განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 27.09.2018
საქმის ნომერი
060210017001926708
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სასარჩელო საქმეები
თარიღი
27.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №060210017001926708

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2/ბ-80-18 28 სექტემბერი, 2018 წელი

ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

თავმჯდომარე (მომხსენებელი): მოსამართლეები: ლაურა მიქავა ირმა პერანიძე სიმონ ჩხაიძე სხდომის მდივანი - მირანდა ირემაძე

 

I აპელანტი (მოპასუხე) წარმომადგენელი II აპელანტი (მოპასუხე) წარმომადგენელი მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) წარმომადგენელი - ა(ა)იპ სა----------- მ----–----–-------- სა--------- ს---–- - ზ------ ს------ე - სა----------- მ----–----–-------- ს---------–-- - ნ----- ი-------ი - ა(ა)იპ ქალაქ სა----------- წ------ მ--–--- ქ--------- სახელობის სა--------- ს---–- - ა---------– ბ----------ე

დავის საგანი - განკარგულებების ბათილად ცნობა, მოძრავი ნივთების დაბრუნება -

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - სა----------- რაიონული სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება

 

1. პირველი აპელანტის მოთხოვნა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

1.1. მეორე აპელანტის მოთხოვნა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

- ა(ა)იპ სა----------- წ------ მ--–--- ქ--------- სახელობის სა--------- ს---–-ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;

- ბათილად იქნა ცნობილი სა----------- მ----–----–-------- ს---------–--ს 2010 წლის 17 აგვისტოს N-- განკარგულება;

- ბათილად იქნა ცნობილი სა----------- მ----–----–-------- ს---------–--ს 2010 წლის 04 ნოემბრის N-- განკარგულება;

- ბათილად იქნა ცნობილი სა----------- მ----–----–-------- ს---------–--ს 2010 წლის 04 ნოემბრის N-- განკარგულება;

- უარი ეთქვა მოსარჩელე ა(ა)იპ სა----------- წ------ მ--–--- ქ--------- სახელობის სა--------- სახლს სა----------- მ----–----–-------- ს---------–--ს 2010 წლის 17 აგვისტოს N-- განკარგულების ბათილად ცნობაზე;

- უარი ეთქვა მოსარჩელე ა(ა)იპ სა----------- წ------ მ--–--- ქ--------- სახელობის სა--------- სახლს სა----------- მ----–----–-------- ს---------–--ს 2010 წლის 17 ნოემბრის N-- განკარგულების ბათილად ცნობაზე;

- უარი ეთქვა მოსარჩელე ა(ა)იპ სა----------- წ------ მ--–--- ქ--------- სახელობის სა--------- სახლს სა----------- მ----–----–-------- ს---------–--ს 2010 წლის 22 ნოემბრის N-- განკარგულების ბათილად ცნობაზე;

- უარი ეთქვა ა(ა)იპ სა----------- წ------ მ--–--- ქ--------- სახელობის სა--------- სახლს სა----------- მ----–----–-------- ს---------–--ს 2010 წლის 03 დეკემბრის N-- განკარგულების ბათილად ცნობაზე;

- მოპასუხეებს სა----------- მ----–----–-------- ს---------–--ს და ა(ა)იპ სა----------- მ----–----–-------- სა--------- სახლს დაევალა დაუბრუნოს მოსარჩელე ა(ა)იპ სა----------- წ------ მ--–--- ქ--------- სახელობის სა--------- სახლს სა----------- მ----–----–-------- ს---------–--სა და სა----------- წ------ მ--–--- ქ--------- სახელობის სა--------- სახლს შორის 2010 წლის 26 ოქტომბერს გაფორმებული მიღება ჩაბარების აქტში მითითებული მოძრავი ნივთები: ძირითადი საშუალებები 1.მაცივარი „VORR“– 1 ცალი - 580 ლარი, 2.ტელევიზორი „SAMSUNGI” – 1 ცალი - 320 ლარი, 3.კომპიუტერი 1 ცალი (კომპლექტი) – 1100 ლარი, 4.მობილური ტელეფონი - „NOKIA“ – 1 ცალი 280 ლარი, 5.სანაყინე მაცივარი „უგური“ – 1 ცალი - 680 ლარი, 6.ქსეროქსის აპარატი - 1 ცალი - 850 ლარი, 7.სამეული - 1 ცალი - 550 ლარი, 8.სარეცხი მანქანა „ბოში“ – 1 ცალი - 350 ლარი, 9.მაცივარი „ვესტელი“ – 1 ცალი - 500 ლარი, 10.წყლის გამათბობელი ავზი - 1 ცალი - 300 ლარი.11.გაზქურა - 1 ცალი - 550 ლარი, 12.წყლის გამათბობელი ავზი - 1 ცალი 250 ლარი, 13.მტვერსასრუტი - 1 ცალი - 70 ლარი, 14.ფეჩი - 2 ცალი - 19- ლარი, 15.ელექტრო მრიცხველი - 1 ცალი - 250 ლარი. 16.მატორი წყლის - 1 ცალი - 200 ლარი, 17.ავტომანქანა „გოლფი“ – 1 ცალი - 8700 ლარი.18.ავტომანქანა „მიცუბიში“ – 1 ცალი - 12000 ლარი, 19.ნოხები (დიდი და პატარა) – 23 ცალი - 3000 ლარი, მცირე ფასიანი საგნები შემდეგი დასახელების:1. ელექტრო ღუმელი - 1 ცალი - 60 ლარი,2.ტაფა დიდი ტაფელის 1 ცალი - 35 ლარი3.ტაფა პატარა ფაფელის 1 ცალი - 15 ლარი,4.ემალის ჩაიდანი - 1 ცალი - 25 ლარი,5.ელ ჩამრთველი - 1 ცალი - 14 ლარი,6.ხორცის გასატარებელი მანქანა - 1 ცალი - 35 ლარი,7მიქსერი - 1 ცალი - 30 ლარი,8.სასწორი - 1 ცალი - 70 ლარი,9.ყავის ჭიქები - 5 ცალი - 17 ლარი,10.ჩაის ჭიქა - 5 ცალი - 15 ლარი,11.ყავის ჭიქები - 5 ცალი 21 ლარი,12.ჭიქები წვენის - 22 ცალი - 44 ლარი,13.სეკატორი - 1 ცალი - 8 ლარი,14.ჭიქები - 42 ცალი- 21 ლარი,15.დურალექსის ჭიქა - 2 ცალი - 6 ლარი,16.ქვაბი - 1 ცალი -25 ლარი,17.მაგიდის გადასაფარებელი - 2 ცალი - 70 ლარი,18.სამეულის გადასაფარებელი (კომპლექტი) – 1 ცალი - 120 ლარი,19.უთო - 1 ცალი - 75 ლარი,20.ტაფა - 1 ცალი - 20 ლარი,21.ქვაბი - 1 ცალი - 30 ლარი,22.თეთრეულის კომპლექტი - 2 ცალი - 70 ლარი,23.ელ. სადენის შნური - 2 ცალი - 16 ლარი,24.სურათი პატრიარქის და პრეზიდენტის - 2 ცალი - 70 ლარი,25.ელ გამათბობელი ღუმელი - 2 ცალი - 140 ლარი,26.ტელეფონის აპარატი - 1 ცალი - 140 ლარი,27.ადიელები შემოწირული - 50 ცალი - 750 ლარი;

-მოპასუხეებს სა----------- მ----–----–-------- ს---------–--ს და ა(ა)იპ სა----------- მ----–----–-------- სა--------- სახლს, მოსარჩელე ა(ა)იპ სა----------- წ------ მ--–--- ქ--------- სახელობის სა--------- სახლს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრათ სახელმწიფო ბაჟის, თითოეულს 200-200 ლარის ოდენობით გადახდა;

- მოპასუხე სა----------- მ----–----–-------- ს---------–--ს დაეკისრა მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ. ბაჟის 100 ლარის გადახდა ა(ა)იპ სა----------- წ------ მ--–--- ქ--------- სახელობის სა--------- ს---–-ს სასარგებლოდ.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.1. ქ. სა----------- წ------ მ--–--- ქ--------- სახელობის სა--------- ს---–- სახელმწიფო რეგისტრაციაში გატარდა 2004 წლის 27 სექტემბერს. მისი ლიკვიდაცია/რეორგანიზაცია არ მიმდინარეობს და იგი კვლავ რეგისტრირებულია როგორც ა(ა)იურიდიული პირი და მინიჭებული აქვს საიდენტიფიკაციო ნომერი - 2--------;

 

2.2. ა(ა)იპ სა----------- მ----–----–-------- სა--------- ს---–- რეგისტრირებულია 2010 წლის 22 ნოემბერს და მას მინიჭებული აქვს საიდენტიფიკაციო ნომერი - 4--------;

 

2.3. სა----------- წინდა მ--–--- ქ--------- სახელობის სა--------- ს---–-ს წესდებით დასტურდება, რომ კავშირის საქმიანობის უმთავრესი მიზანია მიუსაფარ და დავრდომილ თანამემამულეებზე მზრუნველობა;

 

2.4. 2010 წლის 26 ოქტომბერს სა----------- მ----–----–-------- გამგეობასა და ააიპ სა----------- წ----- მ--–--- ქ--------- სახელობის სა--------- სახლს შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი, ბალანსზე არსებული ძირითადი საშუალებების სა----------- მუნიციპალიტეტზე გადაცემის შესახებ;

 

2.5. უდავოა, რომ სა----------- მ----–----–-------- გამგეობასა და ააიპ სა----------- წ----- მ--–--- ქ--------- სახელობის სა--------- სახლს შორის 2010 წლის 26 ოქტომბრის მიღება-ჩაბარების აქტში მითითებული მოძრავი ნივთები, მათ შორის მექანიკური სატრანსპორტო საშუალებები გადაეცა სა----------- მუნიციპალიტეტეის სა--------- სახლს;

 

2.6. სა----------- მ----–----–-------- ს---------–--ს 2010 წლის 17 აგვისტოს N-- განკარგულების პირველი პუნქტის თანახმად დაფუძნდა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ,,სა----------- სა--------- ს---–-”. ამავე განკარგულების მე-3 პუნქტის თანახმად, აიპი ,,სა----------- მ----–----–-------- სა--------- ს---–-” ჩაითვალა რეგისტრირებული კავშირი ,,სა----------- წ------ მ--–--- ქ--------- სახელობის სა--------- ს---–-ს” უფლებამონაცვლედ;

 

2.7. სა----------- მ----–----–-------- ს---------–--ს 2010 წლის 17 აგვისტოს N-- განკარგულებით არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,სა----------- წ------ მ--–--- ქ--------- სახელობის სა--------- ს---–-ს” საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთების სა----------- მ----–----–-------- საკუთრებაში გადმოცემისა და მათი არასამეწარმეო იურიდიული პირი სა----------- მ----–----–-------- სა--------- ს---–-სთვის სარგებლობაში გადაცემის ორგანიზაციული უზრუნველყოფისათვის განისაზღვრა ერთთვიანი ვადა;

 

2.8. სა----------- მ----–----–-------- ს---------–--ს 2010 წლის 04 ნოემბრის N-- განკარგულებით სა----------- მ----–----–-------- ს---------–--ს N-- განკარგულებით მოძრავ ქონების გადაცემისათვის განსაზღვრული ვადა გაგრძელდა ერთი თვით.

