განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210016001644579
საქმე №2ბ/4018-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
14 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე - ბესარიონ ტაბაღუა
სხდომის მდივანი - ელენე ომანიძე
І აპელანტი (მოწინააღმდეგე მხარე) - რო----------ა
წარმომადგენელი - ბე----------–---–ი
ІІ აპელანტი (მოწინააღმდეგე მხარე) - ნი----–-------------ა
წარმომადგენელი - ია--------–---–ი
ІІІ აპელანტი (მოწინააღმდეგე მხარე) - გი--------------–---–ი
წარმომადგენელი - ნი----–-------------ე
І აპელანტის მოწინააღმდეგე მხარეები: ლა–-----–---ა, გუ-------------–---–ი, მა----------–---–ი (წარმომადგენელი - ნი----–-------------ე), ზა---------------–---–ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 04 მაისის გადაწყვეტილება
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
І. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
ІІ. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მის მიმართ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
ІІІ აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მის მიმართ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 04 მაისის გადაწყვეტილებით რო----------ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გი--------------–---–ს და ნი----–-------------ას რო----------ას სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ ზიანის 5500 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში ანაზღაურება; გი--------------–---–ს და ნი----–-------------ას რო----------ას სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ ექსპერტიზის ხარჯის 60 ლარის, სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვიდან მოხსნის საფასურის 21 ლარის, ევაკუატორის მომსახურების საფასურის 42 ლარის და საჯარიმო ავტოსადგომით სარგებლობის საფასურის 209 ლარის ანაზღაურება.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. 2----–-–----------, დაახლოებით 21:50 საათზე ქ-------–--–-------------------, გ-–--------------------------------------- კვეთაზე, გი---------------–---–ი მოძრაობდა მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანით „----------, სახ. ნომრით A--------, რა დროსაც დაარღვია საგზაო მოძრაობის წესები და შეეჯახა მოსარჩელე რო----------ას საკუთრებაში არსებულ ავტომანქანა „--------- სახ. ნორმით R--------, რომელსაც მართავდა ვა--------–-–--–--–ი. გამოძიებით დადგენილია, რომ გი---------------–---–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.
2.2. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №--------- დასკვნის თანახმად, ავტომობილ „--------------------- მძღოლს გი---------------–---–ს უგულვებელყოფილი აქვს „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-13 პუნქტისა და დანართი №2-ის ჰორიზონტალური მონიშვნის 1.3-ის მოთხოვნები, რამაც განაპირობა კონკრეტული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა.
2.3. უდავოა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს გი----------------–---–ი იყო არასრულწლოვანი, 17 წლის.
2.4. დადგენილია, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალება „----------, სახ. ნომრით A-------- 2-----–-–------------, გი----------------–---–ს სამართავად გადასცა (ათხოვა) მოპასუხე ლა–-----–---ამ, რომელსაც აღნიშნული ა/მანქანა ასევე რამოდენიმე დღით ათხოვა მოპასუხე ნი----–-------------ამ.
2.5. უდავოა, რომ დავის განხილვის პროცესში გი---------------–---–მა შეიცვლა გვარი და გახდა ჯა----–---–ი. გი--------------–---–ი, ასევე, დავის განხილვისას გახდა სრულწლოვანი.
2.6. დადგენილია, რომ დაზიანებული ავტოსატრანსპორტო საშუალების რომლის რეკვიზიტებია: „----------, სახ. ნომრით A-------- რეგისტრირებული მესაკუთრე არის გუ-------------–---–ი.
2.7. დადგენილია, რომ გამოძიების დასრულების შემდგომ დაზიანებული ა/მანქანა დაუბრუნდა გუ-------------–---–ს (ტ. І, ს.ფ 180);
2.8. 2017 წლის 19 მარტის დადგენილებიდან ირკვევა, რომ სისხლისსამართლებრივი დევნის ალტერნატიული მექანიზმის გამოყენებით და 2016 წლის 22 ნოემბერს სათანადო პროცედურების გავლის შემდგომ, გი--------------–---–თან გაფორმდა განრიდების ხელშეკრულება 3 თვით. ხელშეკრულებით დაკისრებული მოვალეობები მის მიერ შესრულდა კეთილსინდისიერად. აღნიშნულის საფუძველზე მიღებული იქნა დადგენილება სისხლის სამართლის საქმეზე გამოძოების შეწყვეტის შესახებ.
2.9. 2017 წლის 12 აპრილის შპს „ა-------------------- დასკვნის მიხედვით, დაზიანებულ ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაზრო ღირებულება საორიენტაციოდ შეადგენს 1500 აშშ დოლარს, ხოლო დაზიანებამდე 7000 აშშ დოლარს (ტ. І, ს.ფ 131);
2.10. 2017 წლის 19 აპრილის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე ირკვევა, რომ რო----------ამ მის საკუთრებაში არსებული ა/მანქანა „-------- სახ. ნორმით R---------, გაასხვისა 1500 აშშ დოლარად (ტ. І, ს.ფ 132-134);
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
2.11. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხეებს გი--------------–---–ს და ნი----–-------------ას სოლიდარულად ეკისრებათ მოსარჩელის ა/მანქანის დაზიანების შედეგად მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურების ვალდებულება.
მოპასუხეებს მიაჩნიათ, რომ ისინი არ წარმოადგენენ მოსარჩელის მიმართ წარმოშობილ მატერიალურ ზიანზე პასუხისმგებელ სუბიექტებს.
განსახილველ შემთხვევაში წინამდებარე სამოქალაქო საქმეზე თანდართული სისხლის სამართლის მასალებით დგინდება შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2016 წლის 19 მაისის არასრულწლოვანი დაზარალებულის/მოწმის გამოკითხვის ოქმში გი--------------–---–მა განმარტა, რომ 2----–-–---------- დაახლოებით 19:00 საათზე მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა მისი საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ, როდესაც მათ მეგობარს ლა–-----–---ას სთხოვეს ა/მანქანა ფ-------, სახ. ნომრით A--------, რომელიც მისი ინფორმაციით არ იყო მ--–----- კუთვნილება, თუმცა იმყოფებოდა მის მფლობელობაში. მიუხედავად იმისა, რომ მას არ ჰქონდა მართვის მოწმობა, ლა–-----–---ამ გადასცა მანქანის გასაღები. გი--------------–---–ი მეგობრებთან ერთად რამოდენიმე საათი მართავდა ა/მანქანას. დაახლოებით 21:50 საათზე ქ-------–--–-------------------------–-------------------------------------- დამაკავშირებელი გზის კვეთაზე მსვლელობისას ერთამენთს შეეჯახნენ ს-------–---–--------- მხრიდან ს--------–------ მიმართულებით მოძრავი, მოსარჩელის საკუთრებაში მყოფი ავტმობილი „--------, რომელსაც მართავდა ვა---------–-–--–--–ი და საპირისპირო მიმართულებით მოძრავი „--------------------, რომელსაც მართავდა მძღოლი გი---------------–---–ი.
