გადაწყვეტილება

სამოქალაქო 15.05.2019
საქმის ნომერი
330210019002832803
კატეგორია
დავის ტიპი
საოჯახო-სამართლებრივი დავები
თარიღი
15.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/1810 - 19

ნ ა წ ი ლ ო ბ რ ი ვ ი გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

15 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ირინა ზარქუა

სხდომის მდივანი თამარ მიქავა

 

მოსარჩელე - შ------------–-----ი

წარმომადგენელი - ს------------–-----ა

მოპასუხეები - 1. დ-----------–---–ი

2. ლ---------–-----ი

წარმომადგენელი - 1. თ-----------------–---–ი

მესამე პირი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გლდანი-ნაძალადევის სერვის ცენტრი

წარმომადგენელი - მ--------–---------–---ი

დავის საგანი - მამობის დადგენა, ალიმენტის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. არასრულწლოვანი ნ--------–-----ის (დაბადებული 2----–-–---------–---) მამად დ-----------–---–ის აღიარება და შესაბამისი ცვლილების შეტანა ბავშვის დაბადების სააქტო ჩანაწერში, კერძოდ, არასრულწლოვანი ბავშვის, ნ--------–-----ის მამის გრაფაში, ნაცვლად ლ---------–-----ისა დ-----------–---–ის მითითება და ბავშვისათვის მამის გვარის - ბ----–---–ის მიკუთვნება;

 

1.2. არასრულწლოვანი რ---------–-----ის (დაბადებული 2----–-–----------------) მამად დ-----------–---–ის აღიარება და შესაბამისი ცვლილების შეტანა ბავშვის დაბადების სააქტო ჩანაწერში, კერძოდ, არასრულწლოვანი ბავშვის, რ--------–-----ის მამის გრაფაში, ნაცვლად ლ---------–-----ისა დ-----------–---–ის მითითება და ბავშვისათვის მამის გვარის - ბ----–---–ის მიკუთვნება;

 

მოსარჩელე შ------------–-----ის შვილების ნ--- და რ--------–-----ების მამა არის მოპასუხე დ-----------–---–ი. ბავშვებს კი სხვისი გვარი ,,გ---–-----ი“ იმიტომ აქვთ, რომ ლ---------–-----თან (ყოფილ მეუღლესთან) მოსარჩელე არ იყო განქორწინებული. მოსარჩელე და მოპასუხე ლ---------–-----ი დაქორწინდნენ 1993 წელს, თუმცა 13 წელია ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ. მოსარჩელეს ჰყავს ოთხი შვილი. ი---- და დ----- - ლ---------–-----ის შვილები არიან, ხოლო ნ---ს და რ---ს მამა - დ-----------–---–ია. მხარეები, შ------------–-----ი და დ-----------–---–ი ცხოვრობდნენ ერთ ოჯახად, რა დროსაც მათ შეეძინათ ორი შვილი: 2----–-–--------–--- - ნ--------–-----ი და 2----–-–---------------- - რ--------–-----ი. ბავშვების სააქტო ჩანაწერში მამად მითითებულია ლ---------–-----ი, ვინაიდან, მოსარჩელე იმ პერიოდისათვის მასთან იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში.

მოპასუხე დ-----------–---–ის მამა, ვ-–- ბ----–---–ი ბავშვებს შვილიშვილებად მოიხსენიებს. მოგვიანებით, შ------------–-----ს და დ-----------–---–ს შორის თანაცხოვრება შეწყდა, მხარეებს შორის დაძაბული ურთიერთობაა. მოპასუხე დ-----------–---–ი აცხადებს, რომ ნ--- და რ--------–-----ები მისი შვილები არ არიან და არ თვლის თავს ვალდებულებას არჩინოს ისინი. ამდენად, მოსარჩელე მხარე მოითხოვს არასრულწლოვანი ბავშვების მამად აღიარებულ იქნეს დ-----------–---–ი და ბავშვების დაბადების სააქტო ჩანაწერში შევიდეს შესაბამისი ცვლილებები.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე დ-----------–---–ი ეთანხმება სასარჩელო მოთხოვნას ნ--------–-----ის (დაბადებული 2----–-–--------–---) და რ--------–-----ის (დაბადებული 2----–-–----------------) მამად დ-----------–---–ის აღიარებისა და ბავშვების დაბადების მოწმობებში შესაბამისი ცვლილებების შეტანის თაობაზე.

