამოუკიდებელ აუდიტორთა დასკვნები, სადაც მოცემულია 2009-201--2011 წლების ანგარიშები ფინანსური ანგარიშგებების შესახებ. აღნიშნული დასკვნები დათარიღებულია 201- წლის 01 მაისით და 2012 წლის 14 მაისით. ექსპერტიზაზე წა----გენილი იქნა ასევე, სააქციო საზოგადოება საერთაშორისო სა---------------------ა ,,ი---------------------”-ის ფინანსური ანგარიშგების შესახებ აუდიტორული დასკვნის ,,დრაფტი“, რომელიც დათარიღებულია 2012 წლის 4 მაისით; გ---------–-–--ას მიერ, 2012 წლის 13 ნოემბერს შედგენილი აუდიტორული დასკვნა სს ,,სა---------------------ა ალ----ი ბ-----“-ს და სს საერთაშორისო სა---------------------ა ,,იმ-------– ინტერნეშენალი“-ს შერწყმის შესახებ; 2015 წლის იანვრის მდგომარეობით შედგენილი Grace Vandercruze-ის საექსპერტო ანგარიში; Grace Vandercruze-ის საპასუხო ანგარიში, რომელიც მომზადდა 2012 წლის 01 აპრილის მდგომარეობით; სააქციო საზოგადოება საერთაშორისო სა---------------------ა ,,ი---------------------”-ის 1-0%-იანი მონაწილეობით დაფუძნებული კომპანიების ბალანსები 2012 წლის 31 მარტის მდგომარეობით.
დასკვნის თანახმად ექსპერტიზაზე წა----გენილი მასალების გათვალისწინებით სს საერთაშორისო სა---------------------ა ,,ი---------------------”-ის 1-0%-ის წილის საბაზრო ღირებულება განისაზღვრა დისკონტირებული ფულადი ნაკადების მეთოდის გამოყენებით, რა დროსაც ექსპერტიზაზე წა----გენილი საპროგნოზო მონაცემების გათვალისწინებით განისაზღვრა საზოგადოების თავისუფალი ფულადი ნაკადები საპროგნოზო პერიოდისათვის. აღნიშნული ფულადი ნაკადების, ტერმინალური ღირებულების და დისკონტის განაკვეთის (17%) გათვალისწინებით გაანგარიშებული იქნა საზოგადოების ღირებულება, რომელიც შეადგენს 40 147 455 ლარს.
ექსპერტის განმარტებით, ამასთან ერთად უნდა აღინიშნოს, რომ სააქციო საზოგადოება საერთაშორისო სა---------------------ა ,,ი---------------------”-ის 1-0%-ის წილის საბაზრო ღირებულება განისაზღვრება შვილობილი კომპანიების ღირებულების გათვალისწინების გარეშე. როგორც დასკვნაშია აღნიშნული, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი შვილობილი კომპანიების ბალანსების მიხედვით ირკვევა, რომ რიგ შემთხვევაში კომპანიების ვალდებულებები აღემატება მათ აქტივებს. გა----ა ამისა მოწოდებული ინფორმაციის თანახმად აღნიშნული კომპანიები მოიცავდა 11 საავადმყოფოს (მათგან 6 დასრულებული და 5 დაუსრულებელი), შესაბამისად აღნიშნული კომპანიების ნაწილს განსაზღვრული პროფილით ფუნქციონირებაც დაწყებული არ ქონდათ. ვინაიდან, საექსპერტო კვლევისათვის საჭირო მონაცემები სრულყოფილად არ მოიპოვება საქმეში ემ ეტაპზე ვერ განხორციელდა შვილობილი კომპანიების საბაზრო ღირებულების დადგენა 2012 წლის აპრილის თვის მდგომარეობით.
მოპასუხე მხარის მიერ სადავო იქნა გამხდარი მითითებული ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი სს საერთაშორისო სა---------------------ა ,,ი---------------------”-ის 1-0%-ის წილის საბაზრო ღირებულების გაანგარიშება და მისი მხრიდან წარმოდგენილი იქნა ამავე საექსპერტო დაწესებულების 2017 წლის 12 ივნისის N0-------- დასკვნა.
ექსპერტს დაევალა სააქციო საზოგადოება საერთაშორისო სა---------------------ა ,,ი---------------------”-ის (მისი შვილობილი კომპანიების გათვალისწინებით) 1-0%-წილის საბაზრო ღირებულების დადგენა 2012 წლის აპრილის თვის მდგომარეობით.
ექსპერტის 2017 წლის 12 ივნისის N0-------- დასკვნით ექსპერტიზაზე წა----გენილი მასალების, ჩატარებული კვლევისა და ანალიზის საფუძველზე, დაშვებებისა და შეზღუდვების გათვალისწინებით გაანგარიშებული იქნა სააქციო საზოგადოება საერთაშორისო სა---------------------ა ,,ი---------------------”-ის 1-0%-ის (მისი შვილობილი კომპანიების გათვალისწინებით) 1-0%-ის წილის საბაზრო ღირებულება 2012 წლის აპრილის თვის მდგომარეობით, რომელიც განისაზღვრა 1- 207 700 ლარით.
ექსპერტის 2017 წლის 12 ივნისის N0-------- დასკვნა შეიცავს შეფასების მეთოდოლოგიას და განსაზღვრულია საბაზრო ღირებულების დეფინიცია - ,,საბაზრო ღირებულება წარმოადგენს გამოთვლად ფულად სიდიდეს, რომელითაც გაიცვლება ქონება შეფასების თარიღისათვის დაინტერესებულ მყიდველსა და დაინტერესებულ მყიდველს შორის ,,გაშლილი მკლავის“ პრინციპით ტრანზაქციისას, მართებული მარკეტინგის ჩატარების შემდეგ, როდესაც თითოეული მხარე მოქმედებს გათვითცნობიერებულად, წინდახედულად და ძალდატანების გარეშე“ (IVშ-1, პარა. 3.1.). უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება მიღებულია აღნიშნული პერიოდისათვის მომსახურების ბაზარზე იდენტური (ხოლო მისი არ არსებობის შემთხვევაში მსგავსი) ქონების მოთხოვნისა და მიწოდების ურთიერთზემოქმედების შედეგად დადებული გარიგების საფუძველზე. უძრავი ქონების ბაზრად ითვლება მიმოქცევის სფერო, რომელიც განისაზღვრება გამყიდველის/მყიდველის შესაძლებლობებით, მნიშვნელოვანი დანახარჯის გარეშე გაყიდოს/შეიძინოს ქონება გამყიდველისათვის/მყიდველისათვის უახლოეს ტერიტორიაზე საქართველოში.
ამ შეფასების მიზნებისათვის შემფასებლის მიერ გამოყენებული იქნა საბაზრო (გაყიდვების შედარების მიხედვით) მიდგომა, რაც გულისხმობს შემდეგს: შესაფასებელი ობიექტის პირდაპირ შედარებას ანალოგების იმ მონაცემებთან, რომლებიც გაყიდულ იქნა ან რომლებიც განცხადებული არიან გასაყიდად.
საქმეში წარმოდგენილია აგრეთვე შპს ,,ბ-----------–------------“-ს ანგარიში, რომელიც ეხება სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ ჩატარებული ექსპერტიზის საფუძველზე 2016 წლის 05 ოქტომბერს გაცემული დასკვნის (#0--------) ანალიზს.
ანგარიშის თანახმად, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ 2016 წლის 05 ოქტომბერს გაცემულ დასკვნაში (#0--------) შეფასება განხორციელებულია დისკონტირებული ფულადი ნაკადების მეთოდით (DCF). ამ მეთოდის მოკლე შინაარსი მდგომარეობს შემდეგში: შემფასებელი/ანალიტიკოსი ახორციელებს შესაფასებელი კომპანიის მომავალი საოპეარციო ფულადი ნაკადების პროგნოზირებას. პროგნოზირება ხორციელდება მომავალი 5-1- წლის პერიოდისათვის, სტაბილური ფულადი ნაკადების მიღწევის მომენტამდე. ძირითადი საშუალებების შეძენასთან და გადასახადებთან დაკავშირებული ფულადი ნაკადების გათვალისწინებითაც ხდება ამ ფულადი ნაკადების პროგნოზირებისას. საპროგნოზო პერიოდის ბოლოსათვის ხორციელდება ასევე ტერმინალური ღირებულების გაანგარიშება, რომელშიც აისახება საპროგნოზო პერიოდის შემდგომი პერიოდის კომპანიის ფულადი ნაკადების ღირებულება. იმ შემთხვევაში, თუ საპროგნოზო ფულად ნაკადებში არ ხდება ფინანსური ვალდებულებების მომსახურებისათვის და დაფარვისათვის გადასახდელი ფულადი ნაკადების გათვალისწინება, მაშინ ასეთი სახის ფულად ნაკადებს პრაქტიკაში ეწოდება საწარმოსათვის ხელმისაწვდომი ნაკადები (Free Cash Flow to Firm შემოკლებით - FCFF). ამ სახით ხდება კომპანიის დამფუძნებლებზე განაწილებისათვის და ფინანსური ვალდებულების გასტუმრებისათვის ხელმისაწვდომი ფულადი ნაკადების ოდენობის განსაზღვრა. ამ საპროგნოზო ფულადი ნაკადების დისკონტირება ხორციელდება შეფასების თარიღისათვის დისკონტირების კოეფიციენტით - საშუალო შეწონილი კაპიტალის ღირებულებით. ეს დისკონტირების განაკვეთი წარმოადგენს ვალისა და საკუთარი კაპიტალის გარკვეული თანაფარობის მქონე კაპიტალის საშუალო შეწონილ ღირებულებას. მიღებული გაანგარიშებული ღირებულება ასახავს კომპანიის მიერ საოპერაციო საქმიანობის შედეგად შექმნილ ღირებულებას, რომელსაც უნდა დაემატოს არასაოპერაციო აქტივების საბაზრო ღირებულება, რომელიც ჯამში ასახავს საწარმოს საწესდებო/საკუთარი კაპიტალის და ფინანსურ ვალდებულებების ღირებულებათა ჯამს, ამ ღირებულებას უწოდებენ ,,საწარმოს ღირებულებას“. საწესდებო/საკუთარი კაპიტალის ღირებულების დასადგენად ანუ კომპანიის წილთა 1-0%-ის ღირებულების დასადგენად ,,საწარმოს ღირებულებას“ უნდა გამოაკლდეს ფინანსურ ვალდებულებათა საბაზრო ღირებულება. ალტერნატიულად, უშუალოდ საწარმოს საწესდებო/საკუთარი კაპიტალის შეფასება (ანუ კომპანიის წილთა 1-0%-ის ღირებულების შეფასება) განხორციელდება იგივე პროცედურებით რაც ზემოთ იქნა აღნიშნული, იმ განსხვავებით რომ შეფასებისას გამყენებული იქნება საკუთარი კაპიტალის მფლობელებზე განაწილებისათვის ხელმისაწვდომი ფულადი ნაკადები. ასეთ შემთხვევაში, საპროგნოზო ფულად ნაკადებში უნდა იქნას შეტანილი ფინანსური ვალდებულებების მომსახურებისათვის და დაფარვისათვის გადასახდელი ფულადი ნაკადები ამ სახის ფულად ნაკადებს პრაქტიკაში ეწოდება საწარმოს კაპიტალისათვის ხელმისაწვდომი ფულადი ნაკადები (Free Cash Flow to Equity, შემოკლებით - FCFE), რომელიც დისკონტირებული იქნება მხოლოდ საკუთარი კაპიტალის დისკონტირების კოეფიციენტით.
ამავე ანგარიშით, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 05 ოქტომბრის დასკვნით (#0--------) შეფასება განხორციელებულია არა საწესდებო კაპიტალისათვის, არამედ საწარმოსათვის ხელმისაწვდომი თავისუფალი ფულადი ნაკადების დისკონტირების გზით, ანუ FCFF ფულადი ნაკადის გამოყენებით. ანუ შეფასება განხორციელებულია იმ ფულადი ნაკადების დისკონტირების გზით, რომელშიც არ არის ასახული ფინანსური ვალდებულებების: სესხების, სესხების პროცენტებისა და სხვა ფინანსური ვალდებულების დაფარვასთან დაკავშირებული საპროგნოზო ფულადი თანხები, შესაბამისად ექსპერტის დასკვნაში შეფასებული ღირებულება მეთოდოლოგიურად წარმოადგენს კომპანიის/საწარმოს ღირებულებას და არა კომპანიის წილთა/აქციათა 1-0%-ის ღირებულებას და თუ დავუშვებთ რომ ყველა სხვა ასპექტში ექსპერტის დასკვნა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი და სწორია (მათ შორის ადექვატურია საპროგნოზო შემოსავლების გაანგარიშების ნაწილში), მაშინ სს საერთაშორისო სა---------------------ა ,,ი---------------------“-ის 1-0 პროცენტიანი წილის საბაზრო ღირებულების გაანგარიშებისათვის აუცილებელია, ამ მიზნით სხვა ჩასწორებებთან ერთად, ექსპერტის მიერ გაანგარიშებული თანხა - 40 147 455 ლარი შემცირდეს სს საერთაშორისო სა---------------------ა ,,ი---------------------“-ის სასესხო ვალდებულების 4 385 000 ლარისა და სს საერთაშორისო სა---------------------ა ,,ი---------------------“-ის მიერ თავის შვილობილი კომპანიების მიერ აღებული სესხების უზრუნველყოფის მიზნით გაცემული თავდებობის საბაზრო ფასით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ექსპერტის დასკვნაში შეფასებული თანხა (40 147 455 ლარი) არ შეიძლება ჩაითვალოს სს საერთაშორისო სა---------------------ა ,,ი---------------------“-ის წილთა/აქციათა 1-0 პროცენტის საბაზრო ღირებულებად.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 170.2 მუხლის თანახმად, ექსპერტის დასკვნა უნდა შეიცავდეს წარმოებული გამოკვლევის წერილობით აღწერას, გამოკვლევის შედეგად მიღებულ დასკვნებსა და დასაბუთებულ პასუხებს სასამართლოს მიერ დასმულ კითხვებზე. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის თანახმად, ექსპერტის დასკვნა სასამართლოსათვის სავალდებულო არ არის და მისი შეფასება ხდება 1-5-ე მუხლით დადგენილი წესით, მაგრამ სასამართლოს უარი დასკვნის მიღებაზე დასაბუთებულ უნდა იქნეს საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებაში ან განჩინებაში.
სამართალწარმოებაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ექსპერტიზის დასკვნას. ექსპერტიზის დასკვნა წარმოადგენს მტკიცებულების ერთ-ერთ სახეს და სასამართლომ მოტივირებული გადაწყვეტილებით უნდა დაასაბუთოს აღნიშნული მტკიცებულების გაზიარების მართლზომიერება.
ექსპერტიზის დასკვნა არის წერილობითი დოკუმენტი, რომელშიც იმ პირის მიერ, ვისაც გააჩნია სპეციალური ცოდნა მეცნიერების, ტექნიკის, ხელოვნების ან ხელობის დარგში, გადმოცემულია გამოკვლევის შინაარსი, შედეგები და პასუხი მის წინაშე დასმულ კითხვებზე. ექსპერტიზის დასკვნა უნდა შეიცავდეს მონაცემებს, რომელიც ახასიათებს ექსპერტიზის ჩატარების პირობებს, კონკრეტულ დროს, ადგილს, ექსპერტიზის საფუძველს და პირებს, რომლებიც უშუალოდ იღებენ მონაწილეობას ექსპერტიზაში; იმ მასალებისა და აქტების მონაცემებს, რომლებიც საჭიროებენ ექსპერტიზის ჩატარებას და ექსპერტის მიმართ დავალებას; გამოსაკვლევ ობიექტთან მიმართებაში გამოყენებულ სამეცნიერო და კვლევითი მეთოდების მონაცემებს; იმ გარემოებებს, რომლის დადგენაც შეადგენს ექსპერტის საბოლოო მიზანს. ექსპერტის დასკვნა უნდა შეესაბამებოდეს კანონის ნორმებს, შეიცავდეს გამოკვლევის ობიექტურობას, მყარ არგუმენტაციას დასმულ კითხვებზე, მეცნიერულად დასაბუთებულ პასუხებს. ექსპერტის დასკვნის ძირითადი, ანუ კვლევითი ნაწილი უნდა შეიცავდეს კვლევითი პროცესის დროს გამოყენებულ მეთოდებს, მეცნიერულ - ტექნიკურ საშუალებებს, ნორმატიულ მასალებს, გამოკვლევის აღწერას, დასაბუთებას და შედეგებს.