2016 წლის 24 მაისის მოწმის დაკითხვის ოქმში ლ-–-----–----- მიუთითა შემდეგი:
2016 წლის 3 ან 4 მაისს მეგობარ ნი----–-------------ას სთხოვა ა/მანქანა ფ-------ს, სახ. ნომრით A-------- სამართავად გადაცემა, რომელიც მისი ინფორმაციით ჰქონდა ნაქირავები ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე. ნა-------- ნებაყოფლობით გადასცა აღნიშნული ა/მანქანა, რომლითაც ხშირად სარგებლობდნენ მეგობრები. 2----–-–---------- დაახლოებით 19:00 საათზე საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ ნახა მეგობრები, მათ შორის გი----------------–---–ი. მათ საუბრისას სურვილი გამოთქვეს ა/მანქანით გ-–------ ტერიტორიაზე გასეირნების. მიუხედავად იმისა, რომ არცერთ მათგანს არ ჰქონდა მართვის მოწმობა, მაინც გადასცა ავტომობილის გასაღები, რადგან გასეირნება სურდათ ახლო მანძილზე, რაც მისი შეფასებით არ წარმოადგენდა საფრთხის შემცველს. გარკვეული დროის შემდეგ, პირადად ნახა, რომ გ-–------ მ------------------------------- გზაჯვარედინზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილე იყო ა/მანქანა ფ-------ს, სახ. ნომრით A--------.
2016 წლის 13 ივნისის მოწმის გამოკითხვის ოქმში ნი----–-------------ამ განმარტა შემდეგი: 2016 წლის 2 ან 3 მაისს ინტერნეტის საშუალებით მისთვის ცნობილი გახდა ა/მანქანის ქირავნობასთან დაკავშირებით. კერძოდ, ქირავდებოდა წ-----–--------- ავტომანქანა ფ-------, სახ. ნომრით A--------, ხოლო განმცხადებელი იყო ერთ-ერთი მოქალაქე. განცხადების საფუძველზე, იმავე დღეს მასთან გააფორმდა ქირავნობის ხელშეკრულება და გარკვეული თანხის გადახდის სანაცვლოდ წამოიყვანა ა/მანქანა. ისინი შეთანხმდნენ, რომ ა/მანქანა იქირავა ერთი დღით, ხოლო თუ შემდგომში მოისურვებდა ქირავნობის ვადის გაგრძელებას, აღნიშნული დღეების საფასურს შემდგომში აანაზღაურებდა. 2016 წლის 3 ან 4 მაისს ზემოაღნიშნული ა/მანქანა ათხოვა მეგობარ ლა–-----–---ას, ვინაიდან გააჩნდა მართვის მოწმობა და იყო ფხიზელ მდგომარეობაში. 2----–-–----------, მის კუთვნილ ტელეფონზე დაუკავშირდნენ საპატრულო პოლიციიდან და შეატყობინეს, რომ ავტომანქანა ფ-------, სახ. ნომრით A-------- იყო ქ--------------- მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მონაწილე. ნი----–-------------ა იქვე აღნიშნავს, რომ აღნიშნული ა/მანქანა იქირავა მისთვის უცნობი მოქალაქისგან, რომლის საკონტაქტო მონაცემები არ ახსოვს.
ამავე საქმის მასალებში წარმოდგენილია გუ--------------–---–ის დაკითვის ოქმი, რომელიც განმარტავს, რომ მის სახელზე რეგისტრირებული ა/მანქანა ფ-----------------, სახ. ნომრით A--------, დაახლოებით 2016 წლის მარტის თვეში მიჰყიდა იო----------–---–ს ზეპირი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, თუმცა ბა----–---–-ს სახელზე ა/მანქანა რეგისტრირებული არ არის. 2----–-–---------- მას დაუკავშირდნენ საპატრულო პოლიციიდან და აცნობეს, რომ მის სახელზე რეგისტრირებული ა/მანქანა ფ-----------------, სახ. ნომრით A-------- იყო ქ--------------- მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მონაწილე, თუმცა ვინაიდან იგი გასული იყო მისი მფლობელობიდან ავტო-საგზაო შემთხვევის შესახებ არაფერი იცოდა. როგორ განვითარდა ხსენებული ავტო-საგზაო შემთხვევა, ან რა იყო მისი გამომწვევი მიზეზი, მისთვის უცნობია (ტ. ІІ, ს.ფ. 58-60; 92-94; 134-136; 177-179).
სასამართლომ განმარტა, რომ მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის სამართლიანი განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია, დაამტკიცოს ზიანის არსებობა და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ანუ, მოვალის მოქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული, არამედ ზიანის გამომწვევიც, შესაბამისად, ზიანის მიმყენებელმა უნდა დაამტკიცოს მის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა.
სასამართლომ შენიშნა, რომ რო----------ამ სარჩელის აღძვრისას წარადგინა ყველა ის ფაქტი და შესაბამისი მტკიცებულებები, რომელმაც დაადასტურა პირდაპირი მიზეზობრივი კავშირის არსებობა დამდგარ ზარალსა და მოპასუხეების: გი--------------–---–ის და ნი----–-------------ას ქმედებას შორის, ხოლო სასამართლოს მიერ ზიანის ანაზღაურებაზე დადგენილმა პასუხისმგებელმა პირებმა, ვერ უზრუნველყვეს მტკიცების ტვირთის იმგვარად რეალიზება, რაც გააბათილებდა ასეთი ფაქტის არ არსებობას.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.12. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სამოქალაქო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის მიხედვით, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს დელიქტური ვალდებულება. ამგვარი ვალდებულება არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა. დელიქტიდან გამომდინარე საფუძვლით სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა – ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, პირს დაეკისრება ერთდროულად რამდენიმე პირობის არსებობის შემთხვევაში: 1) უნდა არსებობდეს მართლსაწინააღმდეგო მოქმედება; 2) დამდგარი ზიანი; 3) მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა (ზიანს) და მართლსაწინააღმდეგო მოქმედებას შორის; 4) ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღოდეს ბრალი.
სსკ-ის 992-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება ნებისმიერი ზიანი, მიყენებული მოქალაქის პიროვნების ან ქონებისათვის, ასევე ზიანი, მიყენებული იურიდიული პირის ქონებისათვის. ზიანის ქვეშ, რომელიც ექვემდებარება ანაზღაურებას, პირველ რიგში, იგულისხმება, დაზარალებულის სუბიექტური სამოქალაქო უფლებების დარღვევის ქონებრივი შედეგები. ამასთან, თავად დარღვეული უფლებები შეიძლება იყოს როგორც ქონებრივი, ისე პირადი ხასიათის. ზიანი შეიძლება გამოიხატოს დაზარალებულის ქონების განადგურებით, გასხვისებით ან დაზიანებით.
მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია, დაამტკიცოს ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე, მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ, მოპასუხის მოქმედება უნდა იყოს არამარტო ბრალეული, არამედ ზიანის გამომწვევიც, შესაბამისად, ზიანის მიმყენებელმა უნდა დაამტკიცოს მის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა. (იხ. სუსგ 19.04.16 წ. საქმე №ას-191-183-2016).
ამდენად, პირს ზიანის ანაზღაურება დაეკისრება იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები. კერძოდ, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო ქმედებით და მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი.
განსახილველ დავაში უდავო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ 2----–-–----------, დაახლოებით 21:50 საათზე ქ-------–--–-------------------, გ-–------ მ---------------------------------- კვეთაზე, გი----------------–---–ი მოძრაობდა მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანით „----------, სახ. ნომრით A--------, რა დროსაც დაარღვია საგზაო მოძრაობის წესები და შეეჯახა მოსარჩელე რო-----------ას საკუთრებაში არსებულ ავტომანქანა „--------- სახ. ნორმით R--------, რომელსაც მართავდა ვა--------–-–--–--–ი.
გამოძიებით დადგენილია, რომ გი---------------–---–მა (ჯა----–---–ი) ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული. ამავე მასალების შესაბამისად, დგინდება, რომ ავტომობილ „--------------------- მძღოლს გი---------------–---–ს უგულვებელყოფილი აქვს „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-13 პუნქტისა და დანართი N2-ის ჰორიზონტალური მონიშვნის 1.3-ის მოთხოვნები, რამაც განაპირობა კონკრეტული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გი---------------–---–-----------–---–ი) წარმოადგენს პირს, რომელსაც განმარტებული ნორმის თანახმად წარმოეშობა მოსარჩელის მიმართ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება.
დადგენილია და უდავო გარემოებაა, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალება „----------, სახ. ნომრით A-------- 2----–-–----------, გი---------------–---–ს სამართავად გადასცა (ათხოვა) მოპასუხე ლა–-----–---ამ, რომელსაც აღნიშნული ა/მანქანა ასევე რამოდენიმე დღით ათხოვა მოპასუხე ნი----–-------------ამ.
თავის მხრივ ნი----–-------------ას ურთიერთობა ავტოსატრანსპორტო საშუალებასთან მიმართებაში უკავშირდება ქირავნობის ხელშეკრულებას, თუმცა არ დგინდება მოძრავი ნივთის გამქირავებლის ვინაობა.
სასამართლო განმარტავს, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის შედეგად გამოწვეული ზიანის ანაზღაურება დელიქტური ვალდებულების კერძო შემთხვევაა და მიუხედავად ბრალისა, მომეტებული საფრთხის წყაროს იურიდიულ მფლობელს (რომელიც შეიძლება მესაკუთრედაც განვიხილოთ) აკისრებს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას. კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მგზავრების გადაყვანისა და ტვირთების გადაზიდვისთვის გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების მფლობელი, თუ მისი სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, დასახიჩრება ან ჯანმრთელობის მოშლა, ანდა ნივთის დაზიანება, ვალდებულია დაზარალებულს აუნაზღაუროს აქედან წარმოშობილი ზიანი.
მოხმობილი ნორმა ადგენს სატრანსპორტო საშუალების იურიდიული მფლობელის ვალდებულებას, ნორმაში ჩამოთვლილ სიკეთეთა ხელყოფის შემთხვევაში, აგოს პასუხი. თავის მხრივ, ნორმის სუბიექტები არიან ვალდებული და დაზარალებული პირები. ვალდებულ პირად კანონი განიხილავს ნივთის მფლობელს, ანუ პირს, რომელსაც ამ ქონებაზე საკუთრება მართლზომიერად აქვს მოპოვებული, თუმცა, მფლობელი, როგორც ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელი პირი, შეიძლება იყოს, როგორც პირდაპირი, ისე - არაპირდაპირი.
უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული ერთგვაროვანი პრაქტიკის თანახმად, სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლით გათვალისწინებულ გამონაკლისს საფუძვლად უდევს ის გარემოება, რომ სატრანსპორტო საშუალება პოტენციური საფრთხის წყაროა და მისი მოხმარება განაპირობებს შედარებით მაღალი ხარისხით საზიანო შედეგების მიღების შესაძლებლობას, ვიდრე სხვა ჩვეულებრივი საქმიანობისას. ავტოსატრანსპორტო საშუალების ამგვარი თვისების გამო იგი მომეტებული საფრთხის წყაროდაა მიჩნეული და, მიუხედავად იმისა, რომ მისი მოხმარება სამართლებრივად ნებადართულია, პასუხისმგებლობა მომეტებული საფრთხის წყაროდან მომდინარე ზიანისათვის, ჩვეულებრივ, სამოქალაქო სამართლებრივ პასუხისმგებლობასთან შედარებით უფრო მკაცრია - ზიანის ანაზღაურების ვალდებულება მომეტებული საფრთხის წყაროს მფლობელს ბრალის მიუხედავად ეკისრება. აღნიშნული გამოწვეულია იმ მატერიალური ობიექტების ფლობითა და სარგებლობით (ექსპლუატაციით ან ნებისმიერი ფორმით მისი გამოყენებით), რომელსაც განსაკუთრებული ხარისხობრივი თვისება აქვთ და ადამიანის მხრიდან მასზე სრული კონტროლის დამყარება შეუძლებელია (იხ. სუსგ №ას-494-463-2010, 9 ნოემბერი, 2010 წელი).
აღსანიშნავია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის შედეგად დამდგარი ზიანისათვის სატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის თაობაზე. (საქმე №ას-254-239-2010).
საკასაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და განმარტა, რომ აღნიშნული ნორმის მიზნებიდან გამომდინარე, სატრანსპორტო საშუალების მფლობელად მიიჩნევა პირი, რომელიც იურიდიული საფუძვლით ახორციელებს ნივთზე ფაქტობრივ ბატონობას. იმ შემთხვევაში, თუ პირი, რომელიც იყენებს სატრანსპორტო საშუალებას მისი მფლობელის ნებართვის გარეშე (არამართლზომიერი მფლობელი), სხვას მიაყენებს ზიანს ამ სატრანსპორტო საშუალების გამოყენებით, სამოქალაქო პასუხისმგებლობა დაეკისრება ამ პირს (არამართლზომიერ მფლობელს) და არა სატრანსპორტო საშუალების მფლობელს. ამასთან, მფლობელი ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი, თუ სატრანსპორტო საშუალების გამოყენება შესაძლებელი გახდა მისი ბრალის გამო. სხვა შემთხვევაა, როდესაც მფლობელის მიერ მოსარგებლისათვის სატრანსპორტო საშუალების გადაცემა მართლზომიერია და სატრანსპორტო საშუალების ექსპლოატაციას მოჰყვება ზიანი. ასეთ დროს შესაძლებელია გამოვყოთ ორი შემთხვევა, როდესაც პასუხისმგებლობა ეკისრება სატრანსპორტო საშუალების მფლობელს: კერძოდ, როდესაც მოსარგებლე მფლობელის მიერ დანიშნულია სატრანსპორტო საშუალების სამართავად, ან თუ ეს სატრანსპორტო საშუალება მას გადაცემული ჰქონდა მფლობელისაგან. ამ შემთხვევაში მნიშვნელობა ენიჭება მომეტებული საფრთხის წყაროთი ზიანის მიყენების ინსტიტუტის თავისებურებას, რომლის შესაბამისად, სამოქალაქო პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს პირს (მფლობელს), რომელიც არ წარმოადგენს ზიანის მიმყენებელს, არ მიუძღვის ბრალი ზიანის დადგომაში.
სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ პირი სატრანსპორტო საშუალებას იყენებს მფლობელის ნებართვის გარეშე, იგი ვალდებულია მფლობელის ნაცვლად აანაზღაუროს ზიანი. ამასთან, მფლობელი ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი, თუ სატრანსპორტო საშუალების გამოყენება შესაძლებელი გახდა მისი ბრალის გამო. ამ ნაწილის პირველი წინადადება არ გამოიყენება, თუ მოსარგებლე მფლობელის მიერ დანიშნულია სატრანსპორტო საშუალების სამართავად, ან თუ ეს სატრანსპორტო საშუალება მას გადაცემული ჰქონდა მფლობელისაგან. ამდენად, მითითებული ნორმის პირველი წინადადება გამორიცხავს მფლობელის პასუხისმგებლობას, თუკი ნივთი მისი მფლობელობიდან გავიდა მისი ნებართვისა და ბრალის გარეშე. მფლობელის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საწინააღმდეგო დანაწესს ამკვიდრებს ამავე მუხლის ბოლო წინადადება. იგი დისპოზიციური ხასიათის დებულებაა, რომლის მიხედვით, მფლობელის პასუხისმგებლობის წარმოშობის ერთ-ერთ წანამძღვარს წარმოადგენს მფლობელის მიერ ნივთის მოსარგებლისათვის გადაცემა ამასთან, ნორმის მიზნიდან გამომდინარე, მნიშვნელობა არა აქვს, მფლობელობა პირდაპირია თუ არაპირდაპირი. მთავარია, რომ ნივთის გადაცემა მფლობელის მიერ უნდა ხორციელდებოდეს მართლზომიერ საფუძველზე.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით და თავად მოპასუხე ნი----–-------------ას ახსნა-განმარტებიდან ირკვევა, რომ 2016 წლის 2 ან 3 მაისს ინტერნეტის საშუალებით მისთვის ცნობილი გახდა ა/მანქანის ქირავნობასთან დაკავშირებით. განცხადების საფუძველზე, იმავე დღეს მასთან გააფორმდა ქირავნობის ხელშეკრულება და გარკვეული თანხის გადახდის სანაცვლოდ გადაეცა მანქანა. რომელიც რამოდენიმე დღით ათხოვა ლა–-----–---ას.
სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან ნი----–-------------ა ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე ფლობდა ა/მანქანას და ექსპლუატაციას უწევდა მას, შესაბამისად იგი აღნიშნული ავტომანქანის მართლზომიერ მფლობელად მოიაზრება.
სასამართლო შენიშნავს, რომ პასუხისმგებლობის სუბიექტთა დიფერენცირება სწორედ სამართალურთიერთობის იურიდიული ელემენტების გათვალისწინებით უნდა მოხდეს.
ქირავნობის ხელშეკრულებისას ავტოსატრანსპორტო საშუალებით მიყენებული ზიანის შემთხვევაში პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს დამქირავებელს იმდენად, რამდენადაც ქირავნობის ხელშეკრულებით დამქირავებელი მესაკუთრისამებრ ფლობს ნივთს, აღიჭურვება ნივთის მესაკუთრის უფლებებში.
დამქირავებელი უფლების თვალსაზრისით უთანაბრდება მესაკუთრეს, მანვე უნდა ზღოს მომეტებული საფრთხის წყაროს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების ტვირთი, განსხვავებით თხოვების ხელშეკრულებისაგან, რომელიც თავისი იურიდიული ბუნებით ცალმხრივი ხელშეკრულებაა და ამ ხელშეკრულების ფარგლებში მოთხოვნის უფლება გააჩნია მხოლოდ გამნათხოვრებელს, ხოლო მონათხოვრეს აკისრია მხოლოდ ვალდებულებები (სამოქალაქო კოდექსის 615-622-ე მუხლები). ლა–-----–---ას მიერ ავტომანქანით სარგებლობა ხდებოდა ნი----–-------------ასაგან მინიჭებული ლეგიტიმური საფუძვლით, თხოვების ხელშეკრულებიდან გამომდინარე. ასეთ შემთხვევაში, როდესაც სამართალურთიერთობას ჰყავს ერთადერთი მოთხოვნის მქონე სუბიექტი, ნივთის განათხოვრების შედეგად დამდგარი ზიანის რისკის მატარებელი სწორედ გამნათხოვრებელია, ანუ მოთხოვნის კრედიტორი, განსახილველ შემთხვევაში ნი----–-------------ა.
ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ლა–-----–---აზე ავტომანქანის განათხოვრებით ნი----–-------------ას შეუნარჩუნდა ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლოატაციით მოსალოდნელი რისკიც და მის შედეგზე პასუხისმგებლობაც და მფლობელობის გადაცემით იგი მონათხოვრე ლ-----–------ე არ გადასულა. ამდენად, ნი----–-------------ა როგორც ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი, მოცემულ შემთხვევაში ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებულ პირად უნდა იქნეს მიჩნეული, ხოლო საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები არ წარმოშობენ გუ-------------–---–ის მიმართ სოლიდარული პასუხისმგებლობის წინაპირობებს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის მიხედვით, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ამავე კოდექსის 464-ე მუხლის თანახმად, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით. სსკ-ის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
სასამართლომ განმარტა, რომ ავტოსატრანსპორტო შემთხვევით დაზარალებულ პირს არ ეკრძალება, სამოქალაქო კოდექსის 408-ემუხლის პირველი ნაწილით ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა ერთობლივად წაუყენოს როგორც ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელს, რომელიც ზიანის მიმყენებელია 999-ე მუხლის მე-4 ნაწილის მესამე წინადადების საფუძველზე, ისე - სატრანსპორტო საშუალების მოსარგებლეს, რომელიც ბრალეულად მოქმედებდა და ზიანის მიმყენებელია 992-ე მუხლის საფუძველზე. ამ შემთხვევაში სახეზეა მოვალეთა სიმრავლე ვალდებულებაში, ვალდებულებათა ერთიანობა, როდესაც ყოველ მოვალეს თავისი საკუთარი ვალდებულება აკისრია კრედიტორის წინაშე, მაგრამ ისინი ერთმანეთთან ისეა დაკავშირებული, რომ ქმნის სოლიდარულ ვალდებულებას.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანია, უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხეებს გი--------------–---–ს და ნი----–-------------ას სოლიდარულად უნდა დაეკისროთ ზიანის ანაზღაურება რო----------ას სასარგებლოდ 5500 აშშ დოლარის ოდენობით.
2.13. სასამართლომ მიიჩნია, რომ ასევე, არ არსებობს მა----------–---–ის და ზა---------------–---–ის როგორც სოლიდარული მოვალეების მიმართ ზიანის ანაზღაურების დაკისრების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი. წარმოდგენილი სარჩელის შინაარსიდან ირკვევა, რომ ისინი მოპასუხეებად ჩართულ იქნენ როგორც არასრულწლოვანი გი--------------–---–ის კანონიერ წარმომადგენლები. უდავოა, რომ გი--------------–---–ი დავის განხილვისას გახდა სრულწლოვანი და იგი დამოუკიდებლად აგებს პასუხს მოსარჩელის მიმართ წარმოშობილ მატერიალურ ზიანზე.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
І. აპელანტის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
3.1.1. აპელანტის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ, დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხე, ნი----–-------------ას ავტომობილი გადაცემული ჰქონდა ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე. სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე და ნი----–-------------ამ თავად აღნიშნა, რომ ავტომობილი დღიურად ჰქონდა ნაქირავები, მაგრამ მანქანის მართლზომიერი მფლობელის გამოკვეთა ამ საქმისთვის წარმოადგენდა განსაკუთრებული მნიშვნელობის საკითხს, რაც მოპასუხე, გუ-------------–---–ის, როგორც მესაკუთრის, პასუხისმგებლობის საკითხთან პირდაპირ კავშირში იყო. პირველი ინსტანციის სასამართლოსთვის მხოლოდ ნი----–-------------ას ჩვენება და გამოკითხვის შედეგად მიცემული ინფორმაცია არ უნდა ყოფილიყო საკმარისი, შესაბამისი ფაქტის დადგენილად ცნობისთვის.