 

2.9. სა----------- მ----–----–-------- გამგეობასა და ააიპ სა----------- წ----- მ--–--- ქ--------- სახელობის სა--------- სახლს შორის 2010 წლის 26 ოქტომბრის მიღება-ჩაბარების აქტით სა----------- მ----–----–-------- გამგეობას გადაეცა შემდეგი მოძრავი ნივთები: ძირითადი საშუალებები 1.მაცივარი „VORR“ – 1 ცალი - 580 ლარი, 2.ტელევიზორი „SAMSUNGI” – 1 ცალი - 320 ლარი, 3.კომპიუტერი 1 ცალი (კომპლექტი) – 1100 ლარი, 4.მობილური ტელეფონი - „NOKIA“ – 1 ცალი 280 ლარი, 5.სანაყინე მაცივარი „უგური“ – 1 ცალი - 680 ლარი, 6.ქსეროქსის აპარატი - 1 ცალი - 850 ლარი, 7.სამეული - 1 ცალი - 550 ლარი, 8.სარეცხი მანქანა „ბოში“ – 1 ცალი - 350 ლარი, 9.მაცივარი „ვესტელი“ – 1 ცალი - 500 ლარი, 10.წყლის გამათბობელი ავზი - 1 ცალი - 300 ლარი.11.გაზქურა - 1 ცალი - 550 ლარი, 12.წყლის გამათბობელი ავზი - 1 ცალი 250 ლარი, 13.მტვერსასრუტი - 1 ცალი - 70 ლარი, 14.ფეჩი - 2 ცალი - 19- ლარი, 15.ელექტრო მრიცხველი - 1 ცალი - 250 ლარი. 16.მატორი წყლის - 1 ცალი - 200 ლარი, 17.ავტომანქანა „გოლფი“ – 1 ცალი - 8700 ლარი.18.ავტომანქანა „მიცუბიში“ – 1 ცალი - 12000 ლარი, 19.ნოხები (დიდი და პატარა) – 23 ცალი - 3000 ლარი, მცირე ფასიანი საგნები შემდეგი დასახელების:1. ელექტრო ღუმელი - 1 ცალი - 60 ლარი,2.ტაფა დიდი ტაფელის 1 ცალი - 35 ლარი3.ტაფა პატარა ფაფელის 1 ცალი - 15 ლარი,4.ემალის ჩაიდანი - 1 ცალი - 25 ლარი,5.ელ ჩამრთველი - 1 ცალი - 14 ლარი,6.ხორცის გასატარებელი მანქანა - 1 ცალი - 35 ლარი,7მიქსერი - 1 ცალი - 30 ლარი,8.სასწორი - 1 ცალი - 70 ლარი,9.ყავის ჭიქები - 5 ცალი - 17 ლარი,10.ჩაის ჭიქა - 5 ცალი - 15 ლარი,11.ყავის ჭიქები - 5 ცალი 21 ლარი,12.ჭიქები წვენის - 22 ცალი - 44 ლარი,13.სეკატორი - 1 ცალი - 8 ლარი,14.ჭიქები - 42 ცალი- 21 ლარი,15.დურალექსის ჭიქა - 2 ცალი - 6 ლარი,16.ქვაბი - 1 ცალი -25 ლარი,17.მაგიდის გადასაფარებელი - 2 ცალი - 70 ლარი,18.სამეულის გადასაფარებელი (კომპლექტი) – 1 ცალი - 120 ლარი,19.უთო - 1 ცალი - 75 ლარი,20.ტაფა - 1 ცალი - 20 ლარი,21.ქვაბი - 1 ცალი - 30 ლარი,22.თეთრეულის კომპლექტი - 2 ცალი - 70 ლარი,23.ელ. სადენის შნური - 2 ცალი - 16 ლარი,24.სურათი პატრიარქის და პრეზიდენტის - 2 ცალი - 70 ლარი,25.ელ გამათბობელი ღუმელი - 2 ცალი - 140 ლარი,26.ტელეფონის აპარატი - 1 ცალი - 140 ლარი,27.ადიელები შემოწირული - 50 ცალი - 750 ლარი;

 

2.10. 2010 წლის 04 ნოემბრის სა----------- მ----–----–-------- ს---------–--ს მიერ მიღებული იქნა N-- განკარგულება სა----------- მ----–----–-------- გამგეობასა და ააიპ სა----------- წ----- მ--–--- ქ--------- სახელობის სა--------- სახლს შორის 2010 წლის 26 ოქტომბრის მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით განკარგულების დანართი N--ში მითითებული მოძრავი ნივთების სა----------- მ----–----–-------- საკუთრებად აღრიცხვის, მიღება-ჩაბარების აქტში მითითებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მონაცემებში სა----------- მ----–----–-------- საკუთრებად აღრიცხვის და დანართ N- -ში მითითებული ქონების ბალანსზე აყვანის შესახებ;

 

2.11. 2010 წლის 17 ნოემბერს სა----------- მ----–----–-------- ს---------–--ს მიერ მიღებული იქნა N-- განკარგულება, რომლითაც ცვლილება შევიდა 2010 წლის 17 აგვისტოს N-- განკარგულების მე-3 პუნქტში და ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით; „3. რეგისტრირებული კავშირი სა----------- წ------ მ--–--- ქ--------- სახელობის სა--------- ს---–-ს წევრთა კრების 2010 წლის 16 აგვისტოს N- ოქმის მიხედვით, არასამეწარმეო იურიდიული პირი სა----------- მ----–----–-------- სა--------- ს---–- ჩაითვალოს რეგისტრირებული კავშირი სა----------- წ------ მ--–--- ქ--------- სახელობის სა--------- ს---–-ს უფლებამონაცვლედ“;

 

2.12. 2010 წლის 22 ნოემბერს სა----------- მ----–----–-------- ს---------–--ს მიერ მიღებული იქნა N-- განკარგულება, რომლითაც 2010 წლის 17 აგვისტოს N-- განკარგულებიდან ამოღებული იქნა მე-3 პუნქტი; ძალადაკარგულად გამოცხადდა არასამეწარმეო იურიდიული პირის სა----------- მ----–----–-------- სა--------- ს---–-ს დაფუძნებისა და წესდების დამტკიცების შესახებ“ სა----------- მ----–----–-------- ს---------–--ს 2010 წლის 17 აგვისტოს N-- განკარგულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე სა----------- მ----–----–-------- ს---------–--ს 2010 წლის 17 ნოემბრის N-- განკარგულება;

 

2.13. 2010 წლის 03 დეკემბერს სა----------- მ----–----–-------- ს---------–--ს მიერ მიღებული იქნა N-- განკარგულება, რომლის პირველი პუნქტით დამტკიცდა ა(ა)იპ სა----------- მ----–----–-------- სა--------- ს---–-ს 2010 წლის განსხორციელებელი პროგრამა, მე-2 პუნქტით შემოსავლების გეგმა, მე-3 პუნქტით განსახორციელებლი პროგრამის შესრულებისათვის საჭირო ხარჯი, მე-4 პუნქით რეგისტრირებული კავშირი სა----------- წ------ მ--–--- ქ--------- სახელობის სა--------- ს---–-ს წევრთა კრების 2010 წლის 16 აგვისტოს N- ოქმის მიხედვით, არასამეწარმეო იურიდიული პირი სა----------- მ----–----–-------- სა--------- ს---–- ჩაითვალა რეგისტრირებული კავშირის სა----------- წ------ მ--–--- ქ--------- სახელობის სა--------- ს---–-ს უფლებამონაცვლედ;

 

2.14. სა----------- წ------ მ--–--- ქ--------- სახელობის სა--------- ს---–-ს 2010 წლის 16 აგვისტოს სხდომის N- ოქმის მიხედვით, რეგისტრირებული კავშირის რ/კ ,,სა----------- წ------ მ--–--- ქ--------- სახელობის სა--------- ს---–-ს” საკუთრებაში არსებული ყველა მოძრავი ნივთის (მათ შორის მექანიკური სატრანსპორტო საშუალებები) სა----------- მ----–----–-------- სოციალური სფეროს მიზნების მქონე, არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირის სარგებლობაში გადაცემისთვის აუცილებელია, რომ ეს მოძრავი ნივთები (მათ შორის მექანიკური სატრანსპორტო საშუალებები) გადაეცეს საკუთრებაში სა----------- მუნიციპალიტეტს. რ/კ ,,სა----------- წ------ მ--–--- ქ--------- სახელობის სა--------- ს---–-ს” საკუთრებაში არსებული ყველა მოძრავი ნივთი (მათ შორის მექანიკური სატრანსპორტო საშუალებები) გადაეცა საკუთრებაში სა----------- მუნიციპალიტეტს;

 

2.15. სა----------- წ------ მ--–--- ქ--------- სახელობის სა--------- ს---–-ს 2010 წლის 16 აგვისტოს სხდომის ოქმს ხელს აწერს კავშირის ექვსი წევრი, ხელმოწერის ნამდვილობა დადასტურებულია ნოტარიუსის მიერ;

 

2.16. დადგენილია, რომ გადაწყვეტილება სა----------- მ----–----–--------ათვის მიღება-ჩაბარების აქტში მითითებული მოძრავი ქონების და მათ შორის მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სა----------- მ----–----–--------ათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ მიღებული იქნა რეგისტრირებული კავშირი სა----------- წ------ მ--–--- ქ--------- სახელობის სა--------- ს---–-ს 2010 წლის 16 აგვისტოს სხდომაზე კავშირის 6 წევრის მიერ, ანუ არაუფლებამოსილი ორგანოს მიერ, ქვორუმის არარსებობის გამო და იგი ბათილია. ვინაიდან სა----------- წ------ მ--–--- ქ--------- სახელობის სა--------- ს---–-ს წესდების თანახმად კავშირის უმაღლესი ორგანოა კავშირის წევრთა საერთო კრება, კრების გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით. საერთო კრებებს შორის პერიოდში კავშირის ხელმძღვანელი ორგანოა კავშირის წევრთაგან არჩეული გამგეობა, გამგეობა შედგება 12 წევრისაგან, გამგეობა უფლებამოსილია თუ სხდომას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი, გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა უმრავლესობით, გამგეობა განაგებს კავშირის ქონებას;

 

2.17. დადგენილია, რომ არ არსებობს სა----------- წ------ მ--–--- ქ--------- სახელობის სა--------- ს---–-ს საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთების სა----------- მ----–----–-------- საკუთრებაში გადაცემის და მათი არასამეწარმეო იურიდიული პირი სა----------- მ----–----–-------- სა--------- ს---–-სთვის სარგებლობაში გადაცემის ორგანიზაციული უზრუნველყოფისათვის ვადის განსაზღვრის, ვადის გაგრძელებისა და ქონების მ----–----–-------- საკუთრებაში აღრიცხვის შესახებ, სა----------- მ----–----–-------- ს---------–--ს 2010 წლის 17 აგვისტოს N--, 2010 წლის 04 ნოემბრის N-- და N-- განკარგულებების გამოცემის სამართლებრივი საფუძვლები, ვინაიდან გადაწყვეტილება ქონების გასხვისების შესახებ მიღებულია არაუფლებამოსილი პირის მიერ. წესდების თანახმად ქონების განკარგვის შესახებ გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოს წარმოადგენს გამგეობა, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ქონების განკარგვის შესახებ ბათილია, რადგან სხდომას რომელზეც მიღებული იქნა სადავო გადაწყვეტილება არ ესწრებოდა წევრთა ნახევარზე მეტი. აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის;

 

2.18. გარდა ამისა საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ ქვორუმის არსებობის პირობებშიც კი ქონების გასხვისება არ ემსახურება არასამეწარმეო იურიდიული პირის ორგანიზაციულ განვითრებას, არ წარმოადგენს ხელისშემწყობ გარემოებას მისი მიზნების განხორციელებისათვის და არ ემსახურება საქველმოქმედო მიზნებს, როგორც ეს გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 36-ე მუხლით, რომლის თანახმად არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისება შესაძლებელია, თუ გასხვისება ემსახურება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საქმიანობას, მის ორგანიზაციულ განვითარებას, ხელს უწყობს მისი მიზნების განხორციელებას ან ემსახურება საქველმოქმედო მიზნებს;

 

2.18. დადგენილია, რომ მოსარჩელეს აქვს უფლება მიმართოს სასამართლოს თავისი დარღვეული უფლების აღსადგენად, ვინაიდან მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი გამომდინარეობს უსაფუძვლო გამდიდრების მომწესრიგებელი ნორმებიდან, განსახილველ ურთიერთობაზე ვრცელდება უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტი, ამ ურთიერთობის მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ხანდაზმულობის საერთო ვადა 10 წელი.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.19. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 9-6-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში;

 

2.20. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 989-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, 9-6-988-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მიმღები, რომელიც მოვალეა დააბრუნოს მიღებული, უსასყიდლოდ გადასცემს მას მესამე პირს, მაშინ მესამე პირი ასევე მოვალეა დააბრუნოს მიღებული ისე, თითქოს მას კრედიტორისაგან კანონიერი საფუძვლის გარეშე მიეღოს რაიმე, თუკი მიმღებისგან დაკმაყოფილება შეუძლებელია;

 

2.21. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 991-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირის ხარჯზე უსაფუძვლოდ გამდიდრდა სხვა საშუალებითაც, გარდა იმისა, რაც გათვალისწინებულია ამ თავში, მოვალეა დაუბრუნოს მას მიღებული;

 

2.22. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს;

 

2.23. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ რომ არ არსებობს სა----------- წ------ მ--–--- ქ--------- სახელობის სა--------- ს---–-ს საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთების სა----------- მ----–----–-------- საკუთრებაში გადაცემის და მათი არასამეწარმეო იურიდიული პირი სა----------- მ----–----–-------- სა--------- ს---–-სთვის სარგებლობაში გადაცემის ორგანიზაციული უზრუნველყოფისათვის ვადის განსაზღვრის, ვადის გაგრძელებისა და ქონების მ----–----–-------- საკუთრებაში აღრიცხვის შესახებ, სა----------- მ----–----–-------- ს---------–--ს 2010 წლის 17 აგვისტოს N--, 2010 წლის 04 ნოემბრის N-- და N-- განკარგულებების გამოცემის სამართლებრივი საფუძვლები, შესაბამისად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი, სა----------- მ----–----–-------- ს---------–--ს 2010 წლის 17 აგვისტოს N--, 2010 წლის 04 ნოემბრის N-- და N-- განკარგულებები;

 

2.24. დადგენილია, რომ მოპასუხე სა----------- მ----–----–-------- ს---------–--სთვის სა----------- წ------ მ--–--- ქ--------- სახელობის სა--------- ს---–-ს მოძრავი ქონების გადაცემა მოხდა სამართლებრივი საფუძვლის გარეშე - ბათილი გარიგების საფუძველზე. უდავოა ის გარემოება, რომ სა----------- მ----–----–-------- ს---------–--სთვის 2010 წლის 26 ოქტომბრის მიღება-ჩაბარების აქტით მოსარჩელისგან მიღებული ქონება უსასყიდლო სარგებლობაში გადაეცა სა----------- მ----–----–-------- სა--------- სახლს. აღნიშნული ქონება დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე ექვემდებარება მოსარჩელისთვის უკან დაბრუნებას;