დადგენილია, რომ 2017 წლის 12 ივნისის N0-------- ექსპერტის დასკვნა ემყარება საერთაშორისო საშემფასებლო სტანდარტების მე-9 გამოშვებას - IVშ-1, პარა 3.1. ბიზნესის შეფასების პრაქტიკაში გამოიყენება სამი ძირითადი საშემფასებლო მიდგომა, რომელთაც გააჩნიათ ერთმანეთისაგან განსხვავებული ამოსავალი წერტილები და ლოგიკა. ეს მიდგომებია: აქტივებზე დაფუნებული მიდგომა; შემოსავლის მიდგომა; საბაზრო მიდგომა“.
მოცემულ შემთხვევაში, ექსპერტმა მიიჩნია, რომ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, საბაზრო ნებული მიდგომა უფრო მიზანშეწონილი იქნებოდა სხვა მეთოდებთან შედარებით. ,,აღნიშნული მეთოდი ითვალისწინებს შესაფასებელი ობიექტის პირდაპირ შედარებას ანალოგების იმ მონაცემებთან, რომლებიც გაყიდულ იქნა ან რომლებიც განცხადებული არიან გასაყიდად“. გაყიდვების შედარებაზე დაფუძნებული მიდგომის გამოყენებისას, შემფასებელმა განახორციელა ქმედებების შემდეგი თანმიმდევრობა: გამოიკვლია ბაზარი (მოახდინა ბაზრის იმ მონაცემების მოპოვება და ანალიზი, რომლებიც საშუალებას იძლეოდნენ დადგენილიყო ანალოგიური უძრავი ქონების ობიექტები); დაადგინა ინფორმაციის სისწორე; შეარჩია შედარების ის ელემენტები, რომელთა მეშვეობითაც განხორციელდა შესაფასებელი ქონების ობიექტის შედარება ანალოგებთან; შეადარა გაყიდვადი ქონების ობიექტები განსახილველ ქონებას, შედარების ელემენტების გამოყენებით; დააკორექტირა ყველა ანალოგიური დადგენილი შედარების ელემენტის ფასები შესაფასებელი უძრავი ქონების ელემენტებთან მიმართებაში; დაადგინა შესაფასებელი უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება ანალოგებთან დაკორექტირებული ფასების შეჯერების გზით.
მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის 2017 წლის 12 ივნისის N0-------- ექსპერტის დასკვნაში გამოყენებულ მასალებს, შპს ,,ბ------“-ს მიერ შედგენილ ფინანსურ ანგარიშებს 2011 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით და უთითებენ, რომ შპს ,,ბ------“ და მისი წარმომადგენლები ალ----ისა და მისი მენეჯმენტის ზემოქმედების ქვეშ მოექცნენ, მოახდინეს ფინანსური მაჩვენებლების გაყალბება და ციფრების მანიპულირება და ამ გზით, ალ----ისათვის სასურველი, შემცირებული ფინანსური მდგომარეობის აღმწერი ფინანსური ანგარიშგება იქნა დადასტურებული შპს ,,ბ------“-ს მიერ, რათა, თითქოს, საგანგებოდ მძიმედ ყოფილიყო წარმოჩენილი კომპანიის ფინანსური მდგომარეობა.
სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ გარიგების დადების მომენტისათვის, შპს ,,ბ------ს“ დასრულებული ჰქონდა ფინანსური ანგარიშგების აუდირების ძირითადი სამუშაოები და მუშაობდა ფინალურ დოკუმენტზე. გარიგების დადების თარიღისათვის მომზადებულ ფინანსურ ანგარიშგებაში შპს ბ------ს მიერ ხელმოწერის თარიღამდე ასახული იქნა მხოლოდ შემდეგი სააღრიცხვო შეფასების ცვლილებები: (ა) სადაზღვევო ზარალების რეზერვების დათვლის მეთოდი და (ბ) საეჭვო ვალების რეზერვის დათვლის მეთოდი. ამასთან, შპს ბ------ს წარმომადგენელმა, ივ----–--–----–---–მა, რომელიც სპეციალისტის სახით, იყო მოწვეული სხდომაზე, აღნიშნა და თავად კომპანიის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგებაც, შპს ბ------ს დასკვნასთან ერთად 2011 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით (გვ. 13-15), ცალსახად ადასტურებს, რომ თუკი რაიმე ცვლილება განიცადა ფინანსური ანგარიშგების ხელმოსაწერმა ვერსიამ, ყველაფერი სრულად არის ასახული დოკუმენტში, რადგან ასეთის ასახვას სავალდებულოდ მოითხოვს ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტები (ფასს, IFRS). რაც შეეხება, ამგვარი სააღრიცხვო შეფასების ცვლილებების არსსა და ეფექტს, ისინი შემდეგია:
- აუდირებული ანგარიშგების 13-14 გვერდებზე მითითებულია, რომ 2011 წელს ჯგუფს შეეცვალა სადაზღვევო ზარალების რეზერვების დათვლის მეთოდი. იქვე, ცხრილში მითითებულია, რომ ძველი სააღრიცხვო შეფასების შემთხვევაში რეზერვის ჯამური ოდენობა იქნებოდა 3,021,299 ლარი, ხოლო ახალი სააღრიცხვო შეფასების შემთხვევაში, კი არის - 3,743,435 ლარი. შესაბამისად, შეფასების ცვლილების მოგება-ზარალზე ჯამური ნეტო ეფექტის ოდენობად მითითებულია (338,016) ლარი.
- აუდირებული ანგარიშგების მე-15 გვერდზე მითითებულია, რომ 2011 წელს ჯგუფს შეეცვალა საეჭვო ვალების რეზერვის დათვლის მეთოდი, რაც გამოიხატა ვადაგადაცილებული მოთხოვნებისადმი უფრო კონსერვატიული მიდგომით. იქვე ცხრილში მითითებულია, რომ ძველი სააღრიცხვო შეფასების შემთხვევაში, რეზერვის ჯამური ოდენობა იქნებოდა 3,742,943 ლარი, ხოლო ახალი სააღრიცხვო შეფასების შემთხვევაში კი არის - 4,491,177 ლარი. შესაბამისად, შეფასების ცვლილების მოგება ზარალზე ჯამური ნეტო ეფექტის ოდენობად მითითებულია (635,999) ლარი.
სასამართლო სხდომაზე შპს ბ------ს წარმომადგენელმა ივ----–--–----–---–მა ცალსახად დაადასტურა, რომ დასკვნის შედგენისას დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის მოთხოვნის სტანდარტი სრულად ჰქონდათ დაცული. ივ----–--–----–---–ის მიერ დადასტურებული იქნა ის გარემოებაც, რომ სააღრიცხვო შეფასების ცვლილება მოხდა, როგორც ახალ მენეჯმენტთან, ისე ძველ მენეჯმენტთან შეთანხმების საფუძველზე, კონკრეტული დებიტორებისა და რეზერვირებასთან დაკავშირებული კონკრეტული გარემოებების დეტალური განხილვით, სს ,,სა---------------------ა იმ-------– ინ--------–---ლი“-ს ფინანსურმა დირექტორმა და----------–---–მა თავად დაადასტურა ეს ცვლილებები, დაეთანხმა მათ და სს ,,სა---------------------ა იმ-------– ინ--------–---ლი“-ს გენერალურ დირექტორთან ერთად, განახორციელა კომპანიის 2011 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ფინანსური ანგარიშგებების (როგორც კონსოლიდირებული ისე - ცალკე მდგომი) ხელმოწერა. სპეციალისტის მიერ ასევე აღინიშნა, რომ საეჭვო ვალების დარეზერვების მეთოდი სრულად იქნა შესაბამისობაში მოყვანილი შემძენი, დედა კომპანიის (ალ----ი) დარეზერვების მეთოდოლოგიასთან და მიდგომებთან, რაც ჩვეული და ბუნებრივი მოვლენაა ანალოგიურ მოცემულობებში. აღნიშნული დაადასტურა, სპეციალისტის სახით მოწვეულმა ი---------–--მაც. ორივე სპეციალისტის მიერ აღინიშნა, რომ ფასს-სთან სრულ შესაბამისობაშია, უფრო მეტიც, ფასს-ის ცალსახად მოთხოვნაა დედა კომპანიისა და შვილობილი კომპანიების შეფასების მიდგომების იდენტურობის უზრუნველყოფა, რაც მოცემულ შემთხვევაში განხორციელდა კიდეც.
ამდენად, ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, ცხადი ხდება, რომ ორივე ცვლილების ჯამური ეფექტი შეადგენს (974,015) ლარს, სს ,,სა---------------------ა იმ-------– ინ--------–---ლმა“ კონსოლიდირებულად 2011 წელი დაასრულა (3,533,958) ლარის ოდენობით ზარალით.
სასამართლო იზიარებს მოპასუხის განმარტებას, რომ არა თუნდაც ზემოთ აღწერილი სააღრიცხვო შეფასებების ცვლილება, კომპანიის ზარალიანობა მაინც (2,559,943) ლარი იქნებოდა და რომ შპს ბ------ს მიერ დადასტურებული კომპანიის ფინანსური ანგარიშგებები (როგორც კონსოლიდირებული, ისე - ცალკე მდგომი დედა კომპანიის) 2011 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, სამართლიანად ასახავს კომპანიის ფინანსურ მდგომარეობას და არ არსებობს მათში, ისევე როგორც, ბ------ს მიუკერძოებლობასა და დამოუკიდებლობაში, ეჭვის შეტანის არავითარი კანონიერი საფუძველი თუ მტკიცებულება.
სასამართლოს მიაჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელეებმა ვერ დაადასტურეს ის გარემოება, რომ შპს ,,ბ------“-ს წარმომადგენლები ალ----ისა და მისი მენეჯმენტის ზემოქმედების ქვეშ მოექცნენ, მოახდინეს ფინანსური მაჩვენებლის გაყალბება და რომ დაფიქსირებული ზარალი წარმოადგენდა დამკვეთის მიერ არაზუსტი ინფორმაციის მიწოდების შედეგს.
2016 წლის 05 ოქტომბრის N0-------- ექსპერტის დასკვნით დადგენილია, რომ ექსპერტის მიერ კომპანიის შეფასება არ განხორციელებულა არც შემოსავლის მეთოდით და არც საბაზრო მეთოდით, ვინაიდან ექსპერტიზისათვის წა----გენილი ვერ იქნა მითითებული მეთოდებით საექსპერტო კვლევისათვის საჭირო ინფორმაცია, კერძოდ სს საერთაშორისო კომპანია ,,ი---------------------”-ის 1-0%-ის წილის საბაზრო ღირებულება განისაზღვრა შვილობილი კომპანიების ღირებულების გათვალისწინების გარეშე. რაც შეეხება ექსპერტიზის დასკვნაში გამოყენებულ შეფასების მეთოდს - ფულადი ნაკადების დისკონტირების გზით, ანუ შეფასება განხორციელებული იქნა იმ ფულადი ნაკადების დისკონტირების გზით, რომელშიც არ არის ასახული ფინანსური ვალდებულებების: სესხების, სესხების პროცენტებისა და სხვა ფინანსური ვალდებულების დაფარვასთან დაკავშირებული საპროგნოზო ფულადი თანხები, შესაბამისად ექსპერტის დასკვნაში შეფასებული ღირებულება მეთოდოლოგიურად წარმოადგენს კომპანიის/საწარმოს ღირებულებას და არა კომპანიის წილთა/აქციათა 1-0%-ის ღირებულებას.
მოსარჩელეებმა ვერ შეძლეს შპს ,,ბ-----------–------------“-ს ანგარიშის, რომელიც ეხება სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ ჩატარებული ექსპერტიზის საფუძველზე 2016 წლის 05 ოქტომბერს გაცემული დასკვნის (#0--------) ანალიზს, გაქარწყლება, რომლითაც დადგენილია, რომ სს საერთაშორისო სა---------------------ა ,,ი---------------------“-ის 1-0 პროცენტიანი წილის საბაზრო ღირებულების გაანგარიშებისათვის აუცილებელია, ამ მიზნით სხვა ჩასწორებებთან ერთად, ექსპერტის მიერ გაანგარიშებული თანხა - 40 147 455 ლარი შემცირდეს სს საერთაშორისო სა---------------------ა ,,ი---------------------“-ის სასესხო ვალდებულების 4 385 000 ლარისა და სს საერთაშორისო სა---------------------ა ,,ი---------------------“-ის მიერ თავის შვილობილი კომპანიების მიერ აღებული სესხების უზრუნველყოფის მიზნით გაცემული თავდებობის საბაზრო ფასით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ექსპერტის დასკვნაში შეფასებული თანხა (40 147 455 ლარი) არ შეიძლება ჩაითვალოს სს საერთაშორისო სა---------------------ა ,,ი---------------------“-ის წილთა/აქციათა 1-0 პროცენტის საბაზრო ღირებულებად.
გა----ა ამისა მიუხედავად იმისა, რომ ორივე ექსპერტიზის დასკვნის შემსრულებელი არის სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასაქონლო და ფინანსური ექსპერტიზის დეპარტამენტის ფინანსური ექსპერტიზის სამმართველოს უფროსი შ-----------–---–ი, 2016 წლის 05 ოქტომბრის დასკვნისაგან განსხვავებით 2017 წლის 12 ივნისის დასკვნა შეიცავს კომპანიის შეფასების მეთოდოლოგიას, საბაზრო ღირებულების დეფინიციას, შეფასების გამოყენებულ მეთოდს, შედარების ელემენტებს. უკანასკნელი დასკვნით დადგინდა ინფორმაციის სისწორე და ექსპერტიზაზე წა----გენილი კომპანიების გამოსაკვლევი პერიოდის მოგება-ზარალის უწყისებით განისაზღვრა, რომ აღნიშნულ პერიოდში კომპანიებს დაფიქსირებული აქვთ ზარალი, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს ამავე ექსპერტიზის ბიუროს 2016 წლის 05 ოქტომბრის დასკვნის ნაკლოვანებაზე, რადგან აღნიშნული დასკვნით არ მომხდარა ფინანსური ვალდებულებების: სესხების, სესხების პროცენტებისა და სხვა ფინანსური ვალდებულების დაფარვასთან დაკავშირებული საპროგნოზო ფულადი თანხების გათვალისწინება, რაც საჭირო იყო კომპანიის 1-0%-იანი წილის საბაზრო ღირებულების დასადგენად.
რაც შეეხება Graze Vandercruze-ის საექსპერტო ანგარიშს, აღნიშნულის თანახმად, ი--------ის სამართლიანი ღირებულების შეფასების შედეგად დადგენილია დიაპაზონი 28,3 მილიონი აშშ დოლარიდან - 32,7 მილიონ აშშ დოლარამდე. კომპანიის შეფასებისას გამოყენებული იქნა რამოდენიმე მეთოდი, კერძოდ: პრეცედენტულ გარიგებათა ანალიზი - 20,312-24,005 მილიონი აშშ დოლარი; დისკონტირებული ფულადი ნაკადების მეთოდი - 20,836 – 24,702 მილიონი აშშ დოლარი; სადაზღვევო ბიზნესის შეფასება - 20,312 – 24,702 მილიონი აშშ დოლარი; ჯანდაცვის ბიზნესის შეფასება - 8,008 – 8,008 მილიონი აშშ დოლარი; მთლიანბი სამართლიანი ღირებულება 28,320-32,71- მილიონი აშშ დოლარი; აღნიშნული დაკსვნით მიხედვით, შეფასების შუა წერტილი განისაზღვრა 30 515 აშშ დოლარით. საქმეში წარმოდგენილია აგრეთვე Graze Vandercruze-ის საპასუხო ანგარიში. აღნიშნული შეფასების ანგარიში მომზადდა 2012 წლის 01 აპრილის მდგომარეობით. ანგარიშის თანახმად, შეფასება გაკეთდა ძალიან კონსერვატიულად. სადაზღვევო საქმიანობის შეფასება დაფუძნებული იყო ორ ფართოდ აღიარებულ და მიღებულ შეფასების მეთოდზე. ამასთან, სამედიცინო საქმიანობის შეფასება, რომელიც მოიცავდა 11 საავადმყოფოს, ეფუძნებოდა შეფასების დანახარჯების მეთოდს და მოიცავდა მშენებლობის, მარაგების თუ სხვა ხარჯებს, რომელთა გაწევაც საჭირო იყო მშენებლობის დასარულებლად. აუდიტორის მოსაზრების თანახმად, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ თუ სამედიცინო ბიზნესის შეფასების მიზნით შპს ,,G-------------------” გამოიყენებდა დისკონტირებული ფულადი ნაკადების მეთოდს, მიღებული ღირებულება ბევრად უფრო მაღალი იქნებოდა, ვინაიდან სამედიცინო ობიექტები წარმოადგენენ თავიანთი კლასის საუკეთესო ნიმუშს, ფულადი ნაკადები უდიდესი პოტენციალით, რომელთაც ოპერირებას უწევდა გამოცდილი და მაღალი რეპუტაციის მქონე მენეჯმენტი.