აპელანტი მიუთითებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, ფაქტობრივად, დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ მოპასუხე გუ-------------–---–ს ავტომობილი გაყიდული ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ ცალსახად არ დგინდებოდა ავტომობილის გაყიდვის ფაქტი და პირიქით, მოსარჩელის მიერ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები საპირისპიროს ადასტურებდა, სასამართლომ ბევრი მსჯელობის და შეფასების გარეშე, გაიზიარა მოპასუხის პოზიცია.
აპელანტის შეფასებით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იძლეოდა იმის საშუალებას, რომ სასამართლოს ცალსახად დადგენილად მიეჩნია, რომ მოპასუხე, ნი----–-------------ა ავტომობილს ფლობდა ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე. მითითებული დაშვება გახდა სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მთავარი საფუძველი. პირველი ინსტანციის სასამართლომ ნი----–-------------ა (მოქირავნე) მიიჩნია მართლზომიერ მფლობელად, შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ავტომობილის მომეტებულ საფრთხეზე პასუხისმგებელ პირადაც ნი----–-------------ა იქნა მიჩნეული.
აპელანტი მიუთითებს, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი, თუ ვისგან და რა ფასად იქირავა ნი----–-------------ამ ავტომობილი. ასევე, არ დგინდება, რატომ ფლობდა ნი----–-------------ა ავტომობილს 2-3 დღით, როდესაც გამოძიებისთვის მიცემული ჩვენებით, მას ავტომობილი 1 დღით ჰქონდა ნაქირავები და შესაბამისად 1 დღის ქირავნობის თანხა ჰქონდა გადახდილი. აპელანტის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს უნდა ემსჯელა, რამდენად ჩაითვლება მართლზომიერ მფლობელობაში ავტომობილის ფლობა, როდესაც ქირავნობის ხელშეკრულების ვადა გასულია და ნივთის მესაკუთრე არ იღებს შესაბამის ზომებს უკანონო ფლობის აღსაკვეთად. მოცემული ფაქტობრივი გარემოების დადგენა მხოლოდ ნი----–-------------ას სამართლებრივ მდგომარეობაზე არ მოახდენდა გავლენას. მოპასუხე, გუ-------------–---–ი ვერ ადასტურებდა ავტომობილის გაყიდვის ფაქტს. უფრო მეტიც, საჯარიმო სადგომიდან ავტომობილის გამოსატანად მივიდა მოპასუხე, გუ-------------–---–ი. მოცემული ცხადჰყოფს, რომ გუ-------------–---–ი წარმოადგენს ავტომობილის რეალურ მესაკუთრეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ალოგიკურია, რა ინტერესი შეიძლება ჰქონოდა ავარიის შედეგად დამტვრეული ავტომობილის მფლობელობაში მიღების. ასევე, ბუნდოვანია, თუ ავტომობილს რეალურად სხვა მესაკუთრე ჰყავს, ვინმე ბა----–---–-, რატომ არც ერთ ურთიერთობაში არ ფიგურირებს ის. ავტომობილი ირიცხება გუ-------------–---–ის სახელზე, შესაბამისად მტკიცების ტვირთი იმისა, რომ ავტომობილს რეალურად სხვა მესაკუთრე ჰყავს, მას ეკისრებოდა. საქმეში წარმოდგენილი მასალებით, კი შეიძლება ობიექტურად ითქვას, რომ მოპასუხე, გუ-------------–---–ს არ წარმოუდგენია სასამართლოს წინაშე არც ერთი უტყუარი მტკიცებულება იმისა, რაც ავტომობილის გაყიდვის ფაქტს დაადასტურებდა. ამგვარი მტკიცებულება შესაძლოა ყოფილიყო ნასყიდობის ფასის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება, ან/და საქმეში „მესაკუთრის“ მოწმედ ჩართვა და აშ. პირველი ინსტანციის სასამართლომ არც პროცესის მიმდინარეობისას და არც სასამართლო გადაწყვეტილებაში მნიშვნელოვნად არ მიიჩნია გუ-------------–---–ის ფიგურა, რაც, საკითხისადმი არასწორი დამოკიდებულებაა. იმ პირობებში, როდესაც საქმეში ცალსახად არ დგინდება ნი----–-------------ა რა სამართლებრივი საფუძვლით ფლობდა ავტომობილს ლა–-----–---ასთვის გადაცემის მომენტში, როდესაც, ნათლად, არ არის გარკვეული, თუ ვის ეკუთვნის ავტომობილი, წარმოადგენს თუ არა ე.წ „გამქირავებელი“ მესაკუთრეს, ან ჰქონდა თუ არა ე.წ „გამქირავებელს“ ავტომობილი მესაკუთრისგან გადაცემული მართლზომიერად, არ შეიძლება გვერდი ავუაროთ მოპასუხეთა წრეში მოქცეულ იმ პიროვნებას, რომელიც წარმოადგენს ავტომობილის ოფიციალურ მესაკუთრეს და რომელიც არის ერთადერთი პიროვნება, ვინც ავარიის შედეგად დამტვრეული ავტომობილის შემდგომი განკარგვით იყო დაკავებული. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილებაში წარმოდგენილი მსჯელობა ნი----–-------------ას მართლზომიერ მფლობელობასთან და მის პასუხისმგებლობის ფარგლებთან დაკავშირებით, შესაძლოა იდენტურად გავრცელდეს გუ-------------–---–თან მიმართებითაც. შესაბამისად, აპელანტს მიაჩნია, რომ მოპასუხე გუ-------------–---–თან მიმართებაში პირველი ინსტანციის სასამართლოს უფრო საფუძვლიანად უნდა გამოეკვლია და შეეფასებინა საქმის გარემოება.
3.1.2. რაც შეეხება, მოპასუხე, ზა--------------–---–-სა და მოპასუხე, მა----------–---–ის საკითხს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 994-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, არასრულწლოვანის მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება წარმოეშობათ მის მშობლებს, თუ არასრულწლოვანს გააზრებული არ ჰქონდა ქმედება, ან თუ მას არ აქვს ზიანის ასანაზღაურებლად საკმარისი თანხა. მოცემულ შემთხვევაში, გი--------------–---–ი ზიანის მიყენების მომენტისთვის წარმოადგენდა არასრულწლოვანს. შეფასებითია ის საკითხი, რამდენად გააზრებული ჰქონდა თავისი ქმედების არსი გი--------------–---–ს. ავტომობილის მომეტებულ საფრთხეს და შესაძლო სამოქალაქოსამართლებრივ პასუხისმგებლობას ამ ასაკში ადამიანები ვერ გრძნობენ. ასე რომ არ იყოს, მართვის მოწმობის აღებას კანონმდებელი სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობის წარმოშობის ასაკს დაუკავშირებდა. თუმცა, ის კი ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ ქმედების განხორციელების მომენტისთვის, გი--------------–---–ს არ გააჩნდა შემოსავალი, ან უძრავი ქონება, რაც შეიძლება მოსარჩელისთვის ზიანის ასანაზღაურებლად საკმარისი ყოფილიყო. შესაბამისად, აპელანტს მიაჩნია, რომ ქმედების ჩადენის მომენტიდან სახეზე დგას გი--------------–---–ის მშობლების, მა----------–---–ისა და ზა---------------–---–ის სოლიდარული პასუხისმგებლობა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 994-ე მუხლის მე-3 ნაწილის განსაზღვრისას, კანონმდებლობის მიზანს წარმოადგენს მშობლის პასუხისმგებლობის საკითხი გამოკვეთოს ისეთი შემთხვევებისთვის, როდესაც არასრულწლოვანს გააზრებული არ აქვს ქმედების შინაარსი და შედეგები, ასევე თუ ქმედების ჩადენის მომენტისთვის არასრულწლოვანს არ გააჩნია საკმარისი თანხა ზიანის ასანაზღაურებლად. დელიქტური ქმედებისთვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულება პირს წარმოეშობა ქმედების ჩადენის მომენტიდან. შესაბამისად, მოცემული საკანონდებლო დანაწესით, მა----------–---–ის და ზა---------------–---–ის პასუხისმგებლობის საკითხი დგება ქმედების ჩადენის მომენტიდან და არა იმ მომენტიდან, თუ როდის მიმართავს მოსარჩელე სასამართლოს და მიმართვის მომენტისათვის რა ასაკის იქნება პირი.
