მუხლი 989. მესამე პირის ვალდებულება, უკან დააბრუნოს უსაფუძვლოდ მიღებული
1. თუ 976-ე და 988-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მიმღები, რომელიც მოვალეა დააბრუნოს მიღებული, უსასყიდლოდ გადასცემს მას მესამე პირს, მაშინ მესამე პირი ასევე მოვალეა დააბრუნოს მიღებული ისე, თითქოს მას კრედიტორისაგან კანონიერი საფუძვლის გარეშე მიეღოს რაიმე, თუკი მიმღებისაგან დაკმაყოფილება შეუძლებელია.
2. ზიანის ანაზღაურების მიმართ შესაბამისად გამოიყენება 979 – 981-ე მუხლების მოთხოვნებ
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (26.06.1997).
წინა რედაქცია (24.07.1997 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 989. მესამე პირის ვალდებულება, უკან დააბრუნოს უსაფუძვლოდ მიღებული 1. თუ 976-ე და 988-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მიმღები, რომელიც მოვალეა დააბრუნოს მიღებული, უსასყიდლოდ გადასცემს მას მესამე პირს, მაშინ მესამე პირი ასევე მოვალეა დააბრუნოს მიღებული ისე, თითქოს მას კრედიტორისაგან კანონიერი საფუძვლის გარეშე მიეღოს რაიმე, თუკი მიმღებისაგან დაკმაყოფილება შეუძლებელია. 2. ზიანის ანაზღაურების მიმართ შესაბამისად გამოიყენება 979 _– 981-ე მუხლების მოთხოვნები.
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(20)
საქმე №ას-1029-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.12.2024
…საქმის მასალების ერთობლიობაში შეფასების შედეგად სასამართლოს სწორ დასკვნას შეიცავს. მჩუქებლის მძიმე მდგომარეობაში აღმოჩენის ფაქტის დადგენილად ცნობის პირობებში ჩუქების ხელშეკრულებების გაუქმების მოთხოვნა წარმატებულია, რაც სსკ-ის 989-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველს ქმნის. 16. საქართველოს უზენაესი სასამართლო კიდევ ერთხელ…
საქმე №ას-334-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.11.2021
…სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში. 36. სსკ-ის 989-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ 976-ე და 988-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მიმღები, რომელიც მოვალეა დააბრუნოს მიღებული, უსასყიდლოდ გადასცემს…
საქმე №ას-541-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.07.2021
…მისგან მოითხოვოს თავისი დანახარჯების ანაზღაურება, თუ მეორე პირი ამით გამდიდრდა. გამდიდრების არსებობა განისაზღვრება იმ მომენტით, როცა მოვალეს უბრუნდება თავისი ნივთი, ან იგი ღირებულების გაზრდის შედეგად სხვაგვარად იღებს სარგებელს. ამავე კოდექსის 989-ე მუხლის თანახმად, თუ 976-ე და 988-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მიმღები, რომელიც მოვალეა დააბრუნოს მიღებული, უსასყიდლოდ გადასცემს მას…
…არ უნდა მიჩნეულიყო ვალდებულ პირად; 1.2. სასამართლო სარჩელში მითითებული გარემოებებისა და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ფონზე არ იყო უფლებამოსილი სარჩელის, თუნდაც ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძვლად გამოეყენებინა სამოქალაქო კოდექსის 989-ე მუხლი, რომლითაც განსაზღვრულია მესამე პირის ვალდებულება, უკან დააბრუნოს უსაფუძვლოდ მიღებული, რადგანაც კანონისმიერი მოთხოვნის წინაპირობები არ…
…საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, 20 000 ლარის გადახდა დაეკისრა. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად სსკ-ის 316-ე, 317-ე, 976-ე, 979-ე და 989-ე მუხლები გამოიყენა. 11. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა. მოსარჩელემ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი…