გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/23180-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
05 ნოემბერი 2018 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე: ზოია კვარაცხელია
სხდომის მდივანი : ანა კალანდაძე
მოსარჩელე: ლი-----------–------ი
წარმომადგენელი: თე--------------ი
მოპასუხეები: 1. კლ--------------------ი
2. ინ-------–------ა
3. გი--------------------
4. ელ----------------–-----ი
წარმომადგენლები: მა-------------–-ა
მა-------–---–ი
დავის საგანი: სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, ჩუქების ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა;
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. სე-----------------ს სამკვიდრო ქონებაზე, მდებარე: ქ. თბილისი, ბ------------, კლ--------------------ის, როგორც გი--------------------ს კანონისმიერი მემკვიდრის სახელზე, 04/05/2006 წელს გაცემული სამკვიდრო მოწმობის (რეგისტრაციის #----), 1/2 ნაწილში ბათილად ცნობა.
1.2. სე-----------------ს სამკვიდრო ქონებაზე, მდებარე: ქ. თბილისი, ბ------------, კლ--------------------სა და მის შვილებს: ინ-------–------ას, გი-------------–-----ს და ელ---------------–----სს შორის, 0--------6 წელს დადებული ჩუქების ხელშეკრულების 1/2 ნაწილში ბათილად ცნობა.
1.3. მამკვიდრებლის, კო--------------------------ის მამის - სე-----------------ს სამკვიდრო ქონების (რომელიც საკუთრების უფლებით აღრიცხულია გი--------------------ს, პ/ნ 0---------- და ელ---------------–----სის,პ/ნ 0---------- და ინ-------–------ას პ/ნ 0---------- სახელზე) მდებარე: ქ. თბილისი, ბ------------, საკადასტრო კოდი #0---------------, 1/2 ნაწილში ლი-----------–------ის მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა.
სარჩელის საფუძვლები:
2.1. უძრავი ქონება, მდებარე ბე-------------ში, ირიცხებოდა 197--–-–----------------–ს გარდაცვლილი სე-----------------ს სახელზე, რომელსაც ჰყავდა ორი პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრე, შვილები - გი--------------------, რომელიც გარდაიცვალა 20-- წელს და კო--------------------------ი, რომელიც გარდაიცვალა 20---–-–------------------ს. კო--------------------------ი იყო, მოსარჩელე ლი-----------–------ის მეუღლე. 2006 წლის 04 მაისს სამკვიდრო მოწმობით (რეგისტრირებული რეესტრში #----), სე-----------------ს სამკვიდრო ქონება მთლიანად მიიღო გი--------------------ს მეუღლემ - კლ--------------------მა, რომელსაც ნოტარიუსთან არ განუცხადებია, რომ მის გარდა არსებობდა, ასევე, სხვა მემკვიდრეც, კერძოდ, გი--------------------ს მეუღლე - ლი-----------–------ი, რომელსაც მიღებული აქვს გარდაცვლილი მეუღლის დანაშთი ქონება (სამკვიდრო მოწმობა N17-------, 21.08.2017 წ.). კლ-------------–-------ა 2016 წლის 01 სექტემბერს, სადავო ქონება, ჩუქების ხელშეკრულებით გადაუფორმა შვილებს - ინ-------–------ას, გი-------------–-----ს და ელ----------------–-----ს. მოსარჩელე ლი-----------–------ი და მისი აწ გარდაცვლილი მეუღლე, მამის სიცოცხლეში და მისი გარდაცვალების შემდგომაც, ფაქტობრივად ფლობდნენ სამკვიდრო ქონებას, გააჩნდათ ოთახები, რომელშიც განთავსებული იყო მათი ნივთები. მოსარჩელე, ლი-----------–------ი ერთი წლით იმყოფებოდა საზღვარგარეთ - საბერძნეთში შვილთან, რითაც ისარგებლა კლ--------------------მა, მოსარჩელის ნივთები გამოიტანა ბინი---ნ და ჩაიტანა ფარეხში. ამის შემდგომ გახდა ლი-----------–------ისთვის ცნობილი, რომ კლ--------------------მა სამკვიდრო ქონება მთლიანად მიისაკუთრა და შემგდომ ჩუქების ხელშეკრულებით გაუფორმა შვილებს.
სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია სამოქალაქო სამართლის კოდექსის 54-ე, 1319, 1328-ე, 1330-ე, 1336-ე, 1421-ე, 1424-ე მუხლი;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი (იხილეთ ს. ფ 1-15);
-მოსარჩელის ახსნა-განმარტება (იხ.სხდომის ოქმი).
2. მოპასუხის პოზიცია
2.2. მოპასუხეები: კლ--------------------ი, ინ-------–------ა, გი--------------------, და ელ----------------–-----ი არ დაეთანხმნენ სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს, არ ცნეს სარჩელი. მათი განცხადებით, ლი-----------–------ის სახელზე ირიცხებოდა უძრავი ქონება მდებარე: ქ.თბილისში, რ------------------–--–------- საკადასტრო კოდით #0--1-------------------- რომელიც 2014 წელს გაასხვისა. ასევე ლი-----------–------ის სახელზე ირიცხებოდა უძრავი ქონება მდებარე: ქ.თბილისი, რ------------------–--–----------------- საკადასტრო კოდით #0----------------------- რომელიც დაირეგისტრირა პრივატიზაციის ხელშეკრულების (N-----------------–.) საფუძველზე. ამ ბინაში ცხოვრობდა და გარდაიცვალა მოსარჩელის მეუღლე - კო--------------------------ი. კო--------------------------ის საკუთრებაში იყო ასევე უძრავი ქონება მდებარე: ქ. თბილისი, ა------–----–----------------------აკადასტრო კოდით 7------------ რომელიც, ასევე, იქნა გასხვისებული. მამის სოცოცხლეშივე შა-–--------------------–----ა რესტავრაცია გაუკეთა სახლს და გაზარდა საცხოვრებელი ფართი, რაც დასტურდება წარმოდგენილი მასალები---ნ (ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს წერილი, კი------ს რაიონული აღამასრულებელი კომიტეტის დავმჯდომარის სახელზე დაწერილი განცხადება). კო--------------------------ი მეუღლესა და შვილებთან ერთად 1975 – 1976 წლი---ნ აღარ ცხოვრობს ბე----------------ში. მას ფაქტობრივი ფლობით არ მიუღია მამკვიდრებლის დანატოვარი ქონება, მამის სიცოცხლეშივე გადავი--- სხვაგან საცხოვრებლად, არც ის და არც მისი მეუღლე უკან აღარ დაბრუნებულან, რის გამოც სასამართლომ არ უნდა დააკმაყოფილოს მოსარჩელის მოთხოვნა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შესაგებელი (იხილეთ ს. ფ. 75-84)
-მოპასუხეთა ახსნა-განმარტება;
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. საქმეში წარმოდგენილი, 2005 წლის 06 ივლისის (#3---------) საჯარო რეესტრი---ნ ამონაწერის მიხედვით უძრავ ქონებაზე მდებარე: ქ. თბილისი, ბე--------- #-, მიწის (უძრავი ქონების) სარეგისტრაციო ნომერი #1--------- საკუთრება ირიცხებოდა 197--–-–----------------–ს გარდაცვლილი სე-----------------ს სახელზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-2005 წლის 06 ივლისის (#3---------) საჯარო რეესტრი---ნ ამონაწერი (ს.ფ.27).