3.1.3. აპელანტს მიაჩნია, რომ რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე, არასწორად შეაფასა საქმეში ლა–-----–---ას როლი. აღნიშნულ პირს გააზრებული ჰქონდა, რომ ავტომობილს არასრულწლოვანს, მართვის მოწმობის არმქონე პირს გადასცემდა. მოცემული მომენტისთვის მას უფრო შეიძლება ითქვას, რომ მართლზომიერად ჰქონდა გადაცემული ავტომობილი, ვიდრე მოპასუხე, ნი----–-------------ას, ვისზეც ისიც კი არ არის ცნობილი ავტომანქანას რა საფუძვლით ფლობდა. შესაბამისად, მოპასუხე ნი----–-------------ას პასუხისმგებლობის საკითხი არ უნდა გამორიცხავდეს ლა–-----–---ას პასუხისმგებლობას.
ІІ. აპელანტის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
3.2.1. აპელანტის განმარტებით, როგორც გამოძიების დროს, ასევე სასამართლო განხილვისას დაადასტურა, რომ გარკვეული თანხის გადახდის სანაცვლოდ იქირავა ა/მანქანა, რომელიც მფლობელობაში გადასცა ლა–-----–---ას, რომელმაც შემდგომ გადასცა მფლობელობაში არასრულწლოვან, მართვის უფლების არმქონე გი--------------–---–ს და ეს ფაქტობრივი გარემოებები სადავოდ არავის გაუხდია. სასამართლომ კი მიიღო ტენდენციური გადაწყვეტილება, რადგან სწორი სამართლებრივი შეფასება არ მისცა ზემოთ აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებს. თუ სასამართლო ჩათვლიდა, რომ ნი----–-------------ა არის ა/მანქანის ექსპლოატაციით მოსალოდნელი რისკის მატარებელი ერთადერთი მფლობელი, მაშინ სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა, რომ ზიანის მიმყენებელი გი--------------–---–ი მფლობელი ნი----–-------------ას ნებართვის გარეშე იყენებდა სატრანსპორტო საშუალებას, რაც სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ნი----–-------------ას სამოქალაქო პასუხისმგებლობას გამორიცხავს.
აპელანტის მოსაზრებით, კონკრეტული დავის ფარგლებში სასამართლომ ვერც ის დაასაბუთა, თუ რატომ არის ნი----–-------------ა „ერთადერთი მოთხოვნის სუბიექტი და ნივთის განათხოვრების შედეგად დამდგარი ზიანის რისკის მატარებელი“ ან რატომ მიიჩნია, რომ განათხოვრებით ნი----–-------------ას შეუნარჩუნდა ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლოატაციით მოსალოდნელი რისკიც და პასუხისმგებლობაც და მფლობელობის გადაცემით იგი მონათხოვრე ლ-----------ე არ გადასულა?!
ІІІ. აპელანტის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
3.3.1. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არასწორად განმარტა, სსკ-ს 999-ე მუხლი. აპელანტს, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევის დროს იყო 16 წლის, არ ჰქონდა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. სატრანსპორტო საშუალების მფლობელმა არ გამოიჩინა შესაბამისი გულისხმიერება და წინდახედულობა, როდესაც მან არასრულწლოვან პირს სამართავად გადასცა ავტომანქანა, შესაბამისად, სახეზეა მისი ბრალეული ქმედება, რომლის საფუძველზეც მოხდა სატრანსპორტო საშუალების გამოყენება.
3.3.2. აპელანტის მტკიცებით სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა. კერძოდ, სასამართლომ მოცემულ საქმეზე დაადგინა დამდგარი ზიანის ანაზღაურების სოლიდარული ვალდებულება სასამართლოს მიერ სსკ-ს 464-ე მუხლის გამოყენება მოკლებულია ყოველგვარ სამართლებრივ ლოგიკას, ვინაიდან სსკ-ს 999-ე მუხლი მე-4 ნაწილი პირდაპირ განსაზღვრავს იმ პირს, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ავტოსატრანსპორტო საშუალების გამოყენების შედეგად დამდგარი ზიანი. შესაბამისად, აპელანტს მიაჩნია, რომ ხსენებული მუხლების ერთობლივად გამოყენება ეწინააღმდეგება კანონმდებლის მიზანს, რომელმაც განსაკუთრებული პასუხისმგებლობა დააკისრა ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელს.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
იმავე კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს ამავე კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.
ამავე კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
4.1. სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ უდავოდ მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებებს და მიუთითებს მათზე (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების 2.1. – 2.10. პუნქტები).
4.2. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ რო----------ას სასარჩელო მოთხოვნის - ავტოავარიის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების სამართლებრივ საფუძველს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე, 994.3, 998-ე და 999.1 მუხლები წარმოადგენს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მგზავრების გადაყვანისა და ტვირთების გადაზიდვისთვის გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების მფლობელი, თუ მისი სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, დასახიჩრება ან ჯანმრთელობის მოშლა, ანდა ნივთის დაზიანება, ვალდებულია დაზარალებულს აუნაზღაუროს აქედან წარმოშობილი ზიანი.