 

2.2. მოპასუხე ლ---------–-----მა შესაგებელი არ წარმოადგინა და სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადებულა. მას არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებია სასამართლოსათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321-ე მუხლის მიხედვით, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას; წინააღმდეგ შემთხვევაში მოსამართლე ნიშნავს სხდომას, რის შესახებაც ეცნობებათ მხარეებს ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მოპასუხისაგან მტკიცებულებათა მიღება არ ხდება და სასამართლო მოისმენს მოპასუხის მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

3. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს პოზიცია

 

მესამე პირის - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გლდანი-ნაძალადევის სერვის ცენტრის წარმომადგენელი არასრულწლოვანი ბავშვების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით ეთანხმება სასარჩელო მოთხოვნას მამობის დადგენისა და ბავშვების სააქტო ჩანაწერებში ცვლილებების შეტანის შესახებ.

 

4. ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1.1. მოსარჩელე შ------------–-----ი (ქორწინებამდელი გვარი მ---------ე) და მოპასუხე ლ---------–-----ი დაქორწინდნენ 1----–-–------------------. მათ თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: ი---- გ---–-----ი და დ----- გ---–-----ი;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ქორწინების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N--- (ს.ფ. 19);

- დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N----------- (ს.ფ. 20).

 

4.1.2. მხარეები შ------------–-----ი და ლ---------–-----ი ცამეტი წელია ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ და მათ შორის ოჯახური თანაცხოვრება შეწყვეტილია;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2019 წლის 15 მაისის სხდომის ოქმი);

- მოპასუხის ახსნა-განმარტება (2019 წლის 15 მაისის სხდომის ოქმი).

 

4.1.3. მოსარჩელე შ------------–-----ი ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაში იმყოფებოდა დ-----------–---–თან. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: 2----–-–--------–--- დაბადებული ნ--------–-----ი და 2----–-–---------------- დაბადებული რ--------–-----ი. ბავშვების დაბადების დროისათვის მოსარჩელე რეგისტრირებულ ქორწინებაში იყო ლ---------–-----თან;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2019 წლის 15 მაისის სხდომის ოქმი);

- მოპასუხის ახსნა-განმარტება (2019 წლის 15 მაისის სხდომის ოქმი);

- დაბადების მოწმობა (ს.ფ. 21);

- დაბადების მოწმობა (ს.დ. 22).

 

4.1.4. მოსარჩელე შ------------–-----ი და მისი შვილები დ----- გ---–-----ი, ნ--------–-----ი და რ--------–-----ი რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებენ საარსებო შემწეობას;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (ს.ფ. 25).

 

4.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.2.1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლის განმარტებით, არასრულწლოვანი ბავშვების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, მათ უფლება აქვთ, იცოდნენ, ვინ არის მათი ბიოლოგიური მამა. ბავშვების დაბადების მოწმობებში და სხვა ოფიციალურ დოკუმენტებში მამის გრაფაში მითითებული უნდა იყოს მათი ბიოლოგიური მამა - დ-----------–---–ი;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მესამე პირის წარმომადგენლის განმარტება (2019 წლის 15 მაისის სხდომის ოქმი);

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

მოპასუხე დ-----------–---–მა ცნო სარჩელი მამობის აღიარებისა და ბავშვების დაბადების სააქტო ჩანაწერში შესაბამისი ცვლილებების შეტანის თაობაზე. მოპასუხე ლ---------–-----ს თავისი პოზიცია სარჩელთან დაკავშირებით არ წარმოუდგენია. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს პოზიციის გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ შ------------–-----ის სასარჩელო მოთხოვნა მამობის დადგენის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1187-ე, 1190-ე, 1195-ე, 1197-ე მუხლები.

