მუხლი 993. ზიანის მომტანი ცნობების გახმაურების შედეგები
1. პირი, რომელიც განზრახ ან გაუფრთხილებლად ავრცელებს ან ახმაურებს სხვა პირისათვის ქონებრივი ზიანის მომტან ფაქტებს, ვალდებულია აანაზღაუროს აქედან წარმოშობილი ზიანი, თუ ეს ფაქტები აშკარად არასწორია.
2. ზიანის ანაზღაურების ვალდებულება არ წარმოიშობა ისეთი გამონათქვამებისას, რომლებიც ემსახურება კანონიერი საზოგადოებრივი ინტერესების დაცვა
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (26.06.1997).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(7)
საქმე №ას-1705-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.11.2020
…მიხედვით, შესაძლებელია მხოლოდ პირადი არაქონებრივი უფლებების დარღვევისას. სამოქალაქო კოდექსი არ ითვალისწინებს მორალური ზიანის განსაზღვრის ზოგად წესს. სასამართლო, პირველ რიგში, მხედველობაში იღებს ზიანის მიმყენებლის ბრალის ხარისხს. სსკ-ის 993-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირი, რომელიც განზრახ ან გაუფრთხილებლად ავრცელებს ან ახმაურებს სხვა პირისათვის ქონებრივი ზიანის მომტან ფაქტებს,…
…სასამართლოს მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ სამმართველოს მიერ მოქმედების განუხორციელობით ანუ უმოქმედობით მიადგა ზიანი ე. და ა. ს-ებს. კასატორის მითითებით, ს-ების კუთვნილი ნივთები ინახებოდა სპეციალურ საცავში. კასატორი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 993-ე მუხლზე მითითებით აღნიშნავს, რომ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან სამმართველოს ბრალეულ ქმედებას ადგილი…
საქმე №3კ/893-02 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.12.2002
…სს “ე.-ი” მომსახურებას უწევდა არა მოსარჩელეს, არამედ _ სს “ნ.-ს”. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი. გ.-მ. კასატორი მიუთითებს, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა სკ-ს მე-18 მუხლის მე-6 ნაწილი, 412-ე, 413-ე, 992-ე, 993-ე მუხლები. მოწინააღმდეგე მხარე შესაგებელში უთითებს, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში მითითებულია, რომ მოთხოვნა დაკმაყოფილდა…
საქმე №3კ/435-02 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.04.2002
…20000 ლარის ანაზღაურება. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ იგი არის ავტოსაგზაო ტრანსპორტის მესაკუთრე, ხოლო მისი მფლობელია ზ. გ-შვილი, რომელსაც მითითებული ავტომანქანა იჯარით ჰქონდა გადაცემული და სამოქალაქო კოდექსის 992-ე, 993-ე და 999-ე მუხლების შესაბამისად ბრალეული მოქმედების გამო ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებლობაც მას შეიძლება დაეკისროს. ამიტომ მოითხოვა საქმეში მოპასუხედ ზ. გ-შვილის…
საქმე №3კ/924-01 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.12.2001
…სამოქალაქო კოდექსი ქონებრივი ზიანის მომტანი ფაქტების გავრცელებისათვის ადგენს პასუხისმგებლობას იმ შემთხვევაში, თუ პირი განზრახ ან გაუფრთხილებლობით ავრცელებს ან ახმაურებს მათ. მოცემულ შემთხვევაში, მართალია, მოსარჩელემ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 993-ე მუხლით გათვალისწინებულ გარემოებაზე, მაგრამ მოთხოვნა ამ საფუძვლით ქონებრივი ზიანის ანაზღაურების შესახებ არ დაუყენებია. რაც შეეხება სარჩელის…