მოხმობილი ნორმა ადგენს სატრანსპორტო საშუალების იურიდიული მფლობელის ვალდებულებას, ნორმაში ჩამოთვლილ სიკეთეთა ხელყოფის შემთხვევაში, აგოს პასუხი. თავის მხრივ, ნორმის სუბიექტები არიან ვალდებული და დაზარალებული პირები....უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული ერთგვაროვანი პრაქტიკის თანახმად, სსკ-ის 999-ემუხლით გათვალისწინებულ გამონაკლისს საფუძვლად უდევს ის გარემოება, რომ სატრანსპორტო საშუალება პოტენციური საფრთხის წყაროა და მისი მოხმარება განაპირობებს შედარებით მაღალი ხარისხით საზიანო შედეგების მიღების შესაძლებლობას, ვიდრე სხვა ჩვეულებრივი საქმიანობისას. ავტოსატრანსპორტო საშუალების ამგვარი თვისების გამო იგი მომეტებული საფრთხის წყაროდაა მიჩნეული და, მიუხედავად იმისა, რომ მისი მოხმარება სამართლებრივად ნებადართულია, პასუხისმგებლობა მომეტებული საფრთხის წყაროდან მომდინარე ზიანისათვის, ჩვეულებრივ, სამოქალაქო-სამართლებრივ პასუხისმგებლობასთან შედარებით უფრო მკაცრია – ზიანის ანაზღაურების ვალდებულება მომეტებული საფრთხის წყაროს მფლობელს ბრალის მიუხედავად ეკისრება. აღნიშნული გამოწვეულია იმ მატერიალური ობიექტების ფლობითა და სარგებლობით (ექსპლუატაციით ან ნებისმიერი ფორმით მისი გამოყენებით), რომელსაც განსაკუთრებული ხარისხობრივი თვისება აქვთ და ადამიანის მხრიდან მასზე სრული კონტროლის დამყარება შეუძლებელია (იხ. სუსგ №ას-494-463-2010, 9 ნოემბერი, 2010 წელი).
განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატას მხარეთა განმარტებების, სისხლის სამართლის საქმეზე დაკითხული მოწმეთა ჩვენებების (ტ. ІІ, ს.ფ. 58-60; 92-94; 134-136; 177-179), ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა სიის (ტ. І, ს.ფ 170) საფუძველზე დადგენილად მიაჩნია, რომ ავტომანქანა „ფ-------ს“, სახ. ნომრით A--------, რეგისტრირებული მესაკუთრე გუ-------------–---–ი ავტოსაგაზაო შემთხვევის დროისათვის არ წარმოადგენდა ზემოხსენებული ავტომანქანის მფლობელს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის შესაბამისად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.
განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე ნი----–-------------ას განმარტებას, რომ მან ავტომანქანა „----------, სახ. ნომრით A--------, იქირავა და ათხოვა ლა–-----–---ას, სააპელაციო პალატა განიხილავს აღიარებად და საკმარის მტკიცებულებად სადავო ფაქტობრივი გარემოების დასადგენად. შესაბამისად, სააპელაციო პალატას მიიჩნია, რომ ვინაიდან ნი----–-------------ა ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე ფლობდა ა/მანქანას და ექსპლუატაციას უწევდა მას, შესაბამისად იგი აღნიშნული ავტომანქანის მართლზომიერ მფლობელს წარმოადგენდა.
განსახილველ შემთხვევაში უდავოა, რომ ნი----–-------------ამ ავტომანქანა „----------, სახ. ნომრით A--------, ათხოვა ლა–-----–---ას, რომელმაც თავის მხრივ მანქანა სამართავად გადასცა არასრულწლოვან გი--------------–---–ს. ასევე უდავოა, რომ გი--------------–---–მა ავტომანქანა „ფ-------ს“ მართვისას დაარღვია საგზაო მოძრაობის წესები და შეეჯახა მოსარჩელე რო-----------ას საკუთრებაში არსებულ ავტომანქანა „--------- სახ. ნორმით R--------, რითაც მოსარჩელეს მიაყენა 5500 აშშ დოლარის ზიანი.
პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ პასუხისმგებლობის სუბიექტთა დიფერენცირება სწორედ სამართალურთიერთობის იურიდიული ელემენტების გათვალისწინებით უნდა მოხდეს.
ქირავნობის ხელშეკრულებისას ავტოსატრანსპორტო საშუალებით მიყენებული ზიანის შემთხვევაში პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს დამქირავებელს იმდენად, რამდენადაც ქირავნობის ხელშეკრულებით დამქირავებელი მესაკუთრისამებრ ფლობს ნივთს, აღიჭურვება ნივთის მესაკუთრის უფლებებში. დამქირავებელი უფლების თვალსაზრისით უთანაბრდება მესაკუთრეს, მანვე უნდა ზღოს მომეტებული საფრთხის წყაროს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების ტვირთი. ლა–------–---ას მიერ ავტომანქანით სარგებლობა კი ხდებოდა ნი----–-------------ასაგან მინიჭებული ლეგიტიმური საფუძვლით, თხოვების ხელშეკრულებიდან გამომდინარე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 155-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების მიხედვით, მფლობელად არ ითვლება ის პირი, რომელიც, თუმცა ახორციელებს ფაქტობრივ ბატონობას ნივთზე, მაგრამ სხვა პირის სასარგებლოდ, და რომელსაც ნივთის ფლობის უფლებამოსილება მიღებული აქვს ამ პირისაგან. მფლობელად მიიჩნევა მხოლოდ უფლებამოსილების მიმნიჭებელი პირი. თუ პირი ნივთს ფლობს იმ სამართლებრივი ურთიერთობის საფუძველზე, რომელიც განსაზღვრული ვადით ანიჭებს მას ნივთის ფლობის უფლებას ან ავალდებულებს მას ფლობდეს ნივთს, მაშინ ეს პირი ითვლება პირდაპირ მფლობელად, ხოლო უფლების მიმნიჭებელი ან ვალდებულების დამკისრებელი მიიჩნევა არაპირდაპირ მფლობელად.
პალატის მოსაზრებით, კონკრეტულ ურთიერთობაში ნი----–-------------ა ავტომანქანა „--------- არაპირდაპირ მფლობელად, ლა–-----–---ა პირდაპირ მფლობელად, ხოლო გი--------------–---–ი მოსარგებლედ (მპყრობელად) გვევლინება. ამასთან, ნიშანდობლივია, რომ ლა–-----–---ამ ავტომანქანა სამართავად არასრულწლოვანსა და ავტომობილის მართვის უფლების არმქონე პირს - გი--------------–---–ს გადასცა.
საქართველოს სამოქლაქო კოდექსის 998-ე მუხლის თანახმად, თუ ზიანის დადგომაში მონაწილეობს რამდენიმე პირი, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები. 2. ზიანისათვის პასუხს აგებს არა მარტო ის, ვინც იგი უშუალოდ მიაყენა, არამედ ისიც, ვინც ის დაიყოლია ან მისი ხელშემწყობი იყო, ასევე ისიც, ვინც შეგნებულად ისარგებლა სხვისთვის მიყენებული ზიანით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ავტოავარიის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება ნი----–-------------ასთან სოლიდარულად ლა–-----–---ასაც უნდა დაეკისროს, როგორც ავტომობილის პირდაპირ მფლობელს და ზიანის ხელშემწყობ პირს (სსკ-ის 992-ე, 998.2, 999.1 მუხლების საფუძველზე).
4.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
სააპელაციო პალატის მოსაზრებით, იმისთვის, რომ წარმოიშვას ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, სახეზე უნდა იყოს შესაბამისი პირობები. კერძოდ, პირს ზიანის ანაზღაურება დაეკისრება, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი და ზიანის მიმყენებელს მიუძღვის ბრალი. ამასთან, დადგენილი უნდა იყოს მიყენებული ზიანის ოდენობა. ამ პირობების ერთობლიობა წარმოადგენს იურიდიულ შემადგენლობას და თუნდაც ერთ-ერთი მათგანის არარსებობა, მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს ზემოხსენებულ ნორმებში მითითებულ კონსტრუქციას. თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას. შესაბამისად, დელიქტურ ვალდებულებასთან დაკავშირებით სარჩელის აღძვრისას მოსარჩელეს ევალება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო 102-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცების სტანდარტის დაცვით, სათანადო უტყუარი მტკიცებულებების წარდგენის გზით ამტკიცოს, რომ არსებობს სამივე ზემოაღნიშნული წინაპირობა. მოსარჩელის მიერ თავისი პოზიციის დასადასტურებლად კონკრეტული მტკიცებულებების წარდგენის შემდეგ საწინააღმდეგო გარემოებების მტკიცება მოპასუხის ვალდებულებაა, რისი შეუსრულებლობაც მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 15.02.2018წ. განჩინებაში მოცემული მსჯელობა საქმეზე #ას-72-72-2018).
