განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №010210017001709152
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/739-2019 06 ნოემბერი, 2019 წელი
ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე ლაურა მიქავა
მოსამართლეები ირმა პერანიძე ინდირა მაშანეიშვილი
სხდომის მდივანი _ ბექა გიორგაძე
აპელანტი (მოპასუხე მხარე) წარმომადგენელი მოწინააღმდეგე (მოსარჩელე, შეგებებული სააპელაციო საჩივრის ავტორი) წარმომადგენელი - - - - ირ---–------–--------, ლა----------–--------, ავ--------–-----–-------- პა---------–----- ალ----------------, იო-–-----------------, ვი------------------- - ალ------------------
დავის საგანი _ დელიქტური ვალდებულებიდან წარმოშობილი ზიანის, მიუღებელი შემოსავლისა ანაზღაურება, სარჩოს დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 12 მარტის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება; 1.1. შეგებებული სააპელაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩოსა და მორალური ზიანის ნაწილში სასარჩელო მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილება;
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
- ალ-----------------ს და ვი-------------------ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
- ირ---–------–--------ს, ლა----------–--------ს და ავ--------–-----–--------ს ალექსეი სემიონოვის სასარგებლოდ დაეკისრათ 7690.13 აშშ დოლარის და 1318.5 ლარის გადახდა;
- ირ---–------–--------ს, ლა----------–--------ს და ავ--------–-----–--------ს ალექსეი სემიონოვის სასარგებლოდ დაეკისრათ თვალის რქოვანას გადანერგვის ოპერაციისათვის საჭირო 16300 აშშ დოლარის გადახდა;
- არ დაკმაყოფილდა ვი-------------------ს სასარჩელო მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის 14583 აშშ დოლარის დაკისრების შესახებ;
- ირ---–------–--------ს ვი-------------------ს სასარგებლოდ დაეკისრა სარჩო 90 ლარის ოდენობით ვი-------------------ს სრულწლოვანების დღიდან შრომისუნარიანობის აღდგენამდე;
- ირ---–------–--------ს, ლა----------–--------ს და ავ--------–-----–--------ს ალ-----------------ს სასარგებლოდ დაეკისრათ მორალური ზიანის ნაზღაურება 3000 ლარის ოდენობით;
- ირ---–------–--------ს, ლა----------–--------ს და ავ--------–-----–--------ს დაეკისრათ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 1808.17 ლარის გადახდა;
- ვი-------------------ს მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 1191.83 ლარის ოდენობით დარჩა ბიუჯეტში გადახდილად.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.1. არასრულწლოვან ალ---------------ს (დაბ.2001 წლის 27 თებერვალს), 2016 წლის 02 დეკემბერს, სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას, თანაკლასელმა, არასრულწლოვანმა ირ---–------–--------მ საწერი კალმით დაზიანება მიაყენა მარჯვენა თვალში;
2.2. შპს ქ. ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს მიერ გაცემული სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა NIV-100/ა-ს თანახმად (N2----, გაცემის თარიღი: 07/12/2016წ. მკურნალი ექიმი: სუ-–---------------------), პაციენტ ალ----------------ს დაუდგინდა: SO5.3 თვალის ნაფლეთი ჭრილობა თვალშიდა ქსოვილის გადმოვარდნის ან დაკარგვის გარეშე, თანმხლები დაავადება: H26.1 ტრავმული კატარაქტა. ჩაუტარდა ოპერაციები: CCSF რქოვანაზე ან სკლერაზე პერფორაციული ტრავმის დროს;
2.3. თურქეთის რესპუბლიკის კა------------ უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის მიერ გაცემული ცნობით (გაცემის თარიღი: 21/12/2016წ.) ალ---------------ს 13/12/2016წ. გაუკეთდა ექსტრაქცია და შემდეგ ინტრაოკულარული ლინზის ჩასმა, გაუკეთდა ვიქტრექტომია, გასუფთავდა მინისებული სხეული ჰემორაგიისაგან ინტრაოპერაციული ლაზერის საშუალებით. ამავე ცნობით 3-4 თვის შემდეგ დაინერგა რქოვანას ნაკერების ამოღება, ხოლო შემდგომ მოგვიანებით ეტაპზე უნდა მოხდეს რქოვანას შეფასება, შემდგომი ჩარევებისათვის;
2.4. შპს ქ.ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს მიერ გაცემული სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა NIV-100/ა-ს თანახმად (გაცემის თარიღი: 06/01/2017წ. მკურნალი ექიმი: სუ-–---------------------) ალ-----------------ს დიაგნოზია: მარჯვენა თვალის კაკლის ტრამვის შემდგომი პერიოდი, ფსევდოფაკია, რქოვანის პოსტრამვული ნაწიბური Z96.1 H17.0. ამავე ცნობით პაციენტი მხედველობის გაუმჯობესებისათვის საჭიროებს ოპერაციას მარჯვენა თვალის რქოვანის გამჭოლი გადანერგვა;
2.5. თურქეთის რესპუბლიკის კა------------ უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის მიერ გაცემული ცნობით (გაცემის თარიღი: 25/01/2017წ) ალ---------------ს აღენიშნება მხედველობა თვალში 0.2, რქოვანაზე აღენიშნება ნაკერები, გამოკვლევისას ბადურის ყვითელ ლაქაზე, ზედა არეში აღენიშნება პათოლოგია 2 მმ. ფარგლებში;
2.6. თურქეთის რესპუბლიკის კა------------ უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის მიერ გაცემული ქირურგიული ჩარევის ამონაწერით (გაცემის თარიღი: 21/04/2017წ) ალ---------------ს გაუკეთდა ვიტრექტომია. ამავე სამედიცინო დაწესებულების ცნობით (27/03/2017წ) ალ----------------ს მხედველობის ხარისხი დაზიანებულ თვალში შეადგენს 0.15, ხოლო 2017 წლის 27 აპრილის ინფორმაციით დაზიანებული რქოვანას ზედაპირი არარეგულარულია;
2.7. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ალ----------------ს მკურნალობის, მათ შორის საავადმყოფოში მოთავსების, ოპერაციული ჩარევის, კონსულტაციის, ანალიზების და მედიკამენტების ღირებულებამ ჯამში შეადგინა 7690.13 აშშ დოლარი და 1318.5 ლარი. წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე მკურნალობასა და ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული ხარჯების კალკულაციაა: მედიკამენტები და სამედიცინო მასალები - 808.5 ლირა (231 აშშ დოლარი), საავადმყოფოს ხარჯი და სისხლის ანალიზების ხარჯი - 20335 ლირა (5810 აშშ დოლარი), არასრულწლოვანი ალ----------------ს თანმხლების პირების სასტუმროში განთავსების ხარჯი - 4673 ლირა (1335.14 აშშ დოლარი), ტაქსით გადაადგილების ხარჯი - 254 ლირა (72.57 აშშ დოლარი), საწვავისა და პარკირების ღირებულება - 625 ლირა (178.57 აშშ დოლარი), დაზღვევის თანხა - 220 ლირა (62.85 აშშ დოლარი), ჯამში: 7690.13 აშშ დოლარი. საქართველოს ტერიტორიაზე გაწეული დოკუმენტალურად დადასტურებული ხარჯებია: შპს „ბათუმის კლინიკური საავადმყოფოს მომსახურება - 85 ლარი, დოკუმენტების თარგმანი - 928 ლარი, საწვავი - 255 ლარი, საჯარო რეესტრის ამონაწერის მომზადება - 50.5 ლარი, ჯამში: 1318.5 ლარი. წარმოდგენილი ცნობით 1 აშშ დოლარის ღირებულება თურქულ ლირასთნ, ხარჯების გაწევის მომენტისათვის შეადგენდა 3.5-ს. სასამართლომ მიიჩნია, რომ ალ----------------ს თანმხლები პირების მიერ გაწეული კვების ხარჯი ზიანის მიმყენებლის ბრალით არ ყოფილა გამოწვეული. ასეთი ხარჯის გაწევა დაკავშირებულია ადამიანის ყოველდღიურ ყოფასთან. კვებისათვის პირი ხარჯს სწევს მიუხედავად იმისა, სად იმყოფება და რა მიზნით;
2.8. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ალ---------------ს თვალის დაზიანების შედეგად ესაჭიროებოდა რქოვანას ტრანსპლანტაცია;
2.8.1. შპს ქ.ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს მიერ გაცემული სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა NIV-100/ა-ს თანახმად (გაცემის თარიღი: 06/01/2017წ. მკურნალი ექიმი: სულეიმან კარახასანოვი) ალ----------------ს დიაგნოზია: მარჯვენა თვალის კაკლის ტრამვის შემდგომი პერიოდი, ფსევდოფაკია, რქოვანის პოსტრამვული ნაწიბური Z96.1 H17.0. ამავე ცნობით პაციენტი მხედველობის გაუმჯობესებისათვის საჭიროებს ოპერაციას მარჯვენა თვალის რქოვანის გამჭოლი გადანერგვა;
2.8.2. მოწმე სულეიმან კარახასანოვმა (მკურნალი ექიმი) განმარტა, რომ თავდაპირველად დღის წესრიგში იყო არა მხედველობის, არამედ თვალის შენარჩუნება. სამი დღის ვადაში გაკეთდა მეორე ოპერაცია, გაწეული კონსულტაციის შედეგად დადგინდა, რომ მხედველობის სიმახვილე დაზიანებულ თვალში 2018 წლის 18 აპრილის მდგომარეობის არის 8-10%, შეინიშნება პოსტრამვული ნაწიბური რქოვანაზე, რომელიც ხელს უშლის მხედველობას, და მხედველობის გასაუმჯობესებლად საჭიროა რქოვანას გადანერგვა, რაც გამოიწვევს არა მხედველობის სრულ აღდგენას, არამედ გაუმჯობესებას. გუგა დაზიანებულია, ვერ სუნთქავს, დარჩა ნაწიბური. მხედველობის სიმახვილე ძალიან დაბალია, უნდა იყოს 100%, აქ არის 8-10%. შეიძლება რქოვანას გადანერგვის ოპერაციით გაიზარდოს 30-40%-მდე, რაც სამუშაო მხედველობაა. ამჟამად, არაა სამუშაო მხედველობა, თუ ასე დავტოვებთ ალ---------------- ელამი დარჩება. ვიზუალურად ემჩნევა კონტაქტისას რქოვანაზე თეთრი ნაწიბური, თვალი სამჯერ ნაოპერაციებია. ოპერაცია ჭირდება, რათა თვალი კიდევ უფრო არ გაიქცეს და არ ჩამოყალიბდეს სიელმე. თუმცა, ეს ოპერაცია მხოლოდ გააუმჯობესებს და საბოლოოდ არ აღადგენს მხედველობას. აღნიშნული ოპერაცია ბათუმში არ კეთდება, თბილისში კეთდება, თუმცა, ძალიან ძვირია და შესაძლებელია მოჰყვეს გართულებები. თურქეთის რესპუბლიკაში კეთდება მაღალ დონეზე. ოპერცია რაც უფრო ადრე გაკეთდება უკეთესია, თუმცა, სასწრაფო არაა;
2.8.3. თურქეთის რესპუბლიკის ქ. სტამბოლის მედიპოლი მეგა ჰოსპიტალის მიერ გაცემულ ცნობაზე დაყრდნობით, დადგენილია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ აღნიშნული ოპერაციის ღირებულება შეადგენს 16300 აშშ დოლარს;
2.9. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ალ----------------ს შრომისუნარიანობა მოცემული მომენტისათვის შემცირებული იყო 30%-ით;
2.9.1. ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად, კითხვაზე რა სიმძიმისაა ალ----------------სათვის მიყენებული ჯანმრთელობის დაზიანება და დაზიანების სიმძიმის და ხასიათიდან გამომდინარე, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის გათვალისწინებით, ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ალ---------------ს წაერთვა თუ არა შრომის უნარი ან თუ შეუმცირდა იგი, გაცემულია შემდეგი პასუხი: ალ---------------ს 2016 წლის 2 დეკემბერს მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით აღენიშნებოდა მარჯვენა თვალის ნაფლეთი ჭრილობა, თვალის კაკლის ტრავმა, მარჯვენა თვალის კაკლის ტრავმის შემდგომი პერიოდი, მიდრიაზი ფსევდოფაკია, რქოვანის პოსტტრავმული ნაწიბური, მარჯვენა თვალის მხედველობის სიმახვილე 0.08, რაც მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს საერთო შრომის უნარის 30%-ით დაკარგვის ნიშნით;
2.9.2. ექსპერტმა ღუღუნი უჩენაიშვილმა განმარტა, რომ ექსპერტიზისათვის დამტკიცებული მეთოდიკა 8-10%-იანი თვალის სიმახვილის შემთხვევაში შრომისუნარიანობის შემცირებას ითვალისწინებს 30%-ით და წარმოადგენს შრომისუნარიანობის მყარ დაკარგვას;
2.10. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ალ---------------მა მიიღო მორალური ტრავმა მიყენებული დაზიანების შედეგად. დადგენილია, რომ არასრულწლოვან ასაკში თანაკლასელის მიერ გასროლილი კალმის დაზიანების შედეგად მოსარჩელემ მარჯვენა თვალის არეში მიიღო იმდაგვარი დაზიანება, რომელმაც გამოიწვია მხედველობის მოშლა. ვიზუალურად თვალის გუგა დეფორმირებულია, მას ემჩნევა ოპერაციის კვალი. დაზიანების შედეგად მოსარჩელეს დასჭირდა სამი ურთულესი ოპერაცია, არაერთი კონსულტაცია და სამედიცინო მანიპულაცია, რის გამოც, მისი ასაკიდან გამომდინარე, ჩამოშორდა სასწავლო პროცესს, თანატოლებთან ურთიერთობას, ყოველდღიურ ცხოვრებისეულ რიტმს. დადგენილია, რომ რქოვანას ტრანსპლანტაცია მხოლოდ ნაწილობრივ გააუმჯობესებს მის მხედველობას და მხედველობა დაზიანებულ თვალში სრულფასოვნად არასდროს აღუდგება. კანონიერი წარმომადგენლის განმარტებით ალ----------------მა განიცადა მძიმე სტრესი. დადგენილია, რომ მას ესაჭიროება კიდევ ერთი სერიოზული ოპერაცია, რომ მისი მხედველობა გაუმჯობესდეს, რაც ასევე მღელვარებასთან და სულიერ განცდებთან არის დაკავშირებული.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.11. მოცემულ შემთხვევაში, ალ----------------ს სარჩელის მატერიალური საფუძველი გამომდინარეობს სამოქალაქო კოდექსის 992 მუხლიდან, რომლის თანახმად პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. დელიქტით გამოწვეული ზიანის შემთხვევაში ზიანის ანაზღაურების ვალდებულების მოპასუხეზე დასაკისრებლად საჭიროა სახეზე იყოს სამართალდარღვევის შემადგენლობა, რომლის შემადგენელ ელემენტს წარმოადგენს მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ზიანი და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის;
2.12. სასამართლომ აღნიშნა, რომ არც შესაგებლით და არც საქმის ზეპირი განხილვისას მოპასუხე ირ---–------–--------ს კანონიერ წარმომადგენლებს სადავოდ არ გაუხდიათ ზიანის მიყენებაში ირ---–------–--------ს ბრალი. სადავო არც ის გარემოება გამხდარა, ესმოდა თუ არა მას თავისი მოქმედების მნიშვნელობა და ზიანის განმაპირობებელი ქმედება მომდინარეობდა თუ არა ზიანის მიმყენებლის კონტროლის სფეროდან. ამდენად, სასამართლო კვლევისა და შეფასების საგანი ვერ გახდებოდა მოპასუხის ბრალეულობა ზიანის განმაპირობებელ გარემოებაში, რაც გულისხმობს იმას, რომ ირ---–------–--------ს ბრალეულობა ალ----------------ს სხეულის დაზიანებასა და ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენებაში პრეზუმირებულია;
2.13. სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილით იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. მითითებული მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს ზიანის ანაზღაურების სუბიექტს და მიუთითებს, რომ ზიანის მიმყენებელი ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი. ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელ სპეციალურ სუბიექტს განსაზღვრავს 994-ე მუხლის მესამე ნაწილი - ათ წელზე მეტი ასაკის, მაგრამ არასრულწლოვანი, პირი პასუხს აგებს იმ ზიანისათვის, რომელიც მან სხვას მიაყენა, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ზიანის მიყენებისას მას არ შეეძლო თავისი მოქმედების მნიშვნელობა გაეგო. იმ შემთხვევაში, როცა ამ პირს არა აქვს საკმარისი ქონება ან შემოსავალი მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად, დამატებით პასუხისმგებლობა ეკისრებათ მის წარმომადგენლებსაც;
2.14. დადგენილია, რომ ალ----------------ს მკურნალობის, მათ შორის ტრანსპორტირების, თანმხლების პირების სასტუმროში განთავსების, საავადმყოფოში მოთავსების, ოპერაციული ჩარევის, კონსულტაციის, ანალიზების და მედიკამენტების ღირებულებამ ჯამში შეადგინა 7690.13 აშშ დოლარი და 1318.5 ლარი, რაც დაეკისრათ მოპასუხე ირ---–------–--------ს და მის კანონიერ წარმომადგენლებს. ამასთან, სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია იმ ხარჯების ანაზღაურების შესახებ, რომელიც არ იყო გამოწვეული უშუალოდ ბრალეული ქმედების შედეგად. კერძოდ, ესაა კვების ხარჯი და ამ ხარჯთან დაკავშირებული დოკუმენტაციის თარგმნის ხარჯი. სასამართლომ აღნიშნა, რომ ეს ხარჯი გაწეული არ ყოფილა მოპასუხის ბრალეული ქმედების გამო და არ წარმოადგენს ზიანს, რომელიც მიადგა მხარეს. კვებაზე გაწეული ხარჯი ადამიანის ყოველდღიური ხარჯია, მიუხედავად იმისა თუ სად იმყოფება ის, მითუმეტეს, რომ თანმხლები პირების სასტუმროს ხარჯები სასამართლომ დააკმაყოფილა;
2.15. სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის მე-2 ნაწილით თუ სხეულის დაზიანებით ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად დაზარალებულს წაერთვა შრომის უნარი ან შეუმცირდა იგი, ანდა იზრდება მისი მოთხოვნილებები, დაზარალებულს უნდა აუნაზღაურდეს ზიანი ყოველთვიური სარჩოს გადახდით. ზიანის ანაზღაურების არსი დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანის კომპენსირებაში მდგომარეობს, რისთვისაც მხედველობაშია მისაღები ის შემოსავალი, რომელიც დაზარალებულს გააჩნდა ზიანის დადგომამდე მუშაობისას და ზიანის დადგომის შემდგომი პერიოდი, როდესაც შრომისუნარის შეზღუდვის გამო დაზარალებული ვეღარ ახერხებს მუშაობას, რის გამოც, მას არ აქვს უნარი, მიიღოს შემოსავალი ხელფასის სახით, რომელსაც იგი მიიღებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. დადგენილია, რომ ალ---------------ს შეეზღუდა შრომის უნარი, ანუ მისი შესაძლებლობა განახორციელოს საკუთარი უნარების რეალიზაცია სრულფასოვნად, შემცირდა. შემცირდა იმ საქმიანობის სფეროებიც, რომელშიც იგი შეძლებს დასაქმებას არასრულყოფილი მხედველობის პირობებში;
2.16. ალ---------------- თვალის დაზიანების მომენტისათვის იყო არასრულწლოვანი, იგი სწავლობდა სკოლაში. ამდენად, მას არ ჰქონდა საკუთარი შემოსავალი, ხელფასის ან სხვა ანაზღაურების სახით, რაც შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს დაკარგული შემოსავლის გადაანგარიშების გზით განესაზღვრა გადასახდელი სარჩოს ოდენობა. თუმცა, აღნიშნული არ გამორიცხავს ზიანის მიმყენებელი პირის ვალდებულებას აუნაზღაუროს მას სრულწლოვანების მომენტიდან, ანუ იმ მომენტიდან, როცა ალ---------------ს აქვს უფლება იმუშაოს და მიიღოს შემოსავალი, სარჩო. სარჩოს გაანგარიშებისას სასამართლომ იხელმძღვანელა მოსარჩელის მიერ დაყენებული მოთხოვნის ოდენობით (300 ლარი), რაც წარმოადგენს ამ ასაკის მქონე პირის საშუალო ხელფასს და შრომისუნარიანობის დაკარგვის პროცენტის პროპორციით (30%) და მიიჩნია, რომ ირ---–------–--------ს ვი-------------------ს სასარგებლოდ უნდა დაეკისრებოდა სარჩო 90 ლარის ოდენობით ვი-------------------ს სრულწლოვანების დღიდან შრომისუნარიანობის აღდგენამდე;
2.17. ევროპის სოციალური ქარტიის მე-11 მუხლით ყველას აქვს უფლება ისარგებლოს ნებისმიერი ზომებით, რომელიც საშუალებას აძლევს მას ისარგებლოს შესაძლებელი უმაღლესი დონის სამედიცინო მომსახურებით, ამავე ქარტიის მე-13 მუხლით ყველას, ადეკვატური საშუალებების გარეშე აქვს სოციალური და სამედიცინო დახმარების უფლება. საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლის პირველი ნაწილით მოქალაქის უფლება ხელმისაწვდომ და ხარისხიან ჯანმრთელობის დაცვის მომსახურებაზე უზრუნველყოფილია კანონით. „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლით პაციენტს უფლება აქვს აირჩიოს და ნებისმიერ დროს შეიცვალოს სამედიცინო მომსახურების გამწევი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით დაზარალებულს უფლება აქვს მკურნალობის ხარჯები მოითხოვოს წინასწარ;
2.18. დადგენილია, რომ ალ----------------ს თვალის სიმახვილის აღსადგენად და მხედველობის გასაუმჯობესებლად ესაჭიროება რქოვანას ტრანსპლანტაცია. თურქეთის რესპუბლიკის ქ. სტამბოლის მედიპოლი მეგა ჰოსპიტალის მიერ გაცემულ ცნობაზე დაყრდნობით, დადგენილია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ აღნიშნული ოპერაციის ღირებულება შეადგენს 16300 აშშ დოლარს. სასამართლო არ დაეთანხმა მოპასუხის პოზიციას და განმარტა, რომ დაზარალებულ პირს აქვს უფლება სამედიცინო მომსახურება მიიღოს იმ სამედიცინო დაწესებულებაში, რომელიც წარმოადგენს საუკეთესოს მითითებულ დარგში. აღნიშნული მოიცავს დაზარალებულის უფლებას საკუთარი ჯანმრთელობა ნაკლები რისკის ქვეშ დააყენოს და გაითვალისწინოს დარგის სპეციალისტების რჩევები კლინიკის არჩევისას. სასამართლოს აზრით, საკითხი ეხება ადამიანის ორგანიზმის უკიდურესად ფაქიზ და ამავდროულად უმნიშვნელოვანეს ნაწილს - თვალს. მხედველობის გაუმჯობესება და სრულფასოვანი ცხოვრების აღდგენა შესაძლებელია. მითითებული საერთაშორისო და შიდასახელმწიფო აქტებით გარანტირებულია პირის უფლება საკუთარი შეხედულებისამებრს აირჩიოს სამედიცინო დაწესებულება. სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებაა დაიცვას პირის უფლება მიიღოს სათანადო სამედიცინო მომსახურება კონკრეტულ სფეროში საუკეთესო სამედიცინო დაწესებულებაში, მით უფრო, რომ მოპასუხე მხარის მიერ მითითებული იქნა მხოლოდ სხვა კლინიკაში აღნიშნული ოპერაციის გაკეთების შესაძლებლობის შესახებ. ამასთან, წარმოდგენილი არ ყოფილა თურქული კლინიკის გონივრული და ადეკვატური ალტერნატივა. ამდენად, სასამართლოს აზრით სარჩელი ამ ნაწილში დასაბუთებული იყო;
2.19. სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლით არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისათვის;
2.20. სასამართლომ, საქმეში არსებული მტკიცებულებებით, დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელემ განიცადა მორალური ზიანი, რაც გამოიხატა სხეულის მსუბუქ დაზიანებაში, რაც მიეკუთვნება ჯანმრთელობის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, რაც თავის მხრივ უკავშირდება განცდილ ტკივილს, სტრესს, ფსიქოლოგიურ სირთულეებს;
2.22. ფიზიკური ტანჯვა უკავშირდება სხეულის დაზიანებას და ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენებისას განცდილ ტკივილს, ამ შემთხვევაშიც მოთხოვნილი კომპენსაციის ოდენობის დასასაბუთებლად უნდა დამტკიცდეს ფიზიკური ტანჯვის ხარისხი. ფიზიკური და ზნეობრივი ტანჯვის ხასიათი უნდა შეფასდეს ზიანის მიყენების ფაქტობრივი გარემოებების, ასევე, დაზარალებულის ინდივიდუალურითავისებურებების გათვალისწინებით (მაგ. ასაკი, ფიზიკური მდგომარეობა, პროფესია), აგრეთვე სხვაგარემოებათა გათვალისწინებით, რომლებიც ადასტურებს, თუ რა სიმძიმის ტანჯვა განიცადა დაზარალებულმა (სუსგ.საქმე №ას-660-660-2018 20/07/18წ);
2.22. ფიზიკური ტრავმა ალ---------------მა მიიღო არასრულწლოვან ასაკში, თანაკლასელის მიერ გასროლილი კალმით, მარჯვენა თვალის არეში. მან დაკარგა მხედველობა 90%-ით. მორალურ ტრავმას ამძაფრებს ის გარემოებაც, რომ ვიზუალურად თვალის გუგა დეფორმირებულია, მას ემჩნევა ოპერაციის კვალი. მოსარჩელეს დასჭირდა არაერთი ოპერაცია და სამედიცინო მანიპულაცია, რის გამოც, მისი ასაკიდან გამომდინარე, ჩამოშორდა სასწავლო პროცესს, თანატოლებთან ურთიერთობას, ყოველდღიურ ცხოვრებისეულ რიტმს. სამედიცინო ჩარევები დღემდე გრძელდება. მოსარჩელე საჭიროებს კიდევ ერთ ურთულეს ოპერაციას, თუმცა, მის სულიერ მდგომარეობას ამძიმებს ის გარემოება, რომ მიუხედავად ამისა მხედველობა სრულფასოვნად არ აღუდგება. დადგენილია, რომ რქოვანას ტრანსპლანტაცია მხოლოდ ნაწილობრივ გააუმჯობესებს მის მხედველობას;
2.23. მოპასუხეს მორალური ზიანის მიყენების ფაქტი არ გაუქარწყლებია. ამდენად, სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია და მიიჩნია, რომ მორალური ზიანი ალ---------------ს უნდა აუნაზღაურებოდა. თუმცა, არ გაიზიარა მისი პოზიცია მორალური ზიანის სახით 10 000 ლარის დაკისრების შესახებ. სასამართლოს აზრით მოთხოვნილი ოდენობა შეუსაბამოდ მაღალი იყო. მორალურ ზიანს ფულადი ეკვივალენტის არ გააჩნია და მისმა ოდენობამ უნდა უზრუნველყოს ის მიზანი, რომელიც მორალური ზიანის ანაზღაურების შინაარსს განსაზღვრავს. ესაა სულიერი ტანჯვის შემსუბუქების და ემოციური ბალანსის აღდგენა. მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ მიიჩნია, რომ 3000 ლარი იქნებოდა მოცემული მიზნის შესაბამისი და სამართლიანი ანაზღაურება;
2.24. დადგენილია, რომ მოსარჩელე ვიქტორ სემიონოვმა 2016 წლის 6 დეკემბერს შეწყვიტა შრომითი კონტრაქტი დამსაქმებელთან ნავთობმზიდ ტანკერ „EOS”-ზე. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელე ვი-------------------ს პოზიცია შრომითი კონტრაქტის შეწყვეტის გამო მისაღები ხელფასის, როგორც ზიანის მოპასუხე ირ---–------–--------ზე დაკისრების შესახებ. სასამართლომ მიიჩნია, რომ ვი-------------------ს მიერ შრომითი კონტრაქტის შეწყვეტა ვერ განიხილებოდა, როგორც ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგი, ვინაიდან, მოსარჩელეს ჰქონდა შესაძლებლობა მინდობილობა შვილის საზღვარზე გასაყვანად გაეცა დისტანციურად. სასამართლო მიიჩნია, რომ ზიანის მიმყენებელ პირს არ უნდა დაკისრებოდა იმაზე მეტი მატერიალური ტვირთი ვიდრე მისმა ქმედებამ გამოიწვია. მართალია, მორალური თვალსაზრისით სრულიად გამართლებულია შვილისათვის დახმარების გაწევის მიზნით, კონტრაქტის გაგრძელებაზე უარის თქმა, თუმცა, ასეთი სახის ზიანი ბუნებრივია ვერ იქნებოდა ირ---–------–--------ს აღქმაში და ვერ იქნებოდა წინასწარ სავარაუდო.
3. სააპელაციო საჩივრების საფუძვლები
3.1. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.1.1. აპელანტების განმარტებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ მხარემ მიიღო მორალური ზიანი, რადგან მხარეს გარდა ახსნა-განმარტებისა არ წარმოუდგენია მტკიცებულებები რომლითაც ეს დადასტურდებოდა;
3.1.2. სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ დაზარალებულს ესაჭიროება თვალის რქოვანას გადანერგვა, რადგან საქმეში მსგავსი შინაარსის არცერთი დოკუმენტი არ არის წარმოდგენილი. პირიქით საქმეში დევს სამედიცინო დასკვნა, რომლის მიხედვით უნდა მოხდეს დაკვირვება მხარის თვალის აღდგენა-მკურნალობის პროცესზე და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გადაწყდეს აუცილებელია თუ არა რქოვანას გადანერგვა. ანუ შესაძლებელია, რომ სამედიცინო თვალსაზრით აღარ იყოს საჭიროება გადანეგრვის. მხარეს წარმოდგენილი აქვს და სასამართლო ეყრდნობა თურქეთის რესპუბლიკაში არსებული კლინიკის ხარჯთაღრიცხვას მაშინ, როცა ასეთი ოპერაციები თუ ამის საჭიროება მომავალში იქნება კეთდება საქართველოში და ეს გაცილებით ნაკლებ ხარჯებთან არის დაკავშირებული;
3.1.3. დაუსაბუთებელია გადაწყვეტილება სარჩოს დაკისრების ნაწილშიც, რადგან ჯერ ერთი დაზარალებული არ მუშაობს არსად და არასდროს უმუშავია, თანაც საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულებები, რომლითაც დასტურდება შრომის უნარიანობის შეზღუდვა ან დაკარგვა, რაზეც პირდაპირ არის დამოკიდებული სარჩოს დაკისრების საკითხის გადაწყვეტა.
3.2. შეგებებული სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.2.1. შეგებებული აპელანტების განმარტებით, გასაჩივრებულ ნაწილებით სასამართლომ სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, მაგრამ დაუსაბუთებლად, უმნიშვნელო ოდენობით დაადგინა კანონით გათვალისწინებული გონივრული ანაზღაურების ფარგლები სარჩოს და მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში;
3.2.2. საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2016 წლის 2 დეკემბერს არასრულწლოვანი ირ---–------–--------ს მიერ გასროლილი კალმიდან ალ---------------მა მიიღო ჯანმრთელობის ისეთი დაზიანება, რასაც შედეგად მოყვა მარჯვენა თვალში მხედველობის სიმახვილის 0.08%-მდე დაკარგვა და შრომისუნარიანობის შემცირება 30%-ით. სარჩელით მოთხოვნილი იქნა სარჩოს სახით 300 ლარის გადახდა ალ----------------ს შრომისუნარიანობის აღდგენამდე. მოთხოვნილი თანხების ოდენობის განსაზღვრისას მოსარჩელის მიერ მოაზრებული იქნა შრომისუნარიანობის 30%-ის შემცირებით იმ გაზრდილ მოთხოვნათა მატერიალური უზრუნველყოფა, რაც წარმოიშვა ალ----------------ს ჯანმრთელობის მდგომარეობის მნიშვნელოვანი დაზიანების შედეგად. სასამართლოს მიერ კონკრეტულ ასაკისათვის ხელფასის ოდენობის არასწორად დადგენით (300 ლარი) და შემდგომ ჯანმრთელობის მდგომარების დაზიანების 30%-ის დაანგარიშებით სასამართლომ მიიღო სარჩოს არაადექვატური ოდენობა 90 ლარის ოდენობით, რაც შეადგენს ქვეყანაში დადგენილი საარსებო მინიმუმზე მცირე ოდენობას, რომელიც ვერანაირად ვერ უზრუნველყოფს კანონით განსაზღვრული სარჩოს დანიშნულებას;
3.2.3. ვიზუალურად თვალის გუგა დეფორმირებულია, მას ახლაც ემჩნევა ოპერაციის კვალი. ალ---------------ს დაჭირდა რამოდენიმე ოპერაცია და არაერთი სამედიცინო მანიპულაციის ჩატარება. დადგენილია, რომ მისთვის რქოვანას გადანერგვაც კი მხოლოდ ნაწილობრივ გააუმჯობესებს მის მხედველობას და მას მხედველობა სრულად არასოდეს აღუდგება. ყოველივე ხსენებული მისთვის ცნობილია და ის დღემდე ცხოვრობს იმ ფსიქიკური და მორალური ტრამვით, რაც მას მიადგა მოპასუხის ქმედების შედეგად. შესაბამისად, ფაქტია, რომ მიღებული ტრამვის შედეგები მას დღემდე მოყვება და ყოველდღიურად განიცდის მის ნეგატიურ შედეგებს. ალ----------------ს არსებული ჯანმრთელობის მდგომარების და მიღებული ტრამვიდან მომდინარე მორალური განცდების გათვალისწინებით რომელსაც ის დღემდე განიცდის, სასამართლოს მიერ განსაზღვრული არამატერიალური ზიანის ოდენობა არსებითად არაადექვატურია და არ არის გონივრულ შესაბამისობაში დამდგარ-არსებულ შედეგთან.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანსიის მიერ დადგენილ ამ გადაწყვეტილების 2.1-2.6; 2.8-2.10 პუნქტებში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს და აპელანტის მოთხოვნებთან დაკავშირებით განმარტავს შემდეგს:
4.2. განსახილველ სემთხვევაში მოცემული დავის ფარგლებში მხარეთა შორის სადავო არაა ის გარემოება, რომ 2016 წლის 02 დეკემბერს, სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას, მოსარჩელე ალ---------------ს თვალი დაუზიანა თანაკლასელმა, მოპასუხე ირ---–------–--------მ. მიღებული დაზიანების გამო ალ---------------მა ნაწილობრივ დაკარგა მხედველობა მარჯვენა თვალში. ამდენად, მოპასუხეებს სადავოდ არ გაუხდიათ ზიანის მიყენების ფაქტი და ზიანის მიყენებაში ირ---–-------------ს ბრალეულობა;
4.3. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის ფარგლებში მხარეთა შორის სადავოა თვალის რქოვანას გადანერგვის ოპერაციისათვის საჭირო ხარჯების ანაზღაურება 16300 აშშ დოლარის ოდენობით, სარჩოს გადახდა 300 ლარის ოდენობით და მორალური ზიანის 10 000 ლარის ოდენობით ანაზღაურება. მოპასუხე მხარეს არაგონივრულად მიაჩნია მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანხების ოდენობები, ამასთან, ეჭვქვეშ აყენებს ოპერაციის ჩატარების აუცილებლობას;
4.4. მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა თვალის რქოვანას გადანერგვის ოპერაციისათვის საჭირო ხარჯების 16300 აშშ დოლარის ოდენობით ანაზღაურების თაობაზე გამომდინარეობს სამოქალაქო კოდექსის 994-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან, რომლის თანახმადაც, ათ წელზე მეტი ასაკის, მაგრამ არასრულწლოვანი, პირი პასუხს აგებს იმ ზიანისათვის, რომელიც მან სხვას მიაყენა, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ზიანის მიყენებისას მას არ შეეძლო თავისი მოქმედების მნიშვნელობა გაეგო; იმ შემთხვევაში, როცა ამ პირს არა აქვს საკმარისი ქონება ან შემოსავალი მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად, დამატებით პასუხისმგებლობა ეკისრებათ მის წარმომადგენლებსაც და სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან, რომლის თანახმადაც დაზარალებულს უფლება აქვს მკურნალობის ხარჯები მოითხოვოს წინასწარ;
4.5. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით;
4.6. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ;
4.7. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების (სამედიცინო დაწესებულებების მიერ გაცემული ცნობები და თვით მკურნალი ექიმის განმარტება) შეფასების შედეგად პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ ალ---------------ს თვალის დაზიანების შედეგად ესაჭიროება რქოვანას ტრანსპლანტაცია. რაც შეეხება ოპერაციისათვის საჭირო ხარჯებს, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი იქნა თურქეთის რესპუბლიკის ქ. სტამბოლის მედიპოლი მეგა ჰოსპიტალის მიერ გაცემულ ცნობა, რომლის თანახმადაც აღნიშნული ოპერაციის ღირებულება შეადგენს 16300 აშშ დოლარს;
4.8. სააპელაციო პალატა არ იზიარებს მოპასუხე მხარის განმარტებას, რომ ასეთი ოპერაციები კეთდება საქართველოში და ეს გაცილებით ნაკლებ ხარჯებთან არის დაკავშირებული, რის გამოც მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ოპერაციის თანხა შეუსაბამოა. მოპასუხეს აღნიშნული გარემოების დასადასტურებლად, გარდა მისი ახსნა-განმარტებისა, სხვა მტკიცებულება არ წარმოუდგენია, რაც გამორიცხავს ამ მოსაზრების გაზიარების შესაძლებლობას. ამდენად, მოპასუხემ ვერ მოახდინა მის მხარეზე არსებული მტკიცების ტვირთის რეალიზება და მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების გაბათილება. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა ამ ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს;
4.9. მოსარჩელის ერთ-ერთ სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს სარჩოს გადახდა 300 ლარის ოდენობით, რაც ასევე გამომდინარეობს სამოქალაქო კოდექსის 994-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან და სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან, რომლის თანახმადაც, თუ სხეულის დაზიანებით ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად დაზარალებულს წაერთვა შრომის უნარი ან შეუმცირდა იგი, ანდა იზრდება მისი მოთხოვნილებები, დაზარალებულს უნდა აუნაზღაურდეს ზიანი ყოველთვიური სარჩოს გადახდით;
4.10. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მიყენებული დაზიანების შედეგად ალ----------------ს შრომისუნარიანობა მოცემული მომენტისათვის შემცირებულია 30%-ით, რაც წარმოადგენს შრომისუნარიანობის მყარ დაკარგვას, რაც მოპასუხისათვის სარჩოს დაკისრების საფუძველია. თუმცა, სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნული უფლების არსებობა თავისთავად არ ნიშნავს მოპასუხეზე მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი სარჩოს ოდენობის უპირობოდ დაკისრებას. სასამართლოს მიერ ყოველი მიღებული გადაწყვეტილება უნდა იყოს აღსრულებადი და არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს. ამდენად, სარჩოს დაკისრებისას შეფასებული უნდა იქნას ყოველი კონკრეტული შემთხვევა და გათვალისწინებული უნდა იქნას მხარის რეალური ფინანსური შესაძლებლობები. სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობებს სარჩოს ოდენობის გაანგარიშების და განსაზღვრის ნაწილში და მიაჩნია, რომ ყოველთვიური 90 ლარის დაკისრება გონივრული და სამართლიანია;
4.11. მოსარჩელეს სასარჩელო მოთხოვნას ასევე წარმოადგენს მორალური ზიანის 10 000 ლარის დაკისრება, რომელიც ასევე გამომდინარეობს სამოქალაქო კოდექსის 994-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან და სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან, რომლის თანახმადაც, სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც;
4.12. „სამოქალაქო კანონმდებლობაში არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების საფუძველს მორალური ზიანის არსებობა წარმოადგენს. იგი ნიშნავს ადამიანის ფსიქიკის სფეროში ნეგატიური ცვლილებების საფუძველს მორალური ზიანის არსებობას, რაც გამოიხატება ფიზიკურ და სულიერ ტანჯვაში“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 19 მარტის განჩინება საქმეზე Nას-912-874-2014);
4.13. მორალური ტანჯვის ხასიათი უნდა შეფასდეს ზიანის მიყენების ფაქტობრივი გარემოებების, ასევე დაზარალებულის ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით (მაგ. ასაკი, ფიზიკური მდგომარეობა, ჯანმრთელობა და ა. შ.), აგრეთვე იმ სხვა გარემოებათა მხედველობაში მიღებით, რომლებიც ადასტურებს, თუ რა სიმძიმის ტანჯვა გადაიტანა დაზარალებულმა. კომპენსაციის მოცულობა კი უნდა განისაზღვროს ტრავმის, ჯანმრთელობის სხვა დაზიანების სიმძიმის ხარისხიდან და სხვა გარემოებებიდან გამომდინარე, რომლებიც დაზარალებულის მიერ გადატანილ მორალურ ტანჯვას ადასტურებენ. ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება აგრეთვე ზიანის მიმყენებლის ქონებრივი მდგომარეობის, ბრალის ხარისხისა და სხვა კონკრეტულ გარემოებათა გათვალისწინებით, იმ მიზნით, რომ უზრუნველყოფილი იქნას მორალური ზიანით გამოწვეული ტკივილების, ნეგატიური განცდების შემსუბუქება, დადებითი ემოციების გამოწვევა, რაც დაეხმარება დაზარალებულს სულიერი გაწონასწორების მიღწევაში და სოციალურ ურთიერთობებში ჩართვაში (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილება საქმეზე Nას-762-818-2011);
4.14. განსახილველ შემთხვევაში, უდავოდ დადგენილია ის გარემოება, რომ არასრულწლოვანმა თანაკლასელის მიერ გასროლილი კალმით მიყენებული დაზიანების შედეგად მოსარჩელემ მარჯვენა თვალში გამოიწვია მხედველობის მოშლა. ვიზუალურად თვალის გუგა დეფორმირებულია, მას ემჩნევა ოპერაციის კვალი. დაზიანების შედეგად მოსარჩელეს დასჭირდა სამი ურთულესი ოპერაცია, არაერთი კონსულტაცია და სამედიცინო მანიპულაცია, რის გამოც, მისი ასაკიდან გამომდინარე, ჩამოშორდა სასწავლო პროცესს, თანატოლებთან ურთიერთობას, ყოველდღიურ ცხოვრებისეულ რიტმს. დადგენილია, რომ რქოვანას ტრანსპლანტაცია მხოლოდ ნაწილობრივ გააუმჯობესებს მის მხედველობას და მხედველობა დაზიანებულ თვალში სრულფასოვნად არასდროს აღუდგება. კანონიერი წარმომადგენლის განმარტებით ალ---------------მა განიცადა მძიმე სტრესი. დადგენილია, რომ მას ესაჭიროება კიდევ ერთი ოპერაცია, რომ მისი მხედველობა გაუმჯობესდეს, რაც ასევე მღელვარებასთან და სულიერ განცდებთან არის დაკავშირებული. ამასთან, მოცემული მომენტისათვის, მხედველობის სიმახვილე ძალიან დაბალია, 8-10%. შეიძლება რქოვანას გადანერგვის ოპერაციით გაიზარდოს 30-40%-მდე, რაც სამუშაო მხედველობაა. თუმცა, ოპერაციასაც შესაძლებელია მოჰყვეს გართულებები. მოცემული გარემოებებიდან გამომდინარე, საქმის მასალების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური შეფასების შედეგად, მოსარჩელის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და იმ ფსიქიკური წნეხის გამო, რაც მას მიადგა და ადგება, მორალური ზიანის დაკისრების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველია;
4.15. სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმადაც, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით;