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).
3.1.2. საქმეში წარმოდგენილი გარდაცვალების მოწმობის (#ა-–-------- სააქტო ჩანაწერი #-07) მიხედვით მამკვიდრებელი სე----------------- გარდაიცვალა 197--–-–----------------–ს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-სე-----------------ს გარდაცვალების მოწმობის ასლი (#ა-–-------- სააქტო ჩანაწერი #-07) (ს.ფ.33);
3.1.3 197--–-–----------------–ს გარდაცვლილი სე-----------------ს პირველი რიგის კანონისმიერ მემკვიდრეებს წარმოადგენდნენ მეუღლე - ელ--------------ი, გი-------------------- და კო--------------------------ი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-კო--------------------------ის დაბადების მოწმობა, სააქტო ჩანაწერი #---------------- (ს.ფ.31);
-2006 წლის 04 მაისს გაცემული სამკვიდრო მოწმობა #---- (ს.ფ.23-26);
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).
3.1.4. საქმის მასალებით და მხარეთა ახსნა-განმარტებით უდავოდ დადგენილია ის გარემოება, რომ კო--------------------------ი და გი-------------------- არიან 1979 წელს გარდაცვლილი სე-----------------ს შვილები;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის მოწმობა (იხ. ს.ფ.29)
-2006 წლის 04 მაისს გაცემული სამკვიდრო მოწმობა #---- (ს.ფ.23-26);
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სხდომის ოქმი).
3.1.5. მოსარჩელე ლი-----------–------ი და კო-------------------–-------ი ქორწინებაში იმყოფებოდნენ 19---–-–-----------------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-კო--------------------------ის და ლი------------ს ქორწინების მოწმობა სააქტო ჩანაწერი #1---------------- (ს.ფ.34);
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).
3.1.6. სე-----------------ს პირველი რიგის მემკვიდრეები: მეუღლე - ელ--------------ი გარდაიცვალა 198--–-–------------ს, გი-------------------- გარდაიცვალა 20-- წლის 12 ნოემბერს და კო--------------------------ი გარდაიცვალა 20---–-–------------------ს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ელ--------------ის გარდაცვალების მოწმობა სააქტო ჩანაწერი #-440(ს.ფ.32);
-2006 წლის 04 მაისს გაცემული სამკვიდრო მოწმობა #---- (ს.ფ.23-26);
--კო--------------------------ის გარდაცვალების მოწმობა, სააქტო ჩანაწერი #0-----------–-------- (ს.ფ.28);
3.1.7. საქმეში წარმოდგენილი 2017 წლის 21 აგვისტოს #17------- სამკვიდრო მოწმობის მიხედვით, ლი-------------------ა, როგორც მამკვიდრებლის კო--------------------------ის პირველი რიგის კანონიერმა მემკვიდრემ - მეუღლემ მიიღო მთელი სამკვიდრო ქონება მასში შემავალი აქტივებითა და პასივებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-2017 წლის 21 აგვისტოს #17------- სამკვიდრო მოწმობა (ს.ფ.36);
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).
3.1.8. 04.05.2012 წლის და 13.06.2014 წლის საჯარო რეესტრი---ნ ამონაწერების მიხედვით უძრავი ქონება მდებარე: ქ. თბილისი, რ------------------–--–------, საკადასტრო კოდი #0---------------------- საკუთრების უფლებით 2003 წლი---ნ ირიცხებოდა ლი-----------–------ის სახელზე, რომელიც გასხვისებული იქნა ქე-------------------ე 2014 წელს;
02.10.2008 წლის და 27-------- წლის საჯარო რეესტრი---ნ ამონაწერების მიხედვით უძრავი ქონება მდებარე: ქ. თ---–-------------------------–--–------------ , საკადასტრო კოდი #0---------------------- საკუთრების უფლებით 1999 წლი---ნ ირიცხებოდა ლი-----------–------ის სახელზე, რომელიც გასხვისებული იქნა მე------–--ზე 2014 წელს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 04.05.2012 წლის და 13.06.2014 წლის საჯარო რეესტრი---ნ ამონაწერები
- 02.10.2008 წლის და 27-------- წლის საჯარო რეესტრი---ნ ამონაწერები
3.1.9 საქართველოს სსრს-ს, თბილისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის, ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს ცნობის მიხედვით, ბე---------------–ი მდებარე სახლი აღრიცხულია 1941 წელს ძირითადი ინვენტარიზაციის დროს მოქალაქე სე----–---–------------------–---ის სახელზე. 1962 წლის 21/X -ს მიმდინარე ინვენტარიზაციის დროს აღირიცხა ძველი სახლის დანგრევა და მის ნაცვლად ორსართულიანი სახლი, რომელიც აშენებულია თბილისის საქ. საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1954 წლის 14/VII-ს N2092 გადაწყვეტილებით და მიღებულია ექსპლუატაციაში არხ-მშენ კონტროლის სამმართველოს მიერ 1971 წლის 5/V-ს ისევ სე----–---–------------------–---ის სახელზე.
რაისაბჭოს აღმასკომის 1978 წლის 19/lV-ს #-73 გადაწყვეტილების საფუძველზე მოქ. სე----–---–------------------–---ის სახელზე გაიცა ნებართვა მიშენებული დამხმარე სათავსოებისა, რომელზეც არსებობს შეთანხმებული პროექტი. სახლთმფლობელობაში უკანონო ნაგებობანი არ არსებობს 1984 წლის მდგომარეობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს სსრს-ს, თბილისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის, ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს ცნობა (ს.ფ.102)
3.1.10. თბილისის კი------ს სახალხო დეპუტატის რაიონული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 01 ივნისი, 1998 წლის გადაწყვეტილებით, ნება დაერთო ბე---------------–- პირადი მფლობელობის სახლში მცხოვრებ მოქალაქე შ.---------–---ს საკუთარი ხარჯებით ეზოში კლდეში შეჭრით ავტოსადგომის აშენება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- თბილისის კი------ს სახალხო დეპუტატის რაიონული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 01 ივნისი, 1998 წლის გადაწყვეტილება (ს.ფ 103)
3.1.11. 1992 წლის 29 დეკემბრის ხელშეკრულებით, დიდუბის რაიონის საბინაო საექსპლუატაციო უბნის მიერ გაცემული მინდობილობის თანახმად უბნის წარმომადგენელს ვა--------------------------ეს და კო--------------------------ს შორის დადებული ხელშკრულების მიხედვით, კო--------------------------ს უსასყიდლო საკუთრებაში გადაეცა ბინა მდებარე: ქ.თბილისი, მ---–----–----------------, ხოლო 2001 წლის 31 ივლისის, საცხოვრებელი ბინის (სახლის) ნასყიდობის ხელშკრულების მიხედვით კო--------------------------მა აღნიშნული უძრავი ქონება გაასხვისა, ნი----–---------–----ზე.
. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 1992 წლის 29 დეკემბრის ხელშეკრულება(ს.ფ. 158-159)
- 2001 წლის 31 ივლისის, საცხოვრებელი ბინის (სახლის) ნასყიდობის ხელშკრულება (ს.ფ. 165,166);
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. საქმეში წარმოდეგნილი 2006 წლის 04 მაისის სამკვიდრო მოწმობის (რეგისტრაციის #----) მიხედვით, კლ--------------------მა როგორც გი--------------------ს პირველი რიგის მემკვიდრეთა წრი---ნ - მეუღლემ, როგორც კანონიერმა მემკვიდრემ, პირველი რიგის მემკვიდრეთა წრი---ნ, საკუთრებაში მიიღო სამკვიდრო ქონება მდებარე: ქ. თბილისი, ბე--------- #-;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-2006 წლის 04 მაისის სამკვიდრო მოწმობა, რეგისტრაციის #---- (ს.ფ.23-26)
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).
3.2.2. 2016 წლის 15 აგვისტოს საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, უძრავი ქონება მდებარე: ქ. თბილისი, ბე--------- #-, საკადასტრო კოდი #0---------------,2006 წლის 04 მაისს დამოწმებული სამკვიდრო მოწმობის (რეგისტრაციის #----) საფუძველზე აღირიცხა კლ--------------------ის სახელზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2016 წლის 15 აგვისტოს საჯარო რეესტრის ამონაწერი (ს.ფ.18-19)
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).
3.2.3. 2016 წლის 01 სექტემბრის უძრავი ნივთის ჩუქების ხელშკრულების მიხედვით, კლ--------------------მა უძრავი ქონება მდებარე: ქ. თბილისი, ბე--------- #- აჩუქა შვილებს - ინ-------–------ას, ელ----------------–------ს და გი-------------–------ს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-2016 წლის 01 სექტემბრის უძრავი ნივთის ჩუქების ხელშკრულება (ს.ფ.21-22)
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).
3.2.4. 2017 წლის 25 აგვისტოს საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, უძრავი ქონება მდებარე: ქ. თბილისი, ბე--------- #-, საკადასტრო კოდი #0---------------,ჩუქების ხელშკრულების (დამოწმებული 0--09.2016წ.) საფუძველზე აღირიცხა ინ-------–------ას, ელ----------------–------ის და გი-------------–------ისსახელზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-2017 წლის 25 აგვისტოს საჯარო რეესტრის ამონაწერი (ს.ფ.16-17)
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).
3.2.5.საქმეში წარმოდგენილი საბინაო წიგნის ამონაწერის მიხედვით ჩა-----–------ი კო------------------–ის ძე და მისი მეუღლე ლი-----------–------ი ჩაწერილი იყვნენ უძრავ ქონებაში მდებარე: ქ. თბილისი, ბე--------- #-, 1969 წლი---ნ, ხოლო ამოწერა განხორციელებული იქნა 1976 წელს
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-საბინაო წიგნის ამონაწერის ასლი(ს.ფ.160)
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).
3.2.6.საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსგს საინფორმაციო-სამისამართო ბიუროს საინფორმაციო ბარათების მიხედვით კო--------------------------ის და მისი მეუღლის მოსარჩელე - ლი-----------–------ის რეგისტრაციის თარიღი ბინაზე მდებარე მისამართზე: ქ.თბილისი, მ---–----–----------------, რეგისტრაციის თარიღია 1998 წლის 12 მაისი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსგს საინფორმაციო-სამისამართო ბიუროს საინფორმაციო ბარათები (ს.ფ.239, 281-282)
-მოსარჩელის ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი).
3.2.7. საქმეში წარმოდგენილი, 2018 წლის 17 სექტემბრის, სსიპ ქ. თბილისის #---- საჯარო სკოლის დირექტორის მიერ გაცემული ცნობების მიხედვით მზ-- ჩა-----–------მა (დაბად. 1---------წ.) 1977-1978 სასწავლო წელს ნამდვილად დაამთავრა სსიპ #---- საჯარო სკოლის სრული კურსი და მე---- ჩა-----–------მა (დაბ. 2---------წ.) 1976-1977 სასწავლო წელს ნამდვილად დაამთავრა სსიპ #---- საჯარო სკოლის სრული კურსი
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-2018 წლის 17 სექტემბრის, სსიპ ქ. თბილისის #---- საჯარო სკოლის დირექტორის მიერ გაცემული ცნობები (ს.ფ.283-284);
-მოსარჩელის ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი).
3.2.8. სე-----------------ს გარდაცვალების შემდეგ, მისი პირველი რიგის მემკვიდრე, შვილი - კო--------------------------ი ფაქტობრივი ფლობით დაეუფლა მამკვიდრებლის დანაშთ ქონებას, ქ.თბილისში, ბე--------- #- და მამკვიდრებლის გარდაცვალები---ნ 6 თვის ვადაში, მიღებული აქვს მამკვიდრებლის სამკვიდრო ქონება.
აღნიშნულის შეფასების საფუძველს სასამართლოს აძლევს საქმეზე დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
სასამართლო, ფაქტობრივი გარემოების დადგენისას აღნიშნავს, რომ მატერიალური სამართლის არც ერთი ნორმა სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღების დადასტურების რაიმე სპეციალურ სტანდარტს არ ადგენს, შესაბამისად, გამოყენებულ უნდა იქნას საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომელიც დასაშვებ მტკიცებულებად, მათ შორის მოწმის ჩვენებასაც მიიჩნევს. თავის მხრივ, ამავე კოდექსის 140-ე მუხლი, მოწმედ განიხილავს ნებისმიერ პირს, რომელსაც შესაძლებელია, გააჩნდეს რაიმე ინფორმაცია სადავო გარემოების შესახებ.
მოწმის ჩვენების შეფასებისას სასამართლო მას იკვლევს, როგორც ინდივიდუალურად, ისე სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, რა დროსაც, ბუნებრივია, მნიშვნელობა ენიჭება, როგორც სუბიექტურ, ისე - ობიექტურ ფაქტორებს, მათ შორისაა მოწმის უნარი, აღიქვას ფაქტები და სწორად გადმოსცეს ისინი, მისი დამოკიდებულება მოდავე მხარეებისა და გარემოებების მიმართ. ასეთ დროს მოწმდება ჩვენების იურიდიული სანდოობა და, ბუნებრივია, შეფასების პროცესუალურ საფუძველს 105-ე მუხლი წარმოადგენს.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე განმარტავს, რომ მის ოჯახთან, მეუღლესთან - კო--------------------------თან და შვილებთან ერთად, სე-----------------ს სიცოცხლეშიც და გარდაცვალების შემდგომაც განაგრძობდნენ სამკვიდრო მასაში შემავალ ქონებაში ცხოვრებას, ჰქონდათ ოთახები მათ მფლობელობაში, სადაც განთავსებული იყო მათი ნივთები. მის ამგვარ განმარტებებს ადასტურებენ მოწმეები: ავ--------–-------, ლა-----------------ა, არ-------------------ი (რომელიც არის მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმე) და ნე-–-------------ა, რომელთა დაინტერესება საქმის გადაწყვეტის კონკრეტული შედეგისადმი არ გამოკვეთილა.
მოწმე ავთანდილ მიქაძის განმარტებით, ქ. თბილისში, მი--–----–--ას ქუჩაზე, კო--------------------------ი იყო მისი მეზობელი, რომელსაც ბინა მიღებული ჰქონდა მის გადმოსვლამდე - 1977 წლამდე, მაგრამ იქ არ ცხოვრობდა დაახლოებით 1985 წლამდე, რადგან აკეთებდა რემონტს. მისივე ჩვენებით, მამკვიდრებელი, სე----–---–------------------–---ი უკვე გარდაცვლილი იყო, როცა მას დასჭირდა კო-----------------------ა, კერძოდ სჭირდებოდა მანქანა ტვირთის გადასაზი---დ და კო-----------ს მიაკითხა მის საცხოვრებელ ადგილზე ო--------–-–ი - მამისეულ სახლში.
რაც შეეხება მოწმეების: ლა-----------------ას, არ-------------------ის და ნე-–-------------ას, ჩვენებებს, სე-----------------ს სიცოცხლეშიც და გარდაცვალების შემდგომაც სამკვიდრო სახლის, მდებარე: ქ. თბილის, ბე--------- #--ის პირველ სართულზე, ცხოვრობდა კო--------------------------ი თავის ოჯახთან ერთად, ხოლო მეორე სართულზე ძმა - გი-----ი ჩა-----–------ი თავის ოჯახთან ერთად. მამის გარდაცვალების დროს კო----------- ცხოვრობდა ო--------–-–ი - მამის დანატოვარ სახლში, სადაც გადაიხადა, ასევე, ქალიშვილის ქორწილი, დაახლოებით 1982 წელს, ხოლო მოწმე ნე-–-------------ას ჩვენებით, მისი რძალი იყო ლი--- და კო--------------------------ების შვილი - მზ-- ჩა-----–------ი. მათ პირველი შვილიშვილი შეეძინათ 1983 წელს, ხოლო მეორე 1985 წელს. მზ-- წასული იყო საქართველოდან და ბავშვები დატოვებული იყვნენ ლი-----------–------თან, ხოლო იგი ხშირად აკითხავდა ბავშვებს, ეხმარებოდა ლი---ს მათ მოვლაში და რჩებოდა ო--------–-–ი, იმ სახლში სადაც ლი--- ბავშვებთან ერთად ცხოვრობდა და რომელიც სადავოდ არის გამხდარი.
ამდენად, მოწმეთა ჩვენებები მხარეთა ახსნა-განმარტებასთან ერთობლიობაში განხილვის შედეგად, დასაბუთებულს ხდის მოსარჩელის მიერ მითითებულ გარემოებებს იმის შესახებ, რომ კო--------------------------ი სამკვიდრო ბინას მიიჩნევდა თავის საკუთრებად, მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ ოჯახთან ერთად დაუფლა მის კუთვნილ უძრავ-მოძრავ ნივთებს. მოპასუხეებს, დასახელებული ფაქტების საწინააღმდეგო, უარმყოფელი სათანადო დასაბუთება არ წარმოუდგენიათ. წარმოდგენილი მტკიცებულებებით მათ ვერ შეძლეს კუთვნილი მტკიცების ტვირთის საპროცესო უფლების სრულყოფილი რეალიზაცია, რადგან არცერთი წარმოდგენილი მტკიცებულება არ ეხება მამკვიდრებლის გარდაცვალები---ნ 6 თვის პერიოდს, რა დროშიც განსაზღვრულია სამკვიდროს მიღების ვადა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, რომლის მიხედვით მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნას იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაი---ნ მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებათა ერთობლიობა ქმნის პრეზუმფციას იმისას, რომ კო--------------------------ი ფაქტობრივად დაეუფლა მამის საცხოვრებელ სახლს, ხოლო პრეზუმირებული ფაქტის გამაქარწყლებელი და უარმყოფელი სათანადო მტკიცებულებები მოპასუხის მხრი---ნ არ წარმოდგენილა.
3.2.9. ამასთან, სასამართლოს მოსაზრებით, საქმის მასალებით არ დასტურდება ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ კო--------------------------ი დაეუფლა დედის 198--–-–------------ს გარდაცვლილი ელ--------------ის სამკვიდროს 6 თვის ვადაში. მოსარჩელეს აღნიშნული ფაქტის დამადასტურებელი უტყუარი და სარწმუნო მტკიცებულება გარდა ახსნა-განმარტებისა, რომელიც სადავოობის შემთხვევაში ვერ მიიჩნევა სადავო ფაქტის დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად არ წარმოუდგენია. ვერც წარმოდგენილმა მოწმეებმა დაადასტურეს აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების შესახებ, რადგან მათი განმარტებით კო--------------------------ი 1985 წლი---ნ ოჯახთან ერთად საცხოვრებლად გადავი--- ქ. თბილისში, მი--–----–--ას ქუჩაზე მდებარე კო--------------------------ის მიერ მიღებულ ბინაში. შესაბამისად, მოსარჩელემ ამ შემთხვევაში ვერ შეძლო მტკიცების ტვირთის რეალიზება (სსკ-ის 102-103-ე მუხლები).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი);
- მოწმეთა ჩვენება (იხ. სხდომის ოქმი).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.
მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაი---ნ მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტი, სამოქალაქო სამართალწარმოების მიზნებისათვის, დადგენილია საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით. ნორმის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა, არამედ, სასამართლო დასაშვებად ცნობილ მტკიცებულებებს აფასებს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად, რა დროსაც ხდება მათი როგორც ინდივიდუალურად, ისე ერთობლიობაში შესწავლა, სწორედ ამ გზით არკვევს სასამართლო კონკრეტული მტკიცებულების დამაჯერებლობას, მის იურიდიულ სარწმუნოობას.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე სასამართლო მივი--- დასკვნამდე, რომ ვინაი---ნ სე-----------------ს მემკვიდრეს, კო--------------------------ს, სამკვიდრო ქონება მიღებული აქვს მამკვიდრებლის გარდაცვალები---ნ კანონით დადგენილ ვადაში ფაქტობრივი ფლობით მიღების გზით, ლი-----------–------ის, როგორც კო--------------------------ის მემკვიდრის, სარჩელი სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობის, ჩუქების ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობის, მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობის თაობაზე, საფუძვლიანია და ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს;
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა :
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1507-ე, 1504-ე, საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის(1964 წლის რედაქციით) 540-ე, 539-ე, 544-ე, 556-ე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1450-ე, 1503-ე, 54-ე, 1433-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამოქალაქო კოდექსი ვრცელდება მხოლოდ იმ ურთიერთობებზე, რომლებიც წარმოიშობა ამ კოდექსის ამოქმედების შემდეგ. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სამოქალაქო კოდექსის ამოქმედების გამო, ძალადაკარგული ნორმატიული აქტების საფუძველზე წარმოშობილი ურთიერთობების მიმართ გამოიყენება ეს ნორმატიული აქტები, გარდა იმ შემთვევისა, როცა ურთიერთობის მონაწილეებს სურთ ერთმანეთს შორის ურთიერთობა ამ კოდექსით მოაწესრიგონ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1504-ე მუხლის თანახმად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ამოქმედდა 1997 წლის 25 ნოემბრი---ნ.
მოსარჩელე ითხოვს 197--–-–----------------–ს გარდაცვლილი სე-----------------ს სამკვიდროს მიკუთვნებას, რომელიც ფაქტობრივი ფლობით მიღებული ჰქონდა მის მეუღლეს - კო--------------------------ს. შესაბამისად, სამკვიდრო გაიხსნა ახალი კოდექსის ამოქმედებამდე. მხარეთა შეთანხმება სარჩელის განხილვისას ახალი ნორმების გამოყენებასთან დაკავშირებით არ მომხდარა, რის გამოც საქმე განხილულ უნდა იქნას სადავო სამართლებრივი ურთიერთობის დროს მოქმედი სამოქალაქო სამართლის ნორმებით, კერძოდ, სე-----------------ს სამკვიდროს გახსნის, 1979 წელს მოქმედი - საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის 1964 წლის რედაქციით.
საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის რედაქცია) 540-ე მუხლის თანახმად, სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება სამკვიდროს დამტოვებლის გარდაცვალების დღე. ამავე კოდექსის 539-ე მუხლი შესაბამისად, მემკვიდრეობის გადასვლა ხდება კანონით ან ანდერძით.
სამოქალაქო სამართლის კოდექსის 556-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სამკვიდრო მიღებულად ითვლება თუ მემკვიდრე ფაქტიურად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, აგრეთვე როდესაც იგი შეიტანს სანოტარო მოქმედებათა შემსრულებელ ორგანოში სამკვიდროს გახსნის ადგილას განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ; ამ მუხლის მეორე ნაწილში აღნიშნული მოქმედებები შესრულებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღი---ნ. ამავე ნორმის პირველი აბზაცის პირველი წინადადების თანახმად, იმისათვის, რომ სამკვიდრო მემკვიდრისა გახდეს, მან უნდა მიიღოს იგი. მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღი---ნ.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სე-----------------ს გარდაცვალების შემდეგ, 197--–-–----------------–ს, გაიხსნა სამკვიდრო. დადგენილია ასევე, რომ მის სახელზე საკუთრების უფლებით ირიცხებოდა ქონება მდებარე ქ.თბილისი, ბე--------- #-.
სე-----------------ს პირველი რიგის კანონისმიერ მემკვიდრეებს წარმოადგენდნენ: მეუღლე - ელ--------------ი, შვილები - კო--------------------------ი და გი--------------------.
სამკვიდროს გახსნის დროს მოქმედი სამოქალაქო სამართლის კოდექსის 556-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სამკვიდრო მიღებულად ითვლება თუ მემკვიდრე ფაქტიურად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, აგრეთვე როდესაც იგი შეიტანს სანოტარო მოქმედებათა შემსრულებელ ორგანოში სამკვიდროს გახსნის ადგილას განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ; ამ მუხლის მეორე ნაწილში აღნიშნული მოქმედებები შესრულებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღი---ნ.
ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსი---ნ გამომდინარეობს, რომ სამკვიდროს მიღების ფაქტის დასადასტურებლად საჭიროა, ან სამკვიდროს გახსნის დღი---ნ ექვი თვის განმავლობაში სანოტარო ორგანოსათვის განცხადებით მიმართვა, ანდა სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობა და დაუფლება; ანუ აღნიშნული ნორმა იმპერატიული დანაწესის სახით ადგენს დროს, რომლის განმავლობაშიც მემკვიდრემ უნდა გამოთქვას სამკვიდროს მიღების სურვილი. სამკვიდროს მისაღებად საჭირო მოქმედებები (სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობა და მართვა, განცხადების შეტანა სანოტარო ორგანოში) შესრულებული უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში. დადგენილი ვადის გაშვების შემთხვევაში მემკვიდრე, როგორც წესი, კარგავს სამკვიდროს მიღების უფლებას. ამდენად, იმისათვის, რომ აღნიშნული ნორმით დარეგულირდეს განსახილველი ურთიერთობა, სამკვიდროს გახსნი---ნ ექვსი თვის განმავლობაში მემკვიდრე ფაქტობრივად უნდა დაეუფლოს ქონებას ან მართოს იგი. სასამართლო აღნიშნავს, რომ სამკვიდროს მიღება არის ცალმხრივი გარიგება, რაც იმას ნიშნავს, რომ მემკვიდრის მოქმედებები უნდა მიუთითებდნენ მემკვიდრის ნებაზე სამკვიდროს მიღების შესახებ.
ნორმის ანალიზი ცხადჰყოფს, რომ უნდა არსებობდეს მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების ნება და სამკვიდროს მიღების მიზნით განხორციელებული მოქმედებების არსებობის ფაქტი, რომლებიც თავის მხრის ადასტურებენ სამკვიდრო ქონების ფლობასა და მართვას. ასეთად კი მიიჩნევა მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრის ცხოვრება იმავე საცხოვრებელ სახლში და სხვა. სამკვიდრო მიღებულად ჩაითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც მემკვიდრე არ ფლობს მამკვიდრებლის ნივთებს, მაგრამ მისი მოქმედები---ნ დასტურება, რომ სამკვიდროს თავისად მიიჩნევს, რაც შეიძლება გამოიხატებოდეს გადასახადების გადახდაში, დამქირავებლისათვის ქირის გადახდევინებაში, თხოვებაში და ა.შ.
მოცემულ შემთხვევაში, საბინაო წიგნის ჩანაწერის მიხედვით, დადგენილია, რომ კო--------------------------ი ჩაწერილია სადავო ბინაში 1964 წლი---ნ და ამავე ბინი---ნ ამოწერილია 1976 წელს. ამასთან, საქმეში არსებული 1992 წლის 29 დეკემბრის ხელშეკრულების მიხედვით, კო--------------------------ს უსასყიდლო საკუთრებაში გადაეცა ბინა მდებარე: ქ. თბილისი, ა. მი--–----–--ას ქ-------------, ხოლო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გაცემული საინფორმაციო ბარათების მიხედვით, როგორც კო--------------------------ი, ასევე მოსარჩელე ლი-----------–------ი ქ. თბილისში, ა. მი--–----–--ას ქ--------------ში რეგისტრირებული არიან 1998 წლი---ნ. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მოწმეებმა, როგორც ზემოთ აღინიშნა, დაადასტურეს კო--------------------------ის მიერ მამის, სა----–-------–---ის სამკვიდროს მიღების ფაქტი, ხოლო მოპასუხე მხარემ საქმეში არსებული ვერც ერთი მტკიცებულებით ვერ დაადასტურა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ სადავო ბინი---ნ ამოწერის შემდგომ კო--------------------------ი არ ცხოვრობდა მამის დანატოვარ სამკვიდრო სახლში და მას ამ პერიოდისათვის ჰქონდა სხვა საცხოვრებელი ოჯახთან ერთად. იმ გარემოებას, რომ კო--------------------------ი ოჯახთან ერთად მამის გარდაცვალების პერიოდისათვის ცხოვრობდა სადავო უძრავ ქონებაში ამყარებს საქმეში არსებული სსიპ ქალაქ თბილისის #---- საჯარო სკოლი---ნ გაცემული მტკიცებულებები - ცნობები, რომლის მიხედვით მოსარჩელის შვილებმა მზ-- და მე---- ჩა-----–------ებმა ნამდვილად დაამთავრეს 1976-1977 და 1977-1978 წლებში ამავე საჯარო სკოლის სრული კურსი, რაც დაადასტურა, ასევე, სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილმა მოწმემ -ლა-----------------ამ, ხოლო მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმის - ლუ-----–-----------ს ჩვენებით, მართალია ის 1973 წლი---ნ მუშაობს 7--- საჯარო სკოლაში, მაგრამ მზ-- და მე---- ჩა-----–------ები მას არ ახსოვს, აღნიშნული ჩვენება კი ვერ გამოდგება სსიპ ქალაქ თბილისის #---- საჯარო სკოლი---ნ გაცემული მტკიცებულებების - ცნობების საპირწონედ. მითითებული მტკიცებულებები წინააღმდეგობაში მოდის ასევე მოპასუხის ახსნა-განმარტებასთან, რომლის მიხედვით კო--------------------------ი სამკვიდრო ქონებაში აღარ ცხოვრობდა 1975-1976 წლი---ნ. მოპასუხე მხარე, ასევე მიუთითებს, რომ მამის გარდაცვალების პერიოდში კო--------------------------ი ოჯახთან ერთად ცხოვრობდა მის მიერ უსასყიდლოდ გადაცემულ ბინაში ა. მი--–----–--ას ქუჩაზე, მაგრამ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება ვერ იქნა მოპასუხე მხარის მიერ დადასტურებული ვერცერთი მტკიცებულებით, კერძოდ:
-1992 წლის 29 დეკემბრის ხელშეკრულებით, რომლის მიხედვით კო--------------------------ს უსასყიდლო საკუთრებაში გადაეცა ბინა მდებარე: ქ.თბილისი, მ---–----–----------------;
-2001 წლის 31 ივლისის, საცხოვრებელი ბინის (სახლის) ნასყიდობის ხელშკრულების მიხედვით, რომლის მიხედვით კო--------------------------მა აღნიშნული უძრავი ქონება გაასხვისა, ნი----–---------–----ზე, 04.05.2012 წელს;
-13.06.2014 წლის საჯარო რეესტრი---ნ ამონაწერებით, რომლის მიხედვით უძრავი ქონება მდებარე: ქ. თბილისი, რ------------------–--–------, საკადასტრო კოდი #0---------------------- საკუთრების უფლებით 2003 წლი---ნ ირიცხებოდა ლი-----------–------ის სახელზე, რომელიც გასხვისებული იქნა ქე-------------------ე 2014 წელს;
- 02.10.2008 წლის და 27-------- წლის საჯარო რეესტრი---ნ ამონაწერებით, რომლის მიხედვით უძრავი ქონება მდებარე: ქ. თ---–-------------------------–--–------------ 7, საკადასტრო კოდი #0---------------------- საკუთრების უფლებით 1999 წლი---ნ ირიცხებოდა ლი-----------–------ის სახელზე, რომელიც გასხვისებული იქნა მე------–--ზე 2014 წელს;
ვერ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მამკვიდრებლის გარდაცვალები---ნ 1979 წლის თებერვლი---ნ, კანონით განსაზღვრულ 6 თვის ვადაში მოსარჩელის მამკვიდრებელი კო--------------------------ი არ ცხოვრობდა სადავო სამკვიდრო ქონებაში, მით უფრო როცა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსგს საინფორმაციო-სამისამართო ბიუროს საინფორმაციო ბარათების მიხედვით კო--------------------------ის და მისი მეუღლის, მოსარჩელე - ლი-----------–------ის რეგისტრაციის თარიღი ბინაზე მდებარე მისამართზე: ქ.თბილისი, მ---–----–----------------, რეგისტრაციის თარიღია 1998 წლის 12 მაისი.
