თავი VII — სახელის ან/და გვარის შეცვლის რეგისტრაცია
1. პირს შეუძლია მოითხოვოს თავისი ისტორიული გვარის აღდგენა, თუ მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება, რომ მისი გვარი წარმოიშვა სხვა გვარის გარდაქმნის ან მისი ისტორიული გვარის წარმომადგენლის მიერ სხვა გვარის მიღების შედეგად.
2. სხვა მტკიცებულებებთან ერთად ისტორიული გვარის აღდგენას საფუძვლად აგრეთვე შეიძლება დაედოს დასაბუთებული მეცნიერული ვარაუდი, რომლითაც დასტურდება ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული გარემოებების არსებობა.
3. ისტორიული გვარის აღდგენის წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანები
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (20.12.2011).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(5)
საქმე №ბს-413(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.12.2021
…დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს. საკასაციო საჩივრის მიხედვით, საქმის სააპელაციო წესით განხილვისას დაირღვა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, რამაც გამორიცხა საქმეზე ჭეშმარიტების დადგენა. კასატორები მიუთითებენ „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 65-ე მუხლზე, რომლის თანახმად, პირს შეუძლია მოითხოვოს თავისი ისტორიული გვარის აღდგენა, თუ მტკიცებულებათა ერთობლიობით…
საქმე №ას-752-1078-07 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.03.2008
…და ¹ნკ 560428 დაბადების მოწმობები. აღნიშნული დოკუმენტების საფუძველზე ბავშვი მოსარჩელეს ჩამოერთვა და გადაეცა ალ.კუზნეცოვს. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო შემდეგი დასაბუთებით: 2006 წლის 27 დეკემბერს მას მიმართა ალექსანდრე კუზნეცოვმა და, “სამოქალაქო აქტების შესახებ” კანონის 65-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად, მოითხოვა მარიამ ონიშენკოს მამობის დადგენა. განცხადებას დაურთო ბავშვის დედის გარდაცვალების…
საქმე №ას-752-1078-07 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.03.2008
…შესახებ ¹დნ... და ¹ნკ... დაბადების მოწმობები. აღნიშნული დოკუმენტების საფუძველზე ბავშვი მოსარჩელეს ჩამოერთვა და გადაეცა ალ.კ-ოვს. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო შემდეგი დასაბუთებით: 2006 წლის 27 დეკემბერს მას მიმართა ა. კ-ოვმა და, “სამოქალაქო აქტების შესახებ” კანონის 65-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად, მოითხოვა მ. ო-ნკოს მამობის დადგენა. განცხადებას დაურთო ბავშვის დედის გარდაცვალების მოწმობა.…
…და გარდაცვალების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენის, სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის ძირითად პირობებს და სამოქალაქო აქტების სფეროში უფლებამოსილ ორგანოებს.,,სამოქალაქო აქტების შესახებ’ ’ საქართველოს კანონის 65.1 მუხლით განმარტებულია, რომ პირს შეუძლია მოითხოვოს თავისი ისტორიული გვარის აღდგენა, თუ მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება, რომ მისი გვარი…
…და ვითარებაში დაბადებისა და გარდაცვალების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენის, სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის ძირითად პირობებს და სამოქალაქო აქტების სფეროში უფლებამოსილ ორგანოებს. ამავე კანონის 65-ე მუხლის თანხმად 1. პირს შეუძლია მოითხოვოს თავისი ისტორიული გვარის აღდგენა, თუ მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება, რომ მისი გვარი წარმოიშვა სხვა…