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 245-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ერთ სარჩელში გაერთიანებული რამდენიმე მოთხოვნიდან, აგრეთვე რამდენიმე მოსარჩელის მიერ ან რამდენიმე მოპასუხის მიმართ წარდგენილი მოთხოვნებიდან ერთ-ერთი გარკვეულია და მომზადებულია გადაწყვეტილების გამოსატანად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით გამოიტანოს ნაწილობრივი გადაწყვეტილება ამ მოთხოვნის მიმართ. მოცემული საქმის განხილვის ფარგლებში, სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია, შ------------–-----ის სარჩელის მოთხოვნასთან (მამობის დადგენა) მიმართებით მიღებულ იქნეს ნაწილობრივი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1187-ე მუხლის მიხედვით, მშობლებისა და შვილების ურთიერთუფლება-მოვალეობებს საფუძვლად უდევს შვილების წარმოშობა, რაც დადასტურებულია კანონით დადგენილი წესით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1190-ე მუხლის თანახმად, 1. ერთმანეთთან დაუქორწინებელი მშობლებისგან შვილის წარმოშობა დგინდება მშობელთა ერთობლივი განცხადებით და ბავშვის დაბადების დამადასტურებელი დოკუმენტით. 2. მშობელთა ერთობლივი განცხადების არარსებობის ან მისი წარდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში ბავშვის მამობა შეიძლება დადგინდეს სასამართლო წესით ერთ-ერთი მშობლის, ბავშვის მეურვის (მზრუნველის) ან იმ პირის განცხადების საფუძველზე, რომლის კმაყოფაზედაც იმყოფება ბავშვი, აგრეთვე თვით ბავშვის განცხადებით მის მიერ სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ. 3. ბავშვის მამობის დადგენის საკითხს სასამართლო წყვეტს ბიოლოგიური (გენეტიკური) ან ანთროპოლოგიური გამოკვლევის შედეგების (მტკიცებულებების) შესაბამისად, რომელიც შეეხება ბავშვის მამობის განსაზღვრის საკითხს.

ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ამ მუხლით გათვალისწინებული წესით ბავშვის მამობის დადგენისას მშობლებისა და მათი ნათესავების მიმართ ბავშვებს აქვთ ისეთივე უფლებები და მოვალეობები, როგორიც ერთმანეთთან დაქორწინებული მშობლებისგან წარმოშობილ შვილებს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1195-ე მუხლის მიხედვით, შვილის გვარი განისაზღვრება მშობლების გვარის მიხედვით. თუ მშობლებს საერთო გვარი არა აქვთ, შვილს მიეკუთვნება დედის ან მამის გვარი, ან შეერთებული გვარი, მშობლების შეთანხმებით. ამავე კოდექსის 1197-ე მუხლის შესაბამისად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლებამოვალეობები აქვთ. ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში.

 

,,სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის თანახმად, მამობის დადგენა არის პირის ბავშვის მამად აღიარების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი, რომლის რეგისტრაციას სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო ახორციელებს უფლებამოსილი პირის განცხადების ან სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელე შ------------–-----ი (ქორწინებამდელი გვარი მ---------ე) და მოპასუხე ლ---------–-----ი დაქორწინდნენ 1----–-–------------------. მათ თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: ი---- გ---–-----ი და დ----- გ---–-----ი. მხარეები, შ------------–-----ი და ლ---------–-----ი, ცამეტი წელია ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ და მათ შორის ოჯახური თანაცხოვრება შეწყვეტილია. მოსარჩელე ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაში იმყოფებოდა დ-----------–---–თან. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: 2----–-–--------–--- დაბადებული ნ--------–-----ი და 2----–-–---------------- დაბადებული რ--------–-----ი. ბავშვების დაბადების დროისათვის მოსარჩელე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებდა ლ---------–-----თან. სწორედ აღნიშნულის გამო, ბავშვების, ნ--------–-----ის და რ--------–-----ის დაბადების მოწმობებში მამად მიეთითა ლ---------–-----ი, ვისთანაც ბავშვების დედა იმყოფება ქორწინებაში. მოსარჩელის განმარტებით, ბავშვების ბიოლოგიური მამა არის მოპასუხე დ-----------–---–ი. დღეის მდგომარეობით, შ------------–-----ი და დ-----------–---–ი არ ცხოვრობენ ერთ ოჯახად. მოსარჩელის ინტერესია არასრულწლოვანი შვილების მამად აღიარებულ იქნეს მათი ბიოლოგიური მამა, დ-----------–---–ი.