სასამართლო მიუთითებს, რომ მატერიალური სამართლის არც ერთი ნორმა სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლების ფაქტის დადასტურების სპეციალურ სტანდარტს არ ადგენს, შესაბამისად, გამოყენებულ უნდა იქნას საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომელიც დასაშვებ მტკიცებულებად, მათ შორის მოწმის ჩვენებასაც მიიჩნევს, თავის მხრივ, ამავე კოდექსის 140-ე მუხლი მოწმედ განიხილავს ნებისმიერ პირს, რომელსაც შესაძლებელია, გააჩნდეს რაიმე ინფორმაცია სადავო გარემოების შესახებ. მოწმის ჩვენების შეფასებისას სასამართლო მას იკვლევს, როგორც ინდივიდუალურად, ისე სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, რა დროსაც, ბუნებრივია, მნიშვნელობა ენიჭება, როგორც სუბიექტურ, ისე - ობიექტურ ფაქტორებს, მათ შორისაა მოწმის უნარი, აღიქვას ფაქტები და სწორად გადმოსცეს ისინი, მისი დამოკიდებულება მოდავე მხარეებისა და გარემოებების მიმართ, ასეთ დროს მოწმდება ჩვენების იურიდიული სანდოობა და, ბუნებრივია, შეფასების პროცესუალურ საფუძველს 105-ე მუხლი წარმოადგენს. მოწმეთა ჩვენებებითა და მტკიცებულებათა ერთობლიობაში განხილვით სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ კო--------------------------მა მიიღო მამის - სე----–--------–---ის სამკვიდრო.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია და სადავოს არ წარმოადგენს, რომ მემკვიდრეთაგან, მამკვიდრებლის - სე----–--------–----ს მეუღლეს ელ--------------ს მიღებული აქვს სე----–--------–----ს სამკვიდრო, ასევე მიღებული აქვს სამკვიდრო სე-----------------ს შვილებს გი-------------–------ს და კო--------------------------ს კანონით დადგენილი წესით 6 თვის ვადაში, მაგრამ დედის სამკვიდროს მიღება კო--------------------------ის მიერ არც მოწმის ჩვენებით და არც არანაირი მტკიცებულებით არ დასტურდება.
შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ მამკვიდრებელს დარჩა 3 კანონისმიერი მემკვიდრე, მეუღლე - ელ--------------ი, შვილები: გი-------------------- და კო--------------------------ი, ამასთან, მოსარჩელემ, 2017 წლის 21 აგვისტოს სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე მიიღო მეუღლის კო--------------------------ის სამკვიდრო ქონება, მაგრამ ვერ დაადასტურდა გარემოება კო----------- ჩ------–-------- მიერ დედის - ელ--------------ის სამკვიდროს მიღების შესახებ, შესაბამისად მოსარჩელის წილი სადავო ქონები---ნ უნდა განისაზღვროს ნივთის 1/3 ნაწილით.
სამოქალაქო კოდექსის 1433-ე მუხლის თანახმად, მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღი---ნ. ვინაი---ნ კო--------------------------ი წარმოადგენდა უძრავი ნივთის მდებარე: ქ. თბილისი, ბე--------- 2-ის 1/3 ნაწილის მემკვიდრეს, ხოლო მოსარჩელე ლი-------------------ა მიიღო კო--------------------------ის სამკვიდრო არსებობს კლ--------------------ს და მის შვილებს შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულების 1/3 ნაწილში ბათილად ცნობის საფუძველი იურიდიული ინტერესის ფარგლებში (სსსკ-ის 180-ე მუხლი).
საერთო საკუთრების უფლების წარმოშობის ზოგადი დანაწესი მოცემულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 173-ე მუხლში, რომლის მიხედვით, საერთო (თანაზ--რი და წილადი) საკუთრება წარმოიშობა კანონის ძალით ან გარიგების საფუძველზე.
მოცემულ შემთხვევაში, სადავო ქონებაზე თანასაკუთრების რეჟიმის გავრცელების სამართლებრივი საფუძველი, გახდა მოსარჩელის მამკვიდრებლის მიერ სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღების ფაქტი. ხსენებული მუხლით დადგენილი კანონისმიერი პრეზუმფციის თანახმად, სადავო უძრავი ქონება სხვა მემკვიდრეებთან ერთად, თანასაკუთრებას წარმოადგენდა, ხოლო საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი იმ მხარეს აწევს, რომელიც საკუთრების სხვაგვარ რეჟიმზე მიუთითებს.
სასამართლო, წინამდებარე საქმეზე ფაქტობრივი გარემოებების მხედველობაში მიღებითა და მათი სამართლებრივი შეფასების შედეგად, მიიჩნევს, რომ მოსარჩელე ლი-----------–------ი წარმოადგენს რა კო--------------------------ის პირველი რიგის მემკვიდრეს, ხოლო კო--------------------------ი სე----–--------–---ის მემკვიდრეს, არსებობს საფუძველი მამკვიდრებლის დანაშთ სამკვიდრო ქონების შესაბამის წილზე მესაკუთრედ აღიარებისა. ამასთან, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე მხარის მემკვიდრეობითი უფლების მართლზომიერად განხორციელების აუცილებელი წინაპირობაა 2006 წლის 04 მაისის სამკვიდრო მოწმობაში 1/3 ნაწილში ცვლილებების შეტანა, და 2015 წლის 01 სექტემბერს დადებული ჩუქების ხელშეკრულების 1/3 ნაწილში ბათილად ცნობა.
ამდენად, ლი-----------–------ის სარჩელი -აღირიცხოს მემკვიდრედ და მესაკუთრედ, საჯარო რეესტრში ინ-------–------ას, ელ----------------–-----ის და გი--------------------ს სახელზე რიცხული უძრავი ქონების მდებარე - ქ. თბილისი, ბე--------- #--ის 1/2 წილზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოსარჩელის წილი სადავო ქონები---ნ უნდა განისაზღვროს ნივთის 1/3 ნაწილით.
იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე წარმოადგენს მამკვიდრებელ კო--------------------------ის სამკვიდრო ქონების 1/3 წილის მემკვიდრესა და მესაკუთრეს, ხოლო მას ეს სამკვიდრო არ მიუღია, სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელე წარმოადგენს თანამესაკუთრის სტატუსის მქონე პირს, შესაბამისად, სადავო უძრავი ქონება ვერ ჩაითვლება ერთი პირის, გი--------------------ს მემკვიდრის, კლ--------------------ის ინდივიდუალურ საკუთრებად, არამედ აღნიშული ქონება წარმოადგენს საზ--რო საგანს, რომლის განკარგვის წესი სამოქალაქო კოდექსის 959-ე მუხლითაა განმტკიცებული.
სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 54-ე მუხლების თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესს და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს და ზნეობის ნორმებს. საჯარო წესრიგში იგულისხმება სამოქალაქო ბრუნვის ფუნდამენტური პრინციპები, რომლებშიც მოიაზრება ასევე საკუთრების ხელშეუხებლობა. საჯარო წესრიგის დარღვევით ილახება არა მხოლოდ ურთიერთობის კონკრეტული მონაწილის უფლებები, არამედ იგი ვნებას აყენებს, პირველ რიგში, სახელმწიფოსა და საზოგადოების ინტერესებს. გარიგება, რითაც უარყოფილი იქნება საკუთრების ხელშეუხებლობის სოციალური ფუნქცია, უნდა ჩაითვალოს საჯარო წესრიგის დამრღვევ გარიგებად. ამ შემთხვევაში მხედველობაშია სოციალური და ეკონომიკური საჯარო წესრიგი.