 

2.25. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლის თანახმად, აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესი დავის შედეგისადმი პირის სუბიექტური დამოკიდებულებით არ განისაზღვრება. აღიარებითი სარჩელით უნდა მიიღწეოდეს იმ სამართლებრივი სიკეთის (უფლების) აღდგენა, რაც კანონმდებლობის მიხედვით მინიჭებული ჰქონდა მოსარჩელეს. მხარემ უნდა დაასაბუთოს ის გარემოება, რომ მხოლოდ ამგვარი სარჩელით აღწევს იგი შედეგს, რასაც მიზნად ისახავს. ამდენად, იურიდიული ინტერესის არსებობა გულისხმობს იმ შედეგების მითითებას, რომლის მიღწევის უზრუნველსაყოფადაც მოსარჩელემ მიმართა სასამართლოს აღიარებითი სარჩელით. აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებით, მოსარჩელემ უნდა განახორციელოს კონკრეტული უფლება და ამ უფლების განხორციელება დაკავშირებული უნდა იყოს უშუალოდ აღიარებითი სარჩელით მოთხოვნილი უფლების აღიარებასთან;

 

2.26. მოცემულ შემთხვევაში უდავოა, ის გარემოება, რომ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი სა----------- წ------ მ--–--- ქ--------- სახელობის სა--------- ს---–- დღემდე რეგისტრირებულია სამეწარმეო რეესტრში, როგორც კერძო სამართლის დამოუკიდებელი სუბიექტი, რეგისტრაცია წარმოშობს მის იურიდიულ უფლებებსა და მოვლეობებს კერძო სამართლებრივ ურთიერთობებში, მას უფლება აქვს განახორციელოს კანონით აუკრძალავი ნებისმიერი საქმიანობა და სა----------- მ----–----–-------- ს---------–--ს მიერ მიღებული სადავო განკარგულებები ვერ შეცვლის ამ სურათს. სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრის ჩანაწერით, ასევე საქმის სხვა მასალებით დადგენილია რომ ახალი სუბიექტის წარმოშობას არ გამოუწვევია ძველის ფუნქციონირების შეწყვეტა, ორივე მათგანი სხვადასხვა საიდენტიფიკაციო ნომრით დღესაც რეგისტრირებულია, როგორც მოქმედი სუბიექტი. ს---------–--ს კომპეტენციის ფარგლებში გამოცემული განკარგულებები, რომლითაც დაფუძნდა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი - სა----------- მ----–----–-------- სა--------- ს---–-, რომელიც საკუთარი ნებითა და მოქმედებით იძენს გარკვეულ უფლებებს, კისრულობს გარკვეულ ვალდებულებებს მესამე პირების წინაშე, რაიმე იურიდიულ შედეგს ვერ მოახდენს მოსარჩელის კანონიერ ინტერესზე. შესაბამისად, სა----------- მ----–----–-------- ს---------–--ს 2010 წლის 17 აგვისტოს N--, 2010 წლის 17 ნოემბრის N--, 2010 წლის 22 ნოემბრის N-- და 2010 წლის 03 დეკემბრის N-- განკარგულებები თავისი შინაარსიდან გამომდინარე არ წარმოშობს, არ იწვევს მოსარჩელისათვის რაიმე იურიდიულ შედეგს, იურიდიული ინტერესის არსებობა წარმოადგენს აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილების ძირითად წინაპირობას, რაც მოსარჩელემ მოცემულ შემთხვევაში ვერ შეძლო. შესაბამისად არ არსებობს მათი ბათილად ცნობის იურიდიული ინტერესი და მოსარჩელეს ამ ნაწილში უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე;

 

3. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ა(ა)იპ სა----------- მ----–----–-------- სა--------- ს---–-ა და სა----------- მ----–----–-------- ს---------–--მ.

 

3.1. ა(ა)იპ სა----------- მ----–----–-------- სა--------- ს---–-ს სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1.1. აპელანტის განმარტებით, 2010 წლის 16 აგვისტოს გაიმართა ,,ქალაქ სა----------- წ------ მ--–--- ქ--------- სახელობის სა--------- ს---–-ს’’ გამგეობის სხდომა, რაზეც შედგა სხდომის ოქმი №-. მასში მონაწილეობა მიიღო გამგეობის წევრთა უმრავლესობამ, 11-დან 6 წევრმა. "ა(ა)იპ-ს წესდებისა და "სამოქალაქო კოდექსის" 36-ე მუხლის შესაბამისად, გამგეობის სხდომა უფლებამოსილი იყო მიეღო გადაწყვეტილება მის საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთები გადაეცა სა----------- მ----–----–--------თვის, რათა იგი საბოლოოდ მიეღო მფლობელობაში ა(ა)იპ სა----------- მ----–----–-------- სა--------- სახლს. მიღებულ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა სხდომაში მონაწილე გამგეობის 6 წევრმა, მათ შორის გამგეობის თავმჯდომარემ. საჯარო რეესტრის სარეგისტრაციო მონაცემებში 2015 წლის 27 თებერვლის უკანასკნელი ცვლილებით, რასაც ადასტურებს სარეგისტრაციო ამონაწერი, გამგეობას ჰყავს 11 და არა 12 წევრი;

 

3.1.2. აპელანტი მიუთითითებს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე და აღნიშნავს, რომ სასამართლომ საქმისათვის მნიშვნელობის არმქონედ, არასწორად მიიჩნია ის ფაქტი, რომ სარჩელში არ იყო მითითება იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის საფუძველზეც ,,მესამე პირზე ქონების გადაცემის გადაწყვეტილება მიღებულია კოლეგიალური ორგანოს მიერ, წესდების მიხედვით, საკმარისი ხმებით’’,3.1.3. 2010 წლის 17 აგვისტოს "ა(ა)იპ სს" გამგეობის თავმჯდომარე ნ. გ----------ემ განცხადებით მიმართა სა----------- მ----–----–-------- ს---------–--ს თავმჯდომარეს, რომელშიც აღნიშნა წინა დღეს გამგეობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების დანიშნულებაზე. 2010 წლის 17 აგვისტოს "ა(ა)იპ სს" გამგეობის თავმჯდომარის განცხადება და 2010 წლის 16 აგვისტოს "ა(ა)იპ სს" გამგეობის სხდომის №- ოქმი სამართლებრივი საფუძველი გახდა სა----------- მუნიც/ს---------–--ს 2010 წლის 17 აგვისტოს №--, 2010 წლის 04 ნოემბრის №-- და №-- განკარგულებების გამოცემისა;

 

3.1.4. "ა(ა)იპ სს" გამგეობის სხდომის ოქმი №- მიღებული იქნა 2010 წლის 16 აგვისტოს. სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილება ეხება მოძრავი ნივთების განკარგვის საკითხს. "ა(ა)იპ სს" გამგეობის თავმჯდომარე ნ. გ----------ემ განცხადებით მიმართა სა----------- მუნიც/ს---------–--ს თავმჯდომარეს 2010 წლის 17 აგვისტოს. "ა(ა)იპ სს" გამგეობის თავმჯდომარის განცხადების საფუძველზე სა----------- მუნიც/ს---------–--მ №-- განკარგულება გამოსცა 2010 წლის 17 აგვისტოს, ხოლო №-- და №-- განკარგულებები გამოსცა 2010 წლის 04 ნოემბერს. "ა(ა)იპ სს" გამგეობის თავმჯდომარემ სასამართლოს მიმართა 2015 წლის 6 მარტს. 2010 წლის 16 აგვისტოდან 2015 წლის 6 მარტამდე გავიდა 4 წელი, 6 თვე და 20 დღე, ე. ი. არა თუ სარჩელი, არამედ განხილული მოთხოვნები ნებისმიერი საფუძვლით ხანდაზმულია;

 

3.1.5. სასამართლომ სსკ-ის 105-ე მუხლის შესაბამისად, სათანადო შეფასება არ მისცა 2010 წლის 16 აგვისტოს "ა(ა)იპ სს" გამგეობის სხდომის №- ოქმს და 2010 წლის 17 აგვისტოს "ა(ა)იპ სს" გამგეობის თავმჯდომარის განცხადებას. გარდა ამისა, "ა(ა)იპ სს" გამგეობის სხდომის №- ოქმითა და სა----------- მუნიც/ს---------–--ს თავმჯდომარისადმი 2010 წლის 17 აგვისტოს "ა(ა)იპ სს" გამგეობის თავმჯდომარის განცხადებით მოძრავი ნივთების გასხვისება არ ეწინააღმდეგებოდა და არც გამორიცხავდა "ა(ა)იპ სს"-ის საქველმოქმედო მიზნებს;

 

3.1.6. აპელანტის განმარტებით, განსაკუთრებული მნიშვნელობის გარემოებაა აგრეთვე უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 04 ივლისის №ას-133-129-2016 განჩინების 37-ე ნაწილში პალატის მსჯელობა, განჩინების მე-20 ნაწილში აღნიშნული ფაქტისადმი, რაც ცალსახად ნიშნავს, რომ "ა(ა)იპ სს" 16 აგვისტოს სხდომის №- ოქმი და 17 აგვისტოს "ა(ა)იპ სს" გამგეობის თავმჯდომარის განცხადება კანონიერია, ე. ი. სასამართლოს მხრიდან სავალდებულოდ გამოსაყენებელია და მიუხედავად ყოველივე აქ აღნიშნულისა რაიონულმა სასამართლომ საქმე განიხილა და გადაწყვიტა ამ არსებითი მნიშვნელობის ფაქტობრივი გარემოებების იგნორირებით;

 

3.1.7. ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი არ გამომდინარეობს უსაფუძვლო გამდიდრების მომწესრიგებელი ნორმებიდან, ამიტომ სასამართლოს არ ჰქონდა სსკ-ის 128-ე მუხლის მე-3 პუნქტის გამოყენების სამართლებრივი საფუძველი.

 

3.2. სა----------- მ----–----–-------- ს---------–--ს სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.2.1. 2010 წლის 17 აგვისტოს განცხადება შეტანილია ს---------–--ში ნ---- გ----------ის მიერ და ამ განცხადებაზე არის მისი ხელმოწერა. განცხადებაზე თანდართულია სა----------- წ------ მ--–--- ქ---------, სახელობის სა--------- ს---–-ს 2010 წლის 16 აგვისტოს №- ოქმი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო წევრთა უმრავლესობამ, 11-დან 6 წევრმა. შესაბამისად, სხდომა უფლებამოსილი იყო მიეღო გადაწყვეტილება, მის საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთების გადაცემის შესახებ. მიღებულ გადაწყვეტლებას მხარი დაუჭირა სხდომაში მონაწილე 6 წევრმა, მათ შორის ნ---- გ----------ემ, რომლის ხელმოწერების ნამდვილობა დადასტურებულია სანოტარო წესით. სა----------- წ------ მ--–--- ქ--------- სახელობის სა--------- ს---–-ს 2010 წლის 16 აგვისტოს №- ოქმისა და 2010 წლის 17 აგვისტოს განცხადების მიხედვით, მოძრავი ნივთები გადაეცა სა----------- მუნიციპალიტეტს იმისთვის, რომ დაეფუძნებინა სოციალური მიზნების მქონე არასამეწარმეო იურიდიული პირი და აღნიშნული მოძრავი ქონება გამოყენებული ყოფილლიყო სოციალური მიზნებისთვის;

 

3.2.2. ნ---- გ----------ემ სასამართლოს მიმართა 2015 წლის 06 მარტს. კრების მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან ანუ 2010 წლის 16 აგვისტოდან 2015 წლის 06 მარტამდე გავიდა 4 წელი, 6 თვე და 20 დღე, ე.ი. არა თუ სარჩელი, არამედ განხილული მოთხოვნები ნებისმიერი საფუძვლით ხანდაზმულია;

 

3.2.3. სასამართლომ არასწორად მიიჩნია საქმისათვის მნიშვნელობის არმქონედ, რომ 2010 წლის 16 აგვისტოს ,,ა(ა)იპ სს" გამგეობის გადაწყვეტილების საფუძველზე მესამე პირზე ქონების გადაცემის გადაწყვეტილება მიღებულია კოლეგიალური ორგანოს მიერ, წესდების მიხედვით, საკმარისი ხმებით. სასამართლომ არასწორად მიიჩნია საქმისათვის მნიშვნელობის არმქონედ, რომ 2010 წლის 16 აგვისტოს "ა(ა)იპ სს" გამგეობის გადაწყვეტილების საფუძველზე მესამე პირზე ქონების გადაცემის გადაწყვეტილება მიღებულია კოლეგიალური ორგანოს მიერ, წესდების მიხედვით, საკმარისი ხმებით. სასამართლომ სსკ-ის 105-ე მუხლის შესაბამისად, სათანადო შეფასება არ მისცა 2010 წლის 16 აგვისტოს "ა(ა)იპ სს" გამგეობის სხდომის №- ოქმს და 2010 წლის 17 აგვისტოს "ა(ა)იპ სს" გამგეობის თავმჯდომარის განცხადებას;

 

3.2.4. განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე გარემოებაა უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 04 ივლისის №ას-133-129-2016 განჩინების 37-ე ნაწილში და მე-20 ნაწილში პალატის მსჯელობა, რომ "ა(ა)იპ სს" 16 აგვისტოს სხდომის №- ოქმი და 17 აგვისტოს "ა(ა)იპ სს" გამგეობის თავმჯდომარის განცხადება კანონიერია, ე. ი. სასამართლოს მხრიდან სავალდებულოდ გამოსაყენებელია, რაც არ გაითვალისწინა რაიონულმა სასამარლთლომ.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის მიერ დადგენილ, ამ გადაწყვეტილების 2.4-2.13 პუნქტებში მითითებუილ ფაქტობრივ გარემოებებს და დამატებით ადგენს:

 

4.1. დადგენილია, რომ 2015 წლის 06 მარტს ა(ა)იპ ქალაქ სა----------- წ------ მ--–--- ქ--------- სახელობის სა--------- ს---–-ა (შემდეგში წმ. ქ--------- სა--------- ს---–-, იურიდიული პირი ან მოსარჩელე) ადმინისტრაციული სარჩელი აღძრა მოპასუხე - სა----------- მ----–----–-------- ს---------–--ს წინააღმდეგ და მოითხოვა: მოპასუხის მიერ 18.08.2010 წელს გამოცემული №-- განკარგულების, 17.08.2010 წელს გამოცემული №-- განკარგულების, 04.11.2010 წელს გამოცემული №-- განკარგულების, 17.11.2010 წელს გამოცემული №-- განკარგულების, 22.11.2010 წელს გამოცემული №-- განკარგულების და 03.12.2010 წელს გამოცემული №-- განკარგულების არარა აქტად აღიარება, ბათილად ცნობა და საქმიანობის უფლების აღდგენა (იხ. ტ. I, ს/ფ.: 5);

 

4.2. დადგენილია, რომ სააპელაციო ინსტანციაში დავა განსჯადობით გადაეცა ამავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და საბოლოოდ ამ საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ 2016 წლის 04 ივლისს მიღებულია №ას-133-129-2016 განჩინება, რომლითაც ა(ა)იპ ,,სა----------- წ------ მ--–--- ქ--------- სახელობის სა--------- ს---–-ს” და სა----------- მ----–----–-------- ს---------–--ს საკასაციო საჩივარები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაო საქმეთა პალატის 2015 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად, ხოლო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 01 მარტის გადაწყვეტილებით გაუქმდა სა----------- რაიონული სასამართლოს 2015 წლის 21 მაისის გადაწყვეტილება და საქმე სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველად დაუბრუნდა რაიონულ სასამართლოს (იხ. ტ. II, ს/ფ.:40-43;183-19-; 215-226);

 

4.3. 2017 წლის 14 სექტემბერს მოსარჩელის მიერ სასამართლოში წარმოდგენილია დაზუსტებული სამოქალაქო სარჩელი, სადაც მოსარჩელემ მოპასუხედ დაასახელა სა----------- მ----–----–-------- გამგეობა და 1-ლ სასარჩელო მოთხოვნად მიუთითა ისევ ამ გადაწყვეტილების 4.1. პუნქტში მითითებული განკარგულებების არარა აქტებად აღიარება და ბათილად ცნობა, მოსარჩელისათვის საქმიანობის კანონიერი უფლების აღდგენა; მეორე მოთხოვნად მიუთითა: მოპასუხისათვის 32829 ლარის დაკისრება მის მიერ უკანონოდ მიღებული/წართმეული ქონების სანაცვლოდ და მესამე სასარჩელო მოთხოვნად მიუთითა: ,,დაეკისროს მოპასუხეს უკანონოდ უფლებამოსილების შეზღუდვის გამო მოსარჩელის დირექტორის სასარგებლოდ შეზღუდვიდან დაზუსტებული სარჩელის აღძვრამდე 81729 ლარის გადახდა და ყოველთვიურად 700 ლარის გადახდა აღსრულებამდე’’ (იხ. ტ. III, ს/ფ.: 20-34);

 

4.4. დადგენილია, რომ სა----------- რაიონული სასამართლოს 2017 წლის 19 სექტემბრის განჩინებით მოსარჩელე ა(ა)იპ ,,სა----------- წ------ მ--–--- ქ--------- სახელობის სა--------- სახლს” და ნ---- გ----------ეს უარი ეთქვა სარჩელის (2017 წლის 14 სექტემბრის დაზუსტებული სარჩელის) წარმოებაში მიღებაზე (იხ. ტ. III, ს/ფ.: 36-41);

 

4.5. დადგენილია, რომ სა----------- რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 სექტემბრის სასამართლო სხდომაზე მოსარჩელეს განემარტა, რომ მისი მოთხოვნა მიმართული იყო ასევე ,,ა(ა)იპ სა----------- მ----–----–-------- სა--------- ს---–-’’-ს მიმართ და მას უნდა წარმოედგინა დაზუსტებული სარჩელი სადაც მოპასუხედ ასევე მითითებული იქნებოდა დასახელებული იურიდიული პირი (იხ. ტ. III, ს/ფ.: 45-48, სხდომის ჩანაწერი 11:12:28 სთ-დან);

 

4.6. დადგენილია, რომ ა(ა)იპ სა----------- მ----–----–-------- სა--------- სახლს 2017 წლის 29 სექტემბერს გაეგზავნა გზავნილი (სარჩელი, თანდართული მასალები) და მის მიმართ, როგორც მოპასუხის მიმართ საქმე მომზადდა კანონით დადგენილი წესების დაცვით (იხ. ტ. III, ს/ფ.: 51-52);

 

4.7. დადგენილია, რომ მოპასუხემ - ა(ა)იპ სა----------- მ----–----–-------- სა--------- ს---–-ა 2015 წლის 06 მარტის ა(ა)იპ ქალაქ სა----------- წ------ მ--–--- ქ--------- სახელობის სა--------- ს---–-ს სარჩელზე სასამართლოში წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც მოპასუხემ უპასუხა სარჩელში მითითებულ ყველა ფაქტობრივ გარემოებას;

 

4.8. დადგენილია, რომ მოსარჩელემ 12.10.2017 წელს ისევ დააზუსტა (შეამცირა) სარჩელის მოთხოვნა თუმცა ამავე სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის გაჩინებით მოსარჩელეს ისევ უარი ეთქვა 2017 წლის 12 ოქტომბრის დაზუსტებული სარჩელის წარმოებაში მიღებაზე (იხ. ტ. III, ს/ფ.: 88-102; 114-116);

 

4.9. დადგენილია, რომ რაიონულმა სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიიღო მოსარჩელის მიერ 2015 წლის 06 მარტს წარმოდგენილი სარჩელის საფუძველზე (ფარგლებში);

 

4.10. დადგენილია, რომ სასამართლომ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში დავის საგნად მიუთითა ,,სა----------- მ----–----–-------- ს---------–--ს 2010 წლის 17 აგვისტოს №-- განკარგულების, 2010 წლის 17 აგვისტოს №-- განკარგულების, 2010 წლის 04 ნოემბრის №-- განკარგულების, სა----------- მ----–----–-------- ს---------–--ს 2010 წლის 04 ნოემბრის №-- განკარგულების, 2010 წლის 17 ნოემბრის №-- განკარგულების, 2010 წლის 22 ნოემბრის №-- განკარგულების, 2010 წლის 03 დეკემბრის №-- განკარგულების ბათილად ცნობა, მოძრავი ნივთების უკან დაბრუნება, საქმიანობის უფლების აღდგენა’’;

 

4.11. დადგენილია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოსარჩელეს - ა(ა)იპ ქალაქ სა----------- წ------ მ--–--- ქ--------- სახელობის სა--------- სახლს უარი ეთქვა:

 

1) სა----------- მ----–----–-------- ს---------–--ს 2010 წლის 17 აგვისტოს №-- განკარგულების ბათილად ცნობაზე;

2) სა----------- მ----–----–-------- ს---------–--ს 2010 წლის 17 ნოემბრის №-- განკარგულების ბათილად ცნობაზე;

3) სა----------- მ----–----–-------- ს---------–--ს 2010 წლის 22 ნოემბრის №-- განკარგულების ბათილად ცნობაზე;

4) სა----------- მ----–----–-------- ს---------–--ს 2010 წლის 03 დეკემბრის №-- განკარგულების ბათილად ცნობაზე;

 

პალატა აქვე საჭიროდ მიიჩნევს იმის აღნიშვნას, რომ რაიონულმა სასამართლომ მოსარჩელეს უარი უთხრა იმ განკარგულების ბათილად ცნობაზე (№--), რომელიც თვით მოპასუხის მიერ იყო ძალადაკარგულად ცნობილი 2010 წლის 22 ნოემბერს მიღებული №-- განკარგულებით (იხ. განკარგულების ბოლო აბზაცი, ტ. I, ს/ფ.: 27-28);

 

4.12. დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ რაიონული სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა და გადაწყვეტილება გაასაჩივრეს მხოლოდ მოპასუხეება დაკმაყოფილებული მოთხოვნის ნაწილში;

 

4.13. დადგენილია, რომ მოსარჩელე სადაო განკარგულებების ბათილობას მოითხოვდა იმ საფუძვლით, რომ მ----–----–-------- სა--------- ს---–- წმ. ქ--------- სა--------- ს---–-ს უფლებამონაცვლედ იქნა ცნობილი და განისაზღვრა მოპასუხისათვის მოსარჩელის მოძრავი ქონების გადაცემა;

 

4.14. ზემოთ დადგენილი ფაქტობრივი გარემოების პირობებში დღეისათვის ძალაშია სა----------- მ----–----–-------- ს---------–--ს 2010 წლის 03 დეკემბრის N-- განკარგულება, რომლის მე-4 პუნქტით დადგენილია, რომ ,,რეგისტრირებული კავშირი სა----------- წ------ მ--–--- ქ--------- სახელობის სა--------- ს---–-ს წევრთა კრების 2010 წლის 16 აგვისტოს №- იქმის მიხედვით, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ,,სა----------- მ----–----–-------- სა--------- ს---–- ჩაითვალა რეგისტრირებული კავშირი ,,სა----------- წ------ მ--–--- ქ--------- სახელობის სა--------- ს---–-ს უფლებამონაცვლედ’’. მითითებული განკარგულება დღეისათვის ძალაშია და მხარეთა მიერ ის არ გასაჩივრებულა;

 

4.15. მოსარჩელე სადაო განკარგულებების ბათილობის გარდა ასევე ითხოვდა საქმიანობის უფლების აღდგენას, ხოლო გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მითითებული ,,მოძრავი ნივთების უკან დაბრუნების’’ მოთხოვნა ამ სახით საქმეში წარმოდგენილი არ არის მოსარჩელის მიერ. ამ თვალსაზრისით სააპელაციო პალატა მიზანშეწონილად თვლის რომ მიუთითოს დაუშვებელია სასარჩელო მოთხოვნის სასამართლოს მიერ ტრანსფორმირება სამოქალაქო საქმისწარმოებისას. პალატა ყურადღებას ამახვილებს სსსკ-ის მე-2, მე-3, მე-4 მუხლებზე და აღნიშნავს, რომ უფლების სასამართლო წესით დაცვა გარანტირებულია და კანონის წინაშე თანასწორობის საწყისებზე, დისპოზიციურობის, შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით, დავის აღმძვრელი მხარე თვითონვე განსაზღვრავს დავის საგანს, იმ გარემოებებსა და მის შესატყვის მტკიცებულებებს, რაც დავის ინიციატორს, მისივე მოსაზრებით, სასურველ სამართლებრივ შედეგამდე მიიყვანს, დავის მოწესრიგება კი, რაც სამართლებრივ შეფასებას მოიცავს, სასამართლოს პრეროგატივაა (იხ. ასევე უსგ-ს №ას-133-129-2016, 04.07.2016 წლის, რომელიც ამავე დავაზეა მიღებული). თუმცა მიუხედავად აღნიშნულისა გადაწყვეტილება არ არის გასაჩივრებული მოსარჩელის მიერ, ხოლო მოპასუხეები სააპელაციო საჩივარში არ ითხოვენ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას მითითებული საფუძვლით. რადგან სააპელაციო პალატა ვერ გასცდება სააპელაციო საჩივრის ფარგლებს, ვერ იმსჯელებს მითითებული საფუძვლით გადაწყვეტილების გაუქმებაზე;

 

4.16. დადგენილია, რომ ა(ა)იპ ქალაქ სა----------- წმ. მ--–--- ქ--------- სახელობის სა--------- ს---–- რეგისტრირებულია 2004 წლის 27 სექტემბერს. მისი ლიკვიდაცია/რეორგანიზაცია არ განხორცელებულა და არ მიმდინარეობს, იგი ირიცხება, როგორც იურიდიული პირი ს/ნ-ით 2-------- და მას შეუძლია განახორციელოს კანონით აუკრძალავი ნებისმიერი საქმიანობა (იხ. ტ. I, ს.ფ. 12-13);

 