განსახილველ შემთხვევაში, უდავოა, რომ 2----–-–----------, გ------- ჯა----–---–მა, რომელიც მოძრაობდა მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანით „----------, სახ. ნომრით A--------, დაარღვია საგზაო მოძრაობის წესები და შეეჯახა მოსარჩელე რო----------ას საკუთრებაში არსებულ ავტომანქანა „--------- სახ. ნორმით R--------, რითაც მოსარჩელეს მიაყენა 5500 აშშ დოლარის ზიანი.
შესაბამისად, გი--------------–---–ი (ფ------–---–-) წარმოადგენს პირს, რომელსაც განმარტებული ნორმის თანახმად წარმოეშობა მოსარჩელის მიმართ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება ნი----–-------------ასთან და ლა–-----–---ასთან სოლიდარულად.
4.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 994-ე მე-3 ნაწილის თანახმად, ათ წელზე მეტი ასაკის, მაგრამ არასრულწლოვანი, პირი პასუხს აგებს იმ ზიანისათვის, რომელიც მან სხვას მიაყენა, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ზიანის მიყენებისას მას არ შეეძლო თავისი მოქმედების მნიშვნელობა გაეგო. იმ შემთხვევაში, როცა ამ პირს არა აქვს საკმარისი ქონება ან შემოსავალი მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად, დამატებით პასუხისმგებლობა ეკისრებათ მის წარმომადგენლებსაც.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ხსენებული სამართლებრივი ნორმის მიზნებისათვის გადამწყვეტია დელიქტის ჩადენის დრო. კანონმდებელმა არასრულწლოვანი პირის მიერ მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად მის კანონიერ წარმომადგენლებს დამატებითი პასუხისმგებლობა სწორედ იმიტომ დააკისრა, რომ არასრულწლოვნებს არ შესწევთ უნარი სრულყოფილად გაიაზრონ თავიანთი ქმედების შინაარსი და შედეგეგები, შესაბამისად, მშობლები გარკვეულწილად პასუხისმგებელნი არიან მათი არასრულწლოვანი შვილების საქციელზე და ამით გამოწვეულ შედეგებზე.
მოცემულ შემთხვევაში, გი--------------–---–ი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს იყო არასრულწლოვანი, 17 წლის. ის გარემოება, რომ სარჩელის შეტანის მომენტში გ--------–---–ი სრულწლოვანი გახდა, არ გამორიცხავს ამ უკანასკნელის მიერ არასრულწლოვნების პერიოდში მიყენებულ ზიანზე მისი კანონიერ წარმომადგენლების პასუხისმგებლობას. ამასთან, ნიშანდობლივია, რომ არასრულწლოვნების მშობლებს შვილთან ერთად არა სოლიდარული პასუხისმგებლობა ეკისრება, არამედ მათი პასუხისმგებლობა სუბსიდიურია (დამატებითია).
ამდენად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მა----------–---–ს და ზა---------------–---–ს რო----------ას მიამრთ ზიანის ანაზრაურება 5500 აშშ დოლარის ოდენობით უნდა დაეკისროთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გი--------------–---–ს არ აღმოაჩნდება საკმარისი ქონება ან შემოსავალი მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ამდენად, სააპელაციო პალატა ასკვნის, რომ გი--------------–---–ისა და ნი----–-------------ას სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. რო---–--------ას სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 04 მაისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ უნდა იქნას ახალი გადაწყვეტილება რო----------ას სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ.
6. საპროცესო ხარჯები
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება აგრეთვე სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას.
ვინაიდან რო----------ას სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ლა–-----–---ას, მა----------–---–ს და ზა---------------–---–ს რო----------ას სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ სააპელაციო საჩივარზე გადახდილის სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 261 ლარის ოდენობით.
გამომდინარე იქიდან, რომ რო----------ას სარჩელი ლა–-----–---ას, მა----------–---–ს და ზა---------------–---–ის მიმართ დაკმაყოფილდა სრულად, გი--------------–---–ს, ნი----–-------------ას, ლა–-----–---ას, მა----------–---–ს და ზა---------------–---–ს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 120 ლარის, ექსპერტიზის საფასურის - 60 ლარის, სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვიდან მოხსნის საფასურის - 21 ლარის, ევაკუატორის მომსახურების საფასურის - 42 ლარის და საჯარიმო ავტოსადგომის სარგებლობის საფასურის - 209 ლარის ანაზღაურება. მათვე უნდა დაეკისროთ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის ნაწილის - 294.21 ლარის გადახდა.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. გი--------------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. ნი----–-------------ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
3. რო----------ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 04 მაისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება.
5. რო----------ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
6. გი--------------–---–ს, ნი----–-------------ას და ლა–-----–---ას რო----------ას სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ ზიანის 5500 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში ანაზღაურება.
7. იმ შემთხვევაში თუ გი--------------–---–ს არ აღმოაჩნდება საკმარისი ქონება ან შემოსავალი მიყენებული ზიანის - 5500 აშშ დოლარის ასანაზღაურებლად, რო----------ას მიმართ დამატებითი პასუხისმგებლობა ზემოხსენებული თანხის ფარგლებში დაეკისროთ მა----------–---–სა და ზა---------------–---–ს.
8. რო----------ას სარჩელი გუ-------------–---–ის მიმართ არ დაკმაყოფილდეს.
9. გი--------------–---–ს, ნი----–-------------ას, ლა–-----–---ას, მა----------–---–სა და ზა---------------–---–ს, რო----------ას სასარგებლოდ დაეკისროთ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 120 ლარის, ექსპერტიზის საფასურის - 60 ლარის, სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვიდან მოხსნის საფასურის - 21 ლარის, ევაკუატორის მომსახურების საფასურის - 42 ლარის და საჯარიმო ავტოსადგომის სარგებლობის საფასურის - 209 ლარის ანაზღაურება.
10. გი--------------–---–ს, ნი----–-------------ას, ლა–-----–---ას, მა----------–---–სა და ზა---------------–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლლოდ დაეკისროთ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის ნაწილის - 294.21 ლარის გადახდა.
11. ლა–-----–---ას, მა----------–---–ს და ზა---------------–---–ს რო----------ას სასარგებლოდ დაეკისროთ სააპელაციო საჩივარზე გადახდილის სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 261 ლარის ოდენობით.
12. ძალაში დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 16 დეკემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც მოპასუხე მა----------–---–ს (პ/ნ 0----------) აეკრძალა მის სახელზე რიცხული უძრავი ქონების, მდებარე - თ---–-------–--------------------------------------------------------, ს/კ 0----------------------, გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.
13. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-14 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში
14. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილება გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ბესარიონ ტაბაღუა