1. ათი წლის ასაკს მიუღწეველი პირი არ აგებს პასუხს იმ ზიანისთვის, რომელიც მან სხვას მიაყენა.
2. მშობლები ან ათი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მეთვალყურეობაზე ვალდებული სხვა პირები მოვალენი არიან აანაზღაურონ ზიანი, რომელიც ამ პირმა მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით მიაყენა სხვას. მათი პასუხისმგებლობა გამოირიცხება, როცა მეთვალყურეობაზე ვალდებულ პირებს არ შეეძლოთ ზიანის თავიდან აცილება.
3. ათ წელზე მეტი ასაკის, მაგრამ არასრულწლოვანი, პირი პასუხს აგებს იმ ზიანისათვის, რომელიც მან სხვას მიაყენა, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ზიანის მიყენებისას მას არ შეეძლო თავისი მოქმედების მნიშვნელობა გაეგო. იმ შემთხვევაში, როცა ამ პირს არა აქვს საკმარისი ქონება ან შემოსავალი მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად, დამატებით პასუხისმგებლობა ეკისრებათ მის წარმომადგენლებსა
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (26.06.1997).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(9)
საქმე №ას-1626-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.06.2024
…ოთხივე წინაპირობა (გენერალური დელიქტი) (სუსგ №ას-769-737-2016, 20.06.2018წ; №ას-1426-2018, 11.04.2019წ; №ას-1085-2021, 09.03.2022წ.). მოპასუხე დაბადებულია 22.06.2002 წელს, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა 21.11.2019 წელს. სსკ-ის 994-ე მუხლის მე-3 ნაწილით, ათ წელზე მეტი ასაკის, მაგრამ არასრულწლოვანი პირი პასუხს აგებს იმ ზიანისათვის, რომელიც მან სხვას მიაყენა. ამასთან, სარჩელის წარდგენის…
საქმე №ას-332-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.09.2022
…და მორალური ზიანის ფუნქციისა და მისი პრევენციული ბუნების გათვალისწინებით, მიიჩნია, რომ მოსარჩელისთვის მიყენებული მორალური ზიანის საკომპენსაციოდ, მოპასუხე მხარეს უნდა დაეკისროს 10 000 ლარის გადახდა. 3.17. სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 994-ე მუხლის მესამე ნაწილზე და განმარტა, რომ კანონიერი წარმომადგენელი პასუხს აგებს დაზარალებულის წინაშე ზიანის იმ ნაწილში, რომლის ანაზღაურებაც არასრულწლოვანს არ…
საქმე №ას-635-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.02.2020
…გათვალისწინებით მიიჩნია, რომ პირველი, მეორე და მესამე მოპასუხეები წარმოადგენდნენ მოსარჩელისათვის მიყენებულ ზიანზე - 5 500 აშშ დოლარის ანაზღაურებაზე სოლიდარულად პასუხისმგებელ პირებს. 19. სააპელაციო პალატის განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 994-ე მუხლის მიზნებისთვის გადამწყვეტია დელიქტის ჩადენის დრო. კანონმდებელმა არასრულწლოვანი პირის მიერ მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად…
…გადალახვის უფლებით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 12.1. მუხლის მიხედვით, პირი არის ფიზიკური ან იურიდიული პირი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით. სამოქალაქო კოდექსში აღნიშნული საკითხი რეგულირდება როგორც მე-14, ასევე 994-ე მუხლებით. ამ უკანასკნელის მე-3 ნაწილის მიხედვით, ათ წელზე მეტი ასაკის, მაგრამ არასრულწლოვანი პირი პასუხს აგებს იმ ზიანისათვის, რომელიც მან სხვას მიაყენა.…
საქმე №ბს-15-15(კ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.06.2007
…შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ: ა) ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს.” კასატორის მტკიცებით, ასევე არასწორია სასამართლოს მიერ სამოქალაქო კოდექსის 994-ე მუხლის გამოყენება, ვინაიდან ადმინისტრაციული ორგანო კი არ გამდიდრებულა, მან მიიღო ზუსტად ის თანხა, რაც წილის შესასყიდად იყო საჭირო. სასამართლოს…
საქმე №3კ/810 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.01.2001