მითითებული დასკვნის შესწავლისა და ანალიზის შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აბათილებს მოპასუხის მიერ წარმოდგენილ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ
2017 წლის 12 ივნისს გაცემული ექსპერტის დასკვნის შედეგებს, შემდეგ გარემოებათა გამო:
ექსპერტის დასკვნისათვის, როგორც მტკიცებულების წყაროსათვის, მნიშვნელოვანია, რომ ის წარმოადგენდეს საპროცესო კოდექსით ნორმატიულად დადგენილ წესებს დაქვემდებარებულ დოკუმენტს.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხის მხრიდან სადავო გახდა ექსპერტის კომპეტენცია და მიუთითა, რომ წარმოდგენილი დოკუმენტი არ აკმაყოფილებს ამგვარი დოკუმენტისათვის აუცილებელ პირობებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ სასამართლო შეაფასებს მას მტკიცებულებად, აღნიშნული ვერ აბათილებს მოპასუხეების მიერ წარმოდგენილ საექსპერტო დასკვნას.
შპს ,,G-------------------“-სა და ,,ი---------------------“-ის ყოფილ აქციონიერებს შორის 2014 წელს მიღწეული შეთანხმების საფუძველზე შპს ,,G-------------------“ უნდა ყოფილიყო კომპანიის შემფასებელი ექსპერტი და გაეწია შემდეგი მომსახურებები:
- განეხილა და გაეანალიზებინა აუდიტირებული დასკვნა და აუდიტორი B---ს მიერ ი-----ს საბალანსო ღირებულებაში შეტანილი აუდიტირებული კორექტირებები 2012 წლის 31 მარტისათვის.
- მოემზადებია ,,ი-------“-ის შეფასების დასკვნა 2012 წლის 01 აპრილისათვის ყველა შვილობილი კომპანიის ჩათვლით, შეესრულებია ობიექტური საექპსერტო ქმედებები ამ შეფასების მომზადებისათვის.
- წარმოაედგინა წერილობითი დასკვნა აქციონერებისათვის შეფასებასთან (,,ანგარიში“) დაკავშირებით და
- მიეცა ჩვენება სასამართლოში ,,ი-------’’-ის შეფასებასთან დაკავშირებით, საჭიროების შემთხვევაში.
შპს ,,G-------------------“-ის 2015 წლის იანვრის საექსპერტო შეფასების ანგარიში შედგება რამდენიმე ნაწილისაგან: შესავალი, ,,გრეის გლობალ კაპიტალის“ კვალიფიკაცია; კომპანიის საბალანსო ღირებულებაში შეტანილი კორექტირებების გაბათილება; შეფასების მიმოხილვა; დაზღვევის შვილობილი კომპანიების შეფასება - მომხდარი ტრანზაქციების ანალიზი და დისკონტირებული ფულადი ნაკადები; ჯანდაცვის სფეროს შვილობილი კომპანიების შეფასება;
კომპანიის საბალანსო ღირებულებაში შეტანილი კორექტირებების გაბათილების გრაფაში ექსპერტი უთითებს, რომ 2012 წლის 03 მაისს, ს----------–----------, ი-----ს ყველაზე მსხვილმა კრედიტორმა ი----- ,,იძულებით გამოსყიდვის“ გზით შეიძინა. სა---------------------ა ალ----ი ს----------–---------ს ჯგუფის შვილობილი კომპანიაა და მის სრულ მფლობელობაში იმყოფება, ამიტომაც ანგარიშში მათი ერთობლივად მოხსენიება ხდება ს----------–---------ს სახელით. მოგვიანებით, 2011 და 2012 წლების წლიურ და ასევე 2012 წლის პირველი კვარტლის (31 მარტი 2012) აუდიტირებულ ფინანსურ ანგარიშგებებში მოხდა რამდენიმე კორექტირების შეტანა ი-----ს საბალანსო ღირებულების შემცირების მიზნით.
კომპანიის საბალანსო ღირებულებაში შეტანილი კორექტირებების გაბათილების საფუძვლად ექსპერტი უთითებს რამდენიმე გარემოებას:
- შეტანილი კორექტირებები შეიცავს რამდენიმე შეცდომას, რომელიც კომპანიის საბალანსო ღირებულების მიზანმიმართულად შემცირებას ემსახურებოდა;
- კორეტირებები არ შეესაბამება წინა წლების აუდიტორულ დასკვნებში გამოყენებულ მეთოდოლოგიებსა და სხვადასხვა დაშვებების გამოთვლის მიდგომებს;
- შეტანილი კორექტირებების დრო საეჭვოა, რადგან ისინი განხორციელდა მხოლოდ ს--------ის მიერ ,,იძულებითი გამოსყიდვის“ შემდეგ;
- ალ----ის ი-------- შერწყმის შემდგომი ფინანსური ანგარიშებით დასტურდება, რომ ი-----ს მიერ გამოყენებული კორექტირებამდე არსებული დაშვებები ადექვატური იყო.
ექსპერტ გ---------------------ის განმარტებით, მის ანალიზზე დაყრდნობით შეტანილი საბუღალტრო კორექტირებები არსებითად მცდარი იყო და მნიშვნელოვნად ამცირებდა ი-----ს საბალანსო ღირებულებას. როგორც გამოჩნდა, კორექტირებების და საბალანსო ღირებულების შემცირების მთავარი მიზანი იყო იმ ,,უსამართლო“ ფასის გამართლება, რომელიც ი-----ს ყოფილმა მეწილეებმა მიიღეს ს----------–---------სგან.
საექსპერტო შეფასების ანგარიშით ასევე დასტურდება, რომ გ---------------------ის მხრიდან ,,ი-------’’-ის შეფასება ეფუძნება ი-----ს აუდიტირებამდე დადგენილ (კორექტირებამდე არსებულ) საბალანსო ღირებულებას.
მოპასუხე მხარის მიერ სადავოდ იქნა გამხდარი მითითებული საექსპერტო შეფასების ანგარიში და მისი მხრიდან წარმოდგენილი იქნა შპს ,,ბ-----------–------------ს“ ანგარიში ჩატარებული პროცედურების შესახებ. (იხ. ტომი IX, ს.ფ. 162-172); მითითებული ანგარიშის შედგენისას გამოყენებული იქნა შემდეგი ძირითადი დოკუმენტები: სს სა---------------------ა ი----------------------ის 2011 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ცალკე მდგომი და კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგებები და აუდიტორული კომპანია B---ს აუდიტის დასკვნები. სს სა---------------------ა ალ----ი ბ--------ს 2012 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების და აუდიტორული კომპანია E-------------ს აუდიტის დასკვნა; სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის 2015 წლის 9 ივნისის N2-- წერილი, თანდართული ინფორმაციით; სა---------------------ა ი--------ის მენეჯმენტის წერილი 2011-2012 წლებში სს სა---------------------ა ალ----ი ბ--------ს მიერ საეჭვო ვალების დარეზერვების პოლიტიკის შესახებ; სა---------------------ა ი--------ის მენეჯმენტის მიერ წარმოდგენილი სს სა---------------------ა ალ----ი ბ--------ს 2012 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობიტ, კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშების ახსნა-განმარტებითი შენიშვნა N5 დამხმარე ექსელის ფაილის სახით.
შპს ,,ბ-----------–------------“-ს მიერ ექსპერტის დასკვნის ანალიზისას გამოკვლეული იქნა გ---------------------ის საექსპერტო ანგარიშში გამოყენებული მონაცემების შესაბამისობა/ურთიერთკავშირი სს საერთაშორისო სა---------------------ა ი---------------------’-ის აუდირებულ და არაუდირებულ საბუღალტრო ფინანსურ მაჩვენებელთან. ასევე განხორციელდა ექსპერტის მიერ ჩატარებული შეფასების მეთოდების მიმოხილვა შეფასების პრაქტიკაში ზოგადად დანერგილ პრაქტიკასთან შესაბამისობის სტატუსის გამოკვლევის გზით. საბოლოოდ კი შპს ,,ბ-----------–------------“ მის მიერ შესრულებულ ანგარიშში უთითებს, რომ ექსპერტის შეფასებისას გამოყენებული ძირითად დაშვებების ადეკვატურობის შესახებ მსჯელობა, ძირითადად, არ არის წარმოდგენილი ექსპერტის ანგარიშში, ზოგიერთ შემთხვევაში, შეფასების მეთოდები არ შეესაბამება შეფასების პროფესიაში ზოგადად გამოყენებულ პრაქტიკას და შეფასებისას გამოყენებული თანხობრივი მონაცემები სათანადოდ ან საერთოდ არ არის ახსნილი და დაკავშირებული ი----- ჯგუფის ან სააქციო საზოგადოება საერთაშორისო სა---------------------ა ი---------------------’-ის ან ჯგუფში შემავალი სხვა კომპანიის ოფიციალურ აუდირებულ ფინანსურ ანგარიშგებებთან.
მხარეები სადავოდ არ ხდიან, რომ აუდიტორული კომპანიები - B-- და E------------ წარმოადგენენ მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს აუდიტორულ კომპანიებს. აუდიტორული საქმიანობა წარმოადგენს მკაცრად რეგულირებად საქმიანობას, რომლის სამუშაო პროცედურები და ეთიკა მკაცრად რეგულირდება აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებითა და შესაბამისი პროფესიული ბუღალტრების ეთიკის კოდექსით. აუდიტორის მხრიდან მიკერძოებული, არასათანადო დასკვნის გაცემა ან დამოუკიდებლობისა და ნეიტრალობის დარღვევა ითვლება უმნიშვნელოვანეს პროფესიულ დარღვევად, რაც ხშირ შემთხვევაში, ძალზედ მნიშვნელოვან დისციპლინარულ და ფინანსურ შედეგებს იწვევს მათთვის და ზოგადად ფინანსური ბაზრისათვის.
სასამართლოს მიაჩნია, რომ, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეებმა ვერ დაადასტურეს ის გარემოება, რომ შპს ,,ბ------“-ს წარმომადგენლები ალ----ისა და მისი მენეჯმენტის ზემოქმედების ქვეშ მოექცნენ, მოახდინეს ფინანსური მაჩვენებლის გაყალბება და რომ დაფიქსირებული ზარალი წარმოადგენდა დამკვეთის მიერ არაზუსტი ინფორმაციის მიწოდების შედეგს.
როგორც უკვე აღინიშნა, გ---------------------ის მხრიდან ,,ი-------’’-ის შეფასება ეფუძნება ი-----ს აუდიტირებამდე დადგენილ (კორექტირებამდე არსებულ) საბალანსო ღირებულება, შესაბამისად იმ პირობებში, როდესაც დადასტურებული ვერ იქნა არასამართლიანი ფინანსური ჩასწრორებები ი----- ჯგუფის ფინანსურ ანგარიშგებებში, გ---------------------ის საექსპერტო შეფასება არ აკმაყოფილებს ამგვარი დოკუმენტისათვის აუცილებელ პირობებს და შესაბამისად, მას სასამართლო ვერ მიანიჭებს მტკიცებულებით მნიშვნელობას, რადგან დასკვნები გაკეთებულია მოსარჩელეების მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე და არა სს საერთაშორისო სა---------------------ა ი----------------------ის აუდირებულ საბუღალტრო ფინანსურ მაჩვენებლებზე დაყრდნობით. აღნიშნულ გარემოებებზე დაყრდნობით სასამართლო მიიჩნევს, რომ ამგვარი დოკუმენტისათვის აუცილებელ პირობებს არ აკმაყოფილებს აგრეთვე გ---------------------ის 2016 წლის ივნისის საპასუხო ანგარიში, რომლითაც განხორციელდა ი-----ს შეფასება სამართლიანი საბაზრო ღირებულების დადგენის მიზნებისათვის. (იხ. ტომი XXIII, ს.ფ. 1-24);
ექსპერტმა გ---------------------მა ვერც იმის დადგენა შეძლო, გამართლებული არის თუ არა შემოსავლების და საბაზრო მიდგომების არ გამოყენება.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტის მიერ, 2017 წლის 12 ივნისის დასკვნით, წილების საბაზრო ღირებულების დადგენისას გამოყენებული იქნა საბაზრო (გაყიდვების შედარების მიხედვით) მიდგომა, ასევე, მისი უფლებებისა და ვალდებულებების ფარგლებში ექსპერტმა მიიჩნია, რომ მოპასუხის მიერ წა----გენილი მტკიცებულებები იყო საკმარისი დასკვნის მისაღებად და შესაბამისად, პასუხი გასცა ექსპერტიზის წინაშე დასმულ საკითხებს.
შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ ვერ შეძლო მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოების დადასტურება, რომელიც ეხება სს ,,სა---------------------ა იმ-------– ინ--------–---ლი“-ს 1-0% აქციათა საბაზრო ღირებულებას 30 524 000 აშშ დოლარის ოდენობით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სს ,,სა---------------------ა იმ-------– ინ--------–---ლი“-ს 1-0% აქციათა საბაზრო ღირებულება გასხვისების მომენტისთვის წარმოადგენდა არა 30 524 000 აშშ დოლარს, არამედ 1- 207 700 ლარს, რაც განსაზღვრულია სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 12 ივნისის დაკსვნით.
3.2.6. მხარეთა შორის სადავოა აგრეთვე სს „სა---------------------ა ალ----ი ბ------“ მიერ შპს ,,სა-----ო“-ს მიმართ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 532 მუხლით გათვალისწინებული სავალდებულო სატენდერო შეთავაზების დარღვევის საკითხი.
მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ამ კანონის მოთხოვნები არ იყო შესრულებული სს „ალ----ი ბ-----“-ს მიერ 2012 წლის 30 აპრილიდან, როდესაც მან შეიძინა შპს ,,მ----“ს 1-0%-იანი წილი, რომელიც თავის მხრივ ფლობდა სს საერთაშორისო სა---------------------ა იმ-------–ის აქციათა 51%-იან პაკეტს. გამომდინარე აქედან, ამ მომენტიდან მას გაუჩნდა საშუალება ეკონტროლებინა სს საერთაშორისო სა---------------------ა „ი----- ლ ი---------–----–ის“ აქციათა 51%, ანუ 1/2-ზე მეტი. „ალ----ი ბ-----“-ს შესაბამისი სატენდერო შეთავაზება არ გაუკეთებია შპს „სა-----ო“-ს მიმართ, რომელიც იმ დროისთვის ფლობდა სს საერთაშორისო სა---------------------ა ი-------– ი---------–----–ის აქციათა 5,3888111%-ს. 2012 წლის მაისში შპს „სა-----ო“ -ს დირექტორმა ა-–-------------------–მა მიმართა სს სა---------------------ა „ალ----ი ბ-----“ -ს დირექტორს ბ-ნ ნ. გ-------–--ეს წერილით, სადაც გამოხატული იყო მოწოდება კომპანია „ალ----ი ბ-----“-ს მიმართ ემოქმედათ კანონის შესაბამისად, ანუ გაეკეთებინათ სავალდებულო სატენდერო შეთავაზება კომპანია „სა-----ოსთვის“. 2012 წლის 29 მაისით დათარიღებული საპასუხო წერილში (წერილის # GE 0617) ბ-ნა ნ.გ-------–--ემ უარყო კომპანია სს „ალ----ი ბ-----“-ს ვალდებულება გაეკეთებინა ამგვარი სატენდერო შეთავაზება, რადგან მისი კომპანია, ბ-ნი ნ.გ-------–--ის აზრით, არ აკონტროლებდა სს „საერთაშორისო სა---------------------ა ი-------– ი---------–----–ის“ აქციების 51%-ს, მიუხედავად იმისა, რომ „ალ----ი ბ-----“ არაპირდაპირ აკონტროლებდა „ი----- ილის 51% აქციებს.