4.17. დადგენილია, რომ წმ. ქ--------- სა--------- ს---–-ს მმართველობის ორგანოს წარმოადგენს საერთო კრება და გამგეობა. დამფუძნებლებსა და იმავდროულად გამგეობის წევრებს შეადგენენ 11 ფიზიკური პირი (იხ. ტ. I, ს.ფ. 12- 23);

 

4.18. წმ. ქ--------- სა--------- ს---–-ს წესდებით დასტურდება, რომ მისი საქმიანობის უმთავრესი მიზანია მიუსაფარ და დავრდომილ თანამემამულეებზე მზრუნველობა. კავშირის უმაღლესი ორგანოა კავშირის წევრთა საერთო კრება, რომელსაც იწვევს გამგეობა მისი შეხედულებით. კრების გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით. საერთო კრებებს შორის პერიოდში კავშირის ხელმძღვანელი ორგანოა კავშირის წევრთაგან არჩეული გამგეობა. გამგეობა განაგებს კავშირის ქონებას. მესამე პირებთან ურთიერთობაში კავშირს წარმოადგენს კავშირის თავმჯდომარე, რომელიც განკარგავს კავშირის ფულად სახსრებს და მატერიალურ საშუალებებს, ხელმძღვანელობს გამგეობის საქმიანობას (იხ. ტ. I, ს.ფ. 14-22);

 

4.19. დადგენილია, რომ წმ. ქ--------- სა--------- ს---–-ს სოციალური პროგრამის 80%-ზე მეტი ფინანსდება სა----------- მ----–----–-------- ბიუჯეტიდან;

 

4.20. დადგენილია, რომ 2010 წლის 16 აგვისტოს შედგა რეგისტრირებული კავშირი ,,სა----------- წ------ მ--–--- ქ--------- სახელობის სა--------- ს---–-’’-ს წევრთა სხდომა, რომელსაც ესწრებოდა 1. ნ---- გ----------ე (თავმჯდომარე), 2. თ----- ა------ე (სხდომის მდივანი), 3. ხ------ და სა----------- მ------------------- მ------ საბა (ე------–----–- ზ---- გ-------ია), 4. ღ------- წ------ გიორგის სახელობის ე--–----- წ------------ დ--------- ვ-------- (ე------–----–- ვ------- მ----–----–--ე) 5. მ----- მ-------–--ე და 6. გ--- ღ-------ე. სხდომაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით განსაზღვრული საკითხი: ,,სა----------- მ----–----–-------- მიერ, სოციალური სფეროს მიზნების მქონე, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დაფუძნებასთან დაკავშირებით, სა----------- მ----–----–--------ათვის რეგისტრირებული კავშირი ,,სა----------- წ------ მ--–--- ქ--------- სახელობის სა--------- ს---–-’’-ს საკუთრებაში არსებული ყველა მოძრავი ნივთის (მათ შორის მექანიკური სატრანსპორტო საშუალების) საკუთრებაში გადაცემის შესახებ’’, დღის წესრიგით განსაზღვრული საკთხი გადაწყდა დადებითად და დადგინდა მითითებული მოძრავი ნივთების სა----------- მ----–----–--------ათვის გადაცემა. მითითებული სხდომის საფუძველზე შედგენილ იქნა №- ოქმი, რომელსაც ხელი მოაწერეს დამსწრე პირებმა, ხოლო მათი ხელმოწერა და ნების ნამდვილობა დადასტურებულ იქნა ნოტარიუს მარინე გოგოლაძის მიერ, რომელმაც ,,შეამოწმა ხელმომწერთა ქმედუნარიანობა და დაადასტურა, რომ მათ ქმედუნარიანობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ ჰქონდა, ნოტარიუსი დარწმუნდა ხელმომწერთა ნების გამოვლენის ნამდვილობაში, ხელმომწერებმა განაცხადეს, რომ წინამდებარე ტექსტი ზუსტად გამოხატავდა მათ ნებას და ნოტარიუსის თანდასწრებით პირადად მოაწერეს ხელი’’ (იხ. ტ. I, ს.ფ. 25-26);

 

4.21. დადგენილია, რომ 2010 წლისათვის ააიპ ,,ქ.სა----------- წ------ მ--–--- ქ--------- სახელობის სა--------- ს---–-”-ს ხელმძღვანელი ორგანო - გამგეობა შედგებოდა 11 წევრისაგან. იმ დროისათვის, როდესაც კრების მიერ გადაწყვეტილება იქნა მიღებული მათ საკუთრებაში არსებული ყველა მოძრავი ნივთის (მათ შორის, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების) სა----------- მ----–----–-------- გამგეობისათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ, გამგეობის წევრი - კ---- კ------–--ი გასული იყო წევრობიდან (იხ. მხარეთა ახსნა-განმარტებები, 07.09.2018წ. სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმი 13:50:00);

 

4.22. დადგენილია, რომ 2010 წლის 17 აგვისტოს წმ. ქ--------- სა--------- ს---–-ს თავმჯდომარის ნ---- გ----------ის წერილით სა----------- მ----–----–-------- ს---------–--ს ეცნობა ააიპ ,,ქ.სა----------- წ------ მ--–--- ქ--------- სახელობის სა--------- ს---–-ს” გადაწყვეტილება მოძრავი ქონების მ----–----–-------- საკუთრებაში გადაცემის თობაზე (გამგეობას აღნიშნული წერილი ჩაბარდა ამავე დღეს და წერილისთვის მინიჭებულია 173 ნომერი, იხ. ტ. I, ს.ფ.24);

 

4.23. სა----------- მ----–----–-------- ს---------–--ს 2010 წლის 17 აგვისტოს №-- განკარგულებით გადაწყდა დაფუძნდეს ააიპ „სა----------- მ----–----–-------- სა--------- ს---–-“, დამტკიცდეს მისი წესდება და ააიპ „სა----------- მ----–----–-------- სა--------- ს---–-“ ჩაითვალოს ,,ქ.სა----------- წ------ მ--–--- ქ--------- სახელობის სა--------- ს---–-ს” უფლებამონაცვლედ (იხ.ტ. I, ს.ფ.28-31). პალატა აღნიშნავს, რომ მითითებული აქტის ბათილად ცნობაზე უარი ეთქვა მოსარჩელეს, რაც მის მიერ არ გასაჩივრებულა;

 

4.24. სა----------- მ----–----–-------- ს---------–--ს 2010 წლის 17 აგვისტოს №-- განკარგულებით გადაწყდა ერთი თვის ვადაში განხორციელდეს ააიპ ,,ქ.სა----------- წ------ მ--–--- ქ--------- სახელობის სა--------- ს---–-ს” მიერ სა----------- მ----–----–-------- საკუთრების ააიპ „სა----------- მ----–----–-------- სა--------- ს---–-სათვის“ გადაცემის ორგანიზაციული უზრუნველყოფა (იხ. ტ. I, ს.ფ. 32-33). პალატა აღნიშნავს, რომ მითითებული აქტი გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი;

 

4.25. დადგენილია, რომ 2010 წლის 26 ოქტომბერს, მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, ააიპ ,,ქ.სა----------- წ------ მ--–--- ქ--------- სახელობის სა--------- ს---–-ს” მოძრავი ნივთები გადაეცა სა----------- მ----–----–-------- გამგეობას (იხ. ტ. I, 159-160);

 

4.26. სა----------- მ----–----–-------- ს---------–--ს 2010 წლის 04 ნოემბრის №-- განკარგულებით გადაწყდა დამატებით, ერთი თვის ვადაში განხორციელდეს ააიპ სა----------- მ----–----–-------- ს---------–--ს მიერ, 2010 წლის 17 აგვისტოს №-- განკარგულებით სა----------- მ----–----–-------- საკუთრების ააიპ „სა----------- მ----–----–-------- სა--------- ს---–-სათვის“ გადაცემის ორგანიზაციული უზრუნველყოფა (იხ. ტ. I, ს.ფ.34-35);

 

4.27. სა----------- მ----–----–-------- ს---------–--ს 2010 წლის 17 ნოემბრის №-- განკარგულებით ცვლილება შევიდა სა----------- მ----–----–-------- ს---------–--ს 2010 წლის 17 აგვისტოს №-- განკარგულების მე-3 პუნქტში და ჩამოყალიბდა შემდეგი სახით: რეგისტრირებული კავშირი ,,სა----------- წ------ მ--–--- ქ--------- სახელობის სა--------- ს---–-ს” წევრთა კრების 2010 წლის 16 აგვისტოს №- ოქმის მიხედვით, ააიპ „სა----------- მ----–----–-------- სა--------- ს---–-“ ჩაითვალოს რეგისტრირებული კავშირი ,,სა----------- წ------ მ--–--- ქ--------- სახელობის სა--------- ს---–-ს” უფლებამონაცვლედ (იხ. ტ. I, ს.ფ. 36-37) პალატა აღნიშნავს, რომ მითითებული აქტის ბათილად ცნობაზე უარი ეთქვა მოსარჩელეს, რაც მის მიერ არ გასაჩივრებულა;

 

4.28. სა----------- მ----–----–-------- ს---------–--ს 2010 წლის 22 ნოემბრის №-- განკარგულებით ამოღებული იქნა სა----------- მ----–----–-------- ს---------–--ს 2010 წლის 17 აგვისტოს №-- განკარგულების მე-3 პუნქტი (იხ. ტ. I, ს.ფ. 38-39). პალატა აღნიშნავს, რომ მითითებული აქტის ბათილად ცნობაზე უარი ეთქვა მოსარჩელეს, რაც მის მიერ არ გასაჩივრებულა;

 

4.29. სა----------- მ----–----–-------- ს---------–--ს 2010 წლის 03 დეკემბრის №-- განკარგულების მე-4 პუნქტით დადგენილი იქნა, რეგისტრირებული კავშირი ,,სა----------- წ------ მ--–--- ქ--------- სახელობის სა--------- ს---–-ს” წევრთა კრების 2010 წლის 16 აგვისტოს №- ოქმის მიხედვით, ააიპ „სა----------- მ----–----–-------- სა--------- ს---–-“ ჩაითვალოს რეგისტრირებული კავშირი ,,სა----------- წ------ მ--–--- ქ--------- სახელობის სა--------- ს---–-ს” უფლებამონაცვლედ (იხ. ტ. I, ს.ფ. 40-41) პალატა აღნიშნავს, რომ მითითებული აქტის ბათილად ცნობაზე უარი ეთქვა მოსარჩელეს, რაც მის მიერ არ გასაჩივრებულა;

 

4.30. დადგენილია, რომ სა----------- მ----–----–-------- ს---------–--ს მიერ დაფუძნებული იქნა ააიპ „სა----------- მ----–----–-------- სა--------- ს---–-“, რომელიც რეგისტრირებულია 2010 წლის 22 ნოემბერს და მას მინიჭებული აქვს საიდენტიფიკაციო ნომერი - 4--------. მისი იურიდიული მისამართია - ს-----------, ა----–-----–-- ქ. ჩ--- №2, №- (იხ. ამონაწერი, ტომი 1, ს.ფ.176-177);

 

4.31. ააიპ ,,სა----------- მ----–----–-------- სა--------- ს---–-ს” წესდებით დადგენილია, რომ ააიპ ,,სა----------- მ----–----–-------- სა--------- ს---–-” არის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესხებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის საფუძველზე, თვითმმართველობის კომპეტენციას მიკუთვნებულ სოციალურ სფეროში პროგრამების განხორციელების მიზნით შექმნილი იურიდიული პირი; ააიპ ,,სა----------- მ----–----–-------- სა--------- ს---–-ს” დამფუძნებელია სა----------- მუნიციპალიტეტი;

 

ააიპ ,,სა----------- მ----–----–-------- სა--------- ს---–-ს” მიზანია: ა) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ განსაზღვრული სოციალური პროგრამების განხორციელება; ბ) დამტკიცებული სოციალური პროგრამების პირობების დაცვა; ააიპ ,,სა----------- მ----–----–-------- სა--------- სახლს” მართავს დირექტორი, რომელსაც თანამდენბობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სა----------- მ----–----–-------- გამგებელი; ააიპ ,,სა----------- მ----–----–-------- სა--------- ს---–-ს” ზედამხედველობას და კონტროლს ახორციელებს ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანო კანონმდებლობით დადგენილი წესით;

 

4.32. დადგენილია, რომ სარჩელში მოთხოვნის დამადასტურებელ ფაქტობრივ გარემოებად მოსარჩელის მიერ მითითებულია სულ 14 ფაქტზე, მათ შორის მეორე ფაქტობრივ გარემოებად მოსარჩელე მიუთითებს იძულებაზე, რომლის ძალითაც მან სადაო მოძრავი ნივთები 16.08.2010 წლის №- ოქმისა და 17.08.2010 წლის №--- განცხადების საფუძველზე გადასცა მოპასუხეს (იხ.ტ. I, ს.ფ. 3);

 

4.33. დადგენილია, რომ მოსარჩელე არ ითხოვს რეგისტრირებული კავშირი ,,სა----------- წ------ მ--–--- ქ--------- სახელობის სა--------- ს---–-’’-ს მიერ 2010 წლის 16 აგვისტოს მიღებული №- ოქმის, ასევე მის საფუძველზე მოსარჩელის მიერ 17.08.2010 წელს განხორციელებული №--- განცხადების და 26.10.2010 წლის მიღება-ჩაბარების აქტის ბათილობას, როგორც მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის მოძრავი ნივთების გადაცემის ცალმხრივი ნების გამოვლენის ბათილობას და გასაჩივრებული 30.11.2017 წლის გადაწყვეტილებით კი მოსარჩელისათვის დაბრუნებულია მითითებული დოკუმენტების საფუძველზე მოპასუხისათვის გადაცემული მოძრავი ნივთები, ისე, რომ ამ ნივთების გადაცემის სამართლებრივი საფუძვლები (ოქმი, განცხადება, მიღება-ჩაბარების აქტი) ძალაშია და არ გაბათილებულა;

 

4.34. დადგენილია, რომ გასაჩივრებულ 30.11.2017 წლის გადაწყვეტილებაში სასამართლოს ნამსჯელი არ აქვს მოსარჩელის მიერ მითითებულ მეორე ფაქტობრივ გარემოებაზე, სადაც მოსარჩელე საუბრობს იძულებაზე და ამ თვალსაზრისით არ არის დადგენილი ფაქტები, არ არის მითითებული საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და შესაბამისად შეფასებული არ არის მოსარჩელის მიერ გამოვლენილი ნება, თუმცა სასამართლომ მოსარჩელის მიერ გამოვლენილი ნების ნაკლზე მიუთითა გასაჩიბრებული გადაწყვეტილების 3.2.11. და 3.2.12. ფაქტობრივ გარემოებებში (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების (2.16. და 2.17. პუნქტები), სადაც დაადგინა ისეთი ფაქტი, რომელიც მოსარჩელეს არ მიუთითებია და შესაბამისად არც დაუფუძნებია საკუთარი მოთხოვნა მოძრავი ნივთების გადაცემის შესახებ (პალატა აქვე შენიშნავს, რომ მოძრავი ნივთების გადაცემის შესახებ მოთხოვნა არც ჰქონია მოსარჩელეს მის მიერ შედგენილ სარჩელში, მაგრამ ვინაიდან აპელანტი ამ გარემოებას სადაოდ არ ხდის, პალატა ვერ გასცდება სააპელაციო მოთხოვნის ფარგლებს და აფასებს მხოლოდ აპელანტის მიერ მითითებულ სადაო გარემოებებს), კერძოდ სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო მოძრავი ნივთების გადაცემის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია ,,არაუფლებამოსილი ორგანოს მიერ, ქვორუმის არარსებობის გამო და იგი ბათილია...’’; ,,წესდების თანახმად ქონების განკარგვის შესახებ გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოს წარმოადგენს გამგეობა, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ქონების განკარგვის შესახებ ბათილია, რადგან სხდომას რომელზეც მიღებული იქნა სადავო გადაწყვეტილება არ ესწრებოდა წევრთა ნახევარზე მეტი’’. სასამართლომ აქვე მიუთითა, რომ ,,აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის’’. აპელანტები სააპელაციო საჩივარში სწორად აფიქსირებენ ამ მომენტს და მიუთითებენ, რომ ,,სარჩელში არ იყო მითითება ამ ფაქტობრივ გარემოებაზე’’ (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების 3.1.2., 3.2.3. პუნქტები); პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლომ ძირითადად, სწორედ აღნიშნულ ფაქტზე (სხდომაზე ,,ქვორუმის არარსებობა’’) დაყრდნობით გადასცა მოსარჩელეს სადავო მოძრავი ნივთები. სააპელაციო პალატა აქვე მიუთითებს: გარდა იმისა, რომ რაიონულმა სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება ,,ქვორუმის არარსებობის’’ შესახებ, მან დაადრღვია სამოქალაო დავის უმთავრესი პრინციპი, რომელზედაც აგებულია სამოქალაქო სამართალწარმოება ,,შეჯიბრებითობა’’ და უსაფუძვლოდ მიუთითა გადაწყვეტილებაში მის მიერ დადგენილ, მოსარჩელის მიერ სარჩელში მიუთითებელ ფაქტებზე ,,მოპასუხის მიერ საწინააღმდეგო მტკიცებულების წარუდგენლობა’’-ზე, რადგან, როგორც წესი მოპასუხის საპროცესო შეჯიბრებითობა სამოქალქო საქმეში პირველ რიგში ხორციელდება მის მიერ წარმოდგენილი შესაგებლით, რომელიც არის მოპასუხის პასუხი სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებზე და მტკიცებულებებზე (სსსკ-ის 201-ე მუხლი), ხოლო იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელის მიერ სარჩელში საერთოდ არ იყო მითითებული რ/კ ,,სა----------- წ------ მ--–--- ქ--------- სახელობის სა--------- ს---–-’’-ს მიერ 2010 წლის 16 აგვისტოს მიღებული №- ოქმის შედეგების ბათილობაზე, როგორც ,,არაუფლებამოსილი ორგანოს მიერ, ქვორუმის არარსებობის გამო’’ მიღებულ აქტზე, ბუნებრივია მასზე მოპასუხე ვერც გასცემდა პასუხს თავის შესაგებელში. სასამართლოს მიერ დადგენილ ისეთ ფაქტზე, რომელზედაც არ უთითებს მოსარჩელე თავის სარჩელში, მოპასუხეს არ უნდა მოეთხოვოს საწინააღმდეგო მტკიცებულების წარმოდგენა;

 

4.35. სააპელაციო პალატა კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე თავის სარჩელში მოძრავი ნივთების გადაცემას მოპასუხისათვის სადავოდ არ ხდის იმ კუთხით, რომ გადაწყვეტილება მიღებულია ,,არაუფლებამოსილი ორგანოს მიერ, ქვორუმის არარსებობის პირობებში’’, არამედ მოსარჩელე სარჩელში და სასამართლო სხდომაზეც მიუთითებდა მის იძულებაზე, რომლის გამოც მან მოძრავი ნივთები გადასცა მოპასუხეს. სასამართლოს უნდა გამოეკვლია ჰქონდა თუ არა ადგილი მართლაც იძულებას და იძულების შედეგად სადავო ნივთების გადაცემას და ამ თვალსაზრისით უნდა დაედგინა და შეეფასებინა საქმეში არსებული მტკიცებულებები, თუმცა სააპელაციო პალატა არ არის შეზღუდული ასეთი ფაქტების დადგენისაგან და . ამ თვალსაზრისით უთითებს და ადგენს შემდეგს:

 

- დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 04 ივლისის №ას-133-129-2016 განჩინება მიღებულია დავაზე, რომელიც მოსარჩელე - ააიპ ქალაქ სა----------- წ------ მ--–--- ქ--------- სახელობის სა--------- ს---–-ა წამოიწყო მოპასუხე - სა----------- მ----–----–-------- ს---------–--ს მიმართ იმ საფუძვლით, რომ მოპასუხის მიერ გამოცემული სადაო აქტები (№--, 5-, 9-, 9-, 9-, 9-) მას უზღუდავდა საქმიანობის უფლებას, ადმინისტრაციულმა ორგანომ იძულებით გადააცემინა მას ქონება, რითაც პრაქტიკულად საქმიანობის უფლება ჩამოართვა (იხ. №ას-133-129-2016 განჩინების 16, 25 პუნქტები, ტ. II, ს/ფ.: 185-19-);

 

- დადგენილია, რომ დღეს განსახილველი სამოქალაქო საქმეც ეხება იმავე დავას, კერძოდ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ დაზუსტებულ სარჩელში სადაც მოპასუხე სა----------- მ----–----–-------- ს---------–--სთან ერთად არის - ა(ა)იპ სა----------- მ----–----–-------- სა--------- ს---–-, მოსარჩელე უთითებს მის იძულებაზე და სწორედ აღნიშნულ ფაქტზე დაყრდნობით ითხოვს მოპასუხისათვის გადაცემული ქონების დაბრუნებას და არ უთითებს იძულების დამადასტურებელ რაიმე სახის მტკიცებულებაზე, ასეთი სახის მტკიცებულება არც საქმეშია წარმოდგენილი;

 

- დადგენილია, რომ საქართველოს უზენაემა სასამართლომ ზემოთ მითითებული №ას-133-129-2016 საქმის განხილვისას შეამოწმა ფაქტობრივი გარემოება - განხორციელდა თუ არა პირის იძულება და თავისი განჩინების 37-ე პუნქტში ,,გაიზიარა გასაჩივრებული განჩინების მსჯელობა, რომელიც მე-20 პუნქტშია მითითებული და დაუსაბუთებლად მიიჩნია პირველი კასატორის პრეტენზია მის მიმართ განხორციელებული იძულების თაობაზე (იხ. ამ უსგ-ის 25.1. ქვეპუნქტი)’’. საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელის მოთხოვნაზე მსჯელობისას, გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული პრეტენზია დაუსაბუთებელია არა მხოლოდ იმიტომ, რომ მოსარჩელეს იძულების დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარუდგენია სასამართლოსათვის, არამედ იმიტომაც, რომ შეუძლებელია იურიდიული პირის იძულება. ამდენად, მოსარჩელის პრეტენზიების აღნიშნული ნაწილი დაუსაბუთებლობის გამო, სააპელაციო სასამართლოს მხრიდან დამატებით კვლევას არ საჭიროებს’’ (იხ. ტ. II, ს/ფ.: 185-19-);

 

4.36. ზემოთ აღნიშნულის შესაბამისად დასაბუთებულია აპელანტების პრეტენზია, სადაც ისინი უთითებენ სწორედ ,,უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 04 ივლისის №ას-133-129-2016 განჩინების 37-ე პუნქტზე და ასევე სასამართლოს მხრიდან მის სავალდებულოდ გამოყენებაზე, რაც რაიონულმა სასამართლომ არ განახორციელა და საქმე განიხილა და გადაწყვიტა ამ არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებების იგნორირებით (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების 3.1.6., 3.2.4. პუნქტები);

 

4.37. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა განსახილველ საკითხზე მოსარჩელის იძულებასთან დაკავშირებით დამატებით კვლევისგან და დასაბუთებისგან თავს შეიკავებს და სადავო საქმეზე კიდევ ერთხელ ადგენს, რომ მოსარჩელის - ა(ა)იპ ქალაქ სა----------- წ------ მ--–--- ქ--------- სახელობის სა--------- ს---–-ს მიერ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოება მისი ,,იძულება’’ გადაეცა მოპასუხისათვის სადავო ნივთები, იმთავითვე დაუსაბუთებელია, არა მხოლოდ იმიტომ რომ მოსარჩელეს იძულების დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარუდგენია სასამართლოსათვის, არამედ იმიტომ, რომ ამ ფაქტზე უკვე ნამსჯელი აქვს საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მითითებულია ,,იურიდიული პირის იძულების შეუძლებლობაზე’’;

 

4.38. სააპელაციო პალატა აქვე მიუთითებს პრეიუდიციული ფაქტების მნიშვნელობის შესახებ საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკაზე, სადაც განმარტებულია: „სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, წინასწარ დადგენილი ძალის მქონე ფაქტებად კანონმდებელი განიხილავს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტებს და მხარეს მათ დასადასტურებლად მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულებისაგან ათავისუფლებს იმ შემთხვევაში, თუ სამოქალაქო საქმის განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ, ანუ პრეიუდიციული ძალის მქონედ ფაქტობრივი გარემოების მიჩნევისათვის, სავალდებულოა, არსებობდეს სამოქალაქო საქმეზე მიღებული, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილების სუბიექტები სხვა სამოქალაქო საქმის მხარეებად უნდა გვევლინებოდნენ. თავად პრეიუდიციულ ფაქტებში იგულისხმება ისეთი იურიდიულად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები, რომლებითაც განსაზღვრულია მხარეთა მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობით გათვალისწინებული უფლებები და ვალდებულებები, რაც საფუძვლად დაედო გადაწყვეტილების გამოტანას. პრეიუდიციულობის შემოწმების დროს მნიშვნელობა ენიჭება როგორც იმ პროცესუალურ-სამართლებრივ კრიტერიუმებს, რომლითაც განისაზღვრება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ფორმალური მოთხოვნები, ასევე ამ გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოების შინაარსს. მოქმედი კანონმდებლობით დადგენილია ასევე სასამართლო გადაწყვეტილების მატერიალური კანონიერი ძალა, რომელიც უზრუნველყოფს გადაწყვეტილების საბოლოო ხასიათსა და სავალდებულობას არა მარტო კონკრეტული პროცესისათვის, არამედ მის ფარგლებს გარეთაც, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 266-ე მუხლის შესაბამისად, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე, მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე, სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი (იხ. სუსგ-ები: №ას-827-791-2014; №ას-592-560-2015; №ას-89--845-2015; № ას-58-56-2016, №ას-1199-1159-2016; №ას-824-79--2016)’’;

 