საკუთრება ადამიანის ბუნებითი უფლებაა, რომელიც დაცული და გარანტირებულია კონსტიტუციით. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება. შესაბამისად, როდესაც სარჩელი შეეხება საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძვლის ბათილად ცნობას, საქმის მასალებით უტყუარად უნდა დასტურდებოდეს ეს ფაქტი.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ დადგენილია, რომ 2016 წლის 01 სექტემბრის ჩუქების ხელშეკრულებით კლ--------------------მა თავის სახელზე რიცხული უძრავი ქონება (მდებარე მისამართზე თბილისი, ბე--------- 2, 720 კვ.მ, ს.კ.0---------------) აჩუქა შვილებს - ინ-------–------ას, ელ----------------–-----ს და გი-------------–-----ს. იგი ამჟამად საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ინ-------–------ას, ელ----------------–-----ის და გი--------------------ს სახელზე. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია 0--09.2016წ. უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება.
შესაბამისად, დასახელებული ჩუქების გარიგების დადებით, მან დაარღვია და ხელყო სხვა პირის საკუთრების უფლება, დაარღვია საქართველოს მატერიალური სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი საჯარო წესრიგი.
ვინაი---ნ, სასამართლოს მიერ სადავო ჩუქების ხელშეკრულებთ, ბათილი განკარგვის ფაქტი იქნა დადგენილი. სასამართლო მოიხმობს სამოქალაქო კოდექსის 989-ე მუხლის პირველ ნაწილს, რომლის თანახმადაც, თუ 976-ე და 988-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მიმღები, რომელიც მოვალეა დააბრუნოს მიღებული, უსასყიდლოდ გადასცემს მას მესამე პირს, მაშინ მესამე პირი ასევე მოვალეა დააბრუნოს მიღებული ისე, თითქოს მას კრედიტორისაგან კანონიერი საფუძვლის გარეშე მიეღოს რაიმე, თუკი მიმღებისაგან დაკმაყოფილება შეუძლებელია.
ვინაინად, მოსარჩელის დაკმაყოფილება სამკვიდრო ქონების უკანონოდ მიმღების, კლ--------------------ისგან შეუძლებელია, მისი დაკმაყოფილება უნდა მოხდეს 2016 წლის 01 სექტემბრის უძრავი ნივთის ჩუქების ხელშკრულების მიხედვით, დასაჩუქრებულების: ინ-------–------ას, ელ----------------–------ს და გი-------------–------ის მიერ, მათ სახელზე საკუთრების უფლებით რიცხული ქონები---ნ მდებარე: ქ. თბილისი, ბე--------- #- ა 1/3 წილის მოსარჩელისთვის საკუთრებაში გადაცემით.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ფასი განისაზღვრება ნივთის (ქონების) გადაცემის ან მიწოდების შესახებ სარჩელისა – ამ ნივთის (ქონების) საბაზრო ღირებულებით.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაი---ნ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეებს კლ--------------------სს, ინ-------–------ას, ელ----------------–------ს და გი-------------–------ს მოსარჩელე ლი-----------–------ის სასარგებლოდ სოლი---რულად უნდა დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხი---ნ - 900 ლარი---ნ 300 ლარის და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი 50 (ორმოცდაათი) ლარის სულ 350 ლარის გადახდა, ხოლო მოსარჩელე ხოლო ლი-----------–------ის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხი---ნ - 900 ლარი---ნ 600 ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
8.უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-1ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებთ გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 05 სექტემბრის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, რომლითაც განმცხადებლის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და ყადაღა დაედო გი--------------------ს(პ/ნ 0----------) ელ---------------–----სის(,პ/ნ 0----------) და ინ-------–------ას( პ/ნ 0----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე ქალაქი თბილისი, ბე--------- საკადასტრო კოდი 0---------------, ½ ნაწილს უნდა დარჩეს უცვლელად დავის საბოლოო გადაწყვეტამდე;
მოცემულ შემთხვევაში, ვინაი---ნ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, არ არსებობს გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საპროცესო-სამართლებრივი საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 46-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. ლი--- ჩ------–-------- სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. ბათილად იქნეს ცნობილი, კლ--------------------ის, როგორც გი--------------–-----ის კანონისმიერ მემკვიდრის, სახელზე 04/05/2006 წელს გაცემული სამკვიდრო მოწმობა (რეგისტრაციის #----) სე-----------------ს სამკვიდრო ქონებაზე, მდებარე მისამართზე: თბილისი, ბ------------, 1/3 ნაწილში;
3. ბათილად იქნეს ცნობილი, კლ--------------------სა და მის შვილებს: ინ-------–------ას, გი-------------–-----ს და ელ---------------–----სს შორის 0--------6 წლის ჩუქების ხელშეკრულება სე-----------------ს სამკვიდრო ქონებაზე, მდებარე მისამართზე: თბილისი, ბ------------, 1/3 ნაწილში;
4. ლი--- ჩა-----–------ი ცნობილ იქნეს მამკვიდრებლის, კო--------------------------ის მამის, სე-----------------ს სამკვიდრო ქონების (რომელიც საკუთრების უფლებით აღრიცხულია გი--------------------ს, პ/ნ 0---------- და ელ---------------–----სის,პ/ნ 0---------- და ინ-------–------ას პ/ნ 0---------- სახელზე) მდებარე მისამართზე: თბილისი, ბ------------, საკადასტრო კოდით 0---------------, 1/3 ნაწილში მემკვიდრედ და მესაკუთრედ;
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 05 სექტემბრის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, რომლითაც განმცხადებლის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და ყადაღა დაედო გი--------------------ს (პ/ნ 0----------) ელ---------------–----სის (პ/ნ 0----------) და ინ-------–------ას (პ/ნ 0----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე ქალაქი თბილისი, ბე--------- საკადასტრო კოდი 0---------------, ½ ნაწილს, დარჩეს უცვლელად დავის საბოლოო გადაწყვეტამდე;
6.მოპასუხეებს: კლ------------------ს( პ.ნ. 0----------) გი-------------–-----ს(პ/ნ 0----------) ელ---------------–----სს(პ/ნ 0----------) და ინ-------–------ას (პ/ნ 0----------), ლი--- ჩე-----–-------ს სასარგებლოდ, სოლი---რულად დაეკისროთ ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხი---ნ, 900 (ცხრაასი) ლარი---ნ, 300 (სამასი) ლარის და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებისთვის გაწეული ხარჯის 50 (ორმოცდაათი) ლარის, სულ 350 (სამასორმოცდაათი) ლარის გადახდა;
7. ლი--- ჩე-----–-------ს მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხი---ნ, 900 (ცხრაასი) ლარი---ნ, 600 (ექვსასი) ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარები---ნ 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადები---ნ არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადები---ნ 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ზოია კვარაცხელია