მოსარჩელის განმარტებით, ის ფაქტი, რომ სს „ალ----ი ბ-----“ რეალურად აკონტროლებდა სს „საერთაშორისო სა---------------------ა ი----- ლ ი--------–----–ის“ 51% დასტურდება ზემოთმოყვანილი გარემოებით, რომ ის წარმოადგენდა შპს „მ----“-ს 1-0% მფლობელს, რომელიც თავის მხრივ ფლობდა იმ-------–ის 51%-ს. ზემოთხსენებული ასევე დასტურდება იმით, რომ სს „საერთაშორისო სა---------------------ა იმ-------– ინტერნეიშენელის“ ყოფილი აქციონერების სარჩელის შესაგებელში სს „ალ----ი ბ-----“ თვითონ აღიარებს ამ ფაქტს, რომ მან შეიძინა და აკონტროლებდა იმ-------–ის 51% აქციებს. სს „ალ----ი ბ-----“-მ მის ფლობელობაში არსებული შ.პ.ს. „ი-------–-----–------ს“ მეშვეობით 2012 წლის 26 ივლისს შეიძინა შ.პ.ს „სა-----ო“-ს მფლობელობაში არსებული სს საერთაშორისო სა---------------------ა იმ-------–-ის 5,3888111% აქციები, იმ-------–ის აქციათა 51% -ის შეძენიდან 84 დღეში, რაც იმაზე მიუთითებს, რომ აშკარად დაირღვა სავალდებულო სატენდერო შეთავაზების კანონით მითითებული 45 დღიანი ვადა.
მოსარჩელე თვლის, რომ ასევე დაირღვა სავალდებულო სატენდერო შეთავაზების კანონის მოთხოვნა შეთავაზებულ ფასთან დაკავშირებით. ამ კანონის მოთხოვნის თანახმად: „შეთავაზებული გამოსასყიდი ფასი უნდა დაადგინოს აუდიტორმა ან საბროკერო კომპანიამ. შეთავაზებული გამოსასყიდი ფასი თითოეული კლასის აქციისათვის არ უნდა იყოს იმ უმაღლეს ფასზე ნაკლები, რომელიც გამოსყიდვის განმახორციელებელმა აქციონერმა ბოლო 6 თვის განმავლობაში გადაიხადა საზოგადოების ამ კლასის აქციაში“.
აგრეთვე საქართველოს კანონში „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ მუხლი 15. სატენდერო შეთავაზება პუნქტი 6-ში ნათქვამია, რომ: „თუ პირი ცვლის სატენდერო შეთავაზების პირობებს შეთავაზების დამთავრებამდე და ფასიანი ქაღალდების მფლობელებს სთავაზობს გაზრდილ თანხას, იგი ვალდებულია ეს თანხა გადაუხადოს ყოველ მფლობელს, რომელმაც თანხმობა განაცხადა სატენდერო შეთავაზების პირობებზე, მიუხედავად იმისა, მოხდა ეს ცვლილების გამოქვეყნებამდე თუ გამოქვეყნების შემდეგ“.
2012 წლის 26 ივლისამდე და მას შემდეგაც მოსარჩელეებს არანაირი საშუალება არ გააჩნდათ დაედგინათ თუ რა მაქსიმალური ფასი იყო გადახდილი სს საერთაშორისო სა---------------------ა „იმ-------–“-ის აქციებში მოსარჩელეთა აქციების შეძენამდე 6 თვის განმავლობაში, რადგან მათთვის არ იყო ხელმისაწვდომი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ფასი გადაიხადა სს „ალ----ი ბ-----“-მ „E---”-ს მფლობელობაში არსებული სს საერთაშორისო სა---------------------ა ი----- -ის 34 % აქციათა პაკეტში.
სს „საერთაშორისო სა---------------------ა ი-------– ი---------–----–ის“ ყოფილი აქციონერების სარჩელის სს „ალ----ი ბ-----“-ს შესაგებელიდან შეიტყვეს მოსარჩელეებმა, რომ მის მიერ სს იმ-------–ის აქციების შესაძენად სულ გადახდილია 9 626 000 ლარი (ანუ 5 700 000 აშშ დოლარზე მეტი). აქედან გამომდინარე შესაძლებელია ირიბად დავადგინოთ, რომ „ე------------------------–-----------------------------“ (სს „E---”) თითოეულ აქციაში გადაუხადეს დანარჩენ აქციონერებთან შედარებით არაპროპორციულად მაღალი ფასი. აქედანვე შეიძლება გაკეთდეს დასკვნა, რომ „E---’’-ს აქციათა 34%-იან პაკეტში გადახდილია თანხა, რომლის მიხედვითაც გამოდის, რომ იმ-------–-ის აქციათა სრული პაკეტის (1-0%) ღირებულება შეადგენდა 8 600 000 აშშ დოლარს, იმ დროს როდესაც სს ალ----ი ბ------ს მიერ დეკლარირებული ი-------–-ის სრული ღირებულება უდრიდა 5 000 000 აშშ დოლარს. რადგან სს ალ----ი ბ------მ შ.პ.ს. „სა-----ო“-ს აქციების შეძენამდე 6 თვით ადრე მაქსიმალური ფასი აქციაში გადაუხადა სს „E---”-ს, სავალდებულო სატენდერო შეთავაზების კანონის თანახმად მას ეს მაქსიმალური ფასი უნდა შეეთავაზებინა დანარჩენი აქციონერებისთვისაც, მათ შორის შ.პ.ს. „სა-----ოსთვის“. სავარაუდო სხვაობა გადახდილ და კანონით დადგენილ თანხებს შორის შ.პ.ს. „სა-----ოს“ -ს შემთხვევაში შეადგენს 198 700 აშშ დოლარს.
ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით მოსარჩელე თვლის, რომ სს „ალ----ი ბ-----“-ს რომ ემოქმედა კანონის შესაბამისად და გაეკეთებინა სავალდებულო სატენდერო შეთავაზება, მას შ.პ.ს. „სა-----ო“ -ს აქციებში უნდა გადაეხადა მნიშვნელოვნად მეტი თანხა, ვიდრე მან გადაიხადა ამ კანონის მოთხოვნების დარღვევით, რითაც მან მიიღო არამართებული შემოსავალი და უსაფუძვლოდ გამდიდრდა.
მოცემულ შემთხვევაში, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სს „სა---------------------ა ალ----ი ბ-----“ არ ფლობდა აქციებს ნომინალური მფლობელის მეშვეობით ან/და საერთაშორისო დეპოზიტარული ხელწერილების გაცემის მიზნებისათვის.
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 532 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თუ აქციონერი ან შეთანხმების საფუძველზე მოქმედ აქციონერთა ჯგუფი (ამ მუხლის მიზნებისთვის – „მყიდველი“) შეიძენს აქციათა პაკეტს, რის შედეგადაც აკონტროლებს სააქციო საზოგადოების ხმათა საერთო რაოდენობის 1/2-ზე მეტს, იგი ვალდებულია, ამ ფაქტის დადგომიდან არა უგვიანეს 45 დღისა განახორციელოს „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სატენდერო შეთავაზება ყველა დარჩენილი აქციის გამოსყიდვის თაობაზე, ან იმავე ვადაში ჩამოიყვანოს მისი კონტროლის ქვეშ არსებული ხმების საერთო რაოდენობის 1/2-ზე ქვევით. ეს მოთხოვნა არ მოქმედებს, თუ:
ა) სააქციო საზოგადოების ხმათა საერთო რაოდენობის 1/2-ზე მეტი მყიდველის ხელში აღმოჩნდა „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განხორციელებული სატენდერო შეთავაზებით, რომელშიც ის ყველა დარჩენილი აქციის გამოსყიდვას სთავაზობდა სხვა აქციონერებს;
ბ) პირი აღნიშნულ აქციებს ფლობს სხვა პირის ან პირების სასარგებლოდ, მათ შორის, საერთაშორისო დეპოზიტარული ხელწერილების გაცემის მიზნით. ასეთ შემთხვევაში სავალდებულო სატენდერო შეთავაზების ვალდებულება ეკისრება პირს ან შეთანხმების საფუძველზე მოქმედ პირთა ჯგუფს, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს სააქციო საზოგადოების ხმათა საერთო რაოდენობის 1/2-ზე მეტს.
მითითებული მუხლი ითვალისწინებს ისეთი აქციონერის ან აქციონერთა ჯგუფის მიმართ ვალდებულებას, რომლებიც შეიძენენ აქციათა პაკეტს, რის შედეგადაც აკონტროლებენ ხმათა საერთო რაოდენობის 1/2-ზე მეტს. შესაბამისად, იმისათვის, რომ ამოქმედდეს აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ვალდებულება, აუცილებელია, პირმა (ან პირთა ჯგუფმა) შეიძინოს აქციები და აღნიშნული შეძენის შედეგად, გახდეს საზოგადოების 1/2-ზე მეტი ხმის უფლების მქონე აქციონერი. მოცემულ შემთხვევაში, სს „სა---------------------ა ალ----ი ბ------“ მიერ 1/2-ზე მეტი აქციების შეძენას ადგილი არ ჰქონია. სს „სა---------------------ა ალ----ი ბ-----მ“ მოახდინა შპს „მ----ს“ 1-0% იანი წილის შესყიდვა. ამასთან, ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას რომ სს „საერთაშორისო სა---------------------ა იმ-------– ი---------–----–ის“ არსებული აქციონერის ცვლილება ამით არ მომხდარა და მდგომარეობა მინორიტარი აქციონერებისათვის სრულიად არ შეცვლილა, ვინაიდან შპს „მ----მ“ გააგრძელა სს „საერთაშორისო სა---------------------ა იმ-------– ი---------–----–ის“ 51% აქციების ფლობა.
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 532 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს იმ პირობას, თუ როდის წარმოიშობა სავალდებულო სატენდერო შეთავაზების ვალდებულება, ხოლო შემდგომ ადგენს გამონაკლისს ამ წესიდან, კერძოდ, ამავე ნაწილის „ბ“ პუნქტის მიხედვით: „ეს მოთხოვნა არ მოქმედებს, თუ პირი აღნიშნულ აქციებს ფლობს სხვა პირის ან პირების სასარგებლოდ, მათ შორის, საერთაშორისო დეპოზიტარული ხელწერილების გაცემის მიზნით. ასეთ შემთხვევაში სავალდებულო სატენდერო შეთავაზების ვალდებულება ეკისრება პირს ან შეთანხმების საფუძველზე მოქმედ პირთა ჯგუფს, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს სააქციო საზოგადოების ხმათა საერთო რაოდენობის 1/2-ზე მეტს“. მითითებული პუნქტი, ყოველგვარი სხვა მინიშნების გარეშე, ეხება მხოლოდ ამ პუნქტში მოცემულ პირებს, კერძოდ, საუბარია სხვისი სახელით ან სასარგებლოდ აქციათა ფლობაზე და თუ კი ასეთს აქვს ადგილი იმ პირდაპირ თუ არაპირდაპირ მაკონტროლებლებზე, ვისაც შეიძლება წარმოეშვას ამ მუხლით დადგენილი ვალდებულება.
შესაბამისად სასამართლო მიიჩნევს, რომ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 532 მუხლის დანაწესით, „სა---------------------ა ალ----ი ბ------“ არ შეიძლებოდა წარმოშობოდა სავალდებულო სატენდერო შეთავაზების გაკეთების ვალდებულება შპს „სა-----ოს“ მიმართ, რადგან: ა) მას არ განუხორციელებია აქციათა 1/2-ზე მეტის შეძენა და ბ) იგი არ ფლობდა აქციებს ნომინალური მფლობელის მეშვეობით ან/და საერთაშორისო დეპოზიტარული ხელწერილების გაცემის მიზნებისათვის. აღნიშნული გარემოება თავის მხრივ, დაუსაბუთებელს ხდის სამართლიანი ფასის დადგენის ნაწილში, სს „სა---------------------ა ალ----ი ბ-----“-ს მიერ ვალდებულების შეუსრულებლობაზე მოსარჩელის განმარტებას.
3.2.7. სასამართლო არ იზიარებს სს ,,სა---------------------ა იმ-------–“-ის, სს ,,სა---------------------ა ალ----ის“ და სს ,,სა-----–----------------–-ა ევ---ის“ პრეტენზიას სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით.
მოპასუხეებს მიაჩნიათ, რომ მოსარჩელეებმა გაუშვეს შეცილებისათვის საქართველოს სკ-ის 89-ე მუხლით დადგენილი სპეციალური ვადა, რაც, მათი მტკიცებით, გამორიცხავს სადავო გარიგებებით მიღებული იურიდიული შედეგის უკუქცევას.
სასამართლომ შეამოწმა მოსარჩელის მიერ კანონით დადგენილ ვადაში შეცილების განხორციელების საკითხიც.
იურიდიულ დოქტრინაში გამოთქმული მოსაზრებების თანახმად: „შეცილების უფლება
არა მხოლოდ გარიგების გაუქმების უფლებაა, არამედ მისთვის ნამდვილობის მინიჭების უფლებაც. ამდენად, შეცილების უფლება მ----დ ძლიერი საშუალებაა სამართლებრივ ურთიერთობაზე ზემოქმედებისათვის. ამიტომ ის არ შეიძლება იყოს შეუზღუდავი. წინააღმდეგ შემთხვევაში სამართლებრივი ურთიერთობების არასტაბილურობის საფრთხე ძალიან დიდი იქნებოდა. ამ საფრთხეს ითვალისწინებს კანონი და შეცილების უფლებას განსაზღვრულ ჩარჩოებში აქცევს“. უცილო (არარა) გარიგებების „ბათილობისაგან განსხვავებით, რაც კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ავტომატურად დგება და არ საჭიროებს შესაბამის შედეგზე მიმართულ არანაირ დამატებით მოქმედებას (მაგალითად, რაიმე ფორმით ბათილად გამოცხადებას), საცილო გარიგება „დადების მომენტიდან“ ბათილი იქნება მხოლოდ ნამდვილი შეცილების შემთხვევაში. შესაბამისად, დადების მომენტში საცილო გარიგება ნამდვილია, თუმცა არსებობს გარემოებანი, რომელთა გამოც ის შეიძლება შემდგომში გახდეს ბათილი. შეცილება ცვლის არსებულ სამართლებრივ მდგომარეობას, ვინაიდან იგი მიმართულია არსებული სამართლებრივი ურთიერთობის გაქარწყლებაზე. ამდენად, შეცილება სამართლებრივი ურთიერთობის ცალმხრივად „განმსაზღვრელი“ ნების გამოვლენა თუ გარიგებაა“.
სასამართლო იშველიებს იურიდიულ დოქტრინაში გამოთქმულ იმ მოსაზრებასაც, რომ: „თუკი იძულებისა და მოტყუების საფუძველზე, შემცილებელ პირს ადგება ზიანი, ასეთ შემთხვევაში, როგორც იძულება, ისე, მოტყუება უნდა განვიხილოთ არა მარტო, როგორც გარიგების ბათილობის სახელშეკრულებო გარემოებანი, არამედ, როგორც დაუშვებელი მოქმედებანიც...“, „იძულება იმდენად აშკარად და უხეშად ხელყოფს ნების თავისუფლების მდგომარეობას, რომ ზოგჯერ იგი დელიქტის სახესაც ღებულობს“, „...შესაბამისად, უნდა გამოვიყენოთ 408-ე და 992-ე მუხლების წესები. ზიანის ანაზღაურება უნდა მოხდეს მისგან დამოუკიდებლად, ნების გამოვლენა შეცილებულია თუ არა. ამდენად, მოთხოვნა ზიანის ანაზღაურებაზე შეიძლება წა----გენილ იქნეს ერთწლიანი ვადის გასვლის შემდეგაც“;
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ კანონით დადგენილ ვადაში შეცილების განუხორციელებლობის შემთხვევაშიც, თუკი იკვეთება პირის ნების თავისუფალ ფორმირებაში აშკარა და უხეში ჩარევა, დაზარალებულს უფლება აქვს, ზიანის ანაზღაურებაზე მოთხოვნა დააფუძნოს დელიქტურ ნორმებს.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კანონმდებლობა იცნობს სხვადასხვა ტიპის ვადებს. მათ შორისაა სამოქალაქო უფლების განხორციელების ვადები, რომლებიც სხვა ვადებთან ერთად გულისხმობს უფლების დაცვის ხანდაზმულობის ვადებს. სასარჩელო ხანდაზმულობა არის კანონით დადგენილი დრო, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც შელახულია, შეუძლია მოითხოვოს იძულებითი აღსრულება ან უფლების დაცვა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით. თუკი დარღვეული უფლების იძულებით დაცვის შესაძლებლობა კანონით განსაზღვრული ვადით არ იქნებოდა შეზღუდული, ეს გამოიწვევდა სამოქალაქო საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანის გაძნელებას, ვინაიდან დიდია ალბათობა საქმესთან დაკავშირებული უტყუარი მტკიცებულებების დაკარგვისა, საქმეში მონაწილე პირების მიერ საქმის გარემოებების არაადეკვატურად აღქმისა და სხვა. ამრიგად, სასარჩელო ხანდაზმულობა ხელს უწყობს რა სამოქალაქო ურთიერთობათა სტაბილიზაციას, ამავდროულად ემსახურება სახელშეკრულებო დისციპლინის სიმყარეს და ეხმარება სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეებს თავიანთი უფლებებისა და ვალდებულებების აქტიურად და დროულად განხორციელებაში (იხ. სუსგ №ას-266-254-2013, 25 დეკემბერი, 2013 წელი).