4.16. რაც შეეხება მორალური ზიანის ოდენობას ზემოაღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებით სააპელაციო პალატა იზიარებს მოსარჩელე მხარის პოზიციას და მიაჩნია, რომ მორალური ზიანის განსაზღვრა 10 000 ლარის ოდენობით სამართლიანია და არსებობს ამ ოდენობით მისი დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. პალატა ყურადღებას გაამახვილებს დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანის სიმძიმესა და ხასიათზე და მისი წარუხოცელი სახით მოსარჩელის არა მხოლოდ ფიზიკურ ნაკლად დარჩენაზე, არამედ - იმ ფიზიკურ ტანჯვასა და ტკივილზე, სულიერ განცდებზე, რაც დაზარალებულმა უნდა განიცადოს პრაქტიკულად მუდმივად, მისი ცხოვრების ბოლომდე. ფაქტია, რომ მიღებული ტრამვის შედეგები ალ---------------ს დღემდე მოყვება და ყოველდღიურად განიცდის მის ნეგატიურ შედეგებს. ალ----------------ს არსებული ჯანმრთელობის მდგომარების და მიღებული ტრამვიდან მომდინარე მორალური განცდების გათვალისწინებით, რომელსაც ის დღემდე განიცდის, სასამართლოს მიერ განსაზღვრული არამატერიალური ზიანის ოდენობა არსებითად არაადექვატურია და არ არის გონივრულ შესაბამისობაში დამდგარ-არსებულ შედეგთან;
4.17. სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. ამავე კოდექსის 994-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ათ წელზე მეტი ასაკის, მაგრამ არასრულწლოვანი, პირი პასუხს აგებს იმ ზიანისათვის, რომელიც მან სხვას მიაყენა, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ზიანის მიყენებისას მას არ შეეძლო თავისი მოქმედების მნიშვნელობა გაეგო. იმ შემთხვევაში, როცა ამ პირს არა აქვს საკმარისი ქონება ან შემოსავალი მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად, დამატებით პასუხისმგებლობა ეკისრებათ მის წარმომადგენლებსაც;
4.18. დადგენილია, რომ ირ---–------–--------მ უნდა აანაზღაუროს ზიანი, რომელიც მისი არასრულწლოვნობის პერიოდში მისივე ბრალეული ქმედების შედეგად მიადგა დაზარალებულს. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ კანონიერი წარმომადგენლებიც დაასახელა ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელ პირებად, თანახმად სამოქალაქო კოდექსის 994-ე მუხლის მესამე ნაწილისა. მათ კვალიფიციური შედავება აღნიშნული მოთხოვნის გასაქარწყლებლად არ წარმოუდგენიათ, რითაც დადგინდებოდა ირ---–------–--------ს ქონებრივი მდგომარეობა, ან შემოსავალი ზიანის ასანაზღაურებლად;
4.19. მოცემული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, იმ შემთხვევაში, თუკი ირ---–------–--------ს ქონება ან შემოსავალი მკურნალობაზე დაკისრებული თანხების ასანაზღაურებლად არ იქნება საკმარისი, ამ თანხის გადახდაზე დამატებით პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ მის კანონიერ წარმომადგენლებს-მშობლებს: ლა----------–--------ს და ავ--------–-----–--------ს;
4.20. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით;
4.21. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე, 386-ე, 393-ე, 394-ე მუხლის ე1 პუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას და იღებს ახალ გადაწყვეტილებას, თუ სასამართლოს მიერ დარღვეული იქნა საპროცესო სამართლის ნორმა, რამაც არასწორი გადაწყვეტილება გამოიწვია, ან თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძლიანობის შეფასება შეუძლებელია;
4.22. თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე;
4.23. ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, პალატა მიიჩნევს, რომ ირ---–------–--------ს (მოპასუხე) კანონიერი წარმომადგენლების ლა----------–--------ს და ავ--------–-----–--------ს სააპელაციო საჩივარი, ასევე ალ----------------ს (მოსარჩელე) კანონიერი წარმომადგენლების იო-–-----------------ს და ვი-------------------ს შეგებებული სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; უნდა გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 12 მარტის გადაწყვეტილება ირ---–------–--------ს, ლა----------–--------ს და ავ--------–-----–--------სათვის ალ-----------------ს სასარგებლოდ 7690.13 აშშ დოლარის და 318.5 ლარის, თვალის რქოვანას გადანერგვის ოპერაციისათვის საჭირო - 16300 აშშ დოლარის, სარჩოს - 90 ლარის, მორალური ზიანის - 3000 ლარის დაკისრებისა და მხარეთა შორის საპროცესო ხარჯების განაწილების ნაწილში (სარეზოლუციო ნაწილის მე-2, მე-3, მე-5, მე-6, მე-7, მე-8 ნაწილები) და ამ ნაწილში მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება; ალ----------------ს კანონიერი წარმომადგენლების იო-–-----------------ს და ვი-------------------ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; ირ---–------–--------ს ალ-----------------ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მკურნალობაზე დახარჯული თანხის - 7690.13 აშშ დოლარის და 1318.5 ლარის, თვალის რქოვანას გადანერგვის ოპერაციისათვის სამომავლოდ საჭირო თანხის - 16300 აშშ დოლარის, ასევე სარჩლის წარდგენის დღიდან - 2017 წლის 17 იანვრიდან, ვი-------------------ს შრომისუნარიანობის აღდგენამდე სარჩოს სახით ყოველთვიურად - 90 ლარის და მორალური ზიანის 10000 ლარის ოდენობით ანაზღაურება; იმ შემთხვევაში, თუკი ირ---–------–--------ს ქონება ან შემოსავალი მკურნალობაზე დახარჯული თანხის - 7690.13 აშშ დოლარის და 1318.5 ლარის, თვალის რქოვანას გადანერგვის ოპერაციისათვის სამომავლოდ საჭირო თანხის - 16300 აშშ დოლარის, ასევე სარჩლის წარდგენის დღიდან - 2017 წლის 17 იანვრიდან, ვი-------------------ს შრომისუნარიანობის აღდგენამდე სარჩოს სახით ყოველთვიურად - 90 ლარის და მორალური ზიანის 10000 ლარის ოდენობით ასანაზღაურებლად არ იქნება საკმარისი, ამ თანხის გადახდაზე დამატებით პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ მის კანონიერ წარმომადგენლებს-მშობლებს: ლა----------–--------ს და ავ--------–-----–--------ს;
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
5.1. ირ---–------–--------ს (მოპასუხე) კანონიერი წარმომადგენლების ლა----------–--------ს და ავ--------–-----–--------ს სააპელაციო საჩივარი, ასევე ალ----------------ს (მოსარჩელე) კანონიერი წარმომადგენლების იო-–-----------------ს და ვი-------------------ს შეგებებული სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; უნდა გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 12 მარტის გადაწყვეტილება ირ---–------–--------ს, ლა----------–--------ს და ავ--------–-----–--------სათვის ალ-----------------ს სასარგებლოდ 7690.13 აშშ დოლარის და 318.5 ლარის, თვალის რქოვანას გადანერგვის ოპერაციისათვის საჭირო - 16300 აშშ დოლარის, სარჩოს - 90 ლარის, მორალური ზიანის - 3000 ლარის დაკისრებისა და მხარეთა შორის საპროცესო ხარჯების განაწილების ნაწილში (სარეზოლუციო ნაწილის მე-2, მე-3, მე-5, მე-6, მე-7, მე-8 ნაწილები) და ამ ნაწილში მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება; ალ----------------ს კანონიერი წარმომადგენლების იო-–-----------------ს და ვი-------------------ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; ირ---–------–--------ს ალ-----------------ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მკურნალობაზე