4.39. სააპელაციო პალატა აქვე მოიხმობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 23 თებერვლის №ას-9-4-899-2017 განჩინაბას, სადაც განმარტებულია, რომ ,,პრეზუმირებული ფაქტები ერთმნიშვნელოვნად განაპიროებებს იმას, რომ მხარე, რომელიც თავის მოთხოვნას თუ შესაგებელს ასეთ ფაქტებზე აფუძნებს, თავისუფლდება მტკიცების ტვირთისგან და გასაბათილებლად უბრუნდება მოწინააღმდეგე მხარეს, რომელსაც მისი გაქარწყლება ევალება. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან იმავე მხარეებს შორის წარმოებულ სხვა სამოქალაქო საქმეზე, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით/განჩინებით დადგენილია პრეიუდიციული ფაქტები, ის შესაძლებელია გაქარწყლდეს (ბათილად გამოცხადდეს) მხოლოდ პროცესუალური საფუძვლით - სსსკ-ის 421-423-ე მუხლის საფუძველზე. მოხმობილი ნორმები ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებას ითვალისწინებს. აღნიშნული საფუძვლით შესაძლებელია, რომ პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე ფაქტები, რომლებსაც გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი დაეფუძნა, იმგვარად შეფასდეს, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა (გადასინჯვა) განაპირობოს’’;

 

4.40. რაც შეეხება იმ საფუძველს, რომლითაც დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა სადავო მოძრავი ნივთევის მისთვის გადაცემის შესახებ. სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ ამ შემთხვევაშიც რაიონულმა სასამართლომ გარდა იმისა, რომ მიუთითა ფაქტზე (დაადგინა ფაქტი), რომელიც სარჩელში არ ჰქონდა მითითებული მოსარჩელეს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლად და საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი არასწორად დააკისრა მოპასუხეებს, რომლითაც დაარღვია პროცესუალური ნორმა, ასევე არასწორად დაადგინა აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება - სხდომაზე ხმის უფლების მქონე დამსწრე პირთა არასაკმარისობის (ქვორუმის არარსებობის) შესახებ, რომლის გამოც მითითებული სხდომის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების შედეგი - მოპასუხისათვის გადაცემული მოძრავი ნივთები არასწორად დაუბრუნა მოსარჩელეს;

 

4.41. დადგენილია, რომ სადავო მოძრავი ნივთების ღირებულებაა 32662 ლარი. აღნიშნულზე მითითებულია მოსარჩელის მიერ (იხ. ტ. III, ს/ფ.: 93);

 

4.42. დადგენილია, რომ სა----------- რაიონული სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით ა(ა)იპ ,,ქალაქ სა----------- წ------ მ--–--- ქ--------- სახელობის სა--------- სახლს“ უარი ეთქვა სა----------- მ----–----–-------- ს---------–--ს №--, №--, №--, №-- განკარგულებების ბათილად ცნობაზე, რაც მის მიერ სააპელაციო წესით არ გასაჩივრებულა;

 

4.43. მოცემული გარემოებებიდან გამომდინარე, ა(ა)იპ სა----------- მ----–----–-------- სა--------- ს---–-სა და სა----------- მ----–----–-------- გამგეობის სააპელაციო საჩივრების ფარგლებში სააპელაციო პალატის მსჯელობის საგანს წარმოადგენს სწორად ცნო თუ არა ბათილად პირველი ინსტანციის სასამართლომ სა----------- მ----–----–-------- ს---------–--ს №--; №-- და №-- განკარგულებები, ასევე სწორად დაუბრუნდა თუ არა მოსარჩელეს მოძრავი ნივთები;

 

4.44. პალატა უპირველესად მიუთითებს, რომ სასარჩელო მოთხოვნა სა----------- მ----–----–-------- ს---------–--ს N--; N-- და N-- განკარგულებების ბათილად ცნობის ნაწილში აღიარებითია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მიხედვით, იურიდიული ინტერესის არსებობისათვის აუცილებელია არსებობდეს ა) მხარეთა შორის დავა უფლების თუ სამართლებრივი ურთიერთობის თაობაზე. ბ) მოპასუხე უნდა ეცილებოდეს მოსარჩელეს უფლებაში; გ) ასეთი დავა უნდა ქმნიდეს უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; დ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს; ე) ამ გადაწყვეტილებას გარკვეული სარგებელი უნდა მოქონდეს მოსარჩელისათვის. აღირებითი სარჩელი დაუშვებელია, თუ შესაძლებელია აღიძრას სარჩელი თვით ვალდებულების შესრულების თაობაზე ე.ი. თუ შეიძლება აღიძრას მიკუთვნებითი ან აღსრულებითი სარჩელი. აღიარებითი სარჩელი აღიძვრება მხოლოდ მაშინ, როცა მიკუთვნებითი სარჩელის აღძვრა არ არის შესაძლებელი. აღიარებითი სარჩელის ეს კრიტერიუმი განპირობებულია საპროცესო ეკონომიის ინტერესებით, რათა თავიდან იქნეს აცილებული ერთი დავის ფარგლებში რამდენიმე სარჩელის აღძვრა (სუსგ 27.11.2015წ. საქმე №ას-148-138-2015). ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტის გათვალისწინებითაც ”საერთო სასამართლოებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ აღძრული სარჩელისადმი მოსარჩელის ნამდვილ იურიდიულ ინტერესზე, ასევე იმ საკითხებზე, თუკი აღიარებითი სარჩელის ნაცვლად შესაძლებელია მიკუთვნებითი მოთხოვნის წაყენება მოპასუხისადმი, რაც იმავდროულად გადაწყევტილების აღსრულებაუნარიანობის საკითხსაც უკავშირდება, რადგან გადაწყვეტილების აღსრულება მხარისათვის გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს განუყოფელი ნაწილია (APOSTOL V. GEORGIA; &87; ასევე Horsby V. Grecce &40). ნებისმიერი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება სასამართლოს პროცესის განუყოფელ ნაწილად უნდა განიხილებოდეს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე;

 

4.45. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეს ამ ნაწილში აღძრული აქვს აღიარებითი სარჩელი. პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ აღძრულ აღიარებით სარჩელში ვლინდება მისი იურიდიული ინტერესი, რაც თავის მხრივ აღიარებითი სარჩელის არსებითი შემადგენელი ნაწილია. განსახილველ საქმეში წარმოდგენილი სარჩელის, როგორც აღიარებითი მოთხოვნის, დასაშვებობის ერთ ერთი აუცილებელი წინაპირობა იყო ის, რომ აღიარებით სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილებით, მოსარჩელეებისათვის დადგეს რეალური სამართლებრივი შედეგი და სამართლებრივად გაუმჯობესდეს მისი მდგომარეობა. მოსარჩელის მიერ წარდგენილი აღიარებითი სარჩელი დავის გადაწყვეტის ერთადერთი და საუკეთესო საშუალებაა და იგი იძლევა მხარეთა შორის არსებული კონფლიქტის სამართლებრივად გადაწყვეტის საშუალებას;

 

4.46. ,,აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებით, მოსარჩელემ უნდა განახორციელოს კონკრეტული უფლება და ამ უფლების განხორციელება დაკავშირებული უნდა იყოს უშუალოდ აღიარებითი სარჩელით მოთხოვილი უფლების აღიარებასთან. სხვა საკითხია იურიდიული შედეგის არსებობის ან არარსებობის დადგენის სურვილი. იურიდიული ინტერესის არსებობის დადგენისათვის უპირატესად უნდა გაირკვეს გაუმჯობესდება თუ არა მოსარჩელის სამართლებრივი მდგომარეობა მისი მისი აღიარებითი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში...’’ (საქ. უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება №ას - 121-117-2016წ 17.03.2016);

 

4.47. პალატა მიიჩნევს, რომ სწორია გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტი, რომ ,,მ----–----–-------- სა--------- ს---–-ს, როგორც იურიდიული პირის, ახალი სუბიექტის წარმოშობას, არ გამოუწვევია ძველი სა--------- ფუნქციონირების შეწყვეტა და ორივე მათგანი, როგორც მოქმედი სუბიექტი, კვალავაც ირიცხება სამეწარმეო რეესტრში სხვადასხვა საიდენტიფიკაციო ნომრით’’. დღეისათვის სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულია კერძო სამართლის ორი დამოუკიდებელი სუბიექტი და თითოეული ა(ა)იპ-ის რეგისტრაციის საფუძველი დამოუკიდებლად წარმოშობს მის იურიდიულ უფლებებსა და ვალდებულებებს და კერძოსამართლებრივ ურთიერთობებში. როდესაც პუბლიცირებულ უფლებათა რეესტრში (სამეწარმეო რეესტრში) აღრიცხულია ორი სხვადასხვა არასამეწარმეო პირი, ს---------–--ს განკარგულება თუ სხვა აქტი ვერ შეცვლის ამ სამართლებრივ სურათს;

 

4.48. სამოქალაქო კოდექსის 35-ე მუხლის თანახმად, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დამფუძნებელი/წევრი უფლებამოსილია ერთ პირს მიანიჭოს საქმეების ერთპიროვნულად გაძღოლის უფლებამოსილება ან/და დააწესოს ორი ან ორზე მეტი პირის ერთობლივი ხელმძღვანელობა ან/და წარმომადგენლობა. ხელმძღვანელობითი უფლებამოსილება გულისხმობს უფლებამოსილების ფარგლებში არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სახელით გადაწყვეტილებების მიღებას, ხოლო წარმომადგენლობითი უფლებამოსილება − არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სახელით გამოსვლას მესამე პირებთან ურთიერთობაში. თუ სარეგისტრაციო დოკუმენტაციით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ხელმძღვანელობითი უფლებამოსილება გულისხმობს წარმომადგენლობით უფლებამოსილებასაც. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ორგანიზაციული სტრუქტურა უნდა მოწესრიგდეს მისი წესდებით (დამფუძნებელთა/წევრთა შეთანხმებით), რომელიც საჭიროებს სათანადო წესით დამოწმებას. არაკომერციული იურიდიული პირის ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების წარმოშობისა და შეწყვეტის მიმართ ვრცელდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით მეწარმე სუბიექტის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირისთვის განსაზღვრული წესები;

 

4.49. ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2, მე-3 და მე-7 პუნქტების თანახმად, ხელმძღვანელობის უფლებამოსილება გულისხმობს უფლებამოსილების ფარგლებში საწარმოს სახელით გადაწყვეტილებების მიღებას, ხოლო წარმომადგენლობითი უფლებამოსილება გულისხმობს საწარმოს სახელით გამოსვლას მესამე პირებთან ურთიერთობაში. ხელმძღვანელობის უფლებამოსილება გულისხმობს წარმომადგენლობით უფლებამოსილებასაც, თუ პარტნიორთა შეთანხმებით (წესდებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირთან (პირებთან), ასევე სამეთვალყურეო საბჭოსა და საწარმოს სხვა ორგანოების წევრებთან ურთიერთობები რეგულირდება ამ კანონით, საზოგადოების წესდებითა და მათთან დადებული ხელშეკრულებებით;

 

4.50. დადგენილია, რომ ,,სა----------- წ------ მ--–--- ქ--------- სახელობის სა--------- ს---–-ს” მიერ 2010 წლის 16 აგვისტოს გამგეობის კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებით, რ/კ ,,სა----------- წ------ მ--–--- ქ--------- სახელობის სა--------- ს---–-ს” საკუთრებაში არსებული ყველა მოძრავი ნივთი (მათ შორის მექანიკური სატრანსპორტო საშუალებები) საკუთრებაში გადაეცა სა----------- მუნიციპალიტეტს. ამ მიზნით 2010 წლის 26 ოქტომბერს სა----------- მ----–----–-------- გამგეობასა და ააიპ ,,სა----------- წ----- მ--–--- ქ--------- სახელობის სა--------- სახლს“ შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი, ბალანსზე არსებული ძირითადი საშუალებების სა----------- მუნიციპალიტეტზე გადაცემის შესახებ, რომლის საფუძველზედაც მიღება-ჩაბარების აქტში მითითებული მოძრავი ნივთები, მათ შორის მექანიკური სატრანსპორტო საშუალებები გადაეცა სა----------- მ----–----–-------- სა--------- სახლს;

 

4.51. სამოქალაქო კოდექსის 36-ე მუხლის თანახმად, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისება შესაძლებელია, თუ გასხვისება ემსახურება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საქმიანობას, მის ორგანიზაციულ განვითარებას, ხელს უწყობს მისი მიზნების განხორციელებას ან ემსახურება საქველმოქმედო მიზნებს;

 

4.52. გარდა ამისა განსახილველ შემთხვევაში არ დადასტურდა მოსარჩელის იძულება, არამედ ,,სა----------- წ------ მ--–--- ქ--------- სახელობის სა--------- ს---–-ა” თავისი ნების შესაბამისად, კანონით დადგენილი წესებისა და მთელი-რიგი პროცედურების დაცვით გადასცა მოძრავი ნივთები საკუთრებაში სა----------- მუნიციპალიტეტს, ხოლო სა----------- მ----–----–-------- ს---------–--მ მიიღო აღნიშნული უფლება ამ ნივთებზე. მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტობრივ გარემოებასაც, რომ წმ. ქ--------- სა--------- ს---–-ს სოციალური პროგრამის 80%-ზე მეტი ფინანსდებოდა სა----------- მ----–----–-------- ბიუჯეტიდან (იხ. ამ გადაწყვეტილების 4.19. პუნქტი), მოსარჩელე, როგორც იურიდიული პირი დღემდე ფუნქციონირებს და უფლება აქვს განახორციელოს კანონით აუკრძალავი ნებისმიერი საქმიანობა (ღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება საქმეში არ არის წარმოდგენილი), დაუსაბუთებელია მოსარჩელისთვის 32662 ლარის ღირებულების ქონების დაბრუნების თაობაზე რაიონული სასამართლოს მსჯელობა უსაფუძვლო გამდიდრების ნორმებზე მითითებით;

