მუხლი 990. არაუფლებამოსილი პირის მიერ საგნის უსასყიდლოდ განკარგვის შედეგები
1. თუ არაუფლებამოსილი პირი რაიმე საგანს უსასყიდლოდ განკარგავს და ეს განკარგვა ნამდვილია უფლებამოსილი პირის მიმართ, მაშინ ის პირი, რომელმაც ამ განკარგვის შედეგად უშუალო სამართლებრივი სარგებელი მიიღო, მოვალეა მიღებული გადასცეს უფლებამოსილ პირს.
2. ბრალის არსებობის შემთხვევაში შესაბამისად გამოიყენება ასევე 984-ე და 985-ე მუხლების მოთხოვნებ
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (26.06.1997).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(22)
საქმე №ას-1495-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.10.2024
…განმარტა, რომ ჩუქება თავისი ბუნებით, იმ ტიპის გარიგებას წარმოადგენდა, რომლითაც დასაჩუქრებული დაცული არ იყო შესაბამისი ფაქტობრივი თუ სამართლებრივი წინაპირობების არსებობისას მისი ბათილობისგან, ხოლო ასეთის დადასტურების შემთხვევაში, სამოქალაქო კოდექსის 990-ე მუხლის შესაბამისად, დასაჩუქრებული ვალდებული იყო უფლებამოსილ პირისათვის დაებრუნებინა მიღებული. 6.8. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე აღძრული…
საქმე №ას-802-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.07.2023
…პირის მიერ უსასყიდლო განკარგვისას, თუნდაც ეს განკარგვა ნამდვილი იყოს უფლებამოსილი პირის მიმართ, ის პირი, რომელმაც ამ განკარგვის შედეგად უშუალო სამართლებრივი შედეგი მიიღო, მოვალეა მიღებული გადასცეს უფლებამოსილ პირს ( სსკ-ის 990.1 მუხლი) (იხ. სუსგ საქმე №ას-643-611-2013, 19 ივნისი, 2015 წელი). 70. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან მოპასუხემ ჩუქების გზით მიიღო სადავო ქონება, მისი…
საქმე №ას-1051-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 09.11.2022
…რომლის დროსაც დასაჩუქრებულის საკუთრების უფლება დაცული არ არის კანონიერი მესაკუთრის მოთხოვნისგან. შესაბამისი ფაქტობრივი თუ სამართლებრივი წინაპირობების არსებობისას, დასაჩუქრებული ვალდებულია უფლებამოსილ პირს დაუბრუნოს მიღებული ( სსკ 990-ე მუხლი). 14. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საჯარო რეესტრის ჩანაწერების უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციაზეც, რომლის მიხედვით, რეესტრის ჩანაწერები ითვლება…
საქმე №ას-682-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.12.2021
…5.8. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, დაუსაბუთებელია აპელანტის პრეტენზია, რომ საკუთრების უფლების მიტოვების შესახებ განცხადება დაწერილია საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მესაკუთრის მიერ და მას არ ევალება ქონების უკან დაბრუნება; 5.9. სსკ-ის 990-ე მუხლის თანახმად, თუ არაუფლებამოსილი პირი რაიმე საგანს უსასყიდლოდ განკარგავს და ეს განკარგვა ნამდვილია უფლებამოსილი პირის მიმართ, მაშინ ის პირი, რომელმაც ამ…
საქმე №ას-742-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.12.2021
…სამართალი ( სამოქალაქო კოდექსის პირველი მუხლი). მოპასუხეს მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება გადაეცა ისე, რომ ნასყიდობის საფასური არ გადაუხდია. შესაბამისად, იგი სადავო უძრავი ქონებით მოსარჩელის ხარჯზე უსამართლოდ გამდიდრდა. სსკ-ის 990-ე მუხლის თანახმად, ამ შემთხვევაში მოსარჩელის წარმომადგენელი არაუფლებამოსილი პირია, ხოლო განკარგვა ნამდვილია უფლებამოსილი პირის – მოპასუხის მიმართ. იგი…
საქმე №ას-977-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.07.2021
საქმე №ას-487-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.11.2020