სასარჩელო ხანდაზმულობის ვადები მიიჩნევა საქმის სწორად გადაწყვეტის ერთ-ერთ გარანტიად. გადაწყვეტილება ეფუძნება მხარეთა მიერ წა----გენილ მტკიცებულებებს. შესაბამისად, მტკიცებულებათა უტყუარობა, მათი ვარგისიანობის, ნამდვილობის უტყუარად დადგენის შესაძლებლობა უმნიშვნელოვანესია სწორი და ობიექტური გადაწყვეტილების მისაღებად. სამართალწარმოებაში შეცდომის თავიდან აცილება უპირველესი მიზანია. ამასთან, ხანგრძლივი დროის გასვლამ შეიძლება გამოიწვიოს მტკიცებულებების შეცვლა ან მათი მოპოვების უკიდურესად გართულება, ზოგჯერ კი – განადგურება, რაც, საბოლოო ჯამში, გაართულებს სადავოდ გამხდარი მტკიცებულებების სა-----ოობის დადგენას. როდესაც ხანგრძლივი დროა გასული იმ მოვლენიდან, რომელმაც სადავო გარემოებები წარმოშვა, მაღალია ალბათობა, რომ მტკიცებულებები, რომლებიც ადრე არსებობდა, შეიძლება დაკარგული ან სახეშეცვლილი იყოს, ასევე გაფერმკრთალდება მოწმეთა მეხსიერება, რომელთა ჩვენებებს სასამართლო დავის გადაწყვეტისას უნდა დაეყრდნოს, გაიზრდება სავარაუდო, არასანდო მტკიცებულებათა რიცხვი. შედეგად, მეტი ალბათობით შეიქმნება ნიადაგი საქმის ფაქტობრივი გარემოებების არაობიექტური შეფასებისათვის. ხანდაზმულობის ვადა წარმოადგენს მცდელობას, დაიცვას მხარეები ასეთი საფრთხეებისგან (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2013 წლის 5 ნოემბრის №3/1/531 გადაწყვეტილება საქმეზე ისრაელის მოქალაქეები – თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II, 21).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1-08-ე მუხლის თანახმად, დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების ხანდაზმულობის ვადა არის სამი წელი იმ მომენტიდან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ზიანის ან ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ.
ამავე კოდექსის 130-ე მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესით ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ სადავო ხელშეკრულებები გაფორმდა 2012 წლის აპრილი-ივლისის პერიოდში. აღნიშნული დროიდან - 2012 წლის ივლისის თვიდან მოსარჩელეთათვის ცნობილი იყო უფლების დარღვევის შესახებ.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ხანდაზმულობის სამ წლიანი ვადა იწურებოდა 2015 წლის ივლისის თვეში, ხოლო, მოსარჩელეებმა სასამართლოს სარჩელით მიმართეს 2015 წლის 05 მაისს, სამ წლიანი ხანდაზმულობის ვადის გასვლამდე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო არ იზიარებს მოპასუხის პრეტენზიას მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით.
3.2.8. საქმეზე დადასტურებული ვერ იქნა, რომ ლა–--------–--ე დასაქმებული იყო შპს სა---------------------ა ,,არ-----------ში“ და მის მიერ დარღვეული იქნა 2012 წლის 21 მაისის წილის ნასყიდობის ხელშეკრულებითა და კონკურენციის აკრძალვის შესახებ განცხადებით ნაკისრი ვალდებულებები.
წარმოდგენილ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარის მთავარ არგუმენტს შპს სა---------------------ა ,,არ-----------ში“ დასაქმებასთან დაკავშირებით წარმოადგენს ის გარემოება, რომ 2012 წლის 29 ოქტომბერს ლა–--------–--ეს გაეგზავნა გაფრთხილების წერილი, რომლითაც ნასკირი ვალდებულების დარღვევისათვის სს ,,სა---------------------ა ალ----ი ბ-----“-ს კონკურენტ კომპანიაში - შპს ,,სა---------------------ა ა----ფი ჯგუფში“ დასაქმების გამო მოეთხოვა პირგასამტეხლოს გადახდა, წერილის მიღებიდან 1- კალენდარული დღის ვადაში. ამასთან, მოპასუხის მიერ წერილი მიღებული იქნა მისი ახალი სამუშაო ადგილის, სა---------------------ა ,,ა----ის“ ერთ-ერთ ოფისში, მისამართზე: თბილისი, ჭ--------- გამზ. N62 და მან საკუთარ კაბინეტში, გზავნილის ჩაბარების უწყისზე ხელმოწერით დაადასტურა წერილის სამუშაო ადგილზე ჩაბარების ფაქტი.
სასამართლოს მიიჩნია, რომ შეგებებული სარჩელის ავტორებმა მათ მიერ მითითებული ფაქტების დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულება ვერ წარმოადგინეს. შესაბამისად, მათ ვერ შეძლეს მათი მტკიცების საგანში შემავალი გარემოების დადასტურება, რომელიც ეხება შპს სა---------------------ა ,,არ-----------ში“ ლა–--------–--ის დასაქმებას.
რაც შეეხება მოწმის სახით დაკითხული ა-----–---------–--ისა და დ---------------–--ის ჩვენებას, მათი ჩვენებიდან სასამართლომ ვერ გამოიტანა საქმისათვის არსებითი გარემოების - შპს სა---------------------ა ,,არ-----------ში“ ლა–--------–--ის დასაქმების - შესახებ დასკვნა.
მოწმის ჩვენების სანდოობის შეფასებისას მხედველობაში მისაღებია შემდეგი ფაქტორები: მოწმის ქცევა ჩვენების მიცემისას - თანმიმდევრულობა, თავდაჯერებულობა, რეაქციები კითხვების დასმის დროს – მოწმის ჩვენების შინაარსის შესაბამისობა სხვა მტკიცებულებებთან.
მოწმე დ---------------–--- მიუთითებს, რომ 2012 წელს მუშაობდა შპს სა---------------------ა ,,არ-----------ში“ სამი თვის განმავლობაში, თუმცა ლა–--------–--ე მუშაობდა თუ არა აღნიშნულ კომპანიაში და რა ფუნქციები გააჩნდა მისთვის უცნობია. რაც შეეხება ელექტრონულ მიმოწერას, აღნიშნული დოკუმენტი მან ნი-------------ას გადასცა მისივე დაჟინებული თხოვნით, თუმცა მეილში არსებული ინფორმაციის შესახებ დეტალები არ ახსოვს და არც ის გარემოება თუ რატომ სთხოვდა ლა–--------–--ე შეხვედრას. (მოისმინეთ 2018 წლის 24 სექტემბრის სასამართლო სხდომის ოქმი 12:54:36-13:04:29)
ასევე მნიშვნელოვანია, რომ მოწმის დ---------------–--ის აღნიშნული ჩვენების შინაარსი არ შეესაბამება მოსარჩელის ახსნა-განმარტებას, რადგან კითხვაზე - მუშაობდა თუ არა ლა–--------–--ე შპს სა---------------------ა ,,არ-----------ში“, მოწმე დ---------------–---მ კონკრეტული პასუხი ვერ გასცა.
მოწმე ა-----–---------–--ის განმარტებით, ნი-------------ას დავალებით გადაეცა გზავნილი, რომელიც უნდა ჩაებარებინა სა---------------------ა ა----ში ლა–--------–--ისათვის. განსაკუთრებული დავალებით გზავნილი უნდა გადაეცა პირის იდენტიფიცირების შემდეგ ხელიდან ხელში. სა---------------------ა ა----ში მისვლისას რეგისტრატურაში პირველ სართულზე იკითხა სად შეიძლებოდა ლა–--------–--ის ნახვა და მიუთითეს მის სამუშაო კაბინეტზე, სადაც არავინ დახვდა. უკან დაბრუნების შემდეგ რეგისტრატურაში სთხოვა დაკავშირებოდნენ ლა–--------–--ეს. რეგისტრატურაში უთხრეს, რომ სავარაუდოდ შეხვედრა ჰქონდა ქვედა სართულზე და ჩააცილეს. შევიდნენ ოთახში სადაც რამდენიმე პირი იდგა, ერთ-ერთი გაეცნო როგორც ლა–--------–--ე და ჰკითხა თუ რა საკითხზე იყო მისული, რაზედაც განუმარტა, რომ გზავნილი უნდა გადაეცა. თუმცა გზავნილის გადაცემას ვერ შეძლებდა, სანამ არ მოახდენდა მის იდენტიფიცირებას პირადობის მოწმობის საფუძველზე. ლა–--------–--ემ უთხრა, რომ პირადობა ოთახში ჰქონდა და ავიდნენ ზედა სართულზე. ლა–--------–--ემ აიღო პირადობის მოწმობა და შეავსეს სპეციალური ფორმა გზავნილი გადაცემამდე, რომელსაც გაეცნო ლა–--------–--ე და ხელი მოაწერა, რის შემდეგაც გადასცა აღნიშნული გზავნილი. (მოისმინეთ 2018 წლის 02 ივლისის სასამართლო სხდომის ოქმი 16:30:48-16:36:34);
შპს სა---------------------ა ,,არ-----------ში“ ლა–--------–--ის მუშაობა კატეგორიულად უარყო კომპანიის ამჟამინდელმა გენერალურმა დირექტორმა ქა-----–------------–---–-ა, რომელიც სადავო პერიოდისათვის გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა.
მოწმე ქა-----–------------–---–ის განმარტებით, 201- წლის მარტიდან მუშაობს შპს სა---------------------ა ,,არ-----------ში“ სხვადასხვა პოზიციებზე, კერძოდ ჯერ იყო იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, შემდეგ გენ. დირექტორის მოადგილე, შემდეგ აღმასრულებელი დირექტორი და დღეის მდგომარეობით ასრულებს გენერალური დირექტორის მოვალეობას. კითხვაზე ,,თქვენ თუ გახსენდებათ შპს სა---------------------ა ,,არ-----------ში“ ლა–--------–--ის მუშაობა“, მოწმემ განმარტა, რომ ლა–--------–--ის ა----იში არასდროს უმუშავია. მოწმის განმარტებით იგი ლა–--------–--ეს იცნობს, რადგან ის მეგობრობს ა----ის დამფუძნებელ ა--------------სთან და მასთან მეგობრობის წყალობით გაიცნო. ლა–--------–--ესთან სადაზღვევო საკითხებთან დაკავშირებით არანაირი შეხება არ ჰქონია, მისგან არც დავალებებს იღებდა და არც რჩევას.
მოწმე ქა-----–------------–---–-ა დე--------------–----თან და ელექტრონულ მიმოწერსთან დაკავშირებით განმარტა, რომ დ---------------–--- შპს სა---------------------ა ,,არ-----------ში“ მუშაობდა სამი თვის განმავლობაში, გადაზღვევის სფეროში, თუმცა რადგან თავი ვერ გაართვა გამოსაცდელ ვადას, დატოვა სამსახური. რაც შეეხება ელექტრონულ მიმოწერას, სადაც ლა–--------–--ე ქ------–------------–---–- სთხოვდა სადაზღვევო საკითხის გადაწყვეტის მიზნით შეხვედრას, მოწმემ კიდევ ერთხელ გამორიცხა რაიმე საქმიანი ურთიერთობა კომპანიასა და ლა–--------–--ეს შორის და განმარტა, რომ ვინაიდან დ---------------–--- ლა–--------–--ის ყოფილი თანამშრომელი იყო ,,დაზღვევის საერთაშორისო კომპანია იმ-------–“-ში შეიძლება მისი დახმარების მოტივით ითხოვდა შეხვედრას, თუმცა მისი მხრიდან რაიმე რჩევის მიღებას და გადაზღვევის საკითხის გადაწყვეტას ადგილი არ ჰქონია.
მოწმე ქა-----–------------–---–-ა კითხვაზე ,,შპს სა---------------------ა ,,არ-----------ის“ ოფისში სადაც მოხდა ლა–--------–--ისათვის გზავნილის ჩაბარება, ჰქონდა თუ არა მას სამუშაო კაბინეტი?“, მოწმემ განმარტა, რომ ლა–--------–--ესთან არანაირი ხელშეკრულება არ ყოფილა გაფორმებული. 2012 წელს კომპანიას პატარა ოფისი ჰქონდა დაქირავებული და პატარა ოთახები იყო. იმის საშუალება არ იყო კომპანიას სტუმრებისთვის დაეთმო ოთახები, შესაბამისად ლა–--------–--ეს არათუ კაბინეტი, არამედ ოთახიც ვერ ექნებოდა. (მოისმინეთ 2018 წლის 02 ივლისის სასამართლო სხდომის ოქმი 16:38:33-16:58:36)
სასამართლო განმარტავს, რომ ასეთ ვითარებაში სასამართლო ვერ დაეყრდნობა მოწმე ქა-----–------------–---–ის ჩვენებას, როგორც სათანადო და სარწმუნო მტკიცებულებას.
სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა შეფასება გულისხმობს მტკიცებულებათა როგორც ინდივიდუალურად, ასევე ერთობლიობაში შეფასებას. სასამართლო ასევე ვალდებულია მოწმეთა ჩვენებებიც და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებიც შეაფასოს მათი შინაარსისა და იურიდიული დამაჯერებლობის კუთხით. აღნიშნული გულისხმობს ყველა იმ ობიექტურ და სუბიექტურ კრიტერიუმებს, მხარეთა დამოკიდებულებას, ფიზიკურ მდგომარეობას და სხვა. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლო არ იზიარებს მოწმეების რუსუდან ტაკიძის, დ----------------ის და მ-----–-----–--–---–ის ჩვენებას, ითვალისწინებს, რა დ--------–-------–---–ის სუბიექტურ დამოკიდებულებას მოსარჩელისადმი, მისი შვილის ჩვენება კი, სასამართლოს არასარწმუნოდ მიაჩნია.
ამდენად, სასამართლოს მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ შეძლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1-2-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით, სარწმუნო და საკმარისი მტკიცებულებების წარმოდგენით დაედასტურებინა სადავო პერიოდში ლა–--------–--ის შპს სა---------------------ა ,,არ-----------ში“ მუშაობის ფაქტი, ისევე როგორც წილის ნასყიდობის ხელშეკრულებითა და კონკურენციის აკრძალვის შესახებ განცხადებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევა.
3.2.9. შეგებებულ სარჩელში სს ,,სა---------------------ა იმ-------–“ და სს ,,სა---------------------ა ალ----ი“ მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად ალ------------–--------------ისთვის თანხის დაკისრების საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ ალ------------–--------------ის უპასუხიმგებლო და არაგონივრულმა ქმედებამ კომპანიას მიაყენა ფინანსური ზიანი.
კონკრეტულ შემთხვევაში მხარეები არ დავობენ ისეთ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელთაც მნიშვნელობა აქვს დავის გადაწყვეტისათვის. მხარეები განსხვავებულად აფასებენ მათ შორის არსებულ სამართლებრივ ურთიერთობას, რის თაობაზეც სასამართლოს დასკვნა მოცემულია გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ძირითადი და შეგებებული სარჩელები არ ექვემდებარება დაკმაყოფილებას.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-4, 1-2-ე, 1-3-ე მუხლები. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 85-ე, 89-ე, 316-ე, 317-ე, 361-ე, 373-ე, 427-ე, 477-ე, 505-ე, 976-ე, 408-ე, 992-ე, 998-ე, 1-08-ე მუხლები. ”მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტი, მე-91 მუხლის
მე-6 პუნქტის ”გ” და”ზ” ქვეპუნქტები და მე-3 მუხლის მე-7 პუნქტი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სარჩელში მითითებული პრეტენზიებიდან სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მხოლოდ იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად. (იხ. ჯ-ა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).