 

4.53. სააპელაციო პალატა მიუთიტებს, უსაფუძვლო გამდიდრების სამართლებრივ საფუძველზე და განმარტავს, რომ უსაფუძვლო გამდიდრება სუბსიდიური ხასიათისაა და მისი გამოყენება ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც სხვა სამართლებრივი საფუძვლით მოთხოვნის დაკმაყოფილება შეუძლებელია. ამ თვალსაზრისით, სააპელაციო პალატა მოიხმობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 11 ოქტომბრის №ას-774-723-2017განჩინებას, სადაც პალატამ განმარტა, რომ „კონდიქციური დანაწესების (სსკ-ის 976-ე-991-ე მუხლები) გამოყენების უმთავრესი წინაპირობა მის სუბსიდიურობაში ვლინდება, რაც იმას ნიშნავს, რომ უსაფუძვლო გამდიდრების წესები მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმებად გვევლინება მხოლოდ მაშინ, როდესაც სასამართლო მოვლენათა დინამიკის გათვალისწინებით დაასკვნის, რომ გამორიცხულია სხვა უფრო სპეციალური ნორმის გამოყენება (მაგ: პოსესორული ან ვინდიკაციური სარჩელები (სანივთო სამართალი), სარჩელი ვალდებულების შესრულების შესახებ (როგორც პირველადი, ისე - მეორადი მოთხოვნები) და სხვა)“ (შდრ. სუსგ №ას-774-723-2017, 11.10.2017);

 

4.54. სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 976-ე მუხლს თანახმადაც, შესრულების კონდიქცია გულისხმობს ვითომ კრედიტორის ქონების გაზრდას, რომელსაც არ გააჩნია სამართლებრივი (სახელშეკრულებო ან კანონისმიერი) საფუძველი. ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია, რომ ერთი პირის გამდიდრება მოხდეს მეორის ხარჯზე და ასეთი გამდიდრება მოკლებული უნდა იყოს იურიდიულ საფუძველს, რომელიც ან თავიდანვე არ არსებობს ან შემდგომში იშლება;

 

4.55. განსახილველ შემთხვევაში სადავო მოძრავი ნივთები სამართლებრივ საფუძველზე გადაეცა სა----------- მუნიციპალიტეტს, ხოლო დღეის მდგომარეობით კი ეს ნივთები ა(ა)იპ სა----------- მ----–----–-------- სა--------- ს---–-ს მფლობელობაშია. სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელის დასაკმაყოფილებლად მნიშვნელოვანია მხოლოდ ობიექტური შედეგი – ერთი პირის მიერ მეორე პირის ხარჯზე რაიმე სამართლებრივი სიკეთის შეძენა (დაზოგვა) შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე, რაც წინამდებარე შემთხვევაში სახეზე არ არის, ვინაიდან მოპასუხეს მოძრავი ნივთები გადაეცა უსასყიდლოდ, რეგისტრირებული კავშირის მიზნებიდან გამომდინარე, უსაფუძვლო გამდიდრებით სამართლურთიერთობის შეფასებისთვის კი აუცილებელია, რომ გამდიდრება მოხდეს სხვის ხარჯზე, რის შედეგადაც ერთი პირის ქონების გაზრდა ხდება მეორე პირის ქონების შესაბამისი შემცირების ხარჯზე და პირმა ქონება მიიღო (შეიძინა) შესაბამისი იურიდიული საფუძვლის გარეშე, რის გამოც, აღნიშნული შენაძენი ექვემდებარება კიდევაც უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას, ანუ უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის ნორმები აღჭურვილია დაცვითი ფუნქციით, უზრუნველყოფს რა არაუფლებამოსილი სუბიექტისაგან უსაფუძვლოდ მიღებული ქონების ამოღებას და მისი უფლებამოსილი პირისათვის გადაცემას; განსახილველ შემთხვევაში სახეზე არ არის არაუფლებამოსილი სუბიექტის მიერ ნივთების გადაცემა;

 

4.56. ააიპ ,,ქ.სა----------- წ------ მ--–--- ქ--------- სახელობის სა--------- ს---–-ს” წესდებით დადგენილია, რომ გამგეობა უფლებამოსილია თუ სხდომას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი, ხოლო გადაწყვეტილება მიიღება დასწრეთა უმრავლესობით. ამასთან, გამგეობა განაგებს კავშირის ქონებას. მხარეთა ახსნა-განმარტებებით დადგენილია, რომ იმ დროისათვის, როდესაც კრების მიერ გადაწყვეტილება იქნა მიღებული მათ საკუთრებაში არსებული ყველა მოძრავი ნივთის სა----------- მ----–----–-------- გამგეობისათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ, გამგეობა შედგებოდა 11 წევრისაგან. ამასთან, დადგენილია, რომ ამ გადაწყვეტილების მიღებისას სხდომას ესწრებოდა 6 წევრი, რომელთა მიერაც იქნა მიღებული გადაწყვეტილება მოძრავი ნივთების სა----------- მ----–----–-------- გამგეობისათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ. ამდენად, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისას კრების მიერ დაცული იქნა წესდებით დადგენილი ყველა წესი, რადგან კრება იყო უფლებამოსილი, მას ესწრებოდა 11 წევრიდან 6, ანუ წევრთა ნახევარზე მეტი. ამასთან, გამგეობა წესდების თანახმად განაგებდა კავშირის ქონებას, ხოლო გადაწყვეტილება ქონების განკარგვის შესახებ მიღებული იქნა 11 წევრიდან 6 წევრის თანხმობით, ანუ კრებამ გადაწყვეტილება მიიღო დასწრეთა უმრავლესობით. შესაბამისად, კრების მიერ მიღებული გადაწყვეტილება ლეგიტიმურია და სრულად შეესაბამება წესდებისა და შესაბამისად, კანონის მოთხოვნებს, რის გამოც არ არსებობს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი;

 

4.57. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. კანონით გათვალისწინებულია თითოეული მხარის ვალდებულებაა მიუთითოს მოთხოვნა, ფაქტები და წარმოადგინოს დასახელებული ფაქტის დამადასტურებელი კანონით გათვალისწინებული მტკიცებულებები. სწორედ აღნიშნული წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო სამართალში დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის გამოვლინებას. ამავე დროს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით განსაზღვრულია სასამართლოს მიერ მტკიცებულების შეფასების სტანდარტი, რაც ფორმულირებულია 105-ე მუხლში. მტკიცებულებები გამოკვლეულ უნდა იქნას სრული და ობიექტური განხილვის გონივრული განსჯის შედეგად, რა დროსაც სასამართლოს მათი ერთობლიობაში შესწავლისა და ურთიერთშეჯერების შედეგად უყალიბდება შინაგანი რწმენა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობა-არარსებობის თაობაზე;

 

4.58. დადგენილია, რომ ,,სა----------- წ------ მ--–--- ქ--------- სახელობის სა--------- ს---–-ა” 2010 წლის 16 აგვისტოს კრებაზე მიიღო გადაწყვეტილება სა----------- მ----–----–-------- მიერ სოციალური სფეროს მიზნების მქონე, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დაფუძნებასთან დაკავშირებით სა----------- მ----–----–--------ათვის რეგისტრირებული კავშირის ,,სა----------- წ------ მ--–--- ქ--------- სახელობის სა--------- ს---–-ს” საკუთრებაში არსებული ყველა მოძრავი ნივთის (მათ შორის, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების) საკუთრებაში გადაცემის შესახებ, რაც გადასცა კიდეც 2010 წლის 26 ოქტომბრის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე;

 

4.59. სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ხოლო ამავე კოდექსის 129-ე მუხლის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს;

 

4.60. ხანდაზმულობა არის ვადა, რომლის განმავლობაში პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლების იძულებითი განხორციელება ან დაცვა. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელი სასამართლოში წარდგენილი იქნა 2015 წლის 06 მარტს, რაც მიუთითებს იმაზე, რომ სასარჩელო მოთხოვნა ნივთების დაბრუნების ნაწილში არა მხოლოდ უსაფუძვლო, არამედ ხანდაზმულიცაა;

 

4.61. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა თვლის, რომ ა(ა)იპ სა----------- მ----–----–-------- სა--------- ს---–-ს და სა----------- მ----–----–-------- ს---------–--ს სააპელაციო საჩივრები საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. ა(ა)იპ ქალაქ სა----------- წ------ მ--–--- ქ--------- სახელობის სა--------- ს---–-ს სარჩელი - მოძრავი ნივთების დაბრუნების თაობაზე, - უსაფუძვლოა. შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება ამ ნაწილში არ არის სწორი და იგი უნდა გაუქმდეს ნაწილობრივ;

 

4.62. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით;

 

4.63. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე, 386-ე, 393-ე, 394-ე მუხლის ე1 პუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას და იღებს ახალ გადაწყვეტილებას, თუ სასამართლოს მიერ დარღვეული იქნა საპროცესო სამართლის ნორმა, რამაც არასწორი გადაწყვეტილება გამოიწვია, ან თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძლიანობის შეფასება შეუძლებელია;

 

4.64. თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე;

 

4.65. ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრები საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს სა----------- რაიონული სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება; ა(ა)იპ ქალაქ სა----------- წ------ მ--–--- ქ--------- სახელობის სა--------- ს---–- სარჩელი - მოძრავი ნივთების დაბრუნების ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს; დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელად;

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

5.1. ა(ა)იპ სა----------- მ----–----–-------- სა--------- ს---–-ს და სა----------- მ----–----–-------- ს---------–--ს სააპელაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; უნდა გაუქმდეს სა----------- რაიონული სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება; ა(ა)იპ ქალაქ სა----------- წ------ მ--–--- ქ--------- სახელობის სა--------- ს---–-ს სარჩელი - მოძრავი ნივთების დაბრუნების ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს; დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელად;

 

6. საპროცესო ხარჯები

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა;

 

6.2. დადგენილია, რომ სადავო მოძრავი ნივთების ღირებულებაა 32662 ლარი. აღნიშნულზე მითითებულია მოსარჩელის მიერ (იხ. ტ. III, ს/ფ.: 93). დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე არ არის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი სარჩელის ღირებულების 3%-ის ოდენობით (984,87 ლარი), ასევე დადგენილია, რომ აპელანტის - ა(ა)იპ სა----------- მ----–----–-------- სა--------- ს---–-ს მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილია შესაბამისი სახელმწიფო ბაჟი (იხ. ქვითრები ტ.III, ს/ფ.: 217, 248), ხოლო მეორე აპელანტი - სა----------- მ----–----–-------- ს---------–-- გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

6.3. დადგენილია, რომ ა(ა)იპ სა----------- მ----–----–-------- სა--------- ს---–-ს და სა----------- მ----–----–-------- ს---------–--ს სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შესაბამისად, ა(ა)იპ ქალაქ სა----------- წ------ მ--–--- ქ--------- სახელობის სა--------- სახლს უნდა დაეკისროს პირველი ინსტანციისა და სააპელაციო ინსტანციის წარმოებისათვის შესაბამისი სახელმწიფო ბაჟი: სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 984.87 ლარის, ხოლო ა(ა)იპ სა----------- მ----–----–-------- სა--------- ს---–-ს სასარგებლოდ - 1313.16 ლარის გადახდა;

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ა(ა)იპ სა----------- მ----–----–-------- სა--------- ს---–-ს და სა----------- მ----–----–-------- ს---------–--ს სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. გაუქმდეს სა----------- რაიონული სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.8. და მე-2 პუნქტები (მოსარჩელისათვის მოძრავი ნივთების დაბრუნებისა და საპროცესო ხარჯების დაკისრების ნაწილში) და ამ ნაწილებში მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

 

3. ა(ა)იპ ქალაქ სა----------- წ------ მ--–--- ქ--------- სახელობის სა--------- ს---–-ს სარჩელი მოპასუხეების - სა----------- მ----–----–-------- ს---------–--ს და ა(ა)იპ სა----------- მ----–----–-------- სა--------- ს---–-ს მიმართ, მოძრავი ნივთების უკან დაბრუნების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს. დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად;

 

4. ა(ა)იპ ქალაქ სა----------- წ------ მ--–--- ქ--------- სახელობის სა--------- სახლს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს 984,87 ლარის გადახდა (საქმის პირველი ინსტანციაში წარმოებისათვის გადასახდელი ბაჟი);

 

5. ა(ა)იპ ქალაქ სა----------- წ------ მ--–--- ქ--------- სახელობის სა--------- სახლს ა(ა)იპ სა----------- მ----–----–-------- სა--------- ს---–-ს სასარგებლოდ დაეკისროს სააპელაციო წარმოებისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის 1313,16 ლარის ოდენობით;

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე ლაურა მიქავა

 

მოსამართლეები: ირმა პერანიძე

 

სიმონ ჩხაიძე