დახარჯული თანხის - 7690.13 აშშ დოლარის და 1318.5 ლარის, თვალის რქოვანას გადანერგვის ოპერაციისათვის სამომავლოდ საჭირო თანხის - 16300 აშშ დოლარის, ასევე სარჩლის წარდგენის დღიდან - 2017 წლის 17 იანვრიდან, ვი-------------------ს შრომისუნარიანობის აღდგენამდე სარჩოს სახით ყოველთვიურად - 90 ლარის და მორალური ზიანის 10000 ლარის ოდენობით ანაზღაურება; იმ შემთხვევაში, თუკი ირ---–------–--------ს ქონება ან შემოსავალი მკურნალობაზე დახარჯული თანხის - 7690.13 აშშ დოლარის და 1318.5 ლარის, თვალის რქოვანას გადანერგვის ოპერაციისათვის სამომავლოდ საჭირო თანხის - 16300 აშშ დოლარის, ასევე სარჩლის წარდგენის დღიდან - 2017 წლის 17 იანვრიდან, ვი-------------------ს შრომისუნარიანობის აღდგენამდე სარჩოს სახით ყოველთვიურად - 90 ლარის და მორალური ზიანის 10000 ლარის ოდენობით ასანაზღაურებლად არ იქნება საკმარისი, ამ თანხის გადახდაზე დამატებით პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ მის კანონიერ წარმომადგენლებს-მშობლებს: ლა----------–--------ს და ავ--------–-----–--------ს;
6. საპროცესო ხარჯები
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა; თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც;
6.2. ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ ირ---–------–--------ს, ალ----------------ს სასარგებლოდ დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად უნდა დაეკისროს, სარჩელთან დაკავშირებით წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 1191,84 ლარის ანაზღაურება; იმ შემთხვევაში თუკი ირ---–------–--------ს ქონება ან შემოსავალი ალ----------------ს სასარეგებლოდ სარჩელთან დაკავშირებით წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 1191,84 ლარის ასანაზღაურებლად არ იქნება საკმარისი, ამ თანხის გადახდაზე დამატებით პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ მის კანონიერ წარმომადგენლებს-მშობლებს: ლა----------–--------ს და ავ--------–-----–--------ს;
6.3. ვინაიდან დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნა მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში ნაწილში, ხოლო ამ ნაწილში მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ირ---–------–--------ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 280 ლარის გადახდა, ხოლო იმ შემთხვევაში თუკი ირ---–------–--------ს ქონება ან შემოსავალი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაკისრებული სახელმწიფო ბაჟის - 280 ლარის ასანაზღაურებლად არ იქნება საკმარისი, ამ თანხის გადახდაზე დამატებით პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ მის კანონიერ წარმომადგენლებს-მშობლებს: ლა----------–--------ს და ავ--------–-----–--------ს;
6.4. აპელანტ ირ---–------–--------ს მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 2155,93 ლარის ოდენობით უნდა დარჩეს ბიუჯეტში.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. ირ---–------–--------ს კანონიერი წარმომადგენლების ლა----------–--------ს და ავ--------–-----–--------ს სააპელაციო საჩივარი, ასევე ალ----------------ს კანონიერი წარმომადგენლების იო-–-----------------ს და ვი-------------------ს შეგებებული სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 12 მარტის გადაწყვეტილება ირ---–------–--------ს, ლა----------–--------ს და ავ--------–-----–--------სათვის ალ-----------------ს სასარგებლოდ 7690.13 აშშ დოლარის და 318.5 ლარის, თვალის რქოვანას გადანერგვის ოპერაციისათვის საჭირო - 16300 აშშ დოლარის, სარჩოს - 90 ლარის, მორალური ზიანის - 3000 ლარის დაკისრებისა და მხარეთა შორის საპროცესო ხარჯების განაწილების ნაწილში (სარეზოლუციო ნაწილის მე-2, მე-3, მე-5, მე-6, მე-7, მე-8 ნაწილები) და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ალ----------------ს კანონიერი წარმომადგენლების იო-–-----------------ს და ვი-------------------ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. ირ---–------–--------ს ალ-----------------ს სასარგებლოდ დაეკისროს: მკურნალობაზე დახარჯული თანხის - 7690.13 აშშ დოლარის და 1318.5 ლარის, თვალის რქოვანას გადანერგვის ოპერაციისათვის სამომავლოდ საჭირო თანხის - 16300 აშშ დოლარის, ასევე სარჩელის წარდგენის დღიდან - 2017 წლის 17 იანვრიდან, ალ----------------ს შრომისუნარიანობის აღდგენამდე სარჩოს სახით ყოველთვიურად - 90 ლარის და მორალური ზიანის 10000 ლარის ოდენობით ანაზღაურება;
5. იმ შემთხვევაში, თუკი ირ---–------–--------ს ქონება ან შემოსავალი მკურნალობაზე დახარჯული თანხის - 7690.13 აშშ დოლარის და 1318.5 ლარის, თვალის რქოვანას გადანერგვის ოპერაციისათვის სამომავლოდ საჭირო თანხის - 16300 აშშ დოლარის, ასევე სარჩელის წარდგენის დღიდან - 2017 წლის 17 იანვრიდან, ალ----------------ს შრომისუნარიანობის აღდგენამდე სარჩოს სახით ყოველთვიურად - 90 ლარის და მორალური ზიანის 10000 ლარის ოდენობით ასანაზღაურებლად არ იქნება საკმარისი, ამ თანხის გადახდაზე დამატებით პასუხისმგებლობა დაეკისროთ მის კანონიერ წარმომადგენლებს - მშობლებს: ლა----------–--------ს და ავ--------–-----–--------ს;
6. ირ---–------–--------ს, ალ----------------ს სასარგებლოდ დაეკისროს, სარჩელთან დაკავშირებით წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 1191,84 ლარის ანაზღაურება;
7. იმ შემთხვევაში თუკი ირ---–------–--------ს ქონება ან შემოსავალი ალ----------------ს სასარეგებლოდ სარჩელთან დაკავშირებით წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის -1191,84 ლარის ასანაზღაურებლად არ იქნება საკმარისი, ამ თანხის გადახდაზე დამატებით პასუხისმგებლობა დაეკისროთ მის კანონიერ წარმომადგენლებს - მშობლებს: ლა----------–--------ს და ავ--------–-----–--------ს;
8. ირ---–------–--------ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 280 ლარის გადახდა, რაც ჩაირიცხოს შემდეგ ანგარიშზე: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი: TRESGE22, ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300 183 150;
9. იმ შემთხვევაში თუკი ირ---–------–--------ს ქონება ან შემოსავალი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაკისრებული სახელმწიფო ბაჟის - 280 ლარის ასანაზღაურებლად არ იქნება საკმარისი, ამ თანხის გადახდაზე დამატებით პასუხისმგებლობა დაეკისროთ მის კანონიერ წარმომადგენლებს - მშობლებს: ლა----------–--------ს და ავ--------–-----–--------ს;
10. აპელანტს - ირ---–------–--------ს სააპელაციო საჩვარზე სახელმწიფო ბაჟი 2155,93 ლარის ოდენობით გადახდილი აქვს;
11. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;
12. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლეები: ლაურა მიქავა (თავმჯდომარე)
ირმა პერანიძე
ინდირა მაშანეიშვილი