6.2. გი---------------–---–ის, ლე----–---–--ის, ლა–--------–--ის, ალ------------–--------------ის და შპს ,,სა-----ო“-ს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის დასაბუთება:
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეები მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად უთითებენ უსაფუძვლო გამდიდრების ნორმებს და თვლიან რომ მითითებული სამართლებრივი ნორმების საფუძველზე უნდა მოხდეს თანხის დაკისრება.
სსკ-ის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის ’’ა’’ პუნქტის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ: ა. ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში;
სასამართლო განმარტავს, რომ ის სამართლებრივი შედეგი, რომლის მიღწევაც სურთ მოსარჩელეებს, ამ უკანასკნელთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე („პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი“) და 408.1-ე (“იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება“) მუხლების შემადგენლობიდან გამომდინარეობს.
დელიქტურ სამართალში მოთხოვნის ყველაზე მნიშვნელოვანი საფუძველი სსკ-ის 992-ე მუხლია, რომლის მიხედვითაც, სამართლებრივი შედეგი (ზიანის ანაზღაურების ვალდებულება) ქმედების აბსტრაქტული შემადგენლობიდან (სხვა პირის მიმართ განხორციელებული ქმედება) გამომდინარეობს. ამ შემთხვევაში ზიანი სახეზეა და ის გამოწვეულია მოსარჩელის საკუთრების ხელყოფით, რასაც სასამართლო დადგენილად მიიჩნევს სსკ-ის 992-ე მუხლით გათვალისწინებული ზემოაღნიშნული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ოთხივე წინაპირობის არსებობის კონტექსტში (მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ბრალეულობა, ზიანი და მიზეზ-შედეგობრიობა).
მოცემულ შემთხვევაში გა----ა იმისა, რომ დადასტურებული ვერ იქნა, სადავო ხელშეკრულებების გაფორმების მიზნით მხარის იძულება, აშკარა ჩარევა ნების გამოვლენაში, სახეზე არ არის დელიქტური პასუხისმგებლობისათვის აუცილებელი ოთხივე ელემენტი ა) მოსარჩელის წინააღმდეგ მესამე პირების მიერ განხორციელებულია მართლსაწინააღმდეგო ქმედება - უპირობოდ დაცული ფასეულობის, საკუთრების უფლების ხელყოფა; ბ) ბრალეულობა - მოპასუხემ შეგნებულად, სადავო გარიგების გაცნობიერებულად დადებით, ხელი შეუწყო მოსარჩელეთა საკუთრების უფლების ხელყოფას; გ) ზიანი - მესაკუთრემ ქონებრივი დანაკლისი განიცადა, დაკარგა აქციების სამართლიანი ღირებულების მიღების უფლება; დ) მიზეზ-შედეგობრიობა - მესაკუთრისათვის მიყენებული ზიანი გამოწვეულია მოპასუხის ქმედების შედეგად.
საქმეში დადასტურებული ვერ იქნა, რომ სს ,,სა---------------------ა იმ-------– ინ--------–---ლი“-ს 1-0% აქციათა საშუალო ღირებულება გასხვისების მომენტისთვის წარმოადგენდა 30 524 000 აშშ დოლარს.
გა----ა ამისა, სასამართლო მიიჩნევს, რომ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 532 მუხლის დანაწესის შესაბამისად, „სა---------------------ა ალ----ი ბ------“ არ შეიძლებოდა წარმოშობოდა სავალდებულო სატენდერო შეთავაზების გაკეთების ვალდებულება შპს „სა-----ოს“ მიმართ, რადგან: ა) მას არ განუხორციელებია აქციათა 1/2-ზე მეტის შეძენა და ბ) იგი არ ფლობდა აქციებს ნომინალური მფლობელის მეშვეობით ან/და საერთაშორისო დეპოზიტარული ხელწერილების გაცემის მიზნებისათვის. აღნიშნული გარემოება თავის მხრივ, დაუსაბუთებელს ხდის სამართლიანი ფასის დადგენის ნაწილში, სს „სა---------------------ა ალ----ი ბ-----“-ს მიერ ვალდებულების შეუსრულებლობაზე მოსარჩელის განმარტებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ გი---------------–---–ს, ლე----–---–--ის, ლა–--------–--ის, ალ------------–--------------ისა და შპს ,,სა-----ო“-ს სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლი თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.
მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს „წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს“ (pure economic loss), რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ხელშეკრულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს“ (შდრ. სუსგ №ას-459-438-2015, 07.1-.15 წ.).
მოცემულ შემთხვევაში საქმეზე დადასტურებული ვერ იქნა, რომ სადავო ხელშეკრულებების გაფორმების მიზნით ადგილი ჰქონდა მხარის იძულებას, აშკარა ჩარევას ნების გამოვლენაში. ასევე დადასტურებული ვერ იქნა, რომ სს ,,სა---------------------ა იმ-------– ინ--------–---ლი“-ს 1-0% აქციათა საშუალო ღირებულება გასხვისების მომენტისთვის წარმოადგენდა 30 524 000 აშშ დოლარს. შესაბამისად მოსარჩელეებს გი---------------–---–ს, ლე----–---–--ეს, ლა–--------–--ეს, ალ------------–--------------ესა და შპს ,,სა-----ო“-ს უარი ეთქვათ ზიანის ანაზღაურებაზე. რაც ასევე გამორიცხავს 2012 წლის 24 აპრილიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე მიუღებელი შემოსავლის თაობაზე მოსარჩელეთა მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
6.4. სს ,,სა---------------------ა ალ----ი“-ს, სს სა---------------------ა ,,იმ-------–“-ის და სს სა-----–----------------–-ა ,,ევ---ი“-ს შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის დასაბუთება:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის დანაწესით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გა----ა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობისათვის ყველაზე გავრცელებული საფუძველია. ხელშეკრულება არის მხარეთა შეთანხმება მათი ურთიერთობის არსებით და მნიშვნელოვან მომენტებზე, რომელიც გავლენას ახდენს მათი უფლება-მოვალეობების წარმოშობაზე და იმაზე, იქონიებს თუ არა ეს ურთიერთობა დასახულ შედეგებს.
სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილით, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.
სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება, ხოლო ამავე კოდექსის 409-ე მუხლის თანახმად, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე დადასტურებული ვერ იქნა, რომ ლა–--------–--ე დასაქმებული იყო შპს სა---------------------ა ,,არ-----------ში“ და მის მიერ დარღვეული იქნა 2012 წლის 21 მაისის წილის ნასყიდობის ხელშეკრულებითა და კონკურენციის აკრძალვის შესახებ განცხადებით ნაკისრი ვალდებულებები.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლები და ლა–--------–--ისათვის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაკისრების წინაპირობები.
6.5. ალ------------–--------------ის მიმართ მოთხოვნის ნაწილში სს სა---------------------ა „იმ-------–“-ისა და სს ,,სა---------------------ა ალ----ი“-ს შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის დასაბუთება:
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს ალ------------–--------------ისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრება წარმოადგენს, რომელიც მან სს სა---------------------ა „იმ-------–“-ისა და სს ,,სა---------------------ა ალ----ი“-ს მიაყენა სს ,,საერთაშორისო სა---------------------ა იმ-------– ი---------–----–ში“ დირექტორად მისი მუშაობის პერიოდში, ანუ შეგებებული სარჩელის ავტორები თავისი მოთხოვნის საფუძვლიანობას უკავშირებენ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტს და ამავე კანონის 56-ე მუხლის მე-4 პუნქტს.
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი კომპანიის კრედიტორების წინაშე კომპანიის დირექტორისა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრების პირადი პასუხისმგებლობის შესაძლებლობას ითვალისწინებს მე-9 მუხლის მე-6 პუნქტით, რომლის თანახმად, ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული პირები და სამეთვალყურეო საბჭოს წევრები საზოგადოების საქმეებს უნდა გაუძღვნენ კეთილსინდისიერად; კერძოდ, ზრუნავდნენ ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივი, საღად მოაზროვნე პირი, და მოქმედებდნენ იმ რწმენით, რომ მათი ეს მოქმედება ყველაზე ხელსაყრელია საზოგადოებისათვის. თუ ისინი არ შეასრულებენ ამ მოვალეობას, საზოგადოების წინაშე წარმოშობილი ზიანისთვის პასუხს აგებენ სოლიდარულად, მთელი თავისი ქონებით, პირდაპირ და უშუალოდ.
მითითებული ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ საზოგადოების დირექტორს, როგორც ხელმძღვანელ ორგანოს საკმაოდ მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო ფუნქცია აკისრია საზოგადოების საქმიანობასთან დაკავშირებით, თუმცა, ამავდროულად, საზოგადოების ინტერესები და უფლებები დაცულია არა მხოლოდ დირექტორის, არამედ სააქციო საზოგადოების უმნიშვნელოვანესი ორგანოების (აქციონერთა კრება, სამეთვალყურეო საბჭო) კანონშესაბამისი ხელმძღვანელობითი და მაკონტროლირებელი საქმიანობით. უდავოა, რომ სააქციო საზოგადოების დირექტორს თავის მოვალეობათა დარღვევისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება, მაგრამ, ამავდროულად, დავის შემთხვევაში ზუსტად უნდა გაირკვეს პასუხისმგებლობის სამართლებრივი საფუძველი _ მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რასაც მოჰყვა უშუალოდ ზიანი. დირექტორის არამართლზომიერი ქმედება ძირითადად ორ ჯგუფად შეიძლება დაიყოს: პირველს განეკუთვნება ე.წ კანონისმიერი მოვალეობების დარღვევა (მოვალეობები, რომლებიც კანონით არის გათვალისწინებული), ხოლო მეორეს _ მოვალეობები, რომლებიც დირექტორის გადაწყვეტილების თავისუფლების სფეროდან მომდინარეობს (გულმოდგინე ხელმძღვანელობის მოვალეობა, ერთგულების მოვალეობა).
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად დირექტორებმა კეთილსინდისიერად და გულმოდგინედ უნდა შეასრულონ დაკისრებული ამოცანები. თუ დირექტორი არ შეასრულებს თავის მოვალეობას, იგი ვალდებულია აუნაზღაუროს საზოგადოებას მიყენებული ზარალი. დირექტორები პასუხს აგებენ სოლიდარულად, მთელი თავისი ქონებით, პირდაპირ და უშუალოდ. თუ დადგენილია ზიანის ფაქტი, მაშინ დირექტორებმა უნდა დაადასტურონ, რომ ისინი საქმეს უძღვებოდნენ ამ კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად. საზოგადოებას არ შეუძლია უარი თქვას ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე. ეს მოთხოვნა შეიძლება გამოიყენონ საზოგადოების კრედიტორებმა, თუ საზოგადოებისაგან არ მიუღიათ თავიანთი მოთხოვნების კომპენსაცია.
საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი პრაქტიკის თანახმად, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლი არა მხოლოდ მატერიალურ-სამართლებრივი, არამედ, საპროცესო-სამართლებრივი თვალსაზრისითაცაა მნიშვნელოვანი და პასუხს იძლევა კითხვაზე _ როგორ უნდა განაწილდეს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი. საზოგადოების წინაშე დირექტორების პასუხისმგებლობის საკითხის განხილვისას საზოგადოების მიერ სარჩელის საფუძვლიანობის დასადასტურებლად წა----გენილი მტკიცებულებების გაქარწყლების ვალდებულება ეკისრება დირექტორს, რომელმაც უნდა დაადასტუროს, რომ მას არ მიუძღვის საზოგადოებისათვის მიყენებული ზიანის დადგომაში ბრალი და, რომ ის მოქმედებდა გულმოდგინე ხელმძღვანელის კეთილსინდისიერებით. მტკიცების თვალსაზრისით, მსგავსი კატეგორიის საქმეებზე მოსარჩელის ვალდებულებას წარმოადგენს ზიანის არსებობის ფაქტის დამტკიცება, ხოლო საწარმოს ხელმძღვანელობითი/წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირი ვალდებულია გააქარწყლოს ეს გარემოება იმგვარად, რომ იგი კანონის მოთხოვნათა შესაბამისად ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობებს და თუნდაც მატერიალური დანაკლისის არსებობის შემთხვევაში, ეს მდგომაროება არ არის დირექტორის ბრალეული ქმედების შედეგი (იხ. სუსგ №ას-245-230-2014, 23 ოქტომბერი, 2015 წელი.).
საკასაციო სასამარლოს მითითების შესაბამისად, მოპასუხემ უნდა გააქარწყლოს დირექტორის მიერ ვალდებულების კანონშეუსაბამოდ შესრულება, თუმცა ეს არ გამორიცხავს მოსარჩელის ვალდებულებას, ადასტუროს მოთხოვნის მართებულობა.
მნიშვნელოვანია განისაზღვროს რა სახის ვალდებულება გააჩნია დირექტორს და რა სახის ვალდებულების დარღვევისათვის შეიძლება დადგეს დირექტორის პასუხისმგებლობა.
სამეწარმეო საზოგადოების დირექტორის პასუხისმგებლობის თავისებურებებთან დაკავშირებით ყურადსაღებია განვითარებული ქვეყნების საკანონმდებლო და პრაქტიკული მიდგომები.
ერთ-ერთ ცნობილ საქმეზე, Smith vs Van Gorkom (იხ.Supreme Court of Delaware ,Smith v Van Gorkom, 488A.2d 858 Delaware1985), დელავერის უმაღლესმა სასამართლომ განმარტა, რომ დირექტორთა მოვალეობები საწარმოს მიმართ მოიცავს ზრუნვის (Duty of Care) და ერთგულების (Duty of Loyalty) ვალდებულებას.
სასამართლო იყენებს Business Judgement Rule-ს რათა დაადგინოს დარღვეულ იქნა თუ არა დირექტროთა მხრიდან ზრუნვის ვალდებულება. Business Judgement Rule-ს თანახმად, თუკი დირექტორი მოქმედებდა კეთილსინდისიერად, როგორც ჩვეულებრივ გონიერი ადამიანი იმოქმედებდა მის ადგილზე, იგი არ შეიძლება დადგეს პასუხისმგებლობის ქვეშ, მხოლოდ იმ არასასურველი შედეგის გამო, რაც გადაწყვეტლებას მოჰყვა.
ზრუნვის მოვალეობასთან დაკავშირებით ორი მნიშვნლოვანი და ყველაზე ხშირად ციტირებადი სასმართლო გადწყვეტილება არსებობს აშშ-ში, კერძოდ კი დელავერის შტატში. ესენია: დისნეის საქმე (Disney case) და სმიტ ვან გორკომის საქმე (Van Gorkom case).
დისნეის ბორდის თავმჯდომარემ და აღმასრულებელმა დირექტორმა მიხაელ ეისნერმა დაიქირავა მიხაელ ოვიცი კომპანიის პრეზიდენტის პოზიციაზე. 15 თვის შემდეგ დისნეიმ შეწყვიტა ოვიცთან ხელშეკრულება. ხელშკერულების გაწყვეტის გამო, მიხაელ ოვიცს კომპანიამ გადაუხადა 140 მილიონი აშშ დოლარი. ასეთი დიდი თანხის გადახა, მხოლოდ 15 თვიანი მუშაობის შემდეგ, არაბუნებრივად მიიჩნიეს დისნეის აქციონერებმა და წარადგინეს დერივაციული სარჩელი. სასარჩელო მოთხოვნის თანახმად, მიხელ ეისნერს, მიხეილ ოვიცს და სხვა დირექტორებს კომპანიის ხაზინაში უნდა დაებრუნებინათ 140 მილიონი დოლარი და 60 მილიონი დოლარი დამატებით, როგორც პროცენტი.
კეთილსინდისიერების ვალდებულების დაზუსტებისა და განმარტების შემდეგ, დელავერის სასამართლომ დაასკვნა, რომ მიხეილ ეისნერს და სხვა დირექტორებს, მართალია არ უჩვენებიათ სამაგალითო კორპორციული საქციელი, მაგრამ მათ მიერ მიხეილ ოვიცის დაქირავება არ წამოადგენდა არაკეთილსინდისიერ საქციელს ან ზრუნვის მოვალეობის დარღვევას. სასამართლო მსჯელობის თანახმად, პოტენციული დანახარჯებისა და ალტერნატიული შესაძლებლობების აწონდაწონის შემდეგ, ბატონი ეისნერის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რაც მას მიაჩნდა რომ დისნეის საუკეთესო ინტერესების შესაბამისი იყო. აღნიშნულიდან გამომდინარე, ის მოქმედებდა კეთილსინდისიერად. როგორც სასამართლომ განმარტა, მიუხედავად იმისა, რომ დანარჩენ დირექტორებს არ ქონიათ სათანადო ინფორმაცია, ადგილი არ აქვს მათ მიერ დაკისრებული ვალდებულების განზრახ იგნორირებას, არამედ ისინი მოქმედებდნენ კეთილსინდისიერად. ზრუნვის მოვალეობის დარღვევა “დანაშაულებრივ” ხასიათს ატარებს, ხოლო დისნეის დირექტროთა ქმედებას არ მიუღწევია ასეთი დონისათვის. გადაწყვეტილების მიღების პროცესში დირექტორი უნდა მოქმედებდეს დინჯად, ინფორმირებულობის საფუძველზე. უხეში გაუფრთხილებლობა კი წარმოადგენს სტანდარტს, რათა დადგინდეს დარღვეული იყო თუ არა მისი მხრიდან ზრუნვის მოვალეობა.