 

მოპასუხე დ-----------–---–მა საქმის მომზადების ეტაპზე ცნო სასარჩელო მოთხოვნა და თანახმაა, ბავშვების ნ--------–-----ის და რ--------–-----ის მამად აღიარებულ იქნეს დავით ბ----–---–ი. ხოლო მოპასუხე ლ---------–-----ს არ წარმოუდგენია პოზიცია განსახილველ საკითხზე. ასევე, იგი არ გამოცხადდა სასამართლოს სხდომაზე, რის გამოც უცნობია მისი პოზიცია დავის საგანთან მიმართებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის 208-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

არასრულწლოვანთა ჭეშმარიტი ინტერესების დაცვის თვალსაზრისით, გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს ეროვნული კანონმდებლობა სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო აქტებით ქვეყნის მიერ ნაკისრ ვალდებულებებთან, რომელთაგან ერთ-ერთ თვალსაჩინო დანაწესს წარმოადგენს კონვენცია ,,ბავშვის უფლებების შესახებ”. აღნიშნული კონვენციის პრეამბულაში აღნიშნულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბავშვი სრულყოფილად უნდა იყოს მომზადებული საზოგადოებაში დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის. კონვენციის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთველი კანონიერი მეურვეობისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას.

 

,,ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის მე-5 მუხლის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფოები პატივს მიაგებენ მშობლებისა და შესაბამის შემთხვევებში ადგილობრივი ადათ-წესების შესატყვისად ფართოდ გაგებულ ოჯახის წევრების ან თემის, მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, რომლებიც კანონის მიხედვით პასუხისმგებელნი არიან ბავშვზე. ამავე კონვენციის მე-7 მუხლის საფუძველზე, ბავშვს დაბადებიდანვე აქვს სახელისა და მოქალაქეობის მოპოვების უფლება, აქვს უფლება იცოდეს თუ ვინ არის მისი მამა და იცნობდეს მას.

 

მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლის განმარტებით, არასრულწლოვანი ბავშვების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, მათ უფლება აქვთ, იცოდნენ, ვინ არის მამა და იცნობდნენ მას. ამასთან, მოპასუხე დ-----------–---–ი ცნობს სასარჩელო მოთხოვნას ბავშვების, ნ--------–-----ის და რ--------–-----ის მამად დ-----------–---–ის აღიარების თაობაზე, რაც წარმოადგენს ბავშვების დაბადების სააქტო ჩანაწერებში შესაბამისი ცვლილებების შეტანის საფუძველს და შეესაბამება არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესებს.

 

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების მხედველობაში მიღებითა და მათი სამართლებრივი შეფასების შედეგად, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლის პოზიციის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეების მიმართ წარდგენილი მოთხოვნა მამობის დადგენის თაობაზე მომზადებულია გადაწყვეტილების გამოსატანად, შესაბამისად მიღებულ უნდა იქნეს ნაწილობრივი გადაწყვეტილება და შ------------–-----ის სასარჩელო მოთხოვნა მამობის დადგენისა და დაბადების სააქტო ჩანაწერში ცვლილებების შეტანის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს და ბავშვების დაბადების მოწმობის სააქტო ჩანაწერში უნდა განხორციელდეს შესაბამისი ცვლილებები.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ”ე” ქვეპუნქტის მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მოსარჩელეები არასრულწლოვანთა უფლებების დარღვევასთან დაკავშირებულ სარჩელებზე. შესაბამისად, მოსარჩელე შ------------–-----ი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.

 

მოპასუხე დ-----------–---–მა ცნო სასარჩელო მოთხოვნა მამობის დადგენის თაობაზე საქმის მომზადების ეტაპზე, შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, იგი უნდა გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო მოპასუხე ლ---------–-----ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 55-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 2591- ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. შ------------–-----ის სარჩელი დაკმაყოფილდეს:

 

1.1. 2----–-–---------–--- დაბადებული ნ--------–-----ის (პირადი N-----------) მამად აღიარებულ იქნას დ-----------–---–ი (პირადი N-----------), რის შესახებაც შევიდეს ცვლილება ნ--------–-----ის დაბადების სააქტო ჩანაწერში N-----------, სადაც მამის გრაფაში მიეთითოს დ-----------–---–ი, ნ--------–-----ს მიეკუთვნოს გვარი - ბ----–---–ი.

 

1.2. 2----–-–---------------- დაბადებული რ--------–-----ის (პირადი N-----------) მამად აღიარებულ იქნას დ-----------–---–ი (პირადი N-----------), რის შესახებაც შევიდეს ცვლილება რ--------–-----ის დაბადების სააქტო ჩანაწერში N-----------, სადაც მამის გრაფაში მიეთითოს დ-----------–---–ი, რ--------–-----ს მიეკუთვნოს გვარი - ბ----–---–ი.

 

2. მოპასუხე ლ---------–-----ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა.

 

3. მოპასუხე დ-----------–---–ი გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ირინა ზარქუა