სასამართლომ ასევე განმარტა, რომ აღნიშნული საქმე განსხვავდება Van Gorkom-ის საქმისგან, სადაც სასამართლომ დაადგინა რომ ზრუნვის მოვალება დარღვეული იყო დირექტორთა მიერ, ვინაიდან დირექტორატმა კომპანიის გაყიდვასთან დაკავშირებით საკითხი განიხილა და გადაწყვეტილება მიიღო 2 საათზე ნაკლებ დროში, ისე რომ არ ჰქონდა სათანადო და სრულყოფილი ინფორმაცია ტრანზაქციასთან დაკავშირებით, დაეყრდნო რა ორი აღმასრულებლი ოფიცრის მიერ მცდარი ინფორმაციის საფუძველზე გაკეთებულ პრეზენტაციას. წარმოდგენილი არ ყოფილა დამოუკიდებელი და სამართლიანი მოსაზრება საკითხის შესახებ. (Smith v. Van Gorkom, 488 A.2d (Del.1985)
სხვაგვარად იყო საქმე დისნეისთან დაკავშირებით. მართალია მიხეილ ოვიცის დაქირავება და შემდგომ მისი გათავისუფლება საკმაოდ დიდი თანხა დაუჯდა კომპანიას, მაგრამ დისნეის ზომების გათვალისწინებით, იგი აბსოლუტურად განსხვავდება გადაწყვეტილებისგან, რომელმაც შესაძლოა კომპანიის არსებობის შეწყვეტა გამოიწვიოს, როგორც ეს ვან გორკომის საქმის შემთხვევაში იყო.
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, კომპანიის დირექტორს აკისრია განსაკუთრებული მოვალეობები კომპანიის წინაშე, რომლებსაც ეწოდება ფიდუციური მოვალეობები და რომლებიც, სხვასთან ერთად, მოიცავს დირექტორის მოვალოებას საზოგადოების საქმეებს გაუძღვეს კეთილსინდისიერად, კერძოდ, ზრუნავდეს ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივი, საღად მოაზროვნე პირი და მოქმედებდეს იმ რწმენით, რომ მისი ეს მოქმედება ყველაზე ხელსაყრელია საზოგადოებისათვის („ზრუნვის მოვალეობა“). აღნიშნული მოვალეობა ხშირ შემთხვევაში განმტკიცებულია როგორც კანონით, ისე კომპანიის წესდებით.
ამდენად ფიდუციური მოვალეობა მოიცავს ერთგულებისა და კეთილსინდისიერების მოვალეობას.
ზრუნვის მოვალეობის დარღვევას წარმოადგენს თუკი დირექტორმა არ შეისწავლა საკითხი, არ მოიძია ინფორმაცია, არ ესწრებოდა დირექტორატის სხდომებს, სათანადოდ არ ზედამხედველობდა დაქმვემდებარებულ პირებს, არ იყო ადექვატურად ინფორმირებული კომპანიის საქმიანობის შესახებ და არ ფლობდა სათანადო ცოდნასა და უნარებს. ამდენად, ზრუნვის მოვალეობის დარღვევას წარმოადგენს დირექტორის მხრიდან არაინფორმირებულ მდგომარეობაში თავის ჩაყენება, საკითხის არასათანადოდ გამოკვლევა.
რაც შეეხება მტკიცების ტვირთს, მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ზრუნვის მოვალეობის დარღვევა და ზიანის შედეგობრივი კავშირი ზრუნვის მოვალების დარღვევასთან.
დირექტორები არ აგებენ პასუხს იმ ინფორმაციაზე დაყრდნობისთვის, რომელიც მათ მიაწოდეს მრჩევლებმა, ექსპერტებმა, რომლებიც აირჩნენ გონივრული ზრუნვით და თუკი გასაკეთებელი საქმე მათი ექსპერტიზის და ცოდნის ფარგლებში იყო. თუმცა იგი არც ბრმად უნდა ენდოს ინფორმაციას, მან ინფორმაცია კრიტიკული თვალით უნდა მიმოიხილოს. შესაბამისად ზრუნვის მოვალეობა, როგორც წესი არ ჩაითვლება დარღვეულად, როდესაც დირექტორი გადაწყვეტილებას იღებს ზემოხსენებული პირებისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე.
რაც შეეხება კეთილსინდისიერების მოვალეობას, იგი ცალკე კომპონენტია, ზრუნვისა და ერთგულების მოვალეობას არ მოიცავს. კეთილსინდისიერების მოვალეობის ქვეშ მოისაზრება უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედება, კომპანიის წარმატებისათვის ხელშეწყობა, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი გადაწყვეტილების მიღება, ინტერესთა კონფლიქტისათვის თავის არიდება.
მოცემულ შემთხვევაში სს სა---------------------ა „იმ-------–“-ი სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად უთითებს, რომ ალ------------–--------------ის მხარის უპასუხისმგებლო და არაგონივრულმა ქმედებამ კომპანია დააყენა იმ მაქსიმალური ფინანსური რისკის წინაშე, რომ ხსენებული ხელშეკრულების ფარგლებში შესაძლო იყო კომპანიას დაკისრებოდა. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხე მხარის ამ ქმედებას არაფერი აქვს საერთო იმ რწმენასთან, რომ აღნიშნული წარმოადგენდა კომპანიისათვის ყველაზე ხელსაყრელ ვარიანტს. მოსარჩელე თვლის, რომ სახეზეა მოპასუხე მხარის გააზრებული ქმედება, ზიანი მიეყენებინა კომპანიისათვის, რომლის გასხვისებაც უახლოეს დღეებში იყო დაგეგმილი, ამ ვარაუდს ამყარებს ის გარემოებაც, რომ მოპასუხე მხარემ ხელშეკრულების შეწყვეტის მოთხოვნის წერილი არ გაატარა კომპანიიდან გასული წერილების რეესტრში. სხვაგვარად, ყოველგვარ საღ აზრს მოკლებულია მოპასუხე მხარის ქმედება ხელშეკრულების ვადის გასვლამდე 3 თვით ადრე, სრულიან დაუსაბუთებლად და უსაფუძვლოდ შეეწყვიტა ხელშეკრულება, რაც კომპანიისათვის დიდი ოდენობით საჯარიმო თანხის გადახდის ვალდებულებას წარმოშობდა. ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის გარეშე, ანუ თუ ხელშეკრულება შეწყდებოდა ვადის გასვლის გამო, მაქსიმალური ხარჯი, რაც შესაძლოა სა---------------------ას გაეწია, შეადგენდა 6 5-- აშშ დოლარს, ვინაიდან სა---------------------ა ვალდებული იყო რვ-ინვესტისათვის ყოველთვიურად გადაეხადა ფიქსირებული თანხა, მხოლოდ 2000 აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე კი 3 თვე იყო დარჩენილი. აშკარაა, რომ მოპასუხე მხარის აბსოლუტურად არაგონივრულმა და უპასუხისმგებლო ქმედებამ კომპანია მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიაყენა.
რაც შეეხება სს ,,სა---------------------ა ალ----ი“-ს შეგებებულ სარჩელს, მოსარჩელის განმარტებით, სს ,,საერთაშორისო სა---------------------ა იმ-------– ი---------–----–ი“ ავია გადამზიდავის პასუხისმგებლობის დაზღვევის სფეროში აქტიურად თანამშრომლობდა შპს ,,ა---------------------თან“ და გაცემული აქვს არაერთი ავიაგადამზიდავის პასუხისმგებლობის დაზღვევის პოლისი, თუმცა აღნიშნული პოლისებით ნაკისრი რისკი 99% გადაზღვეული გახლდათ გადამზღვეველ კომპანიაში. შესაბამისად სადაზღვევო შემთხვევის ხდომილებისას გადამზღვეველი კომპანია ვალდებული იყო აენაზღაურებინა შემთხვევით გამოწვეული ზიანის 99%. მოსარჩელისთვის უცნობი მოტივაციით ალ------------–--------------ის მიერ არ მოხდა 201- წლის 14 ნოემბერს გაცემული S--------/1-Add სადაზღვევო პოლისის გადაზღვევა და შესაბამისად პოლისით ნაკისრი პასუხისმგებლობის მთლიანი რისკი ეკისრებოდა სს ,,საერთაშორისო სა---------------------ა იმ-------– ი---------–----–ს“. გა----ა ამისა, სადაზღვევო პოლისი გაცემულ იქნა დაზღვევის ხელშეკრულებასთან შეუსაბამოდ მაღალი ლიმიტებით, კერძოდ 201- წლის 14 ნოემბრის დაზღვევის ხელშეკრულება ითვალისწინებდა ლიმიტს 1- 000 000 აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო სადაზღვევო პოლისი, მასში შეტანილი ცვლილებების შემდეგ გაიცა 5-- 000 000 მილიონიანი სადაზღვევო ლიმიტით.
შეგებებული სარჩელის ავტორის სს ,,სა---------------------ა ალ----ი“-სათვის გაუგებარია რა მოტივაციით არ მოახდინა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, რომელსაც მრავალწლიანი გამოცდილება აქვს დაზღვევის სფეროში, მითითებული სადაზღვევო რისკის გადაზღვევა მაშინ, როდესაც ამავე დამზღვევის შპს ,,ა--------------------“-ს სადაზღვევო პოლისები 201- წლის 31 ოქტომბრამდე გაცილებით უფრო დაბალი სადაზღვევო ლიმიტებით გადაზღვეული იყო 99%. მოპასუხის სურვილის შემთხვევაში სადაზღვევო პოლისის გადაზღვევა შესაძლებელი იყო. აღნიშნული გადაზღვევის არ არსებობამ შედეგად გამოიწვია ის, რომ რისკის მატარებელი სადაზღვევო პოლისით სრულად გახდა სს ,,საერთაშორისო სა---------------------ა იმ-------– ი---------–----–ი“ და შესაბამისად შემდგომ სს ,,სა---------------------ა ალ----ი“, ვინაიდან გადამზღვეველი კომპანიის მონაწილეობა ანაზღაურებასა და მასთან დაკავშირებულ ხარჯებში სრულად გამოირიცხა, სს ,,სა---------------------ა ალ----ი“ იძულებული გახდა მთლიანად თავის თავზე აეღო მითითებული ხარჯები - მორიგების აქტების შესაბამისად გადახდილი 200 000 აშშ დოლარი და ასევე იურიდიული მომსახურების ხარჯები - 41509,80 გირვანქა სტერლინგი.
ამდენად შეგებებული სარჩელის ავტორების მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, დავის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია დადგინდეს დარღვეული იქნა თუ არა დირექტორის ალ------------–--------------ის მხრიდან ზრუნვის მოვალეობა.
დადგენილია, რომ 2011 წლის 16 ოქტომბერს სს ,,სა---------------------ა იმ-------– ი---------–----–“-სა (შემდგომში ,,სა---------------------ა“) და RV-INVEST-ს (შემდგომში - ,,რვ-ინვესტი“) შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის საგანსაც წარმოადგენდა რვ-ინვეტის მიერ სა---------------------ისათვის ფულადი სახსრების მოძიებაში დახმარების გაწევა. ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 9 თვე ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზნის მიღწევის თარიღი (რომელიც უფრო ადრე დადგებოდა);
ხელშეკრულების თანახმად, სა---------------------ა ვალდებული იყო რვ-ინვესტისათვის ყოველთვიურად გადაეხადა, ფიქსირებული ანაზღაურება, 2000 აშშ დოლარის ოდენობით.
ამავე ხელშეკრულების მე-3 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ დამკვეთი შეწყვეტს ამ ხელშეკრულებას ტრანზაქციის დახურვის ვადამდე და ამის მიზეზი არ იქნება აქ განსაზღვრული ვალდებულებების უხეში დარღვევა ან განზრახ შეუსრულებლობა კონსულტანტის მხრიდან, რასაც დაადასტურებს სათანადო სასამართლო საბოლოო განაჩენით, დამკვეთი გადაუხდის კონსულტანტს შეწყვეტის საზღაურს 75 000 აშშ დოლარის ოდენობით (შემდგომში ,,შეწყვეტის საზღაური“);
ხელშეკრულების მიზნებისათვის ტრანზაქცია ნიშნავს: ცალკეულ ტრანზაქციას ან ტრანზაქციების ერთობლიობას, რომლის ფარგლებშიც დამკვეთი მოიზიდავს 30 მლნ აშშ დოლარამდე თანხას, რომ ნაწილობრივ ან მთლიანად ჩაანაცვლოს ს----------–--------ში ამჟამად არსებული/მოქმედი კრედიტი, გამოყოფილი აღნიშნული პროექტის დასაფინანსებლად; ხოლო ,,ტრანზაქციის დასრულება“ ნიშნავს: ტრანზაქციასთან დაკავშირებული ყველა სავალდებულო ხელშეკრულების გაფორმების თარიღს.
მოცემულ შემთხვევაში მხარეები სადავოდ არ ხდიან, რომ სს ,,ს----------–----------“ უარი განუცხადა სს ,,სა---------------------ა იმ-------– ი---------–----–“-ს დამატებითი კრედიტის დამტკიცებაზე. სწორედ აღნიშნული გარემოება გახდა, სხვა ფინანსური წყაროების მოძიების საფუძველი და ფულადი სახსრების მოძიებაში დახმარების გაწევის მიზნით დაიდო 2011 წლის 16 ოქტომბერს სს ,,სა---------------------ა იმ-------– ი---------–----–“-სა (შემდგომში ,,სა---------------------ა“) და RV-INVEST-ს (შემდგომში - ,,რვ-ინვესტი“) შორის მითითებული ხელშეკრულება.
სს ,,სა---------------------ა იმ-------– ი---------–----–“-სა RV-INVEST-ს (შემდგომში - ,,რვ-ინვესტი“) შორის დადებული ხელშეკრულება ითვალისწინებდა საზღაურის გადახდას მათ მიერ გაწეული საქმიანობისათვის. მათ შორის 2000 აშშ დოლარს ყოველთვიურად, მოზიდულ 15 000 000 აშშ დოლარზე 5% საკომისიოს და მომდევნო 15 000 000-ზე 2,5%-ს.
მხარეები სადავოდ არ ხდიან აგრეთვე იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ RV-INVEST-ის მიერ 2011 წლის 16 ოქტომბრის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების მიზნით 2011 წლის 17 აპრილს დანიშნული იყო შეხვედრები აშშ-ს სხვადასხვა ქალაქებში პოტენციურ ინვესტორებთან. სწორედ აღნიშნულ გარემოებებზე აპელირებდა ალ------------–--------------ე RV-INVEST-ისათვის 2011 წლის 08 აპრილს გაგზავნილ წერილში და ითხოვდა ხელშეკრულების შეწყვეტას, რადგან სს ,,სა---------------------ა იმ-------– ი---------–----–“-ის აქციონერებს მიღებული ჰქონდათ კომპანიის გაყიდვის გადაწყვეტილება, რაც შემდგომში განხორციელდა კიდეც. შესაბამისად აღარ არსებობდა ფულადი სახსრების მოძიებაში დახმარების გაწევის აუცილებლობა.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლო, პოტენციული დანახარჯებისა და ალტერნატიული შესაძლებლობების აწონდაწონის შედეგად, მიიჩნევს რომ სახეზე არ გვაქვს ალ------------–--------------ის მხრიდან ზრუნვის მოვალეობის დარღვევა. კერძოდ, როგორც უკვე აღინიშნა ხელშეკრულება ითვალისწინებდა საზღაურის მოზიდულ 15 000 000 აშშ დოლარზე 5%, იმ შემთხვევაში თუკი 2011 წლის 17 აპრილს დანიშნულ შეხვედრაზე პოტენციურ ინვესტორებთან შედგებოდა მოლაპარაკება და RV-INVEST-ი შეძლებდა ფულადი სახსრების მოძიებას, სს ,,სა---------------------ა იმ-------– ი---------–----–“-ს მოუწევდა 750 000 აშშ დოლარის გადახდა, რაც ბევრად აღემატება ხელშეკრულების შეწყვეტისათვის გათვალისწინებულ თანხას 75 000 აშშ დოლარს. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა 75 000 აშშ დოლარი, მხარეთა მორიგების საფუძველზე შემცირებული იქნა.
ამდენად ალ------------–--------------ის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რაც მას მიაჩნდა რომ სს ,,სა---------------------ა იმ-------– ი---------–----–“-ის საუკეთესო ინტერესების შესაბამისი იყო. დირექტორის მხრიდან არ მიღებულა დაუფიქრებელი და გაუაზრებელი გადაწყვეტილება, პირიქით აღნიშნული გადაწყვეტილება ნაკარნახევი იყო შესაძლო დანაკარგის თავიდან ასაცილებლად, რაც ხელშეკრულების შეწყვეტისათვის გადასახდელ თანხებზე ბევრად მეტი იქნებოდა.
სასამართლო თვლის, რომ არც სადაზღვევო პოლისის გაცემის ნაწილში ჰქონდა ადგილი ალ------------–--------------ის მხრიდან ზრუნვის მოვალეობის დარღვევას. (სს ,,სა---------------------ა ალ----ი“-ს შეგებებულ სარჩელის მოთხოვნა);
მოსარჩელე თვლის, რომ ალ------------–--------------ის მიერ უხეშად იქნა დარღვეული მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-6 ნაწილისა და 56-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნები, კერძოდ მის მიერ უკვე არსებული და აპრობირებული გადაზღვევის სქემით არ იქნა გადაზღვეული სადაზღვევო პოლისი S--------/1-Add, რითაც საზოგადოებას მიადგა ზიანი.
მოპასუხის განმარტებით, სადაზღვევო პოლისებით გათვალისწინებული ლიმიტები არ ეწინააღმდეგებოდა სადაზღვევო ხელშეკრულების პირობებს. ავიაგადამზიდველის პასუხისმგებლობის დაზღვევას გააჩნია სპეციფიკა. ეს კი თავის მხრივ ასახულია ხელშეკრულებაში და პოლისებში. კერძოდ 5-- 000 000 ლიმიტი ვრცელდებოდა ევროკავშირისა და გარეთიანებული ემირატების ტერიტორიაზე გადაფრენას, ხოლო სხვა ქვეყნების ტერიტორიაზე შესაბამისად მოქმედებდა ლიმიტი 1- 000 000. აღნიშნული ლიმიტების შესაბამისობაშია საერთაშორისო კანონმდებლობასთან და პრაქტიკასთან. ყოველივე ზემოაღნიშნული კარგად არის ცნობილი მოსარჩელისათვის, ხოლო მისი მცდელობა განავრცოს 5-- 000 000 ლიმიტი ქვეყანაზე, რომელშიც მოხდა სადაზღვევო შემთხვევა არის სასამართლოს შეცდომაში შეყვანის მცდელობა.
გა----ა ამისა, მოპასუხე განმარტავს, რომ გადაზღვევის ვალდებულებას არ მოითხოვს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის არცერთი ნორმა. ამასთანავე ხაზი უნდა გაესვას იმ მნიშვნელოვან გარემოებას, რომ პოლისის მოქმედების პერიოდში დასახლებელი ავიაკომპანია არ ასრულებდა ფრენებს ევროკავშირის მიმართულებით. იმ შემთხვევაში თუ გაჩნდებოდა ევროკავშირის მიმართულებით ფრენის აუცილებლობა, ავიაკომპანია აცნობებდა ამის შესახებ და 5-- 000 000 ლიმიტი აუცილბელად იქნებოდა გადაზღვეული. ანალოგიურ გადაზღვევებს ადგილი ჰქონდა ადრეულ პერიოდშიც, რაც მოსარჩელისათვის არის ძალიან კარგად ცნობილი მათ განკარგულებაში მყოფი საბუთებიდან, რომლებსაც მოსარჩელე მიზანდასახულად არ წარუდგენს სასამართლოს, რათა იგი შეიყვანოს შეცდომაში.
სს ,,სა---------------------ა ალ----ი“-ს მხრიდან მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დადასტურების მიზნით დამატებით წარმოდგენილი იქნა სს სა---------------------ა ალ----ის განცხადება და სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის 2015 წლის 18 ნოემბრის წერილი (ტომი IX, ს.ფ. 137-141); მოსარჩელის განმარტებით აღნიშნული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ სადაზღვევო საქმიანობის სპეციფიკა და არსებული საუკეთესო პრაქტიკა ითვალისწინებს ისეთი მაღალ რისკიანი სადაზღვევო პროდუქტის, როგორიც არის საავიაციო რისკების დაზღვევა, დიდი წილით გადაზღვევის აუცილებლობას. მოსარჩელის მოსაზრებით მოყვანილი მტკიცებულებები საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან ერთად ადასტურებს, რომ ისეთი მსხვილი კომპანიები როგორებიც გახლდათ სს ,,სა---------------------ა ალ----ი“ და სს ,,საერთაშორისო სა---------------------ა იმ-------– ი---------–----–ი“ ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად, მათი ჩვეულებრივი სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში ახდენდნენ საავიაციო რისკების დაზღვევის პოლისების გადაზღვევას, ალ----ის შემთხვევაში ყველა პოლისებზე გადაზღვეული არის რისკი 1-0%-ით, ხოლო იმ-------– ინტერრნეიშენალის შემთხვევაში, დამზღვევისათვის მოზიდული პრემიისა და გადაზღვევისატვის გაწეული ხარჯის ურთიერთშეჯერებით საშუალოდ გადაზღვეულია რისკის 75%.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსრჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ ადასტურებს, რომ მიღებულ იქნა დაუფიქრებელი და გაუაზრებელი გადაწყვეტილება. ალ------------–--------------ის მიერ გაანალიზებული იქნა ყველა შესაძლო ალტერნატიული გადაწყვეტილება კონკრეტულ კორპორაციულ ტრანზაქციასთან დაკავშირებით, სადაც ასევე მის მიერ გათვალისწინებული იქნა ტრანზაქციის მნიშვნელობა კომპანიისათვის. კერძოდ, სასამართლო სხდომაზე მოპასუხემ განმარტა, რომ მან გადაწყვიტა გადაზღვევის გარეშე გაეკეთებინა სადაზღვევო პოლისი, რათა კომპანიისათვის შეენარჩუნებინა 50 000 აშშ დოლარი, ხოლო თუკი ევროპის მიმართულებით მოხდებოდა ფრენა, გადაზღვევა ამ შემთხვევაში გაკეთდებოდა, რაც მიღებული წესია ავიაციის დაზღვევის სფეროში. (მოისმინეთ 2018 წლის 21 მაისის სასამართლო სხდომის ოქმი 13:49:09); ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება შესაბამისი, სრულყოფილი ინფორმაციის საფუძველზე იქნა მიღებული. აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულებები საქმეში წარმოდგენილი არ არის, რის გამოც მოსარჩელის მიმართ მართლზომიერად დადგა არახელსაყრელი მატერიალურ-სამართლებრივი შედეგი.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რაც იმას ნიშნავს, რომ თითოეული მხარე იღებს თავის თავზე, როგორც ფაქტების გადმოცემის, ისე მათი დამტკიცება-დასაბუთების ტვირთს. აღნიშნული მსჯელობა გამომდინარეობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის დანაწესიდან, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 1-2-ე მუხლით განსაზღვრულია მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის გადანაწილების წესი, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
აღნიშნული გარემობები სასამართლოს უქმნის რწმენას, რომ მოსარჩელის მსგავსი მითითებები მომდინარეობს არა მხარეთა შორის არსებული რეალური ურთიერთობიდან, არამედ მიუთითებს იმაზე, რომ მოსარჩელე გარემოებებს აფასებს მისთვის სასურველი შედეგების მიღწევის სურვილიდან გამომდინარე.
მოცემულ შემთხვევაში, იმ გარემოებაზე აპელირება, რომ ვინაიდან იმ-------– ინტერრნეიშენალის შემთხვევაში, დამზღვევისათვის მოზიდული პრემიისა და გადაზღვევისატვის გაწეული ხარჯის ურთიერთშეჯერებით საშუალოდ გადაზღვეულია რისკის 75%, სასამართლო მოსაზრებით, არ წარმოადგენს იმის ვარაუდის საფუძველს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, ალ------------–--------------ის მიერ მიღებულ იქნა დაუფიქრებელი და გაუაზრებელი გადაწყვეტილება.
სასამართლო არ იზიარებს ასევე მოსარჩელის განმარტებას, რომელიც ეხება სადაზღვევო პოლისის გაცემის დროისათვის საწარმოს საწესდებო კაპიტალს, რაც მოსარჩელის მოსაზრებით მოპასუხის არამართლზომიერ ქმედებაზე მიუთითებს, რადგან საწესდებოს კაპიტალის ოდენობის 1 800 000 აშშ დოლარის პირობებში საზოგადოების სახელით 5-- 000 000 აშშ დოლარის რისკის აღება გადაზღვევის არსებობის გარეშე, ზიანის მომტანი იყო კომპანიისათვის. მოსარჩელე აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით ცდილობს დაადასტუროს არამართლზომიერი ქმედების არსებობა, თუმცა მან ვერ შეძლო იმ გარემობის უარყოფა, რომლის მიხედვითაც სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა განხორციელდა ლიმიტირებული ოდენობით და ეს ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში განისაზღვრება მიყენებული ზიანის ოდენობით და არა სადაზღვევო ლიმიტის სრული ოდენობით. საქმეში წარმოდგენილია, შპს ,,სადაზღვევო ბროკერი რიმს-ის ანგარიშგებები, რომლითაც განსაზღვრულია პასუხისმგებლობის ლიმიტი, კეროძდ: თითოეულ მოვლენასთან ან მოვლენათა სერიასთან დაკავშირებით ერთი შემთხვევის შედეგად (სამხედრო და სხვა რისკების ჩათვლით AVN52E დათქმის შესაბამისად), მათ შორის 20 000 აშშ დოლარი ერთ მგზავრზე, მგზავრთა წინაშე პასუხისმგებლობის მიმართ და 20 აშშ დოლარი ტვირთის ერთ კგ.-ზე - ტვირთზე პასუხისმგებლობის მიმართ და/ან დაზღვევის ორიგინალური პირობების შესაბამისად.
საქმეში წარმოდგენილია აგრეთვე პაკისტანის სამოქალაქო ავიაციის სამსახურის უსაფრთხოებისა და გამოძიების საბჭოს შეტყობინება უბედური შემთხვევის შესახებ. (იხ. ტომი VII ს.ფ. 1-1-1-3); შეტყობინების თანახმად 201- წლის 28 ნოემბერს, M/S Sunway IL-76 საჰარეო ხომალდი, სარეგისტრაციო ნომრით 4LGNI, საძახებელი სიგნალით MGC-4412 (სატვირთო რეისი), ყარაჩიდან გაემგზავრა ხარტუმში (სუდანი). რეისის დაწყებიდან დაახლოებით 1 საათსა და 30 წუთში აეროდრომიდან 5NM დასავლეთით საჰაერო ხომალდმა განიცადა ავიაკატასტროფა. ეკიპაჟის რვავე წევრმა მიიღო სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანება. საჰაერო ხომალდი მთლიანად განადგურდა და დაიწვა.
სასამართლო იზიარებს ალ------------–--------------ის განმარტებას, რომ სადაზღვევო პოლისის გადაზღვევის გარეშე გაცემისათვის განმსაზღვრელი ერთ-ერთი გარემოება, სწორედ ის ფაქტი იყო, რომ აღნიშნული ავიარეისი გამიზნული იყო ტვირთის გადასატანად, სადაც იმყოფებოდა მომსახურე ეკიპაჟი. აღნიშნული დასტურდება, ზემოაღნიშნული პაკისტანის სამოქალაქო ავიაციის სამსახურის უსაფრთხოებისა და გამოძიების საბჭოს შეტყობინებით. შესაბამისად სასამართლო მიიჩნევს, რომ ალ------------–--------------ის მიერ გაანალიზებული იქნა ყველა ასპექტი და კომპანიის მიზნების მისაღწევად მიღებული იქნა გადაწყვეტილება, კერძოდ გაიცა სადაზღვევო პოლისი, რაც მოცემულ შემთხვევაში დაუსაბუთებელს ხდის მოსარჩელის განმარტებას კომპანიისათვის მიყენებულ ზიანთან დაკავშირებით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ალ. ლ--------------ის მხრიდან ზრუნვის მოვალეობის დარღვევას ადგილი არა აქვს, რის გამოც სს სა---------------------ა „იმ-------–“-ისა და სს ,,სა---------------------ა ალ----ი“-ს შეგებებული სარჩელი უსაფუძვლოა და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
წინამდებარე გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო მოსარჩელეების და შეგებებული სარჩელის ავტორების მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად, თანახმად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადებისა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
განსახილველ შემთხვევაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 02 სექტემბრის განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სს ,,სა---------------------ა ალ----ი“-ს განცხადება და ალ------------–--------------ეს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებებისა და ავტოსატრანსპორტო საშუალების გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა. (იხ. ტომი VIII, ს.ფ. 269-272)
სს ,,სა---------------------ა ალ----ი“-ს შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა, სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 02 სექტემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. გი---------------–---–ის, ლე----–---–--ის, ლა–--------–--ის, ალ------------–--------------ის და შპს ,,სა-----ო“-ს სარჩელი სს სა---------------------ა ,,ალ----ი“-ს, სს სა---------------------ა ,,იმ-------–“-ის და სს სა-----–----------------–-ა ,,ევ---ი“-ს მიმართ თანხის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;
2. სს სა---------------------ა ,,ალ----ი“-ს, სს სა---------------------ა ,,იმ-------–“-ის და სს სა-----–----------------–-ა ,,ევ---ი“-ს შეგებებული სარჩელი ლა–--------–--ის მიმართ თანხის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;
3. სს სა---------------------ა „იმ-------–“-ის შეგეგებული სარჩელი ალ------------–--------------ის მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
4. სს ,,სა---------------------ა ალ----ი“-ს შეგეგებული სარჩელი ალ------------–--------------ის მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ დაკამყოფილდეს;
5. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 02 სექტემბრის განჩინებით (საქმე N2/8600-15) გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც:
5.1. ალ------------–--------------ეს (პ/ნ 0----------) აეკრძალა კუთვნილი უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, ვ---------- ქ. №12 არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (დაზუსტებული ფართობი: 674.00 კვ.მ. ) საკუთრება: საერთო ფართი სამზარეულო 61.00 კვ.მ. საკადასტრო კოდი: 0---------------------- გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა;
5.2. ალ------------–--------------ეს (პ/ნ 0----------) აეკრძალა კუთვნილი უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, გ-----------–----–----–-, კვარტალი მე-6, კორპუსი №---. არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (დაზუსტებული ფართობი: 2241.00 კვ.მ. №1-დან №19-ის ჩათვლით) საკუთრება : ავტოფარეხი, შენობა №- 13.55 კვ.მ. საკადასტრო კოდი : 0------------------.5-- გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა;
5.3. ალ------------–--------------ეს (პ/ნ 0----------) აეკრძალა კუთვნილი უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, გ-----------–----–----–-, კვარტალი მე-6 , კორპუსი №---. არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (დაზუსტებული ფართობი: 2241.00 კვ.მ. №1-დან №19-ის ჩათვლით) საკუთრება: ს--------–---, ბინა №-- , 51.00 კვ.მ. საკადასტრო კოდი : 0---------------------- გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა;
5.4. ალ------------–--------------ეს (პ/ნ 0----------) აეკრძალა კუთვნილი სატრანსპორტი საშუალების, რომლის რეკვიზიტებია : მარკა, მოდელი - ტოიოტა, ლენდ კრუიზერ პრადო 3.0 დიზელი, სანომრე ნიშნით Q-----. საიდენტიფიკაციო ნომერი: J---------------- ძრავი - 1---------. გამოშვების წელი-2006, ფერი -შავი, ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა - T--------, გაცემული 12/04/2012 წელს გასხვისება და დაგირავება;
6. მოსარჩელეების და შეგებებული სარჩელის ავტორების მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე თამარ